შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ცხოვრობ, მე კი ვეღარ ვძლებ (3)


27-05-2015, 00:46
ავტორი королева
ნანახია 2 871

უცებ ისევ დამიძახა
-ნინა
-ხო, რაიყო?
-კარტები გავცვალოთ რა
-რატო?
-ანგარიშზე არმაქ, და დასარეკი მაქვს ბევრგან
-კარგი
კარტები გავცვალეთ და სახლში წავიდა... მე სახლში ავბრუნდი .. მთელი საღამო მირეკავდა და მკითხულობდა, ძალიან გამიკვირდა იმიტომ რომ არ ახასიათებს ასე ხშირად რეკვა... ყველაზე მეტად სხვისი წერილების კითხვა მეზიზღება მაგრამ ცნობის მოყვარეობდამ მძლია და თორნიკეს წერილებში შევედი, 100 წერილი იყო ვიღაც „ანკა“-სგან მოსული და ყველაფერი წავიკითხე.. ძალიან ცუდად გავხდი, ჰაერი აღარ მყოფნიდა, ცივმა ოფლმა დამასხა, გული ამიჩქარდა და დედას დავუძახე რომ ჩქარა ეშველა ჩემთვის...
-რა მოხდა ნინა, რა გჭირს?
-ცუდადვარ, გულის წვეთები მომიტანე ჩქარა
-კარგი
დედაჩემს ძალიან შეეშინდა და აქეთ-იქით დარბოდა შიშით, გონს რომ მოვედი თორნიკეს დავურეკე
-ხო ნიინ
-„ანკა“-ვინ არის?
-რაიყო, რო?
-მიპასუხე!!!!
-ერთი გოგოა, მეპრანჭება და ვერ ვიშორებ
-ააა გეპრანჭება ხო? და დღესაც ძმაკაცი დაჭრეს ხო?
-ყველაფერს აგიხსნი, მართლა
-კარგი, ამიხსენი
იმ საღამოს ძალიან ადრე ჩამეძინა, მეორე დილით თორნიკეს ზარმა გამომაღვიძა
-გისმენ
-ნინა, შემხვდი რა
-არმინდა
-გთხოვ რა, უნდა გელაპარაკო
-მე მართლა მეგონა რომ გიყვარდი
-ნინა მიყვარხარ!!!
-მეც და ანკაც როგორ გიყვარვართ?
-ანკა არ მიყვარს
-ვაა, აბა წერილებში სიყვარულს რატომ უხსნი?
-ვერთობი
-გული მერევა უკვე შენზე, აღარ დამირეკო
-ნინა
გავუთიშე და ცრემლები წამსკდა, ვგრძნობდი რომ დეპრესია მეწყებოდა, ოთახში ჩავიკეტე და ტელეფონი გამოვრთე, ჩაძინებულს თათუკას ხელების ბრახუნმა გამომღვიძა ოთახის კარზე, ავდექი და კარები გავუღე
-რას გავხარ გოგო?!
-რას
-არა ადამიანს!!! რამოხდა?
-არაფერი
-მომიყევი ეხლა!
-თორნიკეს დავშორდი
-რატო
-არ ვყვარებივარ, სხვა უყვარს
-გეუბნეოდი მე შენ! ეხლა ხვდები რატომ არასდროს არ მომწონდა შენი შეყვარებული?
-ეხლა არ დაიწყო გთხოვ, ისედაც ცუდად ვარ
-ჩაწითლებული გაქვს თვალები, არ შეიძლება ესე
-კაი აღარ გვინდა ამაზე
-ნინა მისმინე, არასდროს არ მოატყუო ის, ვინც გენდობა. არასოდეს დაუჯერე იმას,ვინც ერთხელ უკვე მოგატყუა
-მიყვარხარ!
-მეც ძალიან, მიდი ეხლა იბანავე მოწესრიგდი და წავედით
-სად?
-სალოს შეყვარებულმა ნიკამ გახსნა ახალი ბარი
-არმინდა რა
-მიდი მიდი, ჩქარა
-მაშინ ბევრს დავლევ
-კაი, დალიე!
-ვიბანავებ
-ჰო მიდი, მანამდე დედაშენს დაველაპარაკები
-კაი
მე აბაზანაში გამოვედი.. თათუკა დედაჩემთან მივიდა
-გამარჯობა ანი
-თათუკა, პრივეტ
-ნინას ხომ გამოუშვებთ?
-სად??
-ბარში
-კი მაგრამ, ერთი გამაგებინე რა სჭირს ამ გოგოს
-არვიცი?
-რავიცი გუშინ ცუდად გახდა, გული ქონდა ცუდად
-ალბათ დაიღალა
-კი მაგრამ, რამ დაღალა?
-აბა რავიცი
-კარგი კარგი, გაიქეცით
-ბანაობს ჯერ
-ჩაის დალევ?
-არა მადლობა
-წავალ, ტანსაცმელს ავურჩევ
-კარგი...
მე აბაზანიდან გამოვედი, ჩემს ოთახში ყველაფერი არეული დამხვდა
-თათუკა რეები ქენი?
-ტანსაცმელს გირჩევ
-ააუ, ჩავიცმევდი რამეს
-აი ამ დახეულ ჯინსს ჩაიცმევ, შავ მაიკას და ბენსიმონებს
-მეზიზღება ეგ მაიკა
-ჩაიცმევ!
-კაი ხოო, აუ ცუდადვარ ვიქნები რა სახლში
-არა!! უნდა იწვე და იგლოვო?
-მიყვარს
-გაგივლის
-ვერ გამივლის
-ნუ ლაპარაკობ ეხლა ბევრს, დაივარცხნე თმა
თათუკამ მომპრანჭა და წავედით კლუბში, პატარა მაგრამ ლამაზი ბარი იყო, ბევრი ხალხით.. სალო და მისი შეყვარებული ყველაზე დიდ მაგიდასთან იჯდნენ, ჩვენც მათთან მივედით
-რა დაგემართა გოგო? (სალო)
-თორნიკეს დავშორდი
-რატო
-არ ვყვარებივარ
-გეუბნეოდი მე შენ!
-გთხოვ გაჩერდი
-კაი კაი, მიდი დალიე
-მომეცი
5ჭიქა არაყი დავლიე, არაფერი მიჭამია, დავთვერი და ამ დროს თორნიკე მირეკავს
-რაგინდა?!
-შემირიგდი
-არა
-მთვალიხარ?
-როგორ მიხვდი?
-ხმაზე გეტყობა, სად ხარ?
-ბარში
-რომელ ბარში
-რა მნიშვნელობა აქვს
-რო გეკითხები ესეგი აქვს
-არ გეტყვი
-მეტყვი
-ა რ ა
-მაინც მოვაგნებ
-ეგრე ქენი
ტელეფონი გავთიშე და 6ჭიქა გადავკარი
-გეყოფა ნინა (სალო)
-არა! მაგრად უნდა დავთვრე
-როგორც გინდა (სალო)
-გოგო იქეთ გაიხედე (თათუკა)
-რახდება?
-თორნიკე მოვიდა (თათუკა)
გავიხედე და უზარმაზარი თაიგულით თორნიკე მოემართებოდა ჩემსკენ
-რატო მოხვედი?!
-ნინა არ გინდა
-რა არ მინდა?
-შევრიგეთ
-ჰაჰაჰა, რა სისულელეა!
-მთვრალი ხარ, წამოდი სახლში
-ხელი გამიშვი!!!!!!!!!!
-რა გაყვირებს
-შენი დანახვა არ მინდა, გაქრი ეხლა აქედან
-გიყვარვარ?
-რათქმაუნდა არა
-ვიცი რო გიყვარვარ
-საიდან მოიტანე?
-ვიცი!
-წადი და ეგ თაიგული ანკას მიუტანე
-მართლა შენ მიყვარხარ
-და შენ გგონია დაგიჯერებ?
-ნუ იქეცი ესე
-წადი რა
-ეხლა მე წავალ, და შენ ინანებ
-რაუნდა ვინანო
-რომ გამიშვი
-არაფერსაც არ ვინანებ!
-კარგი, მე წავედი
-კარგად იყავი
თორნიკე წავიდა და თითქოს ჩემი გულიც თან წაიყო........ ვგრძნობდი რომ თავ დავიწყებით მიყვარდა, ყველას და ყველაფერს მერჩივნა, თავისუფლად შემეძლო თავი გამეწირა მის გამო, ყველაფერი მტკიოდა, მინდოდა დამეძახა რომ დაბრუნებულიყო, და მაგრად ჩავხუტებოდი, მაგრამ მან ძალიან მატკინა გული, მომატყუა, მთელი ამდენი ხნის მანძილზე მატყუებდა რომ ვუყვარდი.. მეც იმდენად დამაბრმავა სიყვარულმა რომ ვერც კი ვხვდებოდი ვერაფერს. ღამის 2საათზე სალომ და მისმა შეყვარებულმა სახლში მომიტანეს.. ოთახში რომ შევედი ყველგან ვარდის ფურცლები და სანთლები იყო, ოთახის ბოლოს დიდი წითელი ვარდების ბუკეტი იყო, და წერილი რომელიც სასწრაფოდ გავხსენი და ძლივს წავიკითხე

„ნინა სანამ ცოცხალი ვარ ყოველთვის გეტყვი რომ საკუთარ სიცოცხლეს მირჩევნიხარ, იმის მერე რაც გაგიცანი დამავიწყდა ყველაფერი, საკუთარი თავიც კი... უშენოდ უბრალოდ არ შემიძლია, ჩემი ყველაფერი ხარ.. ანუკი არის უბრალო გართობა და როგორ გითხრა, შენ ვერ გაკადრენ იმას რომ ზედმეტად შეგეხო.. ის გოგო არის ერთჯერადი და შენ ხარ მთელი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი. მთელი დღეა ვცდილობ რამენაირად დაგელაპარაკო და აგიხსნა ყველაფერი, მაგრამ ამის საშვალება არ მომეცი და ამიტომაც გწერ ამ წერილს.. გთხოვ რომ მაპატიო და გახდე ისევ ჩემი გოგო, მე შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ... რაღაც დამემართება არვიცი ან გავგიჟდები ან მოვკვდები, დანარჩენი შენი გადასაწყვეტია“

ჰმ, არ მჯერა... წერილი დავხიე და უმოწყალოდ ჩავაგდე ურნაში...ცოტახანში დამირეკა
-გისმენ
-წერილი ნახე?
-კი
-მერე?
-არ მჯერა!
-ანუ არ მირიგდები?
-ანუ არა
-კარგი
ტელეფონი გამითიშა, მე ძალიან მთვრალი ვიყავი და იმწუთასვე ჩამეძინა... დილით რომ გავიღვიძე დედაჩემის ცრემლიანი თვალები დავინახე
-დედა რამოხდა? რატომ ტირი?
-თორნიკე....
-რა?!!!!!!!!!!



№1  offline წევრი lamazmani

აუ კაია მარა არ მოკლა რა მალე დადე

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

ragacnairad chamitria. tornikes tu moklav daamtavreb istorias da egaa. zogadad ar miyvars kargi dasasruli da vgijdebi dramaze magram amas ar mouxdeba sasaklao. nel-nela aumjobeseb. yochag :)
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent