ღარიბი გოგოს მდიდრული ისტორია (12)
დილით ლოგინში გამეღვიძა... არ მახსოვდა როდის დავიძინე ან საერთოდ ალექსანდრესთან ერთად რატომ მძინავს მის ოთახში... ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციე და ადგომა დავაპირე, თუმცა.შენც არ მომიკვდე... მუცელზე ალექსანდრეს ხელი სამ ფენად მქონდა შემოხვეულიდა განძრევის საშუალებას... კიდევ ერთხელ გავიბრძოლე გასანთავისუფლებლად -ნუ ხვანცალებ და მაცადე დაძინება... -აუ ალექსანდრე ადგომის დროა.. მანანა უნდა ვნახო და წამალი მივცე.. ხვალე ქიმია უწევს... -კაი მხოლოდ მანანას გამო... თორემ სხვა დროს ვერ გადამირჩები.. ხელები ოდნავ შემიშვა და ადგომა დავაპირე... როცა კვლავ შემაჩერა და ლოგინში დამაბრუნა -იცოდე ეს ბოლო და უკანასკნელია.. სხვა დროს ესე ადრე ადგომა აღარ მომთხოვო.... -ადრე? ალექსანდრე საათს დახედე?! 11 საათია.... ხელი უხეშად გავაშვებიე და ლოგინიდან ავდექი მოვწესრიგდი და მანანას ოთახში გავედი... დღეს შედარებით კარგად გამოიყურებოდა.. არც თვალები ქონდა ჩაცვენილი და ფერიც ცოტა მოსული ქონდა... -როგორ ხართ მანანა დეიდა? -შედარებით კარგად შვილო... მადლობა იმ ყველაფრისთივს რასაც ჩემთვის და ჩემი შვილებისთბის აკეთებ.... ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და ოთახიდან გამოვედი და უცებ კარებში ტელეფონ მომარჯვებული ალექსანდრე შემრჩა... -ლიზიკომ მოგწერა დამირეკოსო... ვის არ ყოლია შეყვარებული მაგრამ დაქალი არავის დავიწყებიაო.... ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები, რასაც ალექსანდრეს ომახიანი სიცილი მოყვა.. -აუ ნუ დამცინი რაა... და ხო ცოტახანი წავალ რა ლიზიკოს ვნახავ და თან ვთხოვ ჩემთან გაიაროს და ელენიკო ჩამომიყვანოს მომენატრა... მუდარის თვალებით გავხედე და პასუხს დაველოდე, რომელმაც არ დააყოვნა... -მარიტა... მისმინე... არაფრით არ ხარ ვალდებული ღამეები უთენო დედაჩემს და მითუმეტეს ჩემ ძმას... თუ გინდა კი არა აუცილებლად უნდა წახვიდე და ნახო ლიზიკოც და ელენიკოც... მართალია ის გოგო ჩემ გამო მეგობრები არ უნდა დაკარგო... წადი გაერთე მე მანანას ქიმიაზე წავიყვან და მერე ვინმე დამხმარეს ავიყვან.... ცოდო ხარ მარტო... და კიდევ ერთი და მთავარი რაც ყოვეთვის უნდა დაიმახსოვრო... როცა უჩემოდ წახვალ სადმე და მოგინდება მალევე წამოსვლა ვიდრე დაგეგმილი იყო ან საერთოდ წამოსვლა თუ მოგინდება მირეკავ და ხუთ წუთში დანიშნულების ადგილას ვარ... მითუმეტეს თუ ღამეა... ეხლა გამომართვი და წადი... ტელეფონი გამოვართვი და ლოყაზე ვაკოცე. -ქალბატონო ეგ არ მაკმაყოფილებს.. ხელი მომჭიდა და მისკენ მიმწია და მაკოცა... კიდე დიდხანს გააგრძელებდა, რომ არა გიორგის ჩახველება... -უკაცრავად გვრიტებო მაგრამ ბუდე უნდა დაგინგრიოთ.. აუ მარიტა ჩაი მინდა და გამიკეთე რა... არაფერი მითქვამს ისე წავედი სამზარეულოსკენ, თუმცა ალექსანდრემ გამაჩერა... -გიორგი რას აკეთებ? ალექსანდრსს ხმაში აშკარად იგრძნობოდა სიბრაზის საშინელი ნოტები, რომელიც ყურს არასასიამოვნოდ ხვდებოდა... -რას ვაკეთებ?! ჩაის გაკეთება ვთხოვე მეტი ხო არაფერი... -მარიტა შენ მოსამსახურე ხო არ გგონია... - ის ხმა, რომელიც საშინლად მიყვარდა წამებში შეცვალა ცივმა და მკაცრმა ხმამ... -რავი თუ სწორად მახსოვს მარიტა მოსამსახურედ ავიყვანეთ.... ისეთი ხმით ლაპარაკობდა, თითქოს ადამიანის მაგივრად თოჯინა ვიყავი, რომელიც ტაშის ერთ დაკვრაზე რასაც გინდა იმას გააკეთებს... -წესიერად გიორგი!!! - ალექსანდრეს ხმა ლაპარაკის ნაცვლად უფრო ღრიალს გავდა - მარიტაზე კიდე იტყვი ეგეთ რამეს და ჩემი ხელით მოგკლავ.... მარიტა მოსამსახურე არაა..ის ამ ოჯახის წევრია და არ მოგცემ უფლებას მასზე რამე ცუდი თქვა..... -ალექსანდრე მართალია... - ოთახიდან მანანა დეიდა გამოვიდა... რომელიც ფეხებს ძლივს ადგამდა... -მარიტა ოჯახის წევრია, არაანაირი მოსამსახურე და დამხმარე... მარიტა ჩემი აუხდენელი ოცნებაა, რომელიც ღმერთმა ამ სიბერეში მაჩუქა... და უბედნიერესი ვარ რომ ჩემ შვილს გვერდზე ესეთი ქალი უდგას... ქალი რომელიც მუდამ იზრუნებს მასზე.... შენ კიდე გიორგი... ეცადე მარიტას წესიერად მოექცე თორემ ალექსანდრეს მართლა ვერ გადაურჩები.... ეხლა კი მორჩით ჩხუბს.. მარიტა ალექსანდრე მართალია, არ ხარ ვალდებული ღამეები მითენო... ვინც ვალდრბულია ის არ აკეთებს.. ამიტომ ისევ დამხმაარეს ამიყვანენ, რომ ძაან არ გადაიტვირთო, თან გამოცდები გექნება ეხლა .... -გამოცდები? გაკვირვებულმა გადავხედე ჯერ მანანას და მერე ალექსანდრეს, რომელიც ეშმაკურად იღიმოდა.. -მოდი დედა შენ დაწექი, მერე ქიმიაზე წავიდეთ მანამდე კი გავაგებიებ ყველაფერს... მანანა დეიდა ოთახში შევიყვპანე და დამამშვიდებელი მივეცი... გარეთ გამოსულს კი ისევ მომღიმარი ალექსანდრე დამხვდა.... -გახსოვს მაშინ დედაშენმა და შენ რომ იჩხუბეთ თქვი რომ სწავლის გაგრძელება გინდოდა, მაგრან არცერთი სკოლა არ მიგიღებდა... ნუ მე რაღაცეები ვიჩალიჩე და ზაფხულში, ანუ სულ რაღაც ერთ თვეში ჩააბარებ 12 გადასასვლელ გამოცდებს და გააგრძელებ სწავლას, ოღობდ მანამდე... მიგიწევს მასწავლებლებთან სიარული რომელიც ორშაბათიდან დაგეწყება.. გაკვირვებულმა და გაოცებულმა რა ემოცია უნდა გამომეხატა არ ვიცოდი, რაც მოვიფიქრე იყო ის რომ ავმდგარიყავი და ძვლების დამტვრევამდე ჩავხუტებოდი, რაც შევასრულე კიდეც... -კაი მარიტა გავიგუდე... მიდი ადექი ეხლა წადი ლიზიკოსთან თორემ მოგკლავს.... -ვაიმე ლიზიკო... წავედი.... მიყვარხარ და დაგირეკავ წამოსვლისას... -მეც მიყვარხარ და ჭკვიანად მარიტა!! ენა გამოვუყავი და გარეთ გავვარდი... გახარებული მიწას ხუთი ნაბიჯიდან მხოლოდ ერთხელ ვეხებოდი.... ლიზიკოს სადარბაზომედე მივაღწიე და კიბეები ავირბინე.. კარებზე გაუჩერებლად ვაკაკუნებდი... არ ვიცოდი ემოციები სად წამეღო.. როგორც იქნა კარები გაიღო და ჰორიზონტზე ლიზიკო გამოჩნდა ... -ლიზიკოოო - გავექანე და ძლიერად ჩავეხუტე... -ცოცხალი ხარ? სრულიად სერიოზულობით იკითხა და თვალებში ჩამხედა... -ჯერ კუ მაგრამ ისეთი ამბები მოხდა.... ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი... მანანს ავადმყოფობიდან გამოცდრბამდე... -ვაიმეე რა მაგარია მარიტააა. ანუ სწავალს გააგრძელებ? -ეგრე გამოდის ლიზ... სწავალს გავაგრძრლებ და ავიხდენ ოცნებას... ჩავაბარებ საერთაშორისო ურთიერთობებზე... -გილოცავ მარიტა... მართლა ძალიან გამიხარდა.... ვატყობდი რომ რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ვერ ბედავდა. -ლიზიკო რისი თქმა გინდა? -მარიტა... იქნებ დელაპარაკო დედაშენს? ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! ! ვინც კითხულობთ ისტორიას "ჩემი თუ არა აბა ვისი უნსა იყო?" გარკვეული მიზეზებისდა გამო ვერ იდება.. ავტორ აქვს სერიოზული პრობლემები და ამიტომ ვერ ახერხებს დაწერას... რისთვისაც თქვენი (მკითხველების) ძალიან სცხვენია და დიდ ბოდიშს გიხდით.... რაც შეეხება ჩემ ისტორიას ვიცი პატარაა თუმცა მეტი ვერ მოვასწარი . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.