შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიზმარში შემიყვარდი. 7


22-05-2015, 18:31
ავტორი Ana-maria11
ნანახია 2 809

ელენს გაეღიმა, წერილი ისევ მაგიდაზე დადო და საწოლზე მიწვა. მარი ცნობისმოყვარეობით კვდებოდა და წერილს ეცა.
-ვაიმეე რა საყვარელია გოგოო, იქვე დადნა მარი.
-ხო არც კი გამომემშვიდობა და ეხლა ვარდებით უნდა გამოისყიდოს თავისი დანაშაული. ბუზღუნებდა ელენი.
-ოო როგორ იცი რა ყველაფრის გაფუჭება. იქნებ მართლა სასწრაფო საქმე ქონდა და რა უნდა ექნა, ოთახში გიჟივით შემოგვარდნოდა მძინარე გოგოებს და დავეღვიძებინეთ? გაიკვირვა მარიმ. ელენი მარის მოეხვია და მაგრად აკოცა ლოყაზე
- შენ რო არ მყავდე დარდი მომკლავდა.
-ხო და კიდე რო მიჯერებდე უკეთესი იქნებოდა. დავიძინოთ ეხლა, იქნებ დილით კარგი ამინდი იყოს და ზღვაზე გავიდეთ. გოგონები დასაძინებლად მოემზადნენ. ელენი გულაღმა იწვა ლოგინზე, მაგრამ ძილი არ ეკარებოდა. თვალწინ ლუკას სახე ედგა, თითქოს მისი სურნელიც კი იგრძნო. მაგრამ ისევ ენდი გაახსენდა და უსიამოვნო გრძნობამ დაუარა.
დილით მართლაც სასიამოვნო მზე ანათებდა. ელენს გაუხარდა, რომ ისევ გამოიდარა და მარი სასწრაფოდ გააღვიძა. გოგონები გამოეწყვნენ საცურაო კოსტუმებში და მეგის შეუარეს, რომელიც უკვე მზად იყო. სანაპიროზე რომ ჩავიდნენ ზღვა აღელვებული იყო, ამიტომ ურჩიეს დღეს აუზით ესარგებლათ. გულდაწყვეტილები გამობრუნდნენ და აუზს მიაშურეს.
-ბასეინში კვატივით ტივტივი რომ მდომოდა თბილისშიც კარგად მოვახერხებდი. აბუზღუნდა მეგი.
აუზი თითქმის სავსე იყო ხალხით, ოჯახები ბავშვებთან ერთად იყვნენ ჩასულები და მათი ჟივილ-ხივილი იქაურობას აყრუებდა. გოგონებს შეეზარათ ამ აურზაურში გარევა და "შეზლონგებზე" მოკალათდნენ. მათი კანის ფერი თან და თან უფრო მუქდებოდა. ნეტა ის თუ დაბრუნდა? ლუკაზე ფიქრი არ ასვენებდა ელენს, მაგრამ ის არსად ჩანდა. უცებ გოგონებს ნაცნობი წიკვინი შემოესმათ და სამივემ იქეთ მხარეს მიიხედეს. მეგიმ იმ წამსვე იცნო ბიჭის სახე. -გოგოო ეს ის ტიპია თვითმფრინავში, რომ მომეწონა და თურმე გოგოსთან ერთად რო ყოფილა. გახსოოვთ? გადაუჩრუჩულა გოგონებს.
წყვილი მათ გვერდით მოკალათდა. ბიჭმა გადახედა მის გვერდით, მიწოლილ მეგის სექსუალურ ფეხებს, მერე თვალი მკერდისკენ ააპარა და ბოლოს სახეზე რომ შეხედა მანაც იცნო გოგონა აეროპორტიდან. -დათუჩი, ჩემი "ბოდი ლოსიონი" მომაწოდე რა, უჰჰ როგორ ცხელა კაცო აქ. გამოაფხიზლა მისი მეწყვილეს ხმამ.
მეგიმ შეამჩნია, როგორ უთვალთვალებდა ბიჭი და გული აუჩქარდა. ისიც აპარებდა მისკენ თვალებს და გაოცებას ვერ მალავდა, რას აკეთებდა ესეთი სიმპატიური ბიჭი იმ გოგოსთან, რომლის ვიშვიში თითქმის ყველას აღიზიანებდა. "დათუჩიმ" მიაწოდა ქალბატონს "ბოდი ლოსიონი" და თავისი თანსაცმლის გაძრობას შეუდგა. მაისური რომ გადაიძრო, მეგიმ თვალები ჭყიტა მისი სხეულის დანახვაზე. ღმერთო ჩემო როგორი მოხდენილია, გაიფიქრა თავისთვის და სცადა მზერა სხვა რამეზე გადაეტანა, რადგან ბიჭმა შეამჩნია ეს და თვალი ჩაუკრა. მეგის უნდოდა გოგოებისთვის ეთქვა, რაც დაემართა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა არ გაიგონოს, რომ მასზე ვლაპარაკობო.
ელენს სთხოვა, წამოდი რამე ცივი სასმელი ავიღოთო და სასწრაფოდ წამოხტა.
-გოგოო იცი რა დამემეართა? იმ დათუჩის ტანს რომ მივაშტერდი დამინახა და თვალი ჩამიკრა. ნეტა იქვე მოვმკვდარიყავი ისე შერმრცხვა, თან გვერდზე შეყვარებული თუ ცოლი უზის. აწითლებული მეგი აღელვებას ვერ ფარავდა.
-მეგი ხო კარგად ხარ, პირველად მესმის შენგან ესეთი სიმორცხვე. გულიანად გაიცინა ელენმა. სასმელები აიღეს და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდნენ. დათუჩი უკვე აუზში ჩასულიყო. აფორიაქებული მეგი კი თვალებს ვერაფერ უხერხებდა და სულ მისკენ ქონდა მიმარული. წყლიდან რომ ამოვიდა, მეგის გვერდით გაიშხლართა შეზლონგზე და გოგონებს გადახედა. მისი მეწყვილე სადღაც გაუჩინარდა, დათუჩიმ დრო იხელთა და მეგის მიუბრუნდა:
-როგორ ხარ? .. მეგის ეგონა მომესმაო და გაფართოებული თვალებით გახედა.
-გმადლობთ, კარგად. ცივად უპასუხა და თან ბრაზი მოერია, გაისტუმრა თუარა თავისი ქალბატონი, მაშინვე გამიბა საუბარიო. მარი და ელენი თითქოს არ იმჩნევდნენ, რაც მათ გვერდით ხდებოდა, თუმცა ორივე ყურდაცქვეტილები უსმენდნენ, გვერდზე მოჭუკჭუკე წყვილს.
-მე დათა ვარ, მგონი ჩვენ ერთმანეთს აეროპორტში შევხვდით ხო?
-მე მეგი, მაგრამ ჩემო კარგო მგონი ცოტა უხერხულია შეყვარებულთან ერთად მოსული სხვა გოგოს რომ ეკეკლუცები. წარბ აწეულმა მეგიმ აღშფოთება ვეღარ დამალა. დათამ ჯერ გაოცებულმა შეხედა, მერე კი გულიანად გადაიხარხარა. მის ასეთ რეაქციაზე მეგი დაიბნა, ვერ ხვდებოდა რა იყო აქ ესეთი სასაცილო.
-ნინი ჩემი შეყვარებული კიარა ბიძაშვილია, ქალბატონო მეგი და სანამ სხვის გაკიცხვას დაიწყებ, კარგი იქნებოდა თუ იკითხავდი ჯერ რამეს. ირონიულად გამოსცრა დათამ და ისევ წყალში გადაეშვა. პირდაღებული მეგი, ერთიანად გაწითლდა, უნდოდა მიწა გამსკდარიყო და თან ჩაეტანა. პირველად იყო მის ცხოვრებაში, რომ მამაკაცი ესე ირონიულად დაელაპარაკა და უხეშად რომ ვთქავთ "მოაკეტინა".
მარიმ და ელენმა თავი ვეღარ შეიკავეს და ერთმანეთს აწყდებოდნენ სიცილით. თან მეგის ეუბნებოდნენ ხო მიიღე კარგი გაკვეთილიო. მეგი კი გაბუსხულული იჯდა და არც უსმენდა გოგონების დაცინვას. ცოტა ხანში ნინი კოქტეილებით ხელში დაბრუნდა და დათას დაუძახა. ბიჭიც მაშინვე ამოვიდა და ცივი სასმელით ყელი გაიგრილა. მეგისთვის ზედაც არ შეუხედავს, ნინის გვერდზე მიუჯდა და შუბლზე აკოცა.
ისევ მოიღრუბლა, მზე თითქმის აღარ ჩანდა, ხალხი ნელ ნელა იშლებოდა. გოგონები კი არ ჩქარობდნენ წასვლას, რადგან მეგიმ ურჩია ღრუბლებში უფრო კარგი რუჯის მიღება შეგვიძლიაო. არც დათა და ნინი აპირებდნენ წასვლას. უეცრად საშინელი ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა და ისეთი წვიმა წამოვიდა, გოგონებმა წამოდგომაც კი ვერ მოაწრეს, რომ უკვე თითქმის სულ დასველდნენ. მარიმ და ელენმა სასწრაფოდ დაავლეს თავის ნივთებს ხელი და გაიქცნენ , მეგი კი ცდილობდა თავისი პირსახოცები, ლოსიონები და შლაპა ერთ ჩანთაში ჩაეტენა, რადგან ხელით მისი თრევა გაუჭირდებოდა. ეს რომ დათამ დაინახა მის ნივთებს მოხვია ხელი, ნინის დაუძახა გაიქეციო და მეორე ხელი მეგის ჩაავლო და თითქმის ძალით წაათრია. როგორც კი შენობაში შევიდნენ მეგიმ დარცხვენილმა მადლობა გადაუხადა დათას და თავისი ნივთები გამოართვა.
ნინი გოგონებს გამოელაპარაკა და გაუხარდა, რომ ერთ სასტუმროში აღმოჩნდა ქართველებთან ერთად. შემდეგ სთხოვა ერთად ვისადილოთო. გოგონებმაც სიამოვნებით მიიღეს მისი წინადადება და შეთანხმდნენ, რომ დაახლოებით ერთ საათში მისაღებში შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
ოთახში რომ ავიდნენ, მეგი მარის საწოლზე გულაღმა დაეცა და გაღიმებული სახით ერთ წერტილს მიაშტერდა.
-ოჰოო მგონი ვიღავის თვალებში სიყვარულის ნაპერწკლები გაჩნდა, შეაპარა მარიმ და გაიცინა.
-სიყვარულის არა ის, ვერ ხედავ როგორი უხეშია. არა მაინც როგორ თავხედურად მელაპარაკა. წამოენთო მეგის სახე.
-ხო და როგორ თავხედურად მოგკიდა ხელი და წამოგათრია. ღირსი იყავი იმ წვიმაში მიეტოვებინე. ნიშნის მოგებით უთხრა ელენმა.
-ლენ, რაღაც მოიწყინე ხო? შენიშნა მეგიმ.
-ნუ გეშინია, დარწმუნებული ვარ მალე ჩამოვა. დაამშვიდა მარიმ.
-თქვენ ხო კაცი ვერაფერს გამოგაპარებთ. გაუღიმა ელენმა გოგოებს.
საუბარში ისე გაერთნენ, რომ ვერც კი შენიშნეს დრო, როგორ გავიდა. მარის შიმშილის გრძნობამ რომ შემოუტია, მხოლოდ მაშინ დახედეს საათს და ნახეს რომ 10 წუთში დაბლა უნდა ყოფილიყვნენ. სასწრაფოდ მოემზადნენ და მისაღებში ჩაცვივდნენ. იქ მხოლოდ ნინი იჯდა და მათ ელოდა. მეგის გული დაწყდა დათა, რომ ვერ დაინახა და უფრო გაბრაზდა მასზე.
გოგონები რესტორანში შევიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ.
-თუ შეიძლება ერთი სკამიც რომ დაამატოთ ჩემი ბიძაშვილიც შემოგვიერთდება. სთხოვა ნინიმ მიმტანს, მეგიმ კი შვებით ამოისუნთქა. გოგონები საუბარში გაერთნენ და ვერც კი შეამჩნიეს, როგორ მიუახლოვდა მათ მაგიდას დათა. მისი სკამი მეგის გვერდით იდგა და ისე ხმაურიანად გამოსწია, რომ მეგიმ კინაღამ შემთხვევით წვენი გადაასხა.
-მოკლედ შენს გვედრით ყოფნა დიდი შარია, კვლავ ირონიული ტონით დაიწყო დათამ და მის გვერდით მოკალათდა. მეგის ძალიან მოუნდა მისთვის საკადრისი პასუხის გაცემა, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა და ვითომც დათას ნათქვამი არც გაუონია ისე განაგრძო გოგონებთან საუბარი. დათა უფრო აზარტში შედიოდა, როდესაც ხედავდა მეგის გაბუსხულ სახეს.
-აუ როგორ წვიმს , დაიწუწუნა ელენმა და სევდიანად გაიხედა ფანჯარაში.
-ხო ისეთი ამინდია, მთელი დღე ლოგინში, რომ უნდა იწვე ვინმე მაგარ ქალთან ერთად. დაეთანხმა დათა ელენს და მეგის ეშმაკურად გაუღიმა. გოგონებს მის ნათქვამზე გაეცინათ, თუმცა ამ დროს მეგის აწითლებული სახე უფრო სასაცილო იყო, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ დათა გემრიელად არ მიელანძღა.
-მოდი იცით რა ვქნათ, საღამოს ჩემს ოთახში ამოდით ყველა, რამე სასმელი დავითრიოთ და ცოტა გავერთოთ. შესთავაზა დათამ გოგონებს. მისი იდეა ძალიან მოეწონა ნინის და დანარჩენებსაც სთხოვა დათანხმებულიყვნენ. სხვა გზა არ ქონდათ, გარეთ გასვლას ვერც მოახერხებდნენ ასეთ ამინდში ამიტომ ნინის დათანხმდნენ. სადილს, რომ მორჩნენ ყველანი დათას ოთახში ავიდნენ. იმხელა აპარტამენტი ქონდა აღებული, გოგონებს პირი დარჩათ ღია.
-ამხელა ოთახში რამდენს იხდი კი მარა? ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა მარიმ.
-არაფერსაც არ ვიხდი. სასტუმროს მფლობელი ჩემი ბავშვობის ძმაკაცია, ერთად ვიზრდებოდით. ხოდა, მე და ნინი დაგვპატიჟა საახალწლოდ. კაი ტიპია ლუკა, გაგაცნობთ რომ ჩამოვა. ეხლა დუბაიში გაფრინდა, რაღაც საქმეზე და ხვალ საღამოს აქ იქნება.
დათამ რომ ლუკას სახელი ახსენა ელენს გული ისე აუჩქარდა, იქვე სავარძელზე ჩამოჯდა, რომ არავის შეენიშნა მისი აღელვება, თან გაუხარდა, რომ ხვალ ისევ აქ იქნებოდა.
-ჰმმ დიდი მადლობა, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცნობთ ლუკას. ამაყად უთხრა მეგიმ.
-ოჰო ესე იგი უკვე ამოქმედებულა ბიჭი. შეეპასუხა დათა მეგის და ეჭვიანი მზერა მიაპყრო.
-კარგით, რას დალევთ გოგოებო? შეეკითხა ნინი და მინი ბარი გამოაღო. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ვისკი დაელიათ.
საღამოს მხიარულად ატარებდნენ. დათა მართლაც სასიამოვნო მოსაუბრე იყო და ყველა ძალიან ხალისობდა, როდესაც მეგის უშლიდა ნერვებს და მის ყოველ სიტყვას აკრიტიკებდა ხოლმე. მეგიც თითქოს შეეგუა იმას, რომ დათამ ის დაიმორჩილა და რაღაცნაირად უფრო დიდი სიმპატიით განიმსჭვალა მის მიმართ. გოგონები უკვე ისე დათვრნენ მაგიდასთან ეძინებოდათ. ნინი ბარბაცით გაემართა ოთახისკენ, ელენი და მარი კი დათამ ჩააცილა. ხურჯინებივით ყავდა გადაკიდებული და ისე მიათრევდა, მეგის კი სთხოვა ცოტა ხანს კიდევ დარჩიო. ისიც მოუთმენლად ელოდა დათას ოთახში დაბრუნებას, ხან სარკეს ეცა და თმა შეისწორა, მერე სავარძელზე ჩამოჯდა, მაგრამ გადაიფიქრა და ბოლოს დივანზე მოკალათდა. მალე დათაც დაბრუნდა. მეგის გვერდით მიუჯდა და სახე ისე ახლოს მიუტანა საწყალ გოგოს სუნთქვა შეეკრა.
-დავლიოთ! უდარდელად წამოიძახა დათამ და ჭიქები შეავსო. მეგიმ გაუბედავად მოწრუპა ცოტა ვისკი.
-რატო დაიძაბე? ნუ გეშინია შენ გაუპატიურებას არ ვაპირებ, შენითვე შემეხვეწები ცოტა ხანში. დამცინავი ტონით უთხრა დათამ. მეგი ადგილიდან წამოხტა.
-შენ ძაან დიდი წარმოდგენა ხო არ გაქვს შენ თავზე? შეიძლება ვიღაც ბანძ გოგოებში დიდი მაჩოს სახელითაც სარგებლობ, მაგრამ ჩემთვის ერთი უზრდელი და თავხედი პიროვნება ხარ! მიაძახა ატირებულმა გოგომ და კარებისკენ გაიქცა. დათამ თითქმის ერთი ნახტომი გააკეთა, მეგის ხელი სტაცა და კედელთან ააკრო. სუნთქვა გახშირებული ქონდა, მეგი კი კანკალებდა.
-მაგიჟებ მეგი. არ ვიცი რა მემართება იმდენად ლამაზი და სექსუალური ხარ, რომ ჭკუიდან მშლი.დღეს, აუზზე რომ გაიარაე იმდენი კაცის ყურადღება მიიქციე, რომ მომინდა შენთვის ხელი დამევლო და იქედან წამეყვანე. ვეჭვიანობ მეგ გესმის?.. მეგი გაოცებული უყურებდა.
-შენ ნორმალური თუ ხარ? სულ რაღაც მეორედ მნახე, რომელ ეჭვიანობაზე ლაპარაკობ, ან ესე უხეშად რატომ მექცევი. დათამ ხელები მოაშორა, სთხოვა მასთან ერთად ისევ დივანზე დამჯდარიყო. მეგი დაყვა მის სურვილს და გვერდით მიუჯდა.
-უხეში არ ვარ მეგ, არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ძალიან მიზიდავ და შენი უდარდელი დამოკიდებულება, რომ ვიგრძენი ამან გამაგიჟა. გეხვეწები ჩამეხუტე რა. საწყალი თვალებით შეხედა დათამ. მეგი მოლბა, რადგან ახლა სულ სხვანაირი დათა იყო მის წინ და ხელები მოხვია. ბიჭმა ისე მიიკრა მისი სხეული, თითქოს ცდილობდა მისი ნაწილი გაეხადა ისიც.
ცოტა ხანს ასე დარჩნენ. დათამ შენიშნა, რომ მეგის ძილი ეპარებოდა, ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა. თვითონ მაგიდასთან დაბრუნდა, სიგარეტს მოუკიდა და აივანზე გავიდა. წვიმის წვეთები უსველებდა სახეს და ძალიან სიამოვნებდა. თავისი ნათქვამი გაახსენდა ელენს, რომ უთხრა რესტორანში "ისეთი ამინდია, ლოგინში უნდა იწვე მაგარ ქალთან ერთადო". გაიღიმა, სიგარეტი ჩააქრო და ტანსაცმილიანად გვერდით მიუწვა მძინარე მეგის.
დილით, ადრე გაეღვიძა მეგის. თვალები რომ გაახილა, ეგონა ჯერ კიდევ ღამეაო ისეთი, ნისლიანი დილა იყო. დათას ხელი მოეხვია მისთვის წელზე და თავი მის კისერთან ქონდა ჩარგული. ადგომა უნდოდა, ამიტომ დათას ხელი მოიშორა და წამოხტა. დათას მაშინვე გამოეღვიძა.
-სად მიიპარები? მკაცრი ტონით ჰკითხა.
-ჩემს ოთახში. გადავლება მინდა, აქ ხომ არ ვიკოტრიალებ მთელი დღე.
-აქ ვერ გადაივლებ? იცი რა მაგარი ჯაკუზია? ორივე თავისუფლად ჩავეტევით. ეშმაკურად აათამაშა წარბები დათამ.
-იოცნებე. მიაძახა მეგიმ და ენა გამოუყო.
-ეხლა რომ ავდგები და მაგ ენაზე მთელი ძალით გიკბენ, მერე ვნახოთ თუ გექნება გარეთ გამოყოფის სურვილი. კარგი მიდი გადაივლე ნახევარ საათში გამოგივლი და საჭმელად ჩავიდეთ.
-უკაცრავად, მაგრამ იქნებ მე სხვა გეგმები მაქვს? გიკვირვა მეგიმ.
-უკაცრავად, მაგრამ შენი გეგმები უკვე გაგაცანი და ასე, რომ დროს ნუღარ კარგავ. 29 წუთი გაქვს დარჩენილი, მიუგო დათამ, პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა. მეგი კი პირდაღებული დატოვა ოთახის შუაგულში.
-იციი რაა სულაც არ ვაპირებ შენ დაკრულზე ვიარო, მითუმეტეს არც კი გიცნობ წესიერად! მიაძახა გამწარებულმა და მისი ოთახიდან გიჟივით გავარდა.
გოგონებს ჯერ კიდევ ეძინათ. მეგიმ მათი ოთახის კარი კინაღამ ჩამოიღო, ისე აბრახუნებდა. ელენმა გაოცებული სახით გააღო კარი და მეგი შურდულივით შევარდა ოთახში.
-არა წარმოგიდგენიააა? გრაფიკიც კი დამიწესა 29 წუთში ჩაცმული დამხვდიო. მაგას მე ვინ ვგონივარ. იდიოტი ამხელა კაცი! კაკანებდა მეგი.
გოგოები ჯერ კიდევ მძინარე სახით მისჩერებოდნენ და ვერ გაეგოთ რაზე ჩხუბობდა მეგი. მანაც ყველაფერი უმაბო.ბევრი იცინეს დათას საქციელზე და თან უხაროდათ, რომ როგრც იქნა ვიღაც გამოჩნდა, რომელიც მეგის მოარჯულებდა.
-მიდი ეხლა გადაივლე სასწრაფოდ, თორემ უკვე 16 წუთი გაქვს დარჩენილი. სიცილით უთხრა ელენმა.
-ეგრე ხოო? აი შენი ეგვიპტის პრინციც რო აგაცეკვებს თავის ნოტებზე მერე ვიცინებ კარგად. შესძახა მეგიმ და აბაზანაში შევარდა.
დათამ, ცოტა ხანში გოგოებს გამოუარა და როდესაც მეგიმ გაიგო უკვე გარეთ გველოდებაო, აბაზანიდან გამოსძახა გოგოებს :-უთხარით, რომ გავთხოვდი და უკვე თბილისში მივფრინავ!
–გათხოვდი კი არა მალე გამოდი, ისე მშია თუ დაგიჭირე ერთ ლუკმად არ მეყოფი. უპასუხა, უკვე აბაზანის კართან აყუდებულმა დათამ. მეგი შიშისგან შეხტა მისი ხმა, რომ გაიგონა და გარეთ დასჯილი ბავშვივით გამოვიდა. დათამ წელზე ხელი მოხვია, თავი გადაუწია და ყელში ისე ვნებიანად აკოცა, საწყალმა გოგომ კინაღამ გონება დაკარგა.
ელენი მოუთმენლად ელოდა ლუკას დაბრუნებას, ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს უკვე საუკუნე გასულიყო, რაც არ ენახა. თან მეორე დღეს უკვე ახალი წელი მოდიოდა და წვეულებისთვის უნდა მომზადებულიყო. საღამოს ყველანი ერთად ისხდნენ რესტორნის ტერასაზე და ყავას მიირთმევდნენ. ელენი თავის ტელეფონში იყო ჩამძვრალი და "ფეისბუქს" ათვალიერებდა, რომ უეცრად მის ყურთან ნაცნობი ხმა გაისმა.
-საღამო მშვიდობისა თოჯინა.. ელენი მისკენ შეტრიალდა, მისი სახის დანახვაზე თვალები სიხარულით აენთო და გული საშინლად აუძგერდა. მალევე მოახერხა თავისი ემოციების მოთოკვა და ლუკას მიესალმა.
-საღამო მშვიდობისა, მისტერ ძალიან დაკავებულო. ლუკამ გაუღიმა, შემდეგ დანარჩენებსაც მიესალმა და გაუკვირდა დათა და ნინი, რომ გოგონებთან ერთად ნახა. მათაც მოუყვეს თავისი გაცნობის დეტალები და ძალიან იხალისეს.
-არ მოგენატრე? ყველას თვალწინ ისე თამამად კითხა ლუკამ ელენს, რომ საწყალ გოგოს ლოყები აუწითლდა.
-როგორ არა, მთელი ღამე არ მეძინა, მარის კითხე თუ არ გჯერა. ცინიკურად მიუგო ელენმა. ლუკას ელენის უკარება ხასიათი კიდევ უფრო აღაგზნებდა და უფრო მეტ აზარტში შედიოდა, რომ გოგონა მთლიანად დაემორჩილებინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent