შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღარიბი გოგოს მდიდრული ისტორია (20)


1-06-2015, 21:57
ავტორი mariam-mariam
ნანახია 6 058

როგორ მომნატრებია აქაურობა... ეზოში შესვლისთანავე ვიგრძენი მანანას საჭმელების სუნი და კუჭმა შემახსენა თავი....
-ხო გითხარი ჭამე მეთქი... კაი მოდი შევიდეთ...
კარებზე დააკაკუბა და მომღიმარი სახით დაელოდა კარის გაღებას..
მანანამაც არ დააყოვნა და კარები გაგვიღო...
-ვაიმე ჩემი ბავშვები მოვიდნენ.. მოდით შვილო მოდით...
როგორც ყოველთვის სიყვარულით შეგვიპატიჟა შიგნით..
სუფრა წამებში გააწყო დახმარებაზე კი როგორც ყოველთვის უარი თქვა...
-დე ელენიკო უნდა დაგიტოვოთ ცოტახნით... დაიტოვებ??
ჩემგან მოულოდნელად დაიწყო ალექსანდრემ... აქამდე ელენიკოს სულ მე ვიტოვებდი და ცოტა არ იყოს შემეშინდა...
-კი რა პრობლემაა..
-სად მივდივართ?
-სურპრიზია მარიტა... ნახავ და დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონება...
ადე წავიდეთ თორემ ყველაფერი ჩაიშლება...
გამეცინა მის სიცანცარეზე... ავდექი და გასასვლელისკენ წავედით..
-გვიან დავბრუნდებით კარი შიგნიდან ჩაკეტე მე ჩემი გასაღებით გავაღებ...
კარები გამოიხურა და მძღოლის ადგილი დაიკავა...
-ესეიგი ჯერ მაღაზიაში და შემდეგ გზადაგზა გაიგებ...
მე რომ მიყვარს ისე გამიღიმა და მანქანა დაქოქა... ნახევარ საათში დიდი მაღაზიის წინ ვიდექით რომელსაც დიდი ასოებით ეწერა "დაკეტილია".. რაღაცის თქმას ვაპირებდი, როცა კარები ახალგაზრდა გოგომ გააღო და ალექსნდრეს გადაეხვია...
-გაიცანი სალო ეს ჩემი "ცოლია" მარიტა.. მარიტა ეს სალოა ჩემი ბიძაშვილი...
-სასიამოვნოა შენი გაცნობა... ალექსანდრე ბევრ რამეს მიყვება შენზე და ერთი სული მქონდა როდის გაგიცნობდი...
ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად მეც ჩემი შევაგებე და წამებში მისკენ მიმწია და კაი ძველი ნაცნობივით ჩანეხუტა...
-მოკლედ სალო რატო გაწუხებთ...
ყურში რაღაცა უჩურჩულა ...
-გასაგებია ეხლავე იქნება ყველაფერი...
-გახსოვდეს შავი არა!...
გაფრთხილების ნიშნად თითი დაუქმია სალოს და იქვე სავარძელში ჩაჯდა მე კიდე სალომეს გამაყოლა...
ერთი ასი კაბა გამოიღო და არჩევა დაიწყო..
-ეს შავია... ეს არ მოგეწონება... ეს გეძელია და ლამაზი ფეხები არ გამოჩნდება... ეს ძაან მოკლეა და თან ძალიან ღრმა დეკოლტეთი და ალექსანდრე გადაირევა.. ისევ შავი და აი ის რაც გვინდა...
ეხლა სწორედ ის მომენტი იყო მულტფილმებში ტანსაცმელს თავზე რომ იყრიან და რაღაცას რომ აღმოაჩენენ და "ტანსაცმელების გროვიდან" თავს რომ ამოწევ...
სწორედ ეგ მომენტი იყო... ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და გამარჯვებული საზით მომღიმარ სალოს გავხედე...
ხელში მუხლს ოდნავ აცილებული, კრეფისფერი, არც ძაან დახურული და არც ძაან ღრმა გულით, უკან კი ზურგუ "საშუალოდ" ჰქონდა ამოღებული... გულზე ალაგ-ალაგ თვლები ქონდა ჩასმული რომელიც ამ უბრალო კაბას ძალიან "ბრალიანს" ხდიდა...
-ამას ეს მოუხდება ეს და ეს .... - ხელში შავი მაღლები, საყურეები და სამაჯური მომაჩეჩა.. - ეხლა ჩავიცვათ მაკიაჟი გავიკეთოთ და შენ გიჟ ქმარს ვაჩვენოთ.. მანამდე კი ყველაფერს მომიყვები შენზე..
-მარიტა ჩიგოგიძე 17 წლის ალექსანდრეს არაოფიციალური ცოლი...
-ეგ როგორ?
ყველფაერი მოვუყევი სამსახურის დაწყებიდან ამ წუთამდე...
სარკეში ვხვდებოდი მის რეაგირებას ჩემ "ისტორიაზე"
-ამ შენ ისტორიას მხოლოდ ერთი სახელი შეიძლება ვუუწოდოთ...-ინტერესიანი თვალები მივაბყარი და დაველოდე "ისტორიის სახელს" - ღარიბი გოგოს მდიდრული ისტორია....... ერთი კაი წიგნი დაიწერება შენ ისტორიაზე და დამიჯერე შენი თინეიჯერებში და არა მარტო თინეიჯერებში დიდ აღფრთოვანებას გამოიწვევს....
კაი გვეყო ლაპარაკი.. გავიდეთ ეხლა ალექსანდრეს დავენახოთ, თორემ გაგიჟდება..
ფეხზე წამოვდექი კაბა გავისწორე და ნელა გავედი..
-ულამაზესი ხარ....
აღფრთოვანება ვერ დამალა სავარძელში "ჩავარდნილმა" ალექსანდრემ, რომელიც ამოსვლას ლამობდა
-ჯობია გვერდიდან არ მოშორდე თორემ შეიძლება აგახიონ...
დუმილი სალომ დაარღვია თავისი რეპლიკით, რასაც ალექსნდრეს გაბრაზებული სახე მოყვა....
გულიანად გამეცინა მათზე.. ალექსქნდრემ საათს დახედა და ეგრევე კარებისკენ გამაქანა...
-მადლობა სალო ყველაფრისთვის... გაგაგებიებ რა მოხდება..
გზააში დააწია სიტყვები, ჰაერივანი კოცნა გაუგზავნა და მანქანაში ჩაჯდა.. მანქანა დაქოქა და ადგილს მოწყდა..
-მალე მივალთ?
-ცოტაც მარიტა და იქ ვართ.. აი უკვე გამოჩნდა....
-მოიცა ეს ხომ სამებაა?! აქ რა გვინდა?
-ლიზიკო ჯვარს იწერს და მეჯვარე ხარ...
გამიღიმა და მანქანა გააჩერა..
-კი მაგრამ მე რატო არაფერი მითხრა?
-ბოლო დროს სულ სასაფლაოზეა და ჩემთვის ვერ იცლისო, ბექაც ვეღარ ითმენსო და იძულებული ვარ ესე მოვიქცეო..
სიტყვა-სიტყვით გადმომცა ლიზიკოს ნათქვამი და წინ წასასვლელად მიბიძგა...
-ესეც ასე მეჯვარე მოვიდა შეგვიძლია დავიწყოთ...
კარებში მომეგება ლიზიკო და იმის შიშით რომ რამე არ დამეშავებინა მისთვის ბექას ამოეფარა...
-კაი ეხლა დავწყნარდეთ და ისე შევიდეთ შიგნით... კოტე გველოდება...
ბექამს სიტუაციის განმუხტვა ცადა და ტაძრისკენ წავიდა უკან აედევნა...
-წამოდი ჯერ ჯვარი დაიწერონ და მერე რაც გინდა ის უქენი ოღონდ პირველივე დღეს ნუ დააქვრივებ რომელიმეს...
გამიცინა და წინ წავიდა...
"რა ეშველებას" ნიშნად თავი გავაქნიე და უკან ავედევნე...
-დიდი ხანია იცი რასაც ესენი აპირებენ?
-ორ კვირაზე მეტია.. ეხლა კი შეწყდა შეკითხვები მეჯვარე ხარ ბოლო-ბოლო....
ყველაფერმა კარგადდ ჩაიარა.. ლიზიკო და ბექა ერთად ძალიან ბედნიერები ჩანდნენ და იყვნენ კიდეც...
რესტორანში კარგად მივილხინეთ..თორმეტი საათი შესრულდა თუ არა ოდნავ ნასვამი ალექსნდრე სცენაზე ავიდა და მიკროფონში მთელი ხალით ჩასძახა...
-ბოდიშით მყუდროების დარღვევისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ეს... ცხოვრება მრავალი სურპრიზებითაა აღსავსე... რამდენიმე თვის წინ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი რომ შემეძლო არჩევანი ერთ ქალზე გამეკეთებინა... მაგრამ ზუსტად ოთხი-ხუთი თვის წინ მივხვდი რომ ცხოვრება მხოლოდ ერთი ადამიანისთვის შემიძლია.. რომელიც სულ ორი წუთია ბავშვი აღარაა. -გადმომხედა და სიყვარულით აღსავსე თვალებით "მომანათა" - ზუსტად პირველის ხუთი წუთია.. სიტყვა ძალიან გამიგრძელდა მოკლედ ვიტყვი...
ჩემი ცხოვრების აზრი დღეს 31 მაისს 18 წლის გახდა... ჩემი დიდი გოგოა... საჩუქარზდ დიდხანს ვიფიქრე რა შემეძლო გამეკეთებბინა და მხოლოდ ერთი რამ მოვიფიქრე... რამდენიმე დღის წინ დაგპირდო რომ სულ ცოტაც მოგეთმინა და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ჩვენ გვინდოდა და მგონი დროა დავასრულო და ჩემი სათქმელი ამ საქციელით ვთქვა.. გავაკეთო ის რაც იტყვის ჩემ გრძნობას ზუსტად... - ჯიბიდან რაღაც ამოიღო და ცალ მუხლზე დადგა... - მარიტა ჩიგოგიძე გახდებით ჩემი ოფიციალური ცოლი?...


Shared



№1  offline წევრი nini :)

ძაან მაგადია მალე დადე

 


№2  offline წევრი kate :))

Haha meore var<3 zaan momewona, vaime zaan magari iyo, magari xar mweralo <3 :-*

 


№3  offline წევრი ninee

მააგაარიიააააა <3 გააგრძეეელეეეე <3 love

 


№4  offline წევრი -tiko))

Dzaaan kaiiaa da male raa... umagresi xar da sxva ra gitxra aba
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№5  offline წევრი maro-Mariami

magariiiia <3

 


№6  offline წევრი Tako Gogelia

მომეწონა ძანნ

 


№7  offline წევრი takcho

hehehehe :ddd rakaiaaaaa malee dadee shemdegi i)))))))))))

 


№8  offline წევრი lamazmani

ძაან კაია ველი ახალ თავს მალე დადე

 


№9  offline წევრი mari_xano

აუუ ძალიან მაგარიაა მალეე დადე რა <3

 


№10  offline წევრი masu

აუუუ ძაან კაი იყო <3

 


№11 სტუმარი tamari

31 maisi chemi dabadebisdgee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent