ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (13)
დილით რომ გავიღვიძე ჩემს გვერდით იწვა. შევხედე და უნებურად გამეღიმა... ისე საყვარლად ეძინა ტანსაცმლიანს... ხელები ლყოებს ქვეშ ამოედო და ცალი ლოყა მოჭმუჭვნოდა. ვუყურებდი და ვერ ''ვძღებოდი''. ისეთი სიმპატიურია.. თანაც მისი შავი, მომხიბვლელი თვალები... თავბრუს მახვევს.. უი, თავბრუს ხვევაზე გამახსენდა-თავი მისკდება!!! ალბათ ამ ბოლო კვირის ბრალია.. ყველაფერი ისე უცბათ მოხდა...სიკვდილი,ამდენი ცრემლი, დაკრძალვა... ამ ყველაფერმა იმდენად იმოქმედა და ჩემს თავს გავუბრაზდი ისევ ლუკას სიმპატიურობაზე რომ ვპიქრობდი. შევეცადე მზერა სხვაგან გადამეტანა.. არაფერი რომ არ გამომივიდა თვალები უბრალოდ დავხუჭე. -ვიცი რომ მიყურებდი!-მომესმა მისი ოდნავ ბოხი ხმა. ახლა დავაჭყიტე. გაეღიმა.. მე რამის დავდნი. -სულაც არა!-ვიმართლე თავი. -კი, კი.. ნამდვილად მიყურებდი!-არ დამითმო მანაც-მე ყოველთვის ვგრძნობ სხვის მზერას და თანაც შენი ლოყები ოდნავ შეწითლდა.-და ხელი ლოყაზე ოდნავ ჩამომისვა. -გადი!უნდა გამოვიცვალო!-ვუთხარი მშვიდად. ისიც წამოდგა, ოთახიდან გავიდა და კარები მიიხურა. ავდექი. აბანოში მოვწესრიგდი, ტანსაცმელი ჩავიცვი და მისაღებში გავედი. დივანზე არ იჯდა.. არც სამზარეულოში იყო.. ჰმ.. ალბათ ოთახშია-გავიფიქრე და მის ოთახს მივუახლოვდი. ოთახში არ იყო თანაც აბაზანის კარი ღია დამხვდა ანუ არც აბაზანაში იმყოფებოდა. ჰმ... სახლში მარტო ვარ.. რა გავაკეთო? თანაც მშია... ალბათ ლუკასაც შია... არდა არაფრის მომზადება არ ვიცი.. რამე იოლი მჭირდება.. და თან ისეთი უცბად რომ გაკეთდეს.. აი ისიც! იქნებ ეგრედწოდებული ''გლაზურები'' შევწვა.. ნუ დედა მას ასე ეძახდა.. მახსოვს მას იოლად მიკეთებდა და თანაც ძალიან მალე და ძალიან გემრიელი გამოსდიოდა. ერთი პრობლემაა.. ეს პირველად უნდა გავაკეთო და ნამდვილად არ მინდა პირველ რიგში ჩემი თავი და შემდეგ ლუკა-ც მოვწამლო... სამძარეულოში შევედი, ტაფა გაზზე დავდგი, მაცივარი გამოვარე, სამი კვერცხები გამოვიღე და ტაფაზე დავახალე. შემდეგ კალბასი და პომიდორი დავჭერი კუბიკებად და კვერცხს ზევიდან მოვაყარე, მერე პატარა ნაჭერი ყველი ავიღე, სახეხი მოვიმარჯვე და კვერცხს ზევიდან დავახალე. ოოოპს! თითზე და სახეხზე სისხლია.. ხელი გამეჭრა? ნამდვილად! შეშინებული ჩემს ოთახში გავვარდი ხელში რაც პირველი მომხვდა ავიტაცე და თითის შეხვევა დავიწყე.(ეს პირველივე რაღაც მერე ე.გ ტრუსიკი აღმოჩნდა) ახლაღა გამახსენდა რომ გაზზე ტაფა იდგა და ტაფაზე კი ის ჩემი ნახელავი რომელსაც მთელი ჩემი სული ჩავაქსოვე.ვაიმე, ეს ხომ ჩემი პირველი საჭმელია რომელიც ჩემი ხელით მოვამზადე? ღმერთოო! ახლა გიჟივით გავვარდი სამზარეულოში და თაფა გამოვრთე. კვერცხს ძირი ოდნავ დაბრაწვოდა რაც მას უბრო გემრიელს გახდიდა. კარების გაღების ხმა გავიგე.. კარგ დროს მოვიდა. -მოხვედი?-თავი გავყავი და ვკითხე. -კი. -შენ არ იცი რა გავაკეთე..-და გადავიკისკისე. ახლაღა შევამჩნიე როგორი მოწყენილი და მოღუშული სახე ჰქონდა. გავუღიმე. სამზარეულოშო შემოვიდა და მანაც გამიღიმა ოღონდ ეს უფრა ''არმინდაგაწყენინოდამაგიტომგიღიმი''-ს ღიმილი იყო. მოვიდა და ტაფას დახედა. -ვაუ.. რა გემრიელად გამოიყურება.. -პირველად გავაკეთე და თუ ორივენი მოვიწამლედ ჩემი ბრალი არაა. მობილური ამოიღო და ჩემს ნახელავს სურათი გადაუღო. გამეცინა. ის დაჯდა, მე კი კვერცხის თანაბრად განაწილება დავიწყე. ორივენი ვჭამდით და თან რაღაც სასაცილო ამბებს ვუყვებოდი რომ გამემხიარულებინა და ისიც მიღიმოდა ოღონდ ისევ ''არმინდაგაწყენინოდამაგიტომგიღიმი''-ს ღიმილით. მერე ყავა შევთავაზე.. ისიც დამთანხმდა და აი აქ შემრცხვა! მე არ ვიცოდი ყავის მოდუღება. გაზქურასთან მივედი, ზემოთ მადუღარა შემოვდგი და დავაშტერდი. ჰმ.. ახლა რა ვქნა? იკნიდან სიცილი მომესმა. -არ იცი ხოო?-მითხრა და წამოდგა. თავი გავაქნიე. -გასწავლი!-ახლოს მოვიდა, უკნიდან მომიდგა, ჩემი ხელი თავისაში დაიმწვდია მადუღარა ამაღებინა. ჯერ წყალი ავავსეთ, მერე წყალი ჩავამატეთ, მერე ყავა ჩავყარეთ,(თანაც ისე, რომ ჩემი ხელი ეჭირა და მასწავლიდა) მერე მითხრა დაელოდე და რომ ამოვა უცებ გამოვრთავთო და ჩვენც ერთად ველოდებოდით ყავის ამოსვლას. ცოტა ხანი იდუღა და ამოვიდა. ხელში ისევ ჩემი ხელი ეჭირა და ერთად გადავატრიალეთ. ვიჯექიტ და ყავას ვსვავდით. სახე ისევ ისე მოეღუშა. მე ვეღარ მოვითმინე და ვითხე: -რამე ხდება?-და ჭიქა მაგიდაზე დავდგი. ერთი-ორი წუთი ჩუმად იყო და მერე მიპასუხა: -დღეს სასაფლაოზე ვიყავი და.. -გასაგებია, გასაგებია.. აღარ დავამთავრებინე და წამოვდექი. ჩემი ჭიქა ნიჟარაში ჩავდე და რეცხვა დავიწყე. ესეც გარეცხვის პირველი მცდელობა იყო, ჭიქა ნიჟარის კეთელს მიეხეთქა და ხელებში ჩამაფშხვნა. ხელი მეორეთი გავიჭერი. ოღონდ ახლსა სერიოზულად. -აააა-ტკივილს ვეღარ გავუძელი და ამოვიკვნესე. მაშინვე მომვარდა. -ჰეი რა გჭირს? -ხელი გავიჭერი.-ამოვიკრუსუნე. -ხო წეღან დაგინახე შეხვეული რო გქონდა თითი მაგრამ კიდევ?-ახლოს მოვიდა და თითიდან მომხსნა.. -ეს..-დაიბნა.-ამით რატო შეიხვიე? -ოო მაგის დროა?-დავუყვირე. ისიც სწრაფად გამოფხიზლდა, გარეთ დივანზე დამსვა ოთახში შეირბინა, იქიდან ყუთით დაბრუნდა და ჩემს ხელებს ''რაღაცეები'' უქნა. (''რაღაცეებითქო'' იმიტომ ვთქვი რომ სიმწრისგან თვალები დახუჭული მქონდა და ვერაფერს ვხედავდი. -ჰმ.. შენი ორივე ხელი დასერილია.. მგონი ჯობია წმოწვე.. -არა! არ მინდა წამოწოლა-კატეგორიულად ვუარყავი. -აბა რა გიინდა? -სეირნობა..-წამოვიძხე დაუფიქრებლად-გთხოვ გავისეირნოთ?! -თაკო... მე..-დაიწყო ყოყმანით. მეც მაშინვე მივხვდი რაც უნდოდა. -ოკეი! გასაგებია! შენ ბევრი რამე გადაიტანე და ამის ხასიათზე არ ხარ... შენ ახლა დეპრესიაში ხარ და ა.ს მაგრამ ერთ-რამეს ვგირჩევ.. ცხოვრება უნდა გააგრძელო! ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. და დივნიდან წამოვდექი. -და ხოო! მადლობ ხელისთვის!-ორივე ხელი მაღლა ავიშვირე და ოთახში შევედი. 888 საღამოს გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და ნიას დავურეკე. -ნიი... არ გავიდეთ ქალაქშიი? -აუუ ხო გოგოო.... პროსტა რამდენი ხანია შენთან ნორმალურად არ მილაპარაკია. ერთისიტყვით შევთანხმდით დროზა, ადგილზე და ერთ საათში ერთმანეთს ერთ-ერთ სკვერში შევხვდით. მივედი, ''ჩავეკონე'', მოვიკითხე და ორივენი სკამზე ჩამოვსხედით. -გოგო რა ხდება ახალი შენ და სანდროსკენ?-დავიწყე მე. -აუ ყველაფერი მაგრადაა!-დაიწყო აღტაცებულმა, ახლა ამას ვეღარავინ გააჩერებდა.-იმის მერე რაც მაგის მანქანას კვერცხები დავუშინეთ ცოტა დამელაპარაკა... რო დამელაპარაკა მერე რაღაც დრო ერთად გავატარეთ.. მერე ჩემთან ყოფნა მოეწონა და ერთმანეთს უფრო დიდ დროს ვუთმობდით.. განსაკუთრებით მაშინ, შენ რო გურიაში გადაიხვეწე.. სუყველანი ლუკასთან ვისხედით და ვბჭობდით ხოლმე.. აი ეხლაც კარგად ვართ.. თავს აღარ მაგრძნობინებს როგორც პატარა.. აი ძაან კარგი ბიჭია...-ბოლოს ამოისუნთქა.-უი შენკენ რა ხდება? -რავი გოგო.. ლუკაზე ძაან იმოქმედა თავისი შეყვარებულის გარდაცვალებამ... ვაფშე ყველაფრის აი როგორ ვთქვა, ''მუღამი აქ დაკარგული...... -ვაიმე!-წამოიძახა უცებ-ეს ისაა? არარსებობს!-და სადღაც გაშტერებულმა გაიხედა. მეც თვალი მის თვალებს გავაყოლე და იქ გავიხედე სადაც იქ იხედებოდა. და აი წლის სიურპრიზიც! ჩემი ''ყოფილი''! _______________________________________________________________ ჰმმ... აბა რას ფიქრობთ ყოფილი შეყვარებულის გამოჩენაზე? მგონი საინტერესოა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.