მე შენ სიზმარში შემიყვარდი 4
დადგა როგორც იქნა ნანატრი დღე, 26 დეკემბერი იყო. დილით თოვლი წამოვიდა და ნელ ნელა მოათეთრა თბილისის ქუჩები.გიორგიმ ელენს და მეგის მარისთან ერთად მიაკითხა. გოგოებს იმდენი ბარგი ქონდათ გიორგიმ ეჭვის თვალით გახედა -თქვენ იქ დასათხოვრათ ხომ არ მიდიხართო. მარიმ სასწრაფოდ მიაგება პასუხი -ნუ გეშინია ჩემო ვეფხვუნია, ესე ადვილად ვერ მომიშორებ თავიდანო და ისე მაგრად მიეწება ქმარს, გოგონებმა ძვლების ტკაცუნის ხმაც გაიგეს. გიორგი და მარი უკვე 1 წელია რაც დაქორწინებულები იყვნენ და გიჟდებოდნენ ერთმანეთზე. ეს პირველად იყო რომ მარტო უშვებდა გიორგი ცოლს დასასვენებლად, შეყვარებულობის პერიოდშიც კი მასთან ერთად იყო ყველგან., მაგრამ ცოლს ენდობოდა და ეჭვიც არ ეპარებოდა მის სიყვარულში. მეგი მთელი გზა ტიტინებდა როგორი ბიჭები უნდა გაეცნო, რომ მხოლოდ შეიხის ოჯახის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ ისინი და მოოქროვილი მანქანებით უნდა ევლოთ. გიორგი იცინოდა და მეგის კბენდა მანქანის რა მოგახსენო მაგრამ ოქროს კბილებიანი აქლემებით დაგასაჩუქრებენო. გოგონებმა ბევრი იცინეს მეგის აწკეპილ წარბებზე და ვითომ შეურაცხოფილი ქალის იმიჯზე. უკვე გაფრენის დრო იყო, მარი გიორგის მაგრად ჩაეხუტა და ცრემლიანი თვალებით სთხოვა კარგად მოიქეცი ჩემო ვეფხვუნიაო. დამშვიდობების ცერემონიალი რომ მორჩა გოგოები გიჟებივით აცვივდნენ თვითმფრინავში და თავისი ადგილი დაიკავეს. ელენი და მარი ერთად დასხდნენ, რადგან მეგიმ სარეგისტრაციოში სიმპატიურ ბიჭს მოკრა თვალი და დაასკვნა მარტო უნდა დავჯდე, ის აუცილებლად გვერდით მომიჯდებაო. თვითმფრინავი ნელ ნელა ივსებოდა ხალხით და მეგიმ რომ დაინახა ის ბიჭი ამოვიდა გული აუჩქარდა და მოემზადა როდის მიუჯდებოდა გვერდით, მაგრამ ბიჭს უკან გოგონაც ამოყვა რომელიც წიკვინებდა -დათუჩი გაფრთხილებ ფანჯარასთან მე ვჯდები, პირამიდებს უნდა გადავუღო სურათებიო. მარის და ელენს სიცილი აუტყდათ და მეგის სასოწარკვეთილ სახეს გახედეს, რომლის გვერდითაც უკვე ერთი ულვაშებიანი აზერბაიჯანელი მამაკაცი მოთავსებულიყო. მეგის სიბრაზისგან სახე აწითლებოდა, ყურსასმენები გაიკეთა და მუსიკა მაღალ ხმაზე ჩართო. თუმცა ცოტა ხანში მისი ჰარმონია გვრდზე მჯდომმა მამაკაცის საოპერო არიებივით ამოშვებულმა ხვრინვამ დაარღვია. მარის და ელენს ეს სიტუაცია სასაცილოდ არ ყოფნიდა და ცდილობდნენ არ გადაეხარხარათ ხალხით სავსე თვითმფრინავში. მეგი დრო და დრო იმ ბიჭისკენ აპარებდა თვალს მათი სავარძლების გვერდით რომ მოთავსებულიყო და ცდილობდა წიგნი წაეკითხა, თუმცა მისი თანამგზავრის ტიტინი ამის საშუალებას არ ძლევდა. რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ, როგორც იქნა ჩააღწიეს. მეგიმ, როგორც კი ფეხი გამოდგა თვითმფრინავიდან ხმა მაღლა წამოიყვირა "სალამ ალეიქუმ",რამაც მის გვერდით მდგომი არაბი ქალბატონის უკმაყოფილება გამოიწვია და არაბულად ჩაიბურტყუნა "შარმუტა"(რაც მეძავს ნიშნავს). სასტუმრო მართლაც არაჩვეულებრივი იყო, ზღვასთან ახლოს, ძალიან სასიამოვნო ხედი იშლებოდა. გოგოები აღტაცებულები იყვნენ. სასტუმროს მიმღებში რიგი იყო, უამრავი ხალხი ირეოდა. გოგონები იქვე სავარძლებზე ჩამოჯდნენ სანამ მათი რიგი მოუწევდა და ინტერესით ათვალიერებდნენ იქაურობას. მათი რიგიც მოვიდა, პირველი მეგი მივარდა, რადგან ძალიან ცხელოდა და ერთი სული ქონდა როდის ავიდოდა ნომერში, რათა სასწრაფოდ მიეღო შხაპი და აუზზე გასულიყო. სამწუხაროდ მის ჯავშანთან დაკავშირებით გაურებრობა იყო, მისი გვარი შეცდომით იყო ჩაწერილი და სანამ ყველა დეტალი არ გადამოწმდებოდა თავიდან, მიმღებში უნდა მოეცადა. ამის გაგონებაზე გული კინაღამ წაუვიდა. თანამშრომლების კრიტიკა დაიწყო და სასწრაფოდ მოითხოვა სასტუმროს მფლობელს შემახვედრეთო. ტყუილად ცდილობდნენ ელენი და მარი მის დამშვიდებას, მეგის ვიშვიში მთელს მისაღებში ისმოდა. განუმარტეს რომ ამ მომენტისათვის სასტუმროს მფლობელი იქ არ იმყოფებოდა და მხოლოდ მენეჯერთან შეეძლო გასაუბრება. მეგიმ მაინც თავისი გაიტანა, მისი ოთახის პრობლემა მალევე მოგვარდა და დაღლილი გოგონები ნომრებში დაბინავდნენ. უკვე მოსაღამოებული იყო რომ გამოეღვიძათ, მეგი მარის და ელენის ნომერში შემოვიდა და გოგონებს ეწუწუნებოდა მალე მომზადებულიყვნენ და საჭმელად ჩასულიყვნენ. გემრიელად დანაყრების შემდეგ, აუზზე გავიდნენ სადაც რაღაც წვეულება იყო. გოგონები წვეულებას შეურთდნენ და სასმელიც დააგემოვნეს. ელენმა, როგორც იქნა დაუჯერა მათ და ღვინოც მოწრუპა, თუმცა დიდად არ იყო მხიარულების ხასიათზე, რადგან ისევ რაღაც გასნაკუთრებულის მოლოდინში იყო. გოგონები მათ გვერდით მოქეიფე უკრაინელების ჯგუფს შეუერთდნენ და მათთან ერთად დაიწყეს დალევა. ელენს სასმელი უკვე მოკიდებული ქონდა და ცეკვის ხასიათზეც მოვიდა. ერთ ერთმა ბიჭმა შესთავაზა კიდეც ხომ არ გვეცეკვაო და ისიც მაშინვე დათანხმდა. მუსიკის რითმებს აყოლილმა ელენმა იგრძნო, როგორ ცდილობდა უცნობი ახალგაზრდა მის საჯდომზე ხელების განავარდებას. ელენმა სცადა ზრდილობიანად მოეშორებინა მისი ხელები, მაგრამ როგორც ჩანს იმ ბიჭს ელენის უარი დიდად არ ანაღვლებდა და კიდევ უფრო ახლოს მიეკრო მას, რამაც ელენის გაღიზიანება გამოიწვია და უკვე მთელი ძალით შეეცადა მისგან თავის გათავისუფლებას, როდესაც მის ყურთან მკაცრი ტონის ხმა შემოესმა, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭს რუსულად მიმართა გოგონასთვის ხელი გაეშვა. ახალგაზრდამაც ხელი უშვა ელენს და იქაურობას გაეცალა. ელენი მოტრიალდა, რათა მადლობა გადაეხადა მისი მხსნელისთვის და როგორც კი მისი სახე დაინახა თვალთ დაუბნელდა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალაო და პირდაპირ აუზში გადაეშვა. უცნობი არ დაიბნა მაშინვე ტანსაცმლიანად ჩახტა და გაფითრებული ელენი აუზიდან ამოიყვანა. იქვე სკამზე ჩამოაჯინა. ამასობაში მარი და მეგიც მოცვივდნენ და ელენს კითხვები დააყარეს. - ლენ კარგად ხარ? გული გაგვიხეთქე. ის კი სიტყვას ვერ ძრავდა და მის პირდაპირ მდგარ მამაკაცს გაოგნებული უყურებდა. ნუთუ ის არის, კი ნამდვილად ისაა! მის თვალებს რა დამავიწყებს. რეალურადაც ზუსტად ისეთივე კარგია, როგორც სიზმარში იყო. მისი სხეული, როგორი დაკუნთული და მოხდენილია. კანიც როგორ უბზინავს..დამუნჯებული ელენი ამ ფიქრებში იყო და არც ესმოდა მარის და მეგის ხმა. ბოლოს, როგორც იქნა გონს მოეგო, გოგონებს გაუღიმა და დაამშვიდა კარგად ვარო. ისინი ახლა იმ უცნობს მიუტრიალდნენ ელენი, რომ გადაარჩინა და მადლობების გადახდა დაიწყეს. -ძალიან დიდი მადლობა, თქვენ რომ არა არც კი ვიცი რა ეშველებოდა. დაიწყო მარიმ ინგლისურად. -სამადლობელი არაფერია, მთავარია რომ უკეთ არის. ქართულად მიუგო უცნობმა. სამივემ თვალები ჭყიტეს, ელენს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. ღმერთო ჩემო, ქართველი ყოფილა გაიფქრა გულში. -დიდი მადლობა. მე ელენი ვარ. -სასიამოვნოა ელენ, მე ლუკა. ამ სასტუმროს მეპატრონე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.