შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 22)


29-05-2015, 00:06
ავტორი schizophrenic
ნანახია 2 882

3 თვის შემდეგ..
*** (ცოტნე)
3 თვე გავიდა, ჩემს ფეხები კი ისევ ისეთივე მდგომარეობაშია როგორიც სამი თვის წინ, უკვე უკანასკნელი იმედიც გადამეწურა. დღეს დემეტრე მიმყვებოდა ექიმთან, აღარც მას ჰქონდა ძველებური იმედით აღსავსე ღიმილი. როდესაც ექიმთან მივედით რამე განსაკუთრებული არც ახლა მომხდარა, ჩვეულად აუზისკენ წავედით, უბრალოდ განსხვავება ის იყო რომ ექიმმა ეტლი რაც შეიძლება ახლოს მიიყვანა შემდეგ კი გადააყირავა, ასე აღმოვჩნდი აუზში, ველოდი რომ ვინმე მოვიდოდა ჩემს ასაყვანად ან იმისთვის რომ არ გადავერჩინე, დემეტრეს რეაქცია ამაზე საშინელი იყო..
-ოე ექიმო, შენ შ*გ ხო არ გაქ? რას აკეთებ? კლავ?
-უკაცრავად და თქვენ კაი ბიჭი ხართ?
-კაი ბიჭი კი არა შენ მოგი**ავ პატრონს.. ოღონდ ჯერ ცოტნეს ამოვიყვან.. -
აუზისკენ წამოვიდა დემეტრე, მაგრამ ექიმმა შეაჩერა.
-ეს ასეთი მეთოდია, ადამიანი გარკვეული დროის შემდეგ, მხოლოდ შიშის, გადარჩენის ინსტიქტით იდგამს ფეხს, ამისთვის ცოტნე კი მზად არის და გთხოვ ნუ მიშლი ხელს ჩემი საქმის კეთებაში.. მთელი ძლით შევეცადე კუთხისკენ მივსულიყავი რამეს რომ დავყრდნობოდი, მაგრამ ვერ შევძელი.. როდესაც ვიგრძენი რომ ფსკერისკენ მივდიოდი, თავს ძალა დავატანე და ფეხების ამოძრავება ვცადე, იცით რა მოხდა? მე ეს შევძელი, ისევ შევძელი მოძრაობა, ეს შეგრძნება კი მეორედ დაბადებასავით იყო, ნელი მოძრაობით მივედი აუზის ბოლოში და ხელით დავეყრდენი.. დემეტრემ და ექიმმა ზემოთ ამიყვანა და ისევ ეტლში დავჯექი, ეს კი ის მომენტი იყო როდესაც 20 წლის შემდეგ პირველად მეტირა, დიახ, 7 წლის შემდეგ არ მიტირია და ეს ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ვერც ჩემი საცოლის გარდაცვალებისას შევძელი ტირილი და ვერც სხვა დროს, ახლა კი ყყველანაირმა დაგრვილმა ტკივილმა ამოხეთქა ჩემში და ცრემლებად დაიღვარა ჩემი ემოციები.. მშრალი ტანსაცმელი მომარგეს და სავარჯიშო ოთახში შევედით, უკვე შემეძლო რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა, მართალია 10 ნაბიჯის შემდეგ საშინლად ვიღლებოდი, მაგრამ უფრო მეტი მინდოდა, უფრო მეტი.. ექიმის თქმით დაახლოებით ერთ კვირაში უკვე კარგად შევძლებდი სიარულს, თუ უფრო ადრე არა..
*** (ანაბელი)
მთელ დღეებს ცოტნესთან ვატარებდი, ვეხმარებოდით სიარულში, სახლის საქმეებში და ა.შ .. ამავდროულად ვგეგმავდი ქორწილს რომელიც ორ კვირაში გაიმართებოდა, ეს არ იქნებოდა არც გრანდიოზული ქორწილი და არც თაფლობის თვეები, გადაწყვეტილი გვქონდა მქონდა ყველაფერი.
*** ერთი კვირის შემდეგ.. უკვე ცოტნე გამართულად დადის, მართალია იღლება და წამლებს ისევ იღებს მაგრამ მაინც კარგად დადის.. მისი ეს წინსვლა ჩვენთვის სასიხარულოა და ასევე ჩვენი ქორწილის დღის მოახლოებასაც ნიშნავს, რაც ჩვენი ქორწილის დღის მოახლოებას ნიშნავდა.. მეჯვარე ემილი იყო, ეს ბავშვობაში ვთქვით, თუ მე ან ტაისია გავთხოვდებოდით ემილი იქნებოდა მეჯვარე და თუ ის გათხოვდებოდა პირველი მე ვიქნებოდი, ტაისია ‘იჩაგრებოდა’, მაგრამ ცდილობდა მე და ემილის ხელ-ჩართულ ბრძოლაში მშვიდობიანად გამოსულიყო, რატომღაც სამივემ ბავშვობაშივე ვიცოდით, რომ პირველი გათხოვილის სტატუსი მე მექნებოდა, ძირითადად კაცთმოძულე ადამიანი ვიყავი, მაგრამ საშინლად მიყვარდა როდესაც სხვაზე ‘დაყრდნობა’ შემეძლო, მონათესავე სულის გარეშე არ შემეძლო, დამიანე კი სწორედ ის მონათესავე სული იყო ჩემთვის რომელიც ოდესმე ფიქრებში წარმომედგინა..
*** ქორწილის დღე.
მთელი ღამე არ მეძინა, იმაზე ფიქრში თუ როგორი იქნებოდა დღევანდელი დღე, დილით ავდექი და მოწესრიგება დავიწყე, 15 აპრილი ჩემი მეჯვარის, ემილის დაბადების დღე და ჩემი ქორწილის დღე იყო, რაც ორმაგად ბედნიერს მხდიდა, გაზაფხულის ჰაეროვანი თეთრი სარაფანა ჩავიცვი, სახეზე ძალიან მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმები გავიშალე და გოგოებს დაველოდე, ისინიც დაახლოებით იგივე ფორმაში იყვნენ, რადგან ჩემი ქორწილი არ იყო სტანდარტულ ფორმებში, თეთრი დიდი შლეიფიანი კაბით, არც თაიგულს ვაპირებდი როგორიც სტანდარტულ შემთხვევებში არის რაღაც უძვირფასესი თაიგული და ასე შემდეგ ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო, თაიგულის ნაცვლად გვირილების გვირგვინი მქონდა თავზე. ჩვენს გვერდით მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანები იყო და არავინ ზედმეტი, ყველა ქორწილში ნათესავის გარე ბიძაშვილის მეზობლები არიან ხოლმე, მე კი ეს უბრალოდ არ შემეძლო, არც დამიანესთვის იყო ასეთი გარემო საინტერესო, ჩვენი ქორწილი ძვირადღირებული მხოლოდ სითბოთი და სიყვარულით უნდა ყოფილიყო, ხოლო ასეთ სიტუაციას ვერ შევქმნიდით თუ მოდურ დარბაზში 500 ადამიანთან ერთად ავღნიშნავდით ამ დღეს, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არაფერი სხვა.. ეკლესიის კარი შევაღეთ, პირველი მე და დამიანე შევედით, უკან მოგვყვებოდნენ ჩვენი განუყოფელი ადამიანები, შემდეგ კი ჩვენთვის ყველაზე ახლო ადამიანები. ჯვრისწერა როდესაც დაიწყო ქორწილის სიწმინდის და სისპეტაკის არსი მოვისმინეთ, შემდეგ კი პირველი კითხვით მე მომმართა მამაომ. -
ხართ თუ არა თანახმა, ცოლად გაჰყვეთ დამიანეს, იყოთ მუდამ ერთად, გაიზიაროთ ერთმანეთის ბედნიერება თუ მწუხარება?
თითქოს ‘დიახ, თანახმა ვარ’ს თქმა ყველაზე ადვილი იყო, მაგრამ არა, ნამდვილად არა.. შევცდი, ამ წამს ყველაფერი თვალწინ დამიდგა, თითქოს გეშინია კიდეც და შენი გონება ჭიდილშია, საკუთარ თავს ეკითხები ხარ თუ არა მზად და საბოლოო პასუხი კი მაინც ერთია, რაც წესით იმ წამსვე უნდა გეთქვა, მამაო უკვე მეორედ აპირებდა კითხვის დასმას როდესაც პასუხი გავეცი.
-დიახ, დიახ... თანახმა ვარ!
-თქვენ ხართ თუ არა თანახმა, ცოლად შეირთოთ ანაბელი, იყოთ მასთან ერთად ჭირსა და ლხინში? ჩემგან განსხვავებით დამიანეს არ უყოყმანია და პასუხი მაშინვე თქვა, მამაომ ცოლქმრად გამოგვაცხადა, ერთმანეთს გადავეხვიეთ და მოლოცვებიც დაიწყო, გამოსვლას ვაპირებდით როდესაც დემეტრემ ყველა გაგვაჩერა, შემდეგ ემილისთან მივიდა და ლაპარაკი დაიწყო.
-ემილი მოდი არ გვინდა ამ ყველაფრის გაწელვა და ახლავე დავიწეროთ ჯვარი.
-რაა? შანსი არააა..
-სერიოზულად? რატომ? თუმცა მართალია, არ უნდა გინდოდეს ჩემნაირ ადამიანთან სამუდამოდ ცხოვრება..
დემეტრეს სახეზე უკვე იკითხებოდა გულის ტკენა, იმედ გაცრუება, ის-ის იყო კარიდან გადიოდა როდესაც ემილი მისკენ გაიქცა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
-თანახმა ვარ რა თქმა უნდა!
დემეტრემ მთელი ძალით აიტაცა ხელში ემილი და დაატრიალა, შემდეგ ყველა მამაოსთან მივედით და კიდევ ერთი ჯვრის წერა ვთხოვეთ, ის რა თქმა უნდა წინააღმდეგი იყო, რადგან წინასწარი ჩაწერის გარეშე არ შეიძლებოდა, მაგრამ ერეკლე ჩაერთო.
-მამაო მესმის თქვენი, ეს არ შეიძლება, მაგრამ ამ წყვილს ერთად ყოფნის საშუალება ეძლევათ, თქვენ კი სიყვარულს ეწინააღმდეგებით, მათ უყვართ ერთმანეთი, შეხედეთ როგორ უბრწყინავთ თვალები ბედნიერებისგან, თქვენ შეგიძლიათ მათ თვალებში ეს ბედნიერება ჩააქროთ? (ერეკლე)
-მამაო გთხოვთ დაუშვით გამონაკლისი და დაწერეთ ჯვარი მათ.. (ტაისია)
მამაოს დაყოლიება არც თუ ისე რთული აღმოჩნდა, გამარჯვებული სახით გადახედა ტაისიამ და ერეკლემ ერთმანეთს, შემდეგ კი მეჯვარეებმა დაიკავეს ადგილი, დამიანე უკვე მეჯვარის სტატუსით მოგვევლინა და ასევე ტაისიაც.. მამაოს კითხვაზე ორივემ მალევე გასცა პასუხი, ბეჭდების დრო როდესაც დადგა დემეტრემ მასთან მისვლა მთხოვა, ნამდვილად ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა მაგრამ მივედი, თავიდან გვირგვინი მომხსნა, გვირილის ორი ღერი გამოიღო, ბეჭდის ფორმა მისცა და ემილის თითზე მოარგო, ასევე მოიქცა ემილიც.. როდესაც მამაომ ამ წყვილსაც მიულოცა შეუღლება იკითხა ‘’ არის თუ არა დარბაზში წყვილი რომელსაც დაქორწინება უნდა?!’’ ყველამ ტაისიას და ერეკლეს გადავხედეთ, თუმცა ორივემ გაჩუმდა, შემდეგ კი ერეკლემ გაგვცა პასუხი.
-ჩვენ წყვილს ახლა არ დავუკავშირებთ ერთმანეთს, მხოლოდ იმიტომ რომ ეს უფრო განსხვავებულ გარემოებაში გვაქვს დაგეგმილი.
მატი პასუხი გასაგები იყო, შემდეგ ხელის კანონიერად მოსაწერად წავედით. უკვე კი დრო იყო ჩვენეული ქორწილი შემდგარიყო, სპეციალურად დაქირავებული ავტობუსი მოვიდა, ყველა ჩავსხედით და ხევსურეთისკენ, ჩემი ოცნების კუთხისკენ ავიღეთ გეზი, დიახ ჩვენი ქროწილი ზუსტად ხევსურეთში უნდა შემდგარიყო, აბუდელაურის ლურჯ ტბასთან, უცხო მხოლოდ ფოტოგრაფი და მუსიკოსები იყო, ოღონდ ისინი რა თქმა უნდა არ იყვნენ ღიპიანი ბაბუების ბენდი, არამედ ნიჭიერი მოხეტიალე ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც სიამოვნებით დაგვთანხმდა ამ თავგადასავალში აყოლაზე, მთელი გზა მხიარულად გავიდა, ვმღეროდით, ვიცინოდით. ეს დღე სიყვარულის წვიმა იყო ჩვენთვის, სიყვარულის და ბედნიერების წვიმა. რამოდენიმე საათში ხევსურეთშიც ჩავედით, თუმცა იქ უკვე ფეხით მოგვიხდებოდა სიარული, ბიჭებმა ტვირთი წამოიღო ხოლო გოგონებმა მათ უკან დავიწყეთ სვლა, აი აქ ამ ბუნებაში ზუსტად ვხვდებოდი რომ ჩემი ბავშვობის ოცნება სიგიჟე არ ყოფილა, არამედ ეს ადგილი ეს მთები განსაკუთრებულად ლამაზი იყო და სხვაგან არსად არ შეიძლებოდა ასეთი ბუნება, ასეთი ჰაერი და ასეთი სიყვარული ყოფილიყო. განსაკუთრებულად ლამაზი იყო ხევსურეთი გაზაფხულზე, 15 აპრილს, როდესაც გვირილების უზარმაზარი მდელო იშლებოდა ჩვენს თვალწინ, 3 უბედნიერესი წყვილი მიაბიჯებდა მის მწვანე, ცვრიან ბალახებში და მთებში იკარგებოდა მზე. მზის ჩასვლა ზღვიდან ხომ ლამაზია, მაგრამ მთებში სულ სხვა ხიბლი, სულ სხვა სილამაზე ჰქონდა, ყველა ერთ ადგილზე გაგვაშეშა და ყველა ერთ წერტილს მივშტერებოდით, ვუყურებდით ტუ როგორ იკარგებოდა მზე ორ მთას შორის, თანდათან სხვადასხვა ფერები ანაცვლებდნენ და ერთ დიდ მთლიანობად იქცეოდა ეს სილუეტი, უბრალოდ ულამაზესი იყო ეს ყველაფერი.. ერთი ამოსუნთქვით ვგრძნობდი სიცოცხლით გაჟღენთილ ჟანგბდს, რომელიც ჩვენთან იყო. როგორც იქნა აბუდელაურის ტბასთან მივაწიეთ, ხევსურეთში გაზაფხულის მიუხედავად ისევ ციოდა, ბიჭებმა კოცონი დაანთეს, ჩვენ კი კარვების გაშლას შევუდექით. ყველა ბედნიერებით ვიყავით სავსე, აი ის ფოტოგრაფიც რომელიც აქ მხოლოდ ფულისთვის იყო და ის ბიჭებიც რომლებიც აქ მხოლოდ რაღაც ახალის გამო იყო, ცოტნეც ბედნიერი იყო, მხოლოდ ორი კვირა გავიდა რაც სიარული შეეძლო და უკვე ორმაგი ქორწილის ლაშქრობაში იყო, ჩვენს ქორწილში იყო მხოლოდ სამი სადღეგრძელო, მეგობრობის, სიყვარულის და ბედნიერების.. ვუყურებდი ჩემს მეგობრებს, ჩემს მშობლებს, ჩემს მეუღლეს და დადებითი მუხტით ვივსებოდი, ეს ყველაფერი იყო რაზეც აქამდე შემეძლო მეოცნება და ყველაფერი ერთბაშად ამიხდა.. მე ბედნიერი ვარ და მინდა ყველა სულიერს ვუსურვო ნამდვილი სიყვარულის პოვნა.


------
სიყვარული, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარული.. როგორ მოგეწონათ?



№1  offline წევრი Khaleesi

კარგი იყო ყოჩაღ მაგრამ მეტი სასვენი ნიშნები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent