შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავლის იმედი (1)


25-05-2015, 23:30
ავტორი Tikuna Kislinskaya
ნანახია 3 558

ძვირფასო დღიურო!
მე ანა მონდგომერი ვარ, მთელი ჩემი ბავშვობა და საერთოდ მთელი 18 წელი ობოლთა თავშესაფარში გავატარე... ჰო მძიმე ბავშვობა მქონდა და საერთოდ ამას თუ ბავშვობა ჰქვია.
16 წლის წინ მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა გაბრიელი აქ ობოლთა თავშესაფარში მოგვიყვანეს, მაგრამ რამოდენიმე წელში ჩემი ძმა გააშვილეს და მას შემდეგ აღარ მინახავს. ერთადერთი რაც მისგან დამრჩა ლითონის მედალიონია წარწერით My angel.. არვიცი რატო მაგრამ ეს მედალიონი გაბრიელს მახსენებს და ვცდილობ არასდროს მოვიხსნა. რაც შეეხება ჩემს მშობლებს?! წარმოდგენა არ მაქვს ვინებია და რატო მიგვატოვეს, ალბად არასასურველი შვილები ვიყავით და თავიდან მოგვიშორეს.თავშესაფარს უამრავი წესები აქვს რომელსაც აუცილებლად უნდა დაემორჩილო წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადოდ დაისჯები,თავშესაფრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესია როგორც კი 18 გისრულდება ალაგებ ჩემოდანს და მიდიხარ, სად ვისთან მაგას არანაირი მნიშვნელობა აქვს მათთვის მთავარია გაეცალო. აი მეც ჩავალაგე ერთი წყვილი კეტი, შავი ჯინსის შარვალი, წითელი სვიტრი და რათქმაუნდა ჩემი ბავშობის მედალიონი. ჩემოდანს ხელი წავავლე და გასასვლელისკენ წავედი თან ვხედავ აღმზრდელებს როგორ ჩამოსდით თვალზე ცრემლი და ცდილობენ არ დამანახონ.. მიხარია თავშესაფრის დატოვება მაგრამ ჩემი სხეულის რაღაც ნაწილს უნდა ისევ უკან დაბრუნება, მართლა ძალიან ძნელია „ოჯახიდან“ წასვლა ვიცი ისინი არ არიან ჩემი ნათესავები და ახლობლები მაგრამ მე მათთან 16 წელი გავატარე და ცოტათი მიჭირს. დიდ ჭიშკარს მივუახლოვდი როდესაც უკნიდან ჩემი ძიძის ხმა გავიგე
- ანა!... შეჩერდი ერთი წამით... (ჩემი ძიძა მანანა, ძალიან მაგარი ქალია მთელი ბავშობა გვერდით მედგა და ჩემთვის დედასავით იყო... ძიძა მომიახლოვდა და მეუბნება - აი ტაქსის ფული, აი ჩემი სახლის მისამართი, ( ხელში მიკუჭავს ) ორივემ ვიცით რო წასასვლელი არსად გაქვს, შეგიძლია ჩემს სახლში იცხოვრო! მე მაინც თვეში ერთხელ მოვალ. ( რამოდენიმე წამი მეხუტებოდა, შემდეგ ხელი გამიშვა და გასაღები მომცა)
- მადლობა! ( დავუძახე მიმავალს უკნიდან)
აი დაბადების დღეც ამას ქვია!... მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ერთხელ მაინც ტორტი მქონოდა ზედ სანთელი ჩამერჭო და სულის შებერვის წინ სურვილი ჩამეფიქრებინა.. 16 წლის მანძილზე სურვილების არ შესრულებას ტორტის არქონლობას ვაბრალებდი, აი ეს კი ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო... როგორ დავტოვე თავშესაფარი არც კი მახსოვს, არც ის მახსოვს სახლამდე როგორ მივედი.... მე ხუთე სართულზე სირბილით ავირბინე და ბინის წინ გავჩერდი.აკანკალებული ხელებით კარებს გასაღები ძვლივს მოვარგე და კარი როგორც კი გავაღე აღფრთოვანებისგან პირი ღია დამრჩა...2 ოთახიანი ბინა კეთილ მოწყობილი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და საერთოდ ყველაფერი რაც კომფორტს ემსახურება. ემოციისგან სიცილს ვეღარ ვიკავებ მდივანზე მოდუნებული ვეშვები და სიცილი ბედნიერების ცრემლებად მექცა, უაღრესად ბედნიერი და მადლიერი ვარ , არშემიძლია აგირწეროთ რა ბედნიერებაა როდესაც ანალიზებ რო ვიღაცა დარდობს შენზე და მისთვის მნიშვნელოვანია შენი ბედნიერება. მე არასდროს დავივიწყებ ამ სიკეთეს და სიკეთეს სიკეთით გადავუხდი ყოველთვის.
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. შიშით თვალებს ვერ ვახელდი მეშინოდა ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო, მაგრამ როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და თვალების გახელის შემდეგაც ვერ ვრწმუნდებოდი და ხელები დავიჩხლივტე .... სასწრაფოდ ფეხზე წამოვხტი ტელევიზორი ჩავრთე და სააბაზანოში შევვარდი.. შხაპს ვიღებ და ვფიქრობ სახლი მაქვს, აუცილებლად სამსახური მჭირდება რო ვიარსებო! სამსახური ოღონდ მეორე სმენა რადგან უნდა ვისწავლო.. ახლა სამსახური მოინდომა გოგომ თან მეორე სმენა დამცინის მეორე მე“ არაფერიც ახლავე გავალ და ვიპოვი რამეს..“ ჰო რათქმაუნდა გახვალ.. გზაც არიცი სად წახვალ დაიკარგები“ ნერვებს მიშლის ჩემი ქვეცნობიერი. ანა მოეშვი საკუთარ თავთან ლაპარაკს და მიხედე საქმეს! !!! შემოვუძახე თავს და ჩავიცვი ჩემი წითელი სვიტრი და შავი ჯინსის შარვალი.
მთელი მაღაზიები და სახლები შემოვიარე და როგორც იქნა ვნახე.. ზუსტად ისაა რაც მე მჭირდება! დიდ მდიდრულ სახლში პერანგების გაუთოვებაა საჭირო საღამოს 5 საათიდან ღამის 11 საათამდე. თუ რათქმაუნდა მიმიღეს!...
სახლის მთავარ დიასახლის ვესაუბრებოდი დიდი აღფრთოვანებული და ყურებამდე სიცილით... როგორც ჩანს მიმიღეს! რათქმაუნდა მიმიღეს!.. მაგრამ აქ ისეთი უჯმური ხალხი მუშაობსს ვერც კი ავღწერ, აი მაგალითად სანამ დიასახლის გავესაუბრებოდი დაახლოებით ჩემს თანატოლ გოგოს ვკითხე დამხმარე თუ გჭირდებათ მეთქმი, მან მიყურა მიყურა და ზურგი შემაქცია,.... როგორც ჩანს ლაპარაკი აკრძალული აქვთ! .... მოკლედ შემიძლია დამლაგებლად ვიმუშავო კვირაში 150 ლარად, მგონი ცუდი არ არის! ასეთ ძალიან მაგარ სახლში მუშაობა.. შოკში ვარ! არ მეგონა თუ მიმიღებდნენ, ვსოო გადავწყვიტე ხვალიდან ვიწყებ!!..
ლოგინში ბედნიერი ვწვები ვგრძნობ რო ჩემი ცხოვრება იცვლება და ეს მომწონს, ათას რაღაცაზე ვფიქრობ და დაკრეჭილს მეძინება.
დილით როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა. ცოტა ვირბინე შხაპი მივიღე და ტელევიზორს შემოვუჯექი, როგორც იქნა დრო გავიყვანე, 4 საათია წასვლა მინდა მაგრამ ჯერ ერთი საათით ადრეა. სრულიად მომზადებული ვდგავარ მისაღებში და წამებს ნერვიულად ვითვლი, როგორც იქნა გახდა ხუთის ნახევარი, და მეც გავდივარ სახლიდან. გზას მივუყვები და საკუთარ თავთან ლაპარაკში ავტობუსი შევამჩნიე, გავეკიდე რადგან როგორც შევამჩნიე იშვიათად დადიან, ვინმემ გააჩერეთ! ვყვირი და ვცდილობ გზა გადავირბინო, ამ ყვირილში და სიჩქარეში ვგრძნობ გვერდიდან დარტყმას და თვალებში ბნელა.. თვალები რო გავახილე ყველაფერი ანღვრეული იყო, წყლით სავსე ფინჯანს რო წკლიპურტი დაარტყა ისე ჩანდა ყველაფერი ირგვლივ, ავნერვიულდი და ყვირილი დავიწყე როდესაც ვიღაცამ თითქოს გამთიშა და კვლავ ბნელა. არვიცი რამდეხანს ვიყავი გათიშული მაგრამ გონს როგორც კი მოვედი მაშინვე ფეხზე წამოვდექი და გასასვლელის ძებნა დავიწყე, ამ დროს მიახლოვდება ვიღაც და საწოლში მაბრუნებს.... ხელი გამიშვი! უნდა წავიდე!! ვყვირი მაგრამ ვინ მისმენს? საშინლად გავბრაზდი და რაც ძალა და ღონე მქონდა გავიქნიე.. ისეთი ხმა გაისმა თითქოს ჭურჭელი დაიმსხვრა, ხმაურმა გამომაფხიზლა და როდესაც დავაკვირდი შევამჩნიე რო ექთანი წავაქციე... დავიბენი, არვიცოდი რა გამეკეთებინა, ექთანთან მივედი და ადგომაში დავეხმარე... - მე, მმე არვიცოდი რას ვაკეთებდი, ბოდიშით! (მოვუბოდიშე მაგრამ რას შველის, კიდევ კარგი კარგი გოგო აღმოჩნდა.)
- არაუშავს! მივეჩვიე პირველი არ ხართ ვისაც გავუქნევივარ! ( დგება და იცინის)
- რომელი, რომელი საათია? ( გამახსენდა რო სამსახურში უნდა წავსულიყავი)
- რვა
-რაა? არარსებობს! ( თავში ხელი შემოვირტყი და წუწუნი დავიწყე)
- სადმე დააგვიანე? ( ექთანი)
- პირველი დღე სამსახურში, და ისიც არ მივედი! , ღმერთო რა სულელი ვარ! როგორ შეიძლება ასეთი სულელი ვიყო !! მოიცაა და აქ რამინდა? ( მე)
- მანქანა დაგეჯახა! (კამუდიდან რაღაც საბუთები აიღო და კითხულობს) ვიღაც ბექა ჭკუასელმა მოგიყვანა აქ...!
- დავიბენი.... არანაირ ბექა ჭკუასელს არ ვიცნობ! (მე )
- თუ არ ვცდები მანქანა რომელიც დაგეჯახა ბექა ჭკუასელს ეკუთვნის...., სხვათაშორის აქ რო მოგიყვანა ძალიან შეშინებული იყო და ყველა გადასახადები გადაიხადა.. შენთან ლაპარაკი კარგია მაგრამ პაციენტები მელოდებიან!.( ხოო სულ დამავიწყდა ექთანი დაახლოებით 20 21 წლისაა ცისფერი თვალებით და ქერა თმით, მოკლედ საკმაოდ საყვარელი გოგოა)
- მე ანა მონდგომერი ვარ! ( გადავწყვიტე გამეცნო ეს საყვარელი ექთანი და ხელი გავუწოდე ჩამოსართმელად)
- გვანცა ლოლაშვილი, სასიამომნოა! ( ხელი ჩამომართვა )
- ჩემთვისაც! ... საბუთები აიღო და გასასვლელისკენ გაემართა როდესაც უცებ დენდარტყმულივით გაჩერდა და გამომძახა
- ანა რას იტყვი ერთად სადმე დავმსხდარიყავით, ყავა ან რამე დაგველია და გვესაუბრა ? თან ქალაქში სამი თვეა რაც ჩამოვედი და მეგობრები არ მყავს...
თავისი ლამაზი ღიმილით მიციმციმებს ცისფერ თვალებს..
- ჰოო კარგი აზრიაა! რატომაც არა... სხვათაშორის მეც ახალი ვარ ამ ქალაქში..
- კარგი, ხვალ შაბათია, შაბათს მხოლოდ დილის 10-მდე ვმუშაობ.. შენ მოიცლი? ( გვანცა)
- კი.. კი ოღონდ ხუთამდე! (მე)
- კარგი, შევთანმდით!(გვანცა)
-შევთანხმდით! (მე)
რამოდენიმე ხანში სავაადმყოფო დავტოვე რამოდენიმე ჭრილობით და სახლში წავედი..... ამჯერად შუქნიშანს ვაკვირდებოდი და დაკვირვებით გადავდიოდი გზას. გზად კაფეტერიაში შევიარე და ერთი ჭიქა ცხელი ყავა ვიყიდე...


_______________
გამარჯობათ! ეს ჩემი პირველი ისტორიის პირველი თავია, იმედია მოგეწონებათ!! ისიამომნეთ



№1  offline წევრი aniko:)))))

ძაან მაგარია მალე დადე შემდეგი

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

რახან პირველი ისტორიაა აქვე დაამატე,როგორი დასასრულები გიყვარს და კიდევ რამდენად ხშირად აპირებ ახალი თავის დადებას და უკომენტარობა ხომ არ იმოქმედებს ისტორიის გაგრძელებაზე?

 


№3  offline წევრი Tikuna Kislinskaya

grafo
რახან პირველი ისტორიაა აქვე დაამატე,როგორი დასასრულები გიყვარს და კიდევ რამდენად ხშირად აპირებ ახალი თავის დადებას და უკომენტარობა ხომ არ იმოქმედებს ისტორიის გაგრძელებაზე?

კომენტარი რათქმაუნდა მნიშვნელოვანია ჩემთვის ისევე როგორც კრიტიკა მაგრამ ვაპირებ ყველა თავები დავდო და ყველანაირად შევეცდები ისეთი გამოვიდეს როგორიც ჩაფიქრებული მაქვს.თავებს დავდებ რაც შეიძლება მალმალე დასასრულს რაც შეეხება ჯერ არ გადამიწყვეტია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent