გოგონა ვარდისფერი შარფით 3
„ იცი მეორე ტურს ვერ ვიფიქრებ... მგონი თამაშის შეწყვეტა მოგვიწევს“ გამაცოფა ამ მონაწერმა “ კარგი გასაგებია, შარფს ისე დამიბრუნებ ესეიგი ? “ შარფი ისე შევიყვარე, რომ ვეღარ განვშორდები „ “ რატომ გინდა, რომ მოთმინება დავკარგო ?“ “რა იცი, რომ ეგ მინდა ?“ “ ძნელი მისახვედრი არაა ! „ “ კარგი ვაღიარებ მასე იყო, მაგრამ ეხლა აღარაა „ “ ეხლა როგორაა ?“ “ შემიყვარდი „ “რაა ? „ “ აქამდე ვერ მიხვდი ამას ? „ “ ძალიან ძნელი დასაჯერებელია“ “ ხოო.. ეხლა ფიქრობ, რა ვიცი ვინააოი იქნებ მახინჯიაო, ან სულაც გიჟიო “ “ რა მიხვედრილი ხარ...“ “ ჰოდა დაგამშვიდებ.. ლამაზი ვარ და სრულ ჭკუაზეც „ “ რა პატარა წარმოდგენა გაქ საკუთარ თავზე, პირდაპირ გამაოცე“ - მააააარ გოგო გეძახით სად დაიკარგე ? - მაპატიე სალ ვერ გავიგე -გადმო გარეთ ამ კაფეში ვჯდებით, გიოს ორი ძმაკაციც მოვა... - ვინ ორი ძმაკაცი ? - არ ვიცი ეხლა მითხრა ... მანქანაში კარგად ვიყავი მოკალათებული, თან მას ვწერდი და... მაინც გადავედი დავსხედით ჩვენ სამნი და ელოდებოდით იმ ვიღაც ორს... აშკარად აგვიანებდნენ, მე და სალომ 2 ნაჭერი ნამცხვარი შევჭამეთ სიბრაზით... და სანამ მოვიდოდნე მანამდე შევიძულეთ და აი მოვიდა ორი ბიჭი, ერთ ერთმა ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო.... ძალიან სიმპათიური იყო, მაგრამ შემთხვევით შევამჩნიე, რომ ჩემი შარფი ეკეთა ყელზე გავაფრინე გავშტერდი... სალოს ვანიშნე და სალოც გაშრა გაოცებით... გიოსთან ლაპარაკობდნენ და ალბათ ახლოს რო მოსულიყო ყელში ვწვდებოდი და გამოვტაცებდი ჩემს ვარდისფერ ოცნებას ... და აი ახლოსაც მოვიდნენ... აი როგორ გამოიყურებოდა ' ის ' ბიჭი: - გაიცანით გოგოებო , ირაკლი და ნიკა... - სასიამოვნოა... - ჰოო ჩემთვისაც თავი შევიკავე არაფერი ვთქვი... უბრალოდ ყელსახვევს მივჩერებოდი და ნიკაც აშლარად ხვდებოდა ჩემს გაოცებულ ყურადღებას ... მაგიდასთან ვისხედით და ხმას არ ვიღებდი... აი ჩვენი ვარდისფერ შარფიანი ბიჭის სახელიც გავიგე, ბატონი ნიკა თან ვეჭვობდი ის იყო თუ არა... მაგრამ მონაწერმა sms-მა ჩემი ჰიპოთეზა განამტკიცა „ ნახე რა ორიგინალურად გაგიცანი... „ გბრაზებული ვიყავი მაგრამ მგონი სასიამოვნოდ გაბრაზებული ... “ ორიგინალურობით, რომ გამოირჩევი უკვე ვიცი“ ყველა ლაპარაკობდა, ჩვენ ორნი კი მოუხედავად იმისა, რომ პირისპირ ვიჯექით ერთმანეთს ვემესიჯებოდით... მანგრამ მე არ მეყო ნერვები და მივწერე : “ აღარ დაგახარჯებ ანგარიშს ! „ “ რატომ გითავდება ? „ “ არა... უბრალოდ სისულელეა...“ “ არა ზუსტად ვიცი ანგარიში გენანება ! „ ამოვიხვნეშე ამის წაკითხვისას... მან კვლავ ტელეფონს დახედა და ჩაიღიმა... ზუსტად 3 წუთში მომივიდა შეტყობინება... “ თქვენს ანგარიშზე ჩაირიცხა 100 ლარი“ აი აქ ჩემმა გაოცებამ პიკს მიაღწია !!! მაკვირდებოდა სახეზე, ამის წაკითხვისას... ალბათ ეგონა ძალიან გაოცებულ სახეს მივიღებდი.. მაგრამ ჯინაზე !! წარბიც არ შემიხრია... და მივწერე ... “ არ ღირდა ამის გაკეთება „ “ არ იცი ჩემი ფიქრები და ჩუ „ “ მავალდებულებ, რომ მოგწერო ? „ “არა ისედაც მომწერდი, უბრალოდ ჩავთვალოთ, რომ ეს იყო თამაშის მეორე ტური“ “ და მესამე ტურიც იქნება ? „ “ თუ ამ 100 ლარს ჩემთან ლაპარაკში დახარჯავ 3 დღის განმავლობაში, მესამე ტურიც იქნება და შარფიც დაგიბრუნდება „ “ ჰაჰაჰა სალომ ფეხი მომარტყა გეყოო წერა მეც ტელეფონი მაგიდაზე დავდე, იმის ნიშნად, რომ აღარ ვაპირებდი იქ მასთან წერას მანაც იგივე გააკეთა... მისმა მზერამ ისე შემაწუხა, რომ 15 წუთში საპირფარეშოში გავედი... სარკის წინ ვიდექი და ვცდილობდი საკუთარი ფიქრების ანარეკლი მაინც გამეგო... მაგრამ დავიბენი... მისმა საქციელმა დამაბნია !... უკან დავბრუნდი და.... მისი ინტრიგანი მზერა კვლავ ჩემსკენ მობრუნდა... ერთმანეთს ალაგ-ალაგ თუ ჩავერთვებოდით ლაპარაკში , მაგრამ მალევე ვჩერდებოდით... დრო მალე გავიდა... მე ნიკასკენ ვაპარებდი თვალს ნიკა ისედაც მე მიყურებდა... სალო ყოველ წამში შემოგვხედავდა და ჩაიხითხითებდა... გიოს სახეზე ღიმილი ეკერა და... მე ვიბნეოდი... ვიბნეოდი... ვიბნეოდი, როგორც გაწყვეტილი მარგალიტის მძივი. . . შეიძლება სასიხარულო იყო, შეიძლება არც თუ ისე სასიხარულო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გარემოება მე გაურკვეველ გზაზე მაყენებდა და ამ ყველაფერს 100 ლარი ემატებოდა, რომელიც ჩემი ტელეფონის ანგარიშზე იყო ... ის დღეც იწურებოდა... ნიკას და ირაკლის დავემშვიდობეთ მანქანაში ჩაჯდნენ და წავიდნენ .. ჩვენ სამნიც ასევე მოვიქეცით და სახლისაკენ წავედით... ძალიან დაღლილი ვიყავი, ფიზიკურადა და სულიერად ხო საერთოს ... მოულოდნელად გამოჩნდა, ის ვისაც მგონი ძალიან ვუყვარდი... სულელი არ ვიქნები თუ ეს დავკარგე ? მაგრამ მზად არ ვიყავი მგონი.... ან ვიყავი და მეშინოდა... ჩემს გონებაში გაფანტულ ფიქრებს ერთად ვაგროვებდი და, ნიკაზე ფიქრების გარშემო ვალაგებდი... - გძინავს ? - არა ნიკა არ მძინავს ... - მეც შენზე ვფიქრობდი.. - ვიცი... - იცი ? დავიღალე თამაშით - მეც... - კიდე რაღაც იცი ? - რა ? - დაფიქრდი აბა ? - არაფერი მომდის აზრად - მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! და მინდა იცოდე... - კი მაგრამ არ ვიცნობთ ერთმანეთს და შეუძლებელია ... - მე 2 წელია შენზე ფიქრებს ვერ ვიმორჩილებ... - მე კი შენი არსებობის შესახებ 5 დგეა რაც გავიგე... - გასაგებია ... - რა არის გასაგები ? - ანუ არანაირი ინტერესი არ გაქვს ჩემდამი ? - ძნელი კითხვაა... - ვიცი... - რო არ გიპასუხო ? - დუმილი თანხმობის ნიშანია - კარგი მაშინ ვდუმვარ ! - ანუ ? ... - აჰაა - არ გეძინება ? - არა.. შენ ? - მე დიდი ხანია არარ მეძინება... - რატომ ? - ფიქრით ვისვენებ ხოლმე ... - რაზე ფიქრით ? - რაზე არა ვისზე ... - და ვისზე ? .... - შენზე !... - გასაგებია... - შენი შარფის სუნი, გემრიელია... - ეგ ჩემი ოცნების სუნია.... ვარდისფერი კი ოცნების ფერი... - გინდა ვარდისფერი საჩუქარი გაგიკეთო ? - არა არ მინდა ! - რატომ ? - არ მიყვარს ძვირფასი საჩუქრები... - ვინ თქვა, რომ ძვირფასია ? - ტელეფონზე 100 ლარი ჩამირიცხე.... - მერწმუნე ეგ 100 ლარი საკუთარ თავს უფრო ვაჩუქე ვიდრე შენ... - ცინიკოსი ხარ ? - არა მეოცნებე და სიყვარულით მთვრალი... - ... - შარფი, რომ არ დაგიბრუნო გეწყინება ? - კი... - მე კი ის მეწყინება, რომ ორივე დაგკარგოთ - მერედა ვინ თქვა, რომ დაგვკარგავ ? - არ ვიცი.... - ... - ისე ასეთი წარმოგედგინე ? - არა ... საერთოდ არ წარმომედგინე.... - არ მჯერა - არც მე - გავამართლე მოლოდინი ? - არა - სამწუხაროა - ჰოო რას ვიზამთ ? - არაფერს დრო მაქვს კიდევ ... - დრო მიფრინავს იცი ? - კი დაუნდობლად მიფრინავს ... ............................................................... ჩვენს საუბარს ბოლო არ უჩანდა... 4 საათზე დავიძინე... და ნელ- ნელა ფიქრებსაც ვალაგებდი თავში... მგონი შარფს ვიბრუნებდი, მაგრამ არა მარტო შარფს არამედ მასაც .... შოკოლადი უძლურია... ვნერვიულობ... დილა მოღრუბლული იყო... გარეთ გასვლა არ მინდოდა... სალოს არ ეცალა... ძილის ხასიათი მქონდა... ასე რომ, ლოგინს არ მოვცილებივარ, ხან ჩაის დავლევდი ხან რამეს გადავიკითხავდი, მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებდი... მე არ მინდოდა, რომ მიმეწერა. ის კი აშკარად აგვიანებდა... თავი შევიკავე... დაახლოებით დღის 4 საათზე კვლავ ჩამეძინა, საკმაოდ ტკბილად ტელეფონი საწოლის გვერდზე მედო და მისმა ზარმა გამაღვიძა... - გისმენ ... - რა ხმა გაქვს მარი ? - მეძინა და.. - გაგაღვიძე ? - ჰოო ნიკა გამაღვიძე - მაპატიე... - არაუშავს , ხდება ხოლმე - ისე დაგირეკე, შენი ხმის გაგონება მინდოდა - მივხვდი... - ვიცი, რომ მიხვდი - მოდი მე გადმოგირეკავ - რატომ ? - 96 ლარი მაქვს და დახარჯვა მინდა, თორემ 2 დღეღა მექნება დრო, რომ გავიმარჯვო - კარგი დამირეკე . . . 5 წუთში გადავურეკე და მანაც აიღო... - მაინც რამდენი ლარის დახარჯვა გინდა ამ საუბარში ? - არ აქვს აზრი - გინდა იმდენს გელაპარაკები სულ დავხარჯავ ... - არა ყურები ამდენს ვერ გაუძლებს - მართალი ხარ... - რაღაცნაირი ამინდია.. - კი მეც შევამჩნიე - მოწყენილი ხარ ? - არა შენ ? - მე ამინდის შესაფერისად .. - ანუ ცუდად ? - შეიძლება მასეც ითქვას ... - მომენატრე იცი ? - არა საიდან უნდა ვიცოდე ? - ეხლა იცი ? - არც ეხლა ვიცი .. - კარგი მაშინ მენატრები... - აჰაა - შენ ვინ გენატრება ეხლა ყველაზე მეთად ? - ჩემი ზაზუნა - ზაზუნა ????? - ჰო - ეხლა სადაა ? - იქ საიდანაც არავინ ბრუნდება - დაიბრიდა ტო ? - არა თავი მოიკლა - ეგ როგორ ? - თავი ჩამოიხრჩო - მეღადავები ? - არა მართლა - მერე ? - დავასაფლავეთ - უცნაურია .. - ჰო ალბათ - მე ძაღლი მომიკვდა.. - როგორი ? - დალმატინელი ... - დიდი ხანია ? - 6 წელია - გენატრება ? - ყოველ დღე მახსენდება ხოლმე - საწყალო - ჰაჰაჰაა - რა გაცინებს ? - კაი ცხოველებზე როგორ უნდა ინერვიულო ? - რავი აბა... - რა სიმღერა გაქ ჩართული ? - like li – until we bleed .. უსაყვარლესია ეს სიმღერა ჩემთვის... - დაიცა მეც ვნახავ... - კაი მიდი - საინტერესო სიმღერაა... - ვიცი - შენ გგავს ! - მადლობა - .... - ნიკა ერთი წუთით ვიღაც მირეკავს - კაი მიდი და მერე დაგირეკავ - კარგიი სალო მირეკავდა.. და მალევე გადავურეკე - რა ხდება სალ ? - მარი მე და გიო ვიპარებით - რაააააააააააააააააააააააააა ? - ხო მარ, მე მის გვერდით მინდა ყოფნა მას კი ჩემთან და ასე გადავწყვიტეთ.. - აუუ გააფრინეთ ? - ჯერ პატარები ხართ არა რა... - მარ უკვე მცხეტას გავცდით - აუუუჰ მარტო მტოვებ ? - არა გოგო ისევ ისე ვიქნებით, უბრალოდ ქმარი მეყოლება - არა არ მჯერა !!მეკაიფებით ? - არა გოგო გინდა გიოს დაგალაპარაკებ ? - მიდი შე ცანცარა ! - მაარ .. - გიო მითხარი რომ მატყუებთ ! - არა მარი, მოგტაცე დაქალი !! - ბოროტებოოოო აღარ გელაპარაკებით !!! შეაფასეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.