შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 13


22-05-2015, 11:20
ავტორი Qeti.A
ნანახია 5 972

ყოველთვის ეგონა, რომ პირველი დღე განსაკუთრებული იყო, რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორი თვალებით შემოგხედავს, იმასაც როგორი იქნება მისი ღიმილი ან თუ იქნება საერთოდ... დემეტრეს ძალიან უნდოდა თვალები გაეხილა, მაგრამ ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდა ისე ბოჭავდა ნინას თითები მის სხეულზე რომ დაბოდიალობდნენ... თითქოს ქაოსურად, მაგრამ მაინც დემეტრემ ზუსტად იცოდა რას იკვლევდნენ, თუ ეფერებოდნენ. ცოლის ძალიან ღრმად ამოსუნთქვის ხმა რომ გაიგო დაუფიქრებლად გაახილა ორივე თვალი. მასზე მოხვეული ხელი მომენტალურად დაეჭიმა. ფრთხილად გადაუწია თმა სახიდან, რომ როგორმე გაერჩია მისი ემოციები. მხოლოდ ოდნავ გაბუსხული ტუჩები დაინახა და ქვემოთ დახრილი წამწამები. ერთი მარტივი მოძრაობით გადააბრუნა და წამში მოექცა ზემოდან. ნინა ჯიუტად არ უყურებდა თვალებში, ხელები ისევ მის მკერდზე ჰქონდა მყარად მიბჯენილი და დემეტრე მისი სხეულის სითბოს გრძნობდა მხოლოდ. ტუჩს კუთხეები ღიმილმა ჩაუტეხა ნინა ისეთი საყვარელი იყო ოდნავ შევარდიფერებული ლოყებით, გაბუსხული ტუჩებით და დახრილი თვალებით, ნამდვილად იშვიათი სანახაობა იყო. ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა და ჰარმონიული ჰაერი ისევ ჩაუშვა ფილტვებში, ორი თითით სულ ოდნავ ააწევინა ნიკაპი და ბაგეები ნაზი კოცნით გაუხსნა. უფრო დაიძაბა ნინას ხელები მის მკერდზე. მერე როგორც იქნა შეხედა მის თვალებს და ვერაფერიც ვერ დაინახა მათში, ნინა საიდუმლოდ ინახავდა ყველა ემოციას.
-აგვისტოს ომი. ზედმეტად ჩვეულებრივი ხმით ჩაილაპარაკა დემეტრემ და როგორც იქნა დაინახა ემოცია, ნინა გაოცებული თვალებით მიშტერებოდა ჯერ ქმარს და მერე მის შრამებს, მთელი მკერდი და ბეჭები რომ დაეფერა.
-მინდა ზურგზეც ვნახო, თითქმის დაიჩურჩულა გოგონამ და ახლა დემეტრე დატოვა გაოგნებული. უსიტყვოდ წამოიწია და ცოლისკენ ზურგით დაჯდა, კიდევ უფრო ღრმად ჩაისუნთქა ნინამ ჰაერი.
-თქვი რამე, დემეტრე ისევ სახეზე დააშტერდა, ოდნავ გაეღიმა ნინა რომ მის მაისურში დაინახა.
-ის მაინც ვიცი რაზე ნერვიულობდი გუშინ მთელი დღე, ზუსტად არ იცოდა რას ელოდა ნინასგან, მაგრამ ძალიან სიამოვნებდა მის ხმას არანაირი მძაფრი ემოცია რომ არ ახლდა, უცრემლო თვალებიც მოსწონდა და ოდნავ მკაცრი მზერაც. -დემეტრე, რისი მოსმენა გინდა ჩემგან ? ახლა უკვე ნინა ჩააშტერდა ქმარს თვალებში.
-პირველი რაც თავში მოგივიდა...
-არ მეცოდები, თუ ამის გეშინოდა და ეს არ გინდოდა ნამდვილად არ მეცოდები...
-რატომ? დევდარიანმა ვერ დაიჯერა კითხვის აბსურდულობა, მაგრამ ნინა იმდენად დარწმუნებული იყო თავის სიტყვებში მართლა დააინტერესა მიზეზმა.
-შენ ექიმი ხარ, ძალიან ჭკვიანი და დამოუკიდებელი. მგონია ომში წასვლა შენი გააზრებული ნაბიჯი იქნებოდა... გასაგებია... მესმის, რომ ამის გათვლა არ შეიძლება, ნინამ ძალიან ფრთხილად დაუსვა ხელი მკერდზე, -მაგრამ შენ იცოდი სადაც მიდიოდი და არავინ დაგაძალებდა... ახლა უკვე თანაგრძნობაც გვიანია და დარწმუნებული ვარ ალექსანდრეს და ანდრეას ყველაფერი ნათქვამი აქვთ, რაც შეიძლება ამ დროს ადამიანმა თქვას, თანაც მაშინ ანასტასიაც ხომ შენს გვერდით იყო და იმედია შენი მოლოდინი გავამართლე, თორემ მეტი მართლა არაფერი მაქვს სათქმელი, ნინას ძალიან სწრაფად უცემდა გული, თავს საოცრად უსუსურად გრძნობდა და ეს ძალიან აღიზიანებდა.
-არასდროს არ შეიცვალო, დემეტრემ ღიმილით ჩაილაპარაკა და ცოლს მთელი სახე დაუკოცნა. -და ვიცი, რომ უნდა მეთქვა ადრე...
-არა, მე მესმის, მართლა... ვიცი რას ნიშნავს, როცა გგონია რაღაცას თუ იტყვი გულიც ამოყვება, ნინას სულ ოდნავ ჩაუწითლდა თვალები და დემეტრეს არასდროს უგრძვნია თავი ასე სუსტ ადამიანად, მოუნდა ყოფილიყო ყველაზე ძლიერი, გაბედული და ღირსეული მისთვის.
-ანუ მატყუარად არ მთვლი?
-ოჰ, ეს რა მესმის. გახსოვს ასე მითხარი, შენც არაგიშავს გამოიყურებიო, მატყუარა რომ იყავი ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, ნინამ ქმარს გაუღიმა.
-თავდაჯერებულობა ნამდვილად არ გაკლია
-შენი თვალები პირდაპირ გაჰკიოდნენ: ნინა, ყველაზე ლამაზი ხარ, ნინა, ლამაზი ხარ! გოგონამ სასაცილოდ სცადა მისი ხმისთვის მიებაძა, დემეტრემ გულღიად გადაიხარხარა და ვერ დაიჯერა რომ ნინამ ახლაც შეძლო მისი გაცინება.
-სად მიდიხარ? ნინას მცდელობა წყალში ჩაუყარა და ისევ მის გვერდით დააბრუნა საწოლზე.
-სააბაზანოში და შენ საუზმის მომზადება დაიწყე, ქმარო! ცალი წარბი აუწია ნინამ და ფეხზე გრაციოზულად წამოდგა. დემეტრემ დანებების ნიშნად ხელები ასწია, მიხურულ კარს კიდევ დიდხანს უყურებდა...
ნინამ რამდენჯერმე შეისხა ცივი წყალი სახეზე, მთელი ძალით ცდილობდა გახშირებული სუნთქვა და აჩქარებული გულისცემა დაერეგურილებინა. ძალიან უნდოდა როგორმე მართლა ყოფილიყო ისეთი ძლიერი დემეტრეს რომ ეგონა, მაგრამ ძალიან ბევრი იყო... უსაშველოდ ბევრი შრამი ერთ სხეულზე, ზედმეტად ბევრი ერთ საყვარელ სხეულზე და დემეტრე არ იმსახურებდა ასეთ ტკივილს, არ შეეძლო დაემსახურებინა არაფრით...
-ჰეი... ქმრის ხმამ გამოარკვია და მიხვდა უკვე ძლიან დიდი ხანი მიშჩერებოდა საკუთარ ანარეკლს სარკეში. -დაგაგვიანდა, უკნიდან მოეხვია დემეტრე. -ნინა, ძალიან მინდა შენს ემოციებს არ მიმალავდე, ქმრის სიმშვიდე პირველად არ იყო მოჩვენებითი. ნინამ მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა და კიდევ უფრო მეტად დახარა თავი. დემეტრემ სააბაზანოს ნიჟრის გვერდით შემოსვა და თვალები არაფრით მოაშორა მის სახეს. ნინა მიხვდა რომ ახლა რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სიტყვები დაებნა, თითქოს ყველამ ერთიანად მიატოვა მისი ლექსიკა, მარტო აღმოჩნდა რაღაც გზაჯვარედინზე და ახლა ვერაფერს ენდობოდა მხოლოდ მის თავს. ნინამ პირველად ძალიან დიდი ხნის მანძილზე იფიქრა, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა გულწრფელი გრძნობების თქმა.
-მე უბრალოდ არ მინდა ასეთი... არ მომწონს რომ ერთ დროს ასე გტკიოდა... დევდარიანი გააცინა მისმა გულწრფელობამ, ბავშვურმა გულუბრყვილობამ და ვერ დამალულმა ემოციებმა. ფართოდ გაუღიმა ცოლს და მაგრად მოხვია ხელები. ასე მძაფრად და რეალურად არასდროს უგრძვნია დემეტრეს ნინას სიყვარული. ბოლო რამდენიმე წელი აღარ აღიზიანებდა უსწორმასწორო ამობურცულობები საკუთარ სხეულზე, აღარ იწვევდა მძაფრ ემოციებს, თითქოს გაცვდაო მოგონებაც, მაგრამ რაღაც ძლიერი კავშირი მაინც იყო... არ შეეძლო ერთად წარმოედგინა საკუთარი თავი იქ სისხლიან სამყაროში და აქ ნინასთან... ვერაფრით დაუშვა, რომ ნინას კითხვები არ ექნებოდა... რომ არაფრის მოყოლას არ თხოვდა... მაგრამ მოსწონდა, რადგან არაფრის ხმამაღლა გახსენება არ უნდოდა. ნინა ისევ იმას აკეთებდა, რასაც მისგან ელოდნენ. დემეტრე უკვე თავის თავზე გაბრაზებული დააჩერდა მის მკერდზე მიხუტებულ ნინას და ზუსტად იცოდა, რომ გოგონას ახლა სჭირდებოდა ყველაფრის მოსმენა. მაგრამ ვერაფრით ვერ გადაახტა საკუთარ ღრმად დამარხულ ემოციებს და ვერაფით შეძლო საუბრის დაწყება.
-სადაც არ უნდა მივდიოდეთ, ფრენა რომელ საათზეა? ხმა უფრო დამშვიდებული ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი მსუბუქი დემეტრეს რომ გაახარებდა.
-სამზე აეროპორტში უნდა ვიყოთ, შუბლზე აკოცა ცოლს. -ამ უჯრებში ყველაფერია, რაც დაგჭირდება, მარიამმა იყიდა, ნინამ თავი გააქნია და ხელით კარისკენ ღიმილით ანიშნა.
კიდევ ერთხელ შეისხა სახეზე წყალი, უფრო ღრმად ამოისუნთქა,საკუთარ ანარეკლს გაუღიმა სარკეში და ნივთების მოგროვებას შეუდგა. ჯერ დაბნეული ეძებდა კარადაში ნივთებს და თან იმახსოვრებდა სად რა იყო. სიამოვნებდა იმის გააზრება, რომ მალე აქ უნდა ეცხოვრა და თანდათან უფრო მოსწონდა ის აზრი მარტო რომ იქნებოდნენ ის და დემეტრე. წამლების ყუთის აღმოჩენაზე გაეცინა და გააღო. საერთოდ მედიცინაში ოდნავადაც ვერ ერკვეოდა, მაგრამ დემეტრესთან დაკავშირებული ყველაფერი აინტერესებდა, ამიტომ წამლებს უცნაური ინეტერესით აკვირდებოდა, მათ დანიშნულებას კითხულობდა და ნახევარს ვერც იგებდა. მომდევნო წამალი საერთოდ გაუხსნელი იყო, ნინამ მოუხერხებლად გახსნა შეფუთვა და ახლა მისი დანიშნულების კითხვა დაიწყო. რაც კი სასიამოვნო ემოცია დაიგროვა სხეულში ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ერთიანად გაუქრა, თვითონაც ვერ მიხვდა გაბრაზებას უფრო გრძნობდა თუ საშინელ იმედგაცრუებას. ხელი მაგრად მიარტყა კარადას და ემოციების ნაწილი გარეთ გამოუშვა. ვერ იტანდა ისტერიკების მოწყობას, ვერც ხმამაღლა ლაპარაკს და კონფლიქტებს... მითუმეტეს არასდროს დაუშვია საკუთარი თავი ქმართან ასეთ ვითარებაში, მაგრამ დემეტრე უბრალოდ სხვა გამოსავალს არ უტოვებდა. ნინას არ შეეძლო ჩრდილში უმოქმედოდ ცხოვრება, იგი გადაწყვეტილებების მიღებას და დამოუკიდებლობას იყო მიჩვეული, ვერაფრით აიტანდა მისთვის რაღაც წესები დაეწესებინათ და ამის შესახებ არც არაფერი ეთქვათ. თავში უამრავი უაზრო ფრაზა ამოუტრიალდა.
-როგორც იქნა, მზადაა ყველაფერი, დემეტრემ ისე ფართოდ გაუღიმა ნინას ეჭვი შეეპარა საკუთარ თავში.
-ჭამამდე უდნა დავლიო თუ ჭამის მერე? უტეხად ჩააშტერდა თვალებში და წამლის ფლაკონი მაგიდაზე დემეტრეს წინ დადო. აინტერესებდა, მართლა ძალიან ააინტერესებდა ქმრის ემოცია და ჯერ კიდევ ელოდა რაიმე გასასამართლებელ ფრაზას, რამდენიმეს მაინც... მხოლოდ ის დაინახა, რომ დემეტრეს ძალიან არ ესიამოვნა მათი დანახვა. ნინამ დანაშაულის გრძნობაც დაიჭირა მის მზერაში.
-არ აქვს მნიშვნელობა, თითქმის ჩურჩლით ჩაილაპარაკა დემეტრემ. ნინას ბრაზი ყელში მოაწვა, ერთი აბი დაუფიქრებლად გადაყლაპა ისე რომ წყლის არსებობა არც გახსენებია.
-ჯერ ერთი დღეც არ გასულა, დემეტრე, იმდენად ერჩივნა ახლა ნინას გაბრაზებულს მისთვის ეყვირა, ან თუნდაც გაერტყა, რომ კინაღამ ხმამაღლა სთხოვა, ოღონდ ეს იმედგაცრუება მოეშორებინა მისი ხმისთვის. ცოტა მოგვიანებით დაფიქრდა, რომ ნინასაც ექნებოდა მოლოდინები მათი ოჯახური ცხოვრების პირველ დღეზე, ექნებოდა იმედებიც, უკვე გაცრუებული ალბათ... და მათში ნამდვილად არ შედიოდა ქმრის შრამებით დაფარული სხეულის დანახვა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების დალევა. თავისი ფიქრებიდან რომ გამოერკვა ნინა უკვე აღარ იყო ოთახში.
-ძალიან გთხოვ, არ გაბრაზდე რა. უბრალოდ ვიფიქრე, რომ დაგჭირდებოდა და...
-კიდევ ერთი პლიუსი იყო ექიმის ცოლი, ნინამ ვერაფრით შეძლო ირონიის დამალვა ხმაში.
-გთხოვ, არ გინდა, დამელაპარაკე. ახლა უკვე მისი სიმშვიდეც აღიზიანებდა, არ უნდოდა გულში ცუდი ემოცია დარჩენოდა.
-ჯერ არა თუ საერთოდ არა? ნინას ხმა ახლა უკვე იყო გაღიზიანებული.
-რა? დემეტრე მართლა დააბნია მისმა უკვე უცნაურმა კითხვებმა.
-შვილი, დემეტრე, ჯერ არა თუ საერთოდ არა?
-შენ ხომ ჯერ კიდევ სტუდენტი ხარ, ცეკვავ, თან ძალიან ახალგაზრდა ხარ.
-უნდა გეთქვა, დემეტრემ ვერაფრით დააჯერა საკუთარი თავი, რომ ამ სიტყვებს დაფარული კონტექსტი არ ჰქონდათ.
-შენ ხომ თქვი, რომ გესმოდა...
-რა? ნუთუ ვერ ხვდები? ეგ ხომ წარსულია, დემეტრე, წარსული მე კიდევ ჩვენს მომავალზე გელაპარაკები, ჩემს მომავალზეც... ეს ხომ ჩემი სხეულია, არსებობს საკითხები, რაც ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ნინა როგორც იქნა შეეშვა კარადის თვალიერებას და უკვე ჩაცმული გამობრუნდა დემეტრესკენ.
-საფრანგეთში მივფრინავთ, ძალიან გაუჭირდა მიხვედრა რას ამობობდა. მერე კი ვერაფრით შეძლო სიხარული გამოეხატა.
-პარიზში? გაოცებული იყო მისი ხმა, იმდენად განსხვავებოდა მისი მოლოდინი ამ ქალაქისგან, რომ ვერ დაიჯერა... დევდარიანს ოდნავ გაეღიმა, ახლა უკვე დარწმუნებული იყო რასაც აკეთებდა და ზუსტად იცოდა ნინასაც რომ გაახარებდა.
-ჰო, პარიზი, ცოლს მიუახლოვდა და ხელები მჭიდროდ მოხვია სხეულზე, -ვიცი, რომ იმედგაცრუებებით დაიწყო, ისიც ვიცი, რომ არ ელოდი აქედან არაფერს და მითუმეტეს არ იმსახურებ, მაგრამ პარიზი არ იქნება მომდევნო იმედგაცრუება, გპირდები, დემეტრე ნინას ყურთან ჩურჩულებდა და თან მკერდზე გრძნობდა მის გულის ცემას. იმდენად იყო მზად ასეთი სირთულეებისთვის, რომ უკვე წინასწარ იცოდა მოუწევდათ ბევრის დათმობა, ბევრის დავიწყება და ახლიდან შექმნა, მაგრამ ძლიერი იყო, საკმარისზე მეტად ძლიერი იმის რწმენა რომ ამას შეძლებდნენ.
-მართალი ხარ, ადრეა ჯერ ბავშვები, მაგრამ დამელაპარაკე ხოლმე, რომ ჩემით ან სხვისგან არ გავიგო, ნინამ ტუჩის კუთხეში ნაზი კოცნის კვალი დაუტოვა და შემრიგებლურად გაუღიმა ქმარს. -ახლა მაჭამე რაც გააკეთე, ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან ერთად გავიდნენ. დემეტრემ იცოდა, რომ ნინას მართლა ესმოდა, ისიც იცოდა, რომ ამ სიტყვებს უკვე ჰქონდათ დაფარული კონტექსტი, მაგრამ რაც არ უნდა ძლიერად გვინდოდეს საპირისპირო ხანდახან თავისუფლად ვიყენებთ სხვების მზრუნველობას ჩვენზე და უბრალოდ მომენტით ვტკბებით, თანაც ეს ხომ მართლა მათი პირველი დღე იყო...
^^^
ზუსტად არ იცოდა უბრალოდ მიეჩვია ისე ცხოვრებას, რომ უარყოფითი ემოციებისთვის ყურადღება არ მიექცია თუ ეს დემეტრე მოქმედებდა მასზე ასე დადებითად. საშინლად არ მოეწონა უკვე ეჭვების გაჩენა, მაგრამ მის გვერდით მძინარე ქმარს მაინც ღიმილით გადახედა. მიხვდა, რომ პატარა ბავშვივით იქცეოდა, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა ზღაპრების. „თანახმა ვარ-ით“ და რომანტიკული, ფინალური კოცნით რომ მთავრდება საკურთხეველთან. პირველად სწორედ ახლა დაფიქრდა, რომ მან და დემეტრემ ურთიერთობის ბევრი ეტაპი გამოტოვეს და ისე შეეჭიდნენ ყველაზე რთულს. თავში უაზროდ უტრიალებდა ქმრისგან მოსმენილი ფრაზები, უცნაური სიტუაციისთვის შეუფერებელი გამოხედვები, საოცრად მიმზიდველი ღიმილი და ის გრძნობა შეცდომა დავუშვის გაფიქრებასაც რომ არ განებებს. ისევ გადაუსვა ხელი მკერდზე და უკვე მერამდენედ შეეკრა სუნთქვა უსწორმასწორობების შეგრძნებისას. არა... ნინამ იცოდა, რომ ვერ შეძლებდა ამაზე კითხვების დასმას, იცოდა, რომ გაუჭირდებოდა პასუხების მოსმენაც და საკუთარ თავს შეაძულებდა თუ დაინახვდა რომ დემეტრე მხოლოდ მისთვის იტყოდა რამეს და თვითონ არ ენდომებოდა... ნინას არ სჭირდებოდა არანაირ მსხვერპლზე წასვლა, ამისთვის საკმარისად დიდი მოთმინების უნარი ჰქონდა, მაგრამ სადღაც ღრმად გული მაინც წყდებოდა, რომ დემეტრეს თვითონ არ მოუნდა ეთქვა მისთვის ყველაფერი. ყველა სხვადასხვანაირად უმკლავდება ტკივილს და სხვადასხვანაირად ეგუება ცხოვრებას თავიდან, ახსნა ისევ იპოვა ნინამ და მძინარეს ყელში ნაზად აკოცა.
-შეგიძლია ამ ხერხით ყოველ დილით გამაღვიძო, დემეტრემ ცოლს გაუღიმა და ხელი უფრო მაგრად მოხვია. -რატომ იცვამ ხოლმე ამათ? თავისი მაისურზე მიანიშნა დემეტრემ და პასუხს არ დალოდებია ისე დაუკოცნა ტუჩები გოგონას.
-იმიტომ, ღიმილით უპასუხა ნინამ და საწოლზე წამოიწია. -დღეს რას ვაკეთებთ?
-რამდენჯერ იყავი პარიზში? დემეტრე ღიმილს ვერ იკავებდა.
-საიდან მიხვდი, რომ ნამყოფი ვარ? ნინამ წარბები შეკრა, მთელი ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა არაფრით გამოეხეტა ის, რომ მისთვის აღფრთოვანების საგანს აღარ წარმოადგენდა საფრანგეთის ღირშესანიშნაობების დათვალიერება.
-ნინა, ძალიან ცუდი მატყუარა ხარ, დემეტრემ გაიცინა და ისიც წამოჯდა ცოლის მსგავსად.
-ხუთჯერ, ძირითადად ცეკვით, დემეტრეს უფრო თავის თავზე გაეცინა, ვიდრე ნინას დაბღვერილ თვალებზე.
-დღეს ვნახავთ იმას, რაც არადროს გინახავს, თვალი ჩაუკრა დევდარიანმა და ზედმეტად კმაყოფილი წამოდგა საწოლიდან.
-ამ სასტუმროში პირველად ვარ, სიცილით გასძახა ნინამ უკვე სააბაზანოში შესულ ქმარს და ისევ საწოლში შეძვრა.
^^^
-კაბა მიყიდე? ნინა ქმარს დასცინოდა და მის სახეზე უფრო მხიარულდებოდა.
-შენ ხომ არ იცი სად მივდივართ, ჩაიცვი და გელოდები, სმოკინგის ბაფთა შეისწორა დემეტრემ და ნინას ყუთი მიაწოდა. ნინამ მოუთმენლად ამოძვრინა კაბა ყუთიდან და გაოცებისგან ღიმილი გაუქრა სახიდან. კაბა გრძელი და ჭაობისფერი იყო, რომ გგონია რაღაც საიდუმლოს ინახავს ისეთი ფერი, ზურგზე ღრმად ამოჭრილი იყო და ეს საოცრად მიმზიდველს ხდიდა, საოცრად ფაფუკი იყო, ნინას მოუნდა რაც შეიძლება მალე ეგრძნო თავის სხეულზე და სააბაზანოში გაიქცა მოსაწესრიგებლად. როგორც ჩანს დემეტრე მაინც კარგად იცნობს, ამის აღმოჩენამ უფრო გაახარა, ვიდრე ულამაზესმა საჩუქარმა. სარკეში კიდევ ერთხელ შეთვალიერა საკუთარი თავი და დემეტრესთან გავიდა.
-კარგი გემოვნება რომ გქონდა ვიცოდი, მაგრამ ასეთს ვერ წარმოვიდგენდი, ღიმილით უთხრა ქმარს და კისერზე ხელები შემოხვია.
-დღეს ხელს არ მიშვებ, სიცილით დაუქნია დემეტრემ თითი და თვითონაც მოხვია წელზე ხელები.
-შეგეძლო უბრალოდ გეთქვა ლამაზი ხარო და მადლობას გეტყოდი, თვალები აატრიალა ნინამ, თავი მკერდზე მიადო და მისი გულის ცემა შეიგრძნო, -დემეტრე... ნინამ ისევ თვალებში ჩახედა და ვერაფრით მოახერხა გაეღიმა, -მე არ ვფიქრობ, რომ ვიჩქარეთ, ვერც დემეტრემ გამოხატა სიცილით ის გრძნობა, რაც ნინამ გულწრფელმა აღიარებამ გამოიწვია, მაგრამ გოგონამ დაინახა რაღაც ძალიან უცნაური მის თვალებში, რასაც თავიდან სახელი ვერ დაარქვა. ალბათ იმედი ან რწმენა... ან ორივე ერთად.
-ჯერ კიდევ დიდი დრო გვაქვს მაგისთვის, ახლა უკვე სიცილით ჩაიალაპარაკა დევდარიანმა და კიდევ უფრო მაგრად მოხვია ცოლს ხელები. -წავედით ახლა.
^^^
-როდის გითხარი? ნინა აფიშასთან იდგა და გაოგნებული მიშტერებოდა სარეკლამო პოსტერს, ჯერ კიდევ ვერ დაიჯერა რომ საფრანგეთი, პარიზი, ქორწილის თარიღი, ყველაფერი ამ დღისთვის იყო, ამ დღისთვის და ნინასთავის, სულ ოდნავ ჩაწითლებული თვალებით გახედა ქმარს და მაგრად ჩაეხუტა.
-ერთ-ერთი საყვარელი მიუზიკლი, სიმღერა, სპექტაკლი, ყველაფერი, დემეტრემ ყურში ჩასჩურჩულა მისივე ნათქვამი ფრაზა და თავი ძალიან, ძალიან შესაფერის ადამიანად იგრძნო ნინასთვის, მიხვდა, რომ გაახარა, აგრძნობინა რამდენს ნიშნავდა მისთვის ცოლი... არა იმით, რომ საყვარელ სიმღერებს მოასმენინებდა რამდენიმე წუთში, იმით, რომ მისი ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანი იყო დემეტრესთვის, რომ იგი არაფერს დაივიწყებდა და გააკეთებდა უმიზეზოდ, მიზეზი კი ყოველთვის მხოლოდ ნინა და მისი ბედნიერება იქნებოდა, რადგან სწორედ ამ ბედნიერებას შეეძლო დემეტრესთვის ნანატრი სიმშვიდის წუთების ჩუქება, მხოლოდ ნინას გახარებულ, კმაყოფილ და იმედიან გულწრფელ ღიმილს.
-ოღონდ დღეს სპექტაკლი არაა, მხოლოდ სიმღერებს იმღერებენ, დემეტრემ ნაზად მოიშორა ცოლის მკლავები და ისევ გაუღიმა.
-გაურუს და ჰელენას მოვუსმენთ, ლამის წამოიყვირა ნინამ და ისევ პოსტერს მიაშტერდა.
-წავედით, ხელი მაგრად ჩაშჭიდა ცოლს და ფართო კარში შეატარა. ნინა მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ ყოველთვის ასეთ ქმარზე ოცნებობდა... ქმარზე, რომელსაც მისი სიხარული დაამშვიდებდა, გააბედნიერებდა და მისი ღიმილისთვის იბრძოლებდა. გაუაზრებლად უფრო მოუჭირა ხელი ხელზე. პირველი ჰანგების გაგონებისთანავე იგრძნო დემეტრემ როგორ დაუარა ჟრუანტელმა გოგონას და ანტრაქტამდე არათუ ხმა ამოუღია, არც გაუხედავს სხვა მხარეს, ნინა მხოლოდ ისმენდა და თან ოცნებას ისრულებდა...



№1  offline წევრი ket-kat

<3 <3 კარგი გოგო ხარ

 


№2  offline წევრი nestanuka13

ნაიარევი რომ ექნებოდა ზურგზე ხცადი იყო, იმას ვერ ვხდები ასეთი ცოტა ნახვა რატომ აქვს ამ ისტორიას იმდენად ზრდასრული ნაწერია

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

nestanuka13
ნაიარევი რომ ექნებოდა ზურგზე ხცადი იყო, იმას ვერ ვხდები ასეთი ცოტა ნახვა რატომ აქვს ამ ისტორიას იმდენად ზრდასრული ნაწერია


ზრდასრული ნაწერი რომაა, მაგიტომ ჰყავს ცოტა მკითხველი :))).

 


№4  offline წევრი nestanuka13

უნდა დაგეთანხმო winked

 


№5  offline წევრი casas

ძალიაან მომწონს ეს ისტორია.ყველანაირად სრულყოფილია,ყოველთვის მსუყე თავებს დებ ხოლმე და ეს ძაალიან კარგია. winked

 


№6  offline წევრი Mkitxveli

რა სრულყოფილად წერ. განსაკუთრებით ის მომწონს დემეტრესა და ნინას ემოციებს როგორ კარგად გამოხატავ. საოცრება ხარ!

 


№7  offline წევრი tveni

რო შემოვიხედავ ხოლმე და შენი ისტორიის ახალ თავს დავინახავ საღამოს ველოდები ხოლმე რო გემრიელად სიჩუმეში და სიმშვიდეში წავიკითხო <3 <3

 


№8  offline წევრი aneta

ჩემს საოცნებო ურთიერთობებს აღწერ და ამოტომ მომწონხარ ასე ძალიან,ნიჭიერი გოგო ხარ შენ !

 


№9  offline წევრი zoi

აგვისტოს ომი,ეს ორი სიტყვა რომ წავიკითხე თავიდან ფეხებამდე დამიარა......ჯერ არც კითხვები დასმულა და არც პასუხები გაუცია დემეტრეს,იმედი მაქვს ამ თემასთან განსაკუთრებულად კარგ სიუჟეტს მოიფიქრებ.......არ ვიცი ომი შენც შეგეხო თუ არა მაგრამ იმათთვის ვისაც ცხოვრება წაგვართვა ომმა მნიშვნელოვანია ეს თემა.,........ძალიან მაგარი გოგო ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent