შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანებს ძალუძთ ტკივილის გადატანა სიყვარულის მეშვეობით (მეოთხე თავი)


13-04-2015, 23:00
ავტორი tanana
ნანახია 1 781

1 თვის განმავლობაში სახლში იჯდა, უნივერსიტეტიდან 2 თვიანი შვებულება აიღო, დირექტორმაც არ უთხრა უარი, თითქმის არასდროს აცდენდა გოგონა ამიტომ იფიქრა საჭირო რომ არ იყოს არ მთხოვდაო და ცოტახნით გაუშა.თითქმის მთელი დღეები ატარებდა თავის ოთახში გარეთ არც გასულა ამ ერთი თვის განმავლობაში, ნატო ცალკე ეჩხუბებოდა ხოლმე ამის გამო, თავიდან ფიქრობდა რამე სჭირს და არ ამხელსო მაგრამ მერე მიეჩვია. ხან წიგნს კითხულობდა, ხან ტელევიზორს უყურებდა, ხანაც საათობით იჯდა გაუნძრევლად და ვატოზე ფიქრობდა, რამდენჯერ დაურეკა გოგონას, მოიკითხა, ცდილობდა როგორმე დაკავშირებოდა, თუმცა გოგონა უარს ამბობდა, არც კი იცოდა რატომ, უბრალოდ ყველაფრის გადაწყვეტა და გაანალიზება სჭირდებოდა. ნატოც ხვდებოდა რომ ვატოს ყოველდღიური ზარი და გოგონას მოკითვა რაღაცას მოასწავლებდა, თუმცა ზუსტად არ იცოდა რას, თავისებური ეჭვები ჰქონდა და მგონი ისინი მართლდებოდა კიდეც. უკვე ახალი წლები ახლოვდებოდა ამიტომ ნატომ გადაწყვიტა, თავის ქმართან და ანამარიასთან ერთად ბაკურიანში დასასვენებლად წასულიყო. ანამარია თავიდან უარზე იყო, თუმცა ვერც ბიცოლას დაწყვიტა გული და თან იფიქრა ჰაერს გამოვიცვლიო, ამიტომ დასთანხმდა, თუმცა რა იცოდა ნატო რას გეგმავდა. მეორე დილას მიდიოდნენ ამიტომ ყველაფერი ჩაალაგა, რამოდენიმეჯერ გადაამოწმა რამე ხომ არ მრჩებაო და შემდეგ წავიდა დასაძინებლად, თუმცა 10 წუთის დაწოლილი არც იყო, რომ ტელეფონმა დაიწყო ზუზუნი, გაბრაზებულმა აიღო ტელეფონი და არც დაუხედია ისე უპასუხა გაბრაზებულმა
_ამ დროს რომელმა გიჟმა უნდა დარეკოს და გაგაღვიძოს_ჩაჰყვირა ტელეფონში გაბრაზებულა
_მგონი არ უნდა იყოს გასაკვირი რომ გიჟი გავხდი იმის მერე რაც 1 თვეა მემალები და არ პასუხობ ჩემს ზარებს_ჩაესმა მისთის ნანატრი და საყვარელი ხმა, ხმას ვერ იღებდა არ იცოდა რა ეთქვა_იცი როგორ ვინერვიულე? სულ ნატოს ვურეკავდი ყოველ დღე შენი ამბის გასაგებად, უნივერსიტეტშც არ დადიხარ, თურმე დაეთხოვე, რომ მცოდნოდა ასეთი რამე მოხდებოდა ჩემი სიტყვების მერე, საერთოდ არაფერს გეტყოდი_არაფერს მეტყვი?
_მე.. მ..ე.. მე არც კი ვიცი რა გითხრა_ძლივს ამოთქვა რამდენიმე სიტყვა
_რატომ გამირბიხარ ანამარია?_მისი სახელი ისე თბილად ამოთქვა გააჟრიალა_იცი როგორ მენატრებოდი? მგონი შენი ბიცოლაც გავაგიჟე ამდენი რეკვით_ჩაეღიმა ბიჭს_შენ არ გენატრებოდი?_გულუბრყვილოდ იკითხა ბიჭმა
_მე.. იცი უკვე დაღამდა უნდა დავიძინო, სხვა დროს ვილაპარაკოთ
_კარგი, ანამარია ტკბილი ძილი_ტკბილად დაემშვიდობა ვატო
''ეს რა იყო?'' ფიქრობდა გოგონა, მიხვდა როგორც ენატრებოდა ვატო და მგონი უყვარდა კიდევაც, როგორ თბილად ამბობდა მის სახელს, არა მგონი კი არა ნამდვილად უყვარს, უბრალოდ აღიარების ეშინია, არც არის გასაკვირი მას ხომ ეშინია კიდევ ერთხელ არ დაკარგოს საყვარელი ადამიანი, მაგას უკვე ვეღარ გაუძლებს, ამ ფიქრებშ იყო გართული, მთელი ღამე თეთრად გაათენა, მხოლოდ გათენებისას ჩაეძინა.
დილას 8ზე გაიღვიძა, უცებ ადგა, ჩაიცვა მოემზადა და სასაუზმოდ გავიდა, უფროსები უკვე სამზარეულოშ იყვნენ და გოგონას ელოდნენ, მოიკითხა საყვარელი ბიცოლა და ბიძია და სასაუზმოდ დაჯდა.
_ანამარია იმედია მზად ხარ, ნახევარ საათში გავალთ_საუბარი წამოიწყო ნატომ
_კი კი ყველაფერი მზად მაქვს, გამოვიცვლი და გამოვალ
_კარგი საყვარელო, ჩვენ მზად ვართ და მანქანაში დაგელოდებით
გოგონამ გაუღიმა, გამოიცვალა და დაბლა ჩავიდა, ჩანთა უკვე საბარგულში ჩაედო ნიკას და გოგონას ელოდებოდა. ანამარიამაც არ დააყოვნა და მანქანაში ჩაჯდა. გზაში ჩაეძინა, გუშინ მთელი ღამე ბორგავდა და დაღლილობამ თავი იჩინა. ნატომ გამოაღვიძა ჩამოვედითო. მანქანიდან გადმოვიდა და გარემო მოათვალიერა, დიდი თოვლი იდო გარეთ და ბუნებაც ლამაზად შეემოსა, სასიამოვნოდ ჩაეღიმა და სახლისკენ წავიდა. სახლი იყო დიდი ორსართულიანი, კარებთან მოსამსახურე დახვდათ, ანამარიას გაუკვირდა არ ეგონა ბაკურიანში სახლი თუ ჰქონდა ნიკას. მაგრამ არ შეიმჩნია, მოსამსახურემ თავის ოთახამდე გააცილა, თვითონ კი დატოვა მარტო, დიდი ოთახი იყო, კომფორტული და ლამაზი, ძალიან მოეწონა, ტანსაცმელები გადმოალაგა და დაბლა დაეშვა კიბეებზე, თან გარემოს ათვალიერებდა, ძალიან დიდი სახლი იყო, ლამაზი, თანამედროვე სტილში მოწყობილი, რაც მთავარია მყუდრო. კიბეები ჩაიარა და მისაღებ ოთახშ შევიდა, იქ ნანახით და გაოგნდა, წინ მისი საყვარელი ადამიანი იდგა და ეშმაკურად უღიმოდა, ვერ გამოერკვა ყველაფერს აანალიზებდა, შემდეგ ნატოსკენაც გაიხედა, რომელიც თავჩახრილი უმზერდა გოგონას როგორც ჩანდა ნატოს მოწყობილი იყო, ბიჭი გოგონასკენ წავიდან და ჩაეხუტა, არ ელოდა,შეცბა, როცა მორჩნენ ხვევნა-კოცნას, აწითლებულმა გოგონამ უფროსებისკენ გაიხედა, რომლებიც თბილად უმზერდნენ წყვილს
_ყველაფერი ვიცით ანამარია, ვატომ მოგვიყვა, ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი, მართლაც შენსანიშნავი მეწყვილე აგირჩევია_ჩაილაპარაკა კმაყოფილმა ნატომ გოგონა კი ვერ მიხდა რას გულისხმობდა ნატო, თვითონაც გაკვირვებული იყო ამ შეხვედრით, ბიჭი კი კმაყოფილი უმზერდა გოგონას, თან თვალებში ჭინკები აუთამაშდა.
_მადლობა ნატო, ახლა კი ცოტახნით დაგტოვებთ მე და ჩემი მეწყვილე, სასაუბრო გვაქვს_მშვიდად უპასუხა ვატომ და გოგონა წამოიყვანა
_ეს რას ნიშნავს?_გაცხარდა გოგონა
_რა ეს?_ვითომ გაუკვირდა ბიჭს
_ვატო ნუ მეთამაშები, აქ რას აკეთებ?
_ეს ჩემი სახლია!_უპასუხა კმაყოფილმა
_შენი სა..ხ..ლ...ი..?
_ხო ჩემი სახლია, ნატომ მითრა რომ დასასვენებლად მოდიოდით ბაურიანში, ამიტომ შევთავაზე რომ ჩემთან მოსულიყავით ისიც დამთანხმდა ასე რომ მოგიწევს 2 კვირა გამიძლო
_არაფერსაც არ გაგიძლებ, ახლავე წავალ აქედან_გოგონა წასვლას აპირებდა ბიჭმა როდესაც დაიჭირა, და გაბრაზებულა თვალებში შეხედა
_არსადაც არ წახვალ. 1 თვეა გირეკავდი, გეძემბდი, შენ კი არც კადრულობდი და არ მირეკავდი, და ამის შემდეგ შენ გგონია ასე ადვილად წახვალ აქედან? იცი მაინც როგორ ვინერვიულე? მე მეგონა რამე დაგემართა და ცუდად იყავი შენ ახლა ნერვებს დაიწყნარებ და დარჩები აქ, თუ არადაა მე თვითონ ვიზრუნებ შენ აქ დარჩენაზე_ასეთი გაბრაზებული გოგონას ვატო არასდროს ენახა, ხოლო მისი ჩაწითლებული თვალები მეტყველებდნენ იმაზეც რომ მართლა ინერვიულა, გასვლისას ვატო უცებ მობრუნდა და უთხრა_1 საათში მზად იყავი, სასრიალოდ გავდივართ_და კარები მოიჯახუნა ისე რომ კინაღამ კარები ჩამოიღო.
გავიდა სანატრელი ერთი საათიც, ჩაიცვა და დაეშვა ქვევით ვატო ელოდა ვიღაც სიმპატიურ ყმაწვილთან და გოგონასთან ერთად.
-ანამარია ეს ჩემი დაა ნია, ეს კი ჩემი საუკეთესო მეგობარი გიორგი_ვატომ გააცნო ერთმანეთი
-სასიამოვნოა_მორცხვად ჩაილაპარაკა
-ჩემთვისაც_ორივემ ერთდროულად ჩაილაპარაკა და ერთმანეთს დარცხვენილებმა შეხედეს
-კარგი მოდი წავიდეთ, თორემ ჩამოგვიღამდება_ვატომ გოგონას ხელი გადახვია, გოგონამ მოცილება სცადა, თუმცა რა ვეღარაფერი გააწყო და დანებდა
გოგონამ სრიალი არ იცოდა ამიტომ ვატო ეხმარებოდა, რამდენჯერ დაეცა, სიცილისგან კვდებოდა თავისი მოუხერხებლობის გამო, ვატოც გოგონას ხასიათის გამოკეთების გამო ბედნიერი იყო, გოგონას სიცილი არასდროს ენახა და ახლა ისე სიამოვნებდა, როგორ უნდოდა ჩახუტებოდა და აწითლებული სახე დაეკოცნა, თუმცა გადაიფიქრა არ დავაფრთხოო. აი ახლაც უნდა ჩასრიალდეს დაღმართზე , ვატოც ფეხდაფეხ მიყვება, რომ არ დაეცეს,უცებ გოგონას ფეხი აუსრიალდა, ვატოს მოკიდა ხელი და ორივენი ერთად გადაგორდნენ, ისე მოხდა რომ ბიჭ გოგონას ზემოდან აღმოჩნდა,სახეები კი ძალიან ახლოს ჰქონდათ ერთამნეთთან, ორივეს გული აუჩქარდა, ბიჭმა გოგონასკენ უფრო გაწია სახე და ტუჩებზე ნაზად ეამბორა, გოგონას გააჟრიალა, ბიჭმა იგრძნო ჩაეღიმა შემდეგ კი უფრო ვნებიანად დააცხრა, ეს ისეთი ნეტარება იყო ორივესთვის, თუმცა შემდეგ რეალობაში დაბრუნდნენ, გოგონამ უცებ მოიცილა ბიჭი, ადგა და გიორგისკენ და ნიასკენ წავიდა, რომლებიც ხმამაღლა იცინოდნენ, გადაწყვიტეს კაფეში შესულიყვნენ, შეუკვეთეს და ლაპარაკი წამოიწყეს
-ანამარია ვატომ მითხრა რომ მისი ლექტორი ხარ_ეშმაკურად წამოიწყო საუბარი ნიამ
-ხო მართალია
-მგონი ვატოზე დიდი ხარ ხო?
-არა ერთი ასაკის ვართ, მე უბრალოდ გამოცდები ჩამაბარებინეს უნივერსიტეტში და ისე მოხდა რომ ყველაზე კარგად მე ჩავაბარე, ამიტომ დირექტორმა შემომთავაზა ეს სამუშაო, მეც აღარ ვუთხარი უარი, თან ყოველთვის მინდოდა ლექტორი ვყოფილიყავი_ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და ბიჭს გადახედა რომელიც ეშმაკურად უღიმოდა, უცებ ყავა გადასცდა და ხველება აუტყდა, ვატომ რამოდენიმეჯერ დაატყა ხელი ზურგზე და ვნებიანა ჩასჩურჩულა_ფრთხილად პატარავ!
კაფიდან გამოვიდნენ და სახლში აპირებდნენ წასვლას, თუმცა ვატომ გიორგი და ნია გაუშვა მარტო და ანამარიასთან გადაწყვიტა გასეირნება
-ნუთუ არ გენატრებოდი?_იკითხა ბიჭმა
-რა?_გოგონა შეცბა
-ამ 1 თვის განმავლობაში საერთოდ არ გენატრებოდი? თუმცა რატომ ვკითხულობ ალბათ არც გაგხსენებივარ, ხომ ასეა? ანამარია, რატომ არ მპასუხობდი ზარებზე ან საერთოდ რატომ გადაიკარგე ისე თითქოც არც ყოფილხარ?_ბიჭი უკვე სიბრაზის პიკზე იყო
-მე უბრალოდ დაფიქრება მჭირდებოდა, ყველაფრის გაანალიზება, ის რაც მითხარი... ეს ყველაფერი... უბრალოდ დრო მჭრდებოდა, ახლა კი ვხვდები, რომ მენატრებოდი, თან ძალიან, მგონი შენდამი მეც მაქვს გრძნობები იცი? და ეს მაშინებს, ზუსტად ამის გამო ვიყავი გადაკარგული როგორც შენ ამბობ, მეშინია კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი არ დავკარგო, შენ ხო მაინც იცი რომ უკვე ვეღარ გავუძლებ ამდენ ტკივილს_გოგონა უკვე ტიროდა, ბიჭი კი გაკვირვებული დასცქეროდა მის საყვარელ სახეს, რომელსაც ცრემლები ძალიან უხდებოდა და თან ფიქრობდა როგორ გამიმართლაო ჩაიმუხლა, ჩაეხუტა თვალები კოცნით ამოუშრო_ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ შენს გვერდით, არასდროს გესმის, არასდროს არ დაგტოვებ, მაგაზე არც კი იფიქრო, სულ შენთან ვიქნები, და ჩემით მოგაბეზრებ თავს_ჩაეღმა_გაუხარდა საყვარელი ადამიანისგან ასეთი სიტყვების გაგონება, ახლა მიხდა რისთვის ღირდა სიცოცხლე, მასთან ერთად ყველაფერს გაუმკლავდება, ახლა მიხვდა თუ რატომ ამბობდნენ რომ უბედურებას ბედნიერება მოსდევდა , იგრძნო ბედნიერება, გარშემო ყველაფერი უფრო გალამაზდა, გაფერადდა და ამის მიზეზი თვით ვატო ავალიანი იყო.





ბოდიში დაგვიანებისთის, მაგრამ მგონი არავინ კითხულობს ამიტომ გადავწყვიტე ისტორია აღარ გამეგრძელებინა, თუმცა გადავიფიქრე. არ ვიცი ღირს თუ არა გაგრძელება ამ ისტორიის, გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი კომენტარებში, იმედია მოგწონთ ეს ისტორია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent