შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღარიბი გოგოს მდიდრული ისტორია (18)


29-05-2015, 23:09
ავტორი mariam-mariam
ნანახია 5 663

ესე სასიამოვნოდ დიდიხანია არ მძინებია... ვიცოდი რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხალო გვერდზე მყავდა და სრულიად უვნებელი...
დილით ელენიკოს ტირილმა გამაღვიძა.... ადგომა ვცადე თუმცა ალექსანდრეს ხელებმა შემაჩერა..
-საით? ხო ვთქვი რომ ბოლო იყო მაშინ..
-ელენიკო ტირის თორემ ხო იცი დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი კიდე...
ხელები უხეშად შემიშვა და ადგომის საშუალება მომცა... ოთახის კარები გავაღე და ლოგინზე წამომჯდარი, თვალებაწითლებული ელენიკო შემრჩა... ჩემი დანახვისთანავე შეწყვიტა ტირილი და სახეზე სასიამოვნო ღიმილი გადაეფინა...
-მალიტა მე მეგონა მალტო დამტოვე
ხმაში კვლავ ტირილის ბგერებმა გაუელვა.. გამეცინა მის ამ საქციელზე ხელში ავიყვანე და ჩემ ოთახში გავიყვანე.. ალექსანდრეს ისევ ისე გათიშულს ეძინა.. ამ მომენტით ვისარგებლე და ელენიკოს ყურში რაღაც ვუჩურჩულე, რაზეც დიდი სიამოვნებით დამთანხმდა...
ფეხკრებით ჩავედი ქვევით და საჭირო ნივთები მოვიმარაგეთ...
ოთახში შევედით და ერთი ერთ მხარეს დავადექით თავზე და ნეორე მეორე მხარეს... სამამდე დავითვალეთ და
ბრახ!!!!....
ორივემ ერთდროულად შემოვცხეთ ქვაბები ერთმანეთს, პირდაპირ ალექსანდრეს ყურებთან...
ისიც დებდარტყმულივით წამოფრინდა ფეხზე და ხელების ქნევა დაიწყო უაზროდ...
მე და ელენიკო სიცილისგან ძირს ვხოხავდით... გაბრაზებული ალექსანდრე კი ლოგინზე დაემხო და თავზე ბალიში დაიმხო...
ძლივს მოვითქვით სული და ფეხზე წამოვდექით...
-კაი მორჩი ალექსანდრე აიღე ეგ ბალიში თავიდან და ადექი...
-.......
-ალექსანდრე...
რამდენჯერმე კიდე გავუმეორე.. მაგრამ ხმას კიდე არ მცემდა... ცოტა არ იყის შევშინდი და ნელა მივუახლოვდი.. ბალიში ავწიე და დავაკვირდი.. თვალები დახუჭული ქონდა და არც სუნთქავდა... უფრო ახლოს მივედი და კიდევ ერთხელ დავუძახე
-ალექსანდრე... გამეცი ხმა რა მორჩი ცუდ თამაშს...
ცოტაღა მაკლდა და ბოლო ხმაზე ავტირდებოდი...
-ალექსანდრე..
გარკვევით იგრძნობოდა უკვე ჩემ ხმაში ტირილის საშინელი სურვილი..
რამდენიმე ობოლი ცრემლიც გადმომივარდა.. ელენიკო გაშტერებული მიყურებდა და სადაცაა ტირილს დაიწყებდაპპ
უეცრად წელზე ძლიერი ხელები ვიგრძენუ, რომელმაც წამებში მის ზემოდან მომაქცია.. ცერა თითებით ცრემლები მომწმინდა და სახე დამიკოცნა...
-ისე ჩვენში დარჩეს ბავდვი გვიყურებს..
ვეცადე "ზრდილობიანად" მომეშორებინა... თავი მოატრიალა და მომღიმარი ელენიკო შერჩა ხელში... ლოგინიდან წამოხტა და ელენიკო ხელში აიყვანა.. ლოგინზე ჩემ გვერდზე დააწვინა.. თვითონ მეორე მხარეს მომიწვა.. ხელები მუცელზე მომხვუა და თავი ჩემ თმაში ჩარგო...
-აუუუ მე იმასთან მინდააა..
წუწუნი დაიწყო ელენიკომ და ლოგინზე ხტუნაობა დაიწყო...
-ვისთან?
-ალექშანდლესთან მინდა...
ხტუნაობა და ვითომ წუწუნი ტირილში გადაუვიდა...
ალექსანდრე სიცილით წამოდგა ლოგინიდან ელენიკოს ხელი მოკიდა და მის გვერდზე დააწვინა..
-ეხლა კაია...
სიცილით დააყოლა ელენემ და ალექსანდრეს ჩაეხუტა...
სიცილისგან სად წავსულიყავი აღარ ვიცლდი. ვერც ალექსანდრე იკავებდა სიცილს და სახეზე ფერები გადადიოდა..
ზანტად წამოვდექი ლოგინიდან ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში ჩავედი საუზმეს მოსამზადებლად....
-კაი სუნი დგას...
სამზარეულოში გიორგი შემოვიდა და წყალი დალია...
-მადლობა....
არც შემიხედავს ისე ვუთხარი და ალადების ცხობა გავაგრძელე
-მარიტა მისმინე... არ მინდოდა მაშინ ცუდად გამომსვლოდა, მაგრამ
-მაგრამ გამოგივიდა და აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი ეხლა...
-მაგრამ მთვრალმა ნერვები ვეღარ მოვთოკე და...
-და გადაწყვიტე ქალზე ხელი აგეწია.. ეგ სიმთვრალის ბრალი არაა გიორგი.. ეგ შენი არაკაცობის ბრალია.. ეხლა კი ძალიან გთხოვ შემეშვი....
უკანოუხედავად გავიდა სამზარეულოდან... სკამზე ჩამოვჯექი და თავზე ხელები ნერვიულად გადავისვი ერთი ღრმად ჩავისუნთქე და საქმე გავაგრძელე.. მალევე ოთახში ელენიკო შემორბის, რომელსაც წელს ზემოთ შეშველი ალექდანდრე მოყვება... ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და საქმეს მივუბრუნდი... მარჯვენა მხარე სადინლად მეწვოდა, რაც გამოწვეული იყო ალექსანდრეს მწველი მზერიდან... მომიახლოვდა და ყურში მიჩურჩულა
-ცოტაც მოითმინე მარიტა და ეგ მძიმე ნერწყვები აღარ დაგჭირდება...
მუცელში კარგი მუჭი ვუთავსზე და საქმესმივუბრუნდი.. ელენუკო უკვე მაგიდასთან იჯდა და საჭმელს ელოდა..
ალექსანდრეს გაეღიმა და მაგიდის გაწყობას შეუდგა.. ხუთ წუთში ყველაფერი მზად გვქონდა და სამივე ერთად შემოვუსხედით მაგიდას..
-რომ შევჭამთ გაემზადეთ მთაწმინდის პარკში უნდა წავიდეთ....
-იეეეს.. აუ მალიტააა ჩამაცი წავიდეთ.. მალიტა ადექი.. ჩამაცი..
-ცოტახანი და ავდგები დავამთავრო...
-ალა ეხლა.. მთაწმინდაზე მინდა....
მთელ სახლში ისმოდა ელენიკოს კივილი.. ალექსანდრე კი ამაზე გულიანად იცინოდა...
-რაზე იცინით ბავშვებო?
სამზარეულოშუ უკვე ჯანზე მყოფი მანანა შემოვიდა და ყველას სანდომიანად გაგვიღიმა... მზერა ბოლოს ელენიკოზე გააჩერა და ძალიანაც შემრცხვა.. ქალი ავადაა და მე აქ პატარა ბავშვი მოვიყვანე..
-ისა მანანა დეიდა.... ეს ჩემი...დაა ელენიკო... ალექსანდრემ ჩვენთან იცხოვროსო... რა თქმა უნდა თქვენ თუ არ შეწუხდებით...
მანანამ მზერა ჩემზე გადმოიტანა და გამიღიმა...
-მარიტა... შენ ამ ოჯახის წევრი ხარ იმ დღიდან რაც მოხვედი, მაგრამ ფესვები უფრო ღრმად გაიდგი მის მერე რაც ჩემი შვილი შეგიყვარდა ... იმ დღის მერე რძლად გთვლი.. ამიტომ ვინც, როცა გინდა და რამდენი ხნითაც გინდა იმდენხან მოიყვანე და დატოვე.. ეს შენი სახლია..
ეხლა მეც მაჭამეთ მშია.. ჯერ არ მოვმკვდარვარ ოთახში რო გამომკეტეთ..
სკამი დაიდგა და გემრიელად შეექცა საჭმელს.. ელენიკო ისევ მთაწმინდა მთაწმინდას გაიძახოდა და იძულებული გავხდი ჭამა მიმეტოვებინა და მისთვის ჩამეცვა.. ტანსაცმელს რომ გადავხედე ბევრი არაფერი მქონდა წამოღებული.. ამიტომ როგორც ყოველთვის ჯინსი და უბრალო ზედა ჩავაცვი... მეც მაგდაგვარად გამოვეწყვე და ქვევით ჩავედი სადაც ჯინსსში და უბრალო ზედაში გამოწყობილი ალექსანდრე დამხვდა..
-წავედით?
ხელზე მაჯის საათი გაიკეთა და ჩვენ "ჩამოგვხედა"... ელენიკო პირდაპირ კარისკენ გაიქცა რაც "წავედით" ნიშნავდა.. ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი.. მთელი გზა ელენიკო არ გაჩუმებულა ხან რას ყვებოდა ხან რას... ალექსანდრეც დებილი ბავშვივით ყველაფერზე იცინოდა.. ბოლოს უკვე როცა ძალიან მოსაბეზრებელი გახდა დაძინება გადავწყვიტე.. თავი საზურგეს მივადე და თვალები დავხუჭე... მაგრამ როგლრც ყოველთვის მათთმა როხროხმა არ მომცა ძილის საშუალება.. ჩემდა საბედნიეროდ მალევე ავედით მთაწმინდაზე და მიეცა ჩემ ყურებს დასვენების საშუალება..
შესვლისთანავე ელენიკო ყველაფერს მოედო.. მანქანებზე ზედიზედ ოთხჯერ ვიჯექით ადგომის საშუალებას არ გვაძლევდა.. ბოლოს როგორც იქნა დაგვრთო ადგომის ნება, ოღონდ ეშმაკის ბორბალზე უნდა დამჯდარიყო.... სიმაღლის საშინელი შიში მაქ, ამიტომ მხოლოდ ალექსანდრე და ელენიკოს ასვლას ვვარაუდობდი...
-შენ არ მოდიხარ?
მკითხა ალექსანდრემ როცა სკამისკენ წავედი დასაჯდომად... უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე..
-რატო?
-სიმაღლის მეშინია...
-არაუშავს..
ხელში ამიყვანა და ისე მიმიყვანა სალარომდე...
-არაუშვას ეხლა აღარ შეგეშინდება...
სულ კანკალით ავედი ალექსანდრესთან რაც შეიძლებოდა ახლოს დავჯექი და ვცდილობდი ძირს არ გადამეხედა... თვალები მაგრა დავხუჭე და მანამ არ გავახილე სანამ სამშვიდობოს არ მივედით...
-გააილე მარიტა თვალები ძირს ვართ უკვე...
ნელა გავახილე და როცა ფეხით შევეხე მიწას შვებით ამოვისუნთქე...
-ნაყინი მინდა...
სრულიად უადგილოთ წამოიძახა ელენიკომ და ორივწს გაფართოებული თვალებით შემოგვხედა..
ალექსანდრე რისი ალექსანდრეა ესეც რო არ შეესრულებინა... ყველაზე დიდი ნაყინი შეუკვეთა და ჩვენკენ წამოვოდა.. ერთი ელენიკოს მიცა მეორე მე და მესამე მისგვის დაიტოვა.. ხელი გადამხვია და ნელა გავუყევით გზას...
ელენიკო გაკვირვებული გვიყურებდა....
-ლატო გადახვიე ხელი ჩემ დას ეგრე მხოლოდ შეყვარებულები იქცევიან...
-ელენიკო მარიტა და მე შეყვარებულები ვართ...
-რაა?? დედამ თქვა შეყვარებული სეიძლება გეყოლოს როცა 25 იქნებიო და მალიტა ჩვიდმეტისაა..
-არაუშავს ლიზიკო ეგრეც ხდება ხოლმე.. წავიდეთ ხომ სახლში?
თავის დაქნევით დაგვეთანხმა და მანქანისკენ გაიქცა



№1  offline წევრი kate :))

Mshvenieri da damakmayofilebeli iyo <3 velodebi shemdegs

 


№2  offline წევრი -tiko))

Magaria shemdegi ar daagviano ra
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№3  offline წევრი mariamigigi2015

მალე დადე რა შენდეგიც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent