დაბნეულობის სინდრომი (2)
დათუნას კაბინეტში იჯდა და ელასტიური ბინტით შეხვეულ ხელს უყურებდა , სველი და ჭუჭყიანი ქურთუკი საკამზე იყო მიფენილი და თვითონ თავისი ნახევარძმის მანტოში იყო გახვეული რადგან თხელი ზედა ეცვა და ასე გაიყინებოდა . თავიც კი დაარტყა მაგრამ ტვინის შერყევას გადარჩა . თუმცა ერთი ორი დღე უნდა დაესვენა თორემ თავის ტკივილები შეაწუხებდა. ასეთია და რა ქნას, ბავშვობაშიც ასეთი იყო, ხან ხიდან ვარდბოდა, ხან ფეხი ქონდა მოტეხილი ხან თავი გატეხილი ან დღდაღამ ასფალტზე იყო გაკრული. ცდილობდა , განა არ ცდილობდა ფრთხილად ყოფნას მაგრამ არ შეეძლო , უცებ იბნეოდა და რაღაცას იშავებდა ან სხვებს უშავებდა .ერთხელ თავის მეზობლის ბავშვს თავი გაუტეხა , ეძახდა და ეს ბიჭი ხმას არ სცემდა ბოლოს ხელით უნდოდა შემოებრუნებინა მაგრარმ კიბეებზე დააგორა და თვითონაც მიჰყვა , ბიჭს თავი გაუტყდა ლილუ კიდევ დასიებული წარბით დადიოდა 2 კვირა . გაიზარდა 17 წლისაა მაგრამ რა ქნას ისევ ისეთია, არ იზრდება . -აბა მის ხიფათიანო კიდე გტკივა ხელი? - ოთახში შევიდა დათუნასაწოლზე ჩამოჯდა და ლილუს გაუღიმა -ხელი არა მაგრამ თავი მტკივა - ნაღვლიანმა ახედა და თავი მხარზე დაადო -არაუშავს ჩემი გოგო მალე გაგივლის - თმაზე მიეფერა და მანტო კიდევ უფრო კარგად მოარგო გალეულ მხრებზე -აუ რუსოს დაურეკე რა ტანსაცმელი გამომიტანოს თორე ამ დასვრილი შარვლით და ქურთუკით ვერსად ვივლი - დედამისს სახელით მოიხსენიებდა ყოველთვის, არასოდეს ქონიათ დედაშვილური ურთიერთობა , უფრო მეგობრები იყვნენ , საუკეთესო დაქალები. 14 წლის გათხოვდა რუსო და როცა ქმარი ღალატში გამოიჭია 6 თვის ორსული წამოვიდა სახლიდან და დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება . არც დედა ყავდა და არ მამა მაგრამ პატარა ლილუ მაინც ისე გაზარდა არაფერი მოკლებია . რადგან ახლაგაზრდა იყო ბავშვიც თავის მეგობრად მიაჩნდა და უბრალოდ არ შეეძლო მასთან ჩხუბი და რამის დაშლა მითუმეტეს რომ , ლილუს რომელიც მუდამ წიგნებში იყო ჩაფლული და არაფრით გავდა სხვებს შენიშვნას მხოლოდ იმიტომ მისცემდა, რომ სულ მუდამ რაიმე შარს იკიდებდა და მერე მთავარი დაზარალებულიც თვითონ პატარა გაოცებული ლილუ იყო. ლილუ 13 წლის რომ იყო ვიღაც ბიჭი აეკიდა და მუდამ კუდში დასდევთა თან დასცინოდა , ასეთი გაოცებული თვალები რატოპმ გაქვსო . ეს საწყალი ბავშვიც ხმას ვერ იღებდა და თავჩაქინდრული დადიოდა ისე თითქოს ეს ბიჭი სულაც არ არსებობდა . ერთდღეს სკოლასთან დახვდა და სახლამდე უნდა მიგაცილოოაუტყდა . მერე ისევ დაუწყო დაცინვა და ამანაც ვეღარ მოითმინა ცრემლები გადმოყარა , ბიჭი გაბრაზდა და "კაი რა გატირებს მახინჯი რომ იყო ახლოს არ მოვიდოდი შენთანო- თავისი ჭკუით დაამშვიდა პატარა ლილუ მაგრამ ამას ასე დატოვებდა ჭავჭავაძეების ასული? გამწარებული მიუტრიალდა და " შენ რომ მახინჯი ხარ არ უნდა გელაპარაკებოდე?"-ო ისეთმა კითხა რომ ბიჭს პირი დარჩა ღია და მის მერე ახლოს აღარ ეკარებოდა ლილუს . სად ვიყავი და სად წავედი... -რუსო და ლექსო აგარაკზე ავიდნენ , მე გაგიყვან მანქანით - ლექსო დედამისის მეორე ქმარია, დათუნაც რუსოს და ლექსოს შვილია , მაგრამ არაც ერთი არ თვლის რომ და-ძმა არ არიან . მართალია ლილუ ცისფეთვალება და თეთრია , თან ღია ყავისფერი თმა აქვს და დათუნა კი შავგვრემანი შავთვალება ბიჭია სულ სხვა ეშხით რომლითაც ხალხს აჯადოებს მაგრამ მაინც საკუთარი ძმასავით უყვარს ლილუს დათუნა, ხოლო საკუთარი დასავით დათუნას ლილუ . -კაი მალე მორჩები? - თავი აწია ძმის მხარიდან და საათს ახედა რომელიც 5 საათს აჩვენებდა -პაციენტებს დავხედავ და გავიდეთ - შუბლზე აკოცა და პალატის კარი გაიხურა. ფეხზე რომ წამოდგა იქვე პატარა სარკეში თავისი ანარეკლი დაინახა და რაღაც დააკლდა . უცებ წაივლო ყელზე ხელი და ცრემლები გადმოყარა -ჩემი საათი , როგორ დაკარგე ლილუუ? რა შტერი ხარ , ალბად რომ დაეცი მაშინ დაგივარდა , რა სულელი ხარ - ბოლთას სცემა ოთახში და თან ყელზე ხელს ისვამდა -წავე...-გაოგნებულმა შეხედა დათუნამ ლილუს რომელსაც ყელი დაწითლებოდა და ცხვირი მართლაც ცირკის ჯამბაზს უგავდა ისე ჰქონა აღაჟღაჟებული. - ახლა რაღა დაგემართა? -რადა ... რადა ჭავჭავაძეების საგვარეულო საათი დავკარგე . 5 წლისას მაჩუქა მამაჩემის დედამ , ასე მითხრა გაუფრთხილდიო, უბრალოა მაგრამ საუკუნეებს ითვლის და მიხედეო , მე კიდე დავკარგეეე - ტირილით ამოილაპარაკა და ცრემლების ახალი ნაკადი გამოყარა თვალებიდან . -კაი არაუშავს , ეს როგორ დაგემართა ჭავჭავაძეების ასულს ჰა? - სიცილით მოახვია მხებზე თავისი ქურთუკი და პალატიდან გაიყვანა -აუ როგორ მიყვარდა ის საათი, ახლა რა ვქნაა? - ერთი ამოიბღავლა და მანქანაში ტირილით ჩაჯდა -კაი გოგო მილიონი ხო არ ღირდა ეგ შენი საათი , უბრალო ნივთია რა - სიცილით დაქოქა მანქანა -აუ დამანაბე რა თავი - გაბრაზებულმა ამოთქვა და ფანჯრიდან დაიწყო ყურება , მოღრუბლული იყო და წავიმაც არ ჩერდებოდა. ერთი კარგად გამოლანძღა საკუთარი თავი და მანქანაში ჩაეძინა . 888 -ადექი გოგო ამიფეთქა რუსომ ტელეფონი ამოდით აგარაკზეო - ნჯღრევით გააღვიძა დათუნამ . -აუუ შემეშვი რა - ტირილისგან დასიებული თვალები ძლივს გაახილა და ბალიში თავზე დაიმხო . -ადექი გოგო ჩქარა ვახ - ბალიში გადააძრო და თმაზე მოქაჩა გამოსაფხიზლებლად -აააუუუ - ერთი ამოიზმუვლა და რეტდასხმული წამოდგა საწოლიდან -რა ჯანდაბა გვინდა აგარაკზე? - კარადიდან ჯინსი და შავი მაისური გამოიღო და სააბაზანოსკენ გაეშურა -რადა ვიღაცას უყიდია ჩვენ მეზობლად სახლი რო იყო ეგ, ხოოოდაა ვმწვადაობთ რა - სასაცილოდ გაეკრიჭა დათუნა და ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა .თავი დაუქნია ლილუმ და სააბაზანოში შევიდა. ცხელმა შხაპმა ცოტა გამოაფხიზლა მაგრამ მაინც ვერ მოვიდა ხასიათზე . დაჰიპნოზებულივით ჩაჯდა მანქანაში და "მორბენალ" ხეებს დაუწყო დათვლა . როგორც იქნა ავიდნენ კოჯორში და მანქანა აგურისფერ სახლთან გააჩრეს , სულ არ ეხალისებოდა ახალი ხალხის გაცნობა მაგრამ რას იზამდა . ქურთუკის საყელოში ჩამალა გაწითლებული ცხვირი და ჩამოშლილი კულულები ყურზე გადაიწია . -ლილუჩი გოგო როგორ მომენატრე - სიცილით მიიხუტა გულზე ლექსომ და ლოყაზე მაგრად აკოცა . როგორც კი ნაცნობი სახეები დაინახა მაშინვე მოვიდა ხასიათზე -ალიოშა სიმონ მეც მომენატრე - ჯანსაღი ხელი გადახვია ბავშვობის ძმაკაცივით და მათკენ მომავალ რუსოს ფართოდ გაუცინა -რა დაგაკელი აი ამიხსნას ვინმემ - ხელები გაშალა სიცილით რუსომ და მონატრებული შვილი მაგრად ჩაიხუტა -ლარი და ოცი დე - სიცილით უთხრა ლილუმ -შუტკა ხურდაში მოგცეს ?- წარბაწეულმა კითხა დათუნამ და თმა აუჩეჩა გაბრაზებულ დას . მაშომ უბრალოდ ენა გამოუყო და ყელზე ჩამოკიდებული ფოტოაპარატი ჩართო. ფოტოხელოვნებით ბავშვობიდანაა გატაცებული, 9 წლის იყო დედამისმა, რომ პირველი ფოტოაპარატი აჩუქა, ისე უხაროდა ხან რას უღებდა ფოტოს ხან რას , ბოლოს ამ ყველაფეს ბეჭდავდა და ზოგს კედელზე აკრავდა ზოგსაც ისე უბრალოდ ინახავდა . უამრავი ყუთი აქვს ოთახში სურათებით სავსე , და მთელი კედლები სურათების სახით საუკეთესო მოგონებებით სავსე. მერე დათუნამ აჩუქა პროფესიონალი 15 წლის რომ გახდა და იმის მერე როგორც საკუთარ შვილს ისე უფრთხილდება ამ ფოტოაპარატს , მგონი ერთადერთი ნივთია რომელიც არ გაუფუჭებია . -აბა თქვით "ჩიიიიზ " -სიცილით დაუძახა წინ მიმავალთ და კიდევ ერთი ფოტო გადაიღო.მერე კიდევ უამრავი ფოტო გადაიღო, დათუნასთან ჩხუბიც მოასწრო, მეზობლებიც გაიცნო და უკვე თავიც ასტკივდა და უცებ ერთმა იდეამ გაუელვა თვში -სად ჯანდაბაში მიდიხარ გოგო? -გაკვირვებულმა ახედა ფეხზე წამომდგარ დას დათუნამ -ეზე უნდა ავიდე- უკვე გარეთ გასულმა გამსძახა და ხის ტოტზე აძვრა , მერე მეორეზე მესამეზე და ბოლოს კენწეროში მოექცა . ისეთი ლამაზი იყო მის წინ გადაშლილი ხედი რომ ახლა ფოტო რო არ გადაეღო გაგიჟდებოდა. ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ის იყო კადრი გაასწორა რომ ფეხი აუსრიალდა და წამებში იგრძნო საშინელი ტკივილი . ბოლოს რუსოს განწირული კივილი გაიგო და მეტი არც არაფერი აღარ ახსოვს . 888 -აუ დათუნა წყალი დამალევინე რა - ნამტირალები თვალებით გასძახა დათუნას და პალატის თეთრი კედლები კიდევ ერთხელ მოათვალიერა . მოტეხილ ხელზე არაფერს ამბობს, მაგრამ ის ფოყტოაპარატი რომ გატეხა? აი ამაზე იმდენი იტირა ხელის ტკივილი სულ გადაავიწყდა . ახლაც ისევ საავადმყოფოშია და თავის თეთრ თაბაშირს დაბღვერილი დაჰყურებს . -დაგჩხა ფიშოო? -სიციით მიაწოდა წყალი დათუნამ -შემეშვი რა - ერთი ამოიფრუტუნა და წყალი 3 დღის მწყურვალივით გამოსცალა . -მისმინე 3 დღეა აქ ხარ , გეყო ნებივრობა ქალბატონო, დღეს გაგწერთ და ხვალ წაბრძანდები უნივერსიტეტში -მალე გამწერე რა უკვე ყელში ამოვიდა იმ დეგენერატი ბესოს კომპლიმენტები - გონებაში აქ მომუშავე ექიმის სახე წარმოიდგინა და თვალები გადაატრიალა . წარმოდგენა არც იყტო საჭირო კარი გაღიმებულმა ბესომშემოაღო -ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო - თავისთვის ჩაიბურტყუნა და ახლმოსულს ერთი შეუბღვირა -აბა ქალბატონი ჭავჭავაძე როგორ ბრძანდება? -შენზე კარგად - ირონიულად გაუცინა და ფეხზე წამოდგა -რო ბრაზდები უფრო ლამაზი ხარ - ტუჩზე ამაზრზენად იკბინა და ქერა თმაში ხელი შეიცურა .ლამის გული აერია და მზერა მაშნვე იქვე მიგდებულ ტელეფონზე გადაიტანა . -შემიძლია წავიდე? - საწყლად ახედა დათუნას და ტელეფონის ეკრანს თლილი თითები გადაუსვა -კი ცხოვრებავ , დამელოდები თუ ტაქსს დავურეკო? -ტაქსს დაურეკე რა , და მალე მოდი თორე რუსოს ჩხუბს რა გაუძლებს - ყელი საყვარლად გამოუწელა და ქურთუკას დაავლო მთლად ჯანაღი ვერა მაგრამ მოტეხილისგან განსხვავებით მსუბუქად დაზიანებული ხელი - კაი წამო ჩაგაცილებ - ბესოს საბუთები გადააწოდა და ქურთუკი მოაცვა მხრებზე -მტოვებ ლამაზო? -ხო - უკმეხად მიუგო ბესოს და კარებში გიჟივით გავარდა . ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და ცას ახედა . -თავს მიხედე კაი? -შუბლზე აკოცა და ტაქსის კარი გაუღო -კაი - ფრთხილად ჩაჯდა და მძღოლს მისამართი უკარნახა . ღიმილით აკვირდებოდა ზამთრის სიცივეში გახვეულ თბილისს და თავის ფოტოაპარატს ნატრობდა . ისევ გაახსენდა როგორი დამსხვრეული იყო ფოტოაპარატი და მძღოლს გაჩერება სთხოვა . ფული გადაუხადა და აცრემლებული თვალებით დაუყვა ქუჩას . წამში აუწითლდა ცხვირი და ხელებიც სულ გაეყინა (ხელები რა ხელი) . ისევ იმ ჩიხს ჩაუყვა ვიღაც რომ დაეჯახა . ვიღაცის სილუეტი დაინახა და ფიქრებში წასულმა შეშინებულმა ასწია თავი. ნეტავ არ აეწა და ის გაურკვეველი ფერისთვალება არ დაენახა . ბიჭი ისევ დაბღვერილი უყურებდა და ლილუც სირცხვილისგან სახზე წითლდებოდა . ფეხს აუჩქარა და გვერდის აქცევა უნდოდა , ხელი რომ დაუჭირეს და გააჩერეს -მოიცა მეორე ხელი არ გტკიოდა? - ისევ დაბღვერილმა დახედა და ლილუც ისევ უფრო წამოწითლდა სახეზე . უხმოდ დაუქნია თავი და უცნობის ხელში ჩაბღუჯული ხელი გაინთავისუფლა -ისევ სალტოები აკეთე ჰაერში? - ირონიული სიცილით ახედა აწითლებულ გოგონას და მისმა სიწითლემ კიდევ უფრო გაახალისა -ხიდან ჩამოვვარდი - ჩუმად ჩაილაპარაკა და თვალები დახარა .ვერ ხვდებოდა რატომ აბარებდა ანგარიშს ამ უცნობ ადამიანს - ღმერთო რა ხიფათიანი ვიღაც ხარ - თავი გადააქნია ჯიშკარიანმა და ჯიბეში ჩაჩენილი ორი ნივთი ხელით მოსინჯა -იცი იმდღეს რაღაცეები დაგრჩა მარშუტკაში - ხელში შეათამაშა საათი და გოგონას გაოცებული სახე რომ დაინახა გაეღიმა -ჩემი საათი, ჩემი საათი - გაფუჭებული მაგნიტოფონივით იმეორებდა და საათს ხელში ატრიალებდა . -ასეთი მნიშვნელოვანია? - ცოტა აბნეულმა კითხა და გოგონას ცრემლები რომ დაინახა საშინლად გაბრაზდა . ვერ იტანს , საშინლად ვერ იტანს როცა ტირიან, არ შეუძლია აცრემლებული ხალხის ყურება , უბრალოდ ცუდად ხდება , ვერ იტანს , მაშინვე დედამისის ცრემლები ახსენდება და საშინლად ბრაზდება -მადლობა - გაღიმებულმა ჩაილაპარაკა ლილუმ და ცრემლები მუშტით მოიწმინდა -ლილუ ხო? -აჰამ - თავი დაუქნია და საათი ჯიბეში ჩაიდო -დემეტრე ჯიშკარიანი - ხელი გაუწოდა გოგონას -ლილუ ჭავჭავაძე - თვისი ხელი შეაგება მაგრამ მაინც ვერ მიხვდა რატომ უბღვერდა ასე ძალიან უკვე ნაცნობი "უმნშ პიროვნო" -კარგი ლილუ სად მიდიხარ? -სახლში - დაბნეულმა ამოილაპარაკა და გრძელი წამწამები ააფახულა -მეც მანდეთ მოვდივარ - ოდნავ გაუღიმა და იმ მიმართულებით წავიდა საითაც ლილუ მიდიოდა . ცოტა დაიბნა ჭავჭავძე რადგან წეღAნ საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა ჯიშკარიანი მაგრამ სხვა გზა არ ქონდა უკან მიყვა და ლამის ფრენა ფრენით დაუყვა ქუჩას როცა ჯიბეში თავისი საათი დაიგულა მეტის დაწერას ვერ ვასწრეებ , ბოდიშით დაგვიანებისთვის , სოფელში ვიყავი, ახლაანს ჩამოვედი და არ მაცდიან კომპიუტერთან ჯდომას . ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის თქვენს კომენტარებს და ნუ დაგეზარებათ თქვენი აზრის დაფიქსირება <3 მოკლედ ასე აღარ დავაგვიანებ და ხვალ დავდებ შემდეგ თავს აუცილებლად . შეცდომები ალბად ბევრია რადგან ვერც გადახედვას ვერ ვასწრებ . იყვარხართ სოფოს ყველა მაგრად <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.