შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატალი (13)


12-05-2015, 00:17
ავტორი Tay194
ნანახია 5 769

მზის სხივებმა მალევე შემოანათეს ოთხში,თითქოს ზაფხულის პირველი დღის დადგომა ამცნეს გარშემომყოფთო და როცა მათი ბედნიერი სახეები დაინახეს, უფრო გათამამდნენ და ახლა უფრო ერთიანი ძალიებით დაიწყეს ოთახში არსებული ყველა ბნელი ადგილის განათება.ერთმანეთზე მჭიდროდ იყო აკრულიყო ორი სხეული და ზაფხულის დილას სასიამოვნო განწყობით ხვდებოდნენ
_დიტო აწიე ერთი ადგილი და მომშორდი!ლიკამ როცა გაიზარდა რა სიტყვაციაშიც იყო მალევე სცადა მამაკაცის კლანჭებიდან თავის დაღწევა,მაგრამ უშედეგოდ
_ნორმალურად მელაპარაკე!ხომ იცი, რომ ვერ გადამირჩები!დიტომ უფრო აიკრა სასურველი სხეული და ძლიერი მკლავები უფრო მჭიდროდ მოხვია,სასურველი სურნელი კარგად შეიგრძნო და შუბლზე აკოცა
_რას აკეთებ დიტო?!ლიკა გაოცებული იყო დიტოს საქციელით.არა იცოდა რომ დიტოს მიუხედავად იმისა,რომ სულ შენიშვნას აძლევდა ძლიან უყვარდა ლიკა,ოღონდ ისე როგროც მეგობარი და საკუთარი და,მაგრამ ახლა მისი საქციელი დაძმურს ნამდვილა არ გავდა
_ლიკა ძალიან გთხოვ ახლა არ დაიწყო!(დიტო)
_რა უნდა დავიწყო?!რას გავს შენი საქციელი?ხელი გამიშვი მალე!ლიკამ ერთ ადგილზე დაიწყო ფართხალი
_გოგო ესეთი შტერი როგორ ხარ?!დავიჯერო მართლა ვერ ხვდები?!(დიტო)
_ვაიმეე აი ვერა,ვერ ვხვდები და იქნებ მითხრა?ლიკამ მობეზრებულად გაიქნია თავი და ისევ ბალიშზე დაებერტყა
_ჯერ არა!მაგრამ გეტყვი!მორჩა დავიძნინოთ!დიტომ კატეგორიულად გამოაცხადა და თვალები დახუჭა.ცალი ხელი ბალიშის ქვეშ ქონდა ამოდებული, ცალით კი ლიკას სუსტ წელზე შემოეხვია,რომ არ ამდგარიყო
_არ მეძინება!თან საქმე მაქვს!(ლიკა)
_მითხარი აბა რა საქმე გაქვს?!დიტომ ეშმაკურად გამოხედა მომღიმარ ლიკას და ინტერესიანი თვალები მიაპყრო
_ზუკა უნდა ვნახო!ლიკამაც არ დააკლო და ისეთი ტონით უპასუხა აი დიტო,რომ ფეთქდება ხოლმე
_ზუკა ვინ ჩემი ფ*****?!დიტომ ხმამღმა იღრიალა,ლიკას განრისხებულმა გახედა და როცა შეშინებული გოგო დაინახა, ხელი უფრო მოხვია და თავისკენ ძალით მიიზიდა
_ნორმალურად ილაპარაკე!თავი ვინ გგონია?!ვინ ხარ რომ ბედავ და ასე ლაპარაკობ?ეს ჩემი პირადია დიტო!!ლიკა დენდარტყმული წამოხტა საწოლიდან და დიტოს ბალიში შიგ სახეში გაუქანა
_გოგო ნერვებზე ნუ მ***!რამდენჯერ გითხარი, რომ უნდა ჩამოშორდე მაგ ზუკას!და საერთოდ გიოსაც, გაგასაც, ნიკასაც, პეტრესაც და პავლესაც!დიტო ხმამაღლა ღრიალებდა და გამწარებული, ხელებდამუშტული ოთახში აქეთ იქით დადიოდა
_ავადმყოფი ხარ!(ლიკა)
_ეგ აღარ გაიმეორო!(დიტო)
_და რომ გავიმეორო აი რას მიზამ?!(ლიკა)
_ლიკა მწყობრიდან ნუ გამოგყავარ!დიტო ლიკას წინ აესვეტა და თვალებში გაღიზიანებული ჩააშტერდა
_ნატას ხომ არ დაუშლე არაფერი?!(ლიკა)
_წავედი მე!დიტომ მალევე დატოვა ლიკა ,ოთახიდან გავიდა.მიხვდა, რომ ამდენს ვეღარ მოითმენდა და რაღაც საშინელება მოხდებოდა.არ უნდა ლიკას უთხრას,რომ უყვარს.უყვარს არა ისე როგროც მეგობარი ან და ,არამედ ისე უყვარს, რომ ზოგჯერ როცა წარმოიდგენს ლიკას სხვა მამაკაცი მხოლოდ თვალებით მაინც ეხება, მზად არის ნებისმიერი ადგილზე მოკლას.უყვარს თან როგორ ,მაგრამ არ იცის ლიკა რას გრძნობს მის მიმართ და ეშინია,ეშინია რომ ლიკას უარის გამო მთელი ცხოვრება დაიტანჯება და მთლიანად დაკარგავს სასურველ ქალს.გარეთ გავიდა და დაინახა იქვე ულამაზეს ეზოში უგემრიელესი საუზმე დაეხვედრებინა ლია ბებოს.ნიკა და საბა ჩრდილში,ხის მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ და გემრიელად შეექცეოდნენ.ყველაზე ლამაზი დილა იყო ზაფხულის პირველ დღეს.ირგვლივ ულამაზესი ყვავილებით მორთული ეზო და უსაყვარლესი ადამიანები.ეჰ რას აღარ გააკეთებდა დიტო ახლა ლიკაც მის გვერდით რომ ყოფილიყო,ნატაც დაბრუნებულიყო და ესეც ყველაზე მაგარი ჰეფიენდი იქნებოდა,როგორც ფილმებში ხდება ხოლმე.რაღაც ჩაწყდა გულში,როცა მაგიდასთან მხოლოდ საბა და ნიკა დაინახა,გული შეუწუხდა როცა მთელი სამეგობრო მთლიანი შემადგენლობით არ იყო, მაგრამ რას იზამდა.ესეამ დაზრდი გოგოებს და გაგიფრინდებიან.თავის ფიქრებზე ისევ თვითონ გაეცინა, ლიასთნ მივიდა, მოხუცს წითელ ლოყებზე გემრიელად აკოცა და მაგიდასთნ მოკალათდა
_ლია ბებო, კაროჩე თქვენნაირი ბებო მარტო მე მყავს!კმაყოფილმა წამოიყვირა ნიკამ და გაბრწყინებული თვალებით გახედა მოხუცს,რომეიც ბავშვებს გაფაციცებით აკვირდებოდა, მშივრები არ დარჩნენო
_ბიჯო შენი კი არა ჩემი ბებოა!უკამყოფილოდ გადხედა საბამ ნიკას და ერთი კარგად შეუბღვირა
_აე ბრატცი!ისე ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩემი ბებოა!დიტომ სიცილი დაიწყო, შემდეგ ბიჭების განრისხებულ სახეებს ,რომ შეეჯახა ხელები ზემოთ აწია, კაით თქვენი ბებოც არისო.როგორ უყვარს პიტნის ჩაი,აი ლია ბებო, რომ ამზდებს იმ ჩის სულ სხვა გემო აქვს.ხარბად შეისუნთქა პიტნის სურნელი და კმაყოფილმა მოსვა
_ამან რამე რომ არ ჩგვიმწაროს ისე არ შეუძლება რა!ნიკამ უკამყოფილოდ წარმოთქვა ეს სიტყვები და ხაჭაპურის მეხუთე ნაჭერი გადაღო
_ნიკა გადაიღე ნუ გერიდება!საბამ სიცილი დაიწყო და პირგამოტენილ ნიკას გახედა
_დავაი რა !(ნიკა)
_რა დავაი დატოვე რაღაც ბიჯო, შენს გარდა სხვებიც ვართ!(საბა)
_ვაიმე შვილო მომიკვდეს თავი!აბა რას ლაპარაკობთ?!თქვენთვის გამოვაცხვე გენაცვალოთ ლია ბებო!ლიამ ბიჭები გულში ჩიკრა და ნიკას ხაჭაპურის მეექვსე ნაჭერი საკუთრი ხელით გადაუღო,რასაც საბას და დიტოს როხროხი მოყვა
_აუ ლია ბებო, ჩემი ტანის დამცავი არ გინახავთ?!ლიკა მალევე ჩამოვიდა ეზოში, ლიას ლოყაზე აკოცა, ბიჭებსაც ჩამოუარა და დიტოს განრისხებული მზერა ესროლა
_მე არ მაკოცებ?!ნაწყენმა აათვალიერა მოკლე შორტში და ტოპში გამოწყობილი ლიკა
_არა!ლიკა ისევ ლიას მიუტრიალდა და ინტერესიანი თვალები მიაპყო მოხუცს
_ვაიმე ჩემო შვილო ,სადღაც შევინახე, შევალ ვნახავ და გამოგიტან!ლია მაშინვე სახლში შევიდა
_ვა ლიკუ, რათ გინდა კანის დამცავი?!ნიკა ძლივს მოშორდა ხაჭაპურს და მის წინ მოკალათებულ ლიკას ირონიულად გახედა
_რათ უნდათ ხოლმე კანის დამცავი,აბა თუ მოტვინავ?!(ლიკა)
_მოიცა აქ უნდა გაწვე?!(ნიკა)
_ხო რუჯი უნდა მივიღო!ლიკამ ნიკას ენა გამოუყო და დაღრენილ დიტოს ყურადღება არ მიაქცია
_ვაიმე დავიშლეთ ყველაააა, ლიკა იხდის!ნიკამ სიცილი დაიწყო და მხოლოდ მაშინ გაჩერდა როცა ლიკას გაშლილი ხელი მოხვდა სახეში და ლოყა სულ დაუწითლდა.ახლა ამაზე ატეხეს დიტომ და საბამ სიცილი და ნიკას თვალებით ანიშნეს, ღირსი ხარ აბა რა გეგონაო
_გოგო არ იყო ნახავდი როგორ აგალეწავდი სახეში!ნიკამ გაბრაზებულმა თქვა
_რას იზამდი?!დიტო ახლა ნიკას მიუტრიალდა და თვალებში ჩააშტერდა.არა ნამდვილად არ მოეჩვენა ნიკამ ლიკას, რომ უთხრა სახეში აგალეწავო!გაუერთიანოს სიფათი ხომ ღირსია,მაგრამ მოიც ჯერ გაარკვევს
_ვიხუმრე რა იყო!ნიკამ სიცლი დაიწყო როცა დიტოს გაბრაზებული სახე დაინახა,დიტომაც უცებ შეიცვალა სახე და ვითომ არაფერი მომხდარაო, ისეთი სიფათი აიკრა სახეზე
_აი შვილო მოვიტანე!ეზოში ლია გამოვიდა
_მადლობა ლია ბებო როგორ შეაგწუხეთ!ლიკამ მოხუცს ხელები მოხვია და შუბლზე აკოცა
_არა შვილო რა შეწუხებაა,მაგრამ აუზია მოუწესრიგებელი(ლია)
_ხო ერთი სულიერი კი დამპირდა მოვაწესრიგებო, მაგრამ..ლიკამ დიტოს ეშმაკური მზერა მიაპყრო
_თუ კარგად მოიქცევი ,რაიცი იქნებ მართლა მოაწესრიგოს ერთმა სულიერმა!დიტო უცებ წამოხტა სკამიდან, ლიკას თავზე აკოცა და სახლი დატოვა.ლიკა მალევე მოშორდა ადგილს ,ეზოში გაწვა და რუჯის მიღებაც დაიწყო.ლიაც სახლში შევიდა და მაგიდასთან მხოლოდ ნიკა და საბა დარჩნენ
_ამას რა სჭირს?!(ნიკა)
_ვის ლიკა?!რა უნდა სჭირდეს ,აქ რუჯის მისაღებად ჩამოვიდა ,ნეტა შენ რა!საბამ ლიკას გადახედა ,სიცლი დაიწყო და ისევ ნიკას მოუტრიალდა
_არა დიტოზე ვამბობ!ნიკამაც გახედა ლიკას ,რომელსაც სათვალეები ეკეთა და კარგად მოკალათებულიყო ლიას სავარძელში.ნიკამ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და როცა ლიკას გაბრაზებული სიფათი დაინახა,ხმამაღლა დაიწყო სიცილი
_არ ვიცი და კითხვაც არ მინდა!(საბა)
_მე კი ვიცი მაგრამ!(ნიკა)
_კაროჩე დავაცადოთ!(საბა)
_ ხო დავაცადოთ ჩვენი რა მიდის!ნიკამ კმაყოფილმა მოავლო თვალი გარემოს და საბას თეფშიდან უკანასკნელი ხაჭაპური გადაიღო
_ნეტა ისე გასუქდე, რომ არც ერთმა გოგომ შემოგხედოს!საბამ სიცლი დაიწყო და წარბაწეულ ნიკას შეხედა
_კაი ტო ღადაობ? დაკუნთული სხეული ეს თვითონ მე ვარ!გოგოები ჩემზე აფანატებენ ტოო!ნიკამ თავის ტანს დახედა და კმაყოფილმა ჩიცინა
_ვაი შენს პატრონს!საბა ისევ იცინოდა
_ნეტავ როგორ ძლებს ამდენი ხანი მზეში?!(ნიკა)
_ეჰ რას გაუგებ ქალებს?!ნატას არ დავურეკოთ?!ძლიან ხომ არ გაუტკბა თვის პრინცთან!საბამ უცებ მიიღო სერიოზული სახე
_ჯერ დილის 8 საათია,დავაცადოთ და თუ არ დარეკა მერე მივაკითხავ!(ნიკა)
_იცი სად არის?!(საბა)
_სანდროს ველაპარაკე და თავის დაჩზე ყავს!(ნიკა)
_გეტყობა კარგად გაუგეთ შენ და სანდრომ ერთმანეთს!საბამ თითქოსდა ნაწყენმა ჩაილაპარაკა
_ბიჯო იცი რას მივხვდი?!ნიკა უცებ ჩაფიქრდა
_რას ბიჯო!საბამაც ინტერესით გახედა და პასუხის მოლოდინში გაინაბა
_მაგარი შტერი ბავშვები ვიყავით!ახლა რომ ვუკვირდები!(ნიკა)
_ხო რის გამო გადავეკიდეთ აზრზე ხარ?!სულელი ბავშვები ვიყავით, სულელი!(საბა)
_ხო!ისე საკაიფო იყო შე ჩ***!ნიკამ სიცილი დაიწყო და საბას მხარზე ხელი დაკრა
_ხო საკაცილო იყო კი, ლამის მოკვდი მაგ კაიფის გამო შე ჩლუნგო!(საბა)
_ხო რავი მაინც საკაიფო იყო!(ნიკა)
_რაო რა თქვი ნატა დაჩაზეაო?საბამ ხელები თავზე შემოიწყო და ამბის მოსასმენად კარგად მოკალათდა ადგილზე
_ხო სანდრომ მითხრა,რომ თავის სასტავს ყველაფერს ეტყვის და ნატასაც გააცნობს!ნიკამ საბას ,რომ შეხედა მიხვდა რის გამოც შეეცვალა სახე,ალბათ ეგონა რომ ნატას კარგავდა.მალევე შეეცადა საბასთვის სხვა უფრო სასიამოვნო თემაზე გადაეტანა აქცენტი და გამოუვიდა კიდეც
_წამო წავიდეთ რა! თვალს წყალი დავალევინოთ!ნიკამ საბას გახედა და წარბები სასაცილოდ აათამაშა
_დავაი წავედით!საბაც წამოდგა და ნიკას უკან გაყვა


ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი kate :))

ძალიან კარგი იყო წასაკითხად... მაგრამ ახლა,რომ ვუკვირდები რაღაცეები დამაკლდა. თუ რა თქმა უნდა Aმ ყველაფერს ცუდად არ მიიაღებ:როგოეც მე მივხვდი აქ მთავარი გმირები არიან სანდრო და ნატა ამიტომ ამ თავში მასზე უფრო მეტი უნდა გესაუბრა, შემდევ ასე მსუბუქად და არარეალურად არ უნდა შეყვარებოდა დიტოს ლიკა.. და ცოტა გრამატიკული შეცდომებიც იყო. პ.ს უფრო დიდი, რომ ყოფილიყო უკეტესი იქნებოდა

 


№2  offline წევრი malikuna

Momwonss:**

 


№3  offline წევრი -tiko))

Kargiaaaa... aase yoveldge dadexolme raaa
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline წევრი malikuna

კარგია მაგრამ ყოველდღე დადე და ნატა და სანდრო მეტად გვიჩვენე ხოლმე რაა:** ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent