მხოლოდ ერთი წესი არსებობს არ უნდა შეგიყვარდე - თავი მეოთხე
აი რა მითხრა მან -ვიცი რომ გვანცას ვუყვარვარ მისი ასეთი გარდასახვა მართლაც რომ ძალიან გამიხარდა თუმცა მე ის არ მიყვარს და ძალით ვერც ვერავინ შემაყვარებს გესმის? ვერავინ... - ტუჩი მოვიკვნიტე და ვიგრძენი როგორ დამეცა წვიმის წვეთი მაჯაზე -წვიმას იწყებს წავიდეთ - მითხრა თუმცა ვიჯექი ფეხები მოკეცილი მქონდა ნახევრად და თავი მუხლებზე მედო -წასვლას არ ვაპირებ მიყვარს წვიმა შენ თუ გინდა წადი - ვუთხარი და თმები წელზე გადავიყარე -კარგი ვისხდეთ მაშინ დილამდე აქ ოღონდ ერთი პირობით -აქ პირობებს მე ვაყენებ ალექსანდრე - აღარ დავასრულებინე მისი სათქმელი -შენი წამოყენებული პირობების შესრულება იმდენად რთულია რომ ჯობია ისევ მე წამოვაყენო პირობები ამიტომ ჩემი ჟაკეტი გამომართვი - ჟაკეტი გაიხადა და მომაწოდა თუმცა გაუნძრევლად ვიჯექი -არა არ მინდა არ მცივა -რატომ გიყვარს წვიმა, სიცივე, ქარი ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ ვერ ავღწერ საშინელებაა -არა ეს მეორედ აღარ გაიმეორო ის არარის საშინელება -მაშინ რატომ?! -იმიტომ ალბათ რომ ამინდი ერთადერთია ვინც მე მიგებს რაც არ უნდა გასაკვირი იყოს... -კარგი მაგრამ ეხლა ჩემი ჟაკეტი ჩაიცვი - ა რ მ ც ი ვ ა -რა ჯიუტი ხარ - თქვა და თავი გააქნია თუმცა მე მხოლოდ წვიმას ვუსმენდი და მას ვგრძნობდი მისი შეგრძნობა შემეძლო შორტის ჯიბიდან ნაოშნიკები ამოვაძვრინე და მობილურს შევუერთე მე წვიმა და ჩარკვიანი აი რა მჭირდებოდა ახლა ერთი ნაოშნიკი ალექსანდრემ გამომართვა თავი მის მხარზე ჩამოვდე და არ მახსოვს როგორ გათენდა ასე ორნი ვისხედით და ვსველდებოდით უბრალოდ სიგიჟე იყო ეს და მეტი არაფერი დილისკენ გადაიღო მზის ამოსვლასაც ვუყურეთ და სახლში ორივე ისე დავბრუნდით არავის არაფერი გაუგია ვიბანავე და თხლად ჩავიცვი ბავშვებთან ჩავედი და ვისაუზმეთ მხოლოდ მე და ალექსანდრე ვიყავით რაღაცნაირად ჩვენ გარდა ყველა იცინოდა და ყველა ლაპარაკობდა ის დღეც უაზროდ მიილია საღამოს გვიან ფანჯრის რაფაზე ვიყავი დამჯდარი ფეხები მოკეცილი მქონდა თავი კი ფანჯრის მინას მიდებული ხელში რეზინის სამაჯური მეჭირა და ნერვიულად ვათამაშებდი გაშლილი თმა უკან გადავიყარე და მაისური გავისწორე კიდევ დიდი ხანი ვიჯექი იქ ვხედავდი ალექსანდრეს რომელიც გარეთ იჯდა ერთხელ რამოდენიმეჯერ მისი მზერა შევამჩნიე თუმცა არ შევიმჩნიე უკვე ღამის 02:00 იყო ფანჯრის რაფიდან ჩამოვედი და სამზარეულოში ჩუმად გავედი რომ სხვებს არ გაეღვიძათ ყავა გავიკეთე უცებ და სკამზე დავჯექი ერთი ფეხი მოვკეცე და სკამზე დავდე მეორე კი ცივ მეტლახზე მედო რის გამოც სულ გამეყინა ფეხი თუმცა ფეხის გაყინვას ვინ ჩიოდა ისეთ დღეში ვიყავი ფინჯანს ნიჟარაში ვდებდი უკვე როცა კარების გაღების და დახურვის ხმა გავიგე თვალები დახუჭე და ქუთუთოები ერთმანეთს მთელი ძალით მივაჭირე ხელებით ნიჟარას დავეყრდენი და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე იმედი მქონდა რომ ჩემთან არ მოვიდოდა თუმცა არ გამიმართლა სკამზე ჩამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო -წესით ბედნიერი უნდა იყო - მითხრა და გაკვირვებულმა შევხედე მას -და რა შემატყვე უბედურობის -ანუ გიხარია რომ მივდივარ - თქვა და თავზე ნერვიულად მოისვა ხელი მისი ეს საქციელი მომწონდა და ცოტა დავიბენი კიდევაც -მიდიხარ? სად? თბილისში ბრუნდები? -არ იცოდი რომ გერმანიაში მივდიოდი? - მკითხა ცოტა არ იყოს დაბნეულმა და კიდევ უფრო დაიბნა ჩემგან საპასუხოდ უარი რომ მიიღო თუმცა გონს მალე მოეგო ადგა და ჩემთან ძლიან ახლოს იყო მოსული ყურში ჩამჩურჩულა -ბედნიერებას გისურვებ იმასთან ვისთანაც იქნები! - მინდოდა მეთქვა რაღაც თუმცა მაშინვე დიდი სისწრაფით გაეცალა იქაურობას და მეც ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. მარჯვენა ხელით მუშტი შევკარი და ცოტახანში მეც ოთახში ავედი. დღეები ერთმანეთს უაზროდ მისდევდნენ იქ კიდევ ერთი თვე გავჩერდით შემდეგ კი ყველა თბილისში დავბრუნდით ალექსანდრეც წავიდა გერმანიაში მე კი მამაჩემთან დავიწყე მუშაობა კომპანიაში. 11 ოქტომბერი 2015 წელი -გილოცავთ - მომვარდა რასაცქვია ჩემი მდივანი და მომილოცა დაბადებისდღე თუმცა არაფრის ხალისი არ მქონია -მადლობა სალომე -ვუთხარი და ზრდილობის გამო გავუღიმე. ყველა მილოცავდა დაბადებისდღეს მე კი მხოლოდ და მხოლოდ ზრდილობის გამო ვუღიმოდი მათ რატომ?! არ ვიცი რაც ალექსანდრე წავიდა არაფერი აღარ მახალისებს ისე როგორც ადრე ღამეებს ხშირად ვათენებ აივანზე გავდივარ და ვზივარ დილამდე შემდეგ თვალებ ჩაწითლებული რომ არ მივიდე სამსახურში მხოლოდ ამიტომ ვიძინებ 2-3 საათი და კომპანიაში მივდივარ ხოლმე. კაბინეტი ულამაზესად დამხვდა მორთული და არც ყვავილები იდო ნაკლებად სალომეს დავუძახე და აი რა მითხრა მან -ლუკა ვარ ასე გადაეცი ზაფხული ერთად გავატარეთ და ასე უნდა დაივიწყო შენი მეგობრებიო?! -კარგი სალომე დამტოვე - როგორც კი სალომე გავიდა ლუკას დავურეკე -გილოცავ ანა -მადლობა ლუკა და კიდევ მადლობა ამ ყველაფრისთვის -დიდი არაფერია -ლუკა ბავშვებსაც გადაეცი დღეს საღამოს რესტორან <<ჰორანში>> გელოდებით -მოვალთ აუცილებლად -კარგი გელოდებით - მობილური გავთიშე და საქმეს გულიც კი ვერ დავუდე ამიტომ სახლში წავედი. მამა საზღვარგარეთ იყო წასული მაგრამ არ დავიწყებია დაერეკა და მოელოცა მითხრა საღამოს საჩუქარს ნახავო ვიცოდი რაღაც ისეთს მაჩუქებდა მე რომ მიყვარს აუილებლად ამიტომ დიდი მოლოდინით დაველოდე საღამოს. სახლში მივედი ვიბანავე და ჩავიცვი მუქი მწვანე ტანზე მომდგარი კაბა ფეხზე ღია კრემისფერი მაღალქუსლიანი თმის მხოლოდ ბოლოები დავიხვიე და მზად ვიყავი. როგორც მე ვუთხარი ისე მოიქცნენ მთელი რესტორანი დაკეტილი იყო მხოლოდ ჩემი დაბადებისდღისთვის იყო გახსნილი სტუმრები მოდიოდნენ და მილოცავდნენ საჩუქრებს მაძლევდნენ და მეხუტებოდნენ თუმცა არავის მოსვლა ისე არ გამხარებია როგორც ჩემი მეგობრების -გვანცა, ლიზაა , გიო, ლუკა როგორ მომენატრეთ - ჩავეხუტე სულყველას სათითაოდ და მოვიკითხე რამდენი ხანია ისინი აღარ მინახია ნუ არც ისე დიდი ხანი მაგრამ რამოდენიმე თვე ჩემთვის დიდი დრო იყო ისე შევეჩვიე მათ ზაფხულში... უკვე დიდი ხანი იყო გასული რაც დაბადებისდღე დაიწყო მიკროფონში გამოაცხადეს -თუ შეიძლება იუბილარი გარეთ გაბრძანდეს რადგან ნახოს მამამისის საჩუქარი - გარეთ გავედი და რას ვხედავ მამაჩემი დგას ჩემი უსაყვარლესი მანქანის გვერდით და ღიმილით მიყურებს -მამა - გავიქეცი მისკენ და ჩავეხუტე შემდეგ კი ვკითხე -შავი Mercedes-Benz G-Class? -რაიყო არ მოგწონს? -მამააა როგორ არა უბრალოდ ძალიან გახარებული ვარ პირველ რიგში იმით რომ შენ ჩამოხვედი რათქმაუნდა, ხოლო შემდეგ იმით რომ ჩემი უსაყვარლესი მანქანა მაჩუქე -აი გასაღები იმედია ნელა ივლი -რათქმაუნდა -ვუთხარი ღიმილით და გასაღები ხელში ჩამიგდო -ანა შეგიძლია რაღაც თხოვნა შემისრულო? -რათქმაუნდა -აეროპორტში წადი რა ვიღაცას მინდა რომ დახვდე გთხოვ მე სტყუმრებთან დავრჩები -კარგი არაა პრობლემა როგორ ვიცნო? -აი ფოტო - ფოტო გამომიწოდა რომელზეც უსიმპატიურესი ბიჭი იყო აღბეჭდილი -კარგი მამა - მანქანაში ჩავჯექი და წავედი აეროპორტში იმ ბიჭს დავხვდი კაი ნაცნობივით მომიკითხა დაბადებისდღეც მომილოცა და მანქანაში რომ ჩავსხედით საჩუქარი გამომიწოდა -არა არა ნიკა ამას ვერ გამოგართმევ - ვუთხარი და გავუღიმე -ანა გამომართვი რა იუბილარი ხარ - ცოტახნის ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი და საჩუქარი გამოვართვი ულამაზესი კულონი იყო რომელზეც ანგელოზი იყო გამოსახული ოქრო იყო -ულამაზესია შეგიძლია გამიკეთო? - კულონი მას გავუწოდე მანაც არ დააყოვნა გაშლილი თმა წინ გადმომიყარა და ყელსაბამი ფრთხილად გამიკეთა. რესტორანში დავბრუნდი ოღონდ ნიკასთან ერთად ბავშვებთან დავჯექი ისევ. დავინახე ლიზა როგორ მივიდა ნიკასთან გადაკოცნა და მოიკითხა თუმცა არაფერი მიკითხავს ან კი რა უნდა მეკითხა ის საღამო არაჩვეულებრივად გავატარეთ სახლში რომ მივედი რაშინელ ხასიათზე ვიყავი -ანა სანამ ნიკა რამე კარგ სახლს შეარჩევს და იქ იცხოვრებს იქამდე ჩვენთან იქნება - მითხრა მამაჩემმა და მოახლეს დაავალა ოთახი გაემზადებინა ჩვენი სტუმრისათვის -კარგია - გავუღიმე ორივეს და ოთახში ავედი ღამე იყო უკვე ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ეზოში ვიყურებოდი ნიკა იჯდა ეზოში და დიდი ხანი სახლში რომ აღარ შემოვიდა გავიფიქრე ჩემნაირი ვიპოვე მემგონითქო და მასთან ჩავედი -ანაა რატომ არ გძინავს? - მკითხა მე კი მხრები ავიჩეჩე და მის გვერდით საქანელაზე დავჯექი საზურგეს მივეყრდენი და ფეხები მოვკეცე -ღამე თითქმის არასოდეს მძინავს მხოლოდ დილით რამოდენიმე საათით ვიძინებ ხოლმე -ისიც თვალების გამო ხომ? - მკითხა და გაოცებულიც დამტოვა -ხო და შენ? -მეც იგივეს თქმა შემიძლია თუმცა არარის ესკარგი -ვიცი - ვუპასუხე და თავი მის მხარზე ჩამოვდე -რამდენადაც მე ვიცი ეხლა უკვე შენ გაქვს ნახევარზე მეტი წილი კომპანიაში და მას შენ მართავ -კი ასეა და შენ რას საქმიანობ? -მეც ბიზნესმენი ვარ ოღონდ ჩემს ქვეყანაში მაქვს ის კომპანია -სად ცხოვრობდი ამდენი ხანი? -გერმანიაში ჩემი მეგობარი და მე ვმართავთ იმ კომპანიას ეხლა საქართველოში წამოვედი მე აქ მივხედავ საქმეებს ის კი იქ მომენატრა საქართველო თანაც მეც საქართველოდან ვარ -კარგია თანაც ქართული არ დაგვიწყებია -რათქმაუნდა როგორ შეიძლება ქართველს ქართული თავისი ენა დაავიწყდეს - მითხრა და მისი ხმით თუ ვიმსჯელებთ თან იღიმოდა. მთელი ღამე იქ გავატარეთ დილით კი ჩვენ ჩვენ ოთახებში ავედით და ორივემ საათნახევრით დავიძინეთ..... პირველ რიგში მადლობა რომ კითხულობთ და თქვენს აზრს გამოხატავთ ვერ წარმოიდგენთ რამხელა სტიმულია ჩემთვის ის რომ თქვენ მოგწონთ და ამას წერთ კიდევაც ამიტომ გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი კომენტარებში თორემ რომ არ წერთ არაფერს მგონია რომ არ მოგწონს და წერის სურვილი მიქრება საერთოდ... (( <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.