შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირის ირონია 21


28-05-2015, 22:15
ავტორი Lydia
ნანახია 2 012

გოგონა უხასიათოდ შევიდა სახლში.დიდი კარები მძლავრად მიაჯახუნა და თავის ოთახისკენ აიღო გეზი.დამღლელად ადიოდა კიბეებზე და მოხუცივით კიბის სახელურს მაგრად ეკვროდა.
შევიდა ოთახში,ჩანთა ძირს მოსროლა და სარკეში თავის თავს ჩახედა რას დაინახავდა იქ ჯერ არ უნახავს.აკვირვებდა ყველაფერი რაც მის თავს ხდებოდა.სად წავიდა ის ლაღი ბავშვი,რომელსაც მხოლოდ ის ადარდება რომ დედამ ვანილის ნაყინი მოუტანა და არა შოკოლადის. ის გოგო სად წავიდა,რომლის სიყვარულით ვერ ძღებოდნენ მშობლები და მეგობრები.ალბათ ის მოკვდა და ახლა,მის სხეულში ვიღაც გაურკვეველი,უსულო,უხალისო გოგონა ჩასახლდა.ანნა მოსწყდა ფიქრებს და სარკეს მაშინ აქცია ზურგი,როცა დამიანი შემოვიდა ოთახში.
-(დამიანი) ჰეი,როგორ ხარ?
-(ანნა) არც კი ვიცი.
-(დამიანი) რა მოხდა?
-(ანნა) ახლა არ მსურს ამაზე ლაპარაკი.
ბიჭმა თავი დაუქნია და უფრო ახლოს მივიდა გოგონასთან.
-(დამიანი) არ ვიცი რამდენად გამომივა,მაგრამ დღეს ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო და საღამოს მოემზადე.
-(ანნა) დამიან.არსად წასვლის თავი არ მაქვს.მხოლოდ მინდა დავიძინო და ცოტახნით გამოვეთიშო სამყაროს.
-(დამიანი) გთხოვ მხოლოდ ჩემი გულისთვის.მხოლოდ ერთხელ.
-(ანნა) კარგი,მაგრამ მალე დავბრუნდებით იცოდე.
ბიჭმა სახეზე ხელი მოუსვა და შუბლზე აკოცა.
-(დამიანი) ედვარდი მოვიდა.
-(ანნა) საიდან გაიგე?გოგონამ შეიცხადა.
-(დამიანი) ფეხის ხმა გავიგე.
-(ანნა) კარგი წავალ დაველაპარაკები.
-(დამიანი) კარგი,ოღონდ არანაირი სიმკაცრე,გთხოვ.
ამჯერად გოგონამ დაუქნია თავი დაოთახიდან გავიდა.
............................................................................................
-(ანნა) ედვარდ! მოიცადე!
-(ედვარდი) თუ ისევ ლექცია უნდა წამიკითხო გუშინდელზე მაშინ გაფრთხილებ,რომ დროზე დ***ვიო აქედან.
ბიჭმა უხეშად მოიცილა გოგონა და გზას განაგრძობდა.
-(ანნა) ედვარდ მომისმინე გთხოვ.
-(ედვარდი) კარგი.ხუთი წუთი გაქვს შენი სისულელეების სათქმლად,სანამ იმის სურვილი გამიჩნდება რომ ამ დედამიწაზე აღარ იარსებო.ბიჭმა გაუღიმა და წინ გადაუდგა.
-(ანნა) ედვარდ,ვიცი რომ არასდროს გქონია ოჯახი და არ იცი რას ნიშნავს თანადგომა და სიყვარული,მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევს უდანაშაულო ხალხი სასიკვდილოდ გაიმეტო.მათ რა დააშავეს თუ კი შენ ცხოვრებაში ისე არ იყო ყველაფერი, როგორც შენ გინდოდა.არც ჩემს ცხოვრებაშია ყველაფერი, ისე როგორც მე მინდა.სულ ველოდები, რომ დედაჩემი ოდესღაც მიხვდება თავის დანაშაულს და იზრუნებს ჩემზე.ვიცი რომ შენც ხვდები შენს ქმედებებს,მაგრამ ხალხზე ხარ გაბოროტებული.
ბიჭი ინტერესით უსმენდა ანნას და ხლი ნიკაპთან ჰქონდა მიდებული.
-(ანნა) სანამ გვიანი არ არის დაფიქრდი ყველაფერზე.ჩვენზე ომი კარგს არაფერს მოგიტანს.
-(ედვარდი) იცი მართლაი ხარ ანნა?როდემდე უნდა ვიცხოვრო ჩემი შურისძიებით?.ბიჭმა სინანულით წარმოსთქვა სიტყვები.ისეთი დამაჯარებელი იყო ეს ყველაფერი,თითქოს ანგელოზი ჩამოსულიყო ზეციდან.
გოგონას გაუხარდა,ღიმილი გადაეფარა სახეზე,მაგრამ,როდესაც ედვარდმა საუბარი განაგრძო,წამში გაშეშდა.
-(ედვარდი) ჩემი კითხვა,იმაზე,თუ როდემდე უნდა ვიცხოვრო შურისძიებით და როდემდე უნდა ვხოცო ხალხი.მხოლოდ ერთი პასუხი აქვს.
-(ედვარდი) სამუდამოდ.სანამ არ მომბეზრდბა ხალხისთვის ზიანის მიყენება.
-(ედვარდი) და შენ ერთ რჩევას მოგცემდი.არავის აინტერესებს შენი ვითომდა ემოციებით სავსე სიტყვები.დღეს, ყველაფერს ძალაუფლება და ბოროტება წყვეტს.ბიჭმა თვალი ჩაუკრა და გაეცალა მისაღებ ოთახს.
-(ანნა) წადი შენი!.გოგონამ თვალი გაყოლა და თვითონაც მოსწყდა იქაურობას.
.............................................................................................................
-(ანნა) აღარ მთხოვო ედვარდს დაელაპარაკეო და საერთოდაც აღარ ახსენო,რომ ეგ გამოსწორდება.
-(დამიანი) ვიცი,გავიგონე ყველაფერი,მაგრამ ესე ერთი ცდით არაფერი გამოვა.გთხოვ მხოლოდ ერთი თვე.თუ ერთი თვის მერე ისევ ასეთი ედვარდი იქნება,პირობას გაძლევ მას ვეღარ ნახავ.
-(ანნა) რას გააკეთებ?
-(დამიანი) ეგ მე ვიცი,მხოლოდ ერთი თვეა საყვარელო.
-(ანნა) კარგი ხოოოო.გოგონამ დაიყვირა და უჟმურად გადაითხლაშა საწოლზე.
-(დამიან) ანნა საყვარელო.
ბიჭი მიუცუცქდა საწოლთან და ფერება დაუწყო.
-(ანნა) დამიან გთხოვ,ეხლა ნუ დაიწყებ.
-(დამიანი) იცი რას ვნატრობ ყველაზე ძალიან?ბიჭი თმაზე ეთამაშებოდა.
-(ანნა) რას?
-(დამიანი) ლამაზ გოგონას,რომელსაც შენ გამიჩენდი.
-(ანნა) ჯერესერთი რა დროს ეგ არის,და მეორეც ეს შუეძლებლად მიმაჩნია.
-(დამიანი) რატომ ადამიანი რომ არ ვარ?ბიჭი გაბრაზებული წამოდგა საწოლიდან.
-(ანნა) თუნდაც.გოგონაა გათამამდა და ეხლა უფრო გადაწვა საწოლზე.
-(დამიანი) ბავშვი რომ ჩაისახოს ერთ-ერთი მშობელი ადამიანი უნდა იყოს.ჯერ კიდევ ადამიანი ვიყავი როდესაც ედვარდი გაჩნდა.კაროლინა კი ვამპირი იყო.ამიტომ შანსები გვაქვს.
-(ანნა) რა დეგენრატი ხარ?ამხელა შვილი გყავს,თან მოხუცი ხარ და შვილზე ფიქრობ კიდევ?
-(დამიანი) ხო ხედავ რომ არ ვბერდები?წლოვანება მარტო ციფრებია.მე კიდევ მინდა შვილი,ოღონდ გოგო და შენაირი ლამაზი.
-(ანნა) ვერ ეღირსები.გოგონა აცუნდრუკდა და ოთახიდან გავრდა.
-(დამიანი) მოდი აქ! წეღან რაზე გელაპარაკებოდი?ეგრე თუ გაიქცევი ჩემი ოცნება არც ახდება.ბუზღუნებდა ბიჭი,გოგონა კი იცინოდა.
როდესაც დამინმა შეხედა მის ღიმილით გაბრწყინებულ სახეს,თვითონაც გაუბრწყინდა სახე და იმედით აევსო გული.
-(დამიანი) ანნა!
-(ანნა) რაა? გოგონა კვლავ განაგრძობდა სიცილს.
-(დამიანი) მიყვარხარ
-(ანნა) ,,იგნორი'' გოგონა ისევ გაეცინა და აბაზანაში შევარდა.
-(დამიანი) გცემ იცოდე.მალე გამოდი,უნდა წავიდეთ.
-(ანნა) კარგი.გოგონამ დაუყვირა აბაზანიდან და იქაც სიცილით იგუდებოდა.ბიჭი კი თავს აქეთ-იქით აქნევდა და საწოლზე ჩამოჯდა.
....................................................................................................................
ედვარდი სავარძელზე იჯდა და ჭიქით სისხლს მიირთევდა თან ჩაფიქრებული იყო.ანნას ყოველი სიტყვა მის გონებაში მეორდებოდა და არ ანენებდა თავს.მუშტებს კრავდა და კბილებს ერთმანეთს უჭერდა.უცებ თავის ტელეფონს გადაწვდა რომელის პატარა ტუმბოზე იდო. რაღაც ნომერი აკრიფა სენსორით და ყურზე მიიდო.
-(ამანდა) ედვარდ? რა სიურპრიზია?
-(ედვარდი) გამარჯობა ამანდა,დღეს მარტო ხარ სახლში?იქნებ ისევ დავკავდეთ ჩვენი საფირმო საქმით?ბიჭმა მაცდურათ თქვა და ტუჩი გვერძე გაწია.
-(ამანდა) დიდი სიამოვნებით ჩემო ველურო.მოკლედ საღამოს გელოდები.
-(დამიანი) კარგი ფისუნია.ბიჭმა ტელეფონი გათიშა და ეშმაკურად გაიღიმა.
-(ედვარდი) ჯობია აღარ ელოდო ანნა დედაშენის აღსარებას.მისი დაკარგვით მიხვდები რომ სხვის ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიო.ედვარდმა ჩაიბურტყუნა და კარებისკენ წავიდა.
...........................................................................................................
-(ანნა) დამიან სად მივდვივართ?გოგონა ტანსაცმელს იცმევდა და თან ინტერესი კლავდა.
-(დამიანი) დიდი არაფერი,მაგრამ ამ საღამოს კი ჯობს.მზად ხარ?
-(ანნა) კი წავიდეთ.
ბიჭმა კარებიდან მოწიწებით გააცილა და თვითონაც გაჰყვა.
-(ანნა) შორი გზაა იქამდე?
-(დამიანი) არა აქვეა,მალე მივალთ.
მთელი გზა გოგონა ხმას არ იღებდა,ფანჯარაში იყურებოდა და ცივ ნიავს ხელევს უშვერდა.
-(დამიანი) აი ჩვნეც მოვედით.
-(ანნა) უკვე? აქ რომ არაფერია?
-(დამიანი) წამომყევი.ბიჭმა ხელი ჩასჭიდა და ტიალ მინდორზე მიჰყავდა.
-(ანნა) დამიან აქ არაფერია სადღა მიგყავარ?
-(დამიანი) პრინცესავ რა მოუთმენელი ხარ.თვალები დახუჭე.დამიანმა გოგონას ხელი ნაზად ააფარა სახეზე და ოდნავღა მიაჩოჩებდა სადღაც.
-(დამიანი) შეგიძლია გაახილო.ხელები მოაცილა თვალებიდან.
გოგონამ როდესც თვალები გაახილა სიხარულისგან სირბილი დაიწყო.შემდეგ დამიანს კისერზე დაეკონწიალა და ისიც აქეთ-იქით აბზრიალებდა.



№1  offline წევრი saliii

kargiaa.....momwons ..

 


№2  offline წევრი arctic monkey

ძაან კარგია დღეს წავიკითხე სუყველა და გავგიჟდი კიდე ემოციებში ვარ ისეთი მაგარია

 


№3  offline წევრი ELIZABETI

რა საინტერესო ადგილებსჰი იცი შეწყვეტა recourse love მარტლა მაგარია მიყვარს ვამპირები თანაც ვამპირობისკენ მიდრეკილება მაქვს ბავსჰვობიდან,გიჟურად ჟღერს მაგრამ ასეა :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent