ქორწინება ანდერძით 5
დილით თვალები რომ გავახილე ვერ მივხვდი სად ვიყავი. თავი დათას შიშველ მკერდზე მედო. წამიერად ელდა მეცა და ტანზე პიჟამოები მოვისინჯე. დავმშვიდდი როცა მივხვდი ყველაფერი ადგილზე იყო თუმცა დარწმუნებული ვიყავი ამ პოზაში მე არ დავწვებოდი. მშვიდი ძილი მქონდა, ერთ გვერდზე ვიძინებდი და ერთზე ვიღვიძებდი. გვერდით მივიწიე და ბრახ, ბრაგვანი მოვადინე დაბლა. ''ო ღმერთო''-გავიფიქრე მე-საზიზღარი, ხომ ვამბობდი, ის მოწეულა ჩემკენ''-ფეხზე წამოვხტი და დათას საბანი გადავხადე, გეგმის შესრულება არ მეცალა რადგან მის ნახევრად შიშველ, დაკუნთულ სხეულს თვალი რომ შევავლე გავშეშდი და სახეზე ხელი ავიფარე. ვერც მივხვდი ისე აღმოვჩნდი დათას სხეულის ქვეშ. -დათა რას აკეთებ?-შევყვირე მე-აუ გამიშვი რა, გამიშვი იდიოტო-გადავედი შეტევაზე როცა მივხვდი რომ გადასვლას არ აპირებდა. -დათა შენ...-წინადადება ვეღარ დავამთავრე, ჩემს ტუჩებს დაეწაფა და მონდომებით, მომთხოვნად დამიწყო კოცნა. -უმმ-ამოვიღმუვლე მე მაგრამ მის ძლიერ ხელებს მაინც ვერაფერი მოვუხერხე. -ლილი-ეს ერთი სიტყვა ძვლივს ამოღერღა, შევკრთი ხელი ვკარი და ახლა ის გადავისროლე ლოგინიდან. -მაპატიე-ჩაიჩურჩულა დარცხვენილმა. -მეტჯერ არ გაბედო და არ შემეხო-ვუყვირე ხმამაღლა-და ლილი ვინაა?-დარცხვენილმა ვუთხარი მე. -არავინ-მკაცრად მომიჭრა მან. -მაშინ მისი სახელით მე ნუღარასოდეს მომმართავ. -ბოდიში ხომ მოგიხადე-თავი გააქნია მან და ისევ მომიახლოვდა. -ის ბოდიში სხვა რამისთვის იყო განკუთვნილი-მთლად გავწითლდი მე. -არა, ბოდიში მაგისთვის არ მომიხდია, რა არ შეიძლება ცოლს რომ შევეხო?-გამიღიმა მან. -გააჩნია როგორ ცოლს... -ცოლი ასეთიც ცოლია და ისეთიც და მორჩი ეხლა, ბევრ ლაპარაკს საქმის კეთება ჯობია, მოემზადე საყვარელო დღეს ბევრი საქმე გექნება, ჩემი მეგობრები უნდა მოვიდნენ-ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და საძინებლიდან გავიდა. ლოგინზე რასაც ქვია დავვარდი და გაოცებული ფიქრებში გადავეშვი. მისი სიტყვები ასე რატომ მაღელვებს, რატომ ვთრთი როცა ის მეხება, რა მომდის, ღმერთო მეჩვენება თუ მას მოვწონვარ და მეარშიყება? მეშინია ძალიან მეშინია მასთან ერთად მარტო ცხოვრება. ''კაცია და'' იქნებ... იქნებ... ჩემი ფიქრები დათას ხმამ გამაწყვეტინა. -არ გამოდიხარ ნიტა? -მოვდივარ, მოვდივარ...-გავძახე მე , ხალათი მოვიცვი და გარეთ გავედი. -რა იყო ქმარო?-ხმას რაც შეიძლება სარკაზმი დავაყოლე. -შეგიძლია ეს ჰალსტუხი შემიკრა ცოლო? ეს სმოკინგი მიხდება? -შემ მგონი მართლა გაუბერე-დავუსტვინე მე-რა სმოკინგი, რა ჰალტუხი მე ... -სრულფასოვანი ურთიერთობა მაინც არა გვაქვს ქალბატონო და ძალიან გთხოვ ახლა ამის შეკვრაში დამეხმარე-შემაწყვეტინა უხეშად მან. შემეცოდა და მივუახლოვდი. მისი სუნთქვა სახეზე მომეფრქვია, ჰალსტუხი ხელისკანკალით შევუკარი და უკან გამობრუნება დავაპირე რომ სახეზე ხელები მომკიდა... ''ახლა მაკოცებს''-გავიფიქრე მე-''მაკოცებს'' ''მაკოცებს'' და მერე მე გავარტყავ'' თუმცა დათა მომცილდა და ჩემი გეგმებიც ნაგავში ჩამეყარა. ვხედავდი როგორ უჭირდა საკუთარ თავთან ჭიდილი. გარეთ გავიდა და კარი ხმაურით მოხურა. -რუსო მალე მოდი რაა-ტირილით ჩავძახე რუსოს ტელეფონში. -არ ვიცი რა მემართება. როგორ შეიძლება ადამიანი ასე უცებ შეგიყვარდეს, მე კი ვხვდები რომ მიყვარს, პირველად ხდება რომ ამას ასე უბრალოდ ვაღიარებ. მეშინია რომ... უცნაურად იქცევა, ალბათ მისმა საქციელებმა გამოიწვია ჩემი გრძნობებიც. გული მტკინს, რომ მეხება იმ ვიღაც ქალის, ლილის სახელს ახსენებს. მგონი ყოფილია, მას მამსგავსებს და... მე კი შემიყვარდა-ვტიროდი ხმამაღლა. -ნიტა, დამშვიდდი, გესმის თუ არა რას ამბობ? ამ ბიჭს ხომ მხოლოდ 1 თვეა იცნობ, და ამ ერთ თვეშიც რამდენჯერ ნახე? ორჯერ? სამჯერ?-ხელები გაასავსავა რუსომ. -არ ვიცი გესმის, ხომ გითხარი მიყვარს მეთქი, ასეთი გრძნობა არავის მიმართ არ გამჩენია, სხეულში ტაო მივლის როცა მიახლოვდება, როცა მეხება, ეკლები მაყრის და ვწითლდები. ეს ქორწინება არა მგონია კარგ რამეს მიმზადებდეს. -ხოდა დამშვიდდი და ეცადე დათასთან დისტანცია დაიცვა-მითხრა რუსომ და ჩემი სახლი დატოვა. საღამოს დათა მეგობრებთან ერთად მოვიდა. მათთან ერთად ისეთი მხიარული იყო გამიკვირდა. არა ბოღმიანი და გულცივი აქამდეც არ ყოფილა მაგრამ ამ ვითარებაში პირველად ვნახე. ალკოჰოლური სასმელიც დავლიეთ, პიცა მქონდა გაკეთებული და კარგად გავერთეთ. სტუმრები გვიან წავიდნენ. მე აბაზანაში შხაპს ვიღებდი რომ ვიღაცამ კარი გააღო და შემოვიდა, ვიღაცა რა დათა იყო. სწრაფად ვტაცე ხალათს ხელი და ხელები გავუყარე. -გაგიჟდი? გადი...-ვუყვირე მე და ხელი ვკარი. -ნუ ყვირი და თუ გინდა თავად გადი, ეს ჩემი სახლია. -რა? ნასვამი ხარ და რას ლაპარაკობ არ იცი, არ გისმენ გადი გარეთ. -არავითარ შემთხვევაში ძვირფასო-მითხრა და წელზე ხელი მომხვია. -თუ არ გახვალ მე გავალ-ვიყვირე და კარისკენ წავედი მაგრამ ცხელი წლის ქვეშ დათამ ხელისკვრით შემაგდო. -რას აკეთებ? შენ მართლა ვერ ხარ ხომ იცი.-ფეხზე წამოდგომა ვცადე მაგრამ ისევ ხელი მკრა. -შენ ჩემი ცოლი ხარ გესმის? ლილი...-ისევ ის სახელი, ცრემლები წამომცვივდა, ხელით გავწიე, მას ფეხი გაუსრიალდა და იატაკზე ზღართანი მოადინა. მე გარეთ გავვარდი და კარი გადავკეტე. -გამიღე-მიყვიროდა შიგნიდან და კარებზე მთელი ძალით აბრახუნებდა მაგრამ სულ არ ვღელავდი, ვიცოდი მუხის კარები ყველაფერს გაუძლებდა, საწოლზე გემრიელად მოვკალათდი და თავი ძილს მივეცი. ......................................................... ესეც შემდეგი თავი. იმედია მოგწონთ. ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ რას ელით მომავალში, ამართლებთ თუ არა პერსონაჟებს და როგორ მოგწონთ თვით ისტორია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.