იდეალური აზროვნება 14
მართლა ეგონა, რომ თავიდან გაუჭირდებოდა ნინას შეგუება ახალ ცხოვრებასთან, მაგრამ გოგონა ისევ ისეთი ლაღი იყო. დემეტრეს ჯერ კიდევ ეცინებოდა მოგონებაზე, როცა ნინას დამხმარე ქალის აყვანა შესთვაზა. გოგონამ ისეთი შეურაცხყოფილი თვალებით გადმოხედა სერიოზულად იგრძნო თავი დამნაშავედ. მერე გამოუცხადა მეც ვიცი ჭურჭლის რეცხვა, სახლის დალაგება და კერძები კეთებაო. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რატომ ცდილობდა ნინა ყველაფერი თვითონ გაეკეთებინა, რატომ იყო მისთვის ასე აუცილებელი დამოუკიდებლობის შეგრძნება, მაგრამ ამასაც გაარკვევდა, მანამდე კი უბრალოდ ტკბებოდა თავისი ახალი ცხოვრებით, ღიმილიანი, მხიარული ცოლით და ყოველ ჯერზე, როცა ნინას სამზარეულოში დაინახავდა რწმუნდებოდა, რომ ახლაც სწორი იყო გოგონა, სულ სხვანაირად სასიამოვნო ოჯახური გარემო იყო, როცა ნინა მხოლოდ მისთვის ცდილობდა ყოფილიყო კარგი კულინარი. -დაჯექი ბოლოს და ბოლოს, თავი აატკივა ნინას წინ და უკან სირბილმა და მარტივი მოძრაობით ჩაისვა კალთაში. ჯერ კიდევ მისალმებიდან მიხვდა გოგონა უცნაურად რომ ნერვიულობდა. -უკვე მზადაა და უნდა მოვიტანო, ქმარს გაუცინა და წამოდგომა სცადა. -ნწ, ხელები მაგრად შემოხვია და განძრევის საშუალება აღარ მისცა, -ჯერ მითხარი, თველებში ჩააშტერდა და გაუღიმა, იშვიათობა იყო მისი ასეთი ღიმილი. -რა? ნინას გაოცება დაეტყო სახეზე და ქმრის ღიმილზე მისი ტუჩები უკითხავად ამოქმედნენ. -რაც! თვალები მობეზრებულად გადაატრიალა დევდარიანმა. -ოოჰ, როგორ მიხვდი? -სერიოზულად, ნინა?! აშკარად მხიარული იყო დემეტრეს ხმა, -უკვე სამი თვეა ჩემი ცოლი ხარ, „დაგამუღამე“ გოგონას მხიარული კისკისი აუტყდა და ფეხზე წამოდგა. -ოფიციალურად ვარ კომპანია „მოდერნ დიზაინის“ მთავარი არქიტექტორის თანაშემწე. ამაყად გამოაცხადა და ქმრის რეაქციას სულმოუთქმელი დაელოდა. -ანუ სამსახური დაიწყე? დემეტრე ნელა წამოდგა ფეხზე. -ჰო, ნუ ჯერ ორკვირიანი სტაჟირება მექნება, მაგრამ სანერვიულო არ მაქვს, ყველა შესარჩევი კონკურსი წარმატებით გავიარე და... -კონკურსები გაიარე? უკვე გაკვირვებული იყო დემეტრე. -ჰო, მინდოდა საბოლოო პასუხი რომ მექნებოდა მერე მეთქვა, ჯერ კიდევ იცინოდა ნინა. -ანუ შედეგი და არა პროცესი, ცალი წარბი ზემოთ გაექცა დემეტრეს და ხმაზეც დაეტყო აშაკარა ირონია. -მერე უნივერსიტეტი, ან ბალეტი? -სულ ხუთ საათიანი სამუშაო დღე მაქვს და აუცილებლად მოვასწრებ უნივერსიტეტთან ერთად, თან ეს კომპანია ახალია და ძალიან საინტერესო პროექტები აქვთ. -სტუდიაში რომ ვეღარ ივლი? -ვიცი, მაგრამ უკვე დროა დავსერიოზულდე, ნინამ ისევ გაიცინა, დემეტრემ ვეღარ. სკამს ხელი მოჰკიდა და ნინას მიუთითა დამჯდარიყო, თვითონაც მის წინ ჩამოჯდა. -დარწმუნებული ხარ რომ სტუდიაში სიარული არ მოგენატრება? -რა თქმა უნდა, მომენატრება, მაგრამ ასე სჯობს მართლა, თან ის რომ მოცეკვავე აღარ მერქმევა არ ნიშნავს, რომ აღარ ვიცეკვებ. -რატომ გადაწყვიტე დასერიოზულება აბა? ნინამ ამოიხვნეშა და დემეტრეს გახედა. -იტალიის დასში ცეკვა შემომთავაზეს სამწლიანი კონტრაქტით. -როდის? -რა კითვხაა ახლა ეგ? ნინას მწვანე თვალები ჩაუმუქდა. -ისეთი, პასუხი რომ უნდა გასცე, გული დაწყდა დევდარიანის სახეზე ღიმილი საბოლოოდ რომ გაქრა. -მაისში, სანამ... -შენზე დაქორწინებას უკითხავად გადავწყვეტდი, დემეტრე ფეხზე წამოდგა და თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი. -ოჰ, ახლა გახდა უცებ უკითხავად? მხიარული იყო ნინას ხმა, მაგრამ ღიმილი სახეზე შეაშრა დემეტრეს თვალებს რომ დააკვირდა. იმდენად სწრაფად გაუელვა თავში უამრავმა აზრმა რომ უცებ ძალიან დაიბნა. ვერ მიხვდა ახლა რა უნდა ეთქვა. -დემეტრე, დაჯექი, რა, ფრთხილი იყო მისი ხმა. -რა შუაშია აქ ჩვენი ქორწილი მე მაინც უარს ვეტყოდი. -იტალიაში სამწლიან კონტრაქტზე! უკვე მკაცრი იყო დევდარიანი და ნინა ვერ მიხვდა თავი დამნაშავედ რატომ იგრძნო. -აკადემიაში სამი წელი იმიტომ კი არ დავდივარ, რომ იქაური აურა ჩემზე დადებითად მოქმედებს, მე არქიტექტორი ვარ, დემეტრე, და სამი წელი რომ მეცეკვა იტალიაში ან ვიქნებოდი დასაქმებული არქიტექტორი ან არა. -გინდა თქვა, რომ ჩვენს ქორწილს შენს გადაწყვეტილებაზე ოდნავადაც არ უმოქმედია? -ჩვენმა ქორწილმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და ყველაფერზე იმოქმედა რაც მე მეხება, უკვე ნაწყენი იყო ნინას ხმა, -მე ჩემი პრიორიტეტები დავაწყვე და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დემეტრე სულ ფიქრობდა რომ ნინას ჯერ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, თან მას საოცრად პერსპექტიული იყო საკმაოდ ბევრ სფეროში. თვითონ არ იცის რატომ ჰქონდა ისეთი გრძნობა, რომ ნინა ჯერ საკუთარი ადგილი უნდა ეპოვა. ვერ დაიჯერა, რომ მხოლოდ დამთხვევა იყო მისი ასეთი ჩამოყალიბება უცებ, არ უნდოდა მისთვის რაიმეში ხელი შეეშალა, მით უმეტეს არ უნდოდა აუსრულებელი ოცნებები დარჩენოდა ნაადრევი პასუხისმგებლობის გამო. -არც კი ვიცი, რა გითხრა. -მაგალითად, შეიძლება ახალი სამსახური მომილოცო... ნინა რამდენიმე წამი გაჩუმდა, დაიცადა, მერე ფეხზე წამოდგა და ისევ სამზარეულოში გავიდა. დემეტრე მიხვდა, რომ აწყენინა, ნინა ისეთი მგრძნობიარე იყო, ახლა რამდენიმე წუთი ისევ რომ დაეცადა მერე საერთოდ ვეღარ დაილაპარაკებდნენ, ნინა საშუალებას არ მისცემდა საკუთარ თავს უკმაყოფილება გამოეთქვა, არ ეტყოდა დემეტრეს არასდროს რომ გული დასწყდა, რომ სულ სხვას ელოდა... ეს უფრო ჰგავდა აუხდენელ ოცნებას, გაცრუებულ იმედსაც. დემეტრემ უსიტყვოდ გადაკეტა ონკანი და გოგონას დააშტერდა, ნინა არაფრით უყურებდა თვალებში. ფეხის ხმის გაგონებისას ეგონა ქმარი უკნიდან მოეხვეოდა და ნინა მაშინვე იგრძნობდა მის სინანულს, მაგრამ დემეტრე არ იყო თბილი... მხოლოდ მზრუნველი. -მინდა, ყველა ოცნება აგისრულდეს, ნინას სუნთქვა შეეკრა. იმედგაცრუებას ვერ ასწრებდა დემეტრე ყველაფერს უკუღმა რომ უტრიალებდა. ხანდახან ძალიან უჭირდა გაგება, დევდარიანი მისგან ძალიან განსხვავებულად ფიქრობდა, თითქოს ყველაფერზე ერთდროულად და ნინას ეს ძალიან აბნევდა. -ყველა ოცნება ვერაფრით ამისრულდება, არც უნდა სრულდებოდეს ყველა ოცნება. -ყველა, რომელიც შენი ბედნიერებისთვის იქნება საჭირო, ნინამ ღრმად ჩაისუნთქა და ქმარს ცალი თვალით გახედა. თავი ძალიან მშვიდად იგრძნო უცებ, რაც არ უნდა დამოუკიდებელი ყოფილიყო მოსწონდა დემეტრეს ჩუმი მზრუნველობა. -თუ როდესმე ჩვენ გამო რამეზე უარის თქმა მომიწევს ეს ჩემს ბედნიერებას ხელს არ შეუშლის, თითქმის მხიარული ნოტები იგრძნობოდა მის ხმაში, დემეტრე არ ელოდა, მართლა არ ელოდა... -შენ რა, იგივეს არ ფიქრობ? ახლა უკვე გაიღიმა გოგონამ. დევდარიანმა ერთი ხელის მოსმით ჩაიხუტა ცოლი. ნინამ ეს დასტურად მიიღო და თვითონაც მოხვია ქმარს ხელები. აღარ შეუმჩნევია არც დაძაბული თვალები, არც შეჩერებული სუნთქვა, არც გამოქანდაკებული სახე, არც ის უფიქრია, რომ ზუსტად მოძებნა სიტყვები დემეტრეს სინდისის უფრო გასახელებლად. ნინას საერთოდ არაფერი შეუმჩნევია, რადგან ქმრის ასეთი ჩახუტება დადებითად პასუხად მიიღო. ^^^ -დემეტრე, როცა დღის პირველ ნახევარში არ გპასუხობ ეს არ ნიშნავს, რომ მოვკვდი, უბრალოდ ლექციაზე ვარ, სიცილით ჩასძახა ტელეფონში ქმარს. დემეტრეს სახე გაეხსნა და ნინამ მისი ღიმილი იგრძნო. -გცალია სამსახურამდე რომ გნახო? -თუ მომაკითხავ ნახევარ საათში გავთავისუფლდები. -მოგაკითხავ. -დავბრუნდები ახლა ლექციაზე და გთხოვ, შეტყობინებების წერა ისწავლე ბოლოს და ბოლოს, ნინა ისევ აკისკისდა და დემეტრემ თვალები აატრიალა. -სამზე ოფისში უნდა მივიდე, თორემ... -თორემ არა ის, პირველია ჯერ დაჯექი, ცოლს მანქანის კარი გაუღო და დაელოდა სანამ დაჯდებოდა. -კარიერა რომ არ მექნება სულ შენი ბრალი იქნება და მარჩინე მერე, დემეტრემ გულით გაუღიმა ცოლს. -საქმე მაქვს რაღაც. -კარგი თუ ცუდი? ნინამ თვალები დააწვრილა და გაიცინა. დემეტრემ ისევ აატრიალა თვალები და გოგონას გაუცინა. რესტორანთან გააჩერა მანქანა. ნინა უკვე ეკლებზე იჯდა და ნერვებს უშლიდა დემეტრე ასე ნელა რომ აძლევდა შეკვეთას. ფეხს ნერვულად აქნევდა და ქმარს თვალს არ აშორებდა. -დაიღლები მასე, აშკარად ერთობოდა მისით დევდარიანი. -გისმენ. -დღეს ჩამოდის ალექსანდრეს უმცროსი ძმა, მათე, გახსოვს რომ გითხარი გერმანიაში სწავლობსთქო? -კი მახსსოვს, კარგია რომ ჩამოდის. -თან ხვალ ალექსის დაბადების დღეა. -რა მაგარია, სად აღნიშნავს? -ტრადიცია გვაქვს ასეთი, რომ ყოველთვის მივდივართ მის სოფელში გურიაში და იქ აღვნიშნავთ ოღონდ მხოლოდ ჩვენ ოთხი. ზოგადად მხოლოდ ერთი ღამით ავდივართ ხოლმე, მაგრამ ახლა მათეს უნდა, რომ რამდენიმე დღე დავრჩეთ. დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა და... -რამდენიმე დღე? ნინა მისკენ გადმოიხარა და უცებ გაიღიმა, -რა საყვარელი ხარ, ნებართვას მთხოვ? წადი, მაგრამ თბილად ჩაიცვი და ზუსტად თერთმეტზე ლოგინში იყავი, გავიგებ იცოდე! -მეტი მეკუთვნის, დემეტრემ მაინც ვერ შეიკავა სიცილი და ცოლს ფეხზე მოეფერა. -რამდენიმე დღეში რამდენი დღეა ? -სამი მაქსიმუმ, სამივე ერთად რომ გაგვიშვეს საავადმყოფოდან ლამის სასწაულია, დიდხანს მაინც ვერ გავჩერდები. -ქუდის დახურვა არ დაგავიწყდეს ხოლმე და ბევრი არ ირბინო იცოდე, ნინამ ისევ გაიცინა. -არ მინდა სახლში მარტო იყო, წადი შენებთან ან მარიამს ვეტყვი შენთან დარჩეს. -მგელმა არ შემჭამოს -ნინა, სერიოზულად, ვინერვიულებ. უკვე მეხუთე თვე იწურებოდა, რაც ნინა ყოველ დილით ამ კაცის გვერდით იღვიძებდა და ჯერ კიდევ საოცრად ათბობდა მისი ემოციური განცხადებები დემეტრე ძალიან ჩვეულებრივი ტონით რომ ეტყოდა ხოლმე. ამას დემეტრესეული სითბო დაარქვა და მხოლოდ ის უნდოდა არასდროს მიჩვეოდა ამ სიტყვებს, სულ რომ ეგრძნო თავი ასე მშვიდად მათი მოსმენისას. -დედასთან წავალ, შენ იქ გაერთე და ყოველ საათში ნუ დამირეკავ ხოლმე. დემეტრემ ისევ გაუღიმა ცოლს და ყურადღება მოტანილ შეკვეთაზე გადაიტანა. ^^^ დიდი ვერაფერი სულ რაღაც სამი დღე. რეალურად მართლაც ძალიან ცოტა დროა, მაგრამ ნინას დემეტრეს გარეშე ერთი დღეც არ გაუტარებია მათი ნიშნობის მერე და უცებ ნაგრძნობი დანაკლისით ძალიან დაცარიელდა, შეეცადა ხმაზე არაფერი დატყობოდა, მაგრამ მგონი დემეტრე მიუხვდა. ბოლოს ალექსანდრეს ძახილი გაიგონა ყურმილს იქეთ და სასწრაფოდ დაემშვიდობა. -რაო, დედა, შენმა ქმარმა არ ჩამოვდივარო? -ხვალ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ზეგ გადაწყვიტეს, თვალები აატრიალა ნინამ და ჰამაკში ფეხები აკეცა. -ახლა დაჩი მოვა და დაგცინებს თუ არ ადგები და წამოხვალ, ნატა შვილს მოეფერა და ხელი გაუწოდა. -დაჩი ისედაც დამცინებს, ბუზღუნით წამოდგა ნინა და დედას გაჰყვა. -ოჰ, მობრძანდა, რაო ტარიელმა რატომ გავიჭერი ველოდო? დაჩიმ დას ხელი გადახვია და გაუცინა. -აი, ხომ გითხარი, გასაქცევად ნიაკოს აქვს საქმე თავში ტვინი რომ ჰქონდეს. -ფილმი ავარჩიე, დაიძახა ლიზიკომ და ნინაც მისკენ წავიდა. ნიკას გვერდით მიუჯდა, თავი მხარზე ჩამოადო და ეკრანს მიაშტერდა. -ამას რას მოვესწარით, გაოცებულმა წამოიძახა უფროსმა და დას დააშტერდა. -ნინიკო, კომედიაა ეს საშინელებათა ფილმი კი არა, გაგვიცინე ცოტა. ნინამ ძმას ახედა და თვალები დაუწვრილა. -არა რაა, ერთი დევდარიანი ვერ შევცვალეთ ამდენმა დადიანმა, რას გიშვება ასეთს, დაიკო? ნინა სახეზე წამოწითლდა და დაჩიმ მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა ხარხარი რაც ნინას ნასროლი ბალიში თავში მოხვდა და ბალანსი დააკარგვინა. -დაჩი, გახსოვს წინა თვეში ჩემებთან ვიყავი ბათუმში ერთი კვირით, ნიაკომ ქმარს გაუღიმა და გვერდით მიუჯდა. -კი, მახსოვს, დაჩი დაიჭყანა და ცოლს ხელი გადახვია. -ხოდა, გაჩუმდი, თვალები დაუქაჩა ნიაკომ და ნინას თვალი ჩაუკრა. -ნინიკო, ხვალ სამსახურს რომელზე ამთავრებ? -რვისთვის ალბათ, რატომ? -მამაშენის კორპარატიულ წვეულებაზე მივდივართ და შენც წამოდი, რამდენი ხანია არ გიცეკვია. ნინამ თავი უხმოდ დაუქნია და მობილურს დახედა. თვითონაც ხვდებოდა უჩვეულოდ რომ იქცეოდა, პირველად იყო, როცა თავისი ოჯახი ვერ დაეხმარა, ალბათ, იმიტომ, რომ პირველად არ გრძნობდა თავს სახლში. ნინა მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ უკვე თავისი საკუთარი ოჯახი ჰქონდა და მხოლოდ იქ გრძნობდა თავს სახლში. ^^^ ნინას ამ ოთხი დღის განმავლობაში პირველად გაუხარდა დემეტრე რომ აქ არ იყო. თვითონაც დიდი სიამოვნებით წავიდოდა სახლში. ვერც მიხვდა რატომ აფორიაქდა ასე ცოტნეს და ბარბარეს დანახვისას, ლიზიკოს ნერვიულად გადახედა მისკენ მომავალი ბარბარე რომ დაინახა. დარწმუნებული იყო სახეზე სულ გაფითრდა, ძლივს მოახერხა გოგონასთვის გაეღიმა. -ნინა, როგორ ხარ? -ბარბარე, კარგად, შენ როგორ ხარ? თვალებს ვერ დაუჯერა მისი ოდნავ წამოზრდილი მუცელი რომ შეამჩნია. ვერ მიხვდა რატომ უყურებდა ბარბარე ასე გახარებული. -დემეტრე გურიაშია ხომ? ნინას გაეღიმა და საკუთარ აზრებს როგორც იქნა თავი მოუყარა. -კი, ბარბარე, გილოცავ, ნინამ მუცელზე ანიშნა და ისევ გაუღიმა. -დიდი მადლობა, ძალიან მიხარია. ბარბარემ ხელები მოხვია საკუთარ მუცელს და გულწრფელად გაუღიმა გოგონას. -ნინა, არ დაიჯერებ, ნიაკო ღრმად სუნთქავდა აშკარად სწრაფი სიარულის გამო. -რა მოხდა? -ნახე, შემოსასვლელისკენ მიუთითა ნიაკომ და ნინას ღიმილი სახეზე შეაშრა, რამდენიმე ნაბიჯი უკანაც გადადგა მოულოდნელობისგან. მერე გაახსენდა რომ უნდა ესუნთქა. -ღმერთო ჩემო, რა მოხდა, ბარბარემ ლამის შეკივლა. ნინა გაუაზრებლად წავიდა დემეტრესკენ, მექანიკურად ადგამდა ფეხებს და ცდილობდა საკუთარი აზრებისთვის არ მოესმინა. მერე ნიკას მზერა დაიჭირა ძლივს რომ აკავებდა დემეტრეს, თვალები აეწვა შეკავებული ცრემლებისგან. არსებობდა მხოლოდ ერთი იდეა რატომ შეიძლებოდა დემეტრეს და ცოტნეს ასე ეჩხუბათ. ნინა ძალიან ნელა მიდიოდა ქმრისკენ, მაგრამ საკუთარი გულის ცემა აყრუებდა უკვე. შენელებულ კადრებად აღიქვა როგორ გაიყვანეს ნიკამ და დაჩიმ დემეტრე გარეთ. ნინა უკვე დაუფიქრებლად მიჰყვა უკან, სულ ერთი წამით შეავლო თვალი ცოტნეს და სუნთქვა შეეკრა მის სახეზე სისხლი რომ დაინახა. -ნინა, კარგად ხარ? დაჩის კითხვა გონების მიღმა გაატარა ჯერ კიდევ დემეტრეს მიშტერებოდა. ასეთი გაბრაზებული არასდროს ენახა საკუთარი ქმარი. საერთოდ დაავიწყდა გადაადგილება რომ შეეძლო დევდარიანმა განრისხებული მზერა ნინას რომ მოაპყრო. გაუაზრებლად იგრძნო თავი დამნაშავედ. -ნინა, რა ფერი გაქვს, რა გჭირს? ახლა უკვე ნიკას ხმა მოესმა, მაგრამ ვერაფრით მოაშორა მზერა დემეტრეს. -წავედით, როგორც იქნა ხმა ამოიღო დევდარიანმა და ნინას მართლა ეგონა რომ მოესმა მისი ასეთი გაღიზიანებული ხმა. ძმებს გადახედა და მათ სახეებზე ვერაფერი მანუგეშებელი ვერ ამოიკითხა. გაოცებისგან ტუჩებიც გაეპო დემეტრემ უხეშად რომ მოჰკიდა ხელი და მანქანისკენ წაიყვანა. ნინას გაუკვირდა მისმა ძმებმა როგორ არ შეაჩერეს დევდარიანი. დაბნეულობისგან თავბრუს ხვევაც კი იგრძნო. -ჩაჯექი, თანდათან უფრო უმკაცრდებოდა ხმა, ნინამ სახეზე შეხედა და სისხლიან წარბზე გაუშტერდა თვალები. -ნინა, ჩაჯექი, ახლა უკვე უსუსურობა იგრძნო, ვერაფრით მიხვდა რითი დაიმსახურა ქმრის ასეთი უხეში მოპყრობა, წინააღმდეგობის გაწევა ვერაფრით შეძლო და თავი უუნაროდ იგრძნო. ყველაზე მეტად ეზიზღებოდა ეს გრძნობა, როცა არ შეგიძლია იმოქმედო. -ნინა! ხმას აუწია დემეტრემ და ნინამ სწრაფად მოაშორა მის სახეს თვალები. უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში. მხოლოდ სხეულით გრძნობდა, რომ მანქანა მოძრაობდა და მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრიდან იხედებოდა ვერ აღიქვამდა სივრცეს. მთელი თავისი ენერგიით ცდილობდა სხეულის კანკალი შეეჩერებინა. დემეტრემ მანქანა გააჩერა და უსიტყვოდ გადავიდა, ნინამ მოგვიანებით გაიაზრა რომ უკვე სახლში იყვნენ. ღრმად ჩაისუნთქა და ქმარს უკან მიჰყვა. ეგონა მისაღებში დახვდებოდა, მაგრამ დემეტრე არსად ჩანდა. -დაჯექი და დალიე, წყალი მიაწოდა ნინას და დივნისკენ წაიყვანა, გაცილებით მშვიდი იყო დევდარიანი, თუმცა ჯერ კიდევ ეტყობოდა სახეზე მძაფრი ემოციის კვალი. ნინაც დაამშვიდა გრილმა წყალმა. -ნუ ნერვიულობ მასე, წარბები შეკრა და თვალებით კითხვა დაუსვა დემეტრეს. -მინდა ვიცოდე, შენსა და ცოტნეს შორის რა ხდებოდა. -უკაცრავად? ნინამ გაოცება და ბრაზი ვერც ერთი დამალა. -ბოდიში, ცუდად დავსვი კითხვა, დემეტრეს ხმა უფრო მსუბუქი გახდა, -მაშინ, წყნეთში ოთახები აერია თუ არა? ნინა ღრმად ამოისუნთქა ის დღე უკვე აღარც ახსოვდა, მოეჩვენა რომ მას მერე მთელი ცხოვრება გავიდა. -არა. დემეტრემ თავი დააქნია, თითქოს დაადასტურა ნინას ნათქვამი. -მახსოვს იმ დღეს შუადღით სახლში რომ დავბრუნდით ცუდად იყავი, ამას ცოტნესთან რამე კავშირი აქვს? -კი, სამზარეულოში შემთხვევით ვნახე... ნინამ ღრმად ჩაისუნთქა, დემეტრეს სახეზე შეხედა, როგორც ყოველთვის, მობილიზებული უსმენდა ქმარი, თითქოს არაფერი არსებობდა მის გარდა ამ წუთას. -მითხრა, რომ კარგად ვცეკვავ და ვმღერი, მე მადლობა გადავუხადე, მერე... მერე მითხრა რომ ძალიან ლამაზი ვარ და მოვწონვარ, მაგრამ ძალიან უყვარს ბარბარე. მითხრა, რომ ძალიან გავაბედნიერებდი თუ ისეთ ურთიერთობაზე დავთანხმდებოდი, რომ მის ქორწინებას ხელი არ შეშლოდა. -რატომ არ მითხარი? მე ხომ გკითხე იმ დღეს, დემეტრე ნინას წინ ჩაიმუხლა და ხელებზე მოეფერა. - იმ დღემდე ჩვენს შორის ყველანაირი ურთიერთობაზე თქვი უარი, თან... საერთოდ არ მინდოდა გაგეგო, დემეტრე, მან საყვარლობა შემომთავაზა. მე ვუთხარი, რომ სულ ცოტა პატივი მაინც ეცა იმ ცოლისთვის ასე რომ უყვარს და ჩემგან თავი შორს დაეჭირა, მერე დათვრა და... -დამშვიდდი, ნინა. ლოყაზე მოეფერა ცოლს და ოდნავ გაუღიმა, მთელი არსებით ცდილობდა როგორმე ცოტნესკენ მიმართული ბრაზი არ ამოენთხია ამ წუთას. რომ წარმოიდგინა გოგონა რა დღეში იქნებოდა მაშინ და გაახსენდა როგორ უსიტყვიდ დატოვა წყნეთის სახლი იმ დღეს თავი ლაჩრად იგრძნო, თითქოს მოღალატე იყო, ნინას მომთხოვნ თვალებს რომ ვერ გაუგო მაშინ იმიტომ. დემეტრეს ფიზიკურად ტკენდა ცოლის ანერვიულებული თვალები და მოკანკალე სხეული. -რატომ იჩხუბეთ? -იმიტომ, რომ არაკაცია. შენდა ბარბარე რომ საუბრობდით დაგინახეთ, მე დაჩის და ნიას მივესალმე და იქ მოვიდა. თქვა, რომ ორივე ერთად იყავით ნამდვილი ბედნიერება ოღონდ ერთი კაცისთვის, მერე გადმომხედა და მითხრა მალე ნინაც გაგექცევა და მე მაშინაც იქვე ვიქნებიო. -ჩემს გამო იჩხუბეთ? ყურებს ვერ დაუჯერა გოგონამ და ახლა თვითონ გახდა დემეტრეს გაოცებული თვალების მსხვერპლი. -ვის გამო უნდა მეჩხუბა... ნინა, ბარბარეზე იფიქრე? დემეტრეს ოდნავ ჩაეღიმა და ცოლს გვერდით მიუჯდა. -სხვა თავში არაფერი მომივიდა, თან შენს დანახვას არ ველოდი და... -თავის ცოლზე რაც უნდა ის თქვას, ჩემს ცოლზე სიტყვას ვეღარ იტყვის! ისევ მკაცრად ჩაილაპარაკა დემეტრემ და ნინას ხელი მოხვია. გოგონა ჯერ კიდევ დაბნეული იყო, იმდენი რაღაც მოხდა გააზრება უჭირდა. ერთი საღამოსთვის ზედმეტი იყო ემოციები. -მომავალ წელს გურიაში შენც წამოხვალ, მშვიდად თქვა დემეტრემ და ნინა მიხვდა ეს მისეული მომენატრე იყო. როგორც იქნა დამშვიდდა და თავი სახლში იგრძნო. -რატომ გითხრა ცოტნემ ნინას გაგექცევაო? -იმიტომ, რომ არ გიცნობს. -დემეტრე... -ომის შემდეგ რთული პერიოდი მქონდა, საკმაოდ დიდ ხანს. მერე გადავწყვიტე ავღანეთში წავსულიყავი, როგორც საველე ექიმი. მეგონა უკეთ გავხდებოდი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ბარბარემ ვერ გაუძლო და მაგიტომ დავშორდით. არც ვადანაშაულებ... დევდარიანმა ღრმად ჩაისუნთქა და მოგონებების ამოტივტივებას ისევ მოერიდა, ნინას სახეზე შეხედა და მისი მშვიდი თვალები უჩვეულოდ ესიამოვნა, თითქოს ყველანაირი დისკომფორტი გაუქრო სხეულიდან ცოლისგან მომავალმა მშვიდმა სურნელმა. -მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანს მხოლოდ ერთხელ უყვარდება, ნინა დემეტრეს მუხლებზე მოკალათდა და სახეზე შეხედა. -მგონია, რომ მართალი ხარ, დღეს შევამჩნიე, რომ ბარაბრე ორსულად არის, მართლა რომ მყვარებოდა ალბათ ეგ ბავშვი ჩემი იქნებოდა. ნინას უნებურად გაეღიმა. -ბარბარესაც უნდა ეგ ბავშვი შენი იყოს, თვალები დაატრიალა და გაიცინა. -ოხ, ნინა, „ც“ არა, მე არ მინდა, უკვე სიცილს ვეღარ იკავებდა დემეტრე. -მართლა, დღეს მკითხა დემეტრე გურიაში თუ არისო, ნინამ სასაცილოდ სცადა ბარბარეს ხმისთვის მიებაძა. -რატომ არ ეჭვიანობ? ზემოდან დააშტერდა დემეტრე. -იგივე მიზეზით შენ რატომაც არ ეჭვიანობ ცოტნეზე, ნინამ გაიცინა. -დავიძნოთ რა. -უკაცრავად ქალბატონო, მაგრამ ოთხი დღეა არ მინახიხარ, სულ ტყუილად ოცნებობ ძილზე, მარტივად მოძებნა ცოლის ტუჩები და კიდევ უფრო მარტივად გადააფიქრებინა ძილში დროის კარგვა. ^^^ -ნინა, სად დაფრინავ? ლიზიკომ გოგონას ხელი აუქნია თვალებთან და თან ჩაი მოსვა. -ძალიან დაიღალე დღეს სამსახურში? ნიაკომ გაუღიმა. -დღეს ჩემს გამო პარტნიორის შვილებმა იჩხუბეს. ნინამ მძიმედ ჩაილაპარაკა და თავი მაგიდაზე მობეზრებულად ჩამოდო. -რატომ? -უფროსის კაბინეტში ვიყავი, ერთ-ერთმა გამომიცხადა ამ საღამოს ხომ არ გვევახშმაო და სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდი ის გადარეული შემოვარდა და დაარტყა. გეფიცებით, ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ. -ის გადარეული ვინ? იცნობ? ნინა ლიზიკოს დამნაშავის მზერით მიაშტერდა. -ერთ-ერთი პარტნიორის შვილი კოტეა. ერთი კვირის წინ გავიგე არ ვიცოდი მანამდე. უბრალოდ ახლა ისეთ პროექტს ვაკეთებთ, რომ კოტეც ჩართულია და... -დემეტრემ არ იცის? -არა, დემეტრე ძალიან სხვანაირია, მართლა, არასდროს მეტყვის კოტეს რომ არ ნახო სამსახურიდან წამოდიო, მაგრამ თან ამის გამო ძალიან განერვიულდება და არმინდა. პროექტი ამ თვეში დასრულდება მერე ვეღარ ვნახავ. -და ის მეორე ? -ის მეორე მამიკოს გატუტუცებული ბიჭია, არადა ხელზე ვერ დამხედა, ნინამ ბეჭდიანი მარჯვენა ხელი გაშალა მაგიდაზე და მოწყენილი დააშტერდა. -ნინა, თითქმის ერთი წელია დემეტრე შენი ქმარია, თანაც მე მგონია, რომ ყველაფერს კარგად გაიგებს. -ხო, წინა თვეში რომ დაჩიმ გაიგო ისე, ნიაკო მოგონებაზე დაიჭყანა და ლიზიკოს გაბრაზებული მზერის მსხვერპლი გახდა. -შენ და ის ვიღაც ერთად ცეკვავთ და ყოველ დღე გეხებოდა, შენმა გადარეულმა ქმარმა ეს ვერ აიტანა. თანაც დემეტრე უფრო მშვიდი მგონია მე. -ვეტყვი დღეს, ნინამ ღრმად ამოიხვნეშა. -კარგი რა, ნინა, დაჩისაც კი ორ საათში გადაუარა. -შენ რატომ არასდრო გქონდა ასეთი პრობლემები? ნინამ თვალები დაუწვრილა ლიზიკოს და გაეცინა. -ჩემი ქმარი პროკურორია, ხმამაღლა გაეცინა ლიზიკოს, -სხვისგან რომ გაიგო ცოტნესთან, რაც მოხდა ხომ გახსოვს, სჯობს უთხრა. ნინამ კიდევ ერთხელ დაუქნია თავი ლიზიკოს და გონებაში ტექსტის შედგენა დაიწყო. სახლისკენ გზას ფეხით დაუყვა, ერთმანეთის საპირისპირო მოლოდინები ირეოდნენ ნინაში და მის ნერვებს არაფრით აძლევდნენ დამშვიდების უფლებას. უცებ გოგონამ თავი ძალიან დაღლილად იგრძნო და ისიც კი იფიქრა საერთოდ დავანებებ თავს ამ სამსახურსო. მაგრამ ქმრისთვის ტყუილის თქმამ უფრო შეაშინა. რამდენიმე თვის წინანდელი საუბრის გახსნებისას ჯერაც უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. რა იყო ასეთი დაუვიწყებელი ცოტნეს და დემეტრეს ჩხუბში თვითონაც ვერ ხვდებოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა ეთქვა დემეტრესთვის. სახლის ეზოში მანქანა რომ დაინახა მიხვდა, სახლში იყო უკვე დემეტრე. გარემოს გადახედა და მალე შებინდდებოდა კიდეც. დემეტრე სამზარეულოში დახვდა, გაზქურის წინ უაზროდ ტრიალებდა და რაღაცას ეძებდა. -კაცი ვიცი მე სამსახურში, ნინას გაეღიმა დემეტრე რომ უცებ შეხტა. -ნინა, აბა გვიანობამდეო? ცოლს გაუღიმა და ნინამ ღრმად ჩაისუნთქა. ისევ სამსახური... რატომ იყო დემეტრე მანდამაინც დღეს ასეთ კარგ ხასიათზე?! -კოტესთან ერთად ვმუშაობ, რომ გაიაზრა უკვე ნათქვამი ჰქონდა, დემეტრე დაბნეული თვალებით მიაშტერდა და გოგონამ ვერ გაუძლო ქმრის დაძაბულ მზერას. -ჰო, ის კოტე, ამჯერად უფრო ფრთხილი ტონით დაამატა და დემეტრეს ვეღარ შეხედა. -თან დღეს ჩემ გამო იჩხუბა, იმიტომ, რომ მეორე პარტნიორის შვილმა პაემანზე დამპატიჟა. ნინამ თავი დახარა და უცებ ძალიან მოუნდა სმენა დახშობოდა იმდენად აუტანელი იყო დემეტრეს სიჩუმე. -ცოლობაც ხომ არ უთხოვია ვინმეს დღეს შენთვის? დემეტრეს ხმა თითქოს ძალიან შორიდან ისმოდა. ნინამ სახეზე ხელები აიფარა და ღრმად ჩაისუნთქა. -რამდენი ხანია რაც კოტე მანდ მუშაობს? დემეტრემ ვერაფრით დაუშვა რომ ნინას შეეძლო რაიმის დამალვა ეს ძალიან არ ჯდებოდა მის ხასიათში. დემეტრეს ნინა ტყუილში ვერაფრით იცხოვრებდა, მას ის თავისუფლება სჭირდებოდა მხოლოდ სულიერ სიმშვიდეს რომ მოაქვს. -ერთ-ერთი პარტნიორის შვილია, ამ კვირის დასაწყისში გავიგე, ახალ პროექტში ჩართეს. -შენც ხარ იმ პროექტში? -მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებში, ძირითადად მოლაპარაკებებზე ჩემი უფროსია, დემეტრემ თავი ძალიან ცუდად იგრძნო. თავი ჯალათად წარმოიდგინა, რომელსაც მსხვერპლი დაკითხვაზე ჰყავს. გული ეტკინა ნინას ისეთი ფრთხილი ხმა ჰქონდა, ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია ნინას სიძლიერის უკან პატარა სისუსტეების დანახვას. -რატომ არ ხარ შენი თავისთვის ისე ძლიერი, როგორც სხვებისთვის? ნინამ სხეულით იგრძნო დემეტრეს მოახლოვება და მის წინ ჩამუხლულ ქმარს მზერა გაუსწორა. -ჩემ გამო? გეშინოდა ძალიან არ გავბრაზებულიყავი? ნინამ ვერ დაიჯერა, დემეტრეს თვალებში დანაშაულის გრძნობის მაგვარი რაღაც რომ დაინახა. -მე არ მინდა პრობლმები გვქონდეს, არ მინდა ინერვიულო ყოველ ჯერზე, როცა სამსახურში ვიქნები, არ მინდა დროთა განმავლობაში ამან დისკომფორტის გრძნობა გააჩინოს ჩვენ შორის. -შენი აზრით კოტესნაირებს უფლებას მივცემ დისკომფორტის გაჩენის მიზეზები იყვენენ? -ნინა, თვრამეტის წლის ბიჭი არ ვარ. იმ კოტეს და მეორეს თუ არ შეუძლიათ გათხოვილი ქალის პატივისცემა სწავლა მოუწევთ და ეს შენი ბრალი ნამდვილად არაა. რატომ ეძებ სულ პრობლემას შენში? ნინა იმდენად სხვანაირი საუბრისთვის იყო მზად, რომ საერთოდ დაიბნა ვერ მიხვდა დემეტრე რას ეუბნებოდა. -ცოტნეზე ხომ გაბრაზდი? მაშინ ძალიან გაბრაზდი... -შენზე არა, იმ ფაქტზე რომ არ ვიცოდი და მან ისეთი რაღაც თქვა, რომ... -ნინა გაგექცევაო? დემეტრე... გოგონა ფეხზე წამოხტა და ქმარს თვალი გაუსწორა, ვერ დაიჯერა, რაც ესმოდა. ხელებს ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში და ლოგიკური პასუხი ვერ მოძებნა მათ ქორწინებასა და დაშორებას შორის. -რატომ უნდა მინოდოდეს, მე... -ნინა, ცოტნეს სიტყვებზე ნუ ვილაპარაკებთ ახლა, ის ცოტნეს სიტყვები იყო, დემეტრეს ხმა გაუმკაცრდა. -შენს რეაქციაზე ვილაპარაკოთ. -ჩემი გაგება ძალიან რთულია ხანდახან, ვიცი, რომ რაღაცებს ისე ვაკეთებ მხოლოდ მე რომ მიმაჩნია სწორად, თუნდაც ჩვენი ქორწილი, დემეტრეს მოგონებაზე გაეღიმა, -შენ კი ისეთი დამოუკიდებელი და გაზრდილი ხარ... მე არ მინდა ჩემდა უნებურად ისეთი შეცდომა დავუშვა, რასაც მერე ვერ მაპატიებ, დემეტრე თვალებს არ აშორებდა ნინას სახეს და ყველა მის ცვლილებას აკვირდებოდა. -მე შენი ცოლი ვარ და უბრალოდ გეკრძალება მასე ფიქრი. ძალიან მშვიდად, უფრო ფრთხილად ჩაილაპარაკა ნინამ და თავი გააქნია. გულის ცემა თავისით აუჩქარდა. -არა, არ შეიძლება, შენ ჩემში ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს, გოგონამ დაბნეული მზერა მოატარა ოთახს და ისევ ჩამოჯდა. -აი, ისევ, დემეტრემ ღრმად ჩაისუნთქა, -რატომ უნდა მეპარებოდეს შენში ეჭვი? ვერ ხვდები რომ პრობლემა აქ მე ვარ? თითქმის იღიმოდა დემეტრე, მაგრამ ნინამ ეს ტუჩის კუნთების ნერვულ მოძრაობად უფრო აღიქვა. დემეტრეს თვალები ჩაწითლებული ჰქონდა და ისევ ისეთი მობილიზებული მზერით მიშტერებოდა ცოლს. ნინა პირველად მიხვდა თუ რამდენს ფიქრობდა დემეტრე მასზე რეალურად, მას გოგონას ყველა თვისება შესწავლილი ჰქონდა, ისეთიც კი ძალიან ღრმად რომ არის ხოლმე დამარხული. მხოლოდ ახლა შეეშინდა რომ არაფერი იცოდა დემეტრეს წარსულზე, დევდარიანს ეჭვი საკუთარ თავში ეპარებოდა და ეს კიდევ უფრო უარესი იყო. -კონკრეტულად რაშია შენი პრობლემა? -იმაში, რომ შენს მოლოდინებს ვერ გავამართლებ... -და გავიქცევი? ახლა ნინა იყო მკაცრი. -და გულს გატკენ, დემეტრე კი უცნაურად მშვიდი. -ამ ერთი წლის განმავლობაში არასდროს მიგრძვნია, რომ ჩემთვის შესაფერისი არ ხარ, შენგან რომ გავიქცე უკეთესი სად უნდა ვნახო? ნინას ოდნავ გაეღიმა თავის ნათქვამზე. საოცარი შვება მოჰგვარა იმან, რომ დემეტრეს ეჭვები მათ ქორწინებას არ ეხებოდა. ჯერ კიდევ აშინებდა ამ ეჭვების არსებობა, მაგრამ არასდროს, არასდროს არ უგრძვნია ქმრის სიყვარული ისე, როგორც ახლა. თითქოს დაინახა დემეტრეს მზერაში რაღაც უცნაური, რაც ყველაფერს აერთიანებდა -იმედს, რწმენას, ნდობას, თანადგომას, ერთიანობის გრძნობას, ყველაფერს, რაც ოჯახს სჭირდებოდა, რაც ნინას სჭირდებოდა ბედნიერებისთვის და მას უპირობოდ უწოდა სიყვარული. არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისი დაკარგვისაც ასე გეშინია, ამისიც სჯეროდა ნინას და ზუსტად იცოდა, რომ ერთ დღეს ამ თვალებიდან შიშს აუცილებლად გააქრობდა. დემეტრე უსიტყვოდ მიუახლოვდა ცოლს, ცერა თითით ბაგეები გაახსნევინა და ძალიან მგრძნობიარედ დაუკოცნა ჯერ ქვედა მერე ზედა ტუჩი. ნინას ტირილი მოუნდა ძალიან ისეთი ტკივილიანი იყო დემეტრეს შეხება, თითქოს მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ უსწორ-მასწორო ამობურცულობები მხოლოდ სხეულზე არ ექნებოდა დემეტრეს, თავი სრულ იდიოტად იგრძნო მთელი წელი მხოლოდ მის გაცნობაში რომ გაატარა და ბედნიერებით ტკბებოდა. -არ მინდოდა შენი დამძიმება, ნინამ თავი მკაცრად გააქნია და კისერზე მაგრად მოხვია ორივე ხელი. -არასდროს არ შეგეპაროს ეჭვი ჩემში, ნინა, რაც არ უნდა გავაკეთო იქნება იმიტომ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე და არა იმიტომ, რომ შენზე არ ვიფიქრე. -მე ვიცი, მართლა ვიცი, ოღონდ შენც დაიჯერე. ნინამ თავი დემეტრეს კისერში დამალა და თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს რომ ცრემლები შეეკავებინა. მთელი შიგნეული აეწვა იმაზე ფიქრით რომ დემეტრეს უფრო დიდი სიყვარული შეეძლო, ვიდრე მას. დემეტრე უფრო ღრმად განიცდიდა, იგი უფრო ღმად გრძნობდა და ძალიან ცოტას ამბობდა, კიდევ უფრო ცოტას, ვიდრე ნინა. ცოლი უსიტყვოდ აიყვანა ხელში, უფრო მაგრად მოხვია ხელები და საწოლზე ფრთხილად დააწვინა. ნინა თავს მშვიდად გრძნობდა, თავადაც არ იცოდა ამდენი ემოციების მერე საერთოდ როგორ უნდა ეგრძნო რამე, მაგრამ ძალიან მშვიდად იყო, დემეტრემაც გაუღიმა და გვერდით მიუწვა, ნინამ ნიკაპი მკერდზე ჩამოადო და გაეცინა წინსაფარი რომ დაინახა. -მოვიდა ხასიათზე ქალბატონი, მხიარული ნოტები ისმოდა დემეტრეს ხმაში და სწრფად გადაიძრო ნინას წინსაფარი. - კიდევ ერთხელ კოტეს გამო მასე თუ ინერვიულობ მეორედ ჩემი ხელით გადავუჭრი ვენებს, ისეთი მხიარული ხმით უთხრა ნინას ეგონა ზღაპარს უყვებოდა. -ხვალ სამსახურში მოგაკითხავ, თვალი ჩაუკრა ქმარმა. -ტერიტორია უნდა მონიშნო? ნინამ ხმამაღლა გადაიხარხარა. -აფთრები უნდა დავაფრთხო, ისევ ღიმილით ჩაილაპარაკა დემეტრემ და ცოლს ვნებიანად აკოცა. -უბრალოდ ვივახშმოთ ერთად. თანაც მალე ხუთი ივნისია. -ღმერთო, რა უცებ გავიდა, ნინამ სივრცეს გაუღიმა -ოჰ, გახსოვს! ამ დღის მერე გიძლებ ერთი წელია და უნდა დავგეგმოთ როგორ ავღნიშნოთ. საერთოდ არ შეგაწუხებდი, ქალბატონო, მაგრამ სიურპრიზები და შენ... დემეტრემ თავი გადააქნია და წამში მოექცა ცოლს ზემოდან. -შენ მაიძულებ ბედნიერი ვიყო, თვითონ გაეღიმა თავის ნათქვამზე და ისევ მოძებნა ცოლის ტუჩები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.