შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ცხოვრობ, მე კი ვეღარ ვძლებ (2)


25-05-2015, 16:28
ავტორი королева
ნანახია 2 542

იმ საღამომ ძალიან ჩვეულებრივად ჩაირა, ძალიან მოწყენილი ვიყავი იმიტომ რომ სალომე სამუდამოდ დავკარგე, 20-ჯერ დავურეკე და სულ მითიშავდა ბოლოს ჩემი ნომერი დაბლოკა და ზარი აღარც გადიოდა.. თორნიკეს ძალიან ნერვები მოეშალა და მიყვირა
-მომისმინე! გითხარი შეგირიგდებიანთქო, და ეხლა ტვინი ნუ წაიღე რა!
-ჩემი ნომერი დაბლოკა
-მერე რა?! როგორც დაბლოკა ისე მოხსნის ბლოკს, ეგ რა სანერვიულოა გოგო?!
-აუ თორნიკე შენ არ გესმის რა
-რა არ მესმის?! აბა ესე უნდა იგლოვო?
-კი! წავედი რა
-იყავი
-არა უნდა წავიდე, დედაჩემსაც მოვატყუე რა
-კაი, როგორც გინდა
თორნიკესგან გამოვედი და სახლში ძალიან მოწყენილი წავედი, არც კი ვიცოდი რა გამეკეთებინა რომ სალომე შემომერიგა... სახლში მივედი და დედაჩემმა კითხვები მომაყარა
-რა ქენით სალომესთან? როგორ გაერთეთ?
-დედა არ შემიძლია ამდენი მოგატყუო რა
-რაა?
-მოკლედ არ ვყოფილვარ სალომესთან
-აბა სად იყავი მთელი ღამე?!
-თორნიკესთან
დედაჩემმა არაფერი მითხრა ისე ჩაესვენა დივანზე
-დედა არ ინერვიულო რა, მთელი ღამე არ მძინებია, ფილმებს ვუყურებდით, ეს ყველაფერი იმიტომ გითხარი რომ დიდი პრობლემა მაქვს და მინდა დამხმარო
-კიდე პრობლემები?! რახდება?
-სალომეს ვაწყენინე, თანაც ძალიან და არამგონია ერთი „ბოდიში“-თ შემირიგდეს
-რატო, რა მოხდა?
-მის დაბადების დღეზე არ მივედი, ეგ მაპატია, გუშინ მითხრა ჩემთან ამოდიო და არც გუშინ არ ავედი, ვუთხარი რომ შენ იყავი ცუდად
-მერე?!
-მერე გუდვილში შემხვდა და მიხვდა რომ მოვატყუე, საშინლად გაბრაზებულია, ჩემი ნომერი დაბლოკა
-თავში ტვინი გაქვს?! როგორ იქცევი?! აღარ ვიცი რა მოგიხერხო, მამაშენს უნდა ვუთხრა ყველაფერი, უკვე შეუძლებელია შენი ასეთი საქციელების ატანა
-დედა გთხოვ არაფერი უთხრა მამას, გპირდები მეტი აღარ განმეორდება, უბრალოდ ამ ერთხელ დამეხმარე
-მე როგორ უნდა დაგეხმარო? დავურეკო სალომეს შეურიგდითქო?! თუ რა გავაკეთო
-არვიცი, მეც ძალიან დაბნეული ვარ, თორნიკესთანაც კამათი მომივიდა, მოკლედ ეხლა ძალიან ცუდადვარ ყველაფერი დავკარგე გესმის? მეგობრებიც და შეყვარებულთანაც ცუდი ურთიერთობა მაქვს
-არვიცი, არვიცი....
-დედა გთხოვ, უბრალოდ ეს ყველაფერი მომიგვარე, სალომე რომ სამუდამოდ დავკარგო ჩათვალე მოვკვდები
-კარგი, მოვიფიქრებ რამეს, მაგრამ შენ დაისჯები!
დედაჩემისთვის აღარაფერი მითქვამს ისე ავედი ჩემს ოთახში, და წამოვწექი. ყველაფერზე ვფიქრობდი რამის გამისკდა თავი... ფიქრებში ჩამეძინა და რომ გამომეღვიძა სალომე და თათუკა მედგნენ თავზე, სანამ გამოვფხიზლდი სიზმარში მეგონა თავი, ვერ წარმომედგინა რომ ისინი ჩემთან..როგორ...რანაირად..რატომ...
-გოგოებო
-ნინა უნდა გელაპარაკოთ
-გისმენთ
-მოკლედ, ასე აღარ გამოვა, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რომ ჩვენი ურთიერთობა ტყუილებით იყოს სავსე
-ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა გოგოებო! გპირდებით მეტი აღარ განმეორდება
-ერთ შანს მოგცემთ, თუ იგივეს გაიმეორებ ჩვენი ყველაფერი სამუდამოდ დამთავრდება
-ძალიან მიყვარხართ ორივე!
-კარგი, დავივიწყოთ ეს ამბავი. ეხლა მოგვიყევი გუშინ რა ქენით შენ და თორნიკემ
-აუცილებლად ყველაფერს მოგიყვებით, ოღონდ ჯერ ცივი ყავა გავაკეთოთ
-კარგი...
გოგოები ძალიან კარგად გავერთეთ ბოლოს სალომე და თათუკა სახლში გავაცილე, მთელი დღე თორნიკეს არც დაურეკავს და არც მოუწერია, ძალიან ვნერვიულობდი ვეღარ მოვითმინე და დავურეკე
-თორნიკე
-რა
-რატომ არ დამირეკე?
-რატომ უნდა დამერეკა?! შენ ჩემთან ერთად არ ხარ ბედნიერი, სულ შენს „დაქალებ“-ზე ფიქრობ, ტვინი წამიღე გუშინ და სულ მოწყენილი იჯექი, იმის მაგივრად რომ მაგრა გვეცინა და დრო გვეტარებინა
-შენ ეხლაც ვერ ხვდები გუშინ რა ცუდად მოვიქეცი შენს გამო? მეგობრები და დედა მოვატყუე!
-მერე რა?! ჩემს გამო ყველაფერი უნდა გააკეთო
-შენ ჩემს გამო მოატყუებდი ძმაკაცებს?
-ძმაკაცებს ვერა
-აბა მე რატომ უნდა მოვატყუო შენს გამო ჩემი დაქალები?
-აუ დამანებე რა
-თორნიკე
ტელეფონი გამითიშა, საშინელ ხასიათზე ვიყავი, არავინ და არაფერი მინდოდა..... თორნიკე თავდავიწყებით მიყვარდა და არ მინდოდა მისი დაკარგვა... გათენდა მეორე დილა და სკოლაში დავაპირე წასვლა, ამდროს თორნიკე მირეკავს
-სკოლა გააცდინე და ჩემთან ამოდი
-სკოლას ვერ გავაცდენ!
-იცოდე მაგარი გამიტყდება
-დამრიგებელი დაურეკავს დედაჩემს
-მე ჩემი სათქმელი გითხარი, დანარჩენი შენი გადასაწყვეტი და მოსაგვარებელია
-გთხოვ ნუ მექცევი ესე
თორნიკემ ტელეფონი გათიშა, ძალიან დავიბენი... ავნერვიულდი... ხელების კანკალი დამეწყო... გადავწყვიტე სახლიდან სწრაფად გავსულიყავი და დამრიგებლისთვის დამერეკა
-გამარჯობა, ქალბატონო მაია, ნინა ვარ შენგელია
-ხო ნინიკო
-მას, სიცხე მაქვს ძალიან მაღალი და დღეს ვერ მოვდივარ
-რა დაგემართა?გაცივდი?
-დიახ, გუშინ წვიმაში მოვყევი
-კარგი, იყავი სახლში, გამოკეთდი
-მადლობა, ნახვამდის
-კარგად
დამრიგებელს საეჭვო ხმა ქონდა, არ ვიყავი დარწმუნებული რომ დედაჩემს არ დაურეკავდა. თორნიკეს სახლთან მივედი და დავურეკე
-ჩამოდი
-სად ჩამოვიდე გოგო, ამოდი შენ
-კარგი
კიბეებზე ავედი და კარზე დავაკაკუნე, თორნიკემ კარები გამიღო და მეც მაგრად ჩავეხუტე
-შემო
სახლში შევედი და საშინლად არეული დამხვდა
-აქ რა ხდება?!
-გუშინ რო ვიკამათეთ და მერე რო წახვედი, ნერვები ძაან მომეშალა და ყველაფერი დავლეწე
-ვაიმე, ჩემი ბიჭი
-დაალაგებ?
-აბა რას ვიზავ
-კაი მაშინ მე მაღაზიაში ჩავალ
-მიდი
აღარ ვიცოდი საიდან დამეწყო, ყველაფერი ძალიან არეული და მტვრიანი იყო... ლოგინი ავალაგე, დამტვრეუილ ჭურჭელი გადავყარე და მტვერი გავწმინდე... ნახევარი საათი გავიდა მაგრამ თორნიკე არ ამოსულა მაღაზიიდან, დავურეკე
-სად ხარ ამდენი ხანი?
-აუ
-ჰა?
-ნინ, ძმაკაცი დაჭრეს და საავადმყოფოში ვარ, არ გაგიტყდეს იყავი შენ მანდ
-მე უნდა წავიდე, დედაჩემმა იცის რო სკოლაში ვარ
-რომელ საათზე გიმთავრდება სკოლა?
-2ზე
-კაი, მაშინ კარები ჩაკეტე და გასაღები გვერძე მეზობელს დაუტოვე
-კარგი
ძალიან გავბრაზდი მარტომ რომ დამტოვა მაგრამ რას ვიზავდი, თვითონაც სერიოზულ საქმეზე იყო წასული... სინათლე ჩავაქვრე ოთახში, კარები დავკეტე და მეზობლის კარზე დავაკაკუნე, კარი ახალგაზრდა ქალმა გამიღო
-გამარჯობა
-გამარჯობა?
-მე თორნიკე ლორიას ნათესავი ვარ, შეიძლება გასაღები დაგიტოვოთ?
-გოგონი, იცი? გავდივართ ჩვენ ეხლა
-კარგით, არაუშავს
გავუღიმე და კიბეებზე ჩავედი, თორნიკეს დავურეკე
-დატოვე გასაღები?
-მივდივართო და ვერ დავიტოვებთო
-აუუუ, რავქნა?
-არვიცი
-კაი წაიღე თან შენი გასაღები, და შენ სახლთან მოვალ საღამოს
-კარგი
მთელი დღე გავიდა მაგრამ არც დაურეკავს არც მოუწერია,საღამოს ჩემი დაქალები გამოვიდნენ ჩემთან და რაღაცეებზე ვჭორაობდით რო დამირეკა
-გასაღები ჩამომიგდე რა
გოგოებო, თორნიკეს გასაღებს ჩავუტან და 2წუთში აქ ვარ
-კაი, მიდი
კიბეები სწრაფად ჩავირბინე და როგორც კი დავინახე მაგრად ჩავეხუტე, შეეტყო რომ ცუდ ხასიათზე იყო
-რა გჭირს?
-ძმაკაცი დაჭრეს
-ხო ვიცი, ეხლა როგორაა?
-არვიცი ნინა არაფერი რა, მომე გასაღები ძაან დაღლილი ვარ
გასაღები მივეცი და სახლში ამოვბრუნდი...



№1  offline წევრი ფსიქო.13

ee,es ra iyo?
ar gewyinos magram,yvelaze didi uazrobaa rac odesme wamikitxavs.
es ra iyo?
uimee
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი natato

ცოტა უფრო საინტერესოდ წერე რა არ გეწყინოს მარა ცოტა უაზრობაა. აზრი დევს თუმცა ინტრიგა არ არის, და წაკითხვის მუღამი მეკარგება. აბა შენ იცი წარმატებები, გააგრძელე ოღონდ საინტერესოდ ცოტა

 


ეხ,არ ხარ შენ წერისთვის დაბადებული...

 


№4  offline წევრი lamazmani

გააგრძელე მალე დადე

 


№5  offline წევრი cancara

ძალიან უაზროობა რასაც წერ აბ ასე ადვილად დაშორება და ლერიგება რაიყო არა რა ასეთ დებილი როგორ უნდა იყო გოგო თვითონ ვერაფერს ვერხვდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent