შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიგითი საქმე, N101 (3)


31-05-2015, 18:13
ავტორი N7
ნანახია 3 729

ბათუმს რომ მიაღწიეს, ქეთამ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
–არ მოგბეზრდა ამის დევნა? – ხმა ჩახლეჩვოდა.
–მე არ დავსდევ, – გაკვირვებულმა, ნიშნისმოგებით წამოიძახა მარიამმა.
–ზღვისკენ გადაუხვიე სანამ უკან ხარ, – მიანიშნა ხელით სად უნდა ჩაეხვია და გოგომაც სწრაფად აღასრულა ბრძანება. – მე აქ ჩამოვალ და თქვენ ამ გზით წადით სასტუმროში, ხო იცი მისამართი?
–აქ არ დაგტოვებ, – მკაცრად, ლამის ერთხმად ჩაილაპარაკეს ანიმ და მარიამმა.
–შენ გაჩუმდი! – გააჩუმა ანი და მერე მარიამს მიუტრიალდა. – ს არ ვაპირებ, წადი! – კი არ უთხრა, უბრძანა, შეტრიალდა და ნელი ნაბიჯებით გაშორდა მანქანას.
–არ დატოვო რა, – შეეხვეწა ანი და მისი აწყლიანებული თვალები სარკიდანაც გამოჩნდა.
–ცოტა ხნით განმარტოვება სჭირდება, ანანო, არ ღირს, თორე კი არ მეზარება...
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია გოგონამ და ტელეფონს ჩააჩერდა ისევ. დიდხანს უყურა და გამორთო, რადგან ძრავიც გამოირთო მანქანის და აშკარა იყო, რომ მოვიდნენ.
ძალიან კარგი სასტუმრო ექირავებინა ქეთას. ის ამ საქმეში ნამდვილი პროფესიონალი იყო, რადგან გემოვნებას არასდროს უჩიოდა და არჩევანის საშუალებაც მუდამ ქონდა. სანამ მარიამი გართული იყო ტანსაცმლის ერთ ჩემოდანში მოთავსებით, მანამდე ქეთამ ყველაფერი მოაწესრიგა წინა დღეს და ახლა მზამზარეულზე მოვიდნენ.
მარიამის მახვილ თვალს არ გამოპარვია იქვე, ახლოს დაპარკინგებული უკვე ნაცნობი მამაკაცის ასევე ნაცნობი მანქანა და „რაღა ესო“ გაიფიქრა. სასტუმროს პერსონალს საბუთები მოაწესრიგებინა, ფული გადაუხადა და თავიანთი ნომრებისკენ აიღეს გეზი ანიმ და მარიამმა.
სანამ ამოალაგ–ჩაალაგეს პირადი ნივთები და ტანის სამოსი, მანამ ღამემაც მოუწიათ. მარიამს ქეთას მარტო დატოვება ენერვიულებოდა, მასზე მეტად კი ანი ღელავდა. და მის გამო დარჩა უზარმაზარ ტალღებთან ამ შუაღამით, როგორ არ უნდა ენერვიულა? დიდი ხანი იცადა და ბოლოს კარზე კაკუნმა შეაკრთო. იმის იმედით, რომ ქეთა იქნებოდა, გააღო, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ გაუცრუვდა იმედები, როცა მარიამი დაუხვდა ზღურბლს იქით.
–მშვიდობაა? – კითხა სასხვათაშორისოდ და ქეთაზე პასუხის მოლოდინში გაისუსა.
–კი. შემოვალ? – მუდარის ტონით უთხრა და სანამ პასუხს მიიღებდა, მანამ შევიდა ნომერში და საწოლზე დაჯდა. – მისმინე, ანი, იურიდიულთან შეთავსებით ფსიქოლოგიის კურსებზეც დავდიოდი და ვცნობ ადამიანებს, ასე თუ ისე. გინდა ვისაუბროთ?
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია გოგონამ.
–წამო, გარეთ გავიდეთ, კარგი ვერანდა აქვს სასტუმროს..
მართლაც ძალიან მაგარი ვერანდა ჰქონდა. პირდაპირ უყურებდა სანაპიროს, თანაც მეხუთე სართულზე, უკანასკნელ სართულზე იყვნენ და სასაუბროდაც არავინ და არაფერი შეუშლიდათ ხელს.
–გეტყობა, რომ დამწუხრებული ხარ. – დაიწყო მარიამმა.– შენ თავს ნუ დააბრალებ ნურაფერს რა. ორიენტაცია ისეთი რამეა არ არის ჩვენზე დამოკიდებული. არც ის არ ტეხავს, რომ გოგოები მოგწონს, მერე რა? უბრალოდ ქეთასთვის კი არა, ნებისმიერისთვის იქნებოდა რთული გადასახარში ეს ამბავი. ჭკვიანი გოგოა ქეთა და კარგად იქნება, ნუ ნერვიულობ, – ზურგზე ნელა დაუსვა მეგობრულად ხელი და გაუღიმა.
–არ მინდოდა ასე უცბად მიმეხალა, უბრალოდ სხვანაირად არ გამოვიდა, – ამოიხვნეშა ანიმ.
–კარგი გოგოა? – ღიმილით ჰკითხა და იქვე მდგარ სავარძელში ჩაესვენა.
–იდეალურია, – თავადაც გაუღიმა და ერთ წერტილს მიაჩერდა. – კაკისთან რომ ვიყავი, ჩამოუყალიბებელი, მეგობრებს აყოლილი გოგო ვიყავი. ვერ ვაცნობიერებდი იმდენს, რომ ჩემთვის არ იყო კაკი შექმნილი და არც მე ვიყავი მისთვის, უბრალოდ ასე გამოვიდა რა... როცა მივხვდი, არ ამიხსნია მისთვის არაფერი, უბრალოდ ვუთხარი, რომ აღარ მსურდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება და წამოვედი. მაშინ პირველად გავაცნობიერე, რომ კაცების საქმეში არ მეხედებოდა და გოგოები მიზიდავდნენ. ვაკვირდებოდი მათ და მათში ვეძებდი იდეალურს და არა მამაკაცებში. არ შემეძლო მეთქვა ქეთასთვის მაშინ ეს ყველაფერი, რადგან თავადაც არ ვიყავი დარწმუნებული და არ მჯეროდა საკუთარი თავის. ახლა კი ვიცი, ზუსტად ვიცი და ხელსაყრელი მომენტის ჩაგდება მინდოდა ხელში, რომ მეთქვა, მაგრამ არც თუ ხელსაყრელში გამომივიდა... – გაეცინა და მის სიცილში არ იგრძნობოდა მხიარულება, ბედნიერება, პირიქით – ყველაზე მწარე ღიმილი იყო, რომლისთვისაც ოდესმე შეეხედა მარიამს. – ქეთა ჩემი სულის ნაწილია. მახსოვს როგორ ზრუნავდა ჩემზე, როგორ ვუყვარდი, სულ მეთამაშებოდა. შვიდი წლის ბავშვი ამაკონწიალებდა ხოლმე ორი წლის ვირს და ისე დამატარებდა, თითქოს მშობელი დედა ყოფილიყოს. მაშინაც ვხვდებოდი და ახლაც ვხვდები, რომ სიგიჟემდე ვუყვარვარ და არ მინდა ეს სიყვარული გაანელოს იმ ფაქტმა, რომ მე ის არ ვარ, ვინც მას ვგონივარ... – ამოიხვნეშა და დაცვარულ სახეზე თითები გადაისვა.
–არასდროს განელდება ჩემი შენდამი სიყვარული და მითუმეტეს იმის გამო, რომ გოგოები მოგწონს, – გაისმა ქეთას ხმა და მომენტალურად მიტრიალდნენ ანი და მარიამი მისკენ.
ქალი კაკის კისერზე ჩამოკიდებოდა და მაინც ირწეოდა. თუმცა მისი სიტყვების რეალურობაში წამით ვერ შეიტანდით ეჭვს, რადგანაც გულიდან იყო წამოსული, გული კი, მოგეხსენებათ, არ თვრება.
–ჯანდაბა, ქეთა, მაპატიე! – წამოიყვირა ანიმ და დას ჩაეხუტა.
თითქოს ქეთა არ ეყოფოდა მამაკაცს, რომ ეკონწიალებოდა, ანიც დაემატა და ძლივს დაიჭირა ორივე.
ალბათ, კიდევ დიდხანს იდგებოდნენ ასე, გახევებულები, ერთმანეთს აკრულები, რომ არა მარიამის ხმა.
–ქეთ, დაწექი წამო, ცოდოა კაკი.
ნელა შეუცურა დაქალს წელზე ხელი და ოთახისკენ წაიყვანა. ბარბაცით ძლივს მიაღწია საწოლამდე და გაგუდულს დაეძინა. ანი გვერძე მიუწვინა და ნომრიდან გავიდა, კაკიც გაჰყვა. კარი გაიკეტეს თუ არა, მარიამი მამაკაცისკენ ნელა მიტრიალდა და გაუღიმა. უნებურად დაუარა ორივეს სასიამოვნო ჟრუანტელმა.
–დიდი მადლობა,რომ მოიყვანეთ, – ღიმილითვე უთხრა.
–მადლობა არ მიიღება, – ნიშნისმოგებით წამოიძახა რამდენიმე წამის პაუზის შემდეგ ფიფიამ.
–აბა? – გაკვირვებით აზიდა ცალი წარბი ზემოთ.
–ძალიან მშია, – დამტკიცების ნიშნად მუცელთან ხელი ჩაიტარა.
–ჩაბრძანდით ბუფეტში და ჭამეთ, – შეუღრინა ქალმა.
–ბუფეტი არ მაწყობს, არ მიყვარს ეგეთი ადგილები.
–ჩვენ ბოდიშით, – გააჯავრა მარიამმა.
–გინდა თუ არა, რომ მადლობა გადამიხადო? – გამომცელად შეხედა მამაკაცმა.
–გადაგიხადეთ უკვე, – ცხვირი აიბზუა, რადგან მიხვდა ცუდად ჰქონდა საქმე სხვა შემთხვევაში.
–კი, რომელიც არ მივიღე, – ღიმილით უთხრა.
–თქვენი პრობლემაა! – წამოიყვირა აბრაზებულმა და მკერდთან გადააჯვარედინა ხელები.
–წამოხვალ რესტორანში? – არ დააყოვნა ფიფიამ.
–რა მინდა ამ შუაღამით რესტორანში? – გაიკვირვა ქალმა ისე, თითქოს უკანასკნელი პროვინციელი ყოფილიყოს და ჯერ არ იყოს ნამყოფი რესტორანში ასე გვიან.
–დიეტაზე ხარ? – არ დააკლო უკმაყოფილება და გაკვირვება მამაკაცმაც.
–როგორ მიხვდით?
–კარგი, მაშინ მე შევჭამ და შენ მიყურე, – გაეცინა კაკის.
–ოქეი, – მოუჭრა და გასასვლელისკენ აიღო გეზი.
კაკის ყველაზე მეტად ეს საქციელი გაუკვირდა მარიამისგან, მაგრამ არ შეიმჩნია და კარში გაუსწრო. თავისი მანქანისკენ წავიდა და უკან ჩამოიტოვა მარიამი. ის იყო კარი გახსნა და უკან მიიხედა, რათა ჩასაჯდომად მიეპატიჟა ქალი, არავინ დაუხვდა იქ.
–სერიოზულად? – დაიღრიალა მწყობრიდან გამოსულმა და იმდენად ძლიერად მიხურა კარი, რომ სიგნალიზაციას ინსტიქტები აღუძრა. – მარიამ, არ გაპატიებ! – თითქმის თავისთვის დაიჩურჩულა მუქარის ტონით, მძღოლის სავარძელისკენ წავიდა, ჩაჯდა და სწრაფად დაძრა მანქანა.

მარიამის გეგმა სისრულეში მოვიდა და სიამაყით შეწვა საწოლში. ალბათ, ამ დღეს ყველაზე კარგად დაეძინებოდა, თავისი თავით ამაყს. აზარტში შესულს ჩაეძინა კიდეც, მაგრამ მტერს არ უსურვებდა იმ შიშს, რომელიც მან განიცადა, როცა ბურანში ჩაესმა კარის ხმა და უკვე გამოღვიძებულმა, მისკენ მომავალი ფიფია დაინახა, რომელიც ლამის ცეცხლს ყრიდა გაბრაზებისგან და მისი ნელი ნაბიჯებიც ერთს ამბობდნენ: „არ გირჩევდით ამ სითავხედესო“.
–ბატონო კაკი, აქ რას აკეთებთ? – იკითხა დამფრთხალმა და საწოლის კიდისკენ გაცურდა.
მამაკაცი ხმას არ იღებდა.
–აქ რას აკეთებთ–მეთქი! – დაიყვირა შეშინებულმა.
ისევ აიგნორებდა მის კითხვას მამაკაცი და ნელა მიიწევდა ქალისკენ.
–რას აკეთებთ აქ? – უკვე ჩურჩულით თქვა და ფეხზე წამოხტა.
კაკი შედგა, რამოდენიმე წამით მთვარის შუქით განათებულ ქალს დააკვირდა, სხივები მის სხეულს ეცემოდნენ და ოთახში სასიამოვნო ელფერს ფანტავდნენ. მერე გონზე მოვიდა, დღევანდელი შეურაცხყოფა გაახსენდა და ისევ მოედო სიბრაზის ალი.
–შენ რა გააკეთე დღეს? – იკითხა ისეთი ხმით,რომ ქალს გააჟრიალა.
ახლა მარიამი ვეღარ იღებდა ხმას. მისი სული სპილო იყო, რომელიც უკვე მეორედ, ჭიანჭველად ქცეულიყო. კაკი საოცარ იმპულსებს გზავნიდა მასში და რატომ უწევდა იგნორს მისნაირ მამაკაცს, როცა შეეძლო აყოლოდა, ღვთის საჩუქარი გაეთავისებინა, ახლა მაინც ხომ აღარავინ იყო ამის წინააღმდეგი, მაგრამ მდინარის საპირისპირო მხარეს ყოფნას ამჯობინებდა და ვერც კი ხვდებოდა რამხელა საფრტხეს უქმნიდა თავის თავს.
მამაკაცის სუნთქვას უკვე ძალიან ახლოს გრძნობდა. გახურებულიყო და ურითმოდ იფრქვეოდა, ჰაერს ერეოდა. მარიამის სხეულში გაუჩერებლად, ქაოსურად დარბოდნენ ჭიანჭველები და სასიამოვნოსთან ერთად უსიამოვნო იმპულებს უგზავნიდნენ ნერვულ სისტემას.
–მაპატიეთ, – ამოიკვნესა ძლივს გასაგებად მაშინღა, როცა მამაკაცმა მანძილი საკმაოზე მეტად შეამცირა და მის სახეს უკვე ძალიან ახლოს ეფრქვეოდა სასიამოვნო ჰაერი.
–უპატიებელია, – უარყოფის ნიშნად თავი გააქნია კაკიმ. – შენ რომ წიკები გჭირს, ყველას ჩაცხრობა უნდა.
მარიამმა იგრძნო სასმლის მძაფრი სურნელი, როდესაც კაკი ალაპარაკდა და მაშინღა მიხვდა, გააცნობიერა, თუ რამხელა შარში გაჰყო თავი.
–გთხოვ, მაპატიე, გთხოვ! – დაიჩურჩულა და ეცადა მამაკაცის მკლავებიდან თავი გამოეხსნა, რადგან მარწუხებივით შემოხვეოდნენ ძლიერი ხელები მის კისერს და ძალიან ახლოს იზიდავდნენ სხეულისკენ.
–უპატიებელია–მეთქი, – „ვირზე შეჯდა“ მამაკაცი.
ყველაფერთან ერთად ვნებაც შერეოდა, სასმელს მიეტანა მასთან ჩაუცხროელი ვნება და მას ჩაცხრობა სჭირდებოდა, რომლისთვისაც გამოსადეგარი ადამიანი წინ ედგა. ახლა თუ იმას გააკეთებდა, რასაც გონება კარნახობდა, ერთი გასროლით ორ კურდღელს დაიჭერდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ფანტაზიას იქმნიდა ბატონი ფიფია, რადგანაც ბოლომდე ეგონა, რომ ეს ხერხი დასჯის საუკეთესო საშუალება იყო.
–არ გინდა, კაკი, არ გინდა, – ამოიკვნესა ღონეგამოცლილმა მარიამმა და მამაკაცი მის გემრიელ ტუჩებს გაშმაგებული დააცხრა.
გახევებული იდგა ქალი, კედელს აკვროდა და ორივ მხრიდან უძლიერესი ბარიერი ექმნებოდა, რომლის გადალახვა, უბრალოდ, არ შეეძლო. ვერ ახერხებდა აყოლოდა კაცს. წამწამები სიძლიერით მიეერთებინა ერთმანეთისთვის და მომუშტული ხელები ტკივილს ვერ აგრძნობინებდა.
ვერ დაითვალა რამდენი ხანი იდგა ასე, კედელს აკრული და მეორე მხრიდან რამდენი ხანი ეკვროდა მის სხეულს კაკი, მაგრამ რამოდენიმე წუთი საუკუნოდ გაიწელა მისთვის. როდესაც შვება იგრძნო და თავისუფლება თავისი ტუჩების, სწრაფად გაახილა თვალები და ოთახს მოავლო მზერა. აშკარად წასულიყო მამაკაცი. ღონეგამოცლილი დაიძრა საწოლისკენ და კიდეზე ჩამოჯდა. ტუჩებთან თითები მიიტანა და რამოდენიმეჯერ დაისვა. ახლაღა მიხვდა, თუ რამდენად გემრიელ ბაგეებს ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლით იყო გაჟღენთილი. მიხვდა და მუცელში თითქოს პეპლები გაეშალნენო. გაბრაზებულსა და დაბნეულს ორიოდ წუთის წინ, არ დასცალდა გააზრება და სხვა, თუმცაღა ახლა გაიაზრა, რომ ბატონი ფიფია სასწაული მამაკაცი იყო და მისი გაბრაზება არ შეიძლებოდა, ნუ ზომიერად კი, თუ სულ ასე გემრიელად დაუკოცნიდა ტუჩებს.
____________________________________
დიდ თავს შეგპირდით და ვეცადე, ეს არის რაც სიჩქარეში გამომივიდა. იმედის ვიტოვებ "თლა" საშინელება არ არის, რადგან გადაკითხვას ვერ ვახერხებ, დროში ვიწვი.
მიყვარხართ მე თქვენ და დიდი მადლობა იმხელა სითბოსთვის, რომელიც თქვენიდან მოდის!



№1  offline წევრი lamazmani

პირველი ვარ საშიელება კი არა ფანტასრიურია ძაან მომწონს მარა თავები რამხელაც არ უნდა იყო მაინც არასდროს მყოფნის რადგან ძაან მომწონს და არასდროს მომბეზრდება ამის კითხვა ისე კაი დიდი თავია თან კაი უმაგრესი გოგო ხარ მიყვარხარ love love love

 


№2  offline წევრი Ignifex

რა აღვირახსნილია ბატონი ფიფია,უჰუჰ :დ თუმცა,ჯერ სად ვარ:დ მომწონს ძალიანნ და ველი შემდეგ თავს <3

 


№3  offline წევრი N7

lamazmani
პირველი ვარ საშიელება კი არა ფანტასრიურია ძაან მომწონს მარა თავები რამხელაც არ უნდა იყო მაინც არასდროს მყოფნის რადგან ძაან მომწონს და არასდროს მომბეზრდება ამის კითხვა ისე კაი დიდი თავია თან კაი უმაგრესი გოგო ხარ მიყვარხარ love love love

მეც,მეც! უთბესო❤❤
Ignifex
რა აღვირახსნილია ბატონი ფიფია,უჰუჰ :დ თუმცა,ჯერ სად ვარ:დ მომწონს ძალიანნ და ველი შემდეგ თავს <3

უფუფ დიდი მადლობა საყვარელო❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline მოდერი D-roni

ძაალიან კარგი გოგო ხარ შენ love ნეტა ესეთი საშინელება გამოგივიდეს ყველა თავი უკმაყოფილო არ ვიქნები wink love ველი მორიგ უფრო "საშინელ" თავს love

 


№5  offline წევრი N7

D-roni
ძაალიან კარგი გოგო ხარ შენ love ნეტა ესეთი საშინელება გამოგივიდეს ყველა თავი უკმაყოფილო არ ვიქნები wink love ველი მორიგ უფრო "საშინელ" თავს love

დიდიდიდიდიდი მადლობა საყვარელოო love საშინელი რა გითხრა, კარგს ვეცდები wink
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent