დაუპატიჟებელი სტუმარი (3)
ტკივილისაგან გაბუჟებული სხეული ძლივს აზიდა, თუმცა მოძრაობა მაინც უჭირდა, რადგან ფეხში მკვლელი ტკივილი უვლიდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. როგორც იქნა ვერტიკალურად გაასწორა სხეული და მოღრეცილ კაუჭს არ ჰგავდა , იატაკზე რომ იყო გართხმული. ხვიბლიანის მზერაში კვლავ ამოიკითხა სიბრაზე, რომელსაც სიცივე უფრო მეტ იერს და ეშხს მატებდა, ამიტომ თვალი მოაცილა, თორემ ლამის მასაც გადმოედო ყინული. მამაკაცი ხმას არ იღებდა, თუმცა მისი ღრმა და გამწარებული სუნთქვით თუ ვიმსჯელებთ, შუაზე გაწიწკნიდა ბერიძეს, ყავარჯენი რომ არ უმშვენებდეს მარცხენა ფეხს. -რას დაძუგძუგებ ამხელა გოგო ამ შუა ღამეს? იმხელა ბრაზი იგრძნობოდა მის ხმაში, შიშისგან ენა გადაყლაპა ნაინამ. ან რა უნდა ეთქვა? ამხელა კაცს, ხომ არ ეტყოდა ტუალეტში ვიყავიო! თუმცა , რა არის ამაში სამარცხვინო, ყველა თავის ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, მათ შორის ნაინაც. -ტუალეტის შესახებ გსმენია რამე? -ამოიბლუყუნა ძლივს და ამხელა გამბედაობისათვის, იმ წამს მისი თავისთვის გრანტიც კი გაიმეტა. -რომ მსმენია იმიტომ ვრწმუნდები შენი სურვილების არაპროპორციულობაში! უკუღმართო. ასეთი კომპლიმენტები ნამდვილად პირველად მოისმინა მისი მისამართით ნაინამ და შეურაცხოფილთან ერთად, გაკვირვებულიც იყო. -შენი შიშით ტუალეტშიც ვერ გავიდე? -ესეც ასე, უკვე თამამად ატლიკინდა ნაინა, შიშობდა ამ ყველაფერს კარგი დასასრული არ ექნებოდა. -არავინ არ გაშინებს, პატარა ბავშვმაც იცის, ტუალეტი დღისით რომ უნდა მოილიოს! -მაშინ შენ რაღა გინდა აქ? -მისი გამოჭერა სცადა ნაინამ. საოცრად უხერხულ სიტუაციაში იმყოფებოდა იმ წამს. ვერასოდეს წარმოიდგეენდა კაცთან ბუნებრივ მოთხოვნილებებზე თუ დაიწყებდა ოდესმე საუბარს. მაგრამ ყველაფერი ბერდიას ბრალია! რას დაუწყო რჩევა-დარიგებების მიცემა, როცა უნდა მაშინ მოილევს მის საქმიანობას! ყველაზე ბავშვური დიალოგი გაიმართა იმ წამს მათ შორის. ორივე ერთმანეთის გამოჭერას ცდილობდა და საკუთარ თავს, თვითონვე აბეზღებდნენ. მეორე კლასელი ბავშვიც კი მიხვდება რომ ეს ორი ერთმანეთს ეჯინება. 888 ასეთ ჩხუბსა და ორომ-ტრიალში გავიდა ორი კვირა. ხვიბლიანის ფეხი ნელ-ნელა მორჩენის გზისკენ იყო დაყენებული. ლილე და მარიამი საოცრად შეეგუვნენ ოჯახს, ისევე როგორც ოჯახი _ მათ. გოგონებისდამი ყველა დიდ სითბოს და მოწიწებას იჩენდა. გრეტა თავს ევლებოდა ორივეს, ასევე მურთაზიც. ვაჟა კი.. ო, ვაჟა! ისე თბილად ექცეოდა მარიამს და ლილეს, თითქოს მისი ოჯახი ყოფილიყოს. დარწმუნებულია, საოცრად შეისისხლხორცა პატარა პრინცესა. ნაინას მახვილ მზერას არ გამოჰპარვია ლილესა და ვაჟას თვალებს შორის გაბმული უცნაური ძაფები, თუმცა გოგონას გამოჭერაც არ უნდოდა. მიხვდა, ამით უფრო უხერხულ სიტუაციაში რომ ჩააგდებდა, ამიტომ ჩუმად იყო. ერთ დღეს, საშინლად ეუცნაურა ბერდიას მობრეცილი სახე, სავარაუდოდ ტკივილი რომ იყო მისი მიზეზი. დივანზე გაწოლილი უცნაურად იღრიცებოდა და წელის აზიდვას უშედეგოდ ცდილობდა. -რამე ხომ არ გჭირს?-მორიდებულად ჰკითხა მამაკაცს, საპასუხოდ მისგან რამე მწარე რომ არ მიეღო. -ზურგი მტკივა, -ამოიკრუსუნა შეწუხებული ხმით ხვიბლიანმა. -ვაჟას დავურეკავ და ახლავე მოვა, საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოთ. -დაფაცურდა ნაინა და ტელეფონს დაუწყო ძებნა. როგორც იქნა დიდი არქეოლოგიური გათხრების შემდეგ, ამოიღო მობილური და სწრაფად აკრიბა ბოლქვაძის ნომერი, თან ბერდიას გაბრაზებულ და გამაფრთხილებელ ტონს არ იმჩნევდა, მის შეჩერებას რომ ქადაგებდა. აღელვებულმა, ძლივს აუხსნა სიტუაცია ვაჟას, რომელიც მალევე მათთან გაჩნდა და სვანის დიდი წინააღმდეგობისდა მიუხედავად საავადმყოფოში წააცუნცულა ეს უკანასკნელი. დიდ ხანს იბორიალეს დერეფანში ორთავემ. ხან კედელს მიეყუდა ერთი, ხან სკამზე ჩამოჯდა, ისეთ დღეში იყვნენ, თითქოს ვინმეს გლოვობდნენ. გოგონას არც თუ ისე მიზანშეწონილად მიაჩნდა ხვიბლიანის წელის ტკივილი, სწორედ ამიტომ ღელავდა ამდენს. თეთრ ხალათიანი მამაკაცი ძლივს გამოღოღდა პალატიდან, ნაინას და ვაჟას მიუახლოვდა და იმედიანი სახით შეხედდა. -როგორ არის, ექიმო? -თვალებგაფართოვებული მივარდა ბოლქვაძე მამაკაცს. -წელის ტკივილები აღენიშნება, რაც მის მდგომარეობაში, არც თუ ისე კარგია, რადგან სულ წევს. ამიტომ აუცილებელია ხშირად ისეირნოს, თქვენი დახმარებით და რბილ ზედაპირზე იძინოს, ან იწვეს. -კარგით. -ახლა ასე უნდა შევთანხმდეთ, რომ ბერდია დაწვება ჩემთან. შესაბამისად, მისაღებში დივანზე გორიალი არ მოუწევს არავის, ამ საცოდავივით რომ არ დაემართოს. -მოკლე ლექცია ჩაუტარა ოჯახის წევრებს ვაჟამ და ყველას ღიმილით მოავლო თვალი. ცოტა ხნით ლილეზე შეჩერდა, რომელსაც მისი მზერისგან, თუ უხერხულობისგან ლოყები აუწითლდა და თავი დახარა. „ეს ორი ცუდად კურკურებს“ გაიფიქრა ნაინამ და ეშმაკური ღიმილი გამოესახა სახეზე. ჩვეულებრივად ივახშმეს, გოგონებმა სუფრა აალაგეს, თუმცა დროდადრო, გრეტას ატანაც უწევდათ, თავზე რომ დაჰქაქანებდათ, წადით დაიძინეთ და მე დავალაგებო, თუმცა ორივეს ერიდებოდა ამდენი ჭურჭლის მისთვის დატოვება. ქოთქოთა ნათლია, თავისი ხელით მიაცილა საძინებლამდე და ლილესთან ერთად დაბრუნდა სამზარეულოში, სადაც გოგონა ჭურჭელს რეცხავდა. ძალიან უნდოდა ვაჟაზე საუბრის წამოწყება, მაგრამ ერიდებოდა, თან ინტერესიც კლავდა. -თექვსმეტი წლის ვიყავი,-მოულოდნელად დაიწყო ლილემ და ნაინაც მიხვდა, რაზე საუბრობდა, -მუსიკიდან ვბრუნდებოდი, გვიანი იყო. ასე, 8 ან 9 საათი.. მაინც და მაინც, მაშინ ვერ ავიღე მეშვიდე ნოტი! დიდ ხანს მამეცადინა. გზაში ვიყავი, დენი რომ წავიდა და მთვრალი ბიჭი მოდიოდა გზაზე. ისე შემეშინდა, მისი უაზრო ხითხითი გულს მირევდა და შიშის ზარს მცემდა. იქვე, მანქანის სადგომთან მიმიწყვდია და ხელების უაზროდ ფათური დამიწყო. ძალიან სუსტი ვიყავი მასთან შედარებით, რაც იმ არაკაცის წისქვილზე ასხამდა წყალს.. ყველანაირი ძალებისგან დავიცალე, შეწინააღმდეგება ვეღარ შევძელი და.. ის მოხდა რაც არ უნდა მომხდარიყო ამ ასაკში.. დედა.. ის მანამდე გარდაიცვალა, ორი თვით ადრე. თითქოს ის არ მყოფნიდა რაც ადრე დამატყდა თავს, ახლა ესეც დაემატა და... მაგრამ მერე თითქოს, მხსნელად შემეძინა მარიამი... მამაჩემი, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ცხოველი და არაადამიანია. შეიძლება, მშობელზე ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ის ასეთია! ბავშვს საერთოდ არ უფრთხილდება, თოთო იყო მარიამი, მოსაწევი რომ მოიტანა სახლში. ის ღამე, გარეთ გავათიეთ. არ გვაქვს ამდენის სახსრები, მაგრამ დაფინანსებითა და მეგობრების დახმარებით, მოვახერხე საავადმყოფოში მოსვლა.. ახლა კი აქ ვარ და მადლობას გიხდით ყველაფრისთვის.. სამსახურიც ვიშოვე უკვე, მალე ბინასაც ვიშოვი და გადავალ. -ბოლო ცრემლი მოიწმინდა თვალიდან და ონკანიც გამორთო. -რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩი.. -სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, მხოლოდ ეს უთხრა და მაცივარში შეიხედა. -დალევ რამეს? -არა, მადლობა. მირჩევნია,დავიძინო. -სევდიანი ღიმილით დაასაჩუქრა ნაინა და სამზარეულო დატოვა. გაკვირვებული უსმენდა ვაჟა ამ ყველაფერს და ბოლომდე არ ეჯერა მოსმენილი. რატომღაც გული ეწვოდა და ვერაფრის გააზრებას ვერ ახერხებდა, გარდა იმისა, რომ ამხელა ტკივილი გადაიტანა ლილემ, სრულიად მარტო. ნეტავ სულ არ მონდომებოდა წყალი ამ შუაღამისას! ნეტავ სულ არ მოესმინა ეს სიტყვები და საკუთარი თავი სამუდამო სიყრუისათვისაც კი ემეტებოდა.. ვერ წარმოიდგენდა და ასეც იყო, რომ ამგოგოში რამე უწმინდური იყო. მიუხედავად ასეთი წარსულისა, ასე მძიმე ტვირთისა და სულის მკვლელი სიკვდილისა, ლილეს მაინც შეუძლია გაიღიმოს. მხოლოდ ლილეს შეუძლია, ცხოვრებას კარგი თვალით შეხედოს და არ გაბოროტდეს! მხოლოდ ლილეს შეუძლია, მისი სისხლი და ხორცი უყვარდეს ისე, როგორც ნამდვილ დედას შეეფერება და არ ითვალისწინებდეს მისი ჩასახვის პირობებს! ეს ყველაფერი, მხოლოდ ლილეს შეუძლია! მხოლოდ, ლილეს! არ იცის, როდის გაება მისი თვალების მახეში და ამ მახემ როდის გადაისროლა სიყვარულის მორევში, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამას არასოდეს ინანებს! შეიძლება გოგონას სიყვარული მალე ვერ მოიპოვოს, შეიძლება, მან ვერასოდეს შეხედოს იმ გრძნობით, რომლითაც მას შეუძლია უყუროს დაულეველი ვადით, მაგრამ იმ ტკივილისთვის არასოდეს გაიმეტებს. ყოველთვის ეცდება, ისეთი პირობები შეუქმნას, წარსულის კვალი არ შეიმჩნიოს გოგონამ! ყოველთვის ეცდება მის ცრემლებს გასაქანი არ მისცეს. თუნდაც, მილიონი კილომეტრით იყოს დაშორებული მისგან, მაინც დაიცავს! თუნდაც, არ მიუშვას გოგონამ მასთან ახლოს, მაინც დაიცავს. სწორედ მასსავით არ დაკარგავს იმედს, სწორედ მასსავით იბრძოლებს საკუთარი კეთილდღეობისთვის. პირველად რომ მოიყვანა ლილე ნაინამ, იფიქრა, რომ ლამაზი ღიმილი ჰქონდა. უფრო სწორად, ის ჰქონდა, რასაც ყველაზე მეტად აფასებს გოგოში! ლამაზი, გულწრფელი ღიმილი და სუფთა თვალები! შვილი რომ დაიანახა მასთან ერთად, იმედები გაუცრუვდა, რატომღაც. მერე მიხვდა, ქმარი რომ არ ჰყავდა და მარიამი ზუსტად სამ წუთში ისე მიიღო, როგორც საკუთარი შვილი. არც ნანობს, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო, ასე მალე რომ შეიყვარა პატარა მარიამი! ძალიან, ძალიან ადვილად უყვარდება ადამიანები, ადვილად შეჰყავს გულის კარამდე და საოცრად თბილად ექცევა მათ. _______ ბოდიში დაგვიანებისათვის. ახლა რა უნდა გითხრათ. გამოცდები მაქვს წლის ბოლოს, და 34 ბილეთი მაქვს სასწავლი მე საცოდავს. ამიტომ ისტორიისთვის ვერ მოვიცლი, მომდევნო 2 კვირა. საერთოდ არ მექნება ეს დრო კომპიუტერთან კონტაქტი. ვიცი, რომ ეს ისტორია ახლა არ უნდა დამეწყო. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში. ახლა წესიერად თუ არ დავიწყე მეცადინეობა, კომპიუტერს დავკარგავ, რომელზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი და რომლისთვისაც ამდენი ხანი ვშრომობდი. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში! რაც შეეხება ისტორიას, აუცილებლად გავაგრძელებ, როცა მოვილევ საქმეებს. ახლაც, დიდი თავის დაწერა ვერ მოვახერხე. ბოდიში, ბოდიში, ბოდიში!!!!!! ფოტოებზე პერსონაჟები: ქერა_ნაინა. მეორე გოგო_ ლილე შავგრემანი ბიჭი-ვაჟა წვერებიანი- ბერდიუშა (ვიცინი) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.