შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიცოდი, რომ არ გამიმეტებდი... (2)


21-05-2015, 00:15
ავტორი secret moon
ნანახია 1 680

და გავშეშდი, ხმა ვერ ამოვიღე, ვიფიქრე, რომ არ მეჩვენებათქო, არა, ნამდვილად ის იყო, ის უცნობი, სკვერში რომ უკმეხად მელაპარაკა, დავიბენი და ვეცადე რამე მეთქვა:
- შენ, შენ...
- მოიცა, შენ აქ რა გინდა? - ის ის იყო მეც იგივე უნდა მეკითხა, რომ ოთახში ლილე შემოვიდა ჩაით ხელში.
- როგორც ჩანს ერთმანეთი უკვე გაიცანით.- კმაყოფილმა თქვა მან.
- ლილე, ეს გოგო შენი ვინაა? - ინტერესით კითხა და მიაჩერდა მას უცნობი.
- მარი, გაიცანი, ეს ლექსოა, ჩემი ბიძაშვილი, რომ გეუბნებოდი ამერიკიდან უნდა ჩამოვიდესთქო, ალბათ შეატყვე რა უკმეყი და უხეშია , მაგრამ მალე დარწმუნდები თუ რა კარგი ხასიათების და ზოგადად რა კარგი ადამიანია, ეს კი ჩემი უახლოესი მეგობარია ლექსო, მარი.
- სასიამოვნოა. - ძალაუნებურად ორივემ ერთად ვთქვით.
- მარი, მოდი დაჯექი, რა თხლად გაცვია, მიდი დალიე, მე თბილ ტანსაცმელს მოგიტან - სიყვარულით გავუღიმე და დივანზე, ლექსოს გვერდით ჩამოვჯექი მორიდებულად. ჭიქა ავიღე და ორივე ხელი მოვკიდე, სითბო მესიამოვნე და თითებიც შემითვა. მოვეშვი და გავიტრუნე. ლილე მალევე მობრუნდა, კექსო ხმას არ იღებდა, თავისთვის ურეაქციოდ იჯდა და კითხულობდა, თან დროდადრო იღიმოდა.
- მარი, მოდი ეს თბილი ჟაკეტი ჩაიცვი და მომიყევი რა მოხდა. - მე უსიამოვნოდ შევიშმუშნე.. ლილემ პატარაობიდანვე იცოდა ჩემი თითოეული პრობლემა, არაფერს არ ვუმალავდით ერთმანეთს, არც კარგს არც ცუდს... უბრალოდ ამ წამს ნამდვილად არ ვიყავი მზად, რომ მომეყოლა ის ყველაფერი რაც გულს მიგლეჯდა... არ შემეძლო მოთმენა, მაგრამ ახლა ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამეყარა ფარხმალი, ამ ყველაფერს ჯერ ვერ ვეტყოდი ლილეს, ვიცოდი რომ რაღაც მხრივ შეცდომას ვუშვებდი , მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო და მორჩა.. ლილემ ეჭვის თვალით შემომხედა და სახე გაუნათდა, თითქოს ჩემი დუმილის მიზეზი იპოვაო...
- ლექსო შინაურია, მარი, არ მოგერიდოს რაა გთხოვ.
- არა ლილე, ლექსო არაფერ შუაშია, უბრალოდ გთხოვ მაპატიე, ახლა ამისთვის მზად ნამდვილად არ ვარ, სხვადროს იყოს, გთხოვ გამიგე რაა..- ლილემ გამიღიმა და უსიტყვოდ ჩამეხუტა... ამდენი წელი გავიდა... ამდენი და ის მაინც ყოველდღე მაკვირვებს... ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ ასეთი მეგობარი რომ მყავს.
- ღმერთო, როგორი გულის ამაჩუყებელია. - ირონიულად და მრავალაზროვნად ჩაილაპარაკა... არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად მეტკინა გული... ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია... თვალებში ცრემლები ჩამიდგა... სული ამიფორიაქდა... გონება ამერია... ყელში რაღაც საშინელი გამეჭედა ბურთივით და მლაშე სითხემაც დამისველა სახე.. უბრალოდ გავშეშდი, ვერაფერს ვაკეთებდი, ვერც ვინძრეოდი და ვლაპარაკობდი, უბრალოდ ვიჯექი და მომდიოდა ცრემლების ჯარი.. ლექსო და ლილე კი მიყურებდნენ და ვერ გაეგოთ რა მოხდა... მოულოდნელად ლილე ფეხზე წამოვარდა და ყვირილი დაიწყო.
- ლექსო სულ გაუბერე? რაებს ლაპარაკობ? არაადამიანივით რატომ იქცევი? ასეთი არასდროს მინახიხარ, ეს შენგან ძალიან უცხოა ლექსო, რა ჯანდაბა გემართება? ასე გაგათამამა ამერიკამ? ეგრე თუა პირდაპირ გეტყვი, რომ უკანასკნელი ნაძირალა გამხდარხარ ლექსო.. მე შენნაირი ბიძაშვილი არ მყოლია და ეგეთს ვერც ვერასდროს აგიტან, ასე რომ ან მოიქცევი როგორც შეგეფერება ან ეხლავე ადგები და წახვალ!-ძლივს მოვედი აზრზე და ვეცადე ლაპარაკი დამეწყო
- არა! არავითარ შემთხვევაში! - ლილე გაკვირვებული მომაჩერდა, ლექსო კი ლილესგან გაღიზიანებული და ჩემი საქციელით პირდაღებული მიყურებდა - არავითარ შემთხვევაში, ლექსო აქ დარჩება, იცოდე ლილე ახლა შენი ხმა არ გავიგო თორე საერთოდ აღარ დაგელაპარაკები, აი ახლა მე ავდგები და უბრალოდ წავალ, ვეცდები დაგიკავშირდე ამ დღეებში, უბრალოდ არაფერი მითხრა ლილე აუცილებლად გნახავ მალე, მიყვარხარ და ბოდიში შეწუხებისთვის! - ვთქვი, დაუფიქრებლად წამოვდექი ფეხზე და გარეთ გავედი... ახლა მართლა არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი, რაუნდა გამეკეთებინა, თუმცა უცებ აზრზე მოვედი, კიდევ კარგი ცოტაოდენი დანაზოგი მქონდა ჯიბეში, ხელი დავუქნიე ჩემი სოფლისკენ მიმავალ ავტობუსს და მასში ჩავჯექი.. ალბათ გაინტერესებთ ჩემი ისტორია და პრობლემები, თუ რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაში... 4 წლის ვიყავი , როდესაც მამაჩემმა თავი მოიკლა... მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი, თუმცა ძალიან მაკლდა მისი სითბო მთელი ცხოვრების მანძილზე... ძალიან მჭირდებოდა მამა.. მისი გარდაცვალების შემდეგ დედაჩემი ძალიან შეიცვალა.. ის არც მეფერება, არც წყნარად მელაპარაკება, მუდმივად ყვირილში და საყვედურებში აღვიზარდე... ერთი თბილი სიტყვაც კიარ მახსოვს დედაჩემისგან.... ის უბრალოდ ადგა და გათხოვდა... გათხოვდა მსოფლიოში ყველაზე უგულო და ბოროტ ადამიანზე.. ჩემზე კი სულ არ იფიქრა.. ოდნავადაც კი.. როგორ მაკლდა მამა... როგორ... მართალია პატარა ვიყავი როცა გარდაიცვალა, მაგრამ მაინც მახსოვს მისი სითბო... მძაფრად მახსოვს... და ამ ბუნდოვან მოგონებაზე აღვიზარდე სწორედ. მამობილი კი, ის იმდენად არაადამიანი იყო, რომ რამდენჯერმე ცემაც დამიპირა... დიახ, სწორედ ასეთ გარემოში მიწევდა ცხოვრება... მუდმივად რაღაც მტკიოდა.. არა ხორციელად არამედ სულიერად... მხოლოდ მყავდა ყველაზე თბილი და უსაყვარლესი ბებო, მამაჩემის დედა, რომელიც ყველაზე ძლიერი ქალია მთელს მსოფლიოში. სწორედ მისი დამსახურებაა დღეს რომ ვვარსებობ. ამ ფიქრებში სოფელშიც ჩავედი, მესიამოვნა გრილი სიო, საკმაოდ ციოდა, ჭიშკლის კარი ფრთხილად შევაღე და სახლში შევედი...
- ბებოოოოო, ბებიაა სად ხარრრ? - მთელ ხმაზე გავიძახოდი და პასუხის მოლოდინში გავინაბე..
- მარო, შენ ხარ ბებო?
- ჰო ბებიკო, მე ვარ, ჩემო თბილო ბებია, როგორ მომენატრე. - სიყვარულით სავსე ხმით ჩავილაპარაკე და ბებიას მთელი ძალით ჩავეხუტე. როგორ მიყვარს ამ ქალის დანაოჭებული სახის კოცნა. ჩემი საყვარელი ბებო, როგორ მომნატრებია.
- აქ რამ მოგიყვანა ბებო ასე გვიან?
- გთხოვ ბებო, არ ვილაპარაკოთ მაგაზე, მხოლოდ ჩვენ რომ ვიცით ისე დავლიოთ ცხელი ჩაი და სიჩუმეს მოვეფეროთ, კარგი? - ბებომ თავი დამიკრა, მზრუნველად ჩამომისვა სახეზე ხელი და ჩამეხუტა. ის ყოველთვის უსიტყვოდ მიგებდა, ის საუკეთესოა. ვერანდაზე გავედით, სავარძლებში ჩავსხედით და ჰორიზონტს გავხედეთ, ულამაზესი ცა იყო, ვარსკვლავებით სავსე, თუმცა მასაც დაკრავდა ალაგ-ალაგ ღრუბლები, რომლებიც კვალს ტოვებდნენ და ვარსკვლავებს მალავდნენ, თითქოს ეფერებაო და საფრთხისგან იცავსო. ჩემს ფიქრებზე გამეღიმე და ბებოს გადავხედე.
- მარო, შენ ძალიან დალილი იქნები ახლა, წამოდი ლოგინს გაგიშლი და დაწექი, დაისვენე, ხვალ უნდა დაბრუნდე თბილისში, ხომ იცი, ლექციები არუნდა გააცდინო ჩემო გოგოვ.
- კარგი ბებო, ისევ და ისევ შენი ხათრით.. - ბებიას გავყევი, საწოლში თბილად მოვეწყვე, საბანში გადავეხვიე და დალილმა თვალები დავხუჩე.. ძილისწინ რატომღაც ლექსოზე ამეკვიატა ფიქრი.. რომელმაც თავბრუ დამახვია, მინდოდა ფიქრების მოშორება მაგრამ ვერადა ვერ მოვიშორე... გაბრაზებული ავდექი, ფანჯარასთან მივედი და გავაღე, ჰაერი მესიამოვნა, ღრმად ჩავისუნთქე და ისევ ჩავწექი, გადაღლილს ჩამეძინა... დილით კი..

-----------------
ბავშვებო, ეს ჩემი პირველი მოთხრობაა... იმედია მოგეწონებატ :)თქვენგან ველოდები კრიტიკას და შეფასებას ... ძალიან დიდი მადლობა მას ვინც კითხულობს, მიყვარხართ და იმედი მაქვს თუნდაც ერთ კომენტარს არ დაიშურებთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent