შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაგრატიჩის რჩეული (თავი 5)


26-05-2015, 14:41
ავტორი დაქალები
ნანახია 3 253

...მდააამ....ვიცი დიდიხანია გალოდინებთ მაგრამ სამაგიეროდ დიდი თავია....დაწერეთ კომენტარი...ცუდი ან კარგი....


შარვალი გამხადა და...ვისღა ახსოვდა რატი,ისეთი დამწვარი მქონდა ფეხები რომ გული გადამიქანდა.თვალებიდან თავისით იწყეს ცრემლებმა დენა.ისე მეწვოდა დამწვარი ადგილები რომ სიკვდილი ვინატრე.ფეხებს ვუყურებდი და თან ცრემლებით ვიღვრებოდი.ამ დროს რატი ფეხზე წამოდგა და კარში გაუჩინარდა.ოხ როგორ მაღიზიანებს ეს ბიჩი! ხომ შეეძლო დამხმარებოდა!
-მომხმარებოდა მაინც ! იდიოტი !-ამოვილუღლუღე და ტირილი გავაგრძელე.ფეხები მოვკეცე რომ ახლოდან დამენახა რა მჭირდა,მაგრამ უშედეგოდ.ვიფიქრე ავდგები და აფთიაქის ყუთს ავიღებთქო მაგრამ ფეხი დავდგი თუ არა წვა ვიგრძენი და უან ლოგინზე დავარდი.ისე ამეწვა რომ ფეხზე ადგომა კი არა მიწის გასკდომა ვინატრე.
-რატი ბაგრატიონი გაგიხმა ეგ თავი რომ ისიც ვერ მოიფიქრე რომ მომხმარებოდი!იდიტიი!-ამოვიტირე და გაწითლებულ ფეხებზე ხელი დავისვი.
-რაც უფრო მალე მორჩები ჩემს ლანძღვას მით უფრო მალე მოვახერხებ დაგიმუშავო დამწვარი ფეხები რომლებიც შენი დაბნეულობისგან არის გამოწვეული,რისი მიზეზიც მე ვარ-გადმომილაპარაკა და ირონიულად ჩატეხა ლოყა.ამის შემდეგ მზერა მის ხელებში მოგცეულ აფთიაქის ყუთზე გადავიტანე.
-რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე იდიოტო!-წამოვიყვირე და ჯიქურად ჩავაჩერდი სიბრაზისგან ანთებულ თვალებში.უცებ მკლავში მეცა და ერთი ხელის მოსმით წამომაგდო ლოგინიდან.ფეხები დავდგი თუ არა საშინელი წვა ვიგრძნე და ტკივილის ჟრუანტელმა დამიარა რის შედეგადაც ერთი ამოვიკნავლე და ცრემლები გადმოვყარე.რატიმ მის მკლავებში მომიმწყვდია და ბაგეებზე დამეწაფა.ფეხები ისე მტკიოდა არც რატის კოცნა მსიამოვნებდა და ამიტომ მთელი ძალით ვეჯაჯგურებოდი,მაგრამ ეს იგივე იყო რაც კლდესთან ბრძოლა.უკვე ჰაერის უკმარისობა ვიგრძენი მაგრამ რატის არც ამისთვის მიუქცევია ყურადღება და ისევ ისე აგრძელებდა კოცნას.ბოლოს ვერაფერი რომ ვეგარ მოვიფიქრე ტუჩზე მთელი ძალით ვუკბინე და მაშინვე მოხვდა ჩემს ტუჩებს ბლანტი სითხე რომელიც რატის ტუჩისგან წამოსული სისხლი იყო.როდესაც მივხვდი რომ რატი მომცილდა დენდარტყმულივით გავხტი უკან და გადავაწყდი ბრაზისგან ცეცხლწაკიდებულ თვალებს და ხელს რომელსაც რატი ტუჩზე ისმევდა სისხლის გასაჩერებლად.
-ხომ იცი რომ ამ საქციელისთვის ჩემებურად დაგსჯი-გამიღიმა ირონიულად მაგრამ სიბრაზე მაინც ეტყობოდა ლაპარაკში-მაგრამ ეხლა ისეთი მდგომარეობა მაქვს არამგონია რამე მოვახერხო!-ტუჩზე მიმითითა საიდანაც სისხლი ჩანჩქერივით მოსდიოდა.ეს თქვა და ნელი ნაბიჯით გაუჩინარდა კარში.გავიდა თუ არა ლოგინზე დავემხე პირაღმა და ერთი ხმამაღლა წამოვიკივლე,როდესაც ფეხების არეში ტკივილი ვიგრძენი. დილით დაბლა როდესაც ჩავედი ლიზას ყველაფერი მოვუყევი და თვალები შუბლზე აუვიდა და მაშინვე მომახალა:
-წავიდა გოგო დღეს!თავის წაკლა ელენიკოც წაიყოლა და ასე თქვა საქმე გამომიჩნდაო.ხო და კიდევ დამიბარა მაგას მერე დავემშვიდობებიო.
-უხ ეგ დამპალი რაა!შემიძლია ხელის აუკანკალებლად მოვკლა...ხო გოგო გიორგიზე რა ხდება?
-რა ხდება და გუშინ ვნახე გვიან ძააან!აქ მოვიდა და ვაიმეე ისევ მიყვარსს!!!-წამოიყვირა გაარებულმა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.მის ქცევაზე გადავიხარხარე და როცა ლიზას აცრემლებული თვალები შევნიშნე მაშინვე გავჩერდი.
-ჰეი,ჰეი რა გატირებს გოგო ნუ გადამრიეე!-დავუყვირე და მოვეხვიე
-შენ..შენ რომ დამცინი?-ამოისლუკუნა და ჩემს მაიკას ჩაებღაუჯა
-სიხარულისგან ვიცინი გოგო!მოიწმინდ ეს ცრემლები და დაწყნარდი-მოჩვენებითი სიბრაზით დავაჯილდოვე და თავზე ხელი ჩამოვუსვი.
-ჩემმა ძმამ რომ გაიგოს ალბათ ჯერ მე მომკლავს და მერე გიოს!-ამოიტირა და ჩემს მუხლებზე ჩაოჯდა
-ცდები საყვარელო!-გამამხნევებლად წავეთამაშე თმებზე და ეშმაკურად ჩვაიცინე-ჯერ გიოს მოკლავს და მერე შენ!-ამის თქმა და ლიზას ხარხარი ერთი იყო.ისე მიხაროდა რომ შემეძლო მისი გამხიარულება რომ რავიცი. სიცილს მაშინ მოვრჩით როცა კარში დემეტრე შემოვიდა (ლიზას ძმა.უბრალოდ პირველ თავში დადებისას სახელი აგვერია)
-რაზე იცინით გოგოებო?-გვითხრა და თავისი საფირმო ღიმილით დაგვასაჩუქრა.
-ამმ...იცი..ჩვენ ისა და რა ქვია...და..-ალუღლუღდა ლიზა.ხო სულ დამავიწყდა რომ მეთქვა ლიზა ვერასდროს ვერ ეუბნება თავის ძმას ტყუილს.რატომ?კაცმა არ იცის.თვითონ რომ კითხო თვალებში რომ ვუყურებ ვიბნევიო და რავიცი....გაიგე ეხლა შენ.მოკლედ ლიზამ დაიწყო ლუღლუღი და თუ არ გავაჩერებდი ცუდად დაამთავრებდა
-ძველ დროს ვიხსენებდით და...-წამოვიყვირე და ლიზას ვანიშნე დამშვიდდითქო მანაც პირით მიმანიშნა მადლობაო.კიდევ ვილაპარაკეთ ცოტახანი.და მე დასაძინებლად წავედი.უნდა ვაღიარო რომ ნამდვილად მენატრება მაგრამ თავს უნდა შემოვუძახო რადგან შეიძლება ის საერთოდ ვეღარ ვნახო ამიტომ მეც დავისვენებ და ჩემი ოცნებებიც.ისეე..რატის ერთ კოცნაზე რა მემართება და სხვა რამეზე რა დამემართება ხო წარმომიდგენია.გავიფიქრე და უწმაწური ფიქრების გასაფანტად თავი გადავაქნიე.კიდევ 2 დღე დავრჩით და მერე წამოვედით.ჩემი ცხოვრება ისევ კალაპოტში ჩადგა მაგრამ რატიზე ფიქრები არ მასვენებდა.არც არავისთან ვიმჩნევდი მაგრამ მე ხომ ვიცოდი როგორ მტკიოდა მისი მონატრება.ვიცოდი რომ 24 წლის ბიჭი სკოლის მოსწავლეს სერიოზული თვალით არ შემომხედავდა და ეს ბოლომდე მანადგურებდა.და აი დადგა ჩემი დაბადების დღეც.ისე მიყვარს ეს დღე მაგრამ არა იმიტომ რომ საჩუქრები ან ხალხი.ამ დღეს მიყვარს სახლში მარტო ყოფნა.გაგიკვირდებათ ალბათ...მაგრამ ასეა.როცა ჩემი მშობლები აქ იყვნენ სულ მათთან ერთად ვხვდებოდი ხოლმე ჩემს დაბადებისდღეს და ვიქმნიდით მთელი დღე ოჯახურ იდილიას ვიქმნიდით.და რა თქმა უნდა ჩვენს ოჯახში სულ იყო ლიზას ადგილი.ის ყოველთვის ჩემს გამხიარულებას ცდილობდა და რამოდენიმე დაბადების დღე მისი ხელშეწყოფით კლუბში გადამიხადეს.დილით ადრე ავდექი და დაბლა ჩჰავედი თუ არა კარზე ზარი იყო.მეც იქით გავეშურე.კარი გავაღე და....


მდაააამ...გავაგრძელოთ?



№1  offline წევრი barbare_13

გააგრძელეე <3 და მალე ;დდ თუ შეძლებ love

 


№2  offline წევრი დაქალები

ყველნაირად ვეცდები <3

 


№3  offline წევრი Smiling girl

ესაა დიდი?! :D კი აუცილებლად გააგრძელე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent