შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწინება ანდერძით 7


29-05-2015, 19:53
ავტორი sopiko
ნანახია 6 186

იმ გრძნობებით აღსავსე დღის შემდეგ ყველაფერი თითქოს ჩვეულ ფორმაში ჩადგა. დათა ცდილობდა პირობა შეესრულებინა ამისთვის კი სახლში თითქოს არ მოდიოდა. სამსახურში მიდიოდა როცა მეძინა და მოდიოდა როცა მეძინა. ვცდილობდი საღამოს მას დავლოდებოდი, არ ვიცოდი რა მემართებოდა, ვითომ მეძინა ხოლო როცა ის ღრმა ძილით დაიძინებდა მასთან მივჩოჩდებოდი და მისი პერანგის სურნელს ვისუნთქავდი, გულს მიღრღნიდა იმაზე ფიქრი რომ სხვა ქალებთან დადიოდა. ვიცოდი ამ შემთხვევაში შეუძლებელი იყო მისთვის ერთგულობის მოთხოვნა მაგრამ რა მექნა. ამავდროულად მწყინდა პირობას რომ ასრულებდა. მინდოდა ყოველ დღე ეთქვა თუ როგორ ვუყვარდი, ჩამხუტებოდა, ეკოცნა მაგრამ ეს მე თავად ავუკრძალე, ახლა ვერ ვუსაყვედურობდი. წყენა მაინც შემრჩენოდა მისი მოქცევის, მიუხედავად მისის ახსნისა ძალით რომ მაკოცა ვერ ვპატიობდი. შორს რომ გაეტოპა მერე რა მექნა... ეს ხომ ფიქტიური ქორწინება იყო. არ მჯეროდა რომ ვუყვარდი, მეგონა გაბოსავით მატყუებდა, ისიც ვერ მხედავდა შინაგანად მაგრამ ის ხომ ვიცოდი მე რომ მიყვარდა გულით და არა ისე როგორც ლილეს უყვარდა. სანამ სარეცხს გავრეცხავდი მანამდე მის ტანსაცმელს მიკროსკოპით ვათვალიერებდი, მეშინოდა იმის რომ მის სამოსზე ვიპოვიდი იმას რაც მის ქალთან ყოფნას დაამტკიცებდა, მოკლედ ამ გაწამაწიაში ვიყავი ერთ დღეს კარზე ზარი რომ დარეკეს. თავიდან გამიხარდა დათა ხომ არ მოვიდა მეთქი მაგრამ საათს რომ შევხედე, 12 იყო და მივხვდი ვიღაც დაუპატიჟებელ სტუმართან მქონდა საქმე.
კარი გავაღე და ჰოი საოცრებავ, ჩემი მეზობელი კაჭკაჭი მოსულა, ლელა.
-ლელა როგორ ხარ? შემოდი, როგორ გამახარე-გავუღიმე ნაძალადევად, ახლა მისი თავი ნამდვილად არ მქონდა.
-გახარებას განახებ შენ, რა უქენი ჩემს ბიჭს მითხარი, ლანდივითაა გამხდარი. ხმა!-მკაცრად მითხრა როცა მიხვდა ხმის ამოღებას ვაპირებდი.
-რა უქენი ასეთი, გუშინ მისი მეგობრები იყვნენ ჩემთან, მითხრეს არ ვიცით სად წავიდა, ყველგან ვეძებთ და ვერსად გვიპოვიათო. საშინლად ავნერვიულდი, ცოტა ხანში დამირეკეს, ვკითხე:ცოცხალი თუა მეთქი, ამას ცოცხალს ვერ დაარქმევ გალეშილი გდია და არ იცის რას ბოდიალობსო. ერთი რამ ნათლად ვიცი, ის თურმე ყოველ არეულ წინადადებაში შენს სახელს ურევდა. აბა მითხარი ფიქტიურო ცოლო, რა გაუკეთე ასეთი?-ძვლივს დაამთავრა გაცხარებულმა ქალმა.
-ლელა პირველ რიგში არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ ეს შენი საქმე არ არის, მეორეც რა ვიცი რა მოუვიდა ეტყობა ერთ-ერთმა საყვარელმა გააბრაზა იმიტომ რომ მე ვერც დღე ვხედავ და ვერც ღამე, ისე ვცხოვრობთ ერთად როგორც უცხო ადამიანები-ვუთხარი ლელას და გონებაში ამომიტრიალდა როგორი იყო ჩვენი უცხო ურთიერთობა ჩხუბით დაწყებული კოცნით დამთავრებული.
-ახლა კარგად მომისმინე გოგონი, არ ვიცი რა არის ჩემი საქმე და რა არა, ჩემს ბიჭს რომ არ დაგაჩაგრინებ ეგ ვიცი, დღესვე დაელაპარაკები და მასთან ურთიერთობას მოაგვარებ , იცოდე მეტჯერ აღარ ვნახო ის სადღაც ბარში ეგდოს და შენ ამ ლოგინში, დღესვე დაელაპარაკები-ფეხზე წამოხტა , კაბა შეისწორა და დაუშვიდობებლად წავიდა.
-ღმერთო მე რა მეშველება-ამოვიხვნეშე მე და აღელვებულმა გაზეთს ნაკუწები მოვახიე და ავასორსოლავე.-ის იჩაგრება თურმე, ოჰ ლელა ლელა რომ იცოდე მე რა დღეში ვარ, შენი დაჩაგრული ბიჭი... ოჰჰ-ამოვიხვნეშე კიდევ ერთხელ და ფეხზე წამოვდექი. უკვე 10 სათი იყო დათა კი არ ჩანდა.
''ის იტანჯება ხომ''-გავიფიქრე მე-''აბა იცოდეთ ეს ეჭვები როგორ მტანჯავს, ნეტავ ბარში გალეშილი მხოლოდ გდია თუ...''-ისევ შემომიტია ეჭვიანობამ და ამ აზრებისგან გასანთავისუფლებლად აბაზანას მივაშურე. ძალიან მივეჯაჭვე ამ ბიჭს, ვითრომ ვუყვარვარ, ოღონდ ხელში ჩამიგდოს და რას არ იგონებს. მე კი სულ მასზე ვფიქრობ.
''დაივიწყე...დაივიწყე...დაივიწყე''-ჩამჩურჩულებდა მეორე მე. ყურებზე ხელი შეშლილივით ავიფარე და ცხელი შხაპიდან გამოვედი.
-შხაპმაც ვერ დამამშვიდა, რა ვქნა?-გამოვედი სააბაზანოდან ბუტბუტით და უცბად დათას შევასკდი.
-მე დაგამშვიდებ-გამიღიმა მან და შემათვალიერა.
-ვაიმე-წამოვიყვირე მე და პირსახოცი უფრო კარგად შემოვიხვიე-როდის მოხვედი? ვერ გავიგე...-გაუბედავად წავედი კარადისკენ მაგრამ დათამ დამიჭირა და თავისკენ შემომაბრუნა.
-მე შენ შეგპირდი რომ დავივიწყებდი ჩემს გრძნობებს, ვცდილობდი კიდეც მაგრამ...
-დათა-გავაჩუმე ის ტუჩებზე ხელის მიდებით მაგრამ მან ხელი ნაზად მოიცილა და ჩემს ტუჩებს მიადო. მივხვდი რაც მანიშნა, მეც გამეღიმა, იმ შტერმა ეს თანხმობად ჩათვალა და გიჟივით დამეძგერა.
-ფრთხილად დებილოო-ამის თქმაღა მოვასწარი და გავჩუმდი რადგან ეს კოცნა თავადაც მესიამოვნა. თითქოს ყველაფერი დამავიწყდა, ისიც რომ მას არ ვენდობოდი, ჩემი ეჭვებიც და ჩვენი ფიქტიური ქორწინებაც. ამ წუთებში მხოლოდ მე და დათა ვარსებობდით. მხოლოდ მე და ის. ვფიქრობდი რომ ამას სიყვარულით არ აკეთებდა მაგრამ მე ხომ მიყვარდა, ეს მთავარი იყო.
''ეჰჰ მახეში გავები, გამომიჭირა''-გავიფიქრე მე როცა ყველაფერი ზღაპარივით დასრულდა რადგან მის სახეზე ეშმაკური ღიმილი შევნიშნე.
-გამოცდილება ნამდვილად გაკლია-გონს მოვედი და მას რომ არ დაესწრო მაშინვე წავკბინე, ვითომც არაფერი კაი გამოცდილი ქალივით შევბრუნდი კარადისკენ და მწვანე სარაფანა გამოვიღე.
-გამოცდილებას გამოცდა უნდა, როდის დავნიშნოთ?-არც მან დამაკლო.
-ძვირფასო ქმარო შენ ისეთი გაქექილი ვინმე ხარ გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებ, დღესაც შენი ერთ-ერთი დამცველი მომადგა და მითხრა რომ ნუ გჩაგრი-ირონიულად გავიღიმე მე და დავამატე-ახლა კი გადი, უნდა გამოვიცვალო.
-ძვირფასო ცოლო, ახლა შენ მომისმინე, შენი გაქექილი ქმარი მეტსაც გაქექავს და აკრძალულ ტერიტორიაზე შემოვა.
-მე ჩემს ტერიტორიას მოვნიშნავ და ვეღარ შემოვა-ავყევი თამაშში.
-აბა ვნახოთ, თანაც გამოცდისათვისაც მოვემზადები.-ჩემთან მოახლოება სცადა მან.
-შენ ხომ არ გაუბერე, მერამდენედ გითხრა რომ შეუშვა მაგ ტვინში, მე შენი ფიქტიური ცოლი ვარ, ფიქ-ტი-უ-რი-დავუმარცვლე ბოლოს.
-საყვარელო შენც კარგად მომისმინე მე ფიქტიური და ფაქტიური არ ვიცი, ამ წუთას მარტო შენს ტუჩებს ვხედავ და ტვინი მეკეტება ისე მინდა გაკოცო, მაგრამ-დაამატა მან როცა ჩემს გაცოფებულ სახეს შეხედე-შენი ხათრით ცოტას მოვიცდი-და ხელით მანიშნა თითქოს აი ძალიან ცოტას ჩემი ცერის ფრჩხილის ტოლასო. ნერვები მომეშალა, ხელი ვკარი და ოთახიდან გავაგდე.
-ეეე გოგო ნუ გავიწყდება რომ ამ სახლში მე შეგიფარე, ქალაუ გაიგე?-მიყვიროდა ის გარედან და კარებზე აბრახუნებდა.
-რაღაც ამ კარებზე ბრახუნს ძალიან შეეჩვიე, შენი ჰობია?-ვუპასუხე გამარჯვებულმა.
-არა ჩემი ჰობი დღეიდან შენი გამწარებაა-იღრიალა მან და მივხვდი რომ წავიდა.

-უკვე აღარ ვიცი რუსო რა ვაკეთო, აღარ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა მაგრამ ასე ახლოს როგორ მივუშვა, ჩემი მოტყუების საშუალება როგორ მივცე. თავის თავში დარწმუნებული იდიოტია-გულს ვიოხებდი რუსოსთან.
-მაგრამ რატომღაც შენ ეს იდიოტი შეგიყვარდა ერთ ნახვით.
-ხო აბა ცოტა რომ დავფიქრებულიყავი კი არ შემიყვარდებოდა, გული არ დამეკითხა ჩემო გოგო თორე ამას რა შემაყვარებდა. ალბათ ღმერთს უნდოდა ასე.
-ნუ გეშინია ძვირფასო მალე შეუყვარდები, აი ნახავ.
-უი ეს არ მითქვამს? სიყვარული ამიხსნა, მაგრამ არ მჯერა-ტუჩი ავიბზუე მე.
-დებილი ხარ გოგო შენ? ყველაფერი აწყობილი ყოფილა და უთხარი რომ გიყვარს.
-არავითარ შემთხვევაში-ვუყვირე რუსოს და გაბრაზებული წამოვედი მისი სახლიდან. მოკლედ დღეს ყველა ნერვებს მიშლიდა.

დათა
''ნუთუ მართლა არ ვუყვარვარ, ასე რატომ მექცევა, როგორ შეუძლია ასეთი უგულო იყოს, არ ჯერა ტო, ჩემი არ ჯერა, არ უნდა მომეყოლა მისთვის სიმართლე.
მასთან რაღაც უხილავით ვარ მიჯაჭვული და გასაქანს არ მაძლევს..
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ, ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარ გვრჩება იმისთვის რომ ხელახლა შეგვიყვარდეს...
ალბათ ფიქრობს რომ სხვა რაღაც მამოძრავებს.. მაგრამ ცდება. სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული.. ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი.. ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ... მიყვარს ნამდვილად მიყვარს...''

.............................................
არ ვიცი რა ვუწოდო იმ სიხარულს რომელიც თქვენი კომენტარების ნახვის შემდეგ დამეუფლა. love იმედია ისტორია მოგწონთ, აბა შემიფასეთ ნამუშევარი.
პ.ს. ბავშვებო წინა თავზე 6 თავი უნდა დამეწერა ეს კი მეშვიდე თავია. იმედია არ დაიბნევით.



№1  offline წევრი რახელი

მაგარიააა ძაააან...ცოტაა ჯიუტიაა ეს გოგოო მაგრამ საყვარლებიი..კარგი გოგო ხარ მალეე დადე რააა

 


№2  offline მოდერი sopiko

რახელი
მაგარიააა ძაააან...ცოტაა ჯიუტიაა ეს გოგოო მაგრამ საყვარლებიი..კარგი გოგო ხარ მალეე დადე რააა

ძაან დიდი მადლობა საყვარელო love აბა პირდაპირ ყელზე ხომ არ შემოეხვევა ჩვენი ნიტა wink ჯიუტი და გაქექილი wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent