შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავლის იმედი (2)


27-05-2015, 17:22
ავტორი Tikuna Kislinskaya
ნანახია 2 859

გზად კაფეტერიაში შევიარე და ერთი ჭიქა ცხელი ყავა ვიყიდე... ფიქრებში წასული ფინჯანს ისე მაგრად ვახვევ ხელს რომ ადუღებული წყლისგან გაცხელებული ფინჯანი ხელს მწვავს, უნებურად უკან ვწევ ხელს და ვკვნესი ოჰ!
- ფრთხილად ლამაზო ასე შეიძლება დასახიჩრდე!
ირონიული ხმა გაისმა ოთახში, გაწითლებული და დაბნეული შევყურებ ჩემს წინ მდგომ მაღალ შავთვალება სიმპატიურ ბიჭს.
-უკაცრავად?!
-დაიწვები თქო! ( ვითომ მზრუნველი სახით მიყურებს და ირონიული ღიმილით ტუჩს იკვნეტს) გტკივა?
-აღარ, ნუ ღელავთ უკვე გამიარა!
ჩემს წინ ჩუმად დგას და მომჩერებია.
- შენ ყოველთვის ასე დაბნეული ხარ თუ დღეს მარცხენა ფეხზე ადექი?
თვალებით მაგიდაზე მდგომ ყავაზე მანიშნებს.. სრულიად გაწითლებული და დაბნეული თავს ვიქნევ და ყავას ჩემსკენ ვიცურებ..
1.50ლარი. გაწითლებული და აფართხალებული გულით ვეუბნები ისე რომ ზედაც არ ვუყურებ,ჩეკს სასწრაფოდ ვიღებ და ერთი სული მაქვს კაფეტერიას როდის დავტოვებ.
-აი ინებეთ!
შარვლის უკანა ჯიბიდან ხურდებს ვიღებ და მოლარეს ვაწოდებ, ის უცნობი ბიჭი დგას და თვალს არ მაშორებს.შემოვბრუნდი და გასასვლელისკენ გავიხედე, ის გვერდით გადადგა და ჩემი ადგილი დაიკავა, კაფეტერიიდან რო გამოვედი მივხვდი რომ არ ვსუნთქავდი და ღრმად ჩავისუნთქე..გარეთ სასიამომნო ნიავია და მეც სახეს ვუშვერ ნიავს ცოტა აზრზე მოსვლა მჭირდება, ჩემს ჯაკეთს ტანზე მაგრად ვიხვევ და გზას მივყვები, უცებ ფეხის ხმას ვგრძნობ თუ მესმის ვეღარ ვხვდები საშინლად ვიძაბები რადგან ასეთ სიტუააციაში არასდროს ჩავვარდნილვარ.
-ანა!
-ჯანდაბა, ისევ ის ბიჭი! ეს თავს აღარ დამანებებს? ან ჩემი სახელი საიდან იცის?
-დიახ!
-ვაა შენც მაგ ქუჩაზე მიდიხარ?! .. ვითომ გაკვირვებული მეკითხება
-დიახ! უკაცრავად მაგრამ ჩემი სახელი საიდან იცით?
შარვლის ჯიბეში ხელი ჩაიდო და ირონიული სიცილით მპასუხობს

- მეე საავადმყოფოში მითხრეს! ( მოიცა ამან საიდან უნდა იცოდეს რო მე ანა მქვია თან რო საავადმყოფოში ვიყავი თუ ის ბექა ჭკუასელი არ არის?! .. გაკვირცებული ხმით ვეკითხები)
- ბექა ჭკუასელი?
-დიახ, ეს მე გახლავართ! ( ირონიული ხმით მპასუხობს და იცინის)
- ბიჭი რომელიც დამეჯახა და რომელსაც უნდა ვუმადლოდე ჩემი იდეების დამსხვრევას!
მეც ირონიულად ვუპასიხე, უფრო გაბრაზებულმა..
- ხო კარგად ხარ? ( მზრუნველი ბიჭის როლს თამაშობს ვითომ ძაან აინტერესებდეს როგორვარ)
- ძაან მაგრად!
- მისმინე! აქვე ჩემი მანქანაა შემიძლია სახლამდე მიგიყვანო! ( ისევ მზრუნველი ბიჭი გახდა)
ის მოდის ჩემსკენ და თითქოს უნდა ხელი გადამხვიოს , მე წამებში ვიშორებ და უკან ვდგები შეშინებული, გაფართოებული თვალებით ვუყურებ მას ის ოხრავს და თვალებს აბრიალებს, მგონი მოწეულშია, ან ძაან ვერაა..
-არა! ( კატეგორიული ვარი განვუცხადე)
-ნუ კაი ხო თუ არ გინდა....... ვერ ვხვდები თავს რატო იფასებთ, ვითო ხელშეუხებლები იყოთ (თითქოს თავისთვის ჩაიფრუტუნა და წინ წავიდა. მეც შეშინებული სახლისკენ გზა გავაგრძელე ჩქარი ნაბიჯებით)..
დილით ადრე ავდექი მოვემზადე და გვანცასთან წავედი სააბვადმყოფოში, როგორც შეთანხმებულები ვიყავით.საავადმყოფოს მივუახლოვდი და გაბედულად შევაღე კარები, შესვლის თანავე გვანცას ვამჩნევ რომელიც მიღიმის, მეც ვუღიმი და ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები გვანცას!
-როგორ ხარ? ( გვანცა)
- კარგად შენ? ( მე)
- მეც, აქ დამელოდე ჩანთას ავიღებ და სადმე წავიდეთ კარგი? (გვანცა)
-კარგი! ( ვუღიმი და მოსაცდელში სკამზე ვჯდები)
რამოდენიმე წუთში მე და გვანცა საავადმყოფოს ვტოვებთ და პარკში მიმავალ ბილიკებს მივუყვებით, ორივე ვდუმვართ.. უეცრად გვანცას ფხხუკუნი უტყდება, მეც ვყვები და შუა გზაში ხმამაღლა ვხარხარებთ.
-რაგაცინებს? ( ვეკითხები და მეც უაზროდ ვიცინი)
- შენ რაგაცინებს? ( ისიც იცინის)
-მე შენს სიცილზე გავიცინე!(მე)
-იცი რაზე ვიცინი?! ნახევარ საათზე მეტია დავდივართ და ენას არ ვიღებთ( უეცრად სიცილს წყვეტს და მეკითხება) გუშინ მითხარი ამ ქალაქში მეც ახალი ვარო?! სად ცხოვობდი?
-ობოლთა თავშესაფარში! ( ისევ სიცილით ვპასუხობ)
გვანცა ჩერდება და სერიოზული სახით მიყურებს თვალებში, მეც მის რეაქციაზე სახის დეფორმაცია მეცვლება და იქვე გრძელ სკამზე ვჯდები რომელიც ჩვენს გვერდით დგას... შემრცხვა მგონი არუნდა მეთქვა.. სკამზე დამჯდარი თავს დაბლა ვწევ და ვგრძნობ როგორ ჩამომდის ლოყებზე თბილი ცრემლები.. რამოდენიმე წამი დუმდა შემდეგ მომიახლოვდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა
-მე მესმის შენი! ( გვანცა)
-არა არ გესმის! (ცრემლიანი თვალებით გავხედე გვანცას)
-მართალია ობოლთა თავშესაფარში არ გავზრდილვარ მაგრამ ვიცი რა ძნელია მშობლების გარეშე! მეც მათ გარეშე გავიზარდე.. ჩემი უფროსი დის გარდაცვალების შემდეგ მამაჩემი სახლიდან წავიდა და დედაჩემმა თავი მოიკლა ჩემს თვალწინ, მაშინ 5 წლის ვიყავი და მას შემდეგ ბებიასთან ვიზრდებოდი სანამ არ დავამთავრე სკოლა და არ დავიწყე მუშაობა. იცი მას შემდეგ 16 წელი გავიდა მაგრამ თითქოს ეს გუშინ მოხდა და მეეჭვება ეს ოდესმე დამავიწყდეს!
გვანცა ამ ისტორიას მიყვება, სახეზე ფერი ეცვლება და ლოყაზე ცრემლი ჩამოსდის
-მეე,..მე ძალიან ვწუხვარ! ( დაბნეული და საშინლად გაკვირვებული ვეუბნები)
-ვიცი! მგონი ერთნაირ სიტუაციაში ვართ არა? ( ჩქარა ცრემლს იწმენდს და ცდილობს მხიარული სახე მიიღოს)
- ხო ( მეც ძალით გავუცინე)
-მოდი ისე გავაკეთოდ რო ჩვენს მომავალ მეგობრობას ხელი არ შეუშალოს ჩვენმა სევდიანმა წარსულმა გაწყობს? (გვანცა)
- მაწყობს! (მე)
გაუკვერვლობაში ჩამაგდო გვანცამ მიუხედავად თავისი წარსულისა ის მაინც ცდილობს ცხოვრება გააგრძელოს რაც ძალიან კარგია და მეც აუცილებლად უნდა ვცადო.. როგორც კი ავიწყობ ცხოვრებას მაშინვე დავიწყებ ძმის ძებნას!... რამოდენიმე საათი ვლაპარაკობდით, მე და გვანცა ერთმანეთს ვუყვებოდით საკუთარ ცხოვრებაზე საინტერესო ისტორიებს და დავმეგობრდით.მალევე ხუთის ნახევარი გახდა და მე სამსახურში წამოვედი.. სიმართლე გითხრათ არვიცი როგორ და რანაირად ავუხსნა ჩემს უფროს რატო არ მივედი პირველ დღეს და მაპატიებს თუ არა ის მაგრამ მე მაინც მივალ და ვთხოვ კიდევ ერთხელ მომცეს შანსი. აი ვუახლოვდები დიდ ვარდისფერ სახლს და დიდ თეთრ ჭიშკართან ვჩერდები, ჯერ არ შევსულვარ და უკვე ფეხები მიკანკალებს და სუნთქვა მეკვრება უეცრად დიდი ჭიშკრის კარები იღება და შავებში ჩაცმული მცველი სახლში მეპატიჯება. შენობის კარს მოსამსახურე მიღებს და პირდაპირ სახლის დიასახლისის კაბინეტში მივყავარ თითქოს იციან ვინ ვარ და რატო მოვედი.. კაბინეტი მეორე სართულზე დერეფნის ბოლოშია, მოსამსახურე კაბინეტის კარებს ჩუმად მიღებს.
-ბატონო ის მოვიდა! ( ეუბნება მოსამსახურე ზურგით მდგომ მამაკაცს)
-კიდევ კარგი! იმედია საპატიო მიზეზით არ მოსულა დათქმულ დღეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დედაჩემი დაითხოვს! შემოუშვით ( ამბობს ზურგით მდგომი მამაკაცი და წინადადების დასრულების შემდეგ ჩვენსკენ ბრუნდება)
- მაპატიეთ გუშინ გადაუდებელი საქმეები მქონდა, ეს აღარ განმეორდება გპირდებით ერთი შანსი მომეცით გთხოვთ, ეს სამსახური ძალიან მჭრდება ( აცახცახებულ ტუჩებს ვეღარ ვიმორჩილებ, და იმ წინადადებისთვის ვემზადები რომელიც ასე მაშინებს „არაფერი გამოვა, დათხოვილი ხარ!“ თვალებს ვხუჭავ და ჩუმად ვდგავარ.. ოთახში საუკუნოვანი სიჩუმე დგას, უეცრად მესმის სიცილი, ცალ თვალს ვახელ და პირდაპირ მას შევყურებ და რას ვხედავ მე აქ ვდგავარ და ვნერვიულობ ის კიდე დამცინის.. ვერ ვხვდები სასაცილო რავთქვი?! იქნებ სახეზე რამე მაქვს?!... რამოდენიმე წუთში საზიზღარ სიცილს ამთავრებს და როგორც იქნა ყურადღება ჩემსკენ გადმოიტანა..
-ძალიან გამაკვირვეთ, თქვენი სახელი? ( ცივილიზებურად მესაუბრება)
-ანა,ანა მონდგომერი!
-მონდგომერი აქაური გვარი არ არის! სადაური ხართ?
ოპსს ეს არუნდა ეკითხა, ახა რავუთხრა? ვაიმე რავუპასუხო?! წარმოდგენა არ მაქვს საიდან ვარ და საერთოდ არის თუ არა ეს ჩემი ნამდვილი გვარი!
- მე...მე ახლახანს ჩამოვედი ქალაქში! ( ძვლივს მოვუყარე წინადადებას თავი და სახეზე საზიზღრად გავწილთდი)
-კარგი, ახალო ანა რატომ გინდა აქ მუშაობა?
როგორ თუ რატო მინდა?! ეს ვერაა რო არ მჭირდებოდეს აქ ხოარ მოვიდოდი არაა! ან მისთვის რამნიშვნელობა აქვს?
- მინდა ოჯახს დავეხმარო!
-კარგი, თუ ასეა შეგიძლია ახლავე დაიწყო! ოღონდ აღარ გააცდინო თორე დედაჩემი არ დაგინდობს( მიცინის და ხელს ვართმევ)
ჩუმად და ნაზად ოთახიდან გამოვედი, როგორც კი მოვშორდი კაბინეტს თავი ვერ შევიკავე და ბედნიერებისგან ხტუნვა დავიწყე, ამ დროს ახალგაზრდა ჩემი ტოლა გოგონა კიბეებზე ამოდის და გასახდელში მეპატიჯება.
-აქ მუშაობ?( მე)
-კი, ჩემო კარგო აქ ვმუშაობ! (თითქოს გაბრაზებული ხმით მპასუხობს)



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მმმ...მომწონს..საინტერესო ჩანს და მალე დადე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent