შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ყველაზე ამაყსაც მოადრეკინებს ქედს!(პირველი თავი)


19-05-2015, 19:36
ავტორი Firefly
ნანახია 3 092

არ ვიცი,დავარქვა თუ არა სევდა-ეს მშვენიერი სახლი-ამ უცნობ გრძნობას,თავისი სიმწარითა და სიტკბოთი მონასავით რომ მიმორჩილებს.ეს იმდენად ყოვლისმომცველი. იმდენად ეგოისტური გრძნობაა,მე თითქოს მრცხვენია მისი.არადა აქამდე სევდა თითქოს შვებას მგვრიდა.გონებას ფიქრის საშუალებას აძლევდა...ეს აქამდე ჩემთვის სრულიად უცხო გრძნობა იყო.მაგრამ მოწყენას,სინდისის ქენჯნას,სინანულს კარგად ვიცნობდი.დღეს კი აბრეშუმივით ნაზმა,მთრთოლვარე გრძნობამ შემიბყრო და სხვა ყველაფერი დამავიწყა.სულის სიღრმემდე შეაღწია ჩემში ამ გრძნობამ და ყველა უჯრედი დაიბყრო.და მაინც რაა ცხოვრება?ჩემთვის ცხოვრება ომია.დახ,ომი...ამ ომში ბევრი ბრძოლა წავაგე,მაგრამ ნუ ელით ჩემს მიწაზე გართხმის ხილვას,არა მე ცოცხალი ვარ და ბრძოლა გრძელდება!

მე ევა გასვიანი ვარ,17წლის მეთერთმეტე კლასელი და წარმატებული მოსწავლე.წელამდე გრძელი და დახვეული ოქროსფერი თმებით,მუქი ლურჯი თვალებით პატარა ცხვირით და ალუბლისფერი საშუალო ზომის ტუჩებით.თავს არასოდეს ვიწონებდი ჩემი სილამაზით და არც ამპარტავანი ვყოფილვარ,ყოველთვის ერთი ჩვეულებრივი სოფლელი გოგონა ვიყავი.
არც და და არც ძმა მყავს საუბედუროდ.დედა მარიამი რომელიც უზომოდ მიყვარს ჩემი სუმთქვაა და მამა ლევანი რომელიც სულ მენატრება,ის ავღანეთშია და ომში მონაწილეობს.ეს რათქმაუნდა მეამაყება მაგრამ მაშინებს კიდეც.
ძალიან მიყვარს მუსიკა,ამიტომ როიალზე ვუკრავ,სამეჯლისო ცეკვებზეც დავდიოდი 8წელი და ახლა შემიძლია იქეთ ვასწავლო ვინმეს.მოკლედ დედას ყველგან დავყავდი ერთადერთი შვილი ვიყავი და შეძების დაგვარად მანებივრენდნენ.


კვირადღეს ყოველთვის ადრე ვდგები რომ წირვაზე წასვლა მოვასწრო,ახლაც ეკლესიაში მივდივარ რომ ერთიდღე უფლს დავუთმო.
საღამოს სახლში დაბრუნდა და დედის ოთახს მიაშურა.
—როგორ ხარ დედი?
—შენ როცა გვერდით მყავხარ კარგად ვარ.შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად დედი.მთელი ღამე ცუდად იყო დედა,ევა კი სასთუმალთან ეჯდა და მის ლამაზ სახეზე თლილ ხელებს უსვამდა,თან ლუღლუღებდა "შენც ნუ დამტოვებ დედი,შენც არ წაგიყვანოს უფალმა".(მარიამს დედას სიმსივნე ჰქონდა რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარებოდა და ახლა ეს ღამე შეიძლება მისთვის უკანასკნელი ყოფილიყო)

ღამის 3საათზე საბოლოოდ შეწყვიტა დედის გულმა ფეთქვა,ევას ხელში ჩააკვდა საკუთარი დედა. რა მწარეა როცა შენთვის ძვირფასი ადამიანი ხელიდან გეცლება,შენკი უძლური ხარ და მოწმესავით თვალს ადევნებ აღსასრულს...დედის მკერდს მიკრობილი ევა ვერავინ მოაშორა დედას,ეფერებოდა კოცნიდა ეძახდა,მაგრამ ამაოდ...ევა ემშვიდობებოდა დედას,მის ცისფერ თვალებს,მის ხელების სოთბოს...სტკიოდა ძალიან უდედობა,როგორ უნდოდა ადრინდელივით დედის კალთას ამოფარებული პატარა გოგონა ყოფილიყო...უკანასკნელი თვეები სახლში ოთახში ჩაკეტილი იჯდა,მხოლოდ დილით მიდიოდა სასაფლაოზე დედასთან და ვარდების თაიგულს გულზე აწყობდა,შემდეგ ეკლესიაში საათობით მუხლმორთხმული იჯდა,ლოცულობდა და დედის სულისთვის სანთლებს ანთებდა.საშინლად დასუსტდა ნორმალურად არც კი იკვებებოდა,დედას მისტიროდა და არაქათგოცლილი დაიარებოდა,ღამეებს თეთრად ათენებდა,იჯდა და ერთწერტილს დაჟინებით უცქერდა,ღამეს ხშირად ატარებდა დედის საფლავზე და ცხელი ცრემლებით ასველებდა საფლავს. მამამისი ვერ ჩამოდიოდა კონტრაქტის დარღვევით მკაცრად დასჯიდნენ.მაგრამ განა სასჯელი არ არის საყვარელი ქალის დაღუპვა?ლევანს ბავშვობიდან უყვარდა მარიამი,როგორ უჭირდა ცოლ-შვილის მარტო დატოვება,მაგრამ ფინანსურმა მდგომარეობამ აიძულა ასე ოქცეულიყო.

ევა იძულებული გახდა მამიდასთან გადასულიყო,რომელიც მოახლედ მუშაობდა ერთერთი ბიზნესმენის სახლში.ევაც მიდის თუმცაკი უჭირს სახლის დატოვება,იქ ახლ სკოლაში ივლის როგორ ეშინია რომ ახალ გარემოს ვერ შეეჩვევა.მიდის და ტოვებს ტკივილნარევ ბედნიერებას,მიდის და ცრემლებით ნამავს ღაწვებს.ბედისგან დაჩაგრული საწყალი გოგონას გულმა მარავალ დარტყმას გაუძლო თუმცა მას ფეთქვა არ შეუწყვეტია,ამაყად ჩაიარა ავტობუსუსის კიბეები და მონატრებულ მამიდას ჩაეხუტა.
უზარმაზარ თეთრ სახლში შეაბიჯეს,აღფრთოვანებულმა მოავლო თვალი ყველაფერს და მამიდას გაჰყვა რომელმაც მის ოთახამდე მიაცილა.საშუალო ზომის ოთახი იყო თეთრი და რუხი ფონები ჭარბობდა,და რაცმთავარია არაჩვეულებრივი ხედი ჩანდა.ევა საწოლზე დაეშვა სულ არ ხიბლავდა ახალი ცხოვრების დაწყება დედის გარეშე.
დილით ადრე ადგა,მოწესრიგდა,შავი ვიწრო ჯინსები ჩაიცვა,რუხი ოდნავ დავარდნილი მაისური,კულულები მხრებზე გადაიყარა ჩანთას ხელი დაავლო და კიბეებს ჩაუყვა.სკოლის შენობას როცა მიუახლოვდა ცოტა აღელდა მაგრამ თავი აწია,ამაყად შეაღო კარები და მტკიცე ნაბიჯებით მიუყვა დერეფანს.დამრიგებელი იპოვა რაღაც საბუთები გადაამოწმეს. ქალმა ევას ხელი ჩაჰკიდა და ერთ კლასთან მიიყვანა საიდანაც ყიჟინა და ერთიამბავი იყო,როგორც კი ქალი კლასში შევიდა იდეალურმა სიმშვიდემ დაისადგურა ლილიმ(დამრიგებელმა)კართან მდგარ ევას დაუძახა მანაც არ დააყოვნა და მუახლოვდა.

—მოკლედ ეს გოგონა ევა გასვიანია, თქვენი ახალი კლასელი იმედი მაქვს კარგად მიიღებთ.ლილიმ ევა ვიღაც გოგოსთან დასვა.
—მე ნანკა ლოლაძე ვარ.ხელი გაუწოდა გოგონამ.
—ევა გასვიანი,სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
—ჩემთვისაც.მაგრამ არაა საჭირო ფორმალობა შენობით მომმართე.
—კარგი ნანკა.
მთელი გაკვეთილები საუბრობდენენ და დამეგობრდნენ კიდეც.კარგი გოგო ჩანდა ნანკა,ევას კარგი წარმოდგენა შეექმნა მასზე. მერე სკოლის დათვალიერებას შეუდგნენ.ძალიან მოეწონა ეს სკოლა,მისი სუსტი წერტილი კითხვა იყო და ძალიან გაუხარდა როცა უზარმაზარი ბიბლიოთეკა ნახა.
გაკვეთილზე ლილი შემოვიდა და ევას უთხრა რომ საგამოცდო ოთახში უნდა შესულიყო რომ სკოლაში საბოლოოდ მიეღოთ გამოცდა დღესვე უნდა ჩაებარებინა.დიდ ოთახში შევიდა კალმით და ფურცლებით,დიდი ოთახი იყო სადაც გრძელი მაგიდა იდგა რომელსაც ორი ბიჭი ეჯდა და რაღაცაზე კამათობდნენ.ევა მაგიდის კუთხეს მიუჯდა თავი ტესტებში ჩარგო,30წუთში ყველაფერი დაწერა გასვლას აპირებდა როცა ერთერთმა ბიჭმა დახმარება სთხოვა,ევამაც ტესტები გამოართვა და მათაც დაუწერა ტესტი.როგორც აღმოჩნდა ეს ორი გენიოსი 12კლასელი იყო და ექსტერნს აბარებდნენ,ერთს აკო ერქვა მხიარული ბიჭი იყო და სიმპატიურიც,მეორე გაბრიელი უჟმური ვიღაც ჩანდა მაგრამ საოცრად სიმპატიური იყო.ევამ ბიჭებს ტესტები გადასცა და კარებისკენ გაემართა,აკომ მადლობა გადაუხადა გაბრიელმა კი არც შეხედა,ევამ ყურადღება არ მიაქცია და სახლში დაბრუნდა.კიბეზე ადიოდა როცა ვიღაც მთელი ძალით შეასკდა და ორივე კიბიდან დაგორდა.ევას ზევიდან დაეცა აყლაყი და როცა მას შეხედა ელდა ეცა.ის გაბრიელი იყო...


აბა როგორია ხალხნო და ჯამაათნო?გავაგრძელო???პ.ს შეცდომებისთვის ბოდიშიიიიი.



№1  offline წევრი Queen Dreamer :)

გააგრძელე მაგარია, ოღონდ მალე დადეე: )

 


№2  offline წევრი mariko123456

კიიიიიიიიიიიი

 


№3 სტუმარი Guest Lia

Magari dasawkisia .
Vnaxot momavalshi ra movlenebi ganviyardeba.
Kargi xar.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent