მე შენ სიზმარში შემიყვარდი.3
მარის და ელენს ძალიან გაუხარდათ რომ მეგისაც მოუნდა წამოსვლა. ახლა უკვე სამივე ერთად გეგმავდნენ რა უნდა ეკეთებინათ იქ. პირამიდებთან რამდენი სურათი უნდა გადაეღოთ, მერე უდაბნოში ქვიშის მთებზე მანქანებით ესეირნათ და მშვენიერი რუჯიც მიეღოთ. ელენმა ვეღარ მოითმინა და გოგოებს თავისი სიზმარი უამბო. მარიმ იმ წამსვე დაასკვნა რომ ელენს ინტუიცია ჰქონდა კარგად განვითარებული და ამიტომაც ნახა ასეთი სიზმარი, ალბათ გული გიგრძნობდა რომ დაგირეკავდიო დაამშვიდა. მეგი იმ ახალგზრდა ბიჭმა დააინტერესა ელენმა რომ სიზმარში ნახა და აწუწუნდა ეგეთი სიმპატიური თუა და იქ იპოვე მაშინ ჩემს წამოსვლას აზრი არ ქონიაო, რაზეც გოგოებს სიცილი აუტყდათ. - ხო გადარიე ეხლა ის საწყალი არაბები შენი გამჭირვალე "კუპალნიკებით", დაუსისინა მარიმ მეგის. -ოხ შენ რა გგონია მაგათი ქალები არ ატარებენ საცურაო კოსტუმებს? თუ ზღვაში იმხელა აბაიებით ხტებიან? არ დანებდა მეგი. გოგონები გვიანობამდე შერჩნენ კაფეში, მერე მეგიმ სათითაოდ ჩამოარიგა სახლებში ორივე თავისი მანქანით და როდესაც ელენის სახლთან გაჩერდნენ გაეხუმრა: - რომდემდე უნდა ვიყო შენი კავალერი და როდის უნდა დაგინახო ბოლოს და ბოლოს ბიჭის გვერდით? იქნებ იმ ეგვიპტელმა კაცმა დაგვაყენოს საშველი სიზმარში რომ ნახე. ნეტა რა ქვია? ალბათ მოჰამედი ან აბდულა და თავის ნათქვამზე თვითონვე ატეხა სიცილი. ელენმაც გულიანად გაიცინა, ნაზად უჩქმიტა მხარზე, მანქანიდან გადმოვიდა და სასწრაფოდ აირბინა კიბეები. სახლში რომ შემოვიდა სასწრაფოდ გაიხადა ტანზე და აბაზანაში შევარდა, შეციებულზე ცხელი წყალი მესიამოვნებაო. სანამ შხაპს იღებდა ფიქრებში ისევ შემოეპარა თავისი "მოჰამედა", როგორც მეგიმ დაარქვა. თან თავისი უკვირდა, როგორ შეიძლება ამდენი იფიქრო ადამიანზე, რომელიც ალბათ ათასი წლის წინათ ცხოვრობდა ეგვიპტეში და ეხლა ჩემს სიზმრებში გამომეცხადაო. აბაზანიდან როგორც კი გამოვიდა ლეპტოპი ჩართო და თავის ფეისბუქს გადახედა. რამოდენიმე მეგობრობის მოთხვნა იყო გამოგზავნილი.ძირითადად ბიჭები უგზავნიან ხოლმე.გადაათვალიერა და მაშინვე დაბლოკა. ერთს მკერდ მოშიშვლებული გოგონას სურათი ედო, მეორე პირდაპირ იარაღს გვიმიზნებდა პროფილის სურათიდან. ბრაზი მოერია, რატომ უნდა დაიმატო ასეთი ხალხი რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა "ბიჭუნობის"ასაკიდან. ფეისბუქი გათიშა რაღაც ფილმი მოძებნა, ლეპტოპი გვერდზე დაიდო და ფილმის ყურება დაიწყო. ცოტა ხანში მიხვდა რომ ძილი მოერია,ლეპტოპი გათიშა და მშვიდად ჩაეძინა. ისევ იგივე განმეორდა, ეგვიპტეში იყო, მაგრამ სადღაც უკაცრიელ ადგილზე, ირგვლივ მხოლოდ უდაბნო იყო, არავინ ჩანდა, ძალიან ეშინოდა, გრძნობდა როგორ ეყინებოდა სხეული, მართალი იყო რომ ამბობდნენ ღამე უდაბნოში ყველაზე მეტად ცივაო. უცბად მოშორებით ვიღაც შეამჩნია. მისკენ გაემართა, თუმცა შიშის გრძნობა არ ტოვებდა. როდესაც უცნობს მიუახლოვდა სცადა დაეძახა მისთვის, ის ზურგით იდგა და როცა შემოტრიალდა მისი სახე იმ წამსვე ამოიცნო. მისი გამჭოლი მზერა რომ იგრძნო შეკრთა,ხმის ამოღებას ვეღარ ახერხებდა. უცნობი კი ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით უმზერდა, რომ ელენს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. სხეული სითბოთი აევსო, შიშის გრძნობა გაუქრა. ის კი უხმოდ იდგა. ღმერთო როგორი ლამაზი იყო. ხორბლისფერი კანი თითქოს უბზინავდა, შავი ოდნავ გრძელი თმა შუბლზე ეფინებოდა. ელენმა სცადა ეკითხა მისთვის ვინ იყო, ან რატომ ჩნდებოდა მის სიზმრებში, მაგრამ მან ხმის ამოღება არ აცადა, ხელი ლოყაზე ნაზად ჩამოუსვა, გაუღიმა და სადღაც გაქრა. ეს შეხება იმდენად რეალური ეჩვენა ელენს, რომ საწოლზე დენდარტყმულივით წამოხტა, თითქოს ის აქ იყო, თითქოს მისი ხელი ჯერ კიდევ ეხებოდა ელენის სახეს. სახეზე ხელი მოისვა, ახლა მიხვდა რომ მთლად გაოფლილიყო და სხეულშიც სიცივე იგრძნო. თერმომეტრი მოძებნა და სიცხე გაიზომა. მაღალ ტემპერატურას აჩვენებდა თერმომეტრი. მთელი სხეული ტკიოდა, თითქოს უდაბნოს სიცივე გამოყოლოდა. საათს დახედა, უკვე დილის 8:00 საათი იყო.დღეს ისვენებდა. სასწრაფოდ ჩაი გაიკეთა, სიცხის დამწევი ტაბლეტებიც მიიღო და ისევ საწოლში შეწვა.ფიქრობდა რა ხდებოდა მის თავს, რატო ამოიჩემა ეს უდაბნო, ან ეს ბიჭი ვინ იყო რომ ესე ცხადად ეჩვენებოდა. ამ ფიქრებში ჩაეძინა. ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა. მეგი რეკავდა. -ცოცხალი ხარ გოგო? მესამედ გირეკავ უკვე, კინაღამ გული გამისკდა. ხო მშვიდობა გაქვს? -კი მეგ ცოტა სიცხე მაქ და ეტყობა ღრმად ჩამეძინა. გეხვეწები მოდი რა ჩემთან. -ხო შენი სახლის გზაზე ვარ უკვე. ტელეფონი გათიშა. საწოლიდან წამოდგა. აღარაფერი აწუხებდა, თითქოს არც ქონია სიცხე. გაიფიქრა ნეტა ეგეც ხომ არ დამესიზმრაო. სწრაფად ჩაიცვა და კარზე ზარის ხმაც გაისმა. მეგი ქოთქოთით შემოვიდა სახლში. -გოგო სიცხე თუ გქონდა და ვერ დგებოდი მე ტყუილად ვარ შენი რაინდი? არ უნდა დამირეკო? ელენს გაეცინა მეგის ასეთ რეაქციზე. - აი წამლები მოგიტანე სიცხისთვის. მეგიმ ჩანთიდან დიდი პარკით წამლები ამოიღო და მაგიდაზე გაშალა. ელენი იცინოდა და უხსნიდა რომ უკვე კარგადაა და აღარაფერი აწუხებს. შემდეგ ყავა გაიკეთეს და ორივე მისაღებ ოთახში სავარძლებში მოკალათდნენ. - მეგ მგონი ჩემი საქმე ვერ არის კარგად. ამოილუღლუღა ელენმა და მეგის საწყალი თვალებით გახედა. -რატო რა ხდება? სამსახურში გაქვს პრობლემები? გაიკვირვა მეგიმ. -არა სამსახური არაფერ შუაშია მეგ, ისევ ის ტიპი დამესიზმრა, ისევ ეგვიპტეში ვიყავი ვითომ, მაგრამ ის ისეთი რეალური ჩანდა რომ მისი ხელის შეხებაც კი ვიგრძენი. ამის გაგონებაზე მეგიმ ხმამაღლა გადაიხარხარა, თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა ისე იცინოდა.ელენი წარბ აწეული უყურებდა და ელოდებოდა როდის მორჩებოდა ქალბატონი მის დაცინვას. -მაპატიე მაგრამ თავი ვერ შევიკავე შენი საწყალი სახის დანახვაზე. გოგო არ მითხრა ეხლა რო სიზმარში კაცი შეგიყვარდა. და მეგიმ კვლავ განაგრძო სიცილი, მაგრამ მალევე შეწყვიტა, როცა ელენის გაბრაზებულ სახეს შეხედა. -თუ არ მორჩები ესე გიჟივით სიცილს აღარასოდეს არაფერს არ მოგიყვები იცოდე. აბუზღუნდა ელენი. -კარგი რა ჩემო ბუნჩულა გოგო. მაგრამ მე ის მაშინებს ეხლა მაგ არ არსებულ კაცზე არ დაიწყო ფიქრები და ჩვევად არ გექცეს სიზმრებში ნახვა, შენ კიდე ეგ გინდაა, ისედაც არავის იკარებ და მერე ხო საერთოდ ჩაიკეტები და დამწნილდები პამიდორივით სიმარტოვეში. დაასკვნა მეგიმ და თან თვალი ჩაუკრა დასტურად იმისა, რომ სრულიად სიმართლეს ამობობდა. -ნუ ბოდავ რაღაცას,ერთი დედაჩემს უნდა დავურეკო, ვინმე წინაპარი ხომ არ გვყავდა არაბი და ეხლა იმისი სული მე ხომ არ გადამეკიდა. -ხო ხო ეგ იქნება ნამდვილად დაუდასტურა მეგიმ და ორივეს სიცილი აუტყდათ. მეგიმ თავისი ახალი თაყვანისმცემლის შესახებ უამბო ელენს. მსახიობია და თანაც ძალიან სიმპატიური. დღეს უნდა შეხვდეს და ცოტას ნერვიულობს. -ოხ შენც ეხლა ეკლესიაში არ მიყავდე ჯვრის დასაწერად და თვალი ჩაუკრა. მეგიმ პირჯვარი გადაიწერა- ღმერთმა დამიფაროს ეხლა ნასკების და ტრუსიკების რეცხვისგანო ამოიკნავლა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. უკვე საღამოვდებოდა როცა მეგი წავიდა. ელენმა სახლი მიალაგა და ლეპტოპი ჩართო. მაშინვე გუგლი გახსნა და ეგვიპტის ისტორია მოძებნა. ათვალიერებდა პირამიდების სურათებს, კითხულობდა სტატიებს მუმიებსა და აღმოჩენილ სარკოფაგებზე. გული უკვე ძლიერ მიუწევდა პირამიდებისკენ. გრძნობდა რომ იქ მართლაც რაღაც ელოდა. გამგზავრებამდე 4 დღე ქონდათ გოგოებს დარჩენილი. მარის ბარგი უკვე ჩალაგებული ქონდა და ვეღარ ითმენდა ისე უნდოდა სასწრაფოდ გამგზავრებულიყვნენ. გიორგის ათას დარიგებებს აძლევდა და თან ისევ თავის ჩემოდანს ქექავდა რამე ხომ არ მრჩებაო. მეგიმ მოიარა მაღაზიები, შეიძინა ახალი საცურაო კოსტუმები, სარაფნები და რაც შეიძლებოდა მოკლე შორტები. ელენს გული გამალებით უძგერდა, გრძნობდა რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში. იმ ღამის შემდეგ აღარ დასიზმრებია თავისი უცნობი სიყვარული და შიშის გრძნობა ეუფლებოდა ვაითუ არაფერი მოხდეს და ეს მართლაც უბრალო სიზმარი იყოო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.