შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელი დასასრული , დასასრული! ! !


1-06-2015, 15:06
ავტორი flightless bird
ნანახია 3 612

ქეთი ლაგებას შეუდგა, ნიკამ გადაწყვიტა ამ სანახაობით დამტკბარიყო, ლუდი მოიმარჯვა და დივანზე ჩამოჯდა. უწმაწური რეპლიკბი აქაც არ დავიწყებია, ქეთის ნერვები ეშლებოდა, თუმცა ყველანაირად ცდილობდა არ შეემჩნია. მალე ეშველა გოგონას, სახლში ნიკას და დაბრუნდა... ქეთი მაშინვე მიხვდა, რომ უხასითოდ იყო...
-თეკლა მოხდა რამე?!
გოგონა ფიქრებიდან გამოერკვა, სახეზე შიში დაეტყო... მაშინვე იუარა, თუმცა ქეთი ხვდებოდა რომ მისი პატარა მული ტყუილს ამბობდა... მერე გაახსენდა, რომ ოთახში ნიკა იყო, იფიქრა ალბათ არ უნდა რომ მასთან ერთად მესაუბროსო და აღარ ჩააცივდა... ასე გავიდა რამოდენიმე დღე, ნიკა სახლში თითქმის არ ჩერდებოდა... ქეთის ძალიან ენატრებოდა მასთან ჩხუბიც კი, მაგრამ რას იზამდა? უაზრო თავმოყვარეობას ვერ ერეოდა. ეგონა პირველი ნაბიჯის გადადგმა დამარცხებას ნიშნავდა, აი ნიკა კი თვლიდა, რომ ქეთი ჯერ მზად არ იყო სერიოზული ურთიერთობისთვის... ფიქრობდა რომ ინიციატივის გამოჩენას ძალადობაში ჩამოართმევდნენ ამიტომ იცდიდა... სხვა რა გზა ჰქონდა?!
გადიოდა დღეები, ახლოვდებოდა ნიკას და ქეთის ქორწილი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო გოგონა მაინც ღელავდა… ნიკას თითქმის ვეღარ ხედავდა, სამაგიეროდ ნინუცამ მოუხშირა მასთან სიარულს, ქეთი ამჩნევდა რომ გოგონა ყოველ შეხვედრაზე უფრო და უფრო მხიარული და მშვენიერი იყო... ზუსტად იცოდა ვისი ხელიც ერია ამ საქმეში, თუმცა ხმას არ იღებდა, მოთმინებით ელოდა მომენტს, როცა მეგობარი თავისით დაფქვავდა ყველაფერს...
შეუმჩნევლად გავიდა დრო და დადგა ქორწილის დღეც, ქეთის ათასჯერ მაინც უოცნებია ამ დღეზე, გაგიკვირდებათ და მეუღლედ ათასჯერვე ნიკას წარმოიდგენდა... და აი დადგა ნანატრი დილაც, ყველაფერი ნინუცას ოთახში შემოჭრით და ქეთის საწოლზე დახტომით დაიწყო, რატომღაც ეგონა, რომ გოგონას ჯერ კიდევ ეძინა, თუმცა მალევე იგრდზნო რომ ცარიელ საწოლს „აღვიძებდა“.
-რას აკეთებ?! იკითხა გაკვირვებულმა ქეთიმ , როდესაც აბაზანიდან დაბრუნდა.
-მმმ, გაღვიძებ... ნინუცამ ეს თქვა და სახეზე უდარდელი ღიმილი „აიკრა“.
-ოჰ, მიმიქარავს ცხრათვალა მზე.
-ჰო კარგი, ნუ დამცინი... ისე სულ ძილის გუდა იყავი და ახლა მოგინდა ადრე გაღვიძება? ერთი სული გაქვს არა როდის დაიკანონებ „ქმარუკას“ ნინუცამ ეს თქვა და სახე დამანჭა.
-ჰა ახლა, თორემ წამოვიდა ბალიში!
-კარგი, ჩემით გავალ... იცინოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ რაზე... ნუინუცას სიცილი ნამდვილად დიდი სიხარულით იყო გამოწვეული, ქეთისი კი ისტერიკის შემოტევას უფრო ჰგავდა...

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

-გოგონებო მორჩით? კარს იქეთ გაისმა ნიკას ხმა...
-ვაიმე დამმალე! დაიწიკვინა ქეთიმ...
-მიდი სააბაზანოში, დროზე!
ქეთიმ კაბის ბოლოები ხელით დაიჭირა და სააბაზანოშიშებანცალდა, ის იყო კარი მოიხურა, რომ მისმა მომავალმა მეუღლემ შემოალაჯა ოთახში.
-სადაა ჩემი ცოლი?
-შესწორება, მომავალი ცოლი! გაისმა ქეთის წვრილი ხმა...
-მიგახრჩობ ახლა კატასავით, დროზე გამოდი მაქედან, გვეჩქარება!
-კარგით რა, როდის უნდა მორჩეთ ამ მუქარას? ვეღარ უნდა გაიზარდოთ? ძაღლი და კატასავით ხართ...
-უი ნინუც შენც აქ ხარ? სულ გადამავიწყდი ტოო... მაპატიე, ხომ იცი სიყვარულით ვამბობ. თავი იმართლა ბიჭმა...
-გადამრევთ რა...
-ჩვენ ბოდიში, ოთოსა და შენსავით თბილები ვერ ვართ... ისევ გაისმა ნაცნობი ხმა სააბაზანოდან...
-აუ იმენა ცოლი ხარ რაა... სიცილით თქვა ნიკამ და ძველ მეგობარს ენა გამოუყო...
-ახლა მე მიგახრჩობთ ორივეს კატებივით!
-კაი, კაი სჯობს გაგასწრო... იცოდე დროზე გამოიტანე ჩემი ცოლი იქედან, თორემ არ ვიცი რას ვიზამ... მე და ჩემი მშობლები მივდივართ უკვე, ქეთის მშობლებს დაბლა დავტოვებთ თეკლამაც დაიჩემა რძალთან ერთად მოდივარო... მოკლედ მეცოდება ჩემი სიმავრი ამდენი ქალის ხელში...
-მიდი , მიდი და ჩვენც მოვალთ...



ხელსაც მთაწმინდაზე აწერდნენ და ჯვრისწერაც აქვე იყო დაგეგმილი, სიძის მანქანა პირველი მივიდა, ქეთის გამო ისე დააგვიანეს ეშინოდათ მოსამართლე არ გაგვექცესო და გადაწყვიტეს ცალკე წასულიყვნენ. მთელი ორმოცი წუთი მოუწიათ ცდა, ნიკა ჭკუაზე აღარ იყო, ისიც კი იფიქრა მშობლებს სიმართლე ხომ არ უთხრა და ხომ არ გამექცაო... მაშინვე კუჭის ტკივილი იგრძნო, თითქოს თავბრუც დაეხვა... საბედნიეროდ ოთო იქვე იდგა და მეგობარს აწყნარებდა...
-ოთო რა ვქნა რომ არ მოვიდეს? რომ გამექცეს რა ვქნა ტო?!
-რა უნდა ქნა, ავდგეთ და ისევ მოვიტაცოთ...
-აუ ხო იცი რომ არ მიყვარს ეს ცხოველური გამოხტომები ...
-,ოიცა მე რომ მატაცებინებდი ნინუცას ეგ არ იყო ცხოველური გამოხტომა?
-ნინუცას უყვარხარ შე ჩემა!
-ქეთის არ უყვარხარ?!
-არ ვიცი ტო არა! ძალიან მაბნევს... ხან მგონია, რომ ვუყვარვარ ხანაც პირიქით... ვფიქრობ რომ ჩემი ეშინია.
-კარგი, დაწყნარდი.... აი მანქანაც გამოჩნდა...

მანქანის დანახვაზე შეკავებული სუნთქვა... გაღებული კარები, მხოლოდ თეთრი ფეხსაცმელი ჰორიზონტზე... საყვარელი ადამიანის წინ ასვეტილი ორმეტრიანი მამაკაცი, მისი დანახვის, მისი დასაკუთრების უდიდესი სურვილი... ისევ კუჭის წვა და თავბრუსხვევა... გამქრალი მამაკაცი... გამქრალი ხალხი... მხოლოდ ქეთი მის თვალთახედვაში, ხოლოდ ქეთი, მისი საოცრად დამთბარი გამოხედვით და განაზებული ღიმილით... ღიმილით, რომელიც სიხარულზე ბევრად მეტ გრძნობას იტევს... შვებით ამოსუნთქვა... წამებში გაცნობიერბული სიყვარული , და შინაგანი ხმა, რომელიც გახვედრებს თუ რას ელოდი ამდენ ხანს...

საქორწილო რიტუალი, მოსამართლის გამოსვლა და საბედისწერო კითხვა!
-თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ ნიკოლოზ რობაქიძეს?
ყოყმანი.... საუკუნეში გადაზრდილი წამები და ბოლოს უდიდესი სიხარული... საბედისწერო კითხვის საბედისწერო პასუხი...
-დიახ...

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
საქორწილო წვეულება შესანიშნავად მიდიოდა, არც ჩხუბი იყო არც მფრინავი თეფშები... უამრავი მილოცვა და ასევე უამრავი დალოცვა... ნიკამ და ქეთიმ ისე იხალისეს როგორც არასდროს, ნეფემ რამდენჯერმე შეამჩნია პატარძლის დაღვრემილი სახე... ამ დროს ტანში საშინელი ჟრუანტელი უფლიდა, როგორც იტყვიან თმა ყალყზე უდგებოდა... როგორ არ უნდოდა რომ ამ დღეს თუნდაც ერთი ცრემლი გადმოეგდო მის ცოლს, მაგრმ რას იზამდა... არაერთხელ მოუწია მის წამწამებზე დაკიდებული მარგალიტების ხილვა... როგორ ეშინოდა ეკითხა რა სჭირდა... ეშინოდა, რადგან თვლიდა, რომ მისთვის არა სასურველ პასუხს მიიღებდა.. ამიტომაც ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა... თუმცა ბოლოს მაინც სცადა გამოლაპარაკება.
-კარგად ხარ?
-რატომ მეკითხები?!
-მომეჩვენა, რომ ტიროდი....
-არა... რა სისულელეა. ეჭვების გასაფანტად გოგონამ გაუღიმა და თვალებში ჩააჩერდა... ეს ის იშვიათი მომენტთაგანი იყო, როცა ქეთის მაგივარდ ნიკა დაიბნა... უხერხულობის გასაფანტად ისევ გოგონამ განაგრძო საუბარი_ოთო და ნინუცა არ დაგინახავს? კარგა ხანიუა არსად ჩანან...
-ვერანდაზე იყვნენ მგონი...
-რამე ხომ არ მოხდა?! გავალ ვნახავ...
-არაფერსაც არ ნახავ!
-სულ შენ შეგეკითხები...
ქეთი ფრთხილად წამოდგა და მეურლეს ზურგი აქცია, სამი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული ძალიან თბილი სიტყვა რომ მოესმა.
„თავნება ქაჯი“
მოფერების ნიკასეულ ფორმებზე ყოველთვის ეცინებოდა, არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი...
„კრეტინი“ საპასუხოდ დაიჩურჩულა გოგონამ... დარწმუნებული იყო რომ გაიგონა.... ეს მოსაზრება ნიკას ფხუკუნმა კიდევ უფრო განამტკიცა... ბარი -ბარში იყვნენ, ახლა შეეძლო წასულიყო, ასეც მოიქცა...
ვერანდაზე გავიდა თუ არა ოთოს და ნინუცას ჰკიდა თვალი, თბილად გაეღიმა და გაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ოთოს ხმა სასტიკად არ მოეწონა... როგორც ჩანს უკვე საკმაოდ მთვრალი იყო... გადაწყვიტა მათთვის ყური დაეგდო.
-რაღაც უნდა გითხრა...
-ოთო ხვალ მითხარი, მთვრალი ხარ... თან დიდი ხნის გამოსულები ვართ ძებნას დაგვიწყებენ...
-არა ნინუც, ხომ იცი რომ მიყვარხარ?!
-ჰო ოთო, ვიცი... მეც მიყვარხარ და გაპატიე... უკვე მეასედ მამეორებინებ ამას...
-არა... სხვა რაღაც მინდა გითხრა.. ეს რომ არ ვთქვა ვერ მოვისვენებ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, არ ვიცი რა გავაკეთო... დღეს ისეთი ბედნიერი და ამავდროულად ისეთი უბედური ვარ...
-ნუ ბოდიალობ რაღაცას...
-იმ დღეს ქეთის კი არა, შენი მოტაცება გვინდოდა!
-რაა?!
ქეთი ყურებს ვერ უჯერებდა.... ახლახანს ოთომ ყველაფერი აურია... სასწრაფოდ საუბარში ჩაერია...
-ნინუცა მთვრალია, ნუ უსმენ!
-შენ აქ რა გინდა? დაიყვირა მეჯვარემ... -ან საერთოდ რაზე საუბრობს ეს სულელი? დროზე ამიხსენი...
-ვერ ხედავ ?! მთვრალია... თვაი იმართლა ქეთიმ...
-მთვრალია დებილი კი არა... დროზე მითხარი რას ამბობს.
-ოთო მოგკლავ გეფიცები...
-შენ დროოზე ყველაფერი მიამბე და ვინ ვის მოკლავს მაგას უკვე მე გადავწყვეტ!
-ჯანდაბა! სხვა დროს რომ გეთქვცა არ შეგეძლო?
-არა, იმიტომ რომ თავს დამნაშავედ ვთვლი... მგონია რომ ცხოვრება დაგინგრიე... მე კი ძალიან მიყვარხარ და ვერ ვპატიობ ჩემს თავს ამ ყველაფერს...
-ამიხსნით რა ხდება?!
-ჩამოჯექი...
ქეთიმ თავიდან ბოლომდე უამბო ყველაფერი.... ნინუცა შეშლილი სახით უყურებდა... ხმას ვერ იღებდა... პირველი რაც მოიმოქმედა ის იყო, რომ ოთოს სილა გააწნა... ამის შემდეგ კი მეგობარს მიუბრუნდა...
-სულელო გოგოვ! როგორ გაბედე?! როგორ გაბედე და სიმართლე დამიმალე? ჩემი და ამ იმბეცილის ურთიერთობის გადასარჩენად შენი თავისუფლება როგორ დათმე? ამიხსენი ჭკუა გაქვს თავში?!
-ჯერ ეს ერთი ეგ იმბეცილი ჩემი მეგობარია და ვიცი რომ მასზე მეტად ვერავინ შეგიყვარებს და მერე მეორეც დარჩენა არავის დაუძალებია ჩემთვის... იმ მომენტში, როცა ჩემი ნიკასთან დარჩენა არ დარჩენის საკითხი წყდებოდა ყვეაზე ნაკლებად შენზე ვფიქრობდი... შეიძლება ზედმეტად ეგოისტურად გამომდის, მაგრამ უნდა გითხრა, სხვა გზა არ მაქვს... მართალია ძალიან მიყვარხარ და სხვა დროს რომ დამჭირვებოდა ზუსტად ასევე მოვიქცეოდი, მაგრამ გულწრფელი აღიარება თუ გაინტერესებს იმ მომენტში ჩემს ბედნიერებაზე უფრო ვფიქრობდი ვიდრე შენსაზე... შანსი მომეცა იმ ადამიანთან მეცხოვრა, რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა... შანსი მომეცა მასზე მეზრუნა , მისი გულისთვის საჭმლის მომზადება და დაუთოვება მესწავლა და ამ პერსპექტივაზე ვერ ვთქვი უარი... მეე რა რომ არ ვახსენებდი... მიყვარდა! მიყვარდა და მერე როგორ! ვერ მამჩნევდით, რადგან შეჩვეული ვიყავი უმისობას... თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ ღამით მის გამო ბალიშს არ ვალპობდი!
ნინუცა და ოთო გაფართოებული თვალებით უყურებდნენ მეგობარს, კიდევ იყო ერთი ადამიანი რომელიც ასევე გაკვირვებით და ამავდროულად უდიდესი აღტაცებით უსმენდა ქეთის გამოსვლას... თუმცა ეს პიროვნება სიბნელეში იდგა და ვერავინ ამჩნევდა მის იქ ყოფნას...

-ახლა კი თუ შეიძლება ეს ამბავი დაივიწყეთ!
-არასოდეს და... ნინუცას სიტყვის დამთავრება არ დასცალდა... ქეთიმ პირზე ააფარა ხელი...
-მე ის მივიღე რაც მინდოდა, ახლა შენი ჯერია და იცოდე თუ ამ ამბავს თითზე დაიხვევ ცხოვრებაში აღარ გაგცემ ხმას... შენ კიდე ამხელა მუტრუკს მაინც და მაინც დღეს რომ მოგინდა აღსარების ჩაბარება ადექი და ისე დააწყნარე როგორც ააღელვე, ჩემი ქორწილი არ ჩაშალოთ! წამიერი პაუზა ჩამოვარდა... ისევ ქეთიმ განაგრძო...- რა მართლა დებილივით მიყურებ დროზე ხელი მოკიდე შენს საცოლეს! (ეს სიტყვა ხაზგასმით წარმოსთქვა) და დარბაზში „შეიტანე“... ოთო დამორჩილდა პატარძლის ნებას, ნინუცამაც ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა... ქეთიმ ღრმად ჩაისუნთქა და თავადაც დარბაზში დაბრუნება გადაწყვიტა, ის იყო კარი უნდა გაეღო, რომ წელზე მწველი მკლავების შეხება იგრძნო... შიშისგან წამოიკივლა... თუმცა რობაქიძის მწვანე თვალებს რომ გადააწყდა ეს შიში სადღაც გაქრა...
-ჩემი ხარ! ეს თქვა და მეუღლის ბაგეებს დააკვდა...
-შენ რა აქ იყავი? ქოშინით იკითხა ქეთიმ და გულზე ხელის დაჭერით სცადა გახშირებული სუნთქვის დაოკება...
-ჰო...
-დიდი ხანია?!
-პირდაპირ მკითხე...
-რა გკითხო...
-ის რაც ახლა გაწუხებს...
-გაიგონე?!
-ჰო!
-ეგ არაფერს ნიშნავს!
-ცდები, ეგ იმაზე მეტს ნიშბავს ვიდრე შენ გგონია...
-მაინც?
-მაინც იმას, რომ ახლავე აქედან მივდივართ!
-გაგიჟდი?! სად მივდივართ...
-ჯანდაბა! არ ვიცი... იქ სადაც მარტო ვიქნებით.
-რატომ?!
-იმიტომ... პასუხის განსამტკიცებლად კოცნა მოიშველია... გოგონამ ეს პასუხი სავსებით დასაბუთებულად მიიჩნია , თვალები მინაბა და მეუღლის მკლავებში გაინაბა.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
-ნიკა სად მივდივართ?!
-ჯერ ჩვენთან სახლში, მერე ალბათ სასტუმროში ხვალ კი ერთა წავალთ რომში... ეგ ჩვენი საჩუქარია , მამიკომ გაგვიკეთა...
-და სასტუმროში რა გვინდა?!
-რა უნდათ ხოლმე სასტუმროში?!
-ღამეს ათევენ...
-ჰო, სხვები ათევენ და ჩვენ გავათეთრებთ... იცოდა, რომ ეს წინადადება ქეთის ლოყების აწითლებას გამოიწვევდა , არ უნდოდა ამ სიამოვნების გამოტოვება, ამიტომაც გოგონას გახედა და მეტი ეფექტისთვის თვალიც ჩაუკრა... გოგონას ხველება აუტყდა... ნიკამ გულიანად გადაიხარხარა, თეთრი, თანაბარი კბილები გამოაჩინა, რამაც თითქოს გაანათა მისი სახე.

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

-ნიკა სასტუმროში არ გვინდა რა, მოდი სახლში დავრჩეთ...
-ქეთო ძალიან გინდა ჩვენს პირველ ღამეს ჩემი ოჯახის წევრები დაესწრონ?
-რა უხეში ხარ... დაიბუზღუნა გოგონამ...
-კაი გაფიცებ ამიხსენი ეს წინადადება უფრო თბილად როგორ უნდა გამოვთქვა და გამოვთქვამ...
-ვერ გიტან!
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
-ეგ წითელი კაბა არ უნდა ჩაგეცვა!
-რატომ?
-იმიტომ რომ სურვილი მაქვს ახლავე შემოგახიო!
-ნიკა გეყოს, ისედაც ცუდ დღეში ვარ... და საერთოდ ჩვენებს დაურეკე და უთხარი რაც მოხდა..
. -კარგი..._დედა მისმინე, მე და ქეთი გავიპარეთ... ხვალ უკვე საქორწილო მოგზაურობაში ვიქნებით, არ გვეძებოთ როცა მარტოობა მოგვბეზრდება მაშინ ჩამოვალთ, თქვენ იმხიარულეთ არ დაიშალოთ და ყველას ბოდიში მოუხადეთ..
. -გიჟი ხარ შვილო და მაგ გოგოსაც გადარევ ...
-ჰო დე მეც მიყვარხარ, აღარ მცალია!
-ნიკა რა უზრდელი ხარ... დაიბუზღუნა ქეთიმ...
-შენ ვერ წარმოიდგენ როგორი ზრდილობიანი შემიძლია ვიყო...


_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
-ნიკა დამსვი, დავიმტვრევით!
-არა... მე უნდა მიგიყვანო კარამდე.
-ნიკა მთვრალი ხარ, დავეცემით.
-აუ ქეთო ახლა მაინც გაჩუმდი რაა...
-გეყოს ცანცარი და დროზე დამსვი!
-აი უკვე ჩვენს ნომერთან ვართ, მიდი კარი გააღე...
-დამსვი!
-ჩუუ...
-ჯანდაბას...
ქეთიმ ნომრის კარი გააღო შემდეგ კი ხელები მეუღლეს მოხვია, სახე კი მის ყელში ჩარგო...
-მოვედით!
-ნიკა...
-გისმენ.
-შენ იცი მე რასაც ვგრძნობ ხომ ასეა?
-ასეა... -მაგრამ მე დღემდე არ ვიცი შენ რას ფიქრობ.. .
– ქეთის ხმა ისეთი სუსტი იყო... ისეთი დაუცველი...
-არ იცი? რა არ იცი გოგო? რადგან ყოველდღე კუდში არ დაგსდევ და გაცვეთილ ფრაზებს არ გეუბნები გგონია არაფერს ვგრძნობ? მთელი ეს დღეები ვცდილობდი შენგან შორს დამეჭირა თავი, მეგონა არ გიყვარდი და არ მინდოდა ჩემი სიახლოვით შემეწუხებინე, მაგრამ დავიჯერო ვერაფერს გრძნობდი? შენ ხარ ადამიანი რომელიც ყველაზე კარგად მიცნობს და ვერაფერს რძნობდი? ეს უბრალოდ სასაცილოა... ჩვენ ბევრი დრო დავკარგეთ ქეთევან... ძალიან ბევრი. ვიცი, ეს ჩემი ბრალია, რაღაც იდიოტური მიზეზი მოვიდე და დაგშორდი... მთელი ორი წელი ისე გავატარე ერთხელაც არ შეგხმიანებივარ რადგან მეშინოდა... ჩემთვის იმაზე მეტი იყავი ვიდრე მინდოდა...
-და რა შეიცვალა?
-არ ვიცი... ორი წელი თითქოს საკმარისი იყო შენს დასავიწყებლად... მაგრამ მაშინ რომ გნახეთ არ ვიცი რა დამემართა... გთხოვ ნუ მახსნევინებ, ხომ იცი გრძნობებზე საუბარი ნამდვილად არ არის ჩემი ძლიერი მხარე. ნიკამ გოგონას აკოცა, ეგონა ამით დააშოშმინებდა, მაგრამ ქეთიმ სული მოითქვა თუ არა ლაპარაკი დაიწყო. -მაგრამ მე უბრალოდ ... სიტყვის გაგრძელება არ დასცალდა...
-უბრალოდ მიყვარხარ! ეს სიტყვები ექოსავით ჩაესმა ყურში, აი რა უნოდა ამ ხნის მანძილზე... აი რა აკლდა... სიცარიელის შეგრძნება, რომელიც ორი წლის მანძილზე აწუხებდა გოგონას სადღაც გაქრა...
-მეც... ამოიკრუსუნა ქეთიმ და სახე მეუღლის მკერდში ჩარგო.
-რა შენც?! ქეთიმ თავი ასწია და ნიკას ჩააშტერდა, ბიჭის თვალებში მხიარულდ მოცეკვავე ჭინკები რომ შეამჩნია ჩაეცინა...
-იცი რაც...
-იქნებ მინდა რომ შენგან მოვისმინო... გოგონას სახე კიდევ უფრო მიუახლოვა და ყურის ბიბილოზე აკოცა, გოგონას სიამოვნებისგან გააჟრჟოლა...
-მაბნევ... თვალი რამდენჯერმე დაახამხამა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-ვიცი... ამჯერად უფრო დაბლა დაუტოვა ცხელი ტუჩების კვალი... შედეგმაც არ დააყოვნა.
-მეც მიყვარხარ! ბოლო წვეთი იყო...
ნიკას მოთმინების ძაფი გაწყდა!
-მოდი აქ! მტაცებელივით დააცხრა ტუჩებზე, ხელები თმებში შეუცურა და ერთ დროს ლამაზი ვარცხნილობისგან ჩამოშლილი კულულებიღა დაუტოვა. მეუღლის ცხელი სუნთქვა კატასტროფულად მოქმედებდა ქეთის როგორც ფიზიკურ ასევე გონებრივ შესაძლებლობებზე... ნიკა კი იმნდენად იყო მისი ტკბილი სურნელით გაბრუებული რომ ვეღარაფერს ამჩნევდა, ოდნავ წამოიწია, უნდოდა პერანგი გაეხსნა, ქეთიც გაუცნობიერებლად მიჰყვა... ბიჭის ეშმაკურმა ღიმილმა და არტერიასთან დატოვებულმა კოცნამ საბოლოოდ აურია თავგზა... სიამოვნებისგან თვალები მილულა და ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით გაითიშა... ნიკა მას შემდეგ გამოფხიზლდა რაც იგრძნო, რომ მეუღლის უგონო სხეული ჩაესვენა მკლავებში...
-ქეთი ! რა დაგემართა?! დიდ ხანს ანჯღრია მისი უგონოდ მყოფი სხეული თუმცა უშედეგოდ...

-ჯანდაბა!
ნიკამ გოგონა ზურგზე დააწვინა და კაბის გახდა სცადა, ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა... ბოლოს ნერვები მოეშალა და წითელი კაბა ტანზე შემოახია... საიდანღაცც გაახსენდა, რომ როცა ვინმეს გული მისდის სასწრაფოდ უნდა გაანთავისუფლოთ ყველანაირი ატრიბუტისგან, რომელიც უჭერს... ასეც მოიქცა... დასცქეროდა მეუღლის ფერდაკარგულ სახეს და ცრემლები სდიოდა... ქეთი ყოველთვის ემოციური იყო, უნდა ეფიქრა ამაზე.. გიჟივით არ უნდა დასცხრომოდა!
რამოდენიმე წუთში გოგონამ თვალები გაახილა... თავიდან ყველაფერი გაორდა.. წამწამების დახამხამებით სცადა მხედველობის დაწმენდა, მცდელობა წარმატებით დასრულდა...
-გაიღვიძე?
ხმის ამოღება არც უცდია, უბრალოდ თავი დაუქნია...
-მაპატიე...
ქეთიმკოპები შეყარა, ვერაფრით მიხვდა, თუ რატომ იდანაშაულებდა ნიკა თავს... ოდნავ წამოიწია და იდაყვებს დაეყრდნო. ჭკვიანი, დიდრონი თვალებით მისჩერებოდა მეუღლეს და საჭირო მომენტს ეძებდა.. კოცნისთვის... ხმა არც ამჯერად ამოუღია, თითით ანიშნამოიწიეო , ბიჭი დაჰვა მის თხოვნას... ქეთიმ ნაზად აკოცა მეუღლეს.. ნიკამ გაპროტესტება სცადა.
-ისევ რომ...
-ჩშშ...
-კი, მაგრამ...
-მოკეტე და მაგრძნობინე როგორ გიყვარვარ.
-შენი სიტყვა ჩემთვის კანონია!


დილა იყო... ალბათ ათი საათი... ქეთიმ თვალები გაახილა... პირველი რაც შენიშნა თეთრი ჭერი იყო... მალე გულის გამაწვრილებელი წრიპინიც მისწვდა ხმას... დაიბნა, ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს... თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.. რაღაც გაახსენდა, ოთო, ლევანი, ნიკა... გატაცება! სისწრაფე... ქეთის კივილი.... ვერ დამორჩილებული საჭე... ტკივილი თავის არეში.... ავარია! პირველი რაც იგრძნო სინანული იყო... ნუთუ ეს მხოლოდ სიზმარი გახლდათ?! მისი აღელვება აშკარად აისახა წრიპინის გახშირებაზე... გრძნობდა, რომ რაღაც სტკიოდა, ჰო, ეს მის ვენასთან მიერთებული წვეთოვანი იყო... მოხსნა სცადა, თუმცა ხელი ვერ გაარყია... ძირს დაიხედა და მის ხელზე ჩაძინებული ნიკა დაინახა... გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა... გულისგამაწვრილებელმა წრიპინმა კიდევ უფრო იმატა! ბიჭი უცხო ხმამ შეაწუხა , შეიშმუშნა სანამ თვალებს გაახელდა... მალე იგრძნო, რომ რარაც ისე ვერ იყო... მაშინვე თავი ასწია...
-გონს მოხვედი?! მის გაოცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...
-რა.. რამდენი ხანია რაც ასე ვარ? უანასკნელი ძალები ამ კითხვის დასმას შეალია.
-ექვსი თვე...
-ექვსი თვე?
-ჰო... ბიჭს სახე მოეღუშა...
-დიდი დროა.
-მართალია...
-აქ რას აკეთებ?
-მაპატიებ ოდესმე?
-აქ იმიტომ ხარ, რომ დანაშაულის გრძნობა არ გასვენებს?!
-მომისმენ?!
-სიამოვნებით...
-იცი? ექვსი თვეა რაც აქ ხარ და ამ ექვსი თვის მანძილზე დღე არ გასულა, რომ შენზე არ მეფიქრა, არ მოგატყუებ და არ გეტყვი ყოველ დღე აქ ვიყავითქო, პირიქით ერთხელა არ მოვსულვარ... იცი რა ძნელია შენი ყურება მაშინ როცა თვალები გაქვს დახუჭული და არც კი იცი როდის გაახელ... მესიკვდილებოდა შენი აქ ნახვა... გახსოვს როგორ დავშორდით? ? ალბათ არ გახსოვს, მე კი რაც აქ წევხარ ღამე არ გასულა, რომ ეგ დღე არ ამსიზმრებოდა... ვიცი შეიძლება სიგიჯედ მოგეჩვენოს, მაგრამ გუშინ მაგრად დავთვერი... ერთად ერთი რაც მაშინ მახსოვდა შენ იყავი... აქ მოვედი. არ მიშვებდნენ, მე კი გული მიგრძნობდა, რომ უნდა მოვსულიყაი გესმის? აქ მინდოდა შენს გვერდით! საბედნიეროდ განყოფილების გამგე ჩემი ძმაკაცის მამაა და ბევრი ხვეწნის შემდეგ შემომიშვა...
-რატომ მოხვედი?
-შენთან მინდოდა.
-შენ გარკვევით ამიხსენი, რომ არ გიყვარდი... არ გინდოდა ჩემი ნახვა და უბრალოდ დანაშაულის გრძნობა არ გავალდებულებს, რო ღამე მითიო.
-არც ერთი წამით არ მიგრძვნია თავი ვალდებულად... მე უბრალოდ მენატრებოდი... ერთია, როცა იცი რომ შენი საყვარელი ადამიანი ცოცხალია , ჯანმრთელია და იმას აკეთებს რაც უნდა და მეორეა როცა იცი რომ მანშეიძლება ვეღარასდროს გაახილოს თვალი... პირველ შემთხვევაში შესაძლებელია გრძნობების მოთოკვა, მეორე შემთხვევაში კი ყველაფერი რთულადაა... შეიძლება არ დამიჯერო... შეიძლება კი არა, ვიცი არ დამიჯერებ... მაგრამ მინდა იიცოდე რომ ვნანობ... ვნანობ იმ ორ წელიწადს... ისიც მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ!
გოგონა ჩუმად უსმენდა... ნიკას სიტყვებმა გული შეუკუმშა... ემოციები ვერ გააკონტროლა და ცხარე ცრემლით ატირდა.
-მოკეტე!
-მესმის შენი... მე არაფერს გთხოვ, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ...
-მოკეტე და მაკოცე!
-რაა?!
-მოკეტე და მაკოცე...
-შენი სიტყვა ჩემთვის კანონია...
გულის გამაწვრილებელმა წრიპინმა მთელი ოთახი მოიცვა... ამ ხმას ქეთის გული გამოსცემდა...
თურმე რა მარტივია იყო ბედნიერი... მთავარია თვალები გაახილო. მერ რა თუ ამისათვის ხშირად წლები გვჭირდება!





P.S. მე ბევრი გალოდინეთ, ალბათ მკითხველების ნახევარი , აღარც კი შეხედავს ისტორიას ამ სათაურით... მაგრამ , მიუხედავად ამისა მაინც ვდებ დასასრულს... იმედია მაპატიებთ და თუ არ დაგეზარებათ შემიფასებთ კიდეც...



გამიხარდა,რომ გადარჩა ქეთო <3 ახალ ისტორიას ველოდები <3

 


№2  offline წევრი flightless bird

:D qetosac gauxarda albat... male iqneba shemdegii :*
--------------------
თ.ნ.

 


№3 სტუმარი ჟუჟუ

არ ვეოდებოდი მოვლენების ასეთ განვითარებას კარგი ნოველაა გააგრძელე წერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent