შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამუნჯებული21 22 23 24 25 26 27 28 (დასრულებულია)


19-05-2015, 20:07
ავტორი daro
ნანახია 2 652

21
''ჟენევიევა?!'' წამის შემდეგ აიღო. ''შენ ხარ?''

მასთან აქამდე არასდროს დამირეკია ამიტომ ნერვიულობამ ამიტანა. პირი გავაღე, ხმის ამოღება ვცადე მაგრამ ვერაფერი ვთქვი. ვიგრძენი როგორ დამეძაბა მთელი სხეული. ეს უნდა გამეკეთებინა, როგორმე უნდა შემეტყობინებინა ჰარისთვის სად ვიყავი. ღრმად ამოვისუნთქე და ძალა მოვიკრიბე. ან ახლა, ან არასდროს.

''ჰ-ჰარი.''

''ო, ღმერთო, ჟენევიევა. სადხარ?''

პირი გავაღე რომ მისთვის მეპასიხა მაგრამ ლოგანის ხმამაღალმა ღრიალმა შემაჩერა.

''რა ჯანდაბაა!'' დაიღრიალა, მოულოდნელობისგან შევკრთი და ტელეფონი მიწაზე დამივარდა.

ლოგანი და რაიანი ჩემსკენ წამოვიდნენ, თან რაღაეებს ღრიალებდნენ. ჰარი იმხელას ყვიროდა რომ მისი ხმა ამხელა მანძილის დაშორებითაც კი მესმოდა.

''შენს მოსაძებნად მოვდივარ ჟენევიევა!'' გავიგე როგორ დაიყვირა ჰარი, ''არ ინერვიულო!''

''შე პატარა...'' ჩაისისინა რაიანმა, ჩემს გვერდით ჩაიცუცქა და მაგრად გამარტყა სახეში.

ვიგრძენი როგორ ამეწვა ის ადგილი სადაც დამარტყა მაგრამ თავი არ მიმიბრუნებია. ლოგანი შემდეგი იყო. სახე ამაწევინა და პირი გამაღებინა. როგორც წეღან ახლაც რაღაც პატარა თეთრი ტაბლეტი ჩამიგდო პირში და შემდეგ პირზე ხელი ამაფარა რომ არ გადმომეგდო.

''შენს პოვნას არავინ აპირებს.'' დაისისნა ლოგანმა.

შემდეგ ყველაფერსმივხვდი. ჩემს გაუპატიურებას არ აპირებდნენ, ახალი იდეა ჰქონდათ. ჩემს აქ დატოვებას აპირებდნენ, ნარკოტიკით გაბრუებულს და დაკარგულს.

ამჯერად წამალმა უფრო მალე იმოქმედა ვიდრე წინაზე. მთელს სხეულში სისუსტეს ვგრძნობდი, თვალები მეხუჭებოდა. ძილი მინდოდა. უკვე თითქმის ბნელში ვიყავი ჩაფლული როდესაც რაიანის ცხელი სუნთქვა ყურზე მომელამუნა და ჩამჩურჩულა
''ახლა სად არის შენი ძვირფასი ჰარი?''

შემდეგ ყველაფერი ბნელმა დაფარა.

* * *

ვერაფერს ვგრძნობდი, სრულიად პარალიზებული ვიწექი მიწაზე. თითქოს ჩემი ტანი მე აღარ მეკუთვნოდა. თვალები დახუჭული მქონდა მაგრამ ზუსტად ვიცოდი სად და რა ადგილზე ვიყავი.

ვიცოდი რომ ჩემი სხეული ნარკოტიკების გამო არ იყო პარალიზებული. პარალიზებული სიცივის გამო ვიყავი. ტყის სიცივე ძვალ-რბილში ატანდა, მაგრამ მე რეაქცია არ მქონდა. უძრავად ვიწექი ცივ მიწაზე და თვალებს არ ვახელდი. ფეხებს ვგრძნობდი, მაგრამ არა ისე რომ აქეთ-იქით მევლო და მერბინა.

ვიცოდი რომ ეს ჩემი დასასრული იყო. ჩემს ბოლო ამოსუნთქვას ტყის ცივი ჰაერი წაიღებდა. ჩემს ბოლო სიტყვებს ვერავინ გაიგებდა, დედასაც კი ვერ ვეტყოდი რომ მიყვარს და ვერ დავემშვიდობებოდი.

გამიგია რომ როდესაც ადამიანი კვდება, თითქოს გონებაში მისი ცხოვრების განვლილი წლები ახსნედება და ასე, ნელა იპარება მიწიერი ჯოჯოხეთიდან ზეციერ სამოთხეში.

პირველი ჩემი უბედური შემთხვევა გამახსენდა. ყველაფერი ისე ნათლად მახსოვდა თითქოს გუშინ მომხდარიყოს.
პატარა გოგონას ვხედავდი რომელიც სათამაშო მოედანზე ლაღად დარბოდა და ხმამაღლა კისკისებდა. შემდეგ სასრიალოზე ავიდა, ჩამოსრიალდა, წაიქცა და თავი დაარტყა.
შემდეგ დავინახე პატარა გოგონა რომელიც საწოლზე იწვა, საავადმყოფოს საწოლზე, თავზე კი ახალგაზრდა მომხიბვლელი ქალი და სიმპატიური მამაკაცი ედგნენ. გოგონამ თვალები გაახილა და დედისკენ გაიხედა, უნდოდა მისთვის ეკითხა რა მოხდაო მაგრამ არაფერი ამოვიდა მისი პირიდან. არცერთი ბგერა.

ცხოვრება არასდროს შეგეკითხება რა გაგიკეთოს, დაგაბრმავოს თუ თვალი აგიხილოს, მოგკლას თუ გაცოცხლოს, დაგაინვალიდოს თუ სიარულის ნიჭი მოგცეს, დაგაყრუოს თუ სმენა მოგცეს.. მხოლოდ იმას აკეთებს რაც მას უნდა და ბედისწერაც მას ემორჩილება.
ჩემი ბედისწერა კი ასეთი იყო, მთელი ცხოვრება სიჩუმეში უნდა გამეტარებინა. ჩუმი გოგონა უნდა ვყოფილიყავი რომელიც ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა.

თითქოს ცხადად ვხედავდი როგორ ჩხუბობდნენ დედა და მამა. როგორ შეეცვალა დედას სახე როდესაც მამამ უთხრა რომ აღარ უყვარდა, როგორ აევსო ტკვილით გამოწვეული ცრემლებით თვალები.
მამას არ ანაღვლებდა რომ მე იქ ვიდექი, მათ წინ და ამ ყველაფერსვუსმენდი.
დედას უყვიროდა რომ ჩემს გარდა აღარავინ აინტერესებდა, რომ მამას და ვერონიკას ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევდა. ეუბნებოდა რომ ვძულდი ამის გამო.
საკუთარი შვილი სძულდა.
შემდეგ მოულოდნელად სრულიად სხვა 'ფირი' ჩაირთო ჩემს გონებაში. ის დღე როდესაც ახალ სკოლაში პირველად მივედი. როგორ დამამცირა მისტერ ფრანკმა, როგორ უთხრა ჰარიმ კლასს ჩემი სახლი და როგორ დაისაჯა ამის გამო.

როგორ გამაცნო ტობი, ლუ და ფინი. როგორ მომიყვა მის დაზე. როგორ მაკოცა..

თითქოს ეს იყო ჩემი ბოლო მოგონება სიკვდილამდე. რატომ მეგონა რომ ვკვდებოდი? არვიცოდი. მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა რომ ძალიან, ძალიან მალე ამ ქვეყანას დავტოვებდი და სრულიად უშფოთველად დავიმკვირდებდი სამუდამო განსასვენებელს.

იქ წავიდოდი სადაც მიწიერი პრობლემები არავის აინტერესებს. სადაც ყველა თავისთვისაა, სადაც ყველას ღიმილი აქვს აკრული სახეზე.

შემდეგ გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა. მხარზე ხელი შემეხო. თვალები დახუჭული მქონდა მაგრამ მაინც ვგრძნობდი რომ ტყეს სინათლე ანათებდა.

ნელა გავახილე თვალები და თითქოს ანგელოზი დავინახე. ის პიროვნება ჩემს წინ იდგა.

''ჟენევიევა.'' დაიჩურჩულა ხმამ.

ვიგრძენი როგორ ამწია მაღლა ანგელოზმა, მის ხელებში მომიქცია მაგრამ მე ღონე არ მქონდა რომ ხელები კისერზე მომეხვია ამიტომ უღონოდ ჩამოცვივდა დაბლა. ჩემს ანგელოზს მაგრად ვყავდი მოქცეული მის ხელებში და მიდიოდა, ტყიდან გადიოდა. მისი შეხება რეალური იყო, რეალურად ვგრძნობდი მის სუნთქვას რომელიც სახეზე მალამუნებოდა. ეს ადასტურებდა რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი, თუმცა, თითქოს, ჯერ კიდევ მაინც შორს ვიყავი სიცოცხლისგან.

ანგელოზის ხმა ისევ გამომეხმაურა.

''ახლა ჩემთან ხარ ჟენევიევა. საავადმყოფოში წავალთ.''

თავი გვერდით გადავაბრუნე რომ შემეხედა როგორ გამოიყურებოდა ჩემი ანგელოზი. აჩეჩილი კულულა თმა ჰქონდა, მწვანე ღაჟღაჟა თვალები და სავსე ვარდისფერი ტუჩები.

''მისის დაუსონ.'' თქვა ჩემმა ანგელოზმა მაგრამ ამჯერად მე არ მელაპარაკებოდა. ''მე მყავს. საავადმყოფოში წავიყავან.''

თითქოს ვიცოდი ჩემი ანგელოზი ვისაც ელაპარაკებოდა მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებდი ვინ იყო ის. კანკალმა ამიტანა როდესაც რაღაც მყარს და რბილს შევეხე. სავარძელს. ნარკოტიკოსგან ჯერკიდევ ვერ გამოვფხიზლდი.
''დამეხმარეთ.'' დაიყვირა ჩემმა ანგელოზმა. ''ვინმე დამეხმარეთ.''

უცებ მანქანის კარების გაღების ხმა გავიგე და წამის შემდეგ ისევ ჩემი ანგელოზის მკლავებში მოვხვდი.

''ღმერთ.'' მომესმა ქალის ხმა. ''რამოხდა?''

ჩემმა ანგელოზმა პასუხი გასცა მაგრამ მე ვერ ვუსმენდი, ძალა არ შემწევდა.

''გმადლობთ.'' დაილაპარაკა ისევ ქალის ხმამ. ''მას ჩვენ მივხედავთ.''

რაღაც რბილზე და მაგარზე დამაწვინეს. ჩემმა სხეულმა კანკალი შეწყვიტა და მხედველობაც გამიუმჯობესდა. ცხადად ვხედავდი რა ხდებოდა გარშემო.

საავადმყოფოს საწოლზე ვიწექი და გარშემო რამოდენიმე ექთანი იდგა. ჩემი ლურჯი კაბა სხეულს მოშორდა და მისი ადგილი თხელმა ქსოვილმა დაიკავა. თავი გვერდით გადავწიე და ექიმებისგან რამოდენიმე ნაბიჯის დაშორებით კაცის ფიგურა დავლანდე.

ჩემი ანგელოზი, იქ იდგა, ხელები მკერდთან ჰქონდა გადაჯვარედინებული. მისი მწვანე თვალები მე მიყურებდნენ.

ძალა მოვიკრიბე და სუსტად ავწიე ხელი, მისკენ გავიშვირე. ჩემსკენ წამოვიდა, მე კი ექიმები უკან მადებინებდნენ ხელს. მაღალი ანგელოზი ჩემს გვერდით ჩაიცუცქა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია.

''ჩემი ჟენევიევა.'' დაიჩრჩულა და მისი ტუჩები ჩემს ჭუჭყიან ხელს მიადო. ''მე შენ მიყვარხარ.''

წამში თითქოს გონება გამეწმინდა. ჰარი სტაილსი იყო ჩემი ანგელოზი. მან გამომიყვანა ტყიდან და მან ჩამჩურჩულა რამოდენიმე წამის წინ რომ ვუყვარდი. მინდოდა რომ მეთქვა მეც მიყვარხართქო მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე.

''სერ, უნდა გახვიდეთ.'' თქვა ბოხმა ხმამ და ჰარი მომშორდა. როდესაც მისი ხელი ჩემსას დაშორდა თვალები დამიმძიმდა. ხედვაში პატარა შავი წერტილები მიშლიდნენ ხელს. ვითიშებოდი, ამას ვგრძნობდი. ისევ ვითიშებოდი და 'შავ სამყაროში' ვიძირებოდი. მე კი ამის შესაჩერებლად არაფრის გაკეთება არ შემეძლო.
22
თავისუფალი ხელით სახიდან თმა გადავიწიე. ბოლო ერთი საათია დედაჩემს რაიანზე და ლოგანზე ვუყვებოდი. დედა გვერდით მეჯდა, თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი და მოსთქვამდა. როდესაც დედაჩემისთვის ამბის მოყოლა დავასრულე დედა ოთახიდან გავიდა რომ დეიდაჩემთან დაერეკა. მარტო დავრჩი.

სხეული მთლიანად გაწმენდილი იყო ნარკოტიკისაგან. პოლიციამ ჩვენება ჩამომართვა და ოთახიდან გავიდა.

''ჟენევიევა.'' ჰარის ხმა ოთახში ექოდ გაისმა.

თავი მივატრიალე და ჰარის მაღალი, მოხდენილი სხეული დავლანდე. მისი თმა უწესრიგოდ იყო აქეთ-იქით გადაყრილი და თვალების ქვეშ შავი უპეები ჰქონდა დაღლილობისგან. სუსტად გავუღიმე როდესაც ჩემს გვერდით ჩამოჯდა, სახეზე მიყურებდა მაგრამ არა თვალებში. რაღაც სჭირდა, მის თვალებში არამარტო დაღლილობა არამედ იმედგაცრუება იკითხებოდა.

''რამოხდა?'' ნელა ვანიშნე, სახიდან ღიმილი მომშორდა.

ჰარიმ სწრაფად გამიღიმა მაგრამ ზუსტად შემიძლია ვთქვა რომ ეს ღიმილი ყალბი იყო.

''არაფერი, უბრალოდ დაღლილი ვარ.'' ხმა ოდნავ ჩახლეჩილი ჰქონდა. ''თავს როგორ გრძნობ?''

ღრმად ამოვისუნთქე მხრები ავიჩეჩე. არვიცოდი თავს როგორ ვგრძნობდი მაგრამ იმითაც გახარებული ვიყავი რომ მეღვიძა და გონსვიყავი.

''მგონი კარგად.'' ვანიშნე, ''უბრალოდ, ბედნიერი ვარ რომ გავიღვიძე.''

ჰარიმ ისევ გაიღიმა, თუმცა ნამდვილი ღიმილით და არა იმ ყალბით რომელიც წამის წინ ეკრა სახეზე.

''მეც.''

კიდევ ერთხელ ავწიე ხელები და ვანიშნე,

''გმადლობ რომ გადამარჩინე ჰარი. გმადლობ.''

''ყოველთვის შენთან ვიქნები როდესაც დახმარება დაგჭირდება.'' სუსტად გამიღიმა.

ნელა დაიხარა და ტუჩებზე დამეწაფა, წამსვე ვიგრძენი როგორ დამიარა სხეულში ნაცნობმა ჟრუანტელმა.

ჰარი და მე სიჩუმეში ვიჯექით, მხოლოდ ერთმანეთს ვუყურებდით. მინდოდა ჰარის მოქმედება კარგად გამომეკვლია. როგორ იწევდა სახიდან თმას, როგორ იკვნეტდა ტუჩებს ნერვიულობისას, როგორ მიყურებდა თვალებში რაღაც განსხვავებული გრძნობით...

''რაზე ფიქრობ?''

გამიღიმა და საწოლის კიდეს ხელით დაეყრდნო, თან თავი გვერდით გადასწია ცნობისმოყვრეთ.
ხელები მაღლა ავწიე და ვუპასუხე.

''შენზე.''

ისევ ისეთ, ნათელ ღიმილს ველოდი როგორიც წეღან მაჩუქა, მაგრამ, ამის მაგიერ ტკივილნარევ მზერას შევეჩეხე, თითქოს ჩემმა პასუხმა გული გაუპოო. ზურგი მაქცია, ხელები საწოლს მოაშორა და ჯიბეში ჩაიდო.

რაღაცას მიმალავდა, რაღაცას არ მეუბნებოდა. რაც ძალი და ღონე მქონდა მოვიკრიბე და საწოლზე წამოვჯექი, ფეხში ტკივილი ვიგრძენი და ყბა დამეჭიმა თუმცა მალევე გამიარა. საწოლიდან ოდნავ გადავიხარე და ჰარის მხარზე ხელი დავადე, ჩემსკენ მოვატრიალე.

''რას არ მეუბნები ჰარი?'' ვანიშნე ანერვიულებილმა.

ჰარის მზერა იატაკზე ჰქონდა მიპყრობილი და ტუჩებს იკვნეტდა. წამით ოთახში სრული სიჩუმე ჩამოწვა.

''ჰარი.'' ხელებაკანკალებულმა ვანიშნე. ''რახდება?''

როგორცქინა თვალებში შემომხედა. ის არ იყო ჰარი რომელსაც მე და ყველა გარშსემომყოფები ვიცნობდით. ზუსტად ისეთი იყო როგორც იმდღეს, პარკში, როდესაც ამელიაზე მიყვებოდა.

''ჟენევიევა.'' ღრმად ამოისუნთქა. ''უნდა ვილაპარაკოთ.''

მის სიტყვებზე გული შემეკუმშა. აშკარა იყო რომ ეს საუბარი კარგი ნამდვილად არ იქნებოდა, მითუმეტეს იმ სიტყვების შემდეგ რითაც ლაპარაკი დაიწყო. ფინს რამე მოივდა? ან ლუს? ამ იქნებ ტობიასს? იქნებ დედამისს მოივოდა რამე?

''ვფიქრობ რომ ერთმანეთის ნახვა უნდა შევწყვიტოთ.''

ფიქრის გარეშე ვანიშნე.
''რას გულისხმობ?''
სხეული მიკანკალებდა. არა, იმედია იმას არ მეტყვის რის თქმასაც მგონია რომ აპირებს. ერთმანეთის ნახვას ვერ შევწყვეტთ. არა. მე ის მჭირდება. ჯერ გადამარჩინა, ახლა კი ჩემს დატოვებას აპირებს. თითქოს ჩვენს შორის არაფერი მომხდარიყოს.

''ჟენევიევა.'' ჩემი დამშვიდება სცადა. ''ახსნის საშუალება მომეცი.''

ვიგრძენი როგორ მისველდებოდა ლოყები ცრემლებით მისი ლაპარაკის მოსმენისას, ამას ვერ გააკეთებს, ვერ დამტოვებს.

''ჟენევიევა, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი დავკარგე, მამაჩემი, ჩემი და, ''ამელიას ხსენებისას ჰარიმ ხმამაღლა ამოისუნთქა. ''და თითქმის შენც დაგკარგე იმ ღამეს.''

მზერა მომაშორა და ჩემი საწოლის წინ ბოლთის ცემას მოუყვა. სწრაფად დავაჭირე ერთ-ერთ ღილაკს რომელიც საწოლზე მდებარეობდა და ზევით ავიწიე.

''მე შენ ვერ დაგკარგავ.'' თითქმის დაიჩურჩულა.

ჩემი ერთ-ერთი ბალიში ავიღე და მისკენ ვისროლე რომ მისი ყურადღება მიმებყრო.

როდესაც მე შემომხედა, ხელები მაღლა ავწიე.
''შენ მე დაშორებით მკარგავ! ვერ ხვდები რომ შენს გარეშე დიდ შარში ვარ, შენ ხარ ის ვინც ვისთან ერთადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ.''

''არა ჟენევიევა, სანამ მე გამიცნობდი კარგად იყავი, ხო, შენი პირველი დღე სკოლაში საშინელი იყო მაგრამ ჩემს გარეშეც კარგად გაართვი თავი. ჩემს გარეშე შენ უსაფრთხოდ იქნებოდა და ვიცი რომ ესაა რაც შენ გინდა.''

ხმამაღლა ამოვისუნთქე და ცრემლებმა ისევ დაიწყეს ჩემი თვალებიდან დენა.
სულელი ცრემლები!

''მაგრამ, იმ მომენტში როდესაც დამირეკე და ჩემი სახელი დაიჩურჩულე, მივხვდი რომ შენ ამას არ იმსახურებდი. ჯერ ლინდსი, შემდეგ ლოგანი და რაიანი.. ჩემს გარეშე შენ, უფრო უსაფრთხოდ იქნები. რატომ არ გესმის ჟენევიევა.''

''მირჩევნია საფრთხეში ვიყო შენთან ერთად ჰარი ვიდრე უსაფრთხოდ შენს გარეშე.'' ვანიშნე.

ჰარიმ ნერვიულად შეიცურა ხელი თმებში.

''მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ ჟენევიევა.'' დაიჩურჩულა და შევნიშნე რომ სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა. ''საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ. ვიცი რომ ახლა გტკივა, მაგრამ ყველაფერს გადავიტანთ და შენ უსაფრთხოდ იქნები. პრობლემებისგან განთავისუფლდები.''

''ეს ყველაფერი ლინდსის გამო?!''

ჰარი ადგილზე გაიყინა და ჩემსკენ გამოიხედა.
''რათქმაუნდა ეს ლინდსის გამო არაა!'' ხმა ბრაზით ჰქონდა სავსე, ''ეს ჩემს გამოა, შენთვის მხოლოდ საუკეთესო რომ მინდა! ლინდსი არასდროს არაფერი ყოფილა. უბრალო ფლირტი იყო რომელიც ტკივილს მავიწყდებდა!'' წამით გაჩუმდა, სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.

გაცოფებულიიყო. ყბა დასჭიმვოდა და სხეული სიბრაზისგან უკანკალებდა.
''შენ ლინდსიზე მეტი ხარ, ლინდსი შენთან ვერცკი მოვა. აი, აი ზუსტად ამიტომ არ მიხსენებია შენთან ლინდსი არასდროს, იმიტომ რომ ის ჩემთვის ა რ ა ფ ე რ ს ნიშნავდა!''

ბოლო სიტყვები დაიყვირა და შევხტი. ჰარის ეს მხარე არ მომწონდა, ასეთი გაბრაზებული მხოლოდ მაშინ ვნახე როდესაც ლოგანს და რაიანს ეჩხუბებოდა. ჰარის ამ მხარის მეშინოდა მაგრამ არ დავნებებულვარ.

''მიზეზი იმისა რომ ვშორდებით ისაა რომ შენ საფრთხეებს თავს ვერ არიდებ მე კი მათში უარესად გითრევ.'' თქვა რამოდენიმე წუთის შემდეგ თუმცა ხმადაბლა. ''ჩვენ ერთმანეთისთვის ცუდი კომბინაციავართ და შენ ეს იცი.''

უეცრად ოთახში თავი ექთანმა შემოყო.

''ყველაფერი კარგადაა?''

''კი.'' უპასუხა ჰარიმ.

ექთანმა თავი დაუქნა.

''კარგით, მაგრამ ხმას უნდა დაუწიოთ სერ.''

ჰარიმ თავი დაუქნია და მას ზურგი აქცია. ამ მომენტისთვის ექთანი გამქრალი იყო და ჰარიმ ისევ დაილაპარაკა.

''უნდა მოგესმინა ხალხის გაფრთხილებებისთვის. უბრალოდ ჩემგან შორს უნდა დარჩენილიყავი.''

მშვიდი ხმა ჰქონდა მაგრამ ამ მშვიდი ხმის უკან გამძვინვარებული ემოციები იმალებოდა. არაფრის თქმა არ შემეძლო. ვერაფერს გავაკეთებდი რომ უკან დამებრუნებინა და ამას ახლა მივხვდი. მან ნელა აწია თავი და მისი ცივი, ყინულივით ცივი თვალები ჩემსას მოანათა.

''ნახვამდის ჟენევიევა.'' დაიჩრუჩულა, ზურგი მაქცია და კარისკენ წავიდა.

თითქოს ტვინი გადამეწვა, ვერაფერს ვფიქრობდი. სხეული მიკანკალებდა.

''გთხოვ არა!'' ვანიშნე მიუხედავად იმისა რომ ჩემგან ზურგით იდგა. ''არ დამტოვო!''

როდეაც კარს მიადგა ჩემსკენ მოტრიალა და აცრემლებული თვალები მომაბყრო.

''გთხოვ, გთხოვ დამივიწყე.''

და ამის შემდეგ ოთახიდან გავიდა და მარტო დამტოვა ცივ ოთახში.

მე ის მჭირდებოდა. მე ჰარი მჭირდებოდა.

მე ჰარი სტაილსი მჭირდებოდა.
23
სიჩუმეში თითქოს უზადო მშვენიერებაა. თითქოს სიჩუმეა მშვენიერება. თითქოს სამოთხეა რომელიც გარესამყაროსგან გბლოკავს.
არავის ველაპარაკებოდი. ხელებითაც კი აღარ ვეკონტაქტებოდი არავს. ლაპარაკი აღარაფერში მჭირდებოდა.

დედა თითქმის ოცდაოთხი საათი მუშაობდა ასე რომ რომც მდომოდა ვერავის დაველაპარაკებოდი. ნათესავები ჩემთან მოდიოდნენ ტკბილეულით და საჩუქრებით ხელში, დედაჩემს ეუბნებოდნნენ თუ როგორ წუხდნენ მომხდარის გამო, მაგრამ როდესაც მე დამინახავდნენ გამიღიმებდნენ , მსუბუქად მიკრავდნენ თავს და სიტყვისუთქმელად გადიოდნენ.

როდესაც საავადმყოფოდან გავეწერე და სახლში დავბრუნდი რატომღაც ველოდი რომ ჰარი დამირეკავდა და გამოსვლას მომილოცავდა მაგრამ მწარედ ვცდებოდი.

მამაჩემს ვიდეო ჩათით 'დაველაპარაკე'. ისევ ისეთი იყო როგორიც ბოლოს ვნახე, ცივი გამომეტყველება ჰქონდა. მისი შვილები კამერიდან ცუდად ჩანდნენ მაგრამ ეტყობოდათ რომ დაახლოებით 4-5 წლისანი იქნებოდნენ.

გამოწერიდან 1 კვირის განმავლობაში უფლება მქონდა სკოლაში არ მევლო რათა ტკივილები დამცხრობოდა და მერე გავსულიყავი. ტკივილები აღარ მაწუხებს, ნაკაწრები კი რომელიც ტანზე მქონდა თითქმის გაქრა. ახლა მეორე რაუნდის დროა, სკოლის მონსტრებს უნდა შევხვდე.

წასვლა არ მინდოდა მაგრამ საკუთარი დედა არ მაძლევდა გაცდენის უფლებას. ვიცოდი სკოლაში რა ვითარებაც დამხვდებოდა და საშინლად ვიყავი გაბრაზებული.

დირექტორმა დედაჩემს დაურეკა და ჩემი სკოლაში დაბრუნების საქმე მოაგვარა.

მხოლოდ ჩემს თბილ საწოლში ჩაწოლა და სამუდამოდ დაძინება მინდოდა.

მინდოდა ისეთ სამყაროში გადავსულიყავი სადაც ასეთი უგულო ადამიანები არ იქნებოდნენ.

სადაც არ იქნებოდა გულის ტკენა,

სადაც ნამდვილი ადამიანები იქნებოდნენ და არა უგულო მხეცები.

სადაც მე მე ვიქნებოდი და არა ვინმე სხვა.

''ჟენე, წასვლის დროა.'' მითხრა დედაჩემმა და ხელი ზურგზე მომითათუნა. თვალები მაგრად დავხუჭე და თავი მაგიდაზე დავდე.

სკოლაში დედაჩემმა უნდა წამიყვანოს რადგან ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ და დიდ მანძილს ვერ გავდივარ. სკამი მაგიდიდან გავწიე და ნელა წამოვდექი ფეხზე, რაწამსაც ტანის სიმძიმე ფეხებს დააწვა მწვავე ტკვილი ვიგრძენი და ინერციით ისევ სკამზე დავვარდი.

ძალა მოვიკრიბე და ისევ წამოვდექი ფეხზე, ტკივილი ისევ ვიგრძენი მაგრამ არა ისეთი რომ სიარული არ შემძლებოდა.
დედას თვალებში სიცოცხლე არ იგრძნობოდა, უპეები უძილობისგან ჩასშავებოდა და თმის ბოლოები უწესრიგოდ აბურდვოდა. თითქოს მეორე მე ვიყავი, ოღონდ დიდი 'მე.' მომწიფებული და ხანში შესულიც კი. მე და დედა, ორივე ერთად თითქოს სიცოცხლის ნარჩენები ვიყავით.

''ვიცი რომ წასვლა არ გინდა ჟენე,'' მითხრა დედაჩემმა როდესაც მანქანაში ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. ''მაგრამ ეს საუკეთესო გზაა იმისთვის რომ წესიერ ცხოვრებას დაუბრუნდა. უნდა გააკეთო ის რაც ექიმმა გრეიგმა გვითხრა.''

ამოვიოხრე, მზერა ავარიდე და ფანჯარაში გავიხედე. ახლა შუა ნოემბერი იყო, ხანდახან თოვდა კიდეც და მიწაზე დადებას იწყებდა. პატარა, უშიშარი და ქათქათა ფიფქები ციდან ცვიოდნენ და მიწაზე ეცემოდნენ, მათ სხვა მათნაირები ემატებოდნენ და დიდ თოვლის მასას ქმნიდნენ.
ვიცოდი რომ სკოლას ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით და გულიც ლამის საგულიდან ამომვარდნოდა, თუმცა ვცდილობდი გარშემო ყველაფერი დამეიგნორებინა და ყურადღება მთლიანად ციდან ჩამომავალ ფიფქებზე გადამეტანა. მინდოდა ფიფქი ვყოფილიყავი, მინდოდა არაფერი მეგრძნო, მინდოდა მასავით ყინულივით ცივი ვყოფილიყავი და მასავით ხანმოკლე ცხოვრებით დავმტკბარიყავი.

''წარმატებებს გისურვებ ძვირფასო.'' მითხრა დედამ როდესაც მანქანამ სვლა შეანელა და პირდაპირ სკოლის წინ გაჩერდა. ''თუ გადაიღლები უბრალოდ გადმომირეკე და შენს წამოსაყვანად მოვალ.''

დედაჩემისკენ არც გამიხედავს ისე გადავედი მანქანიდან და ნოემბრის ცივ ჰაერს შევეჩეხე. ვიგრძენი როგორ მომაშტერდა რამოდენიმე სტუდენდი, ჯერ სკოლაშიც არ შევსულვარ და რა ხდება, რომ შევალ რა იქნება. ვინც მიცნობს, არმიცნობს, აბსოლიტურად ყველამ იცის გასულ კვირას რა მოხდა.

სკოლის კარი შევაღე და სტუდენტების გაშტერებული მზერის მსხვერპლი გავხდი.

ჩემს კარადასთან მივედი და წიგნების გამოღება დავიწყე. ვცდილობდი ყურადღება წიგნების გამოლეგაბაზე გადამეტანა და არა მოგუდულ საუბრებზე რომლის მთავარი თემაც მე ვიყავი.

ხანდახან იმ ღამიდან კოშმარები მესიზმრება და შუაღამისას ოფლში გახვეული ვიღვიძებ. ექიმმა გრეიგმა მითხრა რომ ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. ეს ძირითადად მაშინ ხდება როდესაც შენ და შენი გონება მარტო ხართ, ერთმანეთის პირისპირ. თუ ფოკუსირებას რიამე სხვაზე არ მოახდენ წამდაუწუმ გაგახსენდება შენი ცხოვრების საზარელი მომენტები.

ჩემდა საბედნიეროდ აქ ისეთი ხმები იყო რომლებზე ფოკუსირებაც თავისუფლად შემეძლო და მე ჩემს გონებასთან მარტო არ დავრჩებოდი.

''ეს ისაა?'' გავიგე როგორ გადაუჩურჩულა ერთმა სტუდენტმა მეორეს.

მიუხედავად იმისა რომ ახლა კოშმარს არ ვხედავდი მაინც ცხადად დამიდგა ის საზარელი მომენტები თვალწინ.

''ეს ის გოგო არ არის ყველაფერი რაიანს და ლოგანს რომ დააბრალა?'' თქვა ერთმა ხმამ და წამით გაჩუმდა, თუმცა შემდეგ განაგრძო. ''გავიგე რომ ჰარი მოკლვით დამუქრებია რამეს თუ იტყოდა.''

მისი სახელის გაგონებაზე გულში რაღაც მწვავე ტკივილი ვიგრძენი. ცხადი იყო რომ მისი სახელის გაგონებისას ყოველთვის ასე ვიქნებოდი. ხალხს სიმართლესთან შეგუება არ უნდოდა ამიტომ ტყუილს იჯერებდნენ და თავის თავს ამით ანუგეშედნენ. მერე რა რომ რაიანმა და ლოგანმა მომიტაცეს? მერე რა რომ მათ გამო კინაღამ მოვკვდი? მერე რა რომ ისინი იყვნენ დამნაშავენი? მატყუარა მე გამოვედი. რათქმაუნდა, ასეთ შემთხვევებში უმეტესად ყველაფერი გოგოს ბრალდება.

კარადას მოვშორდი, ზურგჩანთა მხარზე მოვიკიდე და ხმის 'ავტორს' შევეჩეხე. დაბალი გოგონა იყო. შავი თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდა, მისი მეგობარიც მას ჰგავდა გარეგნობით. როდესაც ჩემამჩნიეს თვალები გაუფართოვდათ და ხველება აუტყდათ. ერთმანეთს მოშორდნენ თითქოს საერთოდაც არ ლაპარაკობდნე ნჩემზე.

ნელა შევათვალიერე კორიდორი და იმწამსვე ვინანე. შავი ტანსაცმელი ეცვა, მის თვალებში უსიცოცხლობა და ტკივილი ისახებოდა. დამინახა, თუმცა თავი ისე მომაჩვენა თითქოს საერთოდ ვერც შეამჩნია ჩემი მზერა.

მინდოდა მისთვის მეყვირა, მინდოდა ხელები მის კისერზე მომეხვია და ჩემსკენ მომეზიდა. მინდოდა მისი სიახლოვე მეგრძნო. მაგრამ ამაოდ...
ისე ჩამიარა გვერდი თითოქოს იქ არც ვმდგარიყავი.

თითქოს გულის ის ნაწილი რომელიც მთელი დარჩა დაიმსხვრა. თითქოს გულის არცერთი ნაწილი არ დამრჩა მთელი. თუმცა დამრჩა, პატარა ნაწილი რომელიც იბრძოდა რომ გულს ძგერა არ შეეწყვიტა.

მინდოდა აქვე ჩავკეცილიყავი ამ იატაკზე, ჩემს მუხლებს შემოვხვეოდი და მეტირა.

ჰარი ის იყო ვინც განმაცდევინა ის გრძნობა რაც აქამდე არ განმიცდია.

იმის გაანალიზებაც კი რომ ის ჩემს ახლოს არ იყო ტკივილს მგვრიდა.
ასეთ გოგონებს ყოველთვის ვამტყუნებდი, ყოველთვის მიკვირდა მათი. ყოველთვს ვნსჯიდი იმიტომ რომ სულელურად მისტიროდნენ ბიჭებს. თუმცა ახლა მათი მესმოდა. იმ ტკივილს რასაც საყვარელი ადამიანის დაკარგვით განიცდი ვერაფერი შეგიმსუბუქებს. გინდა მასთან იყო, გინდა მის მკლავებში კომფორტულად მოკალათდე და არაფერზე იფიქრო.
გახსენდება ის მომენტები როდესაც ერთად იყავით, ერთობოდით, მხიარულობდით, ერთმანეთს ეხუტებოდით.. და აანალიზებ რომ ასე ვეღარ მოიქცევი. აანალიზებ რომ ეს აღარ განმეორდება და უფრო და უფრო მეტად გადგება თვალზე ცრემლები და უზადო ტკივილს განიცდი.

ამბობენ რომ როდესაც ადამიანს კარგავ გულში 40 სანთელი ინთებაო, თითო დღეს თითო სანთელი იწვის, ბოლო, მეორმოცე სანთელი კი სამუდამოდ შენს გულში იქნება და ნელა დაწვავს მის ზედაპირს ცხელი ნაღვენთებითო. რათქმაუნდა ეს მკვდრებზეა, მაგრამ ალბათ ახლა ჰარისთვის მეც მკვდარი ვიყავი და ამ ქვეყანაზე არ ვარსებობდი.
ჩემთვის ჰარი მკვდარი არ იყო, ვერც ვერასდროს იქნებოდა. მაგრამ ვგრძნობდი როგორ იწვოდა ჩემს გულში თითო სანთელი ყოველდღე. ბოლო სანთელი კი ნაიარევებს დატოვებდა ჩემი გულის ნამსხვრევებზე.

ზუსტად ისე, როგორც ჰარიმ დატოვა.
24
მაჯებზე სახელოები ჩამოვიწიე და მთლიანად დავიფარე ხელები რომლებზეც ჯერ კიდევ მეტყობოდა მცირე დალურჯებები. ვგრძნობდი როგორ მევსებოდა თვალები ცრემლებით როდესც კაფეტერიისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდი. ყველა მე მიყურებდა, თითქოს მათი მზერით ჩემს განდევნას ცდილობდნენ და ამას ახწევდნენ კიდეც. არაფერი მინდოდა გარდა გაუჩინარებისა.

კიდევ ერთხელ მოვხვდი მთელი სკოლის განხილვის მთავარ თემად. სტუდენტებს ისე ვერ ჩავუვლი რომ მათი ჩურჩულის ხმა არ გავიგონო. მასწავლებლებიც კი თვალებ გაფართოებულები მიყურებენ მაშინ როდესაც მათ გვერდით გავივლი. ჰარის გარეშე თითქოს სრულიად მარტო ვარ, თითქოს განდევნილი ვარ. მის გარეშე თითქოს სუსტი ვარ.

კაფეტერიაში შევედი და წამსვე ვიგრძენი როგორ ამიწვა კანი სტუდენტების მზერამ.მათ მზერას ვერ გავექცეოდი და ამას ვეგუებოდი.

როდესაც შიგნით შევაბიჯე კაფეტერია დადუმდა, აღარ ისმოდა სტუდენტების სიცილი, ლაპარაკი და ჩურჩულიც კი.

ჩემი წილი საკვები ავიღე და კაფეტერიის ბოლოში წავედი, იქ სადაც ნაკლებად გამოვჩნდებოდი. პლასტმასის სკამში ჩავეშვი და ლანგარი მაგიდაზე დავდე. არვიცი საერთოდ რატომ ვიყიდე ეს საჭმელი, მის ჭამას ხომ არცკი ვაპირებ. ლანგარი ჩემგან შორს გავწიე და ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე.

კაფეტერია ისევ აზუზუნდა და მოვეშვი. თუმცა ბოლომდე ვერა, თითქოს ისინი, ყველა ერთად ჩამჩურჩულებდა ყურში ერთ რაღაცას.

შენ მარტო ხარ.

შენ მარტო ხარ.

შენ მარტო ხარ.

ზურგჩანთა ავიღე და იქიდან ჩემი აიპოდი ამოვიღე, ყურსასმენები გავიკეთე ერთ-ერთი მუსიკა ჩავრთე და ბოლო ხმაზე ავუწიე. თითქოს ეს ყოფილიყო მათგან თავის დახწევის ერთადერთი ხერხი.

როდესაც მათი ხმები ჩემს თავში მიწყნარდა მთლიანად მუსიკაზე გადავერთე. სკოლაში ყოფნისას თავი ჯაჭვბში მგონი გაბმული რომლიდანაც ვერასდროს გავნთავისუფლდები. მე თავისუფლება მინდოდა, მარტო ყოფნა, მხოლოდ ჩემს თავთან. აღარავისთან სხვასთან. და აი, ისევ აქ ვარ. აღარ არსებობს გულგატეხილი და დასუსტებული მსხვერპლი. არმჭირდება ბიჭი რომ უბედურებისგან დამიცვას.

მისი სახე თვალწინ დამიდგა, მისი ტკივილით სავსე თვალები და უემოციო სახე.

''ჰეი, ჟენევიევა.'' ფიქრებიდან ხმამ გამომაფხიზლა. და არამარტო ხმამ. ხელმაც რომელმაც ცალი ყურიდან ყურსასმენი გამომგლიჯა. თავი მაღლა ავწიე და ლინდისის გამოშტერებულ სიფათს შევეჩეხე. მაგიდას მოუარა და ზუსტად ჩემს წინ დადგა.

''ამ საქმის ნაწილი ხარ არა?'' მკითხა და ხელები მაგიდაზე დააწყო, ნელა დაიხარა ჩემსკენ და თვალებში ჩამაშტერდა.

ღრმად ამოვისუნთქე, მინდოდა მეთქვა რომ წარმოდგენა არ მქონდა რაზე საუბრობდა მაგრამ ამაოდ. მისი დაიგნორება მინდოდა მაგრამ არ გამომივიდოდა რადგან ჯიუტად იდგა ჩემს წინ და გვერდს თავისი ორი 'მშვენიერი' დაქალი უმშვენებდა.

''ვიცი რომ ლაპარაკისთვის ზედმეტად შტერი ხარ, ასე რომ მომისმინე.'' თქვა ლინდსიმ და კბილები ერთმანეთს დააჭირა. ''მე შენ ჰარიზე გაგაფრთხილე, ყველამ გაგაფრთხილეთ.''

მისი დაქალებისკენ გაიხედა, მათაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს. როდესაც თვალლი მათ მოსწყვიტა მე მომიბრუნდა.

''მაგრამ მოგვისმინე? არა. არ შეჩერდი ნება მიეცი მის შავბნელ საქმეებში ჩაეთრიე. და ახლა შეხედე ეს ყველაფერი როგორ დამთავრდა.'' ჩაიცინა და გარშემო მიმოიხედა.

ჩემს ცრემლებთან გაცხარებული ვიბრძოდი. არმინდოდა ლინდსის წინაშე თავი დამემცირებინა და მეტირა. ეს სისუსტის გამოვლინება იქნებოდა რაც ძალიან, ძალიან არ მინდოდა.

ლინდსიმ ისევ განგრძო ლაპარაკი.

''იფიქრე რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყავი?'' მკითხა როდესაც ჩემი თვალები შენიშნა. ''გეგონა შენზე ღელავდა? გეგონა ადარდებდი?'' ჩაიცინა. ''როგორც ჩანს იმედები გაგიცრუვდა. შენც ერთ-ერთი იმათთაგანი იყავი ვინც ლოგინში ჩაითრია და მიაგდო.''

ღრმად ამოისუნთქა და თავი გააქნია.
''ისეთი საცოდავი ხარ, პატივი დაგდე, ლანჩზე ჩვენთან ერთად დაჯდომის ნება მოგეცი მაგრამ არ დამთანხმდი. იფიქრე რომ ჰარი სტაილსს უნდოდი. იფიქრე რომ მისთვის რაღაცას ნიშნავდი. '' წამით გაჩუმდა და წინ გადმოიხარა.
''ძვირფასო, მისთვის არაფერს ნიშნავ, არარაობა ხარ. უბრალოდ ამ სამყაროს გამოუსადეგარი ნაწილი ხარ.''

თქვა თუარა წავიდა, მისი ფეხსაცმელების წკაპუნის ხმა მთელს კაფეტერიაში ექოდ ისმოდა.

ვიგრძენი როგორ გამეჩხირა ყელში ბურთი. მეტს ვეღარ გავუზლებდი. ავდექი და წამოვედი.
ეს ბოლო დარტყმა იყო, ისიც გაანადგურეს რაც ჩემგან დარჩა. ჩემი სულის ნაწილი გაანადგურეს.
ისე გამოვედი კაფეტერიიდან რომ ჩემი ნივთები არც ამიღია. თუმცა ახლა ისინი ნაკლებად მაღელვებს. ნაკლებად არა, საერთოდ აღარ მაღელვებს. ახლა არაფერი მანაღვლებს.
წარმოდგენა არ მქონდა სად მივრბოდი, უბრალოდ მივრბოდი.

ყველაზე ახლო მდებარე კარი გავაღე და ვიგრძენი როგორ მეცა კანზე ცივი ჰაერი. ჩემი მოსაცმელი კაფეტერიაში დამრჩა, ასე რომ ახლა მხოლოდ მოკლე მკლავიანი ზედით მომიწევს სირბილი. მშვენიერია.

ვიგრძენი რომ უკან არავინ მომყვებოდა და ამან კიდევ ერთხელ გამახსენა მწარე რეალობა. ყოველთვის როდესაც სკოლიდან აცრემლებული გამოვდიოდი ჰარი მომყვებოდა. ჩემს გვერდით გაჩნდებოდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მაგრამ ახლა მარტო ვიყავი. სრულიად მარტო. არავინ მომყვებოდა უკან რომ ვენახე კარგად ვიყავი თუ არა.

არვიცოდი სად მივდიოდი მაგრამ სირბილი არ შემიწყვეტია.

ყურებში მხოლოდ სამი სიტყვა მიბზუოდა.

შენ მარტო ხარ.

შენ მარტო ხარ.

შენ მარტო ხარ.

უკან ვიტოვებდი სკოლის შენობას.

შენ მარტო ხარ.

შენ მარტო ხარ.

შენ მარტო ხარ.

ვგრძნობდი როგორ ჩამომდიოდა ცრემლები ღვარღვარად ლოყებზე მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. ამას ვეღარ შევაჩერებდი, ამის ძალა აღარ შემწევდა. ტკივილის შეკავების ძალა აღარ მქონდა.

მინდოდა მეკივლა, მეყვირა და ჩემი თავი დამედანაშაულებინა ყველაფერისთვის. მინდოდა ჰარისთვის მეყვირა. მინდოდა პასუხი მომეთხოვა ჩემი დასუსტებისთვის. მაგრამ ამის ძალა არ შემწევდა.

14 წელი გავიდა ჩემი დამუნჯებიდან. 14 წელი გავიდა რაც ხმას ვერ ვიღებ და ჩემი ემოციების გადმოცემა სულელური ხელების საშუალებით მიწევს.

ამიტომ გავიქეცი,

ასეთი ცხოვრება არ მინდოდა.

გავიქცეი.

ნეტავ არის სადმე ისეთი ადგილი სადაც ტკივილი არ ბუდობს?
არის დედამიწაზე ასეთი ადგილი?
მაშინ თუ არის იქ მინდა ყოფნა.

აღარ მინდა დამუნჯებული მერქვას.
25
არვიცოდი სად მივდიოდი. დიდად არც მაინტერესებდა. მხოლოდ გაქცევა მინდოდა და ამ სამყაროდან სამუდამოდ გაქრობა. აღარ მინდოდა უკან დაბრუნება, არც ახლა და არც არასდროს.

ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და მაგრად შემოვიჭდე ხელები სხეულის გარშემო. გარშემო მიმოვიხედე და ნაცნობი ადგილის დანახვისას თავში მოგონებები ამომიტივტივდა.

სათამაშო მოედანი ცარიელი იყო. ქარი საქანელებს არწევდა და ისეთ წარმოდგენას ქმნიდა თითქოს მასზე უხილავი ბავშვი იჯდა და ლაღად ქანაობდა.

ეს ის პარკი იყო, ის პარკი სადაც პირველად გავიგე ამელიაზე, პარკი სადაც პირველად ვნახე ნამდვილი ჰარი. უხალისოდ ჩამოვჯექი იმ სკამზე რომელზეც რამოდენიმე თვის წინ ჰარი იჯდა.
საშუალება რომ მქონოდა ისევ გავიქცეოდი.

გავიქცეოდი და მანამ ვირბენდი სანამ უსაშველო ტკივილი არ შემაჩერებდა და დაღლილობისგან გული არ გამიჩერდებოდა. ვირბენდი მანამ სანამ ჩემი წარსული შავბნელ კუთხეს მიეცემოდა.

თითქოს აქ მჯდომარე ჰარი დამიდგა თვალწინ. ის სუსტი და მოწყენილი ჰარი რომელიც თავს დაზე დარდობდა. ის ჰარი რომელიც მისი დის სიკვდილს საკუთარ დას აბრალებდა, ის ჰარი რომელიც ყველაფერს აკეთებდა რომ მისი და-ძმა დაეცვა.

''ამ.. მაპატიე ძვირფასო.'' მომესმა სუსტი, ნაზი ხმა და ფიქრებიდან გამომაფხიზლა.

თავი შევატრიალე და საშუალო ზომის სიმაღლის ქალი დავინახე.თავიდან ფეხებამდე ზამთრის ტანისამოსში იყო გამოწყობილი და გვერდით პატარა ბავშვი ედგა რომელიც სამ წელზე მეტის არ იქნებოდა.

''კარგად ხარ?'' მკითხა თბილად.

წარმომიდგენია რას ვკავარ, აწითლებული თვალები, აწითლებული ცხვირი, უბრალო თხელი ჯემპრი და ქარისგან აჩეჩილი თმა. საშინელება ვარ.

ცრემლები მოვიწმინდა და თავი დავუქნიე მინდოდა რომ წასულიყო და მარტო დავეტოვებინე. თბილი ქალბატონი ჩანდა მაგრამ ახლა არავისთან არ მსურდა საუბარი.

''აქ ამ სიცივეში არ მინდა დაგტოვო.'' მითხრა და სკამზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
მზერა ავარიდე და ვცდილობდი მომეკეტინებინა მაგრამ ამაოდ.

''იქნებ სახელი მაინც მითხრა?'' თქვა და ხელი მხარზე დამადო. ''მე ქეროლაინი ვარ.''

მისკენ გავიხედე. ლურჯი, კამკამა თვალები ჰქონდა რომლებიც სითბოს ასხივებდნენ. ტუჩები ოდნავ გალურჯებოდა სიცივისგან და აშკარად ეტყობოდა რომ ნერვიულობდა.

ჩემი გაყინული ხელები ნელა ავწიე მაღლა და ჩემი სახელი ვანიშნე მიუხედავად იმისა რომ ვერ გაიგებდა.

''მე მუნჯი ვარ, მაგრამ ჩემი სახელია ჟენევიევა.''

სახეზე ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს რომელიმე რეალით შოუში ყოფილიყო და რაღაცის გამოცნობას ცდილობდა.

''აა, ყრუ ხარ?'' მკითხა თვალებგაფართოებულმა.

თავი გავაქნიე და ხელით ჩემი პირისკენ მივუთითე. იყო ყრუ - ეს ჩვეულებრივი მოვლენააო. იყო მუნჯი - ბუუმ!

''კარგი..'' თქვა ქეროლანმა, გაჩუმდა და მის ქალიშვილის დაჰხედა, შემდეგ ისევ მე შემომხედა.

სახეზე თითქოს მწუხარების გამომხატველი ემოციები ჰქონდა აფარებული. ვეცოდებოდი, მუნჯობის გამო ვეცოდებოდი და მე ამას ვგრძნობდი.

ქეროლაინი დაბლა დაიხარა, მისი პატარა ჩანთაში ხელი ჩაყო და რაღაცის ძებნას შეუდგა.

''აი,'' მითხრა და პატარა ბლოკნოტი და ცარცი მომცა. ''მაპატიე, კალამი ვერ ვიპოვე. ალბათ ჩემმა ბიჭმა ამომაცალა.''

თბილად გამიღიმა და ქაღალდი და ცარცი ხელში მოცმა.

''აბა, რა გქვია ძვირფასო?''
ღრმად ამოვისუნთქე, ბლოკნოტი მუხლზე დავიდე და ლურჯი ცარცით ჩემი სახელი დავწერე და გავუწოდე.

''ჟენევიევა.'' ღიმილით წაიკითხა.''ლამაზი სახელია.''

მორცხვად გავუღიმე და თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე.

''ვიცი რომ შენთვის უცხო ვარ მაგრამ აქ მარტო ერ დაგტოვებ.'' მითხრა ქეროლაინმა ნელა.''ასე რომ, იქნებ ვინმესთვის დაგვერეკა და შენს მოსაყვანად მოსულიყვნენ?''

ღრმად ამოვისუნთქე და მხრები ავიჩეჩე. დედაჩემი ჩემზე ალბათ გაბრაზებულია სკოლიდან რომ გამოვიქეცი ჰარი კი .... ჰარის უბრალოდ არ ადარდებს.

''იქნებ აქედან წავსულიყავით? ძალიან ცივა. პატარა გამიცივდება.''

მითხრა და თავით პატარა გოგონასკენ მანიშნა რომელიც წითელ მანტოში იყო გახვეული და ცნობისმოყვარედ მიყურებდა.
თავი დავუქნიე და წამოვდექი.

''წამოდი ყავის სახლში წავიდეთ, აქვეა, ქუჩის ბოლოში.'' მითხრა ქეროლაინმა როდესაც სიარული დავიწყეთ.

ქეროლაინს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი. თან მინდოდა წასვლა და თან არა. როდესაც უკვე ყავის სახლს მივუახლოვდით უცნაური შიშის გრძნობა დამეუფლა. უცნაური იყო, უცნობს მივყვებოდი ყავის სახლში.

როდესაც კიბეებზე ავედით და კარს მივუხალოვდით ქეროლაინი მე მომიბრუნდა, ხელში პატარა ეჭირა.

''შეგიძლია კარი გამიღო ჟენევიევა?''

თავი დავუქნიე და კარი შევაღე.

''გმადლობ.'' გამიღიმა და შიგნით შევიდა.

უკან მივყევი. სითბოში შევაბიჯე თუარა თბილი ჰაერის მასა ტანზე მომელამუნა. ჰაერში ყავის მძაფრი სუნი ტრიალებდა დახლთან კი კაპუჩინოს ამზადებდნენ.

''გამარჯობა ქეროლაინ.'' მიესალმა პატარა წითელთმიანი გოგონა ქეროლაინს.

''გამარჯობა ემილი.'' გაუღიმე ქეროლაინმა და ერთ-ერთი მაგიდასთან მივიდა. ''შეგიძლია ორი ცხელი შოკოლადი მოგვიტანო?''

ჟღალთმიანმა გოგონამ თავი დაუქნია და შეკვეთჳს ჩაწერა დაიწყო. იმ მაგიდასთან მივედი სადაც ქეროლაინი მოთავსდა და მის მოპირდაპირედ დავჯექი.

''ჩემი ქალიშვილი გაგაცანი ჟენევიევა?'' მკითხა ქეროლაინმა და პატარა გოგონა მუხლებზე დაისვა.

ნელა გავაქნიე თავი და პაწაწკინტელა გოგონას მივუბრუნდი რომელიც ქეროლაინს მუხლებზე ესვა. დედამისს ძალიან ჰგავდა, მასავით ქერა თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა.

''ეს ლილიანაა.'' გაიღიმა ქეროლაინმა და პატარას ლოყაზე ცხვირი გაუხახუნა.

გამეღიმა, გურწფელად გამეღიმა. რაღაც იყო პატარა ბავშვებში, რაღაც რასაც ზურგს ვერ აქცევდი, რაღაც რაც მათკენ გიზიდავდა.
ემილი ჩვენს მაგიდასთან მოვიდა და წინ ორი ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქა დაგვიდგა.

''აბა,''ამოიოხრა ქეროლაინმა და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა. ''ვფიქრობ დროა მითხრა რას აკეთებდი აქ ასეთ დროს, ასეთ ტანსაცმელში.''

ნერვიულად მოვიკვნიტე ტუჩი და სხვაგან გავიხედე. რომ ვუთხრა ყველაფერი გიჟად შემრაცხავს: სკოლიდან ბიჭის გამო გამოვიქეცი. სულელური მიზეზია.

ფურცელი და კალამი გამომიწოდა და გამიღიმა.

''გთხოვ ჟენევიევა. თუარადა უბრალოდ ნომერი მომეცი ვინმე შენი ახლობელის რომ დავრეკო და აქ შენი მარტო დატოვება არ მომიწიოს.''

ამოვიოხრე და კალამს ხელი მოვკიდე. ფურცელი კარგად დავიჭირე და მოკლედ ავუღწერე თუ რატომ ვიყავი ამდროს გარეთ. ფურცელი ქეროლაინს მივაწოდე და ხელებში ცხელი ჭიქა დავიკავე.

ქეროლაინისკენ გახედვას ვერ ვბედავდი.

''ძვირფასო.'' მზრუნველი ხმით მითხრა. ''ასე როგორ მოგექცნენ.''

მის პატარას დაჰხედა რომელიც მაგიდაზე შემოდებული ხელსახოცით ერთობოდა.

''ასე მობყრობას არავინ იმსახურებს.'' მზერას მარიდებდა. ''მაგრამ მათ არ უნდა გაამარჯვებინო.''

მისმა სიტყვებმა გამაკვირვა და ქეროლაინს ინტერესით აღსავსე მზერა ვესროლე. როგორციქნა თვალებში შემომხედა და მიპასუხა.

''ის გოგო რომელიც ასე გექცევა შენი დროის ხარჯვად არ ღირს. და არ უნდა დანებდე. პირიქით, უნდა ებრძოლო. არავის მისცე უფლება გავნოს. არავის.''

სუსტად დავუქნიე თავი და სხვა მხარეს გავიხედე, არმინდოდა თვალებში შემხედა. ვიცოდი რომ მართალი იყო მაგრამ ამის გაგონება მეორედ აღარ მინდოდა.

''იმ ბიჭებმაც ვინც ტყეში გავნეს,'' კიდევ ერთხელ დაილაპარაკა. ''ამისთვის სამაგიერო მიეზღვებათ, მაგრამ შენ შენევიევა.'' ადგა და მისი სკამი ჩემთან ახლოს მოსწია. ''შენ ძლიერი პიროვნება ხარ, ეს გეტყობა. შენ, დიახ შენ, უნდა ებრძოლო მას და არ დათმო თორემ სულ ასე მოიქცევა. ჩათვლის რომ იმდენად სუსტი ხარ რომ წინააღმდეგობას ვერ უწევ. ეს სიამოვნება არ მიანიჭო მას.''

ქეროლაინმა ხელი მაღლა ასწია და მისი ცივი ხელები ლოყაზე მომისვა. მხოლოდ ახლა გავაანალიზე რომ ვტირობდი. თითებით ცრემლები მომწმინდა.

''და ის ბიჭი, ჰარი. მან არ იცის რა დაკარგა.''

ქეროლაინისკენ მივტრიალდი და თვალებში შევხედე.

''შენ ლამაზი ხარ ჟენევიევა. '' დაიჩურჩულა.'' ლამაზი და ძლიერი. არ მისცე ამ წუთიერ სისუსტეს სამუდამოდ დაგცეს.''

ბლოკნოტს და კალამს ხელი დავავლე და ფურცელზე სწრაფად დავწერე ტექსტი.

''რა პრობლემაა ჟენევიევა.'' გამიღიმა.''და რათქმაუნდა დედაშენს დავურეკავ.''
26
დედა ნაზად მისვამდა თავზე ხელს, ჩემს გვერდით იჯდა და მაკვირდებოდა როგორ ჩამომდიოდა ცრემლები ლოყებზე. ასე მის მერე ვართ რაც დედას ქეროლაინმა დაურეკა და ჩემი ადგილსამყოფელი შეატყობინა. ვერასდროს ვიფიქრებდი დედა ასე თუ ინერვიულებდა ჩემს გამო, როდესაც ყავის სახლში კარი შემოაღო თვალში პირველად მისი ჩაწითლებული თვალები მეცა. სიტყვის უთქმელად მომვარდა და გულში ჩამიკრა, თან ყურში მეჩურჩულებოდა რომ ძალიან წუხდა.

მეგონა ჩემზე გაბრაზებული იქნებოდა მაგრამ სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. თითქოს იცოდა როგორ ვგრძნობდი თავს და ზედმეტი ტვირთი არ დამადო მხრებზე.

როდესაც სახლში დავბრუნდით მე დივანზე მოვთავსდი დედა კი ჩემს გვერდით დაჯდა. ამის შემდეგ არცერთი არ გავნძრეულვართ. სიტყვაც კი არ გვითქვამს.

უცნაური იყო დედაჩემის წინ რომ ვტიროდი. ბოლოს დედაჩემის წინ მაშინ ვიტირე როდესაც მამამ დაგვტოვა. მაგრამ მაშინაც კი მე ვამშვიდებდი დედას და ვცდილობდი მისი დარდი შემემსუბუქებინა. რამდენჯერ მოვსულვარ სკოლიდან და სამზარეულოში მჯდარი დედა დამინახია რომელიც ბოსტნეულს ჭრიდა და თან ტიროდა. ახლა განვიცადე ის ტკივილი რომელსაც წლების წინ ის გრძნობდა. მაგრამ დედაჩემმა მისი ცხოვრების ნაწილი დაკარგა, მისი მეორე ნახევარი, მისი ქმარი, ცხოვრების თანამგზავრი, საუკეთესო მეგობარი..
''ჟენევიევა.''

მომმართა დედაჩემმა.

ხელი ისევ ჩემს თმებზე ედო და ნაზად მისვამდა ხელს, მე კი ჩემი ხელები მუხლებზე მეწყო და ვცდილობდი არ ავქვითინებულიყავი. თვალს ვარიდებდი, არმინდოდა მისთვის შემეხედა.

''ამას გადავლახავთ.'' ხელი ნიკაპზე მომკიდა რომ მისთვის შემეხედა. თვალებში ჩამხედა. ''ერთად.''

თავი დავუქნიე და აკანკალებულმა ამოვისუნთქე, ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა. ახლა ჩემი დრო იყო რომ ძლიერი ვყოფილიყავი, რომ დამემტკიცებინა ის რომ გულის გატეხვა ვერ დამცემდა.

ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გავედი, უკან ნაბიჯების ხმა მესმოდა. დედაჩემიც მომყვებოდა. ხელები სამზარეულოს მაგიდაზე დავაწყვე, ბოლოჯერ ამოვისუნთქე ღრმად და დედაჩემს მივუბრუნდი.

''წავალ საშინაო დავალებას გავაკეთებ.'' ვანიშნე დედაჩემს.

სუსტად გამიღიმა და თავი დამიქნია.

ჩემი ნივთები სკოლიდან მაშინ წამოუღია როდესაც აღელვებულ მასწავლებელს მისთვის დაურეკავს და ჩემზე შეუტყობინებია. რომ უთქვია რომ ლანჩის მერე აღარცერთ კლასში არ გამოვჩენილვარ, რომ ჩემი ჩანთა სკოლაში იყო და ჩემი მანქანა სადგომზე ეყენა.

დედაჩემი ჩემსკენ წამოვიდა ხელები მომხვია და ჩამეხუტა.

''სკოლაზე ნუ ინერვიულებ.'' მითხრა და სახე ჩემს თმებში ჩარგო. ''შეგიზლია მაშინ დაბრუნდე როდესაც უკეთ იქნები.''

თავი დავუქნიე და მისი ხლართებიდან თავაზიანად გავინთავისუფლე თავი. კიბეებზე ავედი და ჩანთა რომელიც იქვე ეგდო მხარზე მოვიგდე.

როდესაც ჩემს ოთახში შევედი ღრმად ამოვისუნთქე და ჩანთა იატაკზე დავაგდე. დავალების გაკეთებას არ ვაპირებდი. უბრალოდ დედაჩემისგან თავის დახწევა მინდოდა. მინდოდა რომ მარტო ვყოფილიყავი. შუქის აუნთებლად გადავეშვი ლოგინზე. მარტოობა ერთადერთი რამ იყო რაც ახლა მჭირდებოდა. როდესაც ფანჯრიდან გავლილი მანქანის ხმა შემოვიდა გამახსენდა თუ რა დესპოტურ სამყაროში ვცხოვრობ. სამყაროში საიდანაც გაქცევის ერთადერთი გამოსავალი სიკვდილია.

ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ ჰარის გამო არ ვიყავი. სინამდვილეში ალბათ ჩემი ასეთი მდგომარეობის მთავარი მიზეზი რაიანის და ლოგანის მიერ მოყენებული ტრამვაა. მათ გააღვიძეს ჩემში ისეთი საშინელი გრძნობები როგორებიცაა სიში, უიმედობა და სასოწარკვეთილება. მათ გარეშე მე უბრალოდ გულგატეხილი ვიქნებოდი.
ფეხები მკერდთან მოვიტანე და ხელები მათ გარშემო შემოვიხვიე. სრულ სიჩუმეში ვიწექი ბნელ ოთახში. მესმოდა როგორ ელაპარაკებოდა დედაჩემი ტელეფონზე ვიღაცას ჩუმად მაგრამ გადავწყვიტე დამეიგნორებინა. ჩემს ექიმს ურეკავს ან ფსიქიარეს ან კიდევ ვინმე სხვას ვისაც ჩემი მდგომარეობა აშინებს.

თვალები დავხუჭე და თავი ბალიშს დავადე. ჩემს სუნთქვას ვუგდებდი ყურს. ჩემს გულისცემას ვუსმენდი რომელსაც ბაგაბუგი გაუდიოდა. ორივე იმას მახსენებდა რომ ჯერკიდევ ცოცხალი ვიყავი, რომ ჯერკიდევ უნდა მებრძოლა ჩემი თავის გამო.

ფანჯრის გაღების ხმამ ფიქრებიდან გამომაფხიზლა. ნელა მივატრიალე თავი ფანჯრისკენ და დავინახე როგორ გადმოძვრა ვიღაცის შავი სილუეტი. ოთახში გამეფებული წყვდიადი არ მაძლევდა საშუალებას მისი სახე დამენახა. მხრებში გამართული იყო და დიდი სხეული ჰქონდა. წამოვდექი, წარმოდგენა არ მქონდა რა უნდოდა აქ ან რას აკეთებდა.

ნაცნობი სუნი მომელამუნა ცხივრზე როდესაც ის პიროვნება კიდევ უფრო მომიახლოვდა.
ნელა მოიწევდა ჩემსკენ.

ჯერ გავიფიქრე რომ ჰარი იყო. ის უნდა ყოფილიყო. ვინ უნდა ყოფილიყო სხვა ამ დროს ჩემს საძინებელ ოთახში. ჰარი იყო. ჰარი იდგა, ჩემს წინ ჰარი იდგა.

წინ გავიწიე და მის ხელს შევეხე. მანაც წამს მომკიდა ხელი. მეორე ხელი სახეზე თბილად მომისვა და საკოცნელად დაიხარა.

თითის წვერებზე ავიწიე და ნელა შევეხე მის ტუჩებს. წამის შემდეგ კი საწოლზე აღმოვჩნდი.

''ეი, პრინცესა.'' დაისისინა ხმამ. ''მოგენატრე?''

ეს უკვე ჰარი არ იყო. ის ვიღაც სხვა, უფრო საშინელი იყო. უფრო, უფრო, უფრო საშინელი.

ვეცადე რაიანის მარწუხებიდან გავთავისუფლებულიყავი მაგრამ ჩემზე ძლიერ აღმოჩნდა.

'' არა. არა არა ძვიფასო. '' რაიანმა თმა სახიდან გადამიწია. ''ნუ შემეწინააღმდეგები.''

ყვირილი მინდოდა, მინდოდა როგორმე გამეჩერებინა.
ის დაბრუნდა. ის ჩემთან იყო. ჩემს ოთახში.

''არ მომეწონა როდესაც წახვედი და პოლიციას ყველაფერი მოუყევი რაც ტყეში მოხდა. ის რომ ნარკოტიკები მიიღე და შემდეგ ინანე არ გაძლევს იმის უფლებას რომ ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალო.''

ვიგრძენი როგორ დამისველდა ლოყები ცრემლებით. ტყუოდა, უნდოდა თავი სულელად და იდიოტად მეგრძნო.

რაიანი უფრო მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა.

''შენ არავინ დაგიჯერებს.''

ვტიროდი, კიარვტიროდი ვქვითინებდი. საშინლად მეშინოდა, რას აპირებდა. ღმერთო, რით დავიმსახურე ასეთი სასჯელი? რა გავაკეთე ასეთი?

''ნუ ტირი.'' ჩამჩურჩულა რაიანმა. ''შენც იცი რომ ეს გინდა.''

უცებ ოთახში შუქი აინთო და რაიანი სადღაც გაქრა. თითქოს ბნლეს გაჰყვაო.

წამოვდექი და ოთახს თვალი მოვავლე. სრულიად მარტო ვიყავი. ეს უბრალოდ სიზმარი იყო, კოშმარი.

უცებ ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს ყელში რაღაც გამეჩხირაო. ამოხველება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა. თითქოს ეს რაღაც სუნთქვაშიც მიშლიდა ხელს. როგორღაც ღრმად ამოვისუნთქე და ჩავახველე. რაწამსაც ეს გავაკეთე ადგილზე გავქვავდი. ისე არ ჩამიხველებია როგორც მჩვევია ხოლმე, ჩუმად. არამედ ხმამაღლა. ვიგრძენი როგორ გამოსცა ჩემმა პირმა რაღაც გაურკვეველი ბგერა. მომეჩვენა? არა, ცხადი იყო. ზუსტად ვიცი რომ არ მომჩვენებია.

ფიქრებიდან ჩემი ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა. ტელეფონს გავხედე, ჩემს ტუმბოზე იდო.

გადავიწიე და ავიღე. ეკრანზე ჰარის ნომერი ეწერა. ტელეფონს დენდარტყმულივით დავაშტერდი. მანამ არ ავიღე სანამ არ გაითიშა. ჰარის არასდროს დაურეკია და მითუმეტეს არც ახლა დარეკავდა. ალბათ ნომერი შეეშალა.
ტელეფონი თავის ადგილას დავაბრუნე მაგრამ ისევ დაიწყო რეკვა. ტელეფონი ავიღე, მწვანე ღილაკს დავაჭირე და ყურზე მივიდე.

''ჟენევიევა!''

მომესმა შეშინებული გოგონას ხმა.

ჰარი არ მირეკავდა, ლუსი მირეკავდა. მესმოდა როგორ ყვიროდა კიდევ ორი ვიღაც რაღაცას მაგრამ ვერ გავიგე რას. მაგრამ ის გავარჩიე რომ ქალის და კაცის ხმა იყო.

''ჟენევიევა.'' დაიყვირა კიდევ ერთხელ ლუსიმ და წამის შემდეგ ყურმილში ვიღაცის ხმამაღალი ტირილი გაისმა. ტობი.

ჰარის სახლში რაღაც ხდებოდა, რაღაც საშინელი. რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ დაილაპარაკა ლუსიმ.
'' არვიცი მანდ ხარ თუარა მაგრამ თუ მანდ ხარ მომისმინე.'' ხმა უკანკალებდა.

''დედა მთვრალი მოვიდა და ტობიასი სცემა.'' მისი ხმა ძლივს მესმოდა რადგან სხვებიც ყვირდოდნენ და ლუსი მათი ხმის გადაფარვას ცდილობდა. ''შემდეგ ჰარი გადაეფარა ტობიასს და ახლა ისინი ჩხუბობენ.'' ამოისუნთქა. ''არვიცი რა გავაკეთო ჟენევიევა, ორივე გაგიჟებულია. არვიცოდი ვისთვის დამერეკა. გთხოვ მოდი ჟენევიევა. გთხოვ.''

''რა ჯანდაბას აკეთებ ტელეფონზე?'' მოისმა ქალის ხმა რომელიც ყვიროდა. ''მომეცი აქ.''

სანამ ტელეფონი გაითიშებოდა ტობიასის ხმამაღალი ტირილი და ლუსის კივილი გავიგონე. შემდეგ კავშირი გაწყდა.

უნდა წავიდე, მარტო ვერ დავტოვებ.
ვერ დავტოვებ იმ უდანაშაულო ბავშვებს იმ საშინელ ადგილას მარტო. იქ უნდა წავიდე, არამარტო ჰარის, არამედ ლუს ფინის და პატარა ტობიასის გამო რომელიც ახლა ალბათ საშინლადაა შეშინებული.
27
ჰარის სახლისკენ მივდიოდი. ხეები სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთის ადგილებს და მათ გვერდით გავლისას მხოლოდ მწვანე ზოლს ქმნიდნენ. წარმომიდგენია ჰარისთან რა ხდება.

მანქანა სტაილსების სახლთან გავაჩერე. მისაღები ოთახიდან შუქი ანათებდა თუმცა მას მუქი ფერის ფარდა ცოტათი აფერმკრთალებდა.

მანქანიდან გადავედი და კარისკენ წავედი. მანქანიდან გადასვლისთანავე გავიგე ყვირილის ხმა. ქალის ხმა იყო. როგორც ჩანს ჰარის დედა საშინლად გაცოფებულია.

მეზობელი სახლისაკენ გავიხედე და დავინახე რომ მოხუცი ქალბატონი სამზარეულოს ფანჯრიდან იყურებოდა და ცდილობდა მეზობლების ჩხუბისთვის ყური დაეგდო. რასაკვირველია მეზობლებს აინტერესებდათ რატომ ისმოდა მათი ყვირილი მთელს ქუჩაზე.
ღრმად ამოვისუნთქე და სახლს მივუახლოვდი. წინა კარი ღია იყო და ნათურის შუქი რომელიც სახლიდან გამოდიოდა ასფალტზე ეცემოდა. სახლში შევედი და შიშს ვძლიე.

ჰარი და დედამისი მისაღებ ოთახში იდგნენ. ყავის მაგიდა გადატრიალებული იყო, ტელევიზორი კი გატეხილი ეგდო იატაკზე. მათი ხმები მთელს სახლში ისმოდა და ლამის ყურის ბარაბნები გამსკდომოდა.

ჰარის დედა აქამდე არასდროს მენახადა და ეს ის მომენტი ნამდვილად არ იყო სადაც მის გაცნობას ვისურვებდი. ჰარისგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა და მთელი ხმით შეჰყვიროდა სახეში რაღაცას. მოკლე ხვეული ყავისფერი თმა ჰქონდა , თითქმის ჰარისნაირი. მეგონა რომ ჰარი მას ჰგავდა მაგრამ ძალიან შევცდი.

ქალი რომელიც ჩემს წინ იდგა ალკოჰოლიკი და ფსიქიურად შეშლილი იყო.

''არანაირი უფლება არ გაქვს შენს თავს ჩვენი დედა უწოდო!'' დაუყვირა ჰარიმ დედამის.

ეტყობოდა რომ საშინლად გაბრაზებული იყო. ასეთი მხოლოდ მაშინ ვნახე როდესაც რაიანი და ლოგანის სცემა. ჩვეულებრივ კულულა სწორად დაყენებული თმა ახლა არეოდა და სახეზე სულ აწითლებული იყო. აშკარა იყო რომ დედამისმა სახეში გაარტყა მაგრამ დიდი კვალი არ დასტყობია.

დედამისმაც არ დააკლო პასუხი. წამში უპასუხა.

''არასდროს მდომებია დედაშენი ვყოფილიყავი. მინდოდა მხოლოდ ამელია მყოლოდა, შენი ბრალია რომ ის მოკვდა.''

წამით ჰარის სახეზე ტკივილი გამოისახა თუმცა როგორც სწრაფად გაჩნდა ისევე სწრაფად გაქრა.

''შე კახპა.'' ამოიჩურჩულა მაგრამ საკმარისად ხმამაღლა რომ მე გამეგო. როგორღაც თავი შეიკავა და მუშტი დედამისი მაგიერ მის გვერდით მდებარე კედელს მიარტყა.

უცებ ვიღაცის, უფროსწორად ვიღაცეების ჩუმი ქვითინი მომესმა რომელიღაც ოთახიდან. ისე თითქოს უჩინარი ვყოფილიყავი მისაღებიდან გავედი და ხმას მივყევი. ვცდილობდი ჰარის და დედამისის ყვირილი დამეიგნორებინა.

თავი პირველ ოთახში შევყავი მაგრამ სააბაზანო დამხვდა. ჰარის სახლი ჩემთვის ჯერკიდევ უცხო იყო ამიტომ ყველა ოთახის შემოწმება მიწევდა. კიდევ ერთი ოთახის კარი შევაღე და იქაც სააბაზანო დამხვდა. ბოლო კარი შევაღე და პატარა შეშინებული სამი ბავშვი დავინახე, ლუსი ფინი და ტობიასი. ერთად მოკალათებულიყვნენ ოთახის კუთხეში და კანკალებდნენ.

ლუსის ტობიასი მკერდზე ჰყავდა მიკრული და მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა არ გამოსდიოდა რადგან თვითონაც ტიროდა და ეს პატარას კიდევ უფრო აშინებდა. ფინი კი ორივეს გადაჰფარებოდა და ცდილობდა მისი პატარა ტანით პატარა და და ძმა დაეცვა.
''ჟენევიევა?'' თქვა ფინმა როდესაც გაანალიზა რომ მე ვიყავი და გაფართოებული ჩაწითლებული თვალებით შემომხედა.

კარი ჩემს ზურგსუკან მივხურე და ვიგრძენი როგორ შემომეხვია ვიღაცის პატარა აკანკალებული ხელები წელზე. ფინი. ჩვენი პირველი გაცნობისას ჩემით არ დაინტერესებულა თუმცა ახლა სახე ჩემს მაისურში ჰქონდა ჩარგული და ტიროდა. მეც მოვეხვიე და დავაყწნარე. როდესაც ფინი ცოტათი დამშვიდდა სამივეს ვანიშნე.

''კარგად ხართ?''

ტობიასის და ლუსის წინ ჩავიმუხლე.

ლუსიმ ტობიასს ხელი გაუშვა და თვალთან დალურჯებულ ადგილას ხელი მოუსვა. ლუსიმ მისი ყავისფერი თვალები მე მომანათა, თითქოს მისი ბოლო იმედი მე ვიყავიო და ქვედა ტუჩმა კანკალი დაუწყო.

''დედამ დაარტყა იმიტომ რომ წვენს რომელსაც ისხავდა დაბლა დაექცა.'' ამოიბლუყუნა ლუსიმ და ტობიასს შეხედა.

თავი დავუქნიე და ტობიასი მისი კალთიდან ავიყვანე. ამოისლუკუნა თუმცა წინააღმდეგობა არ გაუწევია. ნელა ამომხედა აწყლიანებული მწვანე თვალებით და ატირდა, თავი ჩემს მაისურში ჩამალა.

''დედამ მატკინა ჟენე.'' ამოიფრუტუნა.

ლუსის სველი ნაჭერი გამოვართვი და ტობიასს თვალზე დავადე. ჰარის და დედამისის ხმები აქაც ახწევდა.

''მეშინია ჟენე.'' თქვა ლუსიმ, თითქმის დაიჩურჩულა. ''ჰარი მხოლოდ ტობიასის დასაცავად აეფარა წინ მაგრამ დედამ ყვირილი დაიწყო და უთხრა რომ ჩვენ მისი საკუთრება არ ვიყავით და რასაც უნდოდა იმას გვიზავდა.''

ნელა დავაჯინე ტობიასი საწოლზე და ლუს და ფინს მივუბრუნდი.

''პოლიციაშ უნდა დარეკოთ.''

წამსვე ორივემ თავი გააქნია.

''არ შეგვიძლია! '' თქვა ფინმა. ''დამშვიდდებიან, ყოველთვის მშვიდდებიან!''

ღრმად ამოვისუნთქე და მათ წინ ჩავიმუხლე, ორივეს ხელები ხელებში მოვიქციე და თბილად მოვეფერე . შემდეგ კი გამოვწიე რათა მეპასუხა.

''უნდა დარეკოთ. ''ნელა გავნიშნე და თან თვალებში ვუყურებდი. ''მხოლოდ თქვენივე უსაფრთხოებისთვის, თქვენი და ჰარის უსაფრთხოებისთვის.''

ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ლუსის და ფინს გავუწოდე. წამით ორივე გაქვავდა თუმცა შემდეგ გამომართვეს. ზუსტად ამ წამს მისაღები ოთახიდან ფანჯრის მსხვრევის და ვიღაცის ყვირილის ხმა გაისმა.

ფინმა ტელეფონი მაგრად ჩაბღუჯახელში და 911-ზე დარეკა. ტელეფონი ყურზე მიიდო და თან ცრემლები ლოყებზე ღვარღვარად ჩამოსდიოდა.

''ახლავე დავბუნდები.'' ვანიშნე ლუსის მანამ სანამ ფინი ტელეფონზე ლაპარაკობდა.

ლუსიმ წამსვე მომხვია ხელები წელზე და შემაჩერა.

''გთხოვ იქ ნუ გახვალ.;;

მისკენ მივბრუნდი , ხელები მაგრად მოვხვიე და ჩავიხუტე.

''ტობიას მიხედე. ''ვანიშნე როდესაც ერთმანეთს მოვშორდით და პატარა ბიჭისკენ ვანიშნე რომელიც საწოლზე იჯდა და კანკალებდა. ''თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. პოლიცია მალე აქ იქნება.''

კარი გავაარე და მისაღები ოთახისკენ წავედი. ერთ-ერთი ფანჯარა ჩამსხვრეული იყო და შუშის ნატეხები იატაკზე ეყარა. ჰარის ხელიდან სისხლი სდიოდა და შუბლზე დიდი ნაკაწრი ჰქონდა.

''შენი ბრალია მამაშენი რომ წავიდა!'' დაიყვირა დედამისმა.

ჰარი დედამისს მრისხანე მზერით მიაჩერდა და ხელები მომუშტა.

''ის იმიტომ წავიდა რომ შენ გააგდე.'' გამოსცრა ჰარიმ. ''იმას ვერ შეეგუე რომ შენი ოჯახი ისეთი იდეალური არ იყო როგორსაც ოცნებობდი.''

დედამისმა ხელი ასწია რომ ჰარისთვის გაერტყა მე კი სწრაფად ავეფარი ჰარის წინ და დედამისის ხელი ჰაერში შევაკავე.
ორივე გაოცებული მომაჩერდა ჰარიმ კი ხელი მომკიდა და მისკენ ახლოს მიმიზიდა.

''ჟენევიევა.'' თქვა ჰარიმ და გაფართოებული თვალებით მომაშტერდა. ''აქ რას აკეთებ?''

ჰარიმ ჩემს უკან გაიხედა რომ დედამისისთვის შეეხედა.
''ლუსიმ დამირეკა.'' ვანიშნე და მხარს უკან გავიხედე. ''ძალიან ეშინიათ ჰარი.''

ჰარიმ ხელი წელზე მომხვია და მის უკან ამომიყენა. დედამისი წონასწორობას ინარჩუნებდა, ბოლოს როდესაც ფეხზე წესიერად დადგა ორივეს შემოგვხედა.

''ეს ვუბ არის?'' ჰკითხა დედამისმა.

ჰარი მე მომიბრუნდა.

''ლუსისთან ფინთან და ტობიასთან დაბრუნდი.''

მის უკან გავიხედე და დედამისი დავინახე რომელიც ხელში დანით იდგა. დანით.

''ჰარი არა!'' დავიყვირე და დედამისს ხელიდან დანა გავაგდებინე. დანა იატაკზე გაცურდა და ოთახის კუთხეში დავარდა.

მხოლოდ წამის შემდეგ გავაანალიზე რა მოხდა.

მე ხმა ამოვიღე.
28
მე ხმა ამოვიღე.

მე ხმა ამოვიღე.

მე ხმა ამოვიღე.

მხოლოდ ეს ფიქრები მიტრიალებდა თავში.

ჰარი თვალებგაფართოებული მომჩერებოდა და პირი დაღებული ჰქონდა.

''ჟენევიევა?'' ამოიბუტბუტა მან და ჩემსკენ წამოვიდა.

ის იყო უნდა მეპასუხა რომ ქუჩიდან სირენების ხმა შემოგვესმა. ბავშვები წამში გამოვიდნენ ოთახიდან და ზურგსუკან ამომეფარნენ. ლუსის რომელსაც ტობიასი ძლივს ეჭირა ხელიდან გამოვართვი და გულზე ავიკარი. პატარა ისევ ტიროდა ამიტომ მისი დამშვიდება მე მიწევდა.

''თქვენ ვინ ხართ?''

მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ჩემს წინ პოლიციელი ატუზულიყო და იარაღი მოეშვირა ჩვენთვის.

''ჩვენ-ჩვენ დაგირეკეთ.'' ჩემსმაგიერ პასუხი ფინმა გასცა.

''ძალიან კარგი ქენით რომ დაგვირეკეთ.'' თქვა მან და იარაღი მის ბუდეში ჩადო. პოლიციელები წინ აგვეფარნენ ასე რომ ვერ ვხედავდით რას უკეთებდნენ ჰარის და დედამის.

''ყველა კარგადაა?'' მკითხა იგივე პოლიციელმა და ტობის თვალიდან ნაჭერი მოაშორა.

გაოცებულმა შეხედა პატარას თვალს რომელიც ჩალურჯებული იყო. რაცია ამოიღო და მეორე პოლიციელს გადასცა.

''ბავშვები კარგად არიან, ერთს თვალი აქვს ჩალურჯებული თუმცა მას ექიმები მიხედავენ.''

ტობი ლუსის დავაჭერინე ხელში და გარეთ გავიქეცი სადაც პოლიციელები და ჰარი და დედამისი იყვნენ.

ჰარის დედა ბოლო ხმაზე ყვიროდა და ცდილობდა თავი გაენთავისუფლებინა ორი ოფიცერისგან რომლებიც ხელებს ბორკილებით უბავდნენ. თვალი მანქანებს მოვავლე და თვალი ჰარის მოვკარი.

''შიგნით შედი ჟენევიევა!'' დაიყვირა მან. ''გთხოვ!''

წამის შემდეგ გავაანალიზე თუ რატომ მთხოვდა სახლში შესვლას. ოფიცრებს მისი ხელები ბორკილებით დაუბიათ და მანქანისკენ მიჰყავდათ.

* * *

ჩემს გარშემო ხალხი ბუზებივით ირეოდნენ მაგრამ ჰარის მაინც ვხედავდი. პოლიციის განყოფილებაში ვიყავით. ჰარი მანამ არ მაცილებდა თვალს სანამ ერთ-ერთ ოთახში არ შეიყვანეს და კარი არ ჩაკეტეს. ტობიასი მაგრად მყავდა გულში ჩაკრული და თან ლუსის და ფინს ვამშვიდებდი. ბავშვები პოლიციელებს არ გავატანე რადგან ჰარის და დედამისის გარდა არავინ ჰყავდათ. მხოლოდ მე.
ძალიან შეეშინდებოდათ.

''მე'ემ.'' მომესმა ქალის ხმა და მოულოდნელობისგან შევხტი.

უკან შევბრუნდი და ქალბატონს სუსტად გავუღიმე. პოლიციის უნიფორმა ეცვა და თმა კოსად ჰქონდა შეკრული.

''მე ოფიცერი ზიმერი ვარ.'' მითხრა. ''ჩვენების აღება მინდა.''

თავი დავუქნიე და ტობიასი დაბლა დავსვი, თუმცა როგორცკი დაბლა დავსვი წამსზე მაგრად შემომაჭდო ხელები ფეხზე.
''მე ჯერკიდევ არასრულწლოვანი ვარ მათ კი კანონიერი მეურვე არავინ ჰყავთ გარდა დედამისისა.'' ვუთხარი ქალბატონს და მხრები ავიჩეჩე. ჩემთვის ლაპარაკი ჯერ კიდევ უცხო იყო.

''ერთი ქალბატონი მოვა ვინც მათი ბავშვთა სახლში გადაყვანის საქმეს მოაგვარებს მანამ სანამ სტაილსები პატიმრობაში იქნებიან. და დედათქვენს უკვე ვაცნობეთ რომ აქ იმყოფებით, უკვე მოდის თქვენს წასაყვანად.''
თავი დავუქნიე და ძლივს ამოვისუნთქე.

''არ შეიძლება დროებით დედაჩემი იყოს მათი მეურვე?'' ვკითხე ცოტაოდენი იმედით.

ოფიცერმა ზიმერმა თავი გააქნია.
''არა, ვწუხვარ.'' პატარა კარი გამოაღო და შიგნით შეგვიძღვა. ''გარანტია არ გვაქვს რომ მისის ჯესიკა სტაილსი (ჰარის დედა) იგივე რამეს არ გაიმეორებს რაც უკვე გააკეთა.'' ხელით ტობის თვალისკენ მანიშნა.''ასე რომ ისინი ვინმე სხვამ უნდა იშვილოს.''

თავი დავუქნიე, ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა. არმინდოდა ეს მომხდარიყო: ვიღაც ახალი მეურვე მათ ვერ გაუგებდა ისე როგორც მე ვუგებდი. ოთახში რომელშიც ოფიცერი ზიმერი შეგვიძღვა სულ ცისარტყელის ფერებში იყო გადაწყვეტილი. გარშემო სათამაშოები ეყარა. თაროებზე წიგნები ელაგა და პატარა მაგიდაც კი იდგა ოთახის შუაში.

''ოფიცერი მათთან ერთად იქნება.'' ამიხსნა მან. ''ჩვენ კი გვერდით ოთახში უნდა შევიდეთ რომ ჩვენება ჩამოგართვათ.''

ლუსის ფინს და ტობიასს შევხედე და თითქოს ყელში რაღაც ბურთულა გამეჩხირა. მათ თვალებში შიში მეფობდა, შიში რომელსაც სიტყვებით ვერ ავღწერდი. იცოდნენ რომ მე უნდა წავსულიყავი და ისინი მარტო დარჩენილიყვნენ სრულიად უცხო გარემოში.

მათ წინ ჩავიმუხლე და ვუთხარი.

''გვერდით ოთახში უნდა გავიდე და ჩვენება მივცე. თქვნ აქ უსაფრთხოდ ხართ, აქ ერთი ბიძია დარჩება ვინც მოგხედავთ. მაგრამ გპირდებით როგორცკი შევძლებ იმწუთას დავბრუნდები. ''

ლუსიმ და ფინმა თავი დამიქნიეს და მზერა იატაკს მიაბყრეს. ტობიასმა დაუფიქრებლად მომხვია ხელები კისერზე მაგრად და ჩამეხუტა.

''ჟენე, გთხოვ ალ წახვიდე.'' ყურში ჩამჩურჩულა და ვიგრძენი როგორ დამისველდა მხარი ტობიასის ცრემლებით.

მაგრად მოვხვიე ხელები და ჩავიხუტე. შემდეგ უკან გავიწიე და თვალებში შევხვდები.

''ძალიან მალე დავბრუნდები დიდო კაცო, კარგი?''

ტობიასმა თავი დამიქნია და ცრემლები მოიწმინდა.

ფეხზე წამოვდექი და ოფიცერს მივუბრუნდი. ოთახიდან გამოვედით და ერთ-ერთ ახლო მდებარე ოთახში შევედით. ოფიცერი ზიმერი მაგიდასთან დაჯდა მე კი მის წინ მოვთავსდი.
''ბოდიშს გიხდ ასეთ პირქუშ ატმოსფეროში რომ გვიწევს შენთვის ჩვენების ჩამორთმევა მაგრამ გიჟური ღამეა, მკვლელობები ქურდობები..''

''მესმის.'' სუსტად გავუღიმე.

''კარგი, ახლა კი ზუსტად მინდა მითხრა იქ რა მოხდა. ერთადერთი მოწმე იქ შენ იყავი.''

ნერწყვი გადავყლაპე და ყველაფრის მოყოლა დავუწყე რაც სტაილსების სახლში ვნახე. მე ვყვებოდი ის კი ფურცელზე იწერდა რაღაცეებს. როდესაც ლაპარაკი დავასრულე მითხრა.

''შეგიძლიათ წახვიდეთ.''

სწრაფად ავდექი და ოთახიდან გამოვედი. იმ ოთახისკენ წავედი სადაც ლუსი ფინი და ტობიასი დავტოვე. კარი შევაღე მაგრამ ისინი იქ არ დამხვდნენ.

''სად არიან?'' ვიკითხე შეშინებულმა.

ოფიცერმა ზიმერმა ღიმილით მიპასუხა.

''ისინი უსაფრთხოდ არიან. მანამ შეგეძლებათ ნახვა სანამ ღამის გასათევად ბავშვთა სახლში წავლენ.''

''ბავშვთა სახლში?''

''დიახ, ბავშვთა სახლში მანამ დარჩებიან სანამ მათი ბედი არ გადაწყდება.'' მითხრა ოფიცერმა ზიმერმა და ხელი მხარზე დამადო. ბავშვების ოთახიდან გავედით და დერეფანში გავჩერდით.

ოფიცერმა ზიმერმა რეგისტრატორთან მიმიყვანა და რაღაც უთხრა. შემდეგ რეგისტრატორი მე მომიბრუნდა და ფურცლები გამომიცურა.

''კარგით, აქ უნდა მოაწეროთ ხელი. ეს იმას ადასტურებს რომ რაც იცოდით ყველაფერი გვითხარით.''

კალამი გამოვართვი და ხელი მითითებულ ადგილას მოვაწერე, შემდეგ ფურცელი დავუბრუნე. მან ფურცელი შეაბრუნა, ხელმოწერას შეხედა და თვალებ გაფართოებული მომიბრუნდა.

''მოიცა, თქვენ ჟენევიევა დაუსონი ხართ.? '' მკითხა მან.

ნელა დავუქნიე თავი. წარმოდგენა არ მქონდა ჩემმა სახელმა და გვარმა ასე რატომ დააინტერესა.

''თქვენთან ვაპირებდით დარეკვას, დამატებითი ჩვენება უნდა მიგვეღო გატაცებისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე.''

მუცელში თითქოს დიდი ლოდი ჩამიგდესო. თვალები დავხუჭე და გავაგრძელე მისთვის არ მომესმინა.

''თქვენს საქმეზე ოფიცერი დანფორტი მუშაობს. დედათქვენი აქაა?''

თვალები გავახილე და თავი გავაქნიე.

''ერთი წუთით.'' მითხრა და საჩვენებელი თითი მაღლა ასწია.

ტელეფონი აიღო რაღაც ნომერი აკრიფა და ყურმილი ყურზე მიიდო.

''ჟენევიევა!'' დამიძახა ნაცნობმა ხმამ.

უკან შევბრუნდი და დედაჩემი დავინახე რომელიც ჩემსკენ მოდიოდა. მისკენ წავედი და მაგრად ჩავეხუტე. ისიც ჩამეხუტა და დამშვიდება დამიწყო.

''კარგად ხარ?'' მკითხა როდესაც ერთმანეთს მოვშორდით. ''ოფიცერმა დამირეკა და ყველაფერი მითხრა. რატომ არ მითხარი? შენთან ერთად წამოვიდოდი ძვირფასო! ასეთ საფრთხეში ვერ ჩაიგდებ თავს!
თავი დავუქნიე და გავუღიმე.

''ახლა უსაფრთხოდ ვარ დედა. მაგრამ ჰარი და დედამისი დააკავეს. რამოდენიმე წუთის წინ მივეცი ჩვენება.''

დედაჩემი გაქვავდა და პირდაღებული მომაჩერდა.

''ჟენევიევა.. ნუთუ.. ნუთუ.. ნუთუ შენ..'' სიტყვებს თავს ვერ აბავდა.

''კი დედა. მე დავილაპარაკე.'' თბილად გავუღიმე.

თვალები აუწყლიანდა, ხელები მაგრად მომკიდა მხრებზე და მთელი ძალით ჩამიკრა გულში.

''ჩემო ჟენევიევა, მეგონა ეს დღეს აღარსდროს დადგებოდა. მადლობა ღმერთს!'' თან ტიროდა და თან იცინოდა.

''მისის დაუსონ?'' მომესმა ნაცნობი ბოხი ხმა.

უკან მივბრუნდით და ოფიცერის ნაცნობ სახეს შევხვდით. ეს ზუსტად ის ოფიცერი იყო ვინც ჩემგან ჩვენება აიღო იმ ღამის შესახებ.

''ოფიცერო დანფორტ!'' დედაჩემმა გაიღიმა და ხელი გაუწოდა. ''ყველაფერი კარგადაა?''

ოფიცერმა თავი დაუქნია და გვანიშნა რომ უკან გავყოლოდით. პატარა ოთახში შეგვიძღვა.

დედაჩემმა და ოფიცერმა საქმის აღძვრაზე ისაუბრეს. მე ყურს არც ვუგდებდი, უბრალოდ ზრდილობისთვის ვიჯექი. თუმცა ჩემი ყურადღება დედაჩემის სიტყვებმა მიიქციეს.

''ჰარის მალე გამოუშვებენ? მას ხომ არაფერი დაუშავებია.''

ოფიცერი წამით გაჩუმდა და ფიქრი დაიწყო.

''არვიცი, მაგრამ ახლავე გავიგებ.''

თქვა წამის შემდეგ.

* * *

მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში გავატარე. ლუსი ფინი და ტობიასი ვერ ვნახე თუმცა დედაჩემმა გაარკვია რომ ისინი კარგად იიყვნენ და საფრთხე არ ემუქრებოდათ.
მთელი ღამე თვალეი არ მომიხუჭია. არვიცოდი ჰარის რა ბედი ელოდა. ან რას მეტყოდა როდესსაც მნახავდა.

''მის, შემიძლია რამით დაგეხმაროთ?'' მკითხა ახალგაზრდა გოგონამ.

''ჰარი სტაილსის ნახვა მინდა.'' ვუთხარი გოგონას.

''უკვე გამოუშვეს. დაელოდეთ.''

თავი დავუქნიე და იქვე დავდექი,
რაწამსაც მის კულულა ყავისფერ თმას მოვკარი თვალი ადგილზე გავიყინე. მისი მწვანე თვალები ისე აღარ ანათებდნენ როგორც ადრე.

''ჟენევიევა?''
ჩემს მოპირდაპირე მხარეს იდგა.

''ჟენევეივა.'' თქვა კიდევ ერთხელ და ჩემსკენ წამოვიდა, მის მკლავებში მაგრად მომიქცია.

''შენ აქ ხარ.'' დაიჩურჩულა.

როდესაც უკეთ შევხედე ადგილზე გავიყინე. შუბლი შეხვეული ჰქონდა. რათქმაუნდა ეს ის ჭრილობაა მე რომ შევამჩნიე გუშინ ღამით.

''კარგად ხარ?'' ვკითხე, ჯერ კიდევ ვკანკალებდი.

გაოცებულმა შემომხედა, შემდეგ კი გაიღიმა.

''შენ ეს შეძელი.'' დაიჩურჩულა. ''შენ ეს შეძელი ჟენევივევა დაუსონ.'' მითხრა, ხელები მაგრად მომხვია და დამაბზრიალა. გავიცინე.

''მე ეს შევძელი.''

გამიღიმა.

''მე კარგად ვარ, შენ კარგად ხარ?''

თავი დავუქნიე და ორივე იმ ოთახისკენ წავედით სადაც გუშინ დედაჩემი ოფიცერ დანფორტს ელაპარაკებოდა.

''გთხოვ, დაჯექი.'' მითხრა და დივნისკენ მიმითითა.

დავჯექი და მას შევხედე. წინ და უკან დადიოდა და ნერვიულად იხლართავდა ხელებს თმაში.

''ჰარი-'' დავიწყე მაგრამ მისმა ხმამ გამაწყვეტინა.

''ჟენევიევა, გუშინ შენი ჩემს სახლში მოსვლა სისულელე იყო. შეიძლებოდა რამე დაგმართონდა. მაგრამ ჩემი ოჯახის გამო მოხვედი, ჩემი პატარა ძმების და დის გამო, მოხვედი რათა ისინი დაგეცვა მაშინ როცა დედაჩემთან ჩხუბით ზედმეტად ვიყავი დაკავებული. ამ სიკეთეს ვერასდროს გადაგიხდი.''

ნელა წამოვდექი და ჰარის ხელები ჩემსაში მოვიქციე.

''არაფრის გადახდა არ გჭირდება.''

ჰარიმ ამოიგმინა და ჩემგან რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია.

''მაგრამ მჭირდება ჟენევიევა. ჩემთან მოხვედი იმის მერე რაც მე გაგიკეთე. მაშინ დაგტოვე როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი და შეგეძლო შენც იგივე გაგეკეთებინა მაგრამ შენ ასე არ მოიქეცი. შენ ჩემს გამო მოხვედი. შენ ჩემს გადასარჩენად მოხვედი.''

თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა და სევდიანი თვალებით მიყურებდა. უნდა მეპასუხა მაგრამ ჰარიმ ხელი პირზე ამაფარა და შემაჩერა.

''გთხოვ, ლაპარაკის უფლება მომეცი. ეს უნდა ვთქვა.''

თავი დავუქნიე და შევეცადე თვალებიდან ცრემლები არ გადმომგორებოდა.

''მე შენ მიყვარხარ ჟენევიევა და ყოველთვის მეყვარები. მეგონა შენი დატოვება ერთადერთი გამოსავალი იყო. მეგონა თუ შენი ცხოვრებიდან გავქრებოდი აღარ იქნებოდა შენს ცხოვრებაში ამდენი დრამა და ტკივილი მაგრამ ამ ყველაფერმა მე დამაცარიელა. არვიცი კიდევ მოგინდება თუარა ჩემთან ოდესმე დალაპარაკება მაგრამ შენს სიყვარულს ვერ შევწყვეტ. ზედმეტად კარგი ხარ რომ ოდესმე დაგივიწყო.'' უკვე ტიროდა და შევნიშნე რომ ცრემლების შეკავებას არ ცდილობდა.

''ჰარი'' ნელა ვთქვი და ლოყიდან ცრემლი მოვწმინდე. ''მეც მიყვარხარ. უშენოდ უკეთესად არვარ. საერთოდ არ ვარ. ერთმანეთი გვჭირდება. და რათქმაუნდა დაგელაპარაკები, ასე იოლად ვერ მომიშორებ.'' გავიღიმე. ვცადე რომ საუბარი რაღაც მხრივ მაინც გამხდარიყო მხიარული.

''მე შენ მიყვარხარ ჟენევიევა.'' გაიღიმა.

ნელა დაიხარა და მისი ტუჩები ჩემსას შეახო. თითები მის ყავისფერ, კულულა თმაში ავხლართე. ისეთი გრძნობა მქონდა რომ ისევ ერთმ მთლიანობად ვიქეცი.

როდესაც ერთმანეთს მოვშორდით დივანზე ჩამოვჯექით და წამით ჩუმად ვიჯექით. ბოლოს ჰარიმ დაარღვია სიჩუმე.

''ციხეში სვავენ.'' თითქმის ჩურჩულით თქვა.

გაკვირვებული მივაჩერდი.

''დედაჩემი ბავშვებზე ძალადობისა და მკვლელობის მცდელობისთვის სვავენ ციხეში. '' თქვა და სხვაგან გაიხედა. მზერას მარიდებდა.

''ეს კარგია ჰარი, ახლა უსაფრთხოდ იქნებით.''

ჰარიმ ტავი გააქნია.

''ლუსის ფინს და ტობიას კანონიერი მეურვე აღარ ჰყავთ. ჩვენ ოჯახი აღარ გვყავს. მაგრამ მე ვიშვილებ. ჩემს და-ძმას მარტო არ დავტოვებ. იქიდან გამოვიყვან და ისე გავზრდი როგორც საჭიროა. ზუსტად ამას ვაკეთებ ბოლო ოთხი წელია. ამასვე გავაგრძელებ.''

ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა, ხელი ჩავკიდე, მეც ამაყენა და თვალებში ჩამხედა.

''არ მაინტერესებს ეს რამდენ დროს წაიღებს ჟენევიევა.'' გამიღიმა და უფრო ახლოს მომიზიდა. ''მე მათ დავუბრუნებ.''
გავუღიმე და თავი დავუქნიე.

მაგრად მომხვია ხელები და თავი ჩემს ყელში ჩამალა. მეც ანალოგიური გავაკეთე. ისე ვეხვეოდით ერთმანეთს თითქოს გვეშინოდა რომ რომელიმე ჩვენგანი გაქრებოდა. ერთმანეთის დაკარგვის გვეშინოდა. გვეშინოდა რომ იგივე არ განმეორებულიყო. მაგრამ იგივე არ განმეორდება და მე ეს ვიცი.

მე და ჰარიმ ერთად გადავლახეთ პრობლემები და არაფერს შევუშინდით. ბოლო პრობლემასაც გადავლახავთ და ერთად ვიქნებით. ამაში ეჭვიც არ მეპარება.

ჰარიმ ნიკაპი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.

''მიყვარხარ.'' მითხრა მან,

''მიყვარხარ.''



№1  offline წევრი კუსა ♥

გავგიჟდი ! ძალიან მაგარია !! <3

 


№2  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია მომწონს ვაიმე ძაან მომეოწნა მაგარი გოგო ხრა უმაგრესი იყო გამიხარდა რო ლაპარაკობს იქნებ მეორე ნაწილიც დაწერო? love

 


№3  offline წევრი .M.A.R.I.

lamazmani
ძაან მაგარია მომწონს ვაიმე ძაან მომეოწნა მაგარი გოგო ხრა უმაგრესი იყო გამიხარდა რო ლაპარაკობს იქნებ მეორე ნაწილიც დაწერო? :love:

კარგი იქნებოდა მეორე ნაწილი <3 .... მართლა დაწერე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent