შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მე მიყვარხარ (III) (თამარას)


2-06-2015, 19:15
ავტორი ფსიქო.13
ნანახია 1 968

ლექციები ძლივს გადააგორა,ახლა ყველაზე მეტად არ იყო უნივერსიტეტის ხასიათზე,რატომღაც სულ დემეტრეზე ეფიქრებოდა,მასზე და იმ საღამოზე,კარგად რომ გამოთვრნენ,პარალელურად იმ სულელური ტყუილის გამო გაბრაზებული იყო,მაგრამ ახლა რატომღაც მისი ნახვა მოუნდა,მოუნდა კვლავ ჩაეხედა მის ღრმა,შავ თვალებში,ცივი რომ იყო,მაგრამ თამარას მაინც რომ ათბობდა,ზოგჯერ მონატრება მოგეძალებათ და,შეიძლება მთელი ხმითაც აგაბღავლოთ,არ დაგინდოთ,მაგრამ როცა იცით რომ მოვა,გაუძლებთ დროს...
კამილას და ლეას ხმამ გამოაფხიზლა,თვალების ფშვნეტით გავიდა მისაღებში და აფუსფუსებულ ბიცოლას გახედა,რომელიც მთელი მონდომებით უღიმოდა გოგონებს,გაკვირვება შეძლო და დამალა,აუცილებლად უნდა გაეგო რა ხდებოდა,ასეთი თბილი არასდროს ახსოვდა ეს "წაკლა" ქალი
-თამარა,ხვალ საღამოს კლუბში ვიკრიბებით,მაგარი კაბები უნდა ვიყიდოთ და სავაჭრო ქსელში ხო წამოგვყვები?-გაუღიმა ლეამ,თან შოკოლადი მოკბიჩა
-ხო,რავი...
-აუუ,ძაან გთხოვ,ის აყლაყუდაც იქ იქნება და,შენ გარეშე...-მუდარის თვალები მიანათა თუ არა კამილამ,იმწამსვე დაუქნია თავი და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-მე წითელი მინდა,ლამაზი და მოხდენილი,ჯორჯის მოწონს წითელი ფერი-შემთხვევით ხმამაღლა იფიქრა ლეამ,კამილას თვალები იმწავსვე შუბლზე აუვიდა,მერე დაწყნარდა და გაიცინა
-ოოჰ,ოოჰ,უფრო ველური იქნები ღამე წითელში-გადაიხარხარა,ლეას საერთოდ არ შერცხვენია,ვნებიანად ჩაუკრა თვალი და გახევებულ თამარას გადმოხედეს,რომელიც თვალებს აფახუნებდა,ახლა გაიგო მისი და ჯორჯის ურთიერთობის შესახებ,მოიცა რა,ეს გერმანიააო გაიფიქრა და ახალ ამბავს ღიმილით შეხვდა
-აუ,მოახერხეთ რამე და ის ტიპი მომაშორეთ,ერთი ღამის გამო,სცენებს მიწყობს,რომელ დროში ვართ!-მაინც დაიწუწუნა კამილამ,უკმაყოფილოდ გადაწვა და მომდევნო შოკოლადი გამოსალმა სიცოცხლეს,თამარას არ ესმის,უფრო სწორედ ჯერ ვერ მიეჩვია გერმანიას,აქ ყველა ისეთი უცნაურია,თუმცა კარგიც,ლაღი და ხალისიანი ხალხი,ყველაფერი რომ კიდიათ,მაგრამ სიყვარული არ იციან...
-უთხარი ჯორჯს ან დათოს თუნდაც,დაელაპარაკება-გურგრილად უთხრა და დივნის საზურგეს მიეყრდნო
-არ წავედით?-ფეხზე წამოდგა კამილა და ჩანთას ხელი დაავლო,თამარა ნელი ნაბიჯებით დაბრუნდა თავის ოთახში,საკრედიტო ბარათი აიღო და საწოლს ნაღვლიანას დაუქნია ხელი,მალე დავბრუნდებიო დაამატა და გოგონებთან ერთად დატოვა სახლი...
ტაქსიდან გადმოსულებს ერთიანად მოაწვა ბრაზი,გაოცება,ნერვები... დადიანის სავაჭრო ცენტრში,ხომ შეიძლებოდა დადიანიც ყოფილიყო,მერე რა ექნა? ისე,რაზე მერვიულობს,თვითონაც არ იცის,იმ ტყუილზე გაბრაზება არ ღირს,დემეტრე რომც ნახოს,დიდი ამბავი... მაგრამ აქ სულ სხვა რამეშია საქმე,უფ...
-ნახე,ნახე რა ლამაზია-თვალებგაბრწყინებული შეათვალიერა მანეკენზე მორგებული წითელი კაბა ლეამ და გოგონებს მიუბრუნდა
-ხო,მიდი აბა,მოიზომე-გაუღიმა კამილამ და თვითონაც დაიწყო კაბის არჩევა...
საბოლოოდ ლეამ წითელი,კამილამ ლურჯი,ხოლო თამარამ შავი კაბა აარჩია,თამარას კაბა არაჩვეულებრივი იყო,ცოტა სადა და ცოტაც ძვირფასი,მუხლებს აცდენილი და მოტმასნილი,რაც მკვეთრად აჩენდა მისი სხეულის ფორმებს...
სიცილით გამოდიოდნენ სავაჭრო ცენტრიდან და შენაძენ პარკებს ჰაერში ააფრიალებდნენ ხოლმე,როცა ყენიამ ძლიერი ხელი იგრძნო ხელზე,რომელმაც თავისკენ მსუბუქად დაქაჩა,შებრუნდა და პირდაპირ იმ ღრმა,შავ თვალებს გადააწყდა,რომელიც საოცრად მოქმედებდა მასზე...
-გამარჯობა გოგონებო-თავაზიანად გაუღიმა გოგონებს,მერე კვლავ დასერიოზულდა და ისე რომ,თამარასთვის არც უკითხავს,პარკი გამოართვა,კამილას გაუწოდა,როგორც კი ხელი გაუნთავისუფლდა თამარას დაქაჩა და "წაარბენინა". ყენიას ასული გაიცებული უმზერდა,ეს შარზეაო,მერე კი,როცა სავაჭრო ცენტრის შუაგულში,ლამაზად მდგარ დივანზე ჩამოჯდნენ,გაბრაზებული მზერა ესროლა.
-სალაპარაკო გვაქვს-პირდაპირ უთხრა მამაკაცმა,რომელიც ძალიან სერიოზული ჩანდა,თამარა უარესად დაიბნა და თავი დაუქნია-ცოტა ხნით ჩემ სახლში უნდა გადმობარგდე...
ეს ისეთი მოულოდნელი იყო,გოგონა თვალებს ახამხამებდა,ვერაა ეს ყმაწვილიო,მერე ნიკაპზე საჩვენებელი თითი მიიდო და დაფიქრდა. უეცრად,გენიალურმა იდეამ დაარტყა თავში და იმ წამსვე მიახალა
-ნეტ პრობლემ!!!
ამჯერად მამაკაცს დაეტყო გაკვირვება,ჩაიცინა და ქვედა ტუჩს კბილებით დაეჯაჯგურა
-ხო მართლა,ძაღლი უნდა ვიყიდო,წამო ერთად ავარჩიოთ
-რომელი ძაღლი გინდა?
-რავიცი,მე პიტბული
-არაა!
-კაი,იყოს ლაიკა-გოგონას ჩანაფიქრს მიუხვდა და ამოიოხრა,თამარა გაეკრიჭა და ძაღლის ასარჩევად შევიდნენ,უამრავ რიგებში ჩამწკრივებულიყო ათასი ჯიშის ძაღლი,რატომღაც არცერთი არ იღებდა ხმას,და გაყუჩული უყურებდნენ კლიენტებს.
-სასწრაფოდ გაეცალეთ აქაურობას!!!-მოულოდნელად შეხტა თამარა ლეკვის დათვალიერება შეწყვიტა,ვიღაც უცხო მამაკაცი ყვიროდა გერმანულად.
-გველი გამოვიდა,სადღაც აქვეა,ამიტომ ვისაც გველის შიში აქვს,გირჩევთ გაიქცეთ-სიცილით წარმოთქვა,ეტყობოდა თვითონ საერთოდ არ ეშინოდა,აი თამარას კი რა დაემართა... ერთი წაიკივლა და თვალებით დემეტრეს დაუწყო ძებნა,მივარდა და შიშით შემოხვია ხელები,ლამის ზედ ააბობღდა.გველის აუტანლად ეშინია,ბავშვობიდან,ეკრანზე რო ნახულობს ხოლმე,მაშინ კივის და,როცა გაიგო რომ აქ იმყოფებოდა ეს "საზარელი არსება" წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა.
სიცილით შემოხვია ორივე ხელი დადიანმაც და მომენტით ისარგებლა,მაგრამ ჩაიკრა გულში სასურველი სხეული. უეცრად გაისმა ტაშის ხმა,შეშინებულს არც აინტერესებდა რატომ უკრავდნენ,სანამ დემეტრემ არ ჩაჩურჩულა
-ლამაზო,მგონი ღირდა მენეჯერის მოთაფლვა და ეს უწყინარი ტყუილი
წამსვე მოეგო გონს,მამაკაცის მკლავებიდან თავი გაინთაისუფლა,ჩაიცინა,მერე კი ხუთი თითი დაემჩნა დადიანს სახეზე. კმაყოფილი ტანის ნარნარი რხევით გაეცალა,წავიდა და მამაკაცს მიაძახა
-შენთან გადმოსვლა გადავიფიქრე,სხვა დროს იყოს...
----
----
საღამოს კაბა კმაყოფილმა მოირგო და სარკეში დატრიალდა,მაღალ ქუსლებზე დადგა,ჩანთა აიღო,წასვლისას ბიცოლამისს მიაძახა კლუბში მივდივარ,გვიან მოვალო და კიბეებს ფრთხილად ჩაუყვა,არ არის შეჩვეული ამ მაღალ ქუსლებზე სიარულს და რა ქნას,ვაახ...
ლამის სამშვიდობოზე იყო გასული,ძირს დახრილი თავი მაღლა ამაყად ასწია და...ჰოპლა,მეოთხე საფეხურიდან პირდაპირ მოადინა ზღვართანი,ეს რისი ბრალი იყო? იმ შავი,უძირო თვალების დანახვის... ახლა ეს უნდოდა? ისედაც უჭირდა სიარული და,დემეტრეს დანახვამ გამოიწვია ქვის ფილებს რომაა ჩახუტებული და ვერ დგება.
-სიარული უნდა ისწავლო-მამაკაცის ხმამ მოიყვანა კვლავ გონს,მის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და ძლივს წამოდგა,ბრაზიანი მზერა ესროლა,რომელიც ზუსტად მიზანში მოხვდა..,
-აქ რა გინდა?-მაინც კითხა და კაბა დაიფერთხა,კიდევ კარგი,არ გაიხა,მაგრამ რა გინდა,მუხლი ისე ეწვოდა,ვითარცა ტარიელს ნესტან-დარეჯანის დაკარგვა (ძლივს გამომადგა ვეფხისტყაოსნის სწავლა)
-რა უნდა მინდოდეს,შენ წასაყვანად ვარ მოსული,რადგან კლუბის მისამართი არ იცი,თანაც ვიფიქრე იმ ხუთი თითისთვის სამაგიეროს გადავუხდი მეთქი-ბოლო სიტყვებს ირონიული ღიმილი დაატანა,თამარამ გააზრება ვერ მოასწრო ნათქვამის,დადიანი რომ ვირივით ეტაკა მის ტუჩებს და...
ძლივს იკავებდა ყენია,სიამოვნების წამოძახილები შეეჩერებინა,მამაკაცს ყელზე ხელი მოხვია და კოცნაში აყვა,დემეტრე კბილების დართვით აგემოვნებდა თამარას ტუჩებს და წელზე ხელს სინქრონულად უსრუალებდა. აი მამაკაცის ხელი რომ იგრძნო მოშიშვლებულ ფეხზე,იქ დაასტოპა... სასწრაფოდ გაეცალა და ამოიხრა
-კიდევ ხუთი თითი უნდა გითავაზო,მაგრამ დასჯა აღარ მინდა,კოცნა გაქვს სასწავლი!-ცინიკურად "შეაქო" და მანქანაში გრაციოზულად ჩაჯდა,ვინ იცის ახლა რა ხდებოდა მის სულში,ისე იყო აფორიაქებული,თანაბრად სუნთქვასაც ვერ ახერხებდა,ის კიარადა,ლამის ვერ სუნთქავდა. მაგრამ ქაჯობები არ დაუწყია სხვა გოგონებივით,ეს მისთვის საშინლად დამამცირებლად ეჩვენებოდა...
კლუბში დემეტრე გვერდიდან არ სცილდებოდა,ცეკვა იყო? მასთან ერთად ცეკვავდა. დალევა იყო? მასთან ერთად სვამდა.
თამარა მაინც ვერ მშვიდდებოდა,თუმცა ცდილობდა გარეგნულად არაფერი შეემჩნია და გული არ წასვლოდა.
---
---
---
ჩემო კარგებო,მოსმენა იყოს! ვინც კითხულობთ,უაღრედად გთხოვთ,ორი სიტყვა მაინც დამიტოვოთ,არ იცით ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს,როცა მხოლოდ 3 ადამიანი კითხულობს,წერის სტიმული სადღაც ჯანდაბაში მიდის და ვრჩები მოწყენილი,უხასიათო და დაბოღმილი,ძალიან გთხოვთ,თქვენი აზრი გამოხატეთ,ამ თავში მაინც,თქვენ არ იცით,ჯერ ნატოს როგორ ვეხვეწე დამსვი კომპიუტერზე სასწრაფოდ მეთქი,და მერე ამ თავზე რამდენი ვიწვალე... დღეს ჩემთვის იმდენად ცუდი რაღაცეები მოხდა,ეტყობა ალბათ ამ თავსაც რომ ნანერვიულებური და გაწვალაებური ვარ,მაგრამ მაინც დაგიდეთ და რავი,თქვენ სამ სიტყვას ვერ იმეტებთ...
სიყვარულით,ფსიქო.13



№1  offline წევრი Anuuc^.^

ეს რომ შეწყვიტო დაგმართებ რაღაცას ისე მომწონს როომმ...თან ვერთობიი
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

Anuuc^.^
ეს რომ შეწყვიტო დაგმართებ რაღაცას ისე მომწონს როომმ...თან ვერთობიი

uugrmesi madloba,shemdeg tavs rodis davdeb ar vici samwuxarod <3 madloba kidev ertxel,gamaxare dzn
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№3  offline წევრი tveni

იმ მინაწერზე გამეცინა ვეფხისტყაოსნის ცოდნა რო გამოგადგა :-D :-D

 


№4  offline წევრი ფსიქო.13

tveni
იმ მინაწერზე გამეცინა ვეფხისტყაოსნის ცოდნა რო გამოგადგა :-D :-D

vaime,axla gadavikitxe da mec bevri vicine magaze,ram damawerina :D aba imdeni xani vizutxavdi...
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№5  offline წევრი ფსიქო.13

tamara
ელე, ხედავ ცოდნის გამოყენების საშუალებას გაძლევ :D :D :D
რა უნდა შეწყვიტო, ამხელა ძლიერ მამაკაცს ვერ მხედავ?! am
ძალიან ბევრი ვიცინე :D :D
სხვათაშორის ეს გოგო ხასიათებით მართლა ძალიან მგავს და მიკვირს, ასე კარგად როგორ ,,დამემთხვიე'' winked ძალიან კარგი და თბილი გოგო ხარ შენ, ელე და მიყვარხარ love

rogor tu dagemtxvie! mabrazeb ukve! shen imaze kargad gicnob,vidre shen ggonia tamar bebo :DD
mec magrad miyvarxar tamri,martla ogond <3
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№6  offline წევრი ფსიქო.13

myself
ელე, რა საყვარელი ხარ! wink
მხიარული, საყვარელი და თბილი ისტორიაა. ველი მომდევნო თავს,იმედია ცოტა დიდი იქნება და მალე დადებ, თორე ხო იცი... am

:DD xo,vici vici... dges sshevecdebi,zustad ver getyvit :)
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent