შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწინება ანდერძით 9


31-05-2015, 11:19
ავტორი sopiko
ნანახია 6 200

როგორც დათამ შემჭამა მალე ჩამოდი მალე ჩამოდიო, ისე მე შევჭამე როდის მივალთ_მეთქი. როგორც იქნა მივაღწიეთ კიდეც. ლექსო თავისი ოჯახით გამოგვეგება.
-აბა ახალდაქორწინებულო გვრიტებო როგორ ხართ?-გვკითხა სიცილით ლექსომ და თან დაამატა-რძალო როგორ უძლებ ამ ჯიუტ თხას ჰა?
-ვინ ვისზე ჯიუტი და გასაძლებია ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია-ლექსივით ჩაიბუტბუტა დათამ მაგრამ მე რას გამომაპარებდა.
-მალე წავატეხ მაგ რქებს ლექსო-გავუღიმე ლექსოს და დათას ნიშნისმოგებით გავხედე.
-შევიდეთ სახლში, აქ რას ვდგავართ-გონს მოეგო ლექსო და სახლში შეგვიპატიჟა. დათამ ხელი წელზე მომხვია და მიჩქმიტა. რომ დაინახა ტკივილმა სახე როგორ დამიმანჭა ინანა და შეეცადა ხელით მოერჩინა ნატკენი ადგილი მაგრამ სულიერ ტკივილს მაინც ვერ დამიამებდა.
ვახშამმა ჩვეულებრივ ჩაიარა. ღამით ლექსომ და მისმა ცოლმა ნანიმ ჩვენი ოთახი გვაჩვენეს.
-ეს საწოლი ბევრად პატარაა ვიდრე ჩვენი, აქ როგორ...-დავიწყე როცა მარტო დავრჩით მაგრამ დათამ შემაწყვეტინა.
-მე ისეთი დაღლილი ვარ ვწვები და შენი არ ვიცი-ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ მატკინა გული. ამით მაგრძნობინა სულ არ მადარდებ სად იწვები და როგორ მთავარია მე დავისვენოო.
-ანუ სულერთია?-თავი ვეღარ შევიკავე მე.
-რა?-გაკვირვებულმა შემომხედა მან.
-მე.
-ვერ გავიგე?-თავი გამოიდებილა მან.
-არაფერი, მეც მეძინება, ხვალ ვილაპარაკოთ-გაბრაზებულმა ვუთხარი მე და გადასაფარებელი ჩემკენ გადმოვქაჩე, მაგრამ მან ისე ძლიერ გაქაჩა თავისკენ რომ მთლად შიშველი დამტოვა.
-შენთვის ქალი რა ხილია არ უსწავლებიათ?-ნერვებმოშლილი წამოვჯექი მე.
-კი, მაგრამ თვით ქალებმა გამიცრუეს იმედები.
-რადგან ლილი...
-ლილი არაფერ შუაშია, იმედი შენც გამიცრუე, პირველად რომ გაკოცე და შენც რომ ამყევი მეგონა გიყვარდი, მაგრამ არა, შენც სხვებს გავხარ, ტყუილები ქალებს ძალიან გიყვართ, აი გრძნობების კი არაფერი გაგეგებათ, არ იცით რა არის სიყვარული და დაუფიქრებლად რაღაცეებს როშავთ. არ იცით ადამიანებს აბუჩად აგდებით გულს როგორ ტკენთ, გულწრფელი არასოდეს ხართ, შენ უკვე მეორე მაგალითი ხარ, ახლა გესმის რატომ მძულს ქალები? გესმის?-მიღრიალა მან.
-შენ, შენ მელაპარაკები გრძნობებზე? ადამიანი რომელთანაც სულ თბილი ურთიერთობის დამყარებას ვცდილობ და ის კი საწინაამღდეგოს აკეთებს, რომელიც საშინლად ცივად მექცევა ის მელაპარაკება გრძნობებზე და გულწრფელობაზე?-თავი ვეღრ შევიკავე მე და დავივიწყე რომ სხვის სახლში ვიყავი.
-არ მინდა ეს მეგობრული ურთიერთობა, რა ვერ გაიგე ადამიანო, არ მინდა!-წამოხტა ფეხზე და აბაზანაში შევიდა. თავი ლოგინზე დავდე და ავქვითინდი.

მეორე დილას საუზმეზე ისე ვიქცეოდით თითქოს არაფერი მომხდარიყო. ჯერ კიდევ მაგიდასთან ვიჯექით კარზე ვიღაცამ რომ დააკაკუნა. სახლში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა.
-ეს ვინ მოსულა?-ფეხზე წამოხტა ლექსო და უცნობს გადაეხვია. ნანიმ კი კიდევ ერთი თეფში დაამატა სუფრაზე.
-გაიცანით ეს სანდროა ჩემი ძმაკაცი, ჩვენი ქეიფების სული და გული. ეს კი ჩემი ძმა დათა და მისი უმშვენიერესი მეუღლე ნიტაა.-დავინახე სიტყვა უმშვენიერესზე დათას ძარღვები როგორ დაებერა.
''ესეც შენ''-გავიფიქრე მე და სანდროს ურცხვად დავუწყე თვალიერება.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-მოგვიანებით ვთქვი მე, დათას კი ხმა არ ამოუღია, მთელი ძალით უჭერდა ხელს ჩანგალს.
-დათა ცხელა?-ირონიულად გავხედე მე. მას წამში დაუბრმავა თვალები სიბრაზემ.-გაწითლდი.
დათა უცებ წამოხტა ფეხზე და ოთახიდან გავარდა. გამარჯვება მახარებდა მაგრამ რომ წავიდა ეგ მეწყინა.
-იცის ხოლმე-გავამართლე ღიმილით მისი საქციელი.
არ ვიცი შემთხვევითობა იყო ის თუ არა რომ სანდრო ჩემს გვერდით დაჯდა, რომ რამდენიმეჯერ ხელი ხან ჩემს ფეხზე მოუხვდა, ხან ხელზე და ხან თმაზე. თუმცა ვიცოდი რომ კარგი არაფრისკენ უმიზნებდა. ველოდი დათას, ყოველ წუთს ველოდი, ვნანობდი რომ მის საეჭვიანოდ ეს გავაკეთე, იქნებ ეს სანდრომ გამოწვევადაც ჩათვალა.
-რაღაც ჰაერი არ მყოფნის, უკაცრავად-ჩავილაპარაკე მე და ეზოში გავედი, დათა იქ არ იყო. ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო.
-დათა-შევბრუნდი მე მაგრამ ღიმილი სახეზე შემაცივდა. სანდრო იყო.
-არ მითხრა რომ ეს ყოველივე მხოლოდ ქმრის საეჭვიანოდ გააკეთე, ნუთუ შენნაირ ქალს ყურადღება აკლია-მითხრა ირონიული ღიმილით და თან ხარბად ამათვალ-ჩამათვალიერა.
-ძალიან ლამაზი ხარ-დაამატა მან და სახე სახესთან მომიახლოვა, ქარმა დაუბერა და გაშლილი თმა სახეზე ამეფარა. ის შეკრთა. მე დრო ვიხელთე და ტყისკენ გავიქეცი. ყველგან ფეხი მისრიალებდა, გზა ამებნა მაგრამ არ ვჩერდებოდი, მეშინოდა, ძალიან მეშინოდა... უცბად ფეხი ტალახში გამიცურდა, ქვიანი ზედაპირი ჩატყდა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და დაბლა ჩავვარდი. დრო ვიხელთე და მიწაში გამოშვერილ დიდ ფესვს ხელი მოვჭიდე.
-მიშველეთ-დავიყვირე ბოლო ხმაზე და ჩემდაუნებურად დაბლა ჩავიხედე. ჯურღმული... აი რა მელოდა წინ.
-მიშველეთ... ღმერთო... დამეხმარეთ-ვყვიროდი ისტერიკულად მაგრამ არავინ არ მოდიოდა. უიმედობაში დავიკარგე. ხელებში ძალა დამეკარგა მაგრამ ფიქრის უნარი არ დამიკარგავს. გამახსენდა ჩემი ლამაზი ოჯახი რომელიც იმ ქვეყნად მელოდა და ის იყო ხელი კინაღამ გამეშვა რომ თვალწინ დათა წარმომიდგა. ხელი მაგრად ვტაცე ფესვს და კიდევ ერთხელ დავიყვირე.
-მიყვარხარ დათა, მიშველე გთხოვ, დათა!-ისევ სიჩუმე, ავისმომასწავებელი სიჩუმე. ღმერთო რა მეშველება.
-მე ხომ ისიც არ მითქვამს როგორ მიყვარს-ჩავიჩურჩულე და ხელი ვუშვი ფესვს, ამ წამებში ვიღაცამ ძლიერად ჩამკიდა ხელი და ჩემს ზემოთ აწევას შეეცადა. მაღლა ავიხედე და დათა დავინახე.
-დათა, შენ მოხვედი-ჩავიჩურჩულე მე და თვალები სიხარულისგან გამიბრწყინდა.
-ნიტა, საყვარელო ეცადე კისრამდე მომწვდე და ხელები მომხვიო, მიდი ჩემო პატარა ქალბატონო-მამხნევებდა თვალცრემლიანი და სასუწარკვეთილი დათა და ცდილობდა რაც შეიძლებოდა დამხმარებოდა.
-არაფერი გამომდის-ისევ ავტირდი მე-მიყვარხარ დათა, ყველასა და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, დიდი ხანია შენ მიმართ გრძნობები გამაჩნია მაგრამ ვერ ვამბობდი. მაპატიე... შენს გასახარებლად ეს სამი სიტყვაც კი ვერ წარმოვთქვი.
-ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს...-ჩაიჩურჩულა დათამ.
-ხო დათა, აქედან ვერ ამოვალ, სხეულში ძალა მელევა, იქ ჩავვარდები-პანიკურად გავიშვირე ხელი დაბლა.
-მეც მიყვარხარ ნიტა მაგრამ ახლა ამ სიტყვების გააზრება არ შემიძლია, თავს ძალა დაატანე საყვარელო, აი ფეხი მაგ ქვაზე დადე, ეხლა ხელი მომხვიე, მიდი... მიდი-სასწრაფოდ ვასრულებდი მის მითითებებს და ბოლოს როცა ფეხქვეშ მიწა ვიგრძენი გახარებული ჩავეხუტე დათას.
-მიყვარხარ დათა.
-მე უფრო.
-არა მე.
-კარგი რა ნიტა ძვლივს დაუძვერი სიკვდილს კლანჭებიდან და სიყვარულშიც ასეთი ჯიუტი როგორ უნდა იყო, იცოდე ეხლა ჩემი ხელით გისვრი იმ ჯურღმულში-სიმწრის ოფლი მოიწმინდა დათამ და გაეცინა.

............................................
აბა შევასრულე პირობა? იმედია ბევრი არ ინერვიულეთ, თავიდანვე დაგეგმილი მქონდა რომ არ ერთს არ მოვკლავდი, აბა ჩემს ნიტას და დათას გავიმეტებდი?! არამც და არამც. შემდეგი თავი იქნება დასასრული. შემიფასეთ ნამუშევარი.



№1  offline მოდერი sopiko

პ.ს.ვისაც უნდა ჩემთან დაკავშირება ან ახალი სიახლეების ნახვა შემოდით ჩემს ფეისბუქზე, მომძებნეთ შემდეგი სახელით ''სოფიკო კობლიშვილი''. love

 


№2  offline წევრი რახელი

ძალიან კარგი იყოო ჩემო საყვარელოო ნამდვილად გაამართლე ჩემი იმედიი..ველოდები შემდეგ თავს და ცოტა გული მწყდება რომ უნდა დასრულდეს.

 


№3  offline მოდერი sopiko

რახელი
ძალიან კარგი იყოო ჩემო საყვარელოო ნამდვილად გაამართლე ჩემი იმედიი..ველოდები შემდეგ თავს და ცოტა გული მწყდება რომ უნდა დასრულდეს.

ჩემო ძვირფასო და ერთგულო მკითხველო love დღეს მინდოდა წინასწარ დამეწერა დასასრული მაგრამ ვერ ვასრულებ wink არ ვაპირებ მიფუჩეჩებას ზუსტად არ ვიცი დავასრულებ თუ არა... დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ არ გეზარებოდა ორი სიტყვის დაწერა და ჩემი გახარება ამ ისტორიის თითოეულ თავზე smile

 


№4  offline წევრი cancara

Rapatara tavebs deb gogo

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

რა პატარა თავებია არ მყოფნის რა ოოოოოო

 


№6  offline წევრი lonelygirl123

ვაიმე რა ძალიან კარგი ხარ კულმინაციამდე შემოვინახე კომენტარიი მანამდე თავს ვიკავებდი აი მართლა ძალიან კარგი ხარ და ისე შემაყვარე თავი გელოდები მოუთმენლად არ დააგვიანოო მალეც ნუ დაამთავრებ რაა თორე ვერ შეველევი :(

 


№7  offline მოდერი sopiko

cancara
Rapatara tavebs deb gogo

lalita
რა პატარა თავებია არ მყოფნის რა ოოოოოო

ვიცი რა ძნელია ლოდინი და მერე პატარა თავი მაგრამ თქვენ რომ კითხულობთ და არ გყოფნით, მე ვწერ და დრო არ მყოფნის wink ისტორიას ვამთავრებ და ვერ შეგპირდებით გავზრდი მეთქი...

lonelygirl123
ვაიმე რა ძალიან კარგი ხარ კულმინაციამდე შემოვინახე კომენტარიი მანამდე თავს ვიკავებდი აი მართლა ძალიან კარგი ხარ და ისე შემაყვარე თავი გელოდები მოუთმენლად არ დააგვიანოო მალეც ნუ დაამთავრებ რაა თორე ვერ შეველევი :(

დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო love აი არ იცი შენმა კომენტარმა როგორ გამახარა smile სამწუხაროდ შემდეგ თავში ვასრულებ მაგრამ მალე ახალ ისტორიას დავიწყებ და იმედია ისიც ასე შეგიყვარდება smile

 


№8  offline წევრი coco girl

ძეეძააა ჩემი მოთხრობის სახელი ვიპოვე აქ :D ჯიუტი თხა :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent