ნინაკა (თავი მესამე)
"ვერცხლისფერი ბეჭედი" *** ჯერ ფერები. მერე ადამიანები. ჩვეულებრივ, როგორ ვხედავთ საგნებს. და ბოლოს, როგორ ვცდილობთ... *** ნელა მიუყვებოდა ნაწვიმარი თბილისის ქუჩებს და ფიქრებში ღრმად წასული ვეღარ ხვდებოდა საით მიდიოდა მისი მანქანა. ერთ-ორჯერ უკან მდგომი ავტობუსის სიგნალმა გამოიყვანა ბურუსიდან, მაგრამ მერე ისევ ჩაიძირა. რადიოს ხმა აუწია და ამინდის პროგნოზის მოსმენა დაიწყო იმის იმედით რომ არ ჩასძინებოდა. -დღეს თბილისში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, რომელიც სამ-ოთხ დღეს გასტანს. თუმცა დაგაიმედებთ და გეტყვით რომ ამ დღეების შემდეგ ისევ დაგვიბრუნდება მცხუნვარე მზეები. ახლა კი გადავავლოთ თვალი მთელი საქართველოს ამინდის პროგნოზს: ფოთი-19 გრადუსი, ბათუმი-20 გრადუსი ცვალებადი მოღრუბლულობით... და ასე უსასრულოდ. ისე გაერთო ფიქრებში ვეღარც გაიგო როგორ გაცდა გზაჯვარედინს, ამიტომაც უკან მობრუნება გადაწყვიტა. ამის შემდეგ ნელა შეაჩერა სუპერმარკეტთან მანქანა და დაელოდა გოგონას გამოჩენას. დიდი ხანი ელოდა. 15 წუთი, 30 წუთი, 1 საათი, ორი საათი მაგრამ არადა არ გამოჩნდა ამიტომაც გადაწყვიტა სუპერმარკეტში შესულიყო და გაეკითხა ვინმე ხომ არ იცნობდა გოგონას, სახელად ნინაკას, ღია, ძალიან ღია ფერის თვალებით და ლამაზი ცხვირით. ეს გეგმა არც თუ ისე სარწმუნოდ მიაჩნდა მაგრამ „ცდა ბედის მონახევრეა“-ო ჩაილაპარაკა და კიბეებს აუყვა. *** -ლენკა ყავა აღარ გვაქვს ჩადი ამოიტანე რა!-გამოსძახა სამზარეულოდან დედამ. -აუ დე კაი რა-წაიწუწუნა და ტელეფონს მეორე მხრიდან ჩააჩერდა. -არადა მახსოვს დილით მთლი შეკვრა დავტოვე. -ნინაკამ დალია ალბათ-გაეღიმა. დედამისსაც გაეღიმა... *** ნინაკა ბიძასთან და ბიცოლასთან იზრდებოდა 12 წლიდან. დედა მშობიარობას გადაყვა. ამის შემდეგ მამამ სმა დაიწყო და აღარაფრის გაგონება აღარ უნდოდა. თუმცა ეს დეპრესიაც შვილმა დააძლევინა და გამოფხიზლებისაკენ მოუწოდა. ლადომ მუშაობა დაიწყო, მიტოვებული ბიზნესის თავიდა აწყობა გადაწყვიტა და გამოუვიდა კიდეც. ამის შემდეგ მამამ ბიზნესის გაფართოვება გადაწყვიტა და ამერიკაში წავიდა, სადაც ქართველი ემიგრანტი ირმა გაიცნო და ცოლად შეირთო. პატარა ბიჭიც გააჩინა ირმამ-გიორგი. დედობილთან მუდამ კარგი ურთიერთობა ქონდა. მამასთან ერთად ირმაც ეხვეწებოდა წამოდიო მაგრამ მუდამ უარზე იდგა. ამიტომ ნინაკა ბებიას და ბიძას დაუტოვეს. დაახლოებით სამ წელიწადში ბიძამ ცოლი მოიყვანა, ბებია კი ერთი წლის მერე მკერდის კიბოს გამო გარდაიცვალა. და ასე დარჩა ნინაკა საქართველოში. ნათსავებთან ერთად ლენკას დედაც გულით ზრდიდა. ისე უყვარდა როგორც საკუთარი შვილი, მისთვის ზუსტად იგივე უნდოდა რაც ლენკასთვის. ესეც მცირე ამონარიდი იმ ცხოვრებიდან სადაც ნინაკა ცხოვრობს! *** -დედას სიცოცხლე ჩადი რა ამოიტანე ყავა!-მოეფერა დედა ლენკას. -ხო კარგი კარგი!-ამოიბუზღუნა და წამოდგა, დედა ძალიან უყვარს ამიტომ ხშირად უარს ვერ ეუბენბა, მერე კი გონია რომ ელზა ამით სარგებლობს. მაგრამ მერე თვითონაც ხვდება ეს ყველაზე დიდი სისულელე როა და კიდევ უფრო მაგრად ეკვრის დედას.! უცებ მოემზადა დედას ფული გამოართვა და ღიღინ-ღიღინით გამოიძახა ლიფტი. სარკეში თან ვარცხნილობას იკეთებდა და თან ფოტოებს იღებდა. საიდუმლოს გაგანდობთ და არის ერთი ბიჭი, გიგა მოწონს ლენუკას. ხოდა მგონი იმასაც მოსწონს, მის უბანში ცხოვრობს და ხშირად ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს. ეს ამბავი თავიდან ნინაკამ რომ გაიგო კარგად დასცინა დაქალს. მერე კითხა: „სერიოზულად გოგო?!“ და ამაზე დადებითი პასუხი რომ მიიღო კიდევ უფრო ახარხარდა. *** მარკეტში შდიოდა ვიღაც უზარმაზარ ქმნილებას რომ შეეტაკა, რომელსაც მხრებამდე ძლივს წვდებოდა. ბოდიში მოუხადა და მარკეტში შევიდა. *** დამთხვევა? თუ ბედისწერა? ჩენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ისეთ მომენტებში რომლებიც მერე დიდ როლს თამაშობენ ცხოვრებაში! ამ ამბების მერე ხშირად უფიქრია ნინაკას: რა მოხდებოდა 14 ივლისს რომ არ ეწვიმა? ან ბეჭედი რომ არ დამეკარგა? ან კიდევ უფრო ადრინდელი 14 ივლისს ლენკა რომ არ დაბადებულიყო? მაგრამ დამიჯერეთ სისულელეა ამაზე ფიქრი, დროს უკან მაინც ვერ დავაბრუნებს და ვერც მომავალში გავიხედებით ამიტომაც ჯობია შევირგოთ აწმყო, აწმყო რომელიც სიცოცხლისთვის იმდენ შანსს გვაძლევს რამდენიც საჭიროზე მეტია! *** თვითონაც არ იცის რატომ მაგრამ გოგონას უკან გაყვა და დაუძახა: -თქვენი სახელი?! -უკაცრავად?-გაუკვირდა გოგოს. -მანიაკი არ ვარ უბრალოდ ერთ გოგოს ვეძებ. ნინაკა ქვია, ლამაზი ცხვირით და ცივი თვალებით. ბეჭდი დაეკარგა და..-აღარც დააცადა ლენკამ ისე წამოიყვირა. -მაჩვენე ერთი!-და ბიჭის ხელისგულს დახედა სადაც ხედმეტად პატარად ჩანდა ვერცხლისფერი მბზინავი რგოლი.-კი ეს ნინაკასია, თქვენ საიდან გაქვთ? თუ შიძლება მომეცით და დავუბრუნებ დაქალს. -ვერა ვერ მოგცემთ!-იუარა ბიჭმა-ჯერ დამიმკიცეთ რომ იცნობთ ნინაკას! -ჰმმ.-ჩაფიქრდა-კარგი!-მერე ეშმაკურად გაიღიმა და დაწყო:-ესეიგი აკაკი გქვია, ნინაკა მოიყვანე დეჟა-ვუში, თუ გინდა ნინაკას ფოტოსაც გაჩვენებ!-გაუღიმა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, მერე კი ნინაკას ფოტო დაანახა. -კარგი ესეიგი ნამდვილად იცნობ ნინაკას. მაგრამ ამ ბეჭედს მაინც არ მოგცემ სანამ პირადად არ ვნახავ! -როგორ?! შენ თავში რამე ხო არ მოგხვდა მომეცი და მეთვითონ მივუტან ნინაკას ამ ბეჭედს! -ნწ! არაა! ბევრი ეხვეწა, ემუდარა, ეჩხუბა მაგრამ ბეჭედი მაინც ვერ წაართვა:-კარგი ხო ნომერი ჩამაწერინე და შენ და ნინაკას შეგახვედრებთ ფილარმონიასთან რო ახალი კაფე გაიხსნა იქ. -კარგი!-ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა-ესეიგი 55....... გაბრაზებული გამობრუნდა ლენუკა მარკეტიდან, ბიჭი კი ზედმეტად კმაყოფილი გაბრუნდა სახლში. -მოხვედი დედა?-მიეგება შვილს ელზა-ყავა ამოიტანე? -აუ ყავა!-წამოიძახა და ისევ კარებში გაუჩინარდა. „გაუბერა ამ ბავშვმა“ ჩაილაპარაკა თავისთვის და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. *** -რა ქენი ბიჭო ნახე ის გოგო?-გაუცინა ნიკუშამ აკაკის. -არა მაგის დაქალი მოვანხე როგორღაც და მაინც არ მივეცი ეს ბეჭდი, სანამ თავად ნინაკას არ ვნახავბეჭედი მე მქნება. -აუ შენ მაგრად გაგიბერია-ჭაუშტვინა ბექამ -აგერ ნახე ერთ-ორ თვეში ნინაკას კარგადაც გაგვაცნობს და ნათლულსაც ერთ წელიწადში გვაჩუქებს!-ვითომ ჩუმად გადაულაპარაკა ნიკუშამ ბექას. -ჩა**ვი რა!-უთხრა კაკიმ და ნიკუშას დაახტა, ნიკუშამ ბექა ჩაიყოლია და დაიწყეს ჩხუბი. -ესეინი ხო ვერ გაიზარდნენ რა-ჩაიცინა მაიამ (კაკის დედა) და სამზარეულოი გავიდა, ანა კი ამათი შმყურე მხიარულებით ტკბებოდა და უამრავ ფოტოს იღებდა. *** ბედნიერი მომენატები ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრია, ზოგი დიდხანს გრძელდება ზოგიც ცოტა ხანს, მაგრამ ბედნიერება იმდენად დიდია მას ვერც სიმაღლე, ვერც სიგანე, ვერც ფართობი და ვერც დრო დაიტევს, ის განზომილებების გარეშა. უსასრულო და დიდი! იმდენად დიდი რომ ჩვენს ცხოვრებაში კიდევ ერთ ფურცელს ავსებს და ქმნის კიდევ ახალ, ცალკე ცხოვრებას რომელიც ჩვენ, ყველას გვეკუთვნის! *** ერთი ზარი, ორი ზარი, სამი ზარი და როგორც იქნა აიღო! -ნინაკა მე ვარ! მოკლედ კაკის უნდა შეხვდე რა! -ვინაა გოგო კაკი?-გაუკვირდა გულწრფელად. -ვისაც შენი ბეჭედი აქვს! -ჩემი ბეჭედი?-გული აუთრთოლდა ნინაკას. -ხო ხვალ საღამოს ფილარმონიასთან! ხო გცალია? -კი მცალია! -------------------------- საკმაოდ დიდხნაიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით ძველი ისტორიის ახალი თავით. იმედია მოგეწონებათ! შემიფასეთ რა! მიყვარხართ ყველა! პ.ს შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით (ნამეტნავად ჩქარა დაწერილი თავია) პ.ს.ს მადლობა იმ ადამიანებს რომლებმაც გამოხატეს საკუთარი აზრი და წერის დიდი მოტივაცია მომცეს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.