შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანებს ძალუძთ ტკივილს გადატანა სიყვარულის მეშვეობით (თავი მეხუთე)


31-05-2015, 10:50
ავტორი tanana
ნანახია 1 869

2 სანატრელი კვირა ძალიან სწრაფად გავიდა, გოგონამ კარგად გაიცნო ვატოც და თითოეული მისი ოჯახის წევრი, ძალიან შეუყვარდა ისინი, ახლა კი მათი დატოვება უწევს და ამიტომ სწუხს. მოდი მოგიყვებით რა მოხდა ამ ორი კვირის განმავლობაში:
ვატო და ანამარია იმ დღის შემდეგ ერთად არიან, ვატო არ აძლევს გოგონას უმისოდ ნაბიჯის გადადგმის უფლებას, სულ მის გვერდით არის, გოგონაც ბედნიერია, ხშირად საუბრობენ ხოლმე, გოგონამ კარგად გაიცნო ვატო, ვატო ძალიან ჭკვიანი, განათლებული ბიჭი იყო, ამასთან ერთად ძალიან სიმპატიური, გოგონას ზოგჯერ უნდა რომ მხოლოდ მის სახეს უყუროს, სულ ითიშება, ზოგჯერ საუბარსაც არ ან ვერ ისმენს ხოლმე, ამაზე ვატო დასცინის ის კიდე წითლდება ხოლმე. ამაზე ვატო კიდე უფრო ხალისობს და სულ კოცნის აწითლებულ ლოყებზე. ანამარია ხშირად საუბრობს ხოლმე ანასთან ერთად, გაიგო რომ მას გიორგი მოსწონს, მგონი არც გიორგია გულგრილი, ისეთი საყვარლები არიან ხოლმე ერთად როცა არიან და საუბრობენ, ხშირად კამათობენ კიდევაც, თუმცა ხომ არის ნათქვამი სიძულვილი და ჩხუბი დიდი სიყვარულის დასაწყისიაო, ხოდა მგონი ამ შემთხვევაშიც უმართლებს წყვილს. სასრიალოდ ხშირად დადიან ხოლმე, ანამარიამაც ისწავლა სრიალი, ვატო ამის გამო წუხს კიდევაც, ნეტა კიდე ცოტახანი არ გესწავლა ხელით გატარებდიო, ამაზე გოგონა გადაიკისკისებს ხოლმე. ნატო და ნიკაც ბედნიერები არიან ანამარიას ასეთი ცვლილებით, სულ მოწყენილი და მარტოსული გოგონა ახლა სულ იცინის და ბრწყინავს, ვატო ამისთვის ყველაფერს აკეთებს და როგორც ვხედავთ შედეგიც გამოიღო. რეზო კი ანამარიას შვილივით ექცევა, ძალიან შეუყვარდა ეს გოგონა. ვატო ამაზე ღადაობს მამაჩემს მგონი შენ უყვარხარ ჩემზე მეტადო.
-ანამარია ადექი-შემოვიდა ანა ხმაურით
-კაი რა ცოტახანიც-ზლაზვნით გადაბრუნდა კედლის მხარეს
-იცოდე ადექი თორემ...
-რა თორემ?_უცებ აწია გოგონამ თავი, იცოდა ანა რამეს თუ იტყოდა აუცილებლად შეასრულებდა
-თორემ ვატოს შემოვიყვან, ვეტყვი ანამარია გეძახის მოენატრეთქო
-აუ კაი ანა რა ცოტა ხანი რომ დამაძინო არ შეიძლება? თან ჯერ დილის 7 საათია რა დროს ეგ არის?
-მე ვთქვი ან ადგები ან მივდივარ ვატოსთან
-ხოხო კაი ვდგები უფფ
-ხოდა ეგრე ოღონდ ჩქარა სასრიალოდ მივდივცართ
-ამ დროს რა სრიალი აგიტყდა გოგო
-ოო კაი რა მიდი ჩაიცვი და დაბლა გელოდებით
-მოიცა კიდე სხვებიც არიან?
-ხო ვატო და გიორგიც დაბლა არიან
-რამ გააღვიძათ ამ დილაადრიან?-გაკვირვებულმა იკითხა
-მოუწიათ, რომ არ ამდგარიყვნენ კარგად გაგრილდებოდნენ-მტკიცედ თქვა ანამ და გავიდა ოთახიდან, ანამარიამ ჩაიცვა და დაეშვა კიბეზე, როცა ჩავიდა პირდაპირ სამზარეულოსკენ გაქუსლა, ყველანი იქ იჯდნენ, ნუ გიორგის მაგიდაზე ედო თავი და ხვრინავდა, ანა კიდე მის გაღვიძებას ცდილობდა, და ანჯღრევდა ვატო კიდე იცინოდა, ანამ აიღო წყლით სავსე ჭიქა და ახლა უნდა წავიდეს გიორგისთან და თავზე გადააასხას ვატო კიდე უფრო გადაბჟირდა, სადაც იყო სკამიდან გადმოვარდებოდა ერთი ხელი მუცელზე ჰქონდა მოჭერილი მეორეთი მაგის ეყრდნობოდა, რომ არ ჩამოვარდნილიყო, ანამარია კი დგა კარებში და იყურებოდა. უცებ ანამ გადაასხა გიორგის წყალი, გიორგი შეხტა, ჯერ ვერ გამოერკვა რა ხდებოდა, როცა მიხვდა ანას დასაჭერად გაიქცა, თანნ ყვიროდა ამას განანებო, ანა კი კისკისით მირბოდა კიბეებზე. ვატო კიდევ იცინოდა, როგორ მოუნდა ანამარიას ახლა მასთან მისვლა ჩახუტება და სულ ჩაკოცნვა, მაგრამ თითქოს რაღაცა მაინც არ აძლევდა ამის უფლებას და ამიტომ უბრალოდ უყურებდა და ტკბებოდა. უცებ ვატომ შეამჩნია გოგონა რომელიც მასზე იყო მიშტერებული, ადგა გაემართა მისკენ, ანამარია არ იძვროდსა ადგილიდან უბრალოდ უყურებდა მის საყვარელ ადამიანს და სადღაც იყო გადაკარგული, მხოლოდ მაშინ შეამჩნია როდესაც ვატო მასთან ძალიან ახლოს დადგა, მათი სახეები თითქმის ეხებოდნენ ერთმანეთს,გოგონა უცებ დაიბნა და აწითლდა, ამაზე ვატოს ცალყბად ჩაეცინა, კიდე უფრო მიიწია გოგონასკენ და თითქმის ეხებოდნენ ტუჩებით ერთმანეთს, გოგონამ ვეღარ მოითმინა, პირველი ნაბიჯი თვითონ გადადგა და აკოცა, ბიჭიც აყვა ამბორში ნახად და მომთხოვნად კოცნიდა, ჯერ ზედა მერე კი ქვედა ტუჩს, გოგონამ სიამოვნებისგან ამოიკრუსუნა, ვატო ამაზე გათამამდა, და კიდევ უფრო მომთხოვნად დაუწყო კოცნა, გოგონამ ხელები კისერზე შემოხვია და თითისწვერებზე დადგა, უფრო კარგად რომ ეკოცნა, ვატო ამაზე უფრო გაგიჟდა, გოგონა წელზე შემოისვა და ახლა უკვე ყელზე გადავიდა, დაუკოცნა მთლიანად, შემდეგ ისევ ტუჩებზე გადავიდავიდა, თუმცა უცებ სიცილის ხმა მოესმათ რომელიც თანდათან უფრო უახლოვდებოდათ ვატო არ წყვეტდა კოცნას, ანამარია უცებ გამოერკვა და სახეაწითლებულმა დაიხსნა თავი ვატოს კლანჭებიდან, გვერდძე გადგა და მომავალ წყვილს შეხედა, ვატო გოგონასთან მივიდა და ჩასჩურჩლა ‘შენ სხვა დროს მოგხედავ, ასე ადვილად ვერ დამისხლტები პატარავ’, ვატოს ხმაზე დააჟრიალა ბიჭმა იგრძნო და ყელში დაუტოვა სველი კოცნა, გოგონა ამაზე უფრო გაგიჟდა და აღარ იცოდა სად წასულიყო. გიორგიმ და ანამ შეამჩნიეს წყვილის ასეთი ცვლილება, მაგრამ არ შეიმჩნიეს.
სასრიალოდ გავიდნენ და კარგად გაერთნენ, საღამოს გვიან მივიდნენ სახლში, თან იცინოდნენ. ყველა თავის ოთახში გადანაწილდა დასაძინებლად, ანამრიამ იბანავა გამოიცვალა და დასაძინებლად დაწვა, უკვე ძილის ბურუსში იყო როცა მის გვერდით იგრძნო თბილი სხეული რომელიც ეხვეოდა, თან ყელში უტოვებდა სხველ კოცნას, იმდენად ეძინებოდა, რომ აღარ მიაქცია ყურადღება და გადაეშვა სიზმრების სამყაროში.
დილას ადრე გაეღვიძა, ადგომა დააპირა თუმცა ძლიერი მარწუხები იგრძნო მის წვრილ წელზე, გადაბრუნდა და დაინახა ვატო რომელსაც ტკბილად ეძინა, ისეთი საყვარელი იყო გაღვიძება დაენანა და მის ოდნავ მოშვებულ წვერს წაეთამაშა ნაზი ხელებით, ვატომ იგრძნო და ძილში ჩაეღიმა, გოგონა უფრო გათამამდა და უკვე სახესაც უკოცნიდა, ბიჭი გამოფხიზლდა, ხელები დაუჭირა და ზემოდან მოექცა, გოგონა დაიბნა, ბიჭმა ხელები დაუკოცნა, შემდეგ დაიხარა და გოგონას სახე დაუკოცნა, შემდეგ ტუჩებზე გადავიდა, ნაზად კოცნიდა, გოგონაც აყვდა, ბიჭმა ხელები პენუარის ქვეშ შეუცურა გოგონას გააჟრიალა, თუმცა უცებ გამოერკვა და შეშნებული გვერდზე გახტა, ბიჭც გამოერკვა და მიხვდა გოგონას შიშის მიზეზს, მივიდა გოგონასთან ახლოს და ჩასჩურჩლა ‘ჩემი არასდროს შეგეშნდეს, სანამ შენ თვითონ არ მოინდომებ და მზად არ იქნები, ხელს არ დაგაკარებ’ შემდეგ შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
დღეები სწრაფად მიილია, უკვე დრო იყო სახლში დაბრუნებულიყვნენ, გოგონა ამის გამო ცუდ ხასიათზე იყო, ეგონა რომ ვატო დაივიწყებდა და მათი ურთიერთობა აღარ გაგრძელდებოდა, ვატოც წუხდა იმის გამო რომ აწი მასთან ახლოს არ იქნებოდა, თუმცა რას იზამდა სამუდამოდ ვერ დარჩებოდნენ აქ, თან სწავლა იწყებოდა. წამოსვლის დღეს გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და გასწიეს თბილისისკენ, გოგონა მოწყენილი იჯდა მანქანაში და ფიქრობდა ვატოსთან გატარებულ ყოველ წამზე, მის სურნელს იმახსოვრებდა, და ენატრებოდა, ასე მიილია 1 კვირა ვატო არ ჩანდა, გოგონა კიდევ უფრო, ცუდად გახდა, უნივერსიტეტშიც არ დადიოდა თითქმის და სულ ვატოზე ფიქრობდა, არც ჭამდა და არც არავის ელაპარაკებოდა. ნატომ შემაჩნია გოგონას ასეთი ცვლილება, და გადაწყვიტა ვატოს დალაპარაკებოდა, ასეც მოიქცია. ერთ დღესაც ვატო მივიდა გოგონასთან, ანამარია თვალებს ვერ უჯერებდა, ძალიან გახარებული იყო და უცებ მივიდა ვატოთან და გადაეხვია, ბიჭიც ასე მოიქცა, შესძულდა საკუთარი თავი იმის გამო რომ ამ 1 კვირის განმავლობაშ არ მოიკითხა გოგონა, თვითონაც ენატრებოდა, მამამისმა გერმანიაში გაუშვა საქმეზე და ამიტომ იყო დაკავებული, მთელი დღეები მუშაობდა რათა უფრო ადრე დაესრულებინა საქმე და ანამარიასთან დაბრუნებულიყო, ისე მოენატრა გოგონას სურნელი, მისი ანგელოზივი სახე და მარწყვივით ტკბილი ტუჩები. და როგორც იქნა ჩამოვიდა, გოგონა ისეთი ბედნიერი იყო, ბიჭმა აუხსნა, მიზეზი თუ რატომ ვერ ნახულობდა და დაპირდა რომ ასე აღარასდროს მოიქცეოდა. გოგონაც ბედნიერი იყო იმით რომ ვატო დაბრუნდა და ისევ მასთან იყო, საღამოს სასეირნოდაც იყვნენ ჩასულები, კაფეშიც ისხდნენ და საუბრობნენ, ბოლოს დაღამდა და ვატომაც მიიყვანა გოგონა სახლშ და სანამ მის ოთახში შუქი არ დაინახა მანამდე არ დაძრულა, შემდეგ კი თვითონაც წავიდა სახლში, ორივენი ბედნიერები იყვნენ, იმით რომ ერთმანეთი იპოვეს და მთელი ღამე მხოლოდ ერთმანეთძე ფიქრობდნენ, ბოლოს დაეძინათ, თუმცა ღამე მაინც ერთმანეთი ესიზმრებოდათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent