შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 11


19-05-2015, 13:24
ავტორი Qeti.A
ნანახია 5 689

მხოლოდ ახლა ხვდებოდა რომ დემეტრემ დიდი სამსახური გაუწია ნათიასთან და მარიამთან მარტო რომ არ დატოვა. ყველაფერს ეკითხებოდნენ... ნინამ აღარ იცოდა რომლისთვის ეპასუხა პირველი, ხშირ შემთხვევაში პასუხებს დემეტრე სცემდა და ნინა თვითონაც აკეთებდა აღმოჩენებს, მაგალითად გაიგო, რომ ქორწილი ზუსტად ერთ თვეში ექნებოდათ, რადგან დემეტრემ თქვა ხუთ ივნისსო. მოეჩვენა რომ ეს ყველაფერი სხვის თავს ხდებოდა და თავი შებოჭილად იგრძნო წელზე შემოხვეული დემეტრეს ხელის გამო. გააღიზიანა მისი ცხოვრების მის გარეშე დაგეგმვამ და ძალიან მოუნდა თავის ოთახში მარტო ყოფნა. დემეტრემ კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო გოგონას და ნინამ საპასუხოდ ფართოდ გაუღიმა. დევდარიანმა წარბები შეკრა და ისევ დააშტერდა ნინას. სახე აარიდა და დარბაზს თვალი მოავლო, გაოცებული მთელი ტანით შეტრიალდა ოთახში ანასტასია და ცოტნე რომ დაინახა. მერე ისევ გახედა დემეტრეს და ისიც მათ მიშტერებოდა. ნინას ეგონა ეჩვენებოდა, როცა გოგონა მისკენ წამოვიდა. გაქცევა მოუნდა...
-დემეტრე, ნინა, როგორ ხართ? ბარბარემ ორივეს შესცინა და ნინამ ისევ იგრძნო წელზე ხელი, მერე ანასტასიას დაბნეულ მზერასაც წააწყდა. სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელი და მთელი სხეულით შეხტა გოგონამ რომ ხელი ჩაჰკიდა.
-რა.. რა არის? მოულოდნელობისგან წამოიყვირა, მაგრამ ანასტასია უსიტყვოდ დაშტერებოდა მისი მარჯვენა ხელის არათითს.
-ქორწინედებით? ლამის იყვირა და ჯერ ნინას შეხედა, შემდეგ დემეტრეს.
-ჰო, ინსტინქტურად უპასუხა ნინამ და მთელი სხეული დაეძაბა.
-კი, მაგრამ...
-ანასტასია! დემეტრემ ნინას ხელზე ანიშნა გოგონას და მანაც გაუშვა. უცებ თითქოს გონს მოეგოო ანასტასიამ გაიცინა, ნინას მხარზე ხელი დაადო და მიულოცა. ნინამაც უპასუხა ღიმილით და ისევ გაოცებული მზერა გააყოლა ჩქარი ნაბიჯით წასულ გოგონას.
-ნინა, დემეტრემ მის საფეთქლთან დაიჩურჩულა, მაგრამ გოგონა არც განძრეულა. რამდენიმე წამის მერე ღიმილით ამოხედა. -ჯანდაბა, წამოდი! გაბრაზებულმა ხელი ჩაჰკიდა და კიბეებზე ლამის სირბილით აიყვანა.
-აღარ გაბედო! კარი როგორც კი მიხურა მაშინვე უთხრა ჩვეული სიმკაცრით.
-რა? ნინა უკვე დაღალა მთელი დღე დაბნეულად ყოფნამ.
-გამიღიმო მაშინ, როცა არ გეღიმება. ვერ ხვდები რომ ეგ იგივე ტყუილია?
-ჰო, მართალი ხარ, ეჭვიანობის სცენები უნდა მომეწყო მამაშენის დაბადების დღეზე, ნინამ ხელი აიქნია და საწოლზე ჩამოჯდა.
-მკითხე! დემეტრეს ხმა ისევ მკაცრი იყო.
-რატომ მეჩხუბები? ნინამ მობეზრებულად ამოხედა.
-ეგ კითხვა არ მიგულისხმია და არ გეჩხუბები, უბრალოდ გაბრაზებული ვარ.
-მე არაფერი გამიკეთებია რომ გამებრაზებინე! ნინას ხმაშიც იგრძნობოდა სიმკაცრე.
-მაგიტომაც არ ვარ შენზე გაბრაზებული.
-მაშინ შეგიძლია ანასტასიას უყვირო, ან საკუთარ თავს. ნინა ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა. ჯერ კიდევ უნდოდა თავის ოთახში მშვიდად ყოფნა.
-ნინა, სიმკაცრე შემოძარცვულმა ხმამ აიძულა გაჩერებულიყო, -არ იყო იგივე ბეჭედი, ძალიან ნელა შემოტრიალდა და თვალებში ჩახედა, -ანასტასიასთვის ცოლობა მაგ ბეჭდით არ მითხოვია.
-რატომ? ყველაზე მოულოდნელი ეჩვენა დემეტრეს ეს შეკითხვა.
-დედას შენზე რომ ვუთხარი მაშინვე მომცა ეს ბეჭედი, ბარბარეს დროს არ მოუცია.
-არ მესმის...
-არ ვიცი როგორ იცნო, შეიძლება მარიამმა ანახა ადრე...
-მეგობრები არიან?
-ერთად გაიზარდნენ, ნინა დაღალა ამდენმა გაოცებამ, უკვე ბრაზსაც გრძნობდა სხეულში. -ბარბარეს მამა და მამაჩემი მეგობრები არიან, ბიზნესპარტნიორებიც და ოჯახებით ძალიან ახლოს ვიყავით...
-სანამ შენი და ანასტასიას ნიშნობა ჩაიშლებოდა?
-ჰო და ეს დაახლოებით ოთხი წლის წინ იყო. დემეტრე ნინას მიუახლოვდა და ბეჭებზე ხელები დაადო. -თუ რომელიმე კითხვა ვერ გამოვიცანი გისმენ, ნინას ოდნავ გაეღიმა და თვითონაც მოხვია ხელები წელზე. დემეტრეს სხეული გაუთბა, ნინა ისეთი დადებითი იყო, ისეთი ემოციებით სავსე...
-რატომ ხუთი ივნისი? მის ყელთან დაიჩურჩულა და დემეტრეს ჟრუანტელმა დაუარა.
-არა, ქალბატონო, ეს სიურპრიზია. მთელი გულით გაეცინა ნინას და თითქოს ახლა გამოვიდა თავისი ოთახიდან. დემეტრემ გოგონას სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა. -ნინა, მე შენ არასდროს, არასდროს არ შემიდარებიხარ ანასტასიას და არც შენ მოძებნო მსგავსება-განსხვავებები თქვენს შორის. ჯერ კიდევ შენს გაცნობამდე დიდი ხნით ადრე იყო წარსული.
-დემეტრე, მე არ ვეჭვიანობ, ისევ გაიღიმა გოგონამ, -უბრალოდ დღეს ძალიან ბევრი ახალი გავიგე.
-მაგალითად? დემეტრემ ისევ დააჯინა საწოლზე და თვითონ გვერდით მიუჯდა.
-მაგალითად, ის რომ ვთხოვდები, თანაც ზუსტად ხუთ ივნისს, თურმე ჩემს მომავალ დედამთილს ძალიან მოვწონვარ, და ის რომ ჯონი დეპზე უფრო ბევრი რამ ვიცი, ვიდრე ჩემს მომავალ ქმარზე.
-ეგრე იფიქრე? როცა დაჩიმ გითხრა, იფიქრე რომ ჩემზე არაფერი იცოდი და რომ ძალიან ადრე იყო? ნინა შეკრთა დემეტრეს ისე უცებ შეეცვალა ხასიათი, აღარ იყო არც მზრუნველობა, არც მისკენ მომართული მთელი სამყარო დემეტრეს თვალებში, რაღაც უფრო სევდიანმა და უარყოფითმა ჩაანაცვლა და ნინა ვერ მიხვდა კონკრეტულად რამ.
-არა, თავიდან ისე დავიბენი ფიქრი რა იყო ისიც დამავიწყდა, მაგრამ პირველად ვიფიქრე, რომ თანახმა ვიყავი, ნინას გაეცინა, -თანაც მე არ მითქვამს რომ შენზე არაფერი ვიცი...
-აბა, რა იცი ჩემზე? დემეტრე აშკარად გაახალისა ნინას პასუხმა.
-ვიცი, რომ ძალიან კარგი ექიმი ხარ და შენი საქმე ძალიან, ძალიან გიყვარს, კიდევ მზრუნველი ხარ, ალბათ შენი პროფესიის გამო. ცოტათი მესაკუთრე ხასიათი გაქვს, საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა და ლამაზი ღიმილი. კიდევ ვიცი, რომ ძალიან გაწონასწორებული ხარ და ყოველთვის ცდილობ მშვიდი იყო, ხშირ შემთხვევაში გამოგდის. ეჭვიანი არ უნდა იყო, ნუ ყოველშემთხვევაში ძალიან არ ხარ. არ ვიცი საიდან ისწავლე ჩემი ღიმილების გარჩევა, მაგრამ ძალიან მომწონს რომ ამდენს მიყურებდი, დემეტრეს სიცილზე ნინასაც გაეღიმა და სხეულიდან დაძაბულობა საერთოდ მოეხსნა. -ჰო, კიდევ მბრძანებლობა გიყვარს, მაგრამ მოვუვლით მაგას, დარწმუნებით ჩაილაპარაკა გოგონამ.
-მგონი, ზედმეტად ჭკვიანი ცოლი მეყოლება.
-ჰო, ძალიან გაგიმართლა. დემეტრე, ანასტასია ცოტნეს რატომ გაყვა? ლოგიკური იყო ნინასგან მოესმინა კითხვა თუ რატომ ჩაიშალა მისი და ანასტასიას ნიშნობა, მაგრამ ნინა თითქოს დემეტრეს უფლებას აძლევდა თავის თავის გარეთ მოეყოლა, საერთოდ რომ არ ეთქვა საკუთარი არაფერი, დემეტრე ვერ მიხვდა ამაზე რას გრძნობდა.
-ჩვენი დაშორების შემდეგ... მოკლედ, ამას არავინ ელოდა და ანასტასია ცუდად იყო, ცოტნე კი რაც თავი მახსოვს სულ ჩვენს შორიახლოს ტრიალებდა და გამოჩნდა, როცა ანასტასიას ვიღაც სჭირდებოდა. თავიდან არ მიყვებოდა, მაგრამ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დათანხმდა.
-ანასტასიას ჰგონია, რომ კიდევ შენ უყვარხარ. ნინა ახლოს მიუჩოჩდა და თავი ბეჭზე დაადო, დემეტრემ ისევ აივსო ფილტვები მისი ჰარმონიული სურნელით.
-ჰგონია? თმაზე აკოცა გოგონას და გაუცინა.
-არ შეიძლება უყვარდე, ცალმხრივად სიყვარული არ შეიძლება, ნინამ თავი გააქნია და დემეტრემ კიდევ უფრო მაგრად მოხვია მკლავები.
-შენ გჯერა, რომ მე მიყვარხარ? ზემოდან დახედა დევდარიანმა და გაეცინა.
-არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ სულ ვოცნებობდი სპონტანურად გათხოვებაზე, ნინასაც გაეცინა.
-გაჩუმება! ტუჩებით მოხაზა დემეტრემ და თავი ზედმეტად მშვიდად იგრძნო ნინამ ლოყაზე რომ ნაზად აკოცა. -ახლა წავედით, თორემ დედაჩემი პატრულს გამოუძახებს, ხელი ჩაშჭიდა დემეტრემ და ოთახიდან გაიყვანა.
-მომეწონა შენი ოთახი, მყუდროა.
-როცა შენ ხარ იქ უკეთესია, კიბეებზე ნელა ჩავიდნენ და ნინამ გააზრება ვერ მოასწრო ისე შეეტაკა ორი სხეული.
-გილოცავთ, ნინიკო, როგორ გამიხარდა, ალექსანდრეს ხმა სტუმრების ნახევარმა მაინც უეჭველი გაიგო.
-აბა, ჩაგაბარებთ ამ უჟმურს და... აუ ეს დატანჯავს ბიჭს, ღიმილით ჩაილაპარაკა ანდრეამ.
-დამიტოვეთ რამე, დემეტრემ მობეზრებულად გადახედა ნინაზე შემოხვეულ ოთხ ხელს და ალექსანდრესგან მუჭი მიიღო მხარში.
-ვიცეკვოთ?
-დღეს არა, ელქს, ნინამ უხერხულად გაიღიმა და ისევ დემეტრეს გვერდით დადგა.
-ოჰ, გამოჩნდნენ ესენი. მეც მომყავს ცოლი, მაგრამ არ ვიპარები არსად...
-ხო, ყოველ დღე ვიღაცის ჩურჩული რომ მაღვიძებს ნეტა ვინ არის? ნინა თვალები დაუწვრილა.
-შენ რატომ გაღვიძებს? დემეტრემ დაბნეული მზერა გადახედა.
-ნიაკო ჩემს ოთახში იძინებს ქორწილამდე, ნინამ სიცილით ჩაილაპარაკა და გაბუსხულ ძმას დაეჭყანა. ალექსანდრეს და ანდრეას სიცილზე ვერც დემეტრემ შეიკავა. -კიდევ ორი დღე და მორჩა, ძამიკო, შენია მერე... ნინაც დასცინოდა დაჩის.
-თქვენ თუ ოთახში არ ჩამოგისახლდეთ ნახავთ, სასაცილოდ დაემუქრა ორივეს.
-ნიას წამოყვანა არ დაგავიწყდეს, დემეტრემ სიცილით ჩაილაპარაკა. -წამოდი ვიცეკვოთ, ხელი ჩაშჭდა საცოლეს და ოთახის ცენტრისკენ წაიყვანა.
-ცეკვა რატომ არ გინდოდა? ოდნავ დაეჭვებით დახედა დემეტრემ.
-მე ცეკვა სულ მინდა, სასაცილოდ გაშალა ნინამ ხელები, -მაგრამ, როგორც ჩემი ძმა იტყოდა, არ მინდა დღეს ჩემს წელზე დღეს სხვა კაცის ხელი ვიგრძნო.
-შემდეგ მომავალში რომ პრობლემები არ იყოს, დაიმახსოვრე, რომ შენ თვითონ მომასაკუთრე შენი თავი, დემეტრე სახეზე მოეფერა და ნაზად ააყოლა მუსიკას სხეული. ნინას სიახლოვე თავს კარგად აგრძნობინებდა, ძალიან კარგად.
^^^
ნინა სადაც იყო ბრაზისგან გასკდებოდა, სახეზე წითელმა ფერმა გადაუარა და დემეტრე გაოცებული დააშტერდა სახეზე, ასე ცხადად ჯერ ემოცია არასდროს შეტყობია. დევდარიანი ჯერ ფრთხილად აკვირდებოდა გოგონას სხეულს საოცრად დაძაბული რომ იყო და სწრაფად სუნთქავდა, სახეს არაფრით ატრიალებდა მისკენ და უკვე დემეტრესაც ეშლებოდა ნერვები. როგორც იქნა დათქმულ ადგილს მიაღწია და მანქანა გააჩერა, გზაში დაახლოებით თხუთმეტი წუთი იყვნენ და ნინამ ამ დროის განმავლობაში არათუ სიტყვა თქვა, არც გამოუხედავს ბიჭისკენ.
-ვიყიდო შოკოლადები თუ უსასყიდლოდ მეტყვი? მხოლოდ უფრო ღრმად ჩაისუნთქა ამჯერად, სხვა არაფერი შეცვლილა დადიანზე. -ნინა... დემეტრეს სიტყვა გაუწყდა ისე სწრაფად გადავიდა მანქანიდან გოგონა და პირდაპირ ჭიშკართან გაჩერდა.
-სად ვართ? ჯერ ისევ არ უყურებდა, ხმაც უჩვეულოდ მკაცრი ჰქონდა, გაღიზიანების კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა. დემეტრემ წარბები შეკრა და ისე მიაშტერდა მის ზურგს, ნინამ უკან მოიხედა და წარბები ასწია, ანიშნა პასუხი გაეცა.
-ერთი რაღაც, ნინა, პატარა ბავშვივით დატუქსული დგომას არ ვაპირებ, არც თინეიჯერივით ხვეწნას რა არ მოგეწონა, თუ გინდა თქმა მითხარი თუ არადა და ნუ ბრაზდები, დემეტრეს ხმა ზოგადად თბილი არ იყო, მაგრამ როცა მკაცრი იყო თან გაბრაზებული... ნინამ დისკომფორტი იგრძნო და საერთოდ დაავიწყდა მანამდე რას გრძნობდა, რაც მოხდა იმ დღეს, რა არ მოეწონა ყველაფერი დაავიწყდა. სულ სხვანაირად წარმოედგინა, ერთდროულად რამდენიმე ფრაზამ იყვირა გონებაში, მაგრამ ხმის ამოღება ვერ მოახერხა.
-სად ვართ? აღარ იყო სიმკაცრე და გაღიზიანება მის ხმაში, მაგრამ აღარც დილანდელი ხალისი იყო. დემეტრემ წარბები ისევ შეკრა და ჭიშკარს მიუახლოდა.
-სახლში, ჩვენს სახლში, ხელი ჩაშჭიდა გოგონას და სახლისკენ წავიდა.
-სახლი იყიდე? როგორც იქნა რაღაც ემოცია გაისმა და დემეტრემ ახლა უფრო შვებით მოისუნთქა.
-რა ცვალებადი ხასიათი გაქვს, ხმადაბლა უთხრა გოგონას და ოდნავ გაუღიმა, ნინა ჯერ კიდევ ორსართულიან თეთრ სახლს მიშტერებოდა და პირი შესამჩნევად ჰქონდა ღია. -წამოდი დაგათვალიერებინებ, კარში შესვლისკენ უბიძგა დემეტრემ და ყველა ოთახი მოატარა. ნინა გაოგნებული იყო, სახლი ძალიან დიდი, ლამაზად მოწყობილი თანამედროვე სტილში, ძირითადად მუქი ყავისფერი, თეთრი, შავი და ნაცრისფერი ტონალობები ჭარბობდა, ძალიან დახვეწილი იყო და ისე დაიღალა ახალი ემოციებისგან ბოლო ორი დღის განმავლობაში, რომ ძალიან მოუნდა რომელიმე საძინებელში დარჩენილიყო და კარგად გამოეძინა.
-ნინა, მისმენ?
-არა, თავი გააქნია გოგონამ და მეორე სართულიდან მისაღებ ოთახს გადახედა. -ანუ ამიტომ უთხარი დედაშენს...
-ოჰ, ღმერთო მაგაზე გაბრაზდი? ნინა, სიურპრიზი იყო, მაგრამ ნათიამ, რა თქმა უნდა, ზედმეტი კითხვები დასვა, დემეტრემ გაიღიმა და გოგონას ხელი გადახვია.
-არა, შენ მოიტყუე, თქვი, რომ მე და ნინამ გადავწყვიტეთ ცალკე ვიცხოვროთო, დემეტრე ოდნავ მოშორდა და გაოცებული მიაშტერდა.
-ხო ასე ვთქვი, მერე ?
-შენ და ნინას არაფერი გადაგიწყვეტიათ, შეიძლება ითქვას არც გილაპარაკიათ ნორმალურად რამეზე, დემეტრემ თვალები დააწვრილა და ვერ დაიჯერა რაც ესმოდა.
-მე მხოლოდ სიურპრიზის გაკეთება მინდოდა, ხელები დემონსტრაციულად გაშალა და თვალებში ჩახედა გოგონას.
-არ მიყვარს სიურპრიზები, თავი გააქნია გოგონამ და ისე მიმოიხედა, -მაგრამ ეს სახლი ძალიან მომწონს, ოდნავ გაიღიმა. -შეეცადე მეორედ მართლა არ დამამუნჯო ხოლმე, დემეტრე ჯერ კიდევ გაკვირვებული უყურებდა გოგონას. ნინას არ აკმაყოფილებდა მხოლოდ შედეგის მიღება, მას პროცესშიც მონაწილეობა უნდოდა, კონტროლის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეეძლო. ნინა იმაზე დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ეს დემეტრეს წარმოედგინა. ბოლოს თვითონაც გაეღიმა, მოაჯირზე დაყრდნობილ გოგონას უკნიდან ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.
-არ მინდა სახლში შენი ვინმესთან გაყოფა მომიწიოს, აქ მხოლოდ ჩემი იქნები, გულის ცემა ისევ აუჩქარდა, მაგრამ ამჯერად არც ბრაზის და არც გაღიზიანების ბრალი ეს არ იყო, ნინამ უცნაური იმპულსები იგრძნო სხეულში, სასიამოვნოდ დაიძაბა. დემეტრეს ხელები რიტმულად ეფერებოდა და ნინამ თავისდაუნებურად სხეული ააყოლა. მთელი ტანით შეტრიალდა მისკენ და ცხვირი დემეტრეს კისერს გაუხახუნა, დევდარიანმა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და ბაგეები გაეხსნა, ნინას გაეცინა, გულღიად და უდარდელად, დემეტრეს ჩამუქებული მზერა მოეწონა, ისიც ახლა მის თეძოებს რომ ეფერებოდა რიტმულად და ამჯერად თვითონ გაუსინჯა მის ტუჩებს გემო, დევრარიანს მოულოდნელობის კვნესა მოსწყდა და ნინას სუნთქვაში ჩაიკარგა, თითქოს საკუთარ სხეულს მიაწება ისე აიკრა გოგონა და კოცნაში დომინანტობა წამსვე ჩამოართვა.
-ამას ქვია მარტო ჩემი სახლში, დემეტრემ გაიცინა და ყელზე აკოცა.
-არ მითხრა, რომ ზღურბლის იქეთ სხვებთან კეთების უფლებაც მაქვს, ხელები მაგრად მოხვია ნინამ კისერზე და გაიღიმა.
-მართლა დაგამუნჯებ! ისევ მოძებნა გოგონას ბაგეები და ისევ ჩამოართვა ლაპარაკის უფლება.
^^^
-მე რომ გეუბნებოდი ისწავლე ცეკვა გამოგადგება, ისწავლეთქო არ დამიჯერე და ახლა გვიყურე შორიდან, ალექსანდრე დემეტრეს დაეჭყანა და ნინა დემონსტრაციულად კიდევ ერთხელ დაატრიალა.
-ალექს, იცი რა უნდა ქნა თუ გინდა, რომ მთელი ცხოვრება პროფესიონალ მოცეკვავესთან არაპროფესიონალურად იცეკვო? დემეტრეს ტუჩის კუთხეები ჩაუტყდა და ნინას თვალი ჩაუკრა.
-თავი უნდა შეაცოდო? ალექსი კიდევ ერთხელ დაეჭყანა.
-ცოლად უნდა მოიყვანო, დემეტრემ ნიშნის მოგებით გაუცინა და ნინა საცეკვაოდ წაიყვანა.
-მათთან ერთად ძალიან სხვანაირი ხარ, ნინამ ისევ კომფორტი იგრძნო დემეტრეს ხელებში. -უფრო ხალისიანი.
-შენზეც იმავეს ამბობენ, დემეტრეს გაეცინა.
-მართლა? ნინამ გაოცება ვერ დამალა, დემეტრემ დაუჯერებლობაც დაინახა მის თვალებში.
-რატომ გაგიკვირდა? არა, ეს არ იყო ჩვეულებრივი მხიარული წამოძახილი, უკვე რომ პასუხიც მოიაზრება მასში.
-უბრალოდ...შენ...შენ ყოველთვის ისეთი, ნინამ სიტყვა ვერ მიუსადაგა არ იცოდა ასეთი არაფერი, რაც ახლა მის აზრებს გამოთქვამდა. -მობილიზებული, კონცენტრირებული ხარ, ისეთი რომ სიმშვიდის ილუზიას ტოვებს, მაგრამ...
-ილუზიას? დემეტრემ ცეკვა შეწყვიტა და ნინას ცოტა მოშორდა რომ სახეზე კარგად შეეხედა.
-დემეტრე, ძალიან გაწონასწორებული ხარ, მაგრამ მშვიდი არასდროს, ბიჭებთან უბრალოდ ეშვები, თითქოს რაღაცას იხსნი... ნინას ისეთი გრძნობა დაებადა რომ ახლა ენა უნდა ჩავარდნოდა, ვეღარ ჩუმდებოდა, დემეტრეს თვალები უსიტყვოდ თხოვდნენ გაგრძელებას. მაგრამ ახლა უკვე მართლა შემოელია ლექსიკა და აღარ იცოდა რა ექნა, ვეღარაფერი თქვა. დემეტრე საერთოდ არ ჩქარობდა რაიმეს თქმას, მხოლოდ ხელები ისევ მოხვია და მუსიკას ტანი ააყოლა.
-შენც ასეთი ქორწილი გინდა ?
-სიურპრიზებში აღარ ვხარჯავთ დროს? დემეტრემ კანით იგრძნო ნინას ღიმილი და კიდევ ერთხელ გაუკვირდა მისი ასეთი სწრაფი ცვლილება ხასიათში. -არა, უფრო მყუდრო.
-მეც, გოგონა მკლავზე გადაიწვინა და მუსიკაც დამთავრდა. ნაზად შეახო ტუჩები შუბლზე. -ლამაზი ხარ, ყურთან უჩურჩულა და ნინამ უკვე ნაცნობი სპაზმები იგრძნო სხეულში. ღრმად ჩაისუნთქა და დემეტრეს გამაფრთხილებლად გაუცინა.
-ხვალ უნდა გნახო, ნინამ ვერ დაიჯერა რომ ეს მართლა თქვა, წამის წინ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას უკვე იწყებდა. დემეტრემ ისევ იგრძნო გოგონას სხეულის დაძაბულობა, თითქოს ვერ დაეწია ამდენ ცვლილებაში ასეთ ცოტა დროში. მიხვდა რომ ეს არ იქნებოდა ჩვეულებრივი პაემანი და არც ქორწილზე ისაუბრებდნენ. დემეტრე ვერ მიხვდა ეს გაუხარდა თუ ეწყინა. მხოლოდ თავი დაუქნია და მაგიდისკენ წაიყვანა.
ნინა მთელი ძალით ცდილობდა როგორმე ყურადღება დაჩიზე და ნიაზე გადაეტანა, მანტრასავით უმეორებდა საკუთარ თავს რომ დღეს ნერვიულობა არ შეიძლებოდა, მაგრამ დემეტრეს არც ერთხელ არ გამოპარვია მისი ყალბი, ნერვული სიცილი, ნინაც თითქოს არ იმჩნევდა დევდარიანის დაჭიმულ ყბებს. ბოლოს საღამო დამთავრდა და დაჩი თაფლობის თვეზე გააცილეს ნინა კი ვერაფრით დამშვიდდა, არც დემეტრეს გაუხსნია სახე.
^^^
ყველა ოპერაცია და პაციენტი ალექსანდრეს და ანდრეას გადააბარა, უბრალოდ საქმეზე ვერ ფიქრობდა, ვერც ვერაფერზე ნინას გარდა. ოდნავადაც ვერ მოისვენა. დაძაბულობა, ნერვიულობა, ფორიაქი იმდენად არ იყო ნინას ხასიათში რომ დემეტრეს ეშინოდა დღევანდელი შეხვედრის. თითქმის ერთი საათით ადრე მივიდა დათქმულ რესტორანში, არც ის მოეწონა ნინამ დაჟინებით რომ სთხოვა პირდაპირ იქ მოვალო. თვალმოუშორებლად უყურებდა კარს და ცდილობდა ნინას შემოსვლა არ გამოპარვოდა. ღრმად ამოისუნთქა, როცა ბოლოს და ბოლოს დაინახა. ისე თავისუფლად, ჰარმონიულად მოაბიჯებდა გოგონა, დემეტრემ უნებურად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.
-ახლა დაღლილი არ უნდა იყო? ზუსტად იცოდა, რომ ვარჯიშიდან მოდიოდა.
-გამიხარდა შენი ნახვა, დემეტრეს უკვე უშუალობა და გულწრფელობა უყვარდა მასში, პირველად მოუნდა ყოფილიყო ყველაზე დიდი რომანტიკოსი მსოფლიოში. მხოლოდ ახლა შენიშნა გოგონას ხელში პარკი, დააკვირდა და მიხვდა მართკუთხედი ნივთი უნდა ყოფილიყო შიგნით.
-საჩუქარი მომიტანე? ნინამ უხალისოდ დაუქნია თავი და დემეტრეს მთელი ნერვიულობა გაახსენდა, რასაც რამდენიმე წუთის წინ გრძნობდა. -რას დალევ?
-წყალს, თუ შეიძლება.
-დარწმუნებული ხარ ალექსანდრეს წამალი რომ არ გინდა? დემეტრემ გაიცინა და ნინამ მოგონებაზე წარბები შეკრა, თავი კიდევ ერთხელ, უფრო დამაჯერებლად გააქნია. დემეტრეს აფორიაქება გაასმაგდა და რაც პირველი თავში მოუვიდა ის შეუკვეთა, უკვე ნინას თვალებიც აღარ იყო ხალისიანი.
-არ ვიცი როგორ უნდა დავიწყო, ნინამ დამნაშავის ტონით ჩაილაპარაკა და წყლიან ჭიქას ხელები მაგრად მოუჭირა. დემეტრემ ინანა წყალი თავისთვისაც რომ არ შეუკვეთა. -ისიც კი მიკვირს რომ არ იცი, ყველა ამაზე ლაპარაკობს.
-ნუ ნერვიულობ, გთხოვ, ისევ... მზრუნველი, მაგრამ არა თბილი... ნინამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-შენ გაინტერესებდა რატომ აქვს ბარბარეს ნერვული შეტევები, გოგონამ მაგიდის გადასაფარებლის ყველა დეტალი შეისწავლა და დემეტრეს არაფრით ჩახედა თვალებში. დევდარიანი ყველაფერს ელოდა ახლა ბარბარეს ხსენების გარდა.
-ნინა, თუ არ გინდა არ მომიყვე, ვერაფერი გაუგო საკუთარ ემოციებს, იმდენად ურთიერთსაინააღმდეგო გრძნობებით იყო სავსე, ნინას დაძაბულმა მზერამ, რომელშიც უკვე მისკენ მომართული ინტერესიც ჩანდა გამოარკვია და მობილიზება აიძულა.
-ექვსი წლის წინ ბარბარე მოიტაცეს, ათი წლის იყო, მე - თხუთმეტის, სკოლიდან გვიან გამოვედით, საახალწლო კარნავალისთვის ვემზადებოდით და ჩვენ ვმღეროდით. თავიდან მართლა გვეგონა, რომ იმ კაცებს ჩვენი დახმარება უნდოდათ, ისეთი სიცივე იყო გარეთ, მაგრამ მერე მანქნაში ძალით ჩატენილები რომ აღმოვჩნდით ძალიან შეგვეშინდა.
-შენც? დემეტრეს ყბები არ დაუშორებია ერთმანეთს ისე დასვა კითხვა. ნინამ უდარდელად დაუქნია თავი, თითქოს ნაყინის არჩევანი გააკეთა და ახლა მის დაგემოვნებას ელოდებოდა. დემეტრე უაზროდ მიაშტერდა მიმტანს, რომელმაც შეკვეთა მოიტანა და რაღაც იკითხა, თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და ნინას შეხედა, გოგონა ისევ წყლის ჭიქას უჭერდა ხელებს.
-ცალ-ცალკე ოთახებში ვიყავით, ბარბარესი არ მინახავს, მაგრამ ჩემსას ნაცრისფერი კედლები ჰქონდა, ერთი საწოლი იდგა და ერთი ნათურა ეკიდა, ორი კარი ჰქონდა ერთი დერეფანში გადიოდა, მეორე სააბაზანოში. ხანდახან მგონია, რომ ოთახის კედლები ძალიან დასვრილი იყო რაღაცით, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყოს. ერთადერთი ზუსტად რაც მახსოვს, არსად ფანჯარა არ იყო, შუქი არ შემოდიოდა, მხოლოდ ნათურა ანათებდა. პირველ დღეს არაფერი მომხდარა, მხოლოდ წყალი შემომიტანა ნიღბიანმა და გავიდა. მახსოვს, რომ ბარბარეზე ვნერვიულობდი და წყალი რომ დავლიე გული ამერია. მალე შუქიც გამოირთო და მივხვდი უნდა დამეძინა. ტირილმა გამაღვიძა, ოთახი განათებული იყო, ბარბარეს ხმა რომ ვიცანი მთელი სხეული ამიკანკალდა, ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი ვაბრახუნე კარზე, მაგრამ ბოლოს გააღეს, ნინამ ჭიქაში დარჩენილი წყალი ბოლომდე დალია და სუნთქვის დარეგურილებას შეეცადა. დემეტრეს უნდოდა რამით დახმარებოდა, უნდოდა ეთქვა, რომ ნუ გააგრძელებდა თუ არ შეეძლო, მაგრამ ამას ვერაფრით იზამდა, ახლა რომ ნინას გაეწყვიტა, ამის მოყოლა რომ არ დაემთავრებინა, ვერც ვერასდროს დაამთავრებდა. უბრალოდ არის ხოლმე მომენტები, როცა წამი უნდა გამოიყენო და რაღაც გააკეთო, ის წამი ნინასი იყო და მას უნდა ელაპარაკა, როგორი მოსასმენიც არ უნდა ყოფილიყო სიმართლე, მაგრამ დემეტრეს უკვე წარმოდგენილი სურათები არ აძლევდნენ მოსვნებას, წინასწარ გაჰკიოდნენ აზრები გონებაში და საშინელ წუთებს უმზადებდნენ, საშინელების მოსასმენად ამზადებდნენ.
-სახეზე არ მახსოვს, მაგრამ საშინელი ალკოჰოლის სუნი ჰქონდა, ძალიან მწარე სიმჟავეში რომ გადადის ისეთი. მე მკერდამდეც ვერ ვწვდებოდი, მაღალი იყო, მახსოვს უაზრო ღიმილით რომ დამხედა და სახეში გამარტყა, რაღაც ხმა აღარ გავიგოს მსგავსი წაიდუდღუნა, თითქოს ენა გასივებული ჰქონდა ისე ლაპარაკობდა, მერე უფრო ახალგაზრდა და დაბალი შემოვიდა, მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ ნიღბები არც ერთს ეკეთათ, ჩხუბი დაიწყეს, იმ ახალგაზრდასაც გაარტყა და მახსოვს მისი გაბრაზებული თვალები, როგორ დაუმიზნა იარაღი. ეს მომენტი ზუსტ კადრებად მახსოვს, ისეთი მთვრალი იყო პირველი სიცილი აუტყდა და თითს იშვერდა ახალგაზრდის იარაღისკენ, მთელ სახეზე წამოწითლდა ბიჭი, და პირიც გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ უფრო დიდმა ხმამ გადაფარა, თითქოს უახლოეს ხეს მეხი დაეცა, მახსოვს გაოცებული სახე, დარწმუნებული ვარ გაუვარდა, ყელთან მოარტყა და სისხლი ფანტანივით წამოვიდა, იმ საშინელ ხმაზე ბარბარემ კიდევ უფრო უმატა ტირილს და თითქოს ბიჭი ამ ხმამ გამოაფხიზლა, ჯერ თავის ხელს დახედა, მერე უკვე ძილს დავარდნილ სისხლიან მთვრალ კაცს და მერე მე, რამდენჯერმე გაიმეორე და ისე სწრაფად გავარდა გარეთ ვერაფერი მოვასწარი, მე საკეტის ხმა რომ გავიგე მერე გამოვფხიზლდი. ოთახს თვალი მოვავლე და მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ შოკში ვიყავი. სიკვდილის ზღვარზე იყო, საცოდავად ხროტინებდა, ცალ ხელს ჭრილობაზე იფარებდა, ცალს ჩემკენ იშვერდა, დახმარებას მთხოვდა. მე უბრალოდ იმ კუთხეში ვიჯექი და ვერაფრით მოვახერხე თვალი მომეშორებინა. მისი სიცოცხლის ბოლოს წუთებს თვალებდაუხამხამებლად ვუყურე და უკანასკნელი მზერაც ჩემზე გაუშტერდა. მანამდე რა ფერი იყო მისი მაისური არ ვიცი, მაგრამ მე წითელი მახსოვს, არაბუნებრივად წითელი, დემეტრემ ხელები გააშვებინა ჭიქაზე. უფრო იმის გასარკვევად შეეხო თუ ახსოვდა ნინას სად იყო, გოგონა ექსტაზში იყო, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მაგრამ კონკრეტულად არაფერს უყურებდა, ძალიან მტკივნეული იყო მუდამ მხიარული ნინას ასე ყურება.
-გინდა წავიდეთ? ჩუმად ჰკითხა დემეტრემ და თანხმობა ნინას თვალებში ამოიკითხა. ჰაერზე გასულს მაგრად მოხვია წელზე ხელი და გვერდულად მიიხუტა, რამდენიმე წუთი ელოდა როდის დაუსველდებოდა კისერი ცრემლებით, ახლა საჭიროც კი იყო ნინას ეტირა. მაგრამ გოგონა ჯიუტად აგრძელებდა თავისნაირობას...
-დემეტრე, ჩემს თვალწინ მოკვდა... არ ავმდგარვარ იმ ადგილიდან. ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი რომ ბარბარე აღარ ტიროდა, მახსოვს რომ ძალიან მინდოდა მეყვირა, ძლიერად მთელ ხმაზე, მაგრამ ჩემს წინ მკვდარი, სისხლიანი ადამიანი იწვა და მეშინოდა ხმის ამოღების, ნინამ უცებ გაიღიმა, თითქოს თავის ბავშვურ სისულელეს დასცინისო. -ჩემი აზრით რამდენიმე საათი უნდა ვყოფილიყავით ასე, მაგრამ დარწმუნებული ამაშიც არ ვარ, მეორედ იმ დღეს თუ ღამეს არ ვიცი... ოდნავი წკაპუნის ხმამ გამომაფხიზლა და სინათლე ჩაქვრა... ნათურა გადაიწვა... პირველად გავიფიქრე რომ ძილის დრო იყო, მართლა ასე ვიფიქრე და ცოტა ხანში დამეძინა კიდეც. მაგრამ როცა თვალები გავახილე ისევ ბნელოდა. ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ სხეულით ვგრძნობდი რომ ის მკვდარი და სისხლიანი ისევ იქ იწვა. მერე აღმოჩნდა რომ ასე სამი დღე და ნახევარი გამიტარებია იმ ოთახში, ამ დროდან მხოლოდ რამდენიმე დეტალი მახსოვს. სიბნელეში რომ გამოვიღვიძე მერე აღარ დამძინებია, სულ მეგონა რომ ის სხეული უნდა ამდგარიყო და თვალებს უაზროდ ვაცეცებდი უკუნ ღამეში, ბარბარეს ტირილი, რომელიც ხანდახან წყდებოდა ხოლმე, უმოქმედობის განცდა, რადგან ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ჩემი უმცოროსი დის განწირული ყვირილი მესმოდა და სხეულს ვერ ვაძალებდი, რომ მეც დამეძახა მისთვის ან ფეხზე ავმდგარიყავი და სუნი, ალკოჰოლის, სისხლის და სიკვდილის, საშინელება იყო. ზოგადად ხომ არის რომ ადამიანს ორი წუთი სჭირდება ახალ სურნელებასთნ შესაჩვევად, მე თითქმის ოთხი დღე ვერაფრით შევეჩვიე, არ ვიცი რა შეიძლება რომ დავარქვა, მაგრამ საშინელება იყო. ხო, ალბათ მართლა სიკვიდლის სუნი.
-როდის გიპოვეს?
-სასაცილოა, მერე გავიგე რომ იმ ახალგაზრდამ აღიარა და ისე მოგვაგნეს. მახსოვს ნიკას ხელში აყვანილი გამოვყავდი და მისი სუნი მსიამოვნებდა, ისეთი ცოცხალი და სუფთა იყო.
-რატომ გაგიტაცეს? დემეტრე მკვეთრად შეტრიალდა მისკენ და ხელები კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა.
-ბიზნესი, ბანალურად, მამას რაღაც ახალი კონტრაქტი ჰქონდა, დარღვევები აღმოაჩინა, მერე მიხვდა, რომ მასალებთან ერთად იმ კომპანიას კონტრაბანდაც შემოჰქონდა ქვეყანაში. ადვოკატებს დაელაპარაკა, სარჩელი გაამზადა და სამართლოში უჩივლა, მამასგან ითხოვდნენ სარჩელის გამოტანას და ჩვენების მიცემას რომ შეცდომა დაუშვა და საჯაროდ იხდიდა ბოდიშს, სასამართლოდან გატაცების დღესვე გამოიტანა, მაგრამ ჩვენი ადგილსამყოფელი ვინც იცოდა ჩემს წინ იწვა მკვდარი, ამიტომ სანამ არ ჩაბარდა ის ახალგაზრდა მანამდე ვერაფერი ქნეს.
-თითქმის ერთი კვირა იყავი იქ, ნინა გაოცდა დემეტრე ახლაც რომ მობილიზებული იყო.
-ჰო, განსაკუთრებით მძაფრად აღვიქვი... მე ხომ მანამდე არასდროს პრობლემა არ მქონია, ორი უფროსი ძმა გასაკეთებელს არაფერს მიტოვებდა, ჩემით სულ პატარა გაურკვევლობაც არ მქონდა მონაგვარები, იქ კი...
-მთავარია, რომ ყველაფერი დამთავრდა, დემეტრემ უფრო თავისი თავი დაარწმუნა, ვიდრე ნინას უთხრა. გოგონა ძელსკამზე ჩამოჯდა და დემეტრეს ზურგით მიეყრდნო.
-თავიდან მეც მასე მეგონა, მაგრამ მერე ერთ ღამეს გამეღვიძა და ოთახში სიბნელე იყო... ემოციები რომ არ ვახსენო სუნიც კი ვიგრძენი, საშინელება იყო, დედამ გადაწყვიტა რომ კოშმარი დამესიზმრა, მაგრამ უფრო კოშმარში გამეღვიძა.
-წყნეთის ავტოფარეხში, სუნთქვაშეკრულმა ჩაილაპარაკა დევდარიანმა, ნინამ თავი დაუქნია. -მოიცა, გოგონა მკვეთრად მოატრიალა მისკენ, -დაჩის და ნიკას რომ სცოდნოდათ...
-არ იციან, თავი გააქნია და თვალებში ჩააშტერდა.
-როგორ ახერხებ ამას? ამდენს როგორ მალავ? დარწმუნებული ვარ პირველად მოყევი, ასე არ შეიძლება, ნინა... ვინმეს უნდა ეუბნებოდე...
-შენ ხომ გითხარი, სუნთქვას ამოაყოლა გოგონამ, დემეტრეს აღარაფრის გაგონება აღარ უნდოდა, მიხვდა ნინამაც ბოლო სიტყვები თქვა.
-ეს ღამის განათებაა ხომ? დემეტრემ თვალებზე აკოცა ნინას და მაგრად ჩაიხუტა, ვერაფრით დაიმშვიდა გულისცემა. მან, როგორც არავინ სხვამ, იცოდა რას გრძნობდა ახლა გოგონა, როგორც არავის სხვას ისე უნდოდა არ ყოფილიყო ნინას ცხოვრებაში თუნდაც ერთი ისეთი მომენტი ას ოთხმოცი გრადუსით რომ ამოგატრიალებს და თავის ჭკუაზე მოგაწყობინებს ცხოვრებას, საკუთარ თავს შეპირდა რომ იმ განათებას დიდხანს არ გააჩერებდა თავიანთ ოთახში, არ დაუშვებდა რამეს დაესუსტებინა ნინას ძლიერი ნატურა. ზუსტად იცოდა, რომ სიბნელე არაფერ შუაში იყო, პრობლემა თხუთმეტი წლის ბავშვი იყო, რომელიც პირისპირ აღმოჩნდა სიკვდილთან, მასთან ერთად იცხოვრა რამდენიმე დღე და მისი ნაწილიც გახდა მაშინ. პრობლემა ამ ბავშვის შიში იყო, მთელს სხეულში და უფრო ღრმად სულში გამჯდარი, შიშით გაჟღენთილი ცხოვრების მოშორება უნდოდა დემეტრეს და ზუსტად იცოდა ამას მოახერხებდა, ამ წუთას დევდარიანმა მიზანი დაისახა, ადამიანისთვის კი სხვა უფრო მნიშვნელოვანი არაფერი არსებობს, გარდა მიზეზისა, რომ მიზნისთვის იბრძოლო. დემეტრესთვის ნინა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მიზეზი, იგი იმედი იყო, გააზრებული და დასაყრდენი მომავლის იმედი.



№1  offline წევრი tveni

ჰაიმეე რა კარგი იყო.. ცოტა კი დავმძიმდი მაგრამ მაინც რაღაცნაირი იყო winked

 


№2  offline წევრი NaaT

როგორც ყოველთვის შეუდარებელია.. იმდენ ემოციას ვიღებ თითოეული თავიდან, რომ თავისუფლად მყოფნის თავიდან-თავამდე როგორც არ უნდა დაიგვიანო ))
ძალიან მიხარია წერისთვის რომ უფრო მეტ დროს პოულობ და დადების სიხშირე შესამჩნევად გაზარდე <33
მოუთმენლად ველოდები შემდეგს love

 


№3  offline წევრი ხატული♥

კაი იყოო კაი ♥ მომეწონააა მალე დადე რააა ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent