შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ხარ პატარა ჩემი (ნაწილი 3)


3-06-2015, 00:14
ავტორი gvanca18
ნანახია 4 141

ფაქტი იყო,რომ ალექსანდრეს ჩემი გაგიჟება ნამდვილად არ უჭირდა.მთელი დღეების მანძილზე,ყოველ წამს მისი სახელი მეორდებოდა გონებაში.
-ნინი.ნიიიი...გოგო დაყრუვდი?! ანას საქორწილო კაბა გვაქვს გამოსატანი.ჩვენს ხომ უნდა მოვემზადოთ.ასე რომ მორჩი ფიქრს და გავიდეთ. (თამო)
ანასთან მივედით.
-არა რა ჯვრის წერამდე მოვკვდები მე (ანა)
-კარგი რა ნუ ნერვიულობ (თამო)
-შენ დავითი არ გინახავს როგორ ნერვიულობს (მე)
მეგონა დავითის მეჯვარე ალექსანდრე იქნებოდა და სამუდამოდ მომიწევდა მეიძულებინა თავი რომ მასზე არ მეფიქრა,რადგან ანას მეჯვარე მე ვიყავი,მაგრამ გაოგნებული დავრჩი როცა გიომ დაიკავა მეჯვარის ადგილი.ცერემონიის დასრულების შემდეგ რესტორანში წავედით.შევამჩნიე,რომ ალექსანდრე იმ გოგოსთან ერთად იყო,ზღვაზე რომ ახლდა.არ ვიცი რატომ მაგრამ თვალები ამიცრემლიანდა და დარბაზიდან გავედი,რაც თამოს და ანას არ გამოპარვიათ და ორივე უკან გამომყვნენ.
-არ გინდა აღიარო რომ გიყვარს?! (ანა)
-რა?რას ამბობ ანა. (მე)
-კაი რა ჩვენთან რა გაქვს დასამალი. (თამო)
-ვერ ხედავ იტანჯები!ჩვენთან კი არა ჯერ შენ თავთან აღიარე.მესმის რომ გეშინია,ეს ხომ შენი პირველი სიყვარულია. (ანა)
-მორჩით გოგოებო,უბრალოდ ხვალინდელ დღეზე ვნერვიულობ,პირველი დღე მაქვს უნივერსიტეტში. (მე)
-აჰჰჰ კარგი ქალბატონო. (ანა)
დარბაზში დავბრუნდი და ჩემი ადგილი დავიკავე,გიოს ვეცეკვებოდი ჩვენს დადგმული ცეკვას და დატრიალების შემდეგ გაღიმებული ალექსანდრეს მკლავებში აღმოვჩნდი.
-ბოდიში მაგრამ ეს ჩემი და გიოს ცეკვაა. (მე)
-ძმაკაცობა მსხვერპლს მოითხოვ პატარა. (ალექსანდრე)
-მორჩი რა მაიმუნობას,უკვე ძალიან დავიღალე გესმის?! თავი დამანებე! (მე)
ამ სიტყვებზე სახე დაასერიოზულა და მკაცრი ტონით მითხრა.
-კარგია გასაგებია პატარა,დღეიდან ყველაფერი შეიცვლება.(ალექსანდრე)
-არ ვარ პატარა. (მე)
-მე რომ გთხოვო მაინც არ იქნები ჩემი პატარა? (ალექსანდრე)
-შემთხვევით შენს თავზე დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს (მე)
-არა ლამაზო... (სიტყვის დამთავრება არ ვაცადე)
-ხოდა შენს შეყვარებულ მიხედე და მე მშვიდად ცხოვრება მაცადე გასაგებია?! (მე)
ეს ვთქვი და წავედი.დიდი ხანი არ იყო გასული ალექსანდრეს ხმა მომესმა,რომელიც ყველას ყურადღებისკენ მოუწოდებდა.
-მინდა ერთი,მნიშვნელოვანი რამ განვაცხადო და ძალიან გთხოვთ ყველამ მომისმინოთ.ალექსანდრე დადიანი ცხოვრებაში პირველად მთელი გულით არის შეყვარებული ერთ პატარა არსებაზე,გოგოზე,რომლის დანახვის დღიდანაც ჩემი ცხოვრება გაფერადდა.ქალზე რომელიც ერთიანად შემოიჭრა ჩემში და დამაჯერა,რომ სიყვარული არსებობს და შეიძლება ადამიანი ერთი ნახვით შეგივარდეს.ალბათ ყველას გაინტერესებს ვინ არის ეს პატარა არსება,რომელიც ჩემი ცხოვრების აზრი და ჩემი ცხოვრების მიზანი გახდა.ჩემი პატარა პირველად მაშინ ვნახე როცა ჩემი დაიკო მივიყვანე სალონში,მასაც ჩემი დის მსგავსად ბანკეტი ქონდა.ის უბრალოდ...მე უბრალოდ ერთ წამითაც არ მინდოდა მომეშორებინა მისთვის თვალი.ის ისეთი ნაზი,ბავშვური და ამასთანავე ქალური იყო.მაშინვე ვიგრძნი რომ მე ის მჭირებოდა გვერდით მთელი ცხოვრება.ჩემი პატარა ახლა ალბათ ძალიან გაბრაზებულია ჩემი დაბნეული ქცევების გამო,მაგრამ იმასაც ხვდება რომ ეს სიტყვები მხოლოდ მას ეკუთვნის.მე უბრალოდ მეშინოდა მისი დაკარგვის და ცხოვრებაში პირველად არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი.როცა წყალში ჩავარდა და შეშინებული ჩემს მკლავებში მოექცა მინდოდა მისთვის ხელი აღარასოდეს გამეშვა.ნინი პატარა,ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ და მინდა რომ გერქვას ჩემი პატარა. (ალექსანდრე)
ამას ისეთი გრძნობით ამბობდა,გაოგნებული ვიყავი რომ ეს ალექსანდრე იყო,ანას ვეყრდნობოდი რომ არ წავქცეულიყავი.ამ დროს ის გოგო დავინახე რომელიც ალქსანდრესკენ მიდიოდა.
-ღმერთო ჩემო,ჩემი ძმა შეყვრებულია.დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ მინახიხარ. (უთხრა და ჩაეხუტა)
-ძმა?მოიცა ამდენი ხანი მეგონა რომ ეს ალექსანდრეს შეყვარბული იყო. (მე)
-რა??? (ანა)
საცოდავი თვალებით შევხედე ანას.
-გასწორდი მოდის! (ანა)
-რა??? (მე)
-ნინი,შენს პასუხს ვუცდი პატარა(გამიღიმა ალექსანდრემ და დასჯილი ბაშვივით დადგა ჩემს წინ.)
მისი თვალებიდან იმხელა სითბო იღვრებოდა მინდოდა ძალიან მაგრად ჩავუტებოდი.მაგრამ თავი ხელში ავიყვანე,სახე დავასერიოზულე,რაზეც მას აშკარად ნერვიულობა შეეტყო,შემდეგ კი გამეღიმა.
-მე მინდა რომ მერქვას შენი პატარა. (მე)
ამის თქმა და უკვე ალექსანდრეს გულზე ვიყავი მიკრული.წვეულების დროს გვერდიდან არ მომცილებია.
-სახლში მე წაგიყვან პატარა. (ალექსანდრე)
-კარგი ოღონდ შენ რომ იცი გიჟივით არ ატარო მანქანა. (მე)
-ჰმმ,უკვე დაიწყო. (ალექსანდრე)
ამაზე ორივეს გაგვეცინა და მანქნაში ჩავჯექით.ჩემს ხელზე ეკიდა ცალი ხელი,თან დრო და დრო თბილად გადმომხედავდა ხოლმე.დაშვიდობებისას მისკენ მიმიზიდა და ნაზად მაკოცა.
-ხვალ მე გამოგივლი პატარა თერთმეტის ნახევარზე და წაგიყვან უნიში. (ალექსანდრე)
-კარგი ალექსანდრე (მე)
-მიყვარხარ ჩემო პატარა (ალექსნდრე)
-მეც მიყვარხარ ალექსანდრე. (მე)
-ხომ გითხარი რომ ჩემი იქნებოდი პატარა. (მითხრა და გამიღიმა)
-ჩემი მესაკუთრე (ვუთხრი და ლოყაზე ვაკოცე)


იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი La-na019

Au ra magaria dzaan momewonaa❤️

 


№2  offline წევრი gvanca18

:* მადლობა დიდი რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent