შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი (2)


20-05-2015, 15:40
ავტორი MyLove
ნანახია 6 382

მეორე თავი
-გიმეორებ, რა გინდა? -უცვლელი სიცივით გაუმეორე კითხვა ბერდიამ.
მამაკაცს სხეული ბრაზისგან დაჭიმვოდა და ეტყობოდა, საუბარიც როგორ ძალიან უჭირდა. მძიმედ გადააგორა ნერწყვი ყელში და ხელი მისი ტორისგან გაინთავისუფლა.
ოდნავ შეწითლებული ხელი წვალებით დაიზილა და დაბრეცილი სახით შეხედა მამაკაცს, სიბრაზე წამითაც რომ არ ჩაცხრომია.
-ბორგავდი და გამოგაფხიზლე, ვიფიქრე, ცუდად არის-თქო.-ჩაუკაკლა ფიქრები და ოდნავ უკან დაიხია.
მამაკაცს ალერგიული ხველა აუტყდა და თვალები სულ უფრო ჩაუწითლდა. გაკვირვებული ნაინა ვერ იაზრებდა რა უნდა გაეკეთებინა. ფურცუხით გავიდა სამზარეულოში და ჭიქა წყლით შეავსო, სწრაფად დაბრუნდა მისაღებში და აქოშინებულ მამაკაცს ჭიქა გაუწოდა.
აკანკალებული ხელით გამოართვა ჭიქა და ნახევარი ლამის ძირს დააქცია. მიხვდა, ხვიბლიანი ნამდვილად რომ არ იყო იმ მდგომარეობაში, წყლის დალევა რომ შეძლებოდა, ამიტომ ჭიქა უკან გამოართვა და თავად მიუტანა ტუჩებამდე ჭურჭელი.
სწრაფად გამოცალა ჭიქა და ღრმად ამოისუნთქა, თითქოს სხეული გაუთავისუფლესო. თვალები ოდნავ დახარა, ისე რომ ღრმა სუნთქვა არ შეუწყვეტია. გეგონებოდათ, სხეულის ნახშირორჟაგისგან გათავისუფლებას ერთი ამოსუნთქვით ცდილობსო. მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა.
ნაინამ გაიფიქრა, რომ ნამდვილად ვერ იყო ხვიბლიანი კარგად, მაგრამ ხმის ამოღებაც ვერ შეძლო, შიშისგან. თან მისი მიტოვებაც არ უნდოდა, ასეთ მდგომარეობაში.
-მადლობა, -ძლივს ამოიხრიწინა ჩამწყდარი ხმით ბერდიამ, ისე რომ მისთვის თვალებში არ შეუხედავს.
-კიდევ გინდა წყალი? -სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ისევ ის შესთავაზა, რამაც ასე დააწყნარა ხვიბლიანი.
-არ მინდა. -მკაცრი ბარიტონი, ურყევად გაისმოდა ოთახში, მისი ტონი ისეთი მკაცრი იყო, პირდაპირ გეუბნებოდა, რომ შეცვლას არც აპირებდა.
-წამალი, ან რამე თუ გაქვს, რაც უკეთესად გაგხდის? -უაზრო კითხვების დასმას არ ეშვებოდა ნაინა.
-წამლებს არ ვსვამ,-უპასუხა გულწრფელად.
-რა? -გაკვირვებისგან თვალები გადმოკლაკა გოგონამ,- ეს, ეს, ასე არ შეიძლება, ბერდია, უარესად გახდები! მით უმეტეს, ომიდან ახლა ხანს..
-რა საჭიროა ავღანეთის მაგალითად მოყვანა? -საკმაოდ დაიგრგვინა მაღალმა ხმამ.
აშკარად ეტყობოდა, რომ გააღიზიანა ამ ყველაფრის მოგონებამ სვანი.
-მე , ბოდიში, არ მინდოდა. -დაბნეული ალუღლუღდა ნაინა.
-არ მჭირდება წამლები! -უცვლელი მკაცრი, თუმცა ნაკლებად უხეში ტონით უთხრა გოგონას, თითქოს ამით მოუხადა მადლობაო.
-კარგი.
დათანხმება ყოველთვის არ ნიშნავს დანებებას. ბერიძემ, გულში გადაწყვიტა, რომ ხვალ როდესაც საავადმყოფოდან წამოსვლას დააპირებდა, აუცილებლად გამოუწერდა რეცეპტს მამაკაცს და წამლებსაც წამოუღებდა. ასეთ მდგომარეობაში თუ დიდ ხანს მოუწევდა ყოფნა ხვიბლიანს, შიშობს, კარგი დასასრული არ ელის მის ჯანმრთელობას და იმუნურ სისტემას.
იქვე სავარძელში ჩაეშვა და საძინებელში მანამდე არ გავიდა, სანამ მამაკაცმა წყნარი ფშვინვა არ ამოუშვა.
ალბათ, ომმა, ამდენმა სისხლიანმა ადამიანმა, ამდენმა საშველად გამოწვდილმა ხელმა ბერდიაზეც იმოქმედა.
ქალს შეუძლია ამ ყველაფრის უფრო ადვილად ატანა, მამაკაცები კი ამ ფაქტის წინაშე იმდენად ძლიერები არ არიან, რამდენადაც ჩანან.
მისი ცივი გამოხედვა და მუდმივი სიბრაზე ხმაში, შიშის გრძნობას უღვივებდა მთელს სხეულში და კანკალს ჰგვრიდა, თუმცა ამას ვერაფრის დიდებით ვერ ამხელდა. ერთი დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ მამაკაცის მიმართ, შიშის გარდა, ვერაფერს გრძნობდა ისეთს, რომ მისდამი შეხედულებები შეეცვალა და წესიერ, თბილ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო ბერდია მის თვალში.
თბილი ადამიანი რა მოსატანია ხვიბლიანთან, ასი უთბილესი პიროვნება რომ მიუსვა გვერდით, მის ცივ მზერას მაინც ვერაფერი გაალღობს, ვერაფერი მოაბრუნებს ამ ქვეყნიერებისკენ.
წამწამებზე, თითქოს ლოდები ჩამოჰკიდესო, ისე ეხუჭებოდა თვალები. ერთი გემრიელა დაამთქნარა და ხელები ჰორიზონტალურად გადაშალა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
მძინარე ბერდიას კიდევ ერთხელ მოავლო ინტერესიანი მზერა და საძინებლისკენ გაეშურა, ნელი, ზანტი ნაბიჯებით.

დილას არც ჩიტების ჭიკჭიკს გაუღვიძებია, არც მაღვიძარას წკავილს.
ვიღაცის ღიღინი მოესმა, რომელიც ნამდვილად არ ჰგავდა არც ჩიტის გალობას და არც ბულბულის სტვენას. ეს უფრო ყვავის ჩხავილს მოგაგონებდათ!
ვაჟა მღეროდა, ჩიტები კი გულ გახეთქილები ეყარნენ მიწაზე, მსგავსი ვოკალური შესაძლებლობების მქონე ადამიანის მიერ შესრულებული „ულამაზესი“ სიმღერის შემდეგ.
თავზე ბალიში დაიფარა და ეცადა ასე მაინც დაეფარა ბოლქვაძის ღნავილი, თუმცა ამაოდ. მისი ხმის ტემბრი, ბუმბულებშიც კი უპრობლემოდ აღწევდა და ნებისმიერს დააყრუებდა.
მიხვდა, ახლა ძილის შებრუნებას რომ ვერ შესძლებდა , ამიტომ უხასიათოდ წამოიზლაზნა ფეხზე.

სამზარეულოში გასულს, ყველა იქ დახვდა, მათ შორის ბერდიაც, რომელსაც შეხვეული ფეხი მთელ სიგრძეზე გაეშალა და თითქმის, მთელს სამზარეულოს იკავებდა.
-დილა მშვიდობისა, -ჩახლეჩილი ხმით მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მის კუთვნილ ადგილას დაჯდა მაგიდის კუთხეში, ე.წ „შვიდ წლიანში“.
-ნუ ჯდები გოგო მანდ, შვიდ წლამდე არ აპირებ გათხოვებას თუ? -აქოთქოთდა გრეტა.
-კარგი რა, ნათლი, კარგი რა.- აბუზღუნდა ნაინა და ზანტად დაიკავა ადგილი ბერდიას გვერდით, მისი თეფშითურთ.
მამაკაცისგან წამოსულმა სიცივემ, მთელი მარჯვენა მხარე მიუყინა და სტატიკური გახადა.
დაძაბული გამომეტყველებით მიირთმევდა საუზმეს, თან ამ ყველაფრის დამალვას ცდილობდა და ყველაფერს წყალში ყრიდა, საბოლოოდ მისი დაბდურობით და მოუხერხებლობით.

სამსახურში როგორც ყოველთვის მურთაზმა წაიყვანა და ჩვეულებისამებრ დაუბარა, წამოსვლის წინაც დაერეკა.
საყვარელ კაბინეტში შეაბიჯა, საიდანაც უამრავი პაციენტის პირადი საქმე უმზერდა ნაკლებად საყვარელი სახით, მაგრამ რას იზამდა. ეს იყო მისი სამსახური, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ის ეხმარებოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს მომავალს ხედავს, უვლის, ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე.
კიდევ ერთხელ გამოიძახეს ერთ-ერთ პალატაში და ნაინაც თეთრ ხალათში გამოფუთნული მირბოდა მისკენ.
ამჯერად, დაახლოებით, 1-2 წლის გოგონა ეჭირა დედას ხელში.
გოგონას აშკარად ეტყობოდა დედობისთვის ზედმეტად ახალგაზრდა რომ იყო. ჩვეული ღიმილით მიესალმა მშობელს და ბავშვი ხელიდან გამოართვა.
-აბა, გავსინჯოთ პატარა პრინცესა!
სასმენი აპარატი ხელში მოიმარჯვა და ზურგზე მიადო. ცივი საგნის შეხებისას ბავშვი შეცბუნდა და ოდნავ შეხტა, თუმცა დედის ღიმილმა და მოფერებამ ოდნავ დააშოშმინა.
-საგანგაშო არაფერია, თუმცა მისი ასაკის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა გამოვუწეროთ ანტიბიოტიკები, შემდეგში რაიმე პრობლემები რომ არ შეექმნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
-რამე ხომ არ მოუვა? -ცრემლიანი თვალებით იკითხა გოგონამ და ბავშვს მაისური გადააცვა.
-რამდენი წლის ხართ?- მისი კითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-ჩვიდმეტის, -ნაღვლიანად გაუღიმა გოგონამ და იქვე სავარძელზე ჩამოჯდა.
ეტყობოდა, რომ გარეთ გასვლა არ უნდოდა.
-გოგონა, რამე მოხდა? -ცრემლმორეულს გვერდით მიუჯდა და აკანკალებული ხელებიდან ბავშვი ამოაცალა, თორემ საცაა გაუვარდებოდა.
-სახლში ვერ მივალ. -აქვითინდა იგი, -მამა საშინელ დღეში მაგდებს, ოდნავ მზრუნველობასაც კი არ იჩენს.. ძმა, ან და მე არ მყავს, არ ვიცი რა გვეშველება!
-თქვენი ქმარი? -გაკვირვებული უსმენდა ნაამბობს.
-ჩემი შვილი უკანონოა, -ათრთოლებული ხმით უპასუხა , თუმცა მაინც შეძლო გაღიმება, იმ ღიმილით დედები რომ უღიმიან ხოლმე შვილებს.
-უკანონო შვილი არ არსებობს! -გაუწყრა გოგონას და როცა შეამჩნია რომ ოდნავ დაწყნარდა ბავშვი დაუბრუნა.-თქვენი სახელი..
-ლილე.
-ლილე, მე შემიძლია დაგეხმარო, -იდეალური იდეა მოუვიდა თავში და ღიმილით წამოდგა ფეხზე. -ნათლიას ვთხოვ, რომ ჩემთან წამოხვიდე, მიგიღებენ, სანამ საცხოვრებელს იპოვი_დარჩი, მერე შენ გზაზე წახვალ.
-არა, ასე ვერ შეგაწუხებთ! -ხელები გაასავსავა უარყოფის ნიშნად.
-რა შეწუხებაა, პირიქით! ნათლია ყოველთვის იმას მასწავლიდა, რომ გაჭირვებულს უნდა დავეხმარო, ახლა კი შემთხვევა ჩამივარდა! შენს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, იმასაც ასე დავეხმარებოდი.
-არა.. არა, -უარზე იყო ისევ.
-კი მაგრამ, მამა გაგიწყრება?
-არა, რა სისულელეა, მას ერთი სული აქვს მისი ქოხიდან წამოვიდეთ!.. იცით, ის ბავშვსაც კი არ ერიდება, -გოგონას თავზე ხელი მოკიდა და გულზე მიიხუტა.
-გადაწყვეტილია! -ფეხზე წამოხტა ნაინა.-საღამომდე შეგიძლია აქ დარჩე, მე გავაფრთხილებ დირექტორს, საღამოს ჩემთან წამოხვალ.. ნუ ნერვიულობ!

საავადმყოფოს წინ მურთაზი დახვდათ, ჯერ გაკვირვებული უყურებდა პატარა გოგონას , თვითონაც ბავშვი რომ იყო და კიდევ ბავშვი რომ ეჭირა ხელში.
ბერიძემ ნათლია მანქანიდან გადმოიყვანა და სიტუაცია აუხსნა. მურთაზი ნამდვილად არ იყო ის კაცი, დახმარებაზე უარი რომ ეთქვა, პირიქით, გაახარა კიდეც გოგონას გადაწყვეტილებამ. დიდი სიხარულითა და სიყვარულით მოიკითხა უცნობი გოგონა და მის პატარასაც მოეალერსა.
ასევე სიხარულით შეხვდნენ გრეტა და ვაჟაც ლილეს. გოგონას სახეზე ეტყობოდა, რომ გაკვირვებული იყო დახვედრით, თუმცა გახარებულიც.
მათთან ერთად ვახშმის შემდეგ ილაპარაკა მის წარსულზე და ნაინა კიდევ ერთხელ დარწმუნდა მისი გადაწყვეტილების სისწორეში.
პატარა მარიამს ყველა დიდი სიყვარულით ევლებოდა თავს,.ეგ კი არა, ვაჟა გვერდიდან არ იცილებდა. ათას თბილ სიტყვას ეუბნებოდა პატარას, თითქო რამის გაგებას შეძლებდა. ასეთი ვაჟა არასოდეს ენახა.
ურჯულო ბერდია ისევ ჩუმად ადევნებდა მოვლენებს თვალს და ხმას იშვიათად იღებდა. ისიც, მაშინ თუ ვინმე კონკრეტულად მას ჰკითხავდა რამეს.
ოთახების ნაკლებობის გამო, ნაინას, ლილეს და პატარა მარიამს ერთად მოუწიათ დაძინება.
სანამ სახლში მოვიდოდნენ, მურთაზმა ყველა საჭირო ნივთი უყიდა გოგონებს. ამით ლილე უხერხულ სიტუაციაში კი ჩავარდა, მაგრამ ეს ყველაფერი ნადმვილად სჭირდებოდა და უარს ვერ იტყოდა, სამაგიეროდ სახლში მოსვლამდე მილიონი მადლობა გადაუხადა ბოლქვაძეს.


-ის უხასიათო ბიჭი ვინ არის? -ნაინას პერანგის მორგების შემდეგ ჰკითხა ლილემ გოგონას.
-ვაჟას ძმაკაცია, ავღანეთიდან ახლა ხალნს ჩამოვიდა. - მოკლე პასუხი გასცა და მათ შორის მოქცეულ ულამაზეს მარიამს, მშვიდად რომ ფშვინავდა, ლოყაზე ფრთხილად აკოცა.
-არ ვიცი, ოდესმე თუ შევძლებ ამ ყველაფრისათვის მადლობის გადახდას! -ხმაში ცრემლი შეპარვოდა ლილეს, -უცხო ადამიანი ასე შეიფარეთ..
-ეს ნამდვილად უცნაურია, მაგრამ ჩათვალე, რომ ყველაფერი მარიამისთვის გავაკეთე.. პრინციპში, ეს ასეც არის.
-ოდესმე აუცილებლად გადაგიხდით მადლობას! -ნახევრად ძილში გაპარულმა ჩაილაპარაკა და სახეზე ღიმილი გამოესახა.

ლილე მართლაც ულამაზესი გოგონა იყო და მისი შვილიც - მარიამიც მას ჰგავდა.
ლილე, შავ თვალება გოგონა იყო.. შავი თმით და ქათქათა თეთრი კანით.
პატარა მარიამი ჯერ არ გაზრდილა, მაგრამ ეტყობოდა, რომ დედას დაემსგავსებოდა. ბრიალა თვალებითა და ფუმფულა ლოყებით, მისი ჩაკოცნის სურვილი რომ მოგკლავს.

ღამე ისევ გამოეღვიძა, ოღონდ ამჯერად ტუალეტი უნდოდა.
გულში გაიფიქრა, იმედია აქაც ბერდია არ დამხვდებაო და წურწურით წავიდა სააბაზანომდე.
მისდა საბედნიეროდ იქ არავინ ყოფილა, თუმცა სააბაზანოდან გამოსული, მთელი ძალით შეეხეთქა ვიღაცის სხეულს და იატაკზე გართხმულს არ გამოჰპარვია, ცალ ყავარჯენზე ამხედრებული ხვიბლიანი.


არც ისე პატარა თავია. (ვიღიმი)
მადლობა, ვინც პატივი დამდო და დამიკომენტარა. ძალიან გამიხარდა.
დღეს მეტის დაწერა ვერ მოვახერხე ფიზიკურად. ისეთი დატვირთული დღე მქონდა ემოციურად, ახლაც ცუდად ვარ.
ხვალ ახალი თავი.
მიყვარხართ!



№1  offline წევრი kurt cobain

კარგია ძალიან ❤❤

 


№2  offline მოდერი MyLove

kurt cobain
კარგია ძალიან ❤❤

მადლობა, საყვარელო. love

Mrs. animal
ჩემი ლიკმაკო, ჩემი სიყვარული! <3 რა უნდა გითხრა იმის გარდა, რომ დღითი დღე იხვეწები და ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ამ საიტზე?! ძალიან მომწონს და შენზე რო ვგიჟდები ეგ ხო იცი ნუ <3 მიყვარხარ ჩემო ცმაცუნა <3 და რა გჭირს, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ მე და შენ!!:*

ჩემო ანგელოზო. უღრმესი მადლობა.. love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline წევრი ტასიკო

მაგარია მაგარიი ,

 


№4  offline წევრი Unnamed

Auu sad gawyvite axla ra ari es? :D

 


№5  offline მოდერი MyLove

ტასიკო
მაგარია მაგარიი ,

Unnamed
Auu sad gawyvite axla ra ari es? :D

მადლობაა love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№6  offline წევრი Sexy Mädchen

ავტორ,შავგვრემანი ნიშნავს მუქი ფერის კანის მქონეს:)
--------------------
:)

 


№7  offline მოდერი MyLove

Sexy Mädchen
ავტორ,შავგვრემანი ნიშნავს მუქი ფერის კანის მქონეს:)

მადლობა, გავითვალისწინებ. love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent