შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატალი (დასასრული)


22-05-2015, 00:17
ავტორი Tay194
ნანახია 7 584

არავინ თქვას ,რომ ამ ქვეყნად სიყვარულზე მაგარი გრძნობა არსებობს,მაგრამ თუ მაინც გეტყვიან თქვენ არ უნდა დაუჯეროთ მათ.პირიქით უპასუხეთ და აუცილებლად გააგებინეთ, რომ სიყვარული ყველაზე მაგარი გრძნობაა რაც კი შეიძლება ადამიანმა განიცადოს.ეს ის არის სადაც ყველაფერი კარგი ერთად იყრის თავს და მთლიანობაში მარადიულ, უნაკლო გრძნობას გვჩუქნის.დარწმუნებული ვარ ბევრჯერ დაფიქრებულხართ თუ როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება სიყვარულის გარეშე?!ალბათ უაზრო,უსიცოცხლო და ბნელი,რადგან მისი არ არსებობის შემთხვევაში, ყველაფერი უბრალო და უფერული გახდებოდა.დაიკარგებოდა ის სასიცოხლო სხივი, რომელიც ერთგვარ ნათელს გვფენს და სიცოცხლეს გვჩუქნის.ალბათ აღარ გვექნებოდა სამომავლო გეგმები, რადგან დავკარგავდით მთავარს!დიახ, ჩვენ დავკარგავდით იმ მიზნებს და ოცნებებს რაც ჩევნს საყვარელ ადამიანებს უკავშირდებოდათ.სიყვარული სხვადასხვა სახის არსებობს,თითქოს ყველგან თანაბრად არის განაწილებული და მხოლოდ იმას ითხოვს ადამიანისგან, რომ ყურადღება მიაქციოს და გაუფრთხილდეს მას.არ გაუშვას და არ მისცეს სიძულვილს იმის უფლება თვითონ გაბატონდეს ადამიანის გულში და ამით სიყვარულის დოზა შეამციროს.რათქმაუნდა სიყვარული ყველას თანასწორად აქვს ბოძებული ,უბრალოდ შემდეგ ჩვენ ვიწყებთ მის გაზრდას ან შემცირებას,მაგრამ ყველას როდის ხვდა უსაზღვრო სიყვარული წილად?არა არა, უსაზღვრო სიყვარულს სულიერად ძლიერი ადამიანები ფლობენ, აი ისინი ვინც მის გამოცდას უძლებენ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი მცირე დოზით გვხვდება, რომ ჩვენთვის შემუმჩნეველიც კია.ალბათ გაგიკვირდებათ და იკითხავთ თუ რატომ გვიწყობს გამოცდას სიყვარული?!გამოცდას იმიტომ გვიწყობს,რომ გაარკვიოს ვინ იმსახურებს უსაზღვრო სიყავრულს და ვინ არა.ადამიანი რომელიც ყველაზე დიდი უბედურების შემდეგაც კი არ დაკარგავს რწმენას,არ გახდება შურიანი და საკუთარი უბედურების გამო არ შეიძულებს გარშემომყოფთ, ის უსაზღვრო სიყავრულს მოიპოვებს და მასთან ერთდ მარადიულ ბედნიერებასაც.საინტერესოა მე თუ გავუძელი ამ გამოცდას?!დიახ, გავუძელი რადგან ჩემს ცხოვრებას, რომ გადავხედო ამაყად გეტყვით,რომ მყავს სანდრო,დეიდა რომელიც ძალიან მიყვარს და მეგობრები, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილია.მიუხედავად იმისა,რომ მშობლები პატარაობიდანვე დავკარგე დედიას წყალობით ოჯახური სიყვარული არ დამვიწყებია,მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა არც მეგობრული სიყვარული დავკარგე და ამ ყველაფრით, სანდროს სახით მარადიული სიყვარულიც მოვიპოვე.მას შემდეგ 5 წელი გავიდა,დიახ ხუთი წელი და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ! არა ბედნიერი კი არა, უბედნიერესი ადამიანი მთელ დედამიწაზე, რადგან იმაზე უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე აქამდე გვყვარებია.სანდროს გარეშე ჩემი ცხოვრება აღარ არსებობს, რადგან თუ არ იქნება სანდრო არ ვიქნები მეც.სანდრო ის სიყვარულია, რომელიც ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადალახვის შედეგად მიბოძა ბუნებამ და რომლის დაკარგვასაც არ ვაპირებ.ალბათ გაინტერესებთ ამ ხუთ წელში რა მოხდა ჩემი და სანდროს ცხოვრბაში?!მოდით მოგიყვებით, ოღონდ ჯერ ჩემი წარმატებით დავიწყებ.ჰომ ჩემი წარმატება ის არის,რომ იურიდიულზე მოვეწყვე ჯავახიშვილში და წელს წარმატებით დავამთვრე მეოთხე კურსი.სიმართლე გითხრათ უნივერსიტეტი ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთის, რომ შენს ოცნებებს და გეგმებს კიდევ ერთხელ გადააავლო თვალი და რაღაც შესწორებებიც შეიტანო. უფრო კარგად გაანალიზო რა გინდა ცხოვრებაში და ახლიდან დასახო შენი სამომავლო გეგმები.უი რას ვამბობდი?ჰომ გამახსენდა ,მოკლედ წელს დავამტავრე და ვმუშობ კიდეც.მომწონს ჩემი სამუშაო,მაგრამ სანდრო მეუბნება, რომ ვიქორწინებთ რუსეთში წავიდეთ და იქ მაგარ სამსახურს გაგიჩითავო.უი თქვენთვის არ მითქვამს, რომ მე და სანდრო ჯერ კიდევ არ ვართ ცოლ ქმარი? ეს როგორ გამომრჩა.ჰო მოკლედ 4 ჯერ მთხოვა ხელი, მაგრამ მე ვუთახრი არა გენაცვალე სანამ სწავლას არ მოვრჩები და ჩემს კარიერას არ ავიწყობ სტოპ, არავითრი გათხოვებათქო.ჰოდა ამანაც კარგი მაშინ სწავლას, რომ დაამთავრებ იმ წელსვე ვიქორწინებთო და ახლა კი ვზივართ ჩემს სახლში მაგიდასთან სასტავი და ჩვენი ქორწილის გეგმებს ვაწყობთ
_რაჭაში უნდა გადავიხადოთ თქვენი ქორწილი!სკამიდან უცებ წამოხტა ნიკა და გაბრწინებული თვალებით შემომხედა.ჰო ნიკა ისევ ისეთია როგორიც იყო.მასხარა და ენამწარე.ნიკამ და საბამ ერთდ რაღაც ბიზნესი წამოიწყეს და ახლა კარგად გაფართოვდნენ.რა ენაღვლებათ
_რატომ? ლიას ხაჭაპურები მოგენატრა?მაშინვე დაეღრიჯა დიტოზე აკრული ლიკა და გამობურცულ, მრგვალ მუცელზე ,ხელი ნაზად გადაისვა.ჰომ ლიკამ და დიტომ ერთი წელია რაც ოჯახი შექმნეს და ახლა დიტოს სანატრელ პატარა ვაჟკაცს, დიდი სიხარულით ველოდებით.ნუ სახელზე არც უფიქრიათ,უფროსწორად ნიკამ არ დააცადა ფიქრი, რომ გაიგო მაშინვე განაცხადა, ბავშვს ნიკას ვარქმევთო.ნუ ლიკას კი არ უნდოდა, მაგრამ აზრი?მაინც ნიკას დაუძახებდა ბავშვს და ამიტომ ესე გადაწყვიტეს
_შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება ძვირფასო!გამაფრთხილებლად დაუქნია ლიკას ხელი და ისევ მე მომიტრიალდა
_გოგო მითხარი რამე ტო!აბა რას იტყვი?მოსაწვევი ბარათები ხელებიდან გამომგლიჯა და ინტერესით მომაჩერდა
_ვაიმე ნიკა აბა რა გითხრა ?არ მინდა ლიას შეწუხება!ისევ წავართვი მოსაწვევები და ჩემს საქმეს დავუბრუნდი
_არა ტოო რა შეწუხება პირიქით, ლიას მაგრად გაუხარდება!დაემოწმა დივანზე მჯდარი დიტოც,რომელსაც ლიკას ყელში ჩაერგო თავი და ხელები მის მუცელზე შემოეწყო
_არვიცი არვიცი!
_ოო ნეტა შენ რა იცი?სანდრო შენ რას იტყვი ჯიგარო?!ახლა დივანზე მჯდარ სანდორს მიუბრუნდა
_რავი ტოო.ცოლად მოვიყვანო და სადაც გინდათ იქ გადავიხადოთ!სანდრომ სიცლი დაიწყო და ჩემი სახის დანახვისას მალევე გაჩერდა
_ანუ ჩვენი ქორწილი ამის სამასხარაოა ხო?!გაბრაზებულმა გავხედე სანდროს.ისიც მალევე წამოვიდა, ხელები მომხვია და ყელში ხმაურიანად მაკოცა
_კარგი რა პატარავ!ნუ ვაწყენინებთ ნიკას,დაანებე თავი, დაგეგმოს ჩვენი ქორწილი როგორც უნდა, მე ვენდობი!მშვიდად მითხრა და ნიკას თვალი ჩაუკრა
_აი ჯიგარი ხარ ძმაო რა!კმაყოფილამა თქვა ნიკამ და სანდორს გადაეხვია
_ამის ნდობა არ შეიძლება, მოდი ერთად დავგეგმოთ რამე!სერიოზულად განაცხადა საბამ,მობილური დადო და ჩვენ მოგვიბრუნდა
_რას ბოდავ, დავგეგმე ბიჯო უკვე ყველაფერი!მენდეთ რა!ნიკა ისეთი დარწმუნებული იყო თავის შესაძლებლობებში,რომ რაღაცნაირად ნდობაც კი გამიჩნდა
_შენს იმედზე ჩემი მტერი იყოს!ლიკამ ხელი ჩაიქნია და სამზარეულოში გავიდა
_მიდი ხო ჭამე ,სხვა მაინც არაფერი გეხერხება!დაეღრიჯა ნიკა
_ბიჯო ორუსლად არის და აბა არ ჭამოს?შეუღრინა დიტომ ძმაკაცს და მეუღლესთნ გავიდა
_აუ ასე ერთნაირები სად გადაეყარეთ ტოო!ნიკამ უკმაყოფილო როჟა აიკრა სახეზე და ნაწყენი ჩაეშვა დივანზე
_კარგი რა ბიჯო, რას იბუსხები ტოო!ცდილობდა საბა ნიკას დამშვიდებას
_უიმეე კაი ხოო !შენი ნერვი არ მაქვს, დაგეგმე ქორწილი და იყოს რაჭა!ვაიმე მართლა არ მქონდა ამის ბუსხიაობის ნერვები
_ვაიმეე ნატალია!უცებ წამოენთო გაბრწინებული თვალებით და გულში მაგრად ჩამიკრა.შემდეგ თმაზე მომკიდა ორივე ხელი და ისე გამიწეწა ლამის სახეში გავუქანე ეს ბარათები
_ნატალია იქნება თუ ყველაფერი მაგრად არ იყო მერე ნახე ნატალია!სანდრომ მხარზე ხელი დაარტყა და ნიკას სიფათის დანხვისას სიცილი დაიწყო
_მეკადრება ტოო?!ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე!ნიკამ კატეგორიულად გამოგვიცხადა და სახლი დატოვა ბევრი საქმე მაქვსო.ჩვენც თან ვენდობოდით თან არა, მაგრამ საბოლოდ მაინც გადავწყვიტეთ ნიკას იმედზე ვყოფილიყავით,რადგან მართლა ისე ემზადებოდა თითქოს თვითონ მოყავდა ცოლი.საბა კი აბრაზებდა ბარემ ქორწილია და შენც მოიყვანე ბიჭო ცოლიო, მაგრამ აბა ნიკას რათ უნდოდა ცოლი ?ყოველდღე ახლა გოგოებს იცვლიდა.სიტყვა ცოლის ხსენებაზეც კი სიცილით კვდებოდა და იმდენს იცინოდა ძირს ხოხავდა.
****************************************
დღეს 12 ივნისია.დილით ლიკა დამადგა, მალე სალონში არ დაგვაგვიანდესო.მეც მალევე ავდექი და ბოლოს ისეთი დაღლილი შევედი სახლში თეთრი კაბის ჩაცმის და სტუმრების თავი აღარც მქონდა.ჩემი ლამაზი ,წელში გამოყვანილი კაბა, რომ ჩავიცვი და გამოვედი, ლიკამ იმხელაზე იკივლა რა ლამაზი ხარო, ლამის გული გამისკდა.შემდეგ ბიჭებიც მოვიდნენ და მოკლედ ერთი შეძახილებით და მთელი ქალაქის აწიოკებით ჩავაღწიეთ რაჭამდე.სანდორო თვალს არ მაშორებდა და დებილივით დამყვებოდა უკან.ისე უნდა ავღნიშო ისეთი სიმპატიური იყო ჩემი ბიჭი, რომ დავინახე გონებაში საკუთრ გემოვნებას 10 ქულა დავუწერე,საღოლ ნატა ბიჭის არჩევაც ამას ქვიათქო. ნუ რაჭაში ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ აი ნიკას კერპი უნდა დავუდგა და ისე ვადიდო. ერთ უმშვენიერეს ბაღში ლამაზად მოუწყია მაგიდები,ირგვლივ სულ ყვავილებითა და ბევრი ფერადი ბუშტებით.რომ დავინახე ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო ლამის გადავირიე, მაშინვე მივარდი ნიკას და გულში ჩავიკარი
_ნიკუ მიყვარხარ!მაშინვე დავუწყე სიყავრულის ახსნა მომღიმარ ნიკას
_ნუ ტირი მაკიაჟი გაგიფუჭდება დებილო!მაშინვე მომაცალა ობოლი ცრემლი და შუბლზე მაკოცა
_არა ნუ რაღც გაუკეთებია!ლიკამ ყველაფერს თვალი მოავლო და კმაყოფილმა ჩაიცინა
_რადგან თქვენ მოგეწონათ ქალბატონო!წარბაწეულმა გახედა ნიკამ და ლოყაზე უჩქმიტა
_ეს ნათურები რათ გინდა?ლიკამ ინტერესით შეათვალიერა ფერადი ნათურები
_ვაიმე გოგო განათება და დისკო არ გინდა საღამოს?უკმაყოფილოდ გახედა ნიკამ
_უი ხოო!ლიკამ წარბები სასაცილოდ აათამაშა და დიტოს მოეხვია.არა ამ მუცლით რა უნდა იცეკვოს ძაან მაინტერესებს, მაგრამ ქმარი აქ ყავს და მე რა დავუშალო?ეჰ ლიკა ლიკა
_ეჰ გამიფრინდნენ გოგოები!მალევე მოვიდა ლია და გულში ჩამიკრა.მეც მოვხვიე ხელები ჩემს მოხუცს და კარგად შევიგრძენი მონატრებული სითბო
_ლია ბებო ყველაფერი ისეთი ლამაზია
_ყველაფერი კი არა შენ ხარ შვილო ამ ყველაფრის მშვენება!ლიამ თბილათ გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა
_ლია ბებო ხომ კარგი გემოვნება მაქვს?მაშნვე გაეკრიჭა მოხუცს სანდრო და ხელები მომხვია
_ეჰ შვილო ისეთი კარგები ხართ, გაუფრთხილდით ერთმანეთს.მოხუცს ცრემლები მოადგა და რომ არ დაგვენახა უცებ მოგვშირდა,წავალ სტუმრებს დავხედავო ნანასაც მოვიკითხავო
_გამარჯობა!უცებ მოგვესმა ბოხი ხმა და როცა მივიხედეთ ჩვენს წინ უნდა ვაღიარო საკმაოდ სიმპატიური, ქერა ,ცისფერთვალება ბიჭი იდგა შარვალ კოსტუმში გამოწყობილი.მაშინვე დავინახე ნიკას როგორ ეცვალა სახეზე ფერი და არა მარტო ნიკას
_ლექსო ძმაო!სანდრომ ისეთი გაბრწყინებული თვალებით შეხედა, წამით ვერ მივხვდი რომელ ლექსოზე ამბობდა თუმცა შემდეგ გამახსენდა
_გილოცავთ!თბილად გაგვიღიმა და ორივეს გადაგვეხვია.უცებ სანდროსკენ გადაიხარა და ჩუმად უთხრა ყურში,თუმცა მე ნუ მაინც გავიგე
_ულამაზესია!სანდროს მხარზე ხელი დაარტყა და თბილად ჩაიკრა გულში.მე ბედნიერი ვიყავი,რომ ლექოსომ ყველაფერი დაივიწყა და სანდრომაც დაიბრუნა ყველაზე მაგარი ძმაკაცი,რომელიც ბავშვობიდან მასთან ერთდ იყო ჭირში თუ ლხინში.შემდეგ დანარჩენი ძამკაცებიც მოვიდნენ კაბუ და ნიკა, რომლებსაც უკვე ვიცნობდი,ამიტომ ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მათთან.სულ დამავიწყდა მეთქვა,რომ სანდროს მშობლებიც გავიცანი და ძალიან შემაყვარეს თავი.ეტყობოდა სანდროს მშობლებისადმი სიყვარული და პატივისცემა რაც ძალიან მიხაროდა და დიდ სიხარულს მანიჭებდა.მე ხომ არასოდეს მყოლია მშობლები და მათი სახით ოჯახი შევიძინე
_დაიწყო ნატა!ლიკა უცებ მომიახლოვდა და ხელით უცნობისკენ მანიშნა
_რა დაიწყო?უცებ ვერ გავიაზრე რა ხდებოდა
_ხელი უნდა მოაწეროთ გოგო, რა რა დაიწყო?!ლიკამ სიცილი დაიწყო და მაშინვე მიმიყვანა ჩემს ადგილზე.სანდრო გვერდით მედგა და გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა
_ბატონო სანდრო თანახმა.....აღარ დაამთავრებინა სანდრომ
_გასაგებია ბატონო ყველაფერი!რათქმაუნდა თანახმა ვარ!მაგრამ ახლა მე მინდა ვკითხო ჩემს გოგოს თუ შეიძლება?!
_დიახ რათქმაუნდა!გაეცინა უცნობს
_ თანახმა ხარ გახდე ჩემი მეუღლე და მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად იყო პატარავ?!სანდრო წინ ამესვეტა და თვალებში ჩამაშტერდა, თითქოს არ მაძლევდა იმის საშუალებას მის გარდა კიდევ დამენახა ვინმე,ისე ახლოს იდგა თვალებსაც კი ვერ ვამოძრავებდი
_ნატა ძვირფასო ჯერ კიდევ გაქვს დრო?უცებ დაიყვირა ნიკამ და ყველამ სიცილი დაიწო.მაშინვე გავხედე ჩემს მეგობრებს, მათ შემხედვარე მეც გამეცინა.ჩემი უსაყვარლესი მეგობრები ,დეიდა,ლია ბებო და ის წუთები,რომელიც ყველა გოგომ უნდა გამოიაროს.ამაზე მეტს ვერც ვინატრებდი.რაღაც სასიამოვნო გრძნობამ დაისადგურა ჩემში.უცებ გავშეშდი თითქოს არ მიდოდა ჩემი უსაყვარლესი ადამიანების გაბრწყინებული სახეებისთვის თვალი მომეშორებინა,მაგრამ როცა იქვე მყოფი სანდრო გამახსენდა მაშინვე მოვუტრიალდი და მის აციმციმებულ თვალებს გავუსწორე მზერა
_თანახმა ვარ!მტკიცედ წარმოვთქვი და მაშინვე ვიგრძენი ცხელი ტუჩების შეხება ჩემს ბაგეებზე.სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა და უსაზღვრო სითბოთი და გრძნობებით სავსე, მაშინვე გადავეშვი სიამოვნების მორევში.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი
არმინდა ბევრი ვილაპარაკო,უბრალოდ გეტყვით,რომ არ დაიწერებოდა ეს მოთხრობა თქვენ,რომ არ ყოფილიყავით ჩემს გვერდით.მე არაფერი მეთქმის მადლობის გარდა.ურმესი მადლობა მეგობრებო.თქვენი თბილი და ტკბილი სიტყვების გამო,რადგან უბრალოდ არ შეიძლებოდა ამ მოთხრობას ეარსება თქვენს გარეშე.უღმესი მადლობა ყველას რჩევებისთვის

მე თქვენ ძალიან ძლიან მიყვარხართ!



№1  offline წევრი masu

Umagresi iyo <3

 


№2  offline წევრი kate :))

Kargi iyo. Simartle vtqva mewyina dasasruli radgan iseti kargi iyo.... Momewona magari xar

 


№3  offline წევრი -tiko))

რატო დამთავრდაა? არ მინდოდა... ისე უმაგრესი იყო
love
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline წევრი malikuna

Kargi iyo:**

 


№5  offline წევრი Marysese

Vgijdebi shenzee!!!!!! Kvelazeagari gogo xarr!!!!

 


№6  offline წევრი Annee

კარგი იყოო.. ^_^ კარგია ჰეფი ენდი რომ ჰქონდა და ლექსოც არ დაიკარგა ^_^

 


№7  offline წევრი NataShka()()()

ყველაა ერთად წავიკითხეე ისეთი მაგარი იყო ფფაანტასტიურიი ძალიან კარგიხარ შენც ამ ისტორიის შექმნისთვის და წარმატებებს გისურვებ გელოდებით უკეთესიი ისტორიებით <3 love
--------------------
ნ.ორბელაძე

 


ველოდებოდი ბოლო თავი როდის დაიდებოდა და ახლა ერთიანად წავიკითხე ყველა...
ძალიან მესიამოვნა
მთელი დღე დადებითად დამიმუხტა და მადლობა შენ, ამდენი თბილი ემოციისთვის...
მიყვარს მსგავსი ისტორიები, შემიყვარდა პერსონაჟებიც...
აქა-იქ გემრიელად ვიცინოდი ბიჭების დიალოგების დროს, თითქოს მეც მათ გვერდით ვიჯექი...
წერის სტილს და გრამატიკას თუ "გავეკიდებით" რა მოგახსენო, ბევრს და კარგს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სიუჟეტი საასწაული აქვს და ეტყობა რომ მთელი გრძნობით წერდი...
წარმატებები.

 


№9  offline წევრი pozitivi

Dzaan kaii iyoo ^_^ :3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent