შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სიცოცხლის ფასად-5


27-05-2015, 20:35
ავტორი ReaDer))
ნანახია 2 414

გაგანია გამოცდები და ჩემი მშობლების საზღვარგარეთ წასვლა ერთად მოახლოვდა..ალექსანდრეს ბიზნესის გამო უწევდა წასვლა ერთი კვირით და ანაც მას მიჰყვებოდა..გამოცდები რომ არა მეც მათთან ერთად წავიდოდი მაგრამ ჰო ვთქვი აბიტურიენტობა არ გაგახარებსთქო..
თავიდან ალექსანდრე ჩემს მარტო დატოვებაზე სასტიკ უარზე იყო, მაგრამ ორივეს წასვლა გარდაუვალი იყო და სხვა გზა არ ჰქონდათ..დიდხნიანი ბჭობების შემდეგ იმის შესახებ თუ ჩემზე რა მოეხერხებინათ, მათი დამშვიდდება იმით მოვახერხე რომ თეკლა და ნაია საღამოობით ჩემთან ივლიდნენ
და გამოცდისთვის ვიმეცადინებდით..მიყვარს მზრუნველი ადამიანები მაგრამ არა ასე ზედმეტად..ანას და ალექსანდრეს ასეთმა ნერვიულობამ იმაზეც კი დამაეჭვა თვრამეტის მაგივრად თორმეტის ხო არ ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი მათი ნერვიულობის მიზეზსაც და ამიტომაც ხმას არ ვიღებდი..მშობლებთან ერთსაათიანი
გამომშვიდობების შემდეგ, ორივე გავაცილე და სახლში მარტო დავრჩი..კმაყოფილმა ამოვისუნთქე და ოთახს მივაშურე..სახლში მარტო დარჩენა ნამდვილად მიყვარდა, ყველაფერი ჩემს განკარგულებაში იყო და რასაც მინდა ვაკეთებდი..როცა მინდა ვჭაამდიი, არც ალექსანდრეს ხშირი სტუმრები მაწუხებდა და არც ანას დაქალების გამო მიწევდა
სხვა ოთახში გასვლა რადგან თავს მართლაც რომ უხერხულად ვგრძნობდი მათთან..საწოლზე გავიშხლართე და სასაცილოდ დავიჭყანე..საათს გავხედე, შვიდი იყო. ერთ საათში თეკლა და ნაია აპირებდნენ მოსვლას და მერე უნდა შეგვეტიაა საგნებზე, რომლებიც პირდაპირ სისხლს მიშრობდა..ერთი სული მქონდა როდის ჩავათავებდი და უნივერსიტეტში ჩავაბარებდი..
საკუთარ პროფესიაში წარმატების მისაღწევად ბევრი წვალებისთვის უკვე მზად ვიყავი..ჩემი ცხოვრების მიზანიც სწორედ ეს იყო, მიმეღწია წარმატებას იმ პროფესიაში რაც მიყვარს მაგრამ არასდროს ვფიქრობდი სავარაუდო მომავალ ოჯახზე..იმისათვის რომ იყო ნამდვილად ბედნიერი, მხოლოდ წარმატებული პროფესია არ კმარა..სახლში თბილი კერა და ოჯახი უნდა გელოდებოდეს
რომ ცხოვრების ნამდვილი სიტკბოება შეიგრძნო..მართალია, ეს ბედნიერების განუყოფელი ნაწილია მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობდი..შეყვარებული არასოდეს მყოლია მიუხედავად ბევრი თაყვანისცემლისა და შესაბამისად არც არავინ მყვარებია ოდესმე..ჰოდაა..რამდეენი აჭარული დავუარე იმას რაზეც ახლა მეფიქრება სინამდვილეში და მაინც ამ თემამდე მივედი..ორი კვირა გავიდა იმ ინციდენტიდან
როცა მივხვდი რომ ადამიანის უგულოებას საზღვარი არ აქვს..იმის შემდეგ აღარსად არ შემხვედრია მაგრამ მაინც ვერ ვიშორებდი მასზე ფიქრებს..ვერ ვხვდებოდი რა დამმართა ამ ბოროტმა არსებამ მაგრამ კარგი რო არაფერი არ იყო ეგ ცხადია..დრო ისე გამეპარა ვერც კი მივხვდი როგორ მოახლოვდა დაქალების მოსვლის დრო, კარის ხმაზე სწრაფად წამოვხტი და უცებ აზრზე ვერ მოვედი მაგრამ როცა თეკლას და ნაიას ხმა
გავიგე გამეცინა და მათკენ გავიქეცი.
-აბა სამი აინშტაინი უჯდება მაგიდაასს და მეცაადინეობა იწყებაა.....-წამოიძახა სასაცილო ხმით ნაიამ და წიგნები მაგიდაზე დააწყო
-რას დალეევთ?-ვკითხე ღიმილით და მაცივრისკენ წავედი
-რამე ცივი გამოუშვი რაა..-შეწუხებული სახით მითხრა თეკლამ და გაიცინა. სახლშ ყველაზე დიდი ჭიქები რაც მქონდა მოვძებნე და ატმის წვენით ავავსე. მაგიდას მივუჯექით და მეცადინეობას შევუდექით..მიუხედავად ბევრი ხუმრობისა და შეუჩერებელი სიცილიანი პაუზებისა, ორი საათის შემდეგ საკმაოდ კარგი მეცადინეობა გამოგვივიდა. დაღლილებმა თვალები მივლულეთ და სასაცილოდ დავამთქნარეთ
-აუ მეძინებაა-წამოიძახა ნაიამ და საათს გახედა-ათი?? მეტი არა?-თქვა ნაწყენი ხმით-მინიმუმ თორმეტი მეგონა-თქვა და სასაცილოდ დაიჭყანა
- რა გავაკეთოთ?-იკითხა თეკლამ და უცებ გამოფხიზლდა
-მმმ..შეგვიძლია რამე ფილმს ვუყუროოთ-ვუთხარი ღიმილით და თვალები მოვჭუტე
-აუ საათი რო გადავწიოთ, თავი მოვიტყუოთ და დავიძინოთ არაა?-იკითხა ნაიამ და დაამთქნარა
-კაი რა ნაიაა, ვუყუროთ რა რამეს..-თქვა თეკლამ და წარბები სასაცილოდ აათამაშა. მის სახეზე მე და ნაიას სიცილი აგვივარდა, ზანტად წამოვდექით მაგიდიდან და ტელევიზორისკენ გავეშურეთ. დიდხნიანი ძებნის შემდეგ რაღაც ფილმი ჩავრთეთ და მისი დაწყებიდან ორი საათის შემდეგ მივხვდით რომ ფილმების არჩევა ჩვენი საქმე არაა..ისედაც დაღლილებს ფილმის უინტერესობისგან კიდევ უფრო დაგვეძინა..
ერთმანეთს ისევ საკუთარი ხრიკებით ვამხიარულებდით და ვაფხიზლდებით..ასე გავიყვანეთ დრო მაგრამ აი ორ საათზე დაღლილობამ უკვე პიკს მიაღწია და ჩვენც დასაძინებლად გავეშურეთ..მკვდარივით ჩამეძინა და ჩემი გონება ათასნაირ სიზმრებში გადაეშვა..ამდენი მეცადინეობისგან უკვე გამოცდები მესიზმრებოდა..ქულების გაგებას და ჩაბარებას ვიყავი უკვე მიახლოებული როცა მობილურის ზუზუნმა გამომაფხიზლა. გაკვირვებულმა დავხედე
ეკრანს და უცხო ნომრის დანახვისას უფრო შევკრთი, საათს დავაკვირდი. ოთხი გამხდარიყო, მობილურს დაღლილი ხმით ვუპასუხე და პასუხს დაველოდე..ცოტახანი ხმას არავინ მცემდა, დაბნეულმა რამოდენიმეჯერ ჩავძახე და როგორც იქნა პასუხი დავიმსახურე
-ჩემი სახლის მისამართი გახსოვს?-გავიგე მისუსტებული მაგრამ მაინც ცივი ხმა ყურმის მიღმა და მთელს ტანზე ტაომ დამაყარა, კიდევ უფრო დაბნეულმა ხმის ამოღება ძლივს მოვახერხე და ლუღლუღით ვკითხე
-ჩემი ნომერი საიდან გაქ?-ცოტახანი სიჩუმე იყო, მერე მოსაუბრემ მობეზრებით ამოისუნთქა და ცივი ხმით მითხრა
-მე მგონი რაღაც შეგეკითხე..სასაუბრო დრო არ მაქვს..თუ მისამართი გახსოვს, მაშინ უნდა მოხვიდე..-მკაცრად დაამთავრა საუბარი და ჩემს პასუხს დაელოდა, გაკვირვებისგან ვერაფერი ვერ მოვიფიქრე..ადამიანმა რომელმაც უგულოდ დამტოვა ქუჩაშ მისუსტებული და სველი ახლა ღამის ოთხზე მირეკავდა და მის სახლში მისვლას მთხოვდა რომლის მისამართი წესიერად არც მახსოვდა..
-რა ხდება?- ვკითხე შედარებით მშვიდად
-ანუ იცი..-თითქოს შვებისგან ამოისუნთქაო..-უნდა მოხვიდე! რაც შეიძლება მალე..-შედარებით რბილი ტონით მითხრა და მობილური გამითიშა. საოცარ გაურკვევლობაში ავღმოჩნდი. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა..დავრჩენილიყავი თუ წავსულიყავი.."შენს გულს მოუსმინე" შთავაგონე საკუთარ თავს და "რეაქციას დაველოდე".."რაც შეიძლება მალე.."გამიელვა გონებაში მისმა სიტყვებმა..საწოლიდან სწრაფად წამოვხტი, კეტები ჩავიცვი, მოსაცმელი მოვიხურე და ნელი ნაბიჯებით გამოვედი ოთახიდან, მობილური ავიღე და ბინა დავტოვე
გზაზე არანაირი მანქანის ნასახი არ ჩანდა..ნერვიულობისგან უკვე ბოლთას ვცემდი როცა გამახსენდა რომ მამაჩემს მისი მანქანა არ წაეყვანა..სწრაფად ჩამოვიტანე გასაღები და მანქანისკენ მივაშურე..სიჩქარისგან უკვე გონებაც კი დამბინდვოდა, მანქანაში უცებ შევხტი, მექანიკურად დავქოქე და გზას დავადექი, ათი წუთი დამჭირდა იმ ადგილის მისაგნებად სადაც მაშინგათენებამდე ვიჯექი უკვე ძალიან დაღლილი. როგორც იქნა დიმიტრის კორპუსსაც მივაგენი, სწრაფად გადმოვხტი მანქანიდან და ნერვიული სახით გავექანე ბინისგან..კარებთან მისული წამით შევყოვმანდი
იქნებ არასწორად ვიქცეოდი მაგრამ ახლა უკან ნამდვილად ვეღარ მივბრუნდებოდი..ამიტომაც კარებზე დავაკაკუნე და რეაქციას დაველოდე
-შემოდი ღიაა-გავიგე ბოხი ბარიტონი კარებს მიღმა და მთელს მუცელში ერთიანად შემომიტია ჭიანჭველების ბანდამ. სახელური ნელი მოძრაობით ჩამოვწიე, ღრმად ჩავისუნთქე და ბინაში შევედი..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent