შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელი დასასრული (10)


15-03-2015, 12:50
ავტორი flightless bird
ნანახია 3 022

ქეთი და ნიკა მისაღებში დაბრუნდნენ, აშკარად რაღაც შეცვლილიყო... ოთოსა და ნინუცას შორის დაძაბულობა გამქრალიყო... იღიმოდნენ კიდეც. ქეთის და ნიკას კი პირიქით დაემართათ, გოგონა ისეთი გაწითლებული იყო თავს მაღლა ვეღარ სწევდა, ნიკას კი აშკარად ემჩნეოდა აფორიაქება.
-რამე მოხდა? იკითხა ოთომ...
-არა, არაფერი... რატომ?! სწრაფად უპასუხა ნიკამ.
-რაღაც აღელვებული მეჩვენები.
ბიჭი დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით შეცბა, მერე გაახსენდა საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო და მეგობარს შეუტია.
-მე კი შენ მეჩვენები აღელვებული... თვალებიც კი გიბრწყინავს... მოხდა რამე?!
-არაა... არაფერი. ეს თქვა თუ არა ხველება აუტყდა.
ნიკა მიხვდა, რომ ატყუებდნენ... თუმცა თვალის დახუჭვა ამჯობინა.
-ძალიან კარგი...
სრულ მდუმარებაში გაატარეს მთელი საღამო, უფრო სწორად უსიტყვოდ... თორემ საუბარს მაინც ახერხედნენ... თვალებით...
ოთო ნინუცას თბილად უღიმოდა, ეს უკანასკნელი კი ნაზად აფახულებდა თვალებს. ნიკა კი ეშმაკურად უღიმოდა ქეთევანს, თანაც თვალს არ აშორებდა, საწყალმა გოგომ აღარ იცოდა თვალები სად წაეღო... გულში ნატრობდა, მეგობრების სტუმრობა დიდ ხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ...
-უკვე გვიანია, უნდა წავიდე... განაცხადა ნინუცამ და ფეხზე წამოდგა.
-თუ გინდა დარჩი... ამოიკნავლა ქეთიმ და დადებითი პასუხის მოლოდინში გაინაბა... ნიკას გაეცინა, მიხვდა რასაც ცდილობდა გოგონა... ბოლოს ისეთი სახე მიიღო "მაინც ვერსად გამექცევიო", რომ ქეთის ყველა იმედი გადაეწურა.
-არა, არა ქეთი... ჩემები ინერვიულებენ.
-მე გაგაცილებ... ფეხზე წამოფრინდა ოთო...
-კარგი ... დაიმორცხვა გოგონამ.
ქეთიმაც შენიშნა, რომ რაღაც შეცვლილიყო... ბიჭები წინ წავიდნენ... ნინუცა გამოიჭირეს.
-მითხარი!
-რა გითხრა? დაიბნა ნინუცა...
-გაკოცა?!
-ქეთი კარგი რა...
-კარგი რა კი არა , გაკოცა?!
-შუბლზე მაწერია? იკითხა შეშინებულმა ნინუცამ და სახე მეგობრის მხრებში ჩარგო...
-კი! კი! აუ რა მაგარია, ანუ შერიგდით?!
-ოო, არ ვიცი... მაკოცა და ჩუმად იყო...
-მმმ, ვიცი ეგ რასაც ნიშნავს... ჰე მიდი ახლა გაინძერი, გელოდება ბიჭი!
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ქეთის რაღა უნდა ექნა?! სახლში სულ მარტონი იყვნენ, ნიკას და თეკლა კურსელთან იყო , მშობლები კი ორდღიან მივლინებაში... გასაქცევი აღარ ჰქონდა საწყალ გოგოს. უნდოდა კი გაქცევა?! ალბათ არა, მაგრამ ცოცხალი თავით არ იმჩნევდა ამას... მაგრამ ნიკას იმედი მაინც ჰქონდა, რადგან გრძნობდა, რომ ის სიყვარული, რომელიც მისივე სისულელის გამო ლამის დაკარგა ისევ ღვიოდა ქეთის გულში.
სახლში შებრუნდნენ თუ არა ნიკა ქეთის ჩაეხუტა, კიდევ კარგი გოგონა ზურგით იდგა და ნიკა ვერ ხედავდა მის შეფაკლულ ლოყებს, თუმცა ეს რაში სჭირდებოდა? გულისცემა ისე ჰქონდა აჩქარებული სულ, რომ ფიცება დაეწყო არ ნიკა არ მიყვარსო მაინც არავინ დაუჯერებდა. დიდ ხანს იდგნენ ერთ ადგილას, არსად ეჩქარებოდათ... ნიკას სახე ქეთის თმებში ჰქონდა დამალული და ნელნელა ისრუტავდა მის სურნელს...
-წავიდეთ?! დახშული ხმით იკითხა ნიკამ...
გოგონას ფიქრის უნარი წართმეული ჰქონდა, ვერც გაიგო ისე აიარეს კიბეები... ოთახს, რომ მიუახლოვდნენ თითქოს დენმა დაარტყაო! უცებ გამოფხიზლდა...
-უნდა ვიბანავო...
-გამოგყვე?! ისევ იმ ეშმაკური ტონით ჰკითხა ბიჭმა...
-არა , ჩემითაც მივაგნებ...
-მარტოს არ გაგიშვებ!!
ქეთი მიხვდა, რომ მეუღლე არ ხუმრობდა, მისკენ შებრუნდა და თვალებში ჩახედა... ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ქეთი კი არა ნიკა დაიბნა.
-უნდა დავფიქრდე, დამელოდე.
ნიკამ უხმოდ შეუშვა ხელი, შუბლზე აკოცა და ოთახში შევიდა...
სააბაზანოში შესვლამდე ორჯერ დაეჯახა ერთი ტუმბოს, მერე სააბაზანოს კარებს... ხელის კანკალით მოუშვა წყალი, ცხელი წყლის ჭავლმა კარგად იმოქმედა ქეთიზე, გოგონა ოდნავ მოვიდა აზრზე...
- რას აკეთებ?! შე ჩერჩეტო გოგოვ, დაგავიჭყდა რა გაგიკეთა? წლების წინ ისე დაგშორდა წარბიც არ შეუხრია, შენ კი აღარც გახსოვს... ოღონდ დაგიბრუნდეს, ოღონდ ისევ შეგეხოს და მზად ხარ ყველაფერი დაივიწყო! არ უყვარხარ, არა! ამ სიტყვებს მთელი ძალით გაჰკიოდა ქეთის გონება...
-ვუყვარვარ! ვუყვარვარ! არც გული ჩამორჩებოდა მის ძახილს.
-გაიხსენე როგორ გექცეოდა! დაგავიწყდა?! მე ისევ მახსოვს!
-ის ბედნიერი წუთებიც გაიხსენე რომელიც ერთად გაგიტარებიათ... დაუიჩურჩულა გულმა...
-დავიღალე! ყოველთვის მას უსმენ!
-მე იმიტომ მისმენს, რომ მისთვის სულ კარგი მინდა.
-და მე არ მინდა კარგი?! კარგი რომ მინდა იმიტომაც ვთხოვ , რომ არ დაუჯეროს... თორევ ისევ მომიწევს თქვენი ქვითინის მოსმენა... გაიგე ქეთი? ყოველთვის გვიან გახსენდები, ამიტომაცაა, რომ სულ შენ რჩები წაგებული! განახცადა გონებამ.
-მე მისმინე, მე... ხომ იცი არასდროს დაგაღალატებ. არ ჩამორჩა გული.
-ორივე გაჩუმდით! წამოიყვირა საწყალმა ქეთიმ და იქვე ჩაიკეცა... თვალები დახუჭა და ყურები ხელებით დაიხშო, თითქოს ცდილობდა გულის და გონების დავა შეეწყვიტაო...
-მე წავედი, ვიცი, რომ მაინც არ მიჯერებთ...
-მეც წავალ, მჯერა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ...
როგორც იქნა ყველა დადუმდა, სიჩუმეს მხოლოდ წყლის ხმა თუ არღვევდა, თუმცა ქეთის ეს სულაც არ უშლიდა ფიქრში ხელს... წყლის ხმა ხომ ყოველთვის დამამშვიდებლად მოქმედებდა მასზე... ახლაც თითქოს დააჰიპნოზა... აიძულა გაეხსენებინა წარული... გონებით ღრმა ბავშვობაში გადაინაცვლა, ის დღე გაახსენდა ნიკა და ოთო, რომ გაიცნო. თავიდან არ მოეწონათ ერთმანეთი, სულ ჩხუბში იყვნენ, მათ ირგვლივ მყოფები ცდილობდნენ ერთმანეთისთვის გაერიდებინათ... როგორც იცით ოთო და ნიკა, ლევანთან იყვნენ ჩასულები... საწყალმა ბიჭმა აღარ იცოდა რა ექნა, ძმაკაცები გასართობად ჩამოიყვანა, მაგრამ რად გინდა?! ნიკას და ქეთის გადამკიდე სხვა ბავშვებთან ვეღარ ახერხებდნენ გაჩერებას... ბოლოს ბიჭი დაიღალა, ნიკას უსაყვედურა, სთხოვა თავი ხელში აეყვანა, ამ უკნასკნელმაც დაუჯერა... ახლა საშუალება ჰქონდათ მეტი დრო გაეტარებინათ სხვა ბავშვებთან ერთად . ასეც იქცეოდნენ, თუმცა ნიკა და ქეთი ისევ კბენდნენ ერთმანეთს, ამჯერად უფრო ჩუმად. მალევე შენიშნეს, რომ ოთო და ნინუცა არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ გულგრილნი... იძულებულები იყვნენ უფრო მეტი დრო გაეტარებინათ ერთად. ლევანმა და ნინუცამ ერთი ეშმაკური გეგმაც შეიმუშავეს მათ დასაახლოვლებლად. აიტეხეს ჯოკერი ვითამაშოთო, რა თქმა უნდა "მაზიანზე" .
-ორი წაგებული გადავაბათ თოკებით და მთელი დღე უნდა იარონ ერთად გაწყობთ? თქვა ლევანმა...
-პარებში ვიყოთ... თქვა ქეთიმ... მე და ნინუცა და შენ და ეს ვირი...
-კარგი, არ მაქვს პრობლემა, ჩვენ თუ გავერთიანდით თქვენ შანსი აღარ გექნებათ... განაცხადა ლევანმა.
ნინუცამ ქეთი გაიხმო..
-ქეთი მისმინე, ესენი მოგვიგებენ ერთად, ჯობია ცალ ცალკე ვიყოთ, უფრო სწორად ეგონოთ, რომ ცალ-ცალკე ვართ... ნინუცამ თვალი ჩაუკრა გოგონას.
-დაყავი და იბატონე! საღოლ ნინუც მაგარი ხარ... გოგონები უკან დაბრუნდნენ....
-აღარ გვინდა "პარებში" სჯობს ცალ -ცალკე ვიყოთ... თქვა ქეთიმ და მისი ადგილი დაიკავა...
დაიჭყეს თამაში, ოთომ მწერალ დამკვირვებლის მოვალეობა იკისრა, მართალია ნინუცას და ლევანის გეგმის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ მალევე მიუხვდათ ჩანაფიქრს... გადაწყვიტა ხელი არ შეეშალა, პირიქით ეხმარებოდათ კიდეც. რა აღარ აკეთეს, რომ წაგებულად ქეთი და ნიკა გამოეყვანათ, ოთომ ჩუმად ქულებიც კი დააკლოთ.
-რაა? ამ იდიოტთან ერთად მთელი დღე არ ვივლი! დაიწიკვინა ქეთიმ!
-გაფუმფლოვდებით? იკითხა ლევანმა და წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-მოცა ტუალეტშიც ამასთან ერთად ვიარო? ამოიბურდღუნა ნიკამ და ქეთის ამრეზით გახედა.
-არა, ძალიან რომ გაგიჭირდებათ აგიშვებთ... ჩაიფხუკუნა ოთომ.
-არ გადავებმები მეთქი ამას!
-შენ ვინ გეკითხება?
წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს, მართალია გოგონამ ბევრი იწიკვინა, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია ნიკასთან ერთად სიარული. თიტქოს რარაც საოცრება მოხდა, ნიკა და ქეთი მხოლოდ ფეხებით კი არ გადაებნენ ერთმანეთს, არამედ ამ დღიდან მათი სულებიც სამუდამოდ გადაიჯაჭვნენ... მერე რა, რომ ძალიან გვიან გააცნობიერეს ეს!
ნინუცა და ლევანი სიცილს ვეღარ იკავებდნენ, მაინც და მაინც ამ დღეს აიტეხეს მდინარეზე წასვლა... ქეთი ლამის ორჯერ დაეცა გზაში, ორჯერვე ნიკამ უშველა...
-მადლობა მაინც მითხარი გოგო...
-მადლობა! ისე შეუღრინა ამას სჯობდა ხმა საერთოდ არ გაეღო...
-არ უნდა მეშველა შენთვის...
კიდევ ცოტა ხანს იარეს და მალე მიადგნენ ნანატრ მდინარეს...
-იმედია წყალში ჩასვლას არ აპირებ!!! დაიწიკვინა ქეთიმ.
-იმედია ხელის შეშლას არ აპირებ...
-კი! კი! კი!
-ვერა! ვერა! ვერა! ნიკამ ქეთი ხელში აიყვანა და მასთან ერთად შივიდა გაყინულ წყალში... ჟრიამული უმალ შეწყდა... ნინუცამ დაიკივლა.
-რა მოხდა? იკითხა ლევანმა...
-შეხედე! ნიკამ ქეთი წყალში შეიყვანა... ყველა გაშტერდა, სამქმე იმაშია, რომ ბოლო მცდელობა ქეთის წყალში შეყვანისა საშინლად დასრულდა, სამი წლის ასაკსი გადატანილი ტრამვის გამო გოგონას წყლის შიში ჰქონდა... მისი ყურება ძალიან უყვარდა, მაგრამ შესვლას ვერასდროს ბედავდა. ყელამდე წყალში იყვნენ შესულები ნიკამ ქეთის ხელი, რომ შეუშვა... ძალიან გაუკვირდა გოგონამ ყვირილი, რომ არ განაგრძო... მოულოდნელად ქეთი გაქრა მისი თვალაიერიდან.... ბიჭმა სასწრაფოდ შეაშველა ხელი... გოგონა მის მკლავებში უღონოდ მიესვენა...
ვერ გაიგო, როგორ ამოიყვანეს ნაპირზე, ვერც ის თუ როგორ მოხსნეს ფეხიდან თოკი... აი ნიკას პირიდან ამოსული ბილწი სიტყვები კი მკაფიოდ მოხვდა მის ყურთასმენას.
-ბიჭო შენ ში* ხომ არ გაქვს, გოგო კინაღამ ხელში ჩამაკვდა... ვერ მითხარით თუ ცურვა არ იცოდა?
-ჩემი ბრალია ყველაფერი... მე შევადგინე ეს იდიოტური გეგმა... უშველეთ, რა გთხოვთ...
-მგონი წყალი აქვს გადაყლაპული... თქვა ნიკამ...
-ხელოვნური სუნთქვა.... ქეთი მიხვდა, რომ მისი ჩარევის დრო იყო.
-კარგ... კარგად ვარ... ნინუცა მეგობარს ჩაეხუტა.
-მაპატიე, გთხოვ...
-არა უშავს... დაიჩურჩულა გოგონამ და წამოჯდომა სცადა.
ნიკა დაეხმარა, უცნაურია, მაგრამ გოგონას აღარ გასჩენია ზიზღი მის შეხებაზე... პირიქით...
-გმადლობ... თბილად გაუღიმა გოგონამ.
ამ დღის შემდეგ თითქოს ყველაფერი დალაგდა... ქეთიზე დადებითად იმოქმედა ძველი დროის გახსენებამ... მიხვდა, რომ შეცდომას არ უშვებდა. ონკანი გადაკეტა და პირსახოც შემოიხვია. ფეხაკრეფით შევიდა ოთახში...
-მოვედი... დაიჩურჩულა მან... პასუხი, რომ ვერ მიიღო თვალები გაახილა... ნიკას ხელები თავქვეშ ამმოედო და ბავშვივით ფშვინავდა... გოგონამ საატს გახედა, ორის ნახევარი იყო...
რა დრო გასულა... დაიჩურჩულა მან და გაეღიმა... ღამის პერანგი ჩაიცვა, მეუღლეს შუბლზე აკოცა და გაღიმებულს ჩაეძინა...
პ.ს. ბოდიში დაგვიანებისთვის



№1  offline წევრი ელენე12

კარგია ძალიან love

 


№2  offline წევრი flightless bird

დიდიი მადლობა love love
--------------------
თ.ნ.

 


№3  offline წევრი varduka

აუუ ტორმეტის მერე კიდე დადეეე ეხლა წავიკითხე ყველა ერთად დაა მაგრად მომეწონაა თან ქეთი და ნიკა როა,ჩემიი და ჩემიი ქმრისს სახელებიიიი love

 


№4  offline წევრი flightless bird

Vecdebi davdo tormetis mere <3 love
--------------------
თ.ნ.

 


№5  offline წევრი ელენე12

როდის დადებ ?

 


№6  offline წევრი flightless bird

Dghes dzalian cudad viyavi ver davde
--------------------
თ.ნ.

 


№7  offline წევრი ელენე12

დამავიწყდა რა ხდება და აგარ მაქ წაკითხვის სურვილი

 


№8 სტუმარი mariami

Ramdeni xania vicdi rodis dadeb axal tavs ? :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent