შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი 17)


24-05-2015, 22:18
ნანახია 2 870

ბაზაზე დაბინავდა, მოწესრიგდა, შემდეგ მწვრთნელი ნახა მითითებები მიიღო და ოთახში დაბრუნდა. ტელეფონში იმ სურათებს ათვალიერებდა, ჩუმად რომ უღებდა კატოს, შემდეგ ვიდეო ჩართო სადაც ის მღეროდა საოცრად მშვიდი სახით უყურებდა მას. იღიმოდა ყველაზე გულწრფელი ღიმილით და ეს იყო ყველაზე ფერადი ცისარტყელა წვიმის შემდეგ, ღრუბლიან ცაში გამონათებული მზე. ოთახში მისი თანაგუნდელი სტას არტემიოვი შემოვიდა. სანდროს დანახვაზე გახარებული 15 ნომერი ძლიერად ჩაეხუტა მას, მიუხედავად სხვადასხვა ეროვნებისა, მიუხედავად სხვადსხვა მრწამსისას იყვნენ თანაგუნდელები და ეს უკვე ყველაფერს ამბობდა.
-ჰეი ქართველო როგორ მომენატრე.-ხელები გაშალა სტასმა.
-15 არ იცვლები ჰო ?-ეჭვის თვალით გახედა სანდრომ.
-ემოციური ბიჭი ლუგანსკიდან.-გაიკრიჭა სტასი და საწოლზე ჩამოჯდა.
-ყოჩაღ დაგიმახსოვრებია ჩემი სიტყვეები-შექების მიზნით ბალიში ესროლა მეგობარს.
-ვერ გცნობ ძალიან მხიარული ხარ რაღაც...-აღიარა სტასმა.
-ჰო სტასს იმ ამბების შემდეგ არ მეგონა ოდესმე თუ კიდევ გავიცინებდი მაგრამ ცოლი მოვიყვანე და უკვე პატარასაც ველოდები. სეერგეევიჩმა მართლა მაგრად გამიგო, სხვა მწვრთნელი ამხელა პაუზას არ მაპატიებდა.
-რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა, სერგეევიჩმა ეგ იცის და მიტომაც გაგიგო ესე იოლად. გვითხრა მონასტერშიაო, ბიჭები ნერვიულობდნენ შენს გამო.
-ჰო მეგონა ღმერთმა მიმატოვა არადა პირიქით იყო ყველაფერი, მაღლა მთებში სალოცავში ყველაზე მეტად ვგრძნობდი მის არსებობას.
-სანდრო რამდენი გამოგივლია და მე რამდენი არვიცი.
-დრო ბევრი გვაქვს, რომ მოგიყვე.
ფილმის ყურების ტრადიცია, სკაიპში ლაპარაკმა ჩაანაცვლა. დღითი დღე გაზრდილი მონატრება და მუცელი. უნივერსიტეტში ისევ დადიოდა, ჭორიკნების გამკიცხავ მზერას გრძნობდა და სხეული ეწვოდა. დღეზე მეტად საღამო შეუყვარდა, მიზეზი კი ერისთავი იყო, ეს დღის ის მონაკვეთი იყო, როცა თავს კარგად გრძნობდა.
ერთ საღამოს მაკა ესტუმრა ძალიან გემრიელი ტორტი მოემზადებინა სპეციალურად კატოსთვის.
აივანზე გასასვლელ ფართე მინას ფარდა არ ფარავდა, ასე რომ თოვლში გახვეული თბილისი თეთრად მოსჩანდა. იქვე ჩამოსხდნენ მოწნულ სკამებზე, უყურებდნენ თოვლისფერ ქალაქს და ფიქრებში მოგზაურობდნენ.
უცრად მაკამ საუბარი დაიწყო, თანაც ისე რომ ხედს არ აშორებდა თვალს.
-პირველ შვილზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ყველა წამი მახსოვს პირველად როცა დავინახე, გულზე როცა მომეკრო მისი ნაზი სათუთი კანი. ისეთი უსუსური და დაუცველი იყო დეთქო რომ დავუძახე ჟრუანტელმა მთელ სხეულში გამცრა. პალატაში ვიწექი და მშობიარობის შემდგომი ტკივილი თითქოს აღარ მახსოვდა, მენატრებოდა ერთი სული მქონდა როდის ვაჭმევდი, მოვეფერებოდი. ძალიან მშვიდი ბავშვი იყო იშვიათად ტიროდა, თუ კი რაიმე ასტკივდებოდა ან შიოდა. ძალიან დიდი ლოყები ჰქონდა და ამ ლოყებს შორის მოემწყვდია ვარდისფერი ტუჩები. ფეხი აიდგა თუ არა მაშინვე ბურთს დაჰკრა, მართალია გემრიელად მოჯდა ძირს მაგრამ არც შეიმჩნია ისევ გააგრძელა თამაში, მისი ბედნიერი სახის შემხედვარე უკვე ვხვდებოდი , რომ ფეხბურთი უნდა ეთამაშა.სამ წელიწადში ნიკოც შეგვეძინა, თუმცა ისეთი საშინელი პერიოდი დაიწყო, ჩვენი ოჯახური იდილიაც სადღაც გაქრა. თენგიზის სამშენებლო კომპანია ვიღას უნდოდა, ქვეყანა სამოქალაქო ომში გაეხვა და ისიც როსტოვში წავიდა ბიძაშვილებთან. მე კიდევ აქ დავრჩი და ჩემს პატარებთან ერთად ვაგრძელებდი ცხოვრებას. სანდრო ოთხის ხდებოდა, ის იყო ჩემი ერთადერთი დამხმარე, თითქოს ბავშვობიდან დაჰყვა მზრუნველი ხასიათი, სულ მქონდა მისი იმედი, რამდენჯერ დამიტოვებია სახლში მარტო და მე პროდუქტებზე ჩავსულვარ, მიუჯდებოდა ნიკოს აკვანს და ლექსებს უყვებოდა. 5 წლის ხდებოდა სანდრო, მახსოვს სალაპარაკოში წავედით, მინდოდა შვილებს მამის ხმა მაინც სცოდნოდათ და არ დავიწყებოდათ.სწრაფად მივდიოდი უკვე ბნელოდა, ტყვიების ზუზუნი ჩემს ყურთასმენას რომ მისწვდა, შიშისგან ბავშვებიანად ქვაფენილზე დავწექი, ნიკუშას ტირილი მთელს ქუჩაში გამაყრუებელად ისმოდა. ერთად ბევრი გამოვიარეთ და ყოველთვის როცა მოვეშვებოდი ეს ავადსახსენებელი დღე მახსენდებოდა, ბავშვები განწირული ხმით იძახდნენ დედას მაშინ მივხვდი რომ მათთვის ყველაზე დიდი იმედი ვიყავი, მყარი საყრდენი რომელიც რთულს მომენტებს გადაგატანინებს. არცერთ თამაშს ვტოვებდი, პირიქით ტრიბუნაზე ჩემსავით ხმაურიანი არავინ იყო. წლების შემდეგ სანდრომ, უკვე შემდგარმა მამაკაცმა როცა გამოგვიცხადა რომ ცოლი მოჰყავდა, მაშინაც არ გამიკრიტიკებია ვიცოდი რომ სწორ გზას ირჩევდა და ისიც ვიცოდი რამდენს ვნიშნავდი მისთვის, ჩემი მხარდაჭერა ყველა საკითხში აძლიერებდა, მე კიდევ მინდა ვთქვა ამაყად და ხმამაღლა რომ ძლიერი კაცი გავზარდე. წასვლის წინ როცა ვლაპარაკობდით მივხვდი რომ შეიცვალა, ეხლა ორით მეტი იმედი ჰყავს.
გულში ჩაიკრა მაკა და მადლობა გადაუხადა.
-სანდრო, რომ ესეთია, დამიჯერეთ თქვენი დამსახურებაა.
***
მიეჩვია ყოველ დილით მაღვიძარას მაგიერ რომ აღვიძებდა, ბოდიშის მოხდას გაღვიძების გამო და დაფარულ გრძნობებს. ყველაზე მეტად ამის განხილვა არ სურდა თუმცა, ერთ საღამოს როცა ნია ეწვია ვეღარ შეძლო გულისტკივილის გამოუმზევრლობა.
-არცერთ სიტყვას არ ამბობს მონატრებაზე !-იბუტებოდა კატო და ჟურნალს ფურცლავდა.
-შენ ?
-მე ვერ ვეუბნები…
-ამაყი ხარ, გგონია თუ პირველი გადადგამ ნაბიჯს საკუთარ მეზე მაღლა ახტები, როცა რომ თავს ზემოთ ძალა არაა.-ემოციური იყო ნია.
-იმის მეშინია, რომ იგივენაირად არ. მიპასუხებს.
ნიას მეგობრის ბავშვურობაზე გაეღიმა და გვერდით მიუჯდა.
-როდის გაიზრდები ?
***
სიყვარული გვტკენს, თუმცა იმდენად დიდი ბედნიერებით გვასაჩუქრებს ტკივილით გამოწვეული იარების მოუშუშებლობის არ გვეშინია. მასზე დიდი იყო მონატრების გრძნობა, თუმცა ვერ გამოთქვამდა. უძლებდა იმ ნოსტალგიას შინაგანად, რომ ჭამდა და ისიც შეეგუა.
-კატო ჩამოდი რა.. -ვეღარ მოითმინა სანდრომ.
-ფინალურებს სულ მალე მოვრჩები და ვნახოთ ექიმი თუ დამრთავს ნებას.
მანამდე არასდროს უთქვამს რაიმე ჩასვლაზე, ალბათ ესეც ემოციების დაფარვას მიაბრალა, თუმცა ის ზღვარი, რომელიც სიყვარულსა და სიამაყეს შორის ავადმყოფურად იდგა გადალახვადი გახდა, გამბედაობა ბიძგი აღმოჩნდა და სიტყვებმა კი ძალა არ დაიშურეს გონებას დაასწრეს და მოსწყდნენ ბაგეებს. კატოს უცნაურმა შეგრძნებებმა დაურბინეს, თვალებიც მოწმენდილი ცის ვარსკვლავებივით აკიაფდნენ. მოწყენის დრო არ ჰქონდა, ამ მომენტში პატარას გამალებულ მოძრაობას გრძნობდა და შემდეგ ახსენდებოდა მაკას სიტყვები თითქოს მზრუნველობა მუცლიდანვე დაჰყვა.
***
ამბობენ სიყვარული მესამე პირს არ ცნობსო, იმ დღესაც ლალიკო ეწვია სახლში. როგორც ყოველთვის ელეგანტურად ჩაცმულ-დახურულს ასაკი არ ეტყობოდა, შინშილას პალტო იქვე საკიდზე მიაკიდა და შავი მაქმანებიანი კაბის ფრიალით წავიდა სასტუმრო ოთახისკენ.
-ექიმმა დამირეკა მის ჭამის რეჟიმს მიაქციეთ ყურადღებაო, ეხლა წვენს გაგიწურავ და შენი წუწუნი არ გავიგონო.-საჩვენებელ თითს იქნევდა ლალიკო.
-მაგ ექიმს სანდრო ჰო არ ქვია ?-ნიშნისმოგებით იკითხა კატომ.
-შენ წარმოიდგინე ჰო!
წვენით სავსე ჭიქა ცხვირწინ დაუდგა და თვითონაც ხის მოწნულ სკამში ჩაეშვა.
-დე გადმოდი ჩვენთან სანამ სანდრო ჩამოვა, აქ მარტო რომ ხარ ვნერვიულობ.-ნაღვლიანი თვალები მიანათა შვილს.
-ეგეც სანდრომ გითხრა?
-სანდროს რომც არ ეთქვა ისედაც ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს.
ძალიან არ უნდოდა სახლის დატოვება თუმცა ლალიკომ არ დაუთმო, თანაც ორ კვირაში გამოცდებსაც მორჩებოდა და სანდროს ჩააკითხავდა.
***
-არ ჩამოდიხარ ?
-გამოცდებს უყვარვარ…
-ჩემზე მეტად? -თამამად საუბრობდა სანდრო.
***
სანამ გაფრინდებოდა ნიას შეურა სახლში, მორიგეობიდან მოსულს დაღლა არც კი ეტყობოდა.
-ნუ მიყურებ ეგრე, არ გვყავდა მიმღებში ბევრი პაციენტი და მაგიტო არ მაქვს დაღლილი სახე.
კატო გულიანად იცინოდა, ნიას წინდახედულობაზე.
-მე ჰო ფროიდი ვარ და აი შენ ვანგა ხარ ! თუ დაღლილი არ ბრძანდები სანაყინეში წავიდეთ .- ქვედა ტუჩი მობრიცა და ხელი ყელს თხოვნის ნიშნად მოუჭირა.
-ნაყინზე პრინციპულად არ მოგყვები, მექსიკური კარტოფილი მივირთვათ, ან შენი საყვარელი თურქული ჩორბა.
მართალია, კატოს მალე დათანხმებამ ეჭვები გაუჩინა თუმცა ესეც არ გამორიცხა, კატო ხომ
შეიცვალა ეხლა უფრო დამყოლია სიჯიუტე ხომ აღარც კი ახსოვს.
მათ საყვარელ კაფეს მიაშურეს. სასაუბრო თემა არ ელეოდათ. ხმამაღლა გულიანად იცინოდნენ ნიას თაყვანისმცემლების ვერშემდგარ საჩუქრებზე.
-გამოვდივარ საოპერაციოდან დაქანცული, პოსტი გამოვაქვეყნე ღმერთო ეხლა გადმომიგდებდე ყუთით შოკოლადსთქო და ნახევარ საათში დაცვამ ამომაკითხა ორი ყუთი შოკოლადით, რომ ვიკითხე ვინ მოიტანთქო არცერთმა მითხრა ვინაობაო, ასე დავრჩი ხახმშრალი ვერცერთის ვინაობა გავიგე და ვერც მეორესი.
-ეგ რატომ მოხდა იცი ? მკაცრზე მკაცრი რომ ხარ ვერ გიბედავენ ეს ბიჭები გრძნობებზე საუბარს.
-მაგათ გამბედაობა აკლდეთ , მომაბრალე მე.-ხელები გაშალა ნიამ.
მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძნობდა მწველ მზერას, თავი უკან მიაბრუნა და ჯიქიას სილუეტი გაარჩია. წამები დასჭირდა სრულყოფილად რომ შეესწავლა, ძალიან დასუსტებულიყო, ის შავი თვალები ჩაცვენოდა და ყვრიმალები გამოკვეთოდა. არ იცოდა რატომ ან რისთვის, მაგრამ მასთან პასუხისმგებლობას გრძნობდა თითქოს ვალდებული იყო მასთან. ნიას საუბარს აღარც კი უსმენდა, ფიქრს გაჰყვა, ძალიან მოუნდა მასთან მისულიყო და ეთქვა რომ ყველაფერს პატიობდა. კარგ ხასიათზე იყო ? არა უბრალოდ ზიზღი არ შეეძლო, ვერ გადაუსვამდა ესე ხაზს, ან როგორ გააკეთებდა ამას, როცა უყვარდა, ბავშვურად. უბრალოდ ბედისწერამ სხვა სცენარი შესთავაზა მათ, დემეტრე სანდრომ ჩაანაცვლა.
მერე რა თუ ბავშვობაში დააშავა, შეცდომები ყველას მოგვდის გამოსწორებას ხშირად წლები ვუნდებით, თუმცა ესეც კანონზომიერებაა, წინგადადგმული ნაბიჯი სტაბილურობამდე.
შეცვლილი დემე ძალიან შეეცოდა, უნდოდა გაეგო ამის მიზეზი, თუმცა ნია გაუპროტესტებდა, ისინი წლებია ერთმანეთს არ სცემენ ხმას დათას გამო. უკვე კაფეს ტოვებდნენ, როცა ჯიქია წამოეწიათ კატოს ხელი მხარში წაავლო.
-მე გარეთ დაგელოდები! -ხმაურიანად გაიხურა კარი და ნიშნისმოგებით გახედა მეგობარს.
დემეტრე ვისკის სუნად ყარდა.თვალები აწყლიანებოდა, სახეზე ტკივილის და დარდის ნაიარევი დამჩნეოდა. "რა უქნეს ამ ბიჭს გერმანიაში ? "წამით გაიფიქრა და ხელი იგრძნო რომელიც მუცელზე მოუსვა.
-ჩემი შვილების დედად მხოლოდ შენ წარმოგიდგენდი, ეხლა კი ჩემს წინ დგეხარ და სხვის შვილს ატარებ მუცლით.
-დემეტრე-მუდარით სავსე თვალები შეანათა მას.
-გთხოვ დამასრულებინე, მე ვერ შევძელი ესე გავმქრალიყავი, გერმანია არ არის ჩემი, წამითაც ვერ გავჩერდებოდი იქ რომ არა შენ. გთხოვ იმის უფლება მომეცი ცოტა ხნით მოვეფერო შენს მუცელს და წავალ გეფიცები.
გული უკვდებოდა, დემეტრეს უიმედობის შემხედვარეს, უსიყვარულოდ გამტყდარს იმედიც კი აღარ შერჩენოდა.
-სილამაზე ისედაც არ გაკლდა, მაგრამ ორსული კიდევ უფრო საოცარი ხარ, თვალს ვერ გწყვეტ.
კატო უსმენდა და ხმას არ იღებდა, დემეტრეს კი სულიერი საზრდოსავით ეღვრებოდა მასთან გატარებული ყველა წამი. დამშვიდობებისას ჩაეხუტა, ეცნო ის სურნელი ყველა ყვავილისას რომ გადასწონიდა.
-დამპირდი, რომ იპოვი სიყვარულს. -საჩვენებელი თითი აწია კატომ.
-ეეჰჰ კატუს სიყვარული აქეთ გვპოულობს….
მეორე საღამოს გაფრინდა. კიევი თბილისის რეისი მისთვის ძალიან გაიწელა, სანდრომ არ იცოდა რომ ჩამოდიოდა სიუპრიზი უნდოდა მოეწყო მისთვის. მთელი გზა მათ შეხვედრას წარმოიდგენდა, ბედნიერების ტალღებში დაუფიქრებლად გადაეშვებოდა. სიცოცხლით ტკბებოდა, სტაბილურობას შეეჩვია და ეს მოსწონდა. სანდრო ერისთავი ყველაფერ საიამოვნოსთან ასოცირდებოდა. ვერ წარმოიდგენდა, თუ კი ოდესმე შეუყვარდებოდა, თუმცა ცხოვრება პარადოქსებით სავსეა და ჰარმონიის მოპოვებაში ხელს გვიშლის. რამდენჯერმე უყურა სანდროს გამოგზავნილ ვიდეოს სადაც დეტალურად აღწერდა ბაზას, კადრებში ხშირად გამოჩნდებოდნენ იქაური ფეხბურთელები და ესალმებოდნენ კატოს ღიმილით, სტასმა უკვე იმდენი იცოდა მის შესახებ, კომპლიმენტებს ეუბნებოდა და იმედს გამოთქვამდა რომ მალე შეხვდებოდნენ.
კიევის აეროპორტში არავინ დაჰხვედრია, დილის8 საათი იყო და ქალაქს უკვე ეღვიძა, მიუხედავდ ყინვისა მამაცურად მიაბიჯებდნენ თოვლიან ქუჩებში. ტაქსის მძღოლს მისამართი უთხრა, მინას თავი მიადო და ქუჩას გახედა, რომელიც არაფრით არ ჰგავდა თბილისს.
***
როცა ქვეყანას მოევლინენ, ომი მალევე დაიწყო, აფხაზეთი დავკარგეთ, საყვარელი ადამიანები გვექცნენ მოუშუშებელ ტკივილად. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მათ გონებას ეს დღეები არ ახსოვდა, ორიათასრვაში ისევ დაიწყო ომი, მაშინ უკვე გაიგეს რას ნიშნავს შიში.
მათ გონებას ორი რეალური ომი ახსოვდა, თუმცა გაუძლებდნენ კი ცხოვრებისეულ ომებს ??? ომებს რომელთაც დასარული არ უჩანს და ჩვენც ვეჩვევით საყვარელი ადამიანების კარგვას.
ომგამოვლილებს ჰგავდნენ, თავისუფლებას ზეიმობდნენ, თუმცა ტკბილი არ აღმოჩნდა ზეიმი.
დაურეკა.
-დილამშვიდობის სანდრო!
-დილამშვიდობის ,ეხლა გაიღვიძე?
-ჰო, ბაზაზე ხარ ?
-კი მე და სტასი ეხლა შემოვედით დავრბოდით.
-გამო გარეთ, გიცდი შემცივდა.
-კატო... ორ წამში მანდ ვარ-სახე გაებადრა სანდროს.
-რა მოხდა?-გაიკვირვა სტასმა.
-კატო ჩამოვიდა-ოთახის კარი მიიჯახუნა და გარბოდა. კატო კიდევ თავს აიმედებდა,რომ როცა ნახავდა მაშინ ეტყოდა პირველ მიყვარხარს და არა ტელეფონით.
თითქოს ის გზაჯვარედინი დაწყევლილი იყო, ისევ მსუბუქი მანქანა უეცრად გამოჩნდა.
მოძრაობა მაშინვე შეჩერდა მისი სხეული უღუნოდო დაეცა ძირს ერისთავის განწირული ხმა მთელს ქალაქს ესმოდა, მისი სისხლით მოესვერა ხელები ჰკოცნიდა მის სახეს და ემუდარებოდა ეცოცხლა. მალევე სასწრაფოს სირენის ხმა გაისმა, სანდრო წამითაც არ შორდებოდა მას, მის გაყინულ თითებს უკანასკნელი იმედივით ებღაუჭებოდა.

ექიმებს ემუდარებოდა, რომ გადაერჩინათ. მოსაცდელში თეთრ კედლებს მიეყრდნო და იატაკზე ჩამოჯდა. ეძებდა პასუხს რით დაიმსახურა ამდენი ტკივილი ?

ბოდიში რომ ესე დავაგვიანე თუმცაღა კარგი ფინალი მინდა დავწერო მაინტერესებს თქვენი აზრი



№1  offline წევრი p♥♥h ^^

შოკიდან ვერ გამოვდივარ არ მჯერავს რომ წავიკითხე მეგონა აღარ აგრძელებდი
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№2  offline წევრი etia

როგორ გამიხარდიიი love

 


№3  offline წევრი დადუ♥♥

Dzalian gtxov acocxle oriveda kargad daamtavre nu gaafucheb cudi dasasrulit miyvarxar DA male dsade gtxov ♥

 


№4  offline წევრი camilita

ცუდად არ დაამთავრო რა =)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent