შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშის ნოტები! (ნაწილი მესამე)


30-05-2015, 23:32
ავტორი sallollo
ნანახია 3 640

ესეც მესამე )) ისევ და ისევ უღრმესი მადლობა თბილი კომენტარებისთვის:* გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი პერსონაჟებთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ფეისბუკში დამიმატოთ როგორც,sallollo sallollo. იმედი მაქვს ისიამოვნებთ...

უხეშად ჩაავლო მკლავში ხელი და თავისი ხალათი შეამოაფარა. ნაინას თვალებში დანახული ტკივილი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამის ატანა შეეძლო ანდრონიკეს.
_გადი ჩემი ოთახიდან, ამ ოთახის გვერდით ყავისფერი შეუშებიანი კარია, იქ დაიძინებ, შედარებით რბილი იყო მისი ტონი.
ნაინას თვალები აუცრემლიანდა..იგრძნო არასწორად შეაფასა ანდრონიკე, თითქოს გული ეტკინა მასზე არაკაცის შთაბეჭდილება რომ მოახდინა თავიდან. გასაოცარი იყო, ამხელა ტკივილს აყენებდა და მაინც ცდილობდა ანდრონიკეში უფრო მეტი კარგი დაენახა.
_მადლობ ანდრონიკე, იმხელა გულწრფელობა ჩადო ამ სიტყვებში, ანდრონიკე ადგილზე გაშეშდა და შიგნეული ამოუტრიალდა.. არ ეგონა.. არა ვერც წარმოიდგენდა თუ შეიძლებოდა ნაინას მადლობა მოეხადა ამ მდგომარეობაში, სულ ცოტა ხნის წინ მასზე ძალადობდა, ყველაზე ძვირფასს ართმევდა და ამახინჯებდა თავისი უხეში მობყრობით, ის კი ისე გულწრფელად ამბობდა მადლობას, მხოლოდ იმისთვის რომ გაუშვა...უბრალოდ თავი დაუქნია და ზურგი მიაქცია.
გასავათებულმა შეაღო მითითებული კარი. საწოლზე მიესვენა და ჭერს ააშტერდა.
ლამპიონებიდან გადმოღვრილი ოქროსფერი სინათლე ეფრქვეოდა ოთახს და სასიამოვნო სიმშვიდეს გვრიდა ადამიანს. გარედან შემოსული ხმები მკაფიოდ ისმოდა, მაგრამ ახლა არ შეეძლო რამე გაეგო. დღეს ზედმეტად ემოციური დღე ჰქონდა საიმისოდ, რომ კიდევ რამე ეგრძნო ან გაეგო. ახლა უბრალოდ დასვენება სჭირდებოდა..უბრალოდ ამ სამყაროსთან გამომშვიდობება სულ ცოტა ხნით მაინც..
ანდრონიკე ფანჯრიდან იყურებოდა, ჯერ კიდევ არ გაევლო ნაინას ნათქვამი მადლობისგან მიღებულ შოკს და სახე ეჭმუხნებოდა. ალბათ ირონიას მიაწერდა ყველაფერს, მის თვალებში გაბრწყინებული ცრემლები და გულიდან ამოსული გულწრფელი სიტყვები რომ არ მოესმინა.. აღარ იცოდა რა ექნა, გრძნობდა როგორ დაიკარგა უსასრულობაში და თანდათან როგორ ივსებოდა მისი ცხოვრება მინუსებით..ზნეობა და ადამიანობა ნულზე დაეცა და ალბათ მალე ისიც მინუს უსასრულობაში გადავიდოდა, ფიქრები აგიჟებდა. ირონიული ღიმილი გამოესახა სახეზე, თავის თავს დასცინოდა, თავის დაკნინებულ კაცობას და აყვირებულ სინდისს. თენდებოდა საწოლზე რომ წმოწვა, ვერაფრით გაბედა ნაინას ოთახში შესვლა და მისი მდგომარეობის გაგება. მომავალ დღეზე ფიქრებში ჩაეძინა..
დილა საშინელი ტკივილით დაიწყო,სხეულზე გაჩენილი დაჟეჟილობები აუტანლად აწუხებდა, სარკეში დანახულის არ სჯეროდა, უბრალოდ არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ ანდრონიკეში, ადამიანში რომელიც კანონს იცავდა, რომელიც თავის სიცოცხლეს დათმობდა სხვის გადასარჩენად, უფრო მეტი ცხოველური იყო ვიდრე ადამიანური.. ცრემლებმა თვალთახედვა დაუბინდა. ეტკინა მთელი თავისი ცხოვრება, ეტკინა გარშემომყოფების გულგრილობა და ანდონიკეს უემოციო, ყოველგვარ ადამიანურს მოკლებული საქციელი..
ტანსაცმელი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადმოტანილი ანდრონიკეს სახლში.. კარადას მიუახლოვდა იმის იმედით, რომ რაიმეს მაინც იპოვიდა და ჩაიცვავდა. არუნდოდა დაუკითხავად აეღო ანდრონიკეს ნივთები, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ განიხილებოდა, ყველაზე უბრალო მაისური და სპორტული ქვედატანი აიღო და სწრაფად გადაიცვა. მარტო თვითონ იცოდა რის ფასად დაუჯდა ოთახიდან გასვლა, სავარაუდოდ სამზარეულო პირველ სართულზე იქნებოდა, მხოლოს ახლა შენიშნა ყელის სიმშრალე და ფეხაკრეფით ჩაიარა კიბეები. მოპირდაპირე ოთახისკენ აიღო გეზი, ანდრონიკეს დანახვისას სილუჯემ გადაუარა სახეზე და ოთახში დასაბრუნებლად უკან მიტრიალდა, მისი გამყინავი ხმა რომ მოესმა
_შემოდი საზუხმის დროა
გაუბედავად მიუახლოვდა მაგიდას და ჩამოჯდა.
_მოგირგია უკვე დიასახლისობა, ვხედავ მშვენივრად გრძნობ თავს ჩემს ტანსაცმელში, ირონიულ ტონს არ იშურებდა ანდრონიკე..
_ჩვენ ჩემოდანი არ წამოგვიღია, დაბნეულად ალაპარაკდა ნაინა და ყელის წვა უფრო მძაფრად იგრძნო..
_მძღოლს გავგზავნი და ერთ საათში მოგიტანს, ცივად მოჭრა ანდრონიკემ და ომლეტის ნახევარი თეფშზე გადაუღო..
საერთოდ არ ჰქონდა ჭამის სურვილი, მაგრამ ანდრონიკეს განრისხების შიშით გაპროტესტება გადაიფიქრა.
ფრთხილად გააცურა სკამი და წამოდგომა სცადა
_სანამ საუზმეს არ დავასრულებთ არასდროს გაბედო ადგომა გასაგებია ? დაიგრგვინა
ანდრონიკემ და მაგიდას მუშტი დაარტყა.
შიშისგან ფერები გადაუვიდა და ხელის გულები დაეცვარა, ცრემლებად მოწოლილი ბოღმა ისევ
უკან გადააგორა და ძლივს დაიმორჩილა ხმა სიტყვის სათქმელად.
_მე წყალი მინდოდა.. ხმა უკანკალებდა და თვალების საშინელ წვას გრძნობდა..
ანდრონიკე თავს ვეღარ ერეოდა, არაკაცობის ზენიტში იყო უკვე და სადაცაა აფეთქდებოდა.
გული ერეოდა თავის ვერდამორჩილებულ ხმასა და უსამართლობაზე. სკამი რახუნით გააცურა
და მძიმე ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო.
მანქანას მთელი სისწრაფით მართავდა, განყოფილებაში როგორც შეეძლო დაიტვირთა თავი
იცოდა საქმეში ჩაფლულს ოდნავ მაინც გაუნელდებოდა სინდისის ქენჯნა და
არაკაცობის შეგრძნება.
_ანდრონიკე, ფრთხილად შეახო ხელი სანდრომ
ანდრონიკემ გადაგლესილი თვალებით ახედა და ღრმად ამოიხვნეშა
_ანდრონიკე ცუდად დაამთავრებ იცოდე, თავი გადააქნია სანდრომ და კუშტად შეკრა წარბები
_სანდრო ახლა არა, არმინდა ჩაერიო
_მეც არანაკლებად მაკლია ირაკლი, მაგრამ ამაში შენი ცოლის ბრალს ვერ ვხედავ რატომღაც.
არგაქვს უფლება, ჩემი ძმა ხარ და ვხვდები თანდათან როგორ ეშვები ფსკერისკენ. შეეშვი მაგ
გოგოს, უსამართლობასთან მებრძოლი, თვითონ ნუ მოიქცევი უსამართლოდ.
ანდრონიკემ მძიმედ ამოიხვნეშა, საუკეთესო მეგობარს მხარზე ხელი დაარტყა და კაბინეტი
დატოვა..
ნაინა ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა დააშავა, ცრემლებს ყლაპავდა და სამზარეულოს
აწესრიგებდა. ლილემ დაურეკა ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიაში მინდა გაყოლა და ცოტა ხანში
გამოგივლი თუ გეცლებაო.. ვერაფრით გადაწყვიტა რა ექნა, ანდრონიკე რომ დაბრუნებულიყო
და სახლში არ დახვედროდა ალბათ ერთ ამბავს დააწევდა, ლილეს კი ვერაფრით აუხსნიდა
რატომ ვერ შეძლებდა გაყოლას, როცა სამსახურიდანაც დათხოვილი იყო და არც საქმე ჰქონდა
არაფერი. გაუბედავად აკრიფა ანდრონიკეს ნომერი და ღრმად ამოისუნთქა.
მობილურს რომ დახედა გული შეუტოკდა, ახლა ყველაზე ნაკლებად მასთან საუბარი შეეძლო,
იცოდა ნაინა თავისდაუნებურად მოიქცეოდა ისე, რომ უფრო მძაფრად შეაგრძნობინებდა
არაკაცობას და უბრალოდ არ შეეძლო ამის ატანა.
მობილური ჯიბეში დააბრუნა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა.
ანდრონიკეს უპასუხოდ დატოვებულმა ზარმა უფრო მეტად დააბნია, ლილე თავს არ
დაანებებდა, იქნებ ანდრონიკეს მოსვლამდე მოესწრო დაბრუნება. ჩემოდანი გახსნა და
ჯინსის შარვალი ამოაძვრინა თბილ სვიტერთან ერთად. ხელის კანკალით დაკეტა კარი.
ლილე უკვე ელოდა.
_აბა როგორ გრძნობ თავს ახალგათხოვილო ? წარბები შეათამაშა ლილემ
_ლილე! დაუბღვირა ნაინამ და აჭარხლებულმა გზას გახედა.
_ოჰ კაი ერთი ! ისეთს მაინც ვერაფერს მეტყვი რაც გამოცდილი არ მაქვს, შენიშნა ლილემ და
ნაინას გადაწითლებულ სახეზე გადაიხარხარა.
ბავშვის ტანსაცმელებს გულმოდგინედ არჩევდნენ, ისეთი სითბო ჩაეღვარა ორგანიზმში პატარა
მატერიის შეხებისას, წამიერად საერთოდ გადაავიწყდა უამრავი პრობლემა. გული დაწყდა
თვითონ შვილი რომ არ ეყოლებოდა, რა საკვირველია ანდრონიკეს მისგან არცერთ შემთხვევაში
არ ენდომებოდა ბავშვი. ღრმად ჩაისუნთქა და ლილეს გაუღიმა..
_მგონი საკმარისია რაც ვიყიდე, დანარჩენს მერე დავამატებ, დაღლილი ჩამოჯდა ლილე იქვე
მდებარე კაფის სკამზე და ამოიხვნეშა..
_ნაინა, ზედმეტად მოწყენილი და დადარდიანებული ხარ ახალგათხოვილის კვალობაზე.
ლილეს სიტყვებზე ლამის წვენი გადასცდა..
_ახალი ცხოვრება დაიწყო ჩემთვის, ხომ იცი ყველაფერს როგორ ძნელად ვეგუები, ძლივს
მოახერხა პირის გახსნა და ნაძალადევად გაუღიმა
_მესმის, მაგრამ ანდრონიკე არ უნდა გაგრძნობინებდეს შენს ცხოვრებაში სიახლის შეტანას.
ჩემთვისაც ახალი იყო თავიდან, მაგრამ საბას გვერდით საერთოდ არ მიგრძვნია დისკომფორტი,
შენ კი ბენდიერების არაფერი გეტყობა..
იგრძნო როგორ ჩაუწვა ცრემლებმა ყელი, სულ ანდრონიკეს სიტყვები ახსენდებოდა, „იცოდე
წესიერად მოიქეცი, თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ“, ყელი ჩაიწმინდა და ისევ გაიღიმა.
_ანდრონიკე მართლაც არაჩვეულებრივია, მე ვარ ზემდეტად ემოციური, შეეცადა გაეცინა,
ლილეს ეჭვი არ უნდა აეღო. მობილურის ზარმა ყველა აზრი გაუფანტა, ანდრონიკეს ნომერი რომ ამოიკითხა გული აუფართხალდა
_გისმენ ანდრონიკე
_სად გდიხარ ? გააჟრჟოლა გაცეცხლებული ანდრონიკეს წარმოდგენაზე.
_ლილესთან ერთად ვარ სავაჭრო ცენტრში, ბავშვის ტანსაცმელი ვიყიდეთ
_ფეხი არ გამოადგა მაქედან, 10 წუთში მანდ ვიქნები..
_ინერვიულა სახლში რომ არ დავხვდი, ლილეს გაუღიმა და წვენი მოსვა..
ანდრონიკეს გაცეცხლებული სახე რომ დაინახა მთელ ტანზე ეკლებმა დააყარა.
_გამარჯობა ლილე, თბილად მოიკითხა გოგონა და ნაინას გვერდით ჩამოჯდა, მის თვალებში იმხელა ცეცხლი დაინახა, მოუნდა აქვე გამსკდარიყო მიწა და შიგნით ჩაეტანა. ლილე მალე დაემშვიდობათ, აუცილებლად გამოდი ხვალო დაუბარა და ადგილს მოწყდა.. ანდრონიკემ ანგარიში გაასწორა თუ არა კუშტი გამომეტყველებით დაიძრა მანქანისკენ. სახლამდე მშვიდად იარეს, ნაინას ოდნავი იმედი მიეცა, რომ ანდრონიკეს ბრაზი გადაუვლიდა, მაგრამ აქაც შეცდა. სახლში შესვლისთანავე უხეშად მოკიდა ხელი და თვალებში ჩააშტერდა.
_რაგითხარი მე შენ ?
ნაინა ჯიუტად დუმდა და თითებს იმტვრევდა.
_შენ გეკითხები, ტონს აუწია ანდრონიკემ, _არ გაგაფრთხილე უჩემოდ ფეხი არ გაადგა არსადთქო? ღრიალებდა და უფრო ძლიერად უჭერდა ხელებს.
_ანდრონიკე მე.. მე გირეკავდი, გირეკავდი რომ მეთქვა, მაგრამ არ მიპასუხე, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლუღლუღებდა ნაინა
_თავს ნუ იმართლებ, იცოდე მეორედ არც კი გაბედო ნებართვის გარეშე სადმე გასვლა, ახლა აეთრიე შენს ოთახში და თვალით არ დამენახო..
ვერაფრით ხვდებოდა ასეთი რა შეეშალა ცხოვრებაში, უფალი სასტიკად რომ სჯიდა..ტირილისგან გასაავათებული იწვა საწოლზე და თავის დაბადების დღეს წყევლიდა.ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ არა ! მაინც და მაინც მას უნდა ჰქონოდა ასეთი რთული ცხოვრება..
ანდრონიკე ბოლთას სცემდა ოთახში და ასე ეგონა უჰაერობა დაახრჩობდა.. არ უნდოდა გაეაზრებინა რამდენად ემსგავსებოდა პატარა, უსუსურ კაცუნას..სრულიად უდანაშაულო ადამიანს აწამებდა და ტანჯავდა. წეღან რომ ეპასუხა ხომ გაიგებდა სადაც მიდიოდა, ანდა როდიდან გახდა ეჭვიანი ქმარი, ცოლს რომ გარეთ არ უშვებს. მხრებზე მთელი სიმძიმით აწვებოდა თავისი უსუსურობა და მახინჯი საქციელები.. თავს უნდა მორეოდა, სანდრო მართალი იყო, ასე მხოლოდ თავის თავს გააწამებდა და სინდისს უფრო მეტად ამოავსებდა ტალახით.. ფრთხილად შეაღო ნაინას საძინებლის კარი და გული მოეწურა მისი დატანჯული სახის დანახვაზე. ჯერ კიდევ ეტყობოდა ტირილის კვალი, ემბრიონის ფორმა მიეღო და ხელები მჭიდროდ შემოეხვია მუხლებისთვის. ნაბიჯის გადადგმა ძლივს მოახერხა, ეგონა მთელი მსოფლიოს დარდი და ტკივილი ბორკილებად ედო ფეხებზე და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ფეხსაცმელი გახადა და პლედი გადააფარა, მერე კი ისევ საძინებელს შეაფარა თავი.
დილით უემოციოდ წამოჯდა საწოლზე, გადაფარებული პლედი და კუთხეში დაწყობილი ფეხსაცმელები რომ დაინახა გაეღიმა, ოდნავი ყურადღებაც კი გაუხარდა ანდრონიკესგან.. სწრაფად წამოდგა და თავი მოიწესრიგა.. კიდევ იჭოჭმანა სამზარეულოში ჩასვლაზე, მაგრამ უნდოდა ანდრონიკესთვის მადლობა მოეხადა ყურადღებისთვის.. უხერხულობა იგრძნო ისევ ანდრონიკე რომ ამზადებდა საუზმეს, თვითონ კი ამ დროს მშვიდად ეძინა.. ფეხაკრეფით შევიდა სამზარეულოში და შეეცადა ნერვიულობა ჩაეხშო.
_ანდრონიკე. ხმაჩამწყდარმა დაუძახა და იგრძნო როგორ დაეცვარა ხელის გულები ოფლით.._მადლობ გუშინ რომ დამაფარე და ბოდიშს გიხდი შენ რომ გიწევს საუზმის გაკეთება, ხვალ ადრე ავდგები, თავი ჩახარა და თავის ფეხებს დააკვირდა..
ანდრონიკეს გულში რაღაც შეუტოკდა, ეგონა მოესმა.. დაუჯერებელი იყო იმ ადამიანისგან ბოდიშის მოსმენა, რომელსაც ყოველ დღე ამცირებდა და თავისი მახინჯი საქციელებით თელავდა..იცოდა ნაინა მთელი გულწრფელობით საუბრობდა, ალბათ არც წარმოედგინა ამ დროს როგორ ახრჩობდა ანდრონიკეს თავისი არაკაცური საქციელი..
_ვისაუზმოთ, მძიმედ ჩაილაპარაკა ანდრონიკემ და ოხშივარადენილი საუზმე მაგიდაზე დადგა..
ნაინა სიმშვიდეს გრძნობდა, ანდრონიკეს დარბილებულმა ტონმა მიახვედრა, რომ დღეს მისით არ გაღიზიანებულა.. უნდა ეცადა ყველაფერი ისე გაეკეთებინა, ანდრონიკეს ყვირილი და დამცირება რომ არ დაემსახურებინა.
ფრთხილად აალაგა ჭურჭელი და დარეცხა.. ანდრონიკე კარის ჩარჩოზე მიყუდებულიყო და გაოცებული უყურებდა.. როგორ შეეძლო ასეთი... ვერაფრით მოძებნა ნაინასთვის შესაფერისი სიტყვები. ის უბრალოდ სუფთა იყო, მისგან სითეთრე მოდიოდა და ანდრონიკეს უბრალოდ აღარ ჰქონდა უფლება შავი ლაქები დაემჩნია მისთვის.. შეეცადა სულ ოდნავ გაეღიმა ნაინას სიფრთხილეზე, მაგრამ ფაქტი, რომ მას არანაირი უფლება არ ჰქონდა ნაინაზე და ის ყველაზე დიდი ტკივილი იყო მისთვის, ამის საშუალებას არ აძლევდა..
_სამსახურში მივდივარ და ალბათ გვიან მოვალ..
_ანდრონიკე, მე არ ვიცი რა გიყვარს, თუ მეტყვი ვახშამზე დაგახვედრებ..
ანდრონიკეს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.. ნაინას ყოველი სიტყვა უმოწყალოდ ფხაჭნიდა მის შიგნეულს..
_არ იწვალო, შეგიძლია შენები მოინახულო, ძლივს ამოღეჭა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას..
სული ეხუთებოდა, სულ ცოტაც და მართლა დაიხრჩობოდა. გუშინ უმოწყალოდ დაამცირა სრულიად უმიზეზოდ, ეგონა ამის შემდეგ ნაინა ზიზღით მოექცეოდა, დღევანდელმა საქციელმა კი უბრალოდ შოკი მიაღებინა.. არ შეიძლებოდა ადამიანს ასე ეთამაშა, როგორც არ უნდა დაერწმუნებინა თავი, რომ ნაინა წმინდანის როლს ირგებდა, მაინც ვერსად გაექცეოდა მის აწყლიანებულ, წმინდა თვალებს და მისი ყვირილით გამოწვეულ, მოკანკალე ხელებს..
ძნელია როცა შეიგრძნობ, რომ ყოველგვარი ფასეულობებისგან იცლები და ცარიელი ფუტლიერი რჩები.. ყველაზე მეტად შეცდომების აღიარება ეძნელება ადამიანს და ალბათ ბოლომდე არც არასდროს უტყდება თავის თავს ამაში. ანდრონიკე ქვეცნობიერის ძალიან ღრმა კუნჭულში, სულ ოდნავ მაინც ამართლებდა თავს. ვერხვდებოდა ამას მართლა გრძნობდა, თუ უბრალოდ თავისი არაადამიანობა იმდენად უმძიმებდა სინდისს, ცდილობდა ასე მაინც შეემსუბუქებინა მდგომარეობა...
მთელი დატვირთვით იმუშავა მთელი დღის განმავლობაში,არასდროს დაუშვებდა პირადი ცხოვრება და საქმიანობა ერთმანეთში აერია.. სანდრო უთქმელად იტანდა ანდრონიკეს უფრო მეტად დამძიმებულ ხასიათს და ელოდებოდა როდის მოუნდებოდა საუკეთესო მეგობართან საუბარი..იცოდა ახლა როგორ უჭირდა და თავისი უძლურება ძალიან აღიზიანებდა, მაგრამ ანდრონიკე სანამ არ გატყდებოდა ვერაფერს შეცვლიდა, ამიტომ იჯდა ახლა მოჩვენებითი სიმშვიდით და ცდილობდა საქმეზე კონცენტრირებულიყო..
საღამოს ყველაზე მეტად ემძიმებოდა სახლში მისვლა. იმედოვნებდა, ნაინა მოინახულებდა თავის მშობლებს და იქნებ მათთან დარჩენილიყო კიდეც.. სახლის კარი დაკეტილი რომ დახვდა შვებით ამოისუნთქა და ჩაბნელებული მისაღებიდან სამზარეულოში გავიდა. ნანახმა სრული შოკი მიაღებინა, მოუნდა უკან მოუხედავად გაქცეულიყო აქედან და საერთოდ აორთქლებულიყო დედამიწიდან.
გაზქურასთან ყვავილებიან წინსაფარ აფარებული ნაინა მშვიდად იდგა და ნამცხვარს აცხობდა..
გაოცებული უყურებდა გოგონას საქმიანობას, ეს არიყო ნორმალური საქციელი, არ შეიძლებოდა, უბრალოდ ზედმეტად არარეალური იყო იმ ადამიანისგან ამხელა ყურადღება, რომელსაც ერთი ხელის მოსმით დაუნგრია ცხოვრება.. სისხლი გაეყინა თავის ფიქრებზე..
კიდევ ერთხელ შეხედა გაზქურაში ნამცხვარს და საათის შესამოწმებლად შემობრუნდა, კართან მდგარი ანდრონიკეს დანახვისას ოდნავი კივილი აღმოხდა და შეშინებულმა მიიდო გულზე ხელი, თანდათან დაიძაბა, ეგონა მორიგი ჩხუბის ტალღა დაატყდებოდა თავს და მორალურად ემზადებოდა დამცირების ასატანად..
სიჩუმე ასეთი მტკივნეული არასდროს ყოფილა.. ორივე გრძნობდა ახლა ჰაერიც კი გაუმჭვირვალე იყო და თავისი წილი ტკივილი გუდავდათ.. შეეცადა ოდნავ მაინც დაემორჩილებინა ხმა
_არ გითქვავს რა გიყვარს და ვიფიქრე , საღამოს მსუბუქად ივახშმებდი, ამიტომ სალათები გავაკეთე. ჩემი საყვარელი ნაცხვარიც გამოვაცხე, იქნებ მოგეწონოს.. უხერხულად აიწურა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა..
ანდრონიკეს არცერთი წამით შეპარვია ეჭვი, რომ ნაინას ღიმილში რამე ნაძალადევი ან ყალბი იყო.. ისევ აუტანელი წვა და ტკივილი იგრძნო მუცელში და უბრალოდ მიხვდა, რომ ძალიან, ძალიან დიდ შარში გაყო თავი!



№1  offline წევრი alice

ზალიან მაგარია <3 უზომოდ მომწონს და გაარზელე <3

 


№2  offline წევრი sallollo

alice
ზალიან მაგარია <3 უზომოდ მომწონს და გაარზელე <3

ძალიან დიდი მადლობა ^_^

 


№3  offline წევრი dikuchi

მოკლედ ნაინამ იპოვაა გზაა რითაც ფარ-ხმალს დააყრევინებს ვაჟბატონსსს )) ოღონდ ჯერ თვითონაც ერ ხვდება.. ცალკე ანდრონიკესაც თავისი სიმართლე აქვს.. მოკლედ კია ტანჯულაა :დდდ :*

 


№4  offline წევრი sallollo

თანანო
არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ ავღნიშნო, რომ საოცარი ხარ. ნაწერში ყოველთვის აისახება მწერლის თვისებები და გრძნობები, მე კიდე უკვე საშინლად მომწონს შენი პიროვნება. ამ ისტორიაზე საერთოდ არაფერს ვამბობ, უშესანიშნავესია!!❤️

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3

dikuchi
მოკლედ ნაინამ იპოვაა გზაა რითაც ფარ-ხმალს დააყრევინებს ვაჟბატონსსს )) ოღონდ ჯერ თვითონაც ერ ხვდება.. ცალკე ანდრონიკესაც თავისი სიმართლე აქვს.. მოკლედ კია ტანჯულაა :დდდ :*

მოვამტვრევთ რქებს ანდრონიკეს და მერე მეც დავისვენებ, თვენც დაისვენებთ (ამათი საცოდაობით აღარ დაიწვებით) და ტრიფონიაც დაისვენებს :3 :დდდ

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან ემოციური ისტორიაა ♥♥♥ ძალიან კარგად გადმოსცემ ფიქრებს და გრძნობებს თითოეულ პერსონაჟს რაც ძალიან მომწონს ♥♥♥
ერთი სული მაქვს როდის დააყრევინებს ფარ-ხმალს ანდრონიკრს :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent