შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 24- დასასრული)


2-06-2015, 00:17
ავტორი schizophrenic
ნანახია 3 677

13 ივლისი, ტაისიას და ერეკლეს ქორწილი:
*** (ტაისია)
ჩემი ქორწილის დღე, დაუჯერებელი რამეა, ერთი წლის წინ ამის გაფიქრებაზეც ვიცინებდი, ახლა კი რამოდენიმე საათში ჩემი საოცნებო მამაკაცის ცოლი ვხდები, ამაღელვებელი მომენტია, თითქოს მთელ დარჩენილ სიცოცხლეს ვინმეს უნაწილებ, უსასყიდლოდ, ხოლო სანაცვლოდ უზომოდ დიდ სიყვარულს იღებ.
ღრმა ბავშვობიდან მიყვარს ქალაქი ბათუმი, როდესაც პირველად წავედი მშობლებთან ერთად ბათუმში 3 წლის ვიყავი, დღემდე მახსოვს როდესაც დედას ვუთხარი ‘’მე აქ უნდა მქონდეს ლამაზი ქორწილი’’ თქო. ერეკლე ბათუმიდანაა, თუმცა ორივეს დიდი სურვილი იყო ბათუმში გვქონოდა ქორწილი, თუმცა არც ჩემი ქორწილი იქნებოდა მდიდრულ დარბაზში. ყველაფერი დაგეგმილი იყო. ძალიან საყვარელი ღია ხორცისფერი, პატარა ყვავკებიანი კაბა ჩავიცვი, გვირილების თაიგული თმები გავიშალე და გოგოების ოთახში შევედი, მათაც უკვე ჩაეცვათ, ემილის ლურჯი ჰაეროვანი კაბა ეცვა, ხოლო ანაბელს ძალიან ღია პასტელური ვარდისფერი კაბა. ახლაც გვეკეთა გულზე ის ყელსაბამი რომელსაც 17 წლის შემდეგ ვატარებთ, ეს ჩვენი თილისმასავითაა და არასდროს ვიხსნით გულიდან, არც ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს. მალევე ბიჭები მოვიდნენ, ტაძარში წავედით. პირველადი შეგრძნება რაც ტაძარში ფეხის შედგმისას ვიგრძენი ეს იყო რაღაც არაბუნებრივი ძალა სულში, თითქოს სიყვარული მაწვიმდა. ფეხები მიკანკალებდა, შიშისგან არა, უფრო ბედნიერებისგან, თქვენ რა არ აკანკალებულხართ მაშინ როდესაც რაღაც ძალიან გიხარიათ? ან მაშინ როდესაც ბედნიერებამდე 5 ნაბიჯი გაშორებთ? არვიცი, შეიძლება არც.. მაგრამ მე ასეთი ვარ, შემიძლია ასეთ დროს ფეხები მომეკვეთოს და ჩავიკეცო..
მამაომ საკმაოდ განსხვავებულად წარმართა თავისი სიტყვა: ‘’ ოჯახური ბედნიერების საყრდენი არის სწორი ზნეობრივი ურთიერთობა ქმარსა და ცოლს შორის, რომელიც გულისხმობს ერთმანეთის სიყვარულსა და ერთგულებას. ცოლ-ქმარმა უნდა შექმნას ერთხორცი, ზნეობრივად სრულყოფილი არსება: ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი ზნეობრივი სული მიენდობა მეორეს მარადიული სიყვარულით, რათა ერთმანეთში ნახონ ნუგეში, შველა და დახმარება რთულ ცხოვრებისეულ გზაზე. მართლმადიდებელი ეკლესია ქორწინებას აღიარებს ერთ-ერთ უდიდეს წმიდა საიდუმლოდ. ამ დროს მექორწილეებზე გადმოდის სულიწმიდის მადლი. არცერთი ადამიანური ურთიერთობა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქორწინება, ცოლ-ქმრული კავშირი. ეს კავშირი უძველესია, დასაბამი ადამიანთა მოდგმის შექმნისთანავე აქვს და დაფუძნებულია სჯულზე, რომელიც ღმერთმა დაადგინა და დაუწესა ადამაინურ ბუნებას. ცალ-ცალკე ქალი და კაცი არ არიან ისინი, რაც უნდა იყვნენ თავიანთი არსის თანახმად და მხოლოდ მაშინ იწყებენ სისხლსავსე ცხოვრებას, როდესაც ქორწინებით ერთხორც და ერთსულ იქმნებიან. ოდეს მეუღლეობრივი ცხოვრების არსი ჩადო ღმერთმა ქალისა და მამაკაცის შექმნაში, უფალმა განაბრწყინვა მათი ურთიერთობა ღვთაებრივი მადლცხებულებით. „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი“. ესე იგი ქორწინების შემდგომ მათ მისცა განსაკუთრებული ძალა, წყალობა მოვალეობის აღსასრულებლად დაფუძნებული ბუნებრივ კანონზომიერებებზე, თავად უფლისაგან დაშვებული და დაკანონებული, გაბრწყინებული უფლის კურთხევით.
საქორწინო კავშირი უბრალო კავშირი როდია ქალსა და მამაკაცს შორის ვნებათაღელვის დასაცხრომად, არამედ ორი არსების ერთ განუყოფელ არსებად გადაქცევაა - ურღვევი კავშირია მთელი სიცოცხლის მანძილზე. ცოლ-ქმრობა ღვთით დადგენილი, ნაკურთხი და დამტკიცებული საიდუმლო ადამიანური ყოფის საფუძველთა-საფუძველია, სიმშვიდეა, ბედნიერებაა დედამიწაზე და ხშირად სამუდამო სასუფეველიც ცათა შინა. იგი იმდენად წმინდათაწმინდა ქმედებაა, რომ მღვდლის მიერ აღსრულებული ჯვრისწერის დროს სიძე-პატარძალზე სულიწმინდის მადლი გადმოდის, აბრწყინებს მათ ცოლ-ქმრულ კავშირს, აძლევს ძალებს, რათა ერთსულ და ერთხორც აღასრულონ ქრისტეს მცნებანი, კანონიერად შვან და აღზარდონ შვილები.’’
მამაომ მორჩა მის წინასიტყვაობას და კითხვით მოგვმართა.
-შვილო ჩემო ტაისია და შვილო ჩემო ერეკლე თქვენი აზრით ამოხსენით ქორწინების საიდუმლო და მზად ხართ წმინდა მადლი გადმოვიდეს თქვენს კავშირზე?
-დიახ მამაო. (ერეკლე)
-თანახმა ხარ ცოლად შეირთო ტაისია?
-თანახმა ვარ. (ერეკლე)
-ტაისია, თანახმა ხარ ცოლად გაჰყვე ერეკლეს?
-დიახ, თანახმა ვარ.
-მაშ უფლისგან მონიჭებული ძალით ცოლ-ქმრად გაცხადებთ.
ერთმანეთს გადავეხვიეთ და ტაძარი უხმაუროდ დავტოვეთ, ამ წამს ჩემს გ ონეაში ბედნიერების და სიყვარულის შადრევანი გადმოედინებოდა, ცოტა ხნის მანძილზე ბათუმის ქუჩებში ვიარეთ, უამრავი ადამიანი შეგვხვდა, თუმცა ვერავის ვამჩნევდით ერთმანეთის გარდა. მოსაღამოვებულზე ზღვაზე გავედით, სადაც ერთ-ერთი ბუნგალო სპეციალურად დაიხურა, თეთრი მაგიდა იდგა, გვირილებით მორთული და თეთრი ‘ბადე’ იყო მაგიდის თავზე, რომელიც ასევე ყვავილებით იყო გაფორმებლი, მსუბუქი საკვები და წითელი ღვინო იყო მაგიდაზე.. რამოდენიმე ჭიქა დავლიეთ, მუსიკას რიტმულად ვყვებოდით, რამოდენიმე საათში უფროსები წავიდნენ და მხოლოდ 7 დავრჩით ზღვაზე, მზე უკვე ჩადიოდა, დემეტრე გიტარაზე ლეგენდალური ‘scorpions’ის ‘still loving you’ს უკრავდა, ყველა ვმღეროდით. რა უნდა ყოფილიყო ამაზე მშვენიერი? ბათუმი, მზის ჩასვლა, საყვარელი ადამიანები და ‘‘still loving you’’.. რაღაც საოცარი ატმოსფერო იყო ირგვლივ, თითქოს ყველაფერი სიყვარულში იყო გაჟღენთილი.. მთელი საღამო ვმღეროდით.. თუმცა გვიან ღამით საკმაოდ ციოდა, ამიტომაც კოცონი დავანთეთ, პატარა ბავშვებივით ვთამაშობდით, დამიანემ ანაბელი წყალში მოისროლა, რა თქმა უნდა არც დამიანე ჩამორჩა და ოთხივე წყალში ჩხუბობდნენ.. მე და ერეკლემ ჩვენი ნებით შევედით, ნელ-ნელა მისველდებოდა კაბის ბოლო, თითქოს უსასრულობისკენ მივყავდი ამ გზას და მეც ჩემი ნებით, თავისუფლად, ბოლომდე მივყვებოდი უკან, როდესაც ბოლომდე შევედით ზღვაში წვიმის წვეთები შეუერთდა ზღვის მარილიან წყალს, ნელ-ნელა იმატა წვიმის სიძლიერემ სიამოვნებისგან სახეზე ღიმილი დამთამაშებდა..
-გინდა ვიცეკვოთ? (ერეკლე)
-წყალში? (ტაისია)
-ჰო. (ერეკლე)
-მინდა. (ტაისია)
ორივემ შევეცადეთ მოძრაობა, ნაპირზე დარჩენილმა ცოტნემ გიტარა აიღო ხელში და მეორედ დაიწყო ‘still loving you’ს დაკვრა, სამივე წყვილი ზღვაში ვიყავით და მთელი მონდომებით ვცდილობდით სიმღერის და ცეკვის შეთავსებას, როდესაც სიმღერა მოვრჩით ნაპირზე ამოვედით და ბოლომდე სველები წავედით სასეირნოდ, წვიმა თანდათან იმატებდა, მაგრამ ჩვენ არსადაც ვაპირებდით გაქცევას.
*** (ანაბელი)
ძველი გაცრეცილი ოთახი, მოძველებელი და უსაზღვრო ბიბლიოთეკა.. გარეთ ნოემბრისეული წვიმაა, პატეფონის ჰანგებიც თითქოს განწყობაში ჯდება და ოთახიც გაჟღენთილია ჩვეული ჰარმონიით.. პატარა მაგიდა, წითელი ღვინო, ორი საქანელა სკამი და მისგან მომზირალი ღრმა თითქოს აცრემლებული თვალები.. გახუნებული ახალგაზრდობა თუმცა ჯერ კიდევ ბავშვის გული, ყველაზე წრფელი თვალები საიდანაც სიყვარულის სითბოს ნაპერწკალი ანათებს, რომელშიც განვლილი ცხოვრება ჩანს, მათი მზერა ღრმა და ზღვასავით ვრცელია, წარსულში მომზირალი ორი მოხუცი, ირგვლივ გამეფებული ჰარმონია და ერთგულება.. თითოეული ნაოჭი მილიონ ტკივილს და სიხარულს იტევს, კიდევ ვინ იცის რამდენს დაიტევს...
ოთახში გამეფებულია მუსიკა, სიმშვიდე მის მიღმა კი იღვრება ნოემბრის წვიმა.. დრო და დრო საქსოვი ჯოხის ხმაური არღვევს ჰარმონიას, რასაც ჩიბუხიდან გადმოფრქვეული ბოლი ერთვის თან.. მოხუცი წყვილი უმზერს ერთმანეთს, უსიტყვოდ იხსენებენ ერთსა და იმავე კადრებს წარსულიდან.. როდესაც ცქერით დაიღლებიან ჩვეული სიმშვიდით დაიწყება, სითბოთი და სიუბრალოვეთი გაჟღენთილი საუბარი.
-გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა?
-მახსოვს, შენ გადამარჩინე.
-მაშინაც ყველასგან გამოირჩეოდი ღრმა და შინაარსიანი თვალებით, იისფერი ჩითის კაბა გეცვა და შეშინებული თავს ოდნავადაც არ წევდი.
-მახსოვს როგორ ვიყავი შეშინებული და ამავდროულად დარცხვენილი.
- ასე დაიწყო ყველაფერი, მას შემდეგ 60 წელია რაც ერთად ვართ..
ორივემ ღრმად ამოისუნთქა, მუსიკა ხელმეორედ ჩართეს და ამ ასაკშიც რომანტიულ ფიქრების დაუკარგავმა მამაკაცმა მეუღლე საცეკვაოდ გაიწვია.. იდგა ოთახში მშვიდი ძველებური, გაცრეცილი ჰარმონია მოხუცი წყვილი ცეკვავდა ვალსს, ნოემბრის წვიმა კი ერწყმოდა ოთახში გამეფებულ ჰარმონიას..
-ისევ ისე გიყვარვარ როგორც 60წლის წინ?
-არა, 60ჯერ ძლიერ მიყვარხარ.
-მიუხედავად იმისა,რომ ლამაზი აღარ ვარ?
-ახლა ბევრად ლამაზი ხარ ვერცხლისფერი თმით, იგივე ღრმა თვალებით რომელიც შენზე უფრო მეტს მიყვება.. ახლა უფრო ლამაზი ხარ ვიდრე მაშინ, ახლა როდესაც ყველა დღე ვაკვირდები ჩემი მეუღლის სილამაზის გამრავალფეროვნებას.
-მეშინია.
-რისი?
-მოახლოებული სიკვდილის..
-სიკვდილის ჟამს ერთად ვიქნებით.
-მპირდები?
-გპირდები.’’ ასეთი წარმომიდგენია ჩემი და დამიანეს ურთიერთობა 60 წლის შემდეგ, ბანალური და ერთმანეთზე შეყვარებული მოხუცები.


---
ბოლო თავიც, როგორ მოგეწონათ?



№1  offline წევრი masu

umagresi iyo <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent