მრბოლელი.5
თავი მეხუთე ირგვლივ ისეთი საზარელი ხმაური იყო,რომ ყურები მეტკინა და ხელები ავიფარე. -თუ გინდა ცოტა სხვაგან დავდგეთ? -ნაილმა მკითხა და თვალი არემარეს მოავლო -არა,აქედან ყველაფერი კარგად ჩანს. -კარგი. -თავი დამიქნია და სცენას მიაპყრო მზერა სადაც სამი ნაცნობი მრბოლელი და კიდევ ორი ბიჭი იდგა -როგორ გგონია ვინ გაიმარჯვებს? -მკითხა ლიამმა და სასმლის ბოთლი მოიყუდა -წინასწარ დასკვნებს არ ვაკეთებ. -მოკლედ მოვუჭერი და ხელმკლავი გავუკეთე ნაილს,რომლის თვალებიც გაოცებით შემომეგებნნენ. -რა? -ღიმილი სახეზე დამთამაშებდა და თან ნაილს ვეხუტებოდი -გცივა? -ცოტა. -ჩემი მოსასხამი აიღე. -არ არის საჭირო. -ნაილს არ მივეცი ნება გაეხადა და ჩემთვის მოეცა,მან კი თვალების ცეცება დაიწყო აქეთ-იქით. -რამე ხდება ნაილ? -არა,არაფერი.ვიფიქრე სასმელს დალევდი? -არ ვსვავ. -კარგი მაშინ უბრალოდ შოუს ვუყუროთ. -გაიცინა და ორივეს ყურადღება მიკროფონში ბოლო ხმაზე ყვირილმა მიიქცია -მინდა რომ კიდევ ერთხელ გავიმარჯვო.-იმ მწვანეთვალებას სიტყვებზე ყველამ გაიცინა და ჟრიამული ატყდა. -ამ გამარჯვებას კი ერთ გოგოს მივუძღვნი,რომელმაც გონება ამირია. -ამ სიტყვებზე კი უარესი ყვირილი დაიწყეს გოგონებმა,ნაილსაც შეეტყო სახეზე გაოგნება -ის არასდროს არ აკეთებდა ამას. -აღნიშნა ლიამმა,მე კი ნაილს ყურში ჩავჩურჩულე -ვინ არის ის? -ვიზე მეკითხები? -ისე გაიოცა თითქოს მართლა ვერ მიხვდაო -ისინი ვისი დანახვის დროს გარბიხარ. -ეს მთლად ასეც არ არის -უკვე რამდენჯერ შეგამჩნიე და ნუ ეცდები მომატყუო. -კარგი,მაგრამ რამ გამოიწვია შენი ასეთი დაინტერესება? -ამ..მე უბრალოდ..დამაინტერესდა -ისინი ყველაზე საშიშნი და ბინძური თამაშის მოთამაშეები არიან -რა? -ხო,ეს ყველამ იცის,მაგრამ ვერავინ ბედავს მათ დაბეზღებას. -ოჰ..ალბათ ამის მიზეზი აქვთ. -ყურადღება ისევ სცენისკენ გადავიტანე და მისმიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა შოკში ჩამაგდეს -თამაშს ჰანას ვუძღვნი.ჰანა ფორბსს! ნაილმა გაფართოებული თვალები მომაპყრო და სასწრაფოდ ხელი გასწია,რომელიც შემოხვეული ჰქონდა მხრების გარშემო.მღელვარება ვერც მე ვერ დავმალე და გაფითრებულმა აქეთ-იქით თვალების ცეცება დავიწყე -მან შენი სახელი და გვარი ახსენა.. -ჩაილაპარაკა ნაილმა -მე მას არ ვიცნობ,უბრალოდ ბიბლიოთეკაში იმ ღამით შევხვდი.. -თავის მართლება დავიწყე დამნაშავე ბავშვივით -ჰანა,ვიცი რომ აქ ხარ.გთხოვ სცენაზე ამოხვიდე. -ნაილ წავიდეთ აქედან.კარგი? -თან სასწრაფოდ! -ხელით მიბიძგა ნაილმა ხალხს შორის შექმნილი გასასვლელისკენ და სწრაფი ნაბიჯით გავეშურეთ,მაგრამ უეცრად ნაილს ფეხი დაუსხლტა და ძირს დაეცა -სწრაფად ადექი და წავედით! -ნაილს წამოდგომაში მივეხმარე და მანქანაში ჩავსხედით,იქიდან კი დიდი სიჩქარით წავედით ლონდონისკენ -ამაღამ სად რჩები? -მკითხა როგორც კი ქალაქში შევაღწიეთ და დავრწმუნდით რომ არავინ მოგვდევდა. -სასტუმროში. -ჩემთან წამოდი -შენთან სად? -სასწავლებლის საცხოვრებელში -ამმ..არ ვიცი -სასტუმროში შეიძლება გიპოვონ.ჩემთან ვერ გიპოვიან. -კარგი,მაგრამ ნივთები უნდა ავიღო -ჩემ ტანსაცმელს გათხოვებ,დანარჩენი სავაჭრო ცენტრში ვიყიდოთ. -ნაილ ასე ნუ იზრუნებ. -ეს ჩემი ვალია! -გამიცინა და წინ წამოყრილი თმა უკან გადამიწია -ნაილ? -აი სავაჭრო ცენტრიც. -საუბარი გადაიტანა სხვა თემაზე და მეც ავყევი.დიდ მაღაზიაში შევედით,პირადი ჰიგიენის ნივთები ვიყიდე,თვითონ საჭმელები და სასუნავები ჩაყარა კალათში და დაზურგულები დავბრუნდით მის საცხოვრებელ ოთახში,სადაც მხოლოდ ორი საწოლი იდგა -მარტო ცხოვრობ ამ ოთახში? -არა,ლიამთან ერთად -ის ლიამი? -კი. -მერე სად დაიძინებს,რომ მოვა?უხერხულია ჩემი აქ დარჩენა -არაფერია.არ იდარდო ამაზე -მაგრამ.. -არაფერი უჭირს თუ მეორე ოთახში დაწვება თავის გოგოსთან,თანაც საშინლად მთვრალია. -კარგი თუ ასეა მაშინ მე აბაზანაში შევალ,მერე კი ვჭამოთ -მე ტანსაცმელს გაგიმზადებ. ნაილი ღიმილით დავასაჩუქრე,საჭირო ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევედი.უკვე მოვრჩი ბანაობას,კარზე კაკუნის ხმა რომ შემომესმა,პირსახოცი შემოვიხვიე ტანზე და ოდნავ გავაღე კარი. -ვინ არის? -ოთახი სრულიად ცარიელი იყო,ტანსაცმელი საწოლზე ელაგა და არც ნაილი არ ჩანდა. -ნაილ სად ხარ? ხმა რომ არ გამცა,ტანსაცმელი ავიღე,სააბაზანოში ჩავიცვი და ისევ გარეთ დავბრუბდი -ნაილ სად ხარ? -ისევ დავუძახე ოღონდ ამჯერად უფრო ხმამაღლა.კარზე კაკუნმა ისევ შემაკრთო,ოღონდ ამჯერად მკვეთრი ხმა იყო.საჭვრეტში გავიხედე,მაგრამ იქ უცხო ადამიანი დამხვდა.შეშინებული უკან უკან წავედი და მაგიდას დავეჯახე,ისიც გადაყირავდა.ფხაკუნის ხმა გაისმა,უეცრად ოთახში კარის ქვევიდან რაღაც ფურცელი შემოაცურეს,მერე კი ნაბიჯების ხმა გავიგე და ის ვიღაც კარს მოშორდა.დიდხანს ვუყურე ქაღალდს,ვერ ვწყვეტდი ამეღო თუ არა,ბოლოს კი მაინც ჩემს ხელებში აღმოჩნდა. "ჰანა ლაურენსი" "ხვალ,სამსახურის დასრულებისას უაიდ პარკში,9 საათზე დაგელოდები.თუ არ მოხვალ გამოსამშვიდობებელი სიტყვა დაწერე." წერილი ხელებში დავჭმუჭნე,სახეზე გადმოსული ცრემლები მოვიწმინდე და საწოლის კუთხესთან მივიკუნტე.შოკირებული ვიყავი,ყველაფერი ამერია გონებაში და გაოგნებული გასაქცევ გეგმებს ვაწყობდი -ჰანა რა გჭირს? -ჰანაა. -გამოფხიზლდი ძვირფასო რა დაგემართა? ნაილმა შემანჯღრია და გონზე ძლივს მოვედი,ცრემლები მოვიწმინდე და წერილი ჯიბეში ჩავიკუჭე. -ჰანა რა მოხდა? -სახე დამიჭირა და თვალებში ჩამხედა,დიდხანს ასე ვისხედით და ერთმანეთს უბრალოდ ვუყურებდით -ერთადერთი ხარ ვინც კი გამაჩნია ნაილ.. -ხელები შემოვხვიე წელზე და გულზე მივეხუტე.ის კი საწოლის მისაყუდებელთან დაჯდა,მკლავებში მომიქცია და ცდილობდა ჩემთვის კომფორტი შეექმნა. -შშშ... -ზურგზე ნაზად მეფერებოდა,წრიულად რგოლებს მიკეთებდა თითებით და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა,მე კი მასზე ჩახუტებულს ისე ჩამეძინა ვერ გავიგე. -შეაფასეთ ეს თავი, |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.