შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მალბოროსთან წასაკითხი არაბანალური ისტორია(2)


31-05-2015, 22:42
ავტორი sani24
ნანახია 1 675

ათი დღე მაინც იყო იმ დღის მერე გასული, მაგრამ ქეთოს გონებიდან 1 წამითაც არ ამოშლილა შავი თვალები, დილის ოთხ საათზეც კი, როდესაც ჩაშავებული უპეებით იჯდა და ბიოლოგიის წიგნის 109-ე გვერდს ჩაჰყურებდა, ათასობით სიტყვის წიაღში იმ საოცნებო ღიმილს ხედავდა, როდესაც ვერ იძნებდა უცნობის ხმის ტემბრს იხსენებდა და იმწამსვე ტკბილად, გაღმებულს ეძინებოდა.
ვის ახსოვდა ვატო? ძაან ბევრ გოგოს, მაგრამ ქეთოს ნამდვილად არა, უი სულ დამავიწყდა, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.
აგვისტოს 24 იყო, 35 გრადუსი სიცხით.
სკოლასთან, ჩრდილშ იდგნენ ქეთო, ნინი, ანა და ნიცა. უცბად ყველას მზერა გარდა ქეთოსი ვიღაცამ მიიპყრო, ქეთო სადღაც ოცნებებში უცნობის გიშერის თვალებში იყო ჩაკარგული, როდესაც ნინის ხმა გაიგო:
-ქეთო არც გაბედო და პანიკა არატეხო, ვატოა კიბეებთან კატოსთან ერთად, წავიდეთ ჯობია ხო?
ქეთო გამოხიზლდა, და შავი თვალების სიღრმიდან წამის სიზუსტეში ამოყვინთა, იქ ვატო იდგა სულ რაღც 5 მეტრში, თავის მორიგ სათამაშოსთან ერთად და უცბად ისევ ისე გადაყვა ამ ბიჭზე ოცნებას, 5 წამი გაუნძრევლად იდგა, შემდეგ კი ცივი სახე არც კი შეუცვლია ისე გადახედა გოგოებს:
-წადით თქვენ მე ვატოს ვნახავ, უხერხულია და მერე გაკვეთილზე წავალ.
-იცი მგონი არააა აუცილებელი ხო?!
-წადით თქვენ, გნახავთ ხვალ საღამოს.
ქეთო პირდაპირ ვატოსკენ წავიდა, ერთი ჩაისუნქა და როგორც შეეძლო ისე ბუნებრივად გაიღიმა:
-ვატო როგორ ხარ?
-ვა ქეთოო არ შეილება მემგონი ასე ადამიანების დავიწყება, გასუქდი ხო?
დამცინავი სიცივით შეხვდა ვატო ქეთოს.
-ხო შეილება, რაგინდა აქ?
წყენა, იმედგაცრუებაა და ნატეხებად დაქუცმაცებუი გულის არცერთი ნატეხი არ შეუმჩნევია ქეთოს, ისევ ისე მაქსიმალურად ბუნებრივი ცივი ღიმილით უყურებდა ვატოს და მისზე მიხუტებულ კატოს.
-ჩემი გოგოს სანახავად მოვედი.
-ხოო... გამიხარდა შენინახვა
-ხო მეც
არ ჰქონდა ვატოს სიტყვა დამთავრებული როცა ნაცნობი, ხმა გაიგო და მთელ ტანში დენმა დაუარა კატოს, ცივ სახეზე თვის განმავლობაში პირველად შეეცვალა მიმიკა.
-მალბორო გოლდიანი და ლამაზ ღიმილიანი გოგო, კაკრას მშვენიერი დამთხვევაა, უკვე მეშინოდა, რომ ეს სანთებელა სულ ჩემთან იქნებოდა.
ქეთოს წინ ის სიზმრების და გონების გადამკეტველი უცნობი იდგა და ეს იყო შემთხვევა, როდესაც ვატო აღმოჩნდა ყველაზე უკანასკნელ, უაზრო და არასასურველ პლანზე.
-უი, არა არაუშავს, მე ნამდვილად არ ვგრძნობ რაიმე სახის დანაკლისს და არანაირად არაა საჭირო 30 თეთრიანი სანთებელას დაბრუნება.
ქეთომ ისე გულწრფელად და თბილად გაიღიმა, ისე გაიღიმე როდესაც მაშინ, პირველად ვატომ უთხრა რაღაცნაირად ლამაზი ხარ დღესო, ხო ასე იცოდა ვატომ-რაღაცნაირად ლამაზი ხარ დღეს. ოღონდ ასე „რაღაცნაირად ლამაზი“ იყო ყველა გოგო ვატოს ირგვლივ.
-შანსი არაა, ხომ გითხარი რამეს თუ ვიჩუქებ მატერიალური ნამდვილად არიქნება.
და გაიღიმა და ღმერთო როგორ გაიღიმა, ისევ გადაყვა ქეთო ამ ღიმილს და ისევ მის გამო დაიბადა სულ თავიდან. ჯიბიდან ფირუზისფერი სანთებელა ამოიღო და ქეთოს გაუწოდა, ეს ვატოს ნამდვილად არ გამოპარვია, „არანაირ დანაკლის არ ვგრძნობო? და როგორ უღიმის, არამგონია ამხელა ბიჭმა ქეთოს დაკერვა დაიწყოს, 20 წლის მაინც არიქნება?!“ ფიქრობდა ვატო. ქეთომ სანთებელა გამოართვა.
-მართლა არ იყო საჭირო რა, კარგი მადლობა წავედი მე, ნახვამდის.
დაემშვიდობა ქეთო სამივეს ის ისიყო,რომ უნდა გატრიალებული და წასულიყო უცბად იგრძნო როგორ მოკიდა უცნობმა ხელზე ცივი ხელი, მაგრამ საოცარმა სითბომ დაუარა მთელ სხეულში და დაიბნა ისე როგორც არასდროს, გაკვირვებულმა შეხედა ნახშირივით შავ თვალებს.
-რაიმე შანსი მაქვს იმის, რომ ამ პასუხისმგებლობის გამოხატულებასა და კეთილსინდისიერ ნაბიჯს დამიფასებთ?
-დაფასებაში რას გულისხმობ?
-მხოლოდ ჩაის დასალევად მეწყვილეობის გაწევას.
ისეთი უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, როგორიც მაშინ არის ხოლმე, საშნელ ხუმრობას, რომ მოყვები და უბრალოდ არავის ეცინება. ვატო ოდნავ გაოცებული შეჰყურებდა ხან უცნობს ხან კი სახე წაშლილ ქეთოს რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ სადამდე უნდა ჰქონოდა უცნობს ხელი ჩაჭიდებული და როგორ აეყვანა თავი ხელში. ერთი ამოისუნთქა და ნელი ტონით უთხრა:
-არამგონია შევძლო ჩაიზე პარტნიორობის გაწევა, აი ყავაზე კი სიამოვნებით.
უცნობმა ნახევრად ჩაიღიმა და ღმერთო ეს უფრო დამატყვევებელი იყო ვიდრე მისი ღიმილი, საოცარად დამაბნეველი, თითქოს პირდაპირ გეუბნებოდა-„ხომიცი რო არ შემეწინააღდეგები რა საჭიროა ეს უაზრო ქარაგმები?!“ ქეთოს ხელი გაუშვა და წინ გაუძღვა, ხოლო ვატო? ვატო დარჩა თავის მობეზრებულ სათამაშოსთნ ერთად, ხო სულ რაღაც 73 წამის წინ რო მობეზრდა იმ სათამაშოსთან ერთად, უცნაურად გრძნობდა თავს, თითქოს რომელიღაც მაღალი საფეხურიდან ჩამოსვეს და მაგრად შემოულაწუნეს სახეში.
* * *
-ხო ლევანი ქვია, არა, ღმერთო მხოლოდ ყავა დავლიეთ, უფროსწორად მე ყავა, იმან ჩაი. არა გვარი არ ვიცი, არა არც ნომერი არუ დაუტოვებია, კი ვკითხე, სამსახიობოზე, ასაკი არმიკითხავს, მაგრამ მეორე კურსზეა, ღმერთო ნიცა არათქო, მე მასწავლებელთან წავედი, ის არვიცი ალბათ სახლში, ვაიმე რამნიშვლებოააქვს?? კაი კაი ვსიო გვეყოს, ან ვნახავ კიდე ან არა. სხვათაშორის ძაან განათლებულია და ფიქრობს, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ, მაგრამ იცი რამითხრა?! ხელოვანად უფრო გხედავო, მაგრამ მაინც სწორად იქცევიო. დედა მოვიდა, კაი ხო, გკოცნი.
-ოჰ ქეთო და იღიმის?! რამოხდა წონაში დაიკელი თუ რომელიმე შენმა მასწავლებელმა ფეხი მოიტეხა?
-გადასარევი იუმორის შეგრძნება გაქვს დედა.
-რგორც ჩანს სარკაზმის ოდნავ დახვეწას ცდილობ, კარგია წინსვლა ჩანს.
-დღეს ერთმა ბიჭმა ყავაზე დამპატიჟა.
-ხო აი ბიჭების დრო გაქვს ზუსტად, კიდევ კაი შენ ჭკუა სუსტ დაქალებს არ გავხარ და ყველა ბიჭს აქეთ იქით არ დაყვები, რამდენისაა რას საქმიანობს?
-აღანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.
სახე ჩაუქრა ქეთოს, აღანაირი მნიშვნელოვა აღარ ჰქონდა იმას რაც 5 საათის უკან მოხდა, დედის ნათქვამ მწარე სიტყვებს უფრო დიდი ძალააქვთ ვიდრე სარკეებს...



№1  offline წევრი ფსიქო.13

momwons ragacnairad,chemma sayvarelma sigaretma miiqcia yuradgeba,ogond me shavs vamjobinebdi... dasaxvewia,magram gaagrdzele,kargi xar. :)
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი Anka.11

Dzaan magariaa ❤️❤️ Gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent