შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუხის ძირას (მეორე ნაწილის დასასრული/თავი 5-7)


3-06-2015, 00:49
ავტორი Serena.Si
ნანახია 2 415

თავი 5

- სანდრო,ლიკუნა სად არი? - დაურეკა სანდროს ანიმ
- მე საიდან უნდა ვიცოდე?
- შენ გამოგეკიდა და იმის მერე აღარ მოსულა და აბა ვის უნდა ვკითხო?
- გიორგის
- გიორგი აქ არი სანდრო და ნუ ნაგლობ
- მაშინ სახლში
- ალეკოს უთხრა ნანამ არ მოსულა ჯერო
- მაშინ არ ვიცი
- უიმეეე სანდრო
- მე მაგრა
- აფრენ და რით გიშველო - უთხა ანიმ და გაუთიშა

სანდრო ანის ზარის შემდეგ ძალიან დაიძაბა და შეეშინდა,არ იცოდა მართლა სად უნდა წავსულიყავი,მისი აზრით ან სახლში უნდა მივსულიყავი ან გიორგისთან,მაგრამ ამ ორიდან არცერთგან არ ვიყავი,ამიტომ კი თქვა მაგრად ო,მაგრამ მაინც წამოვიდა ჩემს მოსაძებნად...
სანდრო დაბრუნდა იმ ადგილას,სადაც ბოლოს ვნახეთ ერთმანეთი და იყურებოდა აქეთ-იქით,ფიქრობდა სად შეიძლებოდა,რომ წავსულიყავი... ბოლოს ისიც იმ მინდროში გადმოვიდა,სადაც მე ვიჯექი...
ტელეფონით ინათებდა გზას და თან იქვე ანათებდა,რომ ვეპოვნე... დიდი ნახი იარა მინდროში,სანამ ამ მინდვრის იქით გზაზე არ აღმოჩნდა... მაინც ვერ მიპოვა...
ანისგან იცოდა,რომ ტელეფონს არ ვიღებდი,ამიტომ არ მირეკვდა ამდენი ხანი,ბოლოს მაინც გადაწყვიტა რომ დარეკა,იფიქრა იქნებ ზარი მაინც გავიგო თუ აქ არის სადმეო...
მართლაც ასე მოხდა,სანამ მე ზარს ჩავუწიე,რომ თავი არ აეხადა წკრრრ...წკრრრ-ს მანამდე კი გაიგო ჩემი ტელეფონის ხმა სანდრომ...
განათებაც დაინახა და ჩემსკენ წამოვიდა,მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ იმის შემდეგ ჩემ მოძებნას დაიწყებდა...
- აქ რას ზიხარ? - მკითხა სანდრომ რომ მომიახლოვდა
- შენ რა გინდა?
- მითხარი აქ მარტო სიბნელეში რატო ზიხარ?
- და ვინ გითხრა რომ მარტო ვარ?
- არა?
- არა,ვერ ხედავ ჩემს გარდა კიდე 10 ბიჭი რომ არის?
- ლიკუნა მორჩი სწერვობას და წამოდი
- შენ რატო გადარდებს ვერ ვხვდები
- გაჩუმდი და წამოდი
- ვიცი გზა,რომ მომინდება წავალ,მადლობა
- აქ ეხლა მარტო არ დაგტოვებ,ადექი და წამოდი ლიკუნა!!
- ამდენი ხანი ვიყავი და კიდე რომ ვიყო როგორმე მივხედავ ჩემ თავს
სანდროს აღარ უპასუხია,ისევ გადამიკიდა მხარზე ეხლა უკვე გზით წამიყვანა
- შენ იმის გარდა,რომ მომიკიდო და წამათრიო მეტი არაფერი არ შეგიძლია?
- ლიკუნა გაჩუმდი რა,შენთან ლაპარაკი ნამდვილად არ მინდა
- აბა რას მოეთრიე?
- ნორმალურად ილაპარაკე!
- როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები,შენ ხომ ისე მელაპარაკები როგორც შენ გინდა
- ...
- ჩამომსვი სანდრო და შენ ცხოვრებას მიხედე,არ არის საჭირო ჩემი სახლამდე მიცილება
სანდრომ ისევ არ მიპასუხა,ესე გაჩუმებულები ვიყავით მთელი გზა,სანამ სანდროს მხარზე გადაკიდებული მივყავდი... როგორც იქნა მივედით ტრასამდე,საიდანაც ანის სახლი უკვე ახლოს იყო,დაახლოებით 3-4 სახლის შემდეგ მარჯვნივ,თუ პირდაპირ გაარგძელებდით სიარულს ჩემი სახლის უკანა ეზოსთანაც მიხვიდოდით... სანდრომ აი ამ გზაჯვარედინზე გამიშვა ხელი და მეც ძლივს ფეხები მიწაზე დავდგი

- სახლამდე მიცილებას არც ვაპირებ - მითხრა სანდრომ და პირდაპირ გააგრძელა გზა,მე იქ გზაჯვარედინზე დამტოვა..
***
გვიან ღამით ალეკომ სანდროს ჭიშკარი შეაღო და ეზოში შევიდა. სანდრო იქვე ჰამაკში იჯდა და ეწეოდა.
- ბიჭო როდის შემოხვედი ? - არ ელოდა ალეკოს მისვლას
- ეხლა,რას შვები აბა?
- რას უნდა ვშვებოდე?!
- მორჩი ტოო
- აუ თუ ძმა ხარ რააა
- ზუსტად ვიცი რომ ის პიჟონი არ ევასება
- გითხრა?
- არა,გოგოებს უთხრა და შემთხვევით გავიგე
- რა უთხრა?
- რას გაუგებ მაგათ
- ეე მითხარი ტო
- უკოცნია იმ ტიპს და მერე მაგიტო მოდიოდნენ თურმე ეგრე ხელჩაკიდებულები
- აუ ჩემი ამის დედა შვ..ეცი მე!!
- შენ კიდე თუ ეგრე მიყვარს გააკეთე რამე
- რაღა გავაკეთო ტოო
- ჯერ მიდი და იმ პიჟონს გაუიასნე,მერე დაშორდი იმ გოგოს და ეგაა,მეტი კი არაფერი უნდა ლიკუნას
- შენც გოგოებივით იწყებ ეხლა დაშორდი დაშორდი
- აბა მაგათ ეგ უნდათ და
- აზრი აღარ აქვს,რაღაც საშინელებები ვუთხარი,გამწარებული ვიყავუ
- იმიტომ გაიქცა მერე?
- ხო
- წამო დავლიოთ
- აუ ბიჭო აი ძმა ხარ რაა,წამო

- ჩემო პრინცესა გამოდი დროზე - ჩამყვირა მთვრალმა სანდროს ტელეფონში

- შენ საერთოდ იცი რომელი საათია?
- არა
- ღამის 4 საათია,წადი სახლში
- აქ ვარ ლიკუნა,ჩამოდი თორე ბო..ის შვილი ვიყო შემოვალ
- შემოდი და მერე დაგლეჯილი წახვალ,რა მენაღვლება
- დედას მო...ავ შენ ძაღლს,გამოდი
- არა - გავუთიშე ტელეფონი

ერთ 5 წუთში მესმის ჭიშკრის ჭრიალის ხმა,შემდეგ ძაღლის ყეფა და ღრენა,უცებ წამოვხტი ლოგინიდან და ეზოში გავვარდი პიჟამოებით,ძალიან კარგი შესახედი ვიყავი... ბორააა ფუუუუუ - ვუყვიროდი ძაღლს... ბორაააა!!!
მაგრამ უკვე გვიანი იყო,სანდროს ფეხზე უკბინა,შემდეგ აახტა წინა ორი თათი მხრებზე დაადო და წააქცია,ბოლოს დააგვირგვინა და ხელზეც კარგად უკბინა... ერთი კი გავიფიქრე ყოჩაღ ბორა შური იძიე ჩემთვის-მეთქი,მაგრამ მერე სანდროს სახეს რომ შევხედე გული მომიკვდა და სულ დამავიწყდა დღევანდელი ამბები...

- დამეყრდენი იდიოტო და ადექი,ხო გეუბნებოდი არაა
- ფუ რა დედა მო...ული ძაღლი გყავს!! - მითხრა და წამოდგა
- წამოდი აქეთ - სახლისკენ მივუთითე მე
- ტეხავს ტოო,ამ შუაღამეს რას იფიქრებენ კობა და ნანა
- არ არიან სახლში,კობას ძმის დაბადების დღე იყო და მერე იქ დაჩნენ
სანდროს ხმა აღარ ამოუღია... სანამ ჭრილობას ვნახავდი,მეგონა უბრალოდ კბილი ჩაასი-მეთქი,ხელზე ნამდვილად ეგრე იყო... ნაკბილარი ეტყობოდა და იქიდან ოდნავ მოსდიოხა სისხლი,მაგრამ აი ფეხის მდგომარეობა იყო საშინელი... ბარძაყიზე ჰქონდა ნაკბენი როგორც ჩანს,რადგან ზემოთ სულ სისხლიანი ჰქონდა შარვალი,სველი იყო სისხლისგან...
ძლივს-ძლიობით ავიყვანე ჩემ ოთახში და საწოლზე დავაწვინე,მე ისევ ქვევით ჩავირბინე და წამლების ყუთი ამოვიტანე...


- უნდა დამიმუშაო?
- ხო,შევეცდები
- როგორ? შარვალი უნდა გამხადო?
- აბა რა გავაკეთო?
- მე პირიქით,გამიხარდება
- ფუ რა იდიოტი ხარ
როგორც შემეძლო ისე დავუმუშავე ეს ჭრილობა,შემდეგ კი შევუხვიე... სკოლაში მაქვს გავლილი პირველი დახმარების გაკვეთილები და თურმე რაღაცეები დამმახსოვრებია...
მოკლედ თანდათან დავრწმუნდი,რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი,ამიტომ იმაზე აღარ მინერვიულია,რომ ინფექცია არ შეჭროდა ან რამე...
არ ვიცი ტკივილისგან,არ ვიცი შიშისგან თუ სასმელისგა, სანდრო მალე გაითიშა,ჩაეძინა უფრო სწორად... ფეხზე გავხადე,დავაწვინე,საბანი დავახურე და ბალიშიც კი გავუსწორე...

- მაპატიე - ეს მითხრა ბოლოს იმ ღამეს. გაბრუებული,მთვრალი და დაღლილი ხმით...
დილამდე ისე ეძინა ფეხიც კი არ გაუნძრევია...

***
დილას პირველს მე გამეღვიძა,სანდროს ისევ ღრმად ეძინა... უცებ გადავიხედე გარეთ,მაინტერესებდა კობას მანქანა თუ იდგა ქვემოთ,მაგრამ როგორც ჩანს ჯერ არ ჩამოსულან...
ავიღე ტელეფონი და ნანას დავურეკე
- აბა რას შვებით?
- ავდექით ეხლა,შენ ხომ კარგად ხარ?
- კი ნან... კობა რას შვება?
- კობა ისევ სვამს - გაეცინა ნანას
- მერე,როგორ წამოხვალთ? ნასვამი უნდა დაჯდეს საჭესთან?
- არა რას ამბობ,ღამე წავიდეთო კობან ან დილითო
- გასაგებია
- შენ ხომ არაფერი გინდა? თუ გჭირდება რამე მე ეხლავე წამოვალ
- არა, კარგად ვარ,მშვენივრად. უბრალოდ რომ არ ვინერვიულო დამირეკეთ რას გადაწყვეტთ კარგი?
- კი აბა რა
- გკოცნით - დავემშვიდობე ნანას...

ნანასთან ლაპარაკს რომ მოვრჩი სააბაზანოში შევედი,მოვწესრიგდი. შემდეგ ქვემოთ ჩავედი,საუზმის გასაკეთებლად... ვიცოდი ნანას ჩემთვის ხაჭაპურები და კარტოფილის ღვეზელი ჰქონდა დატოვებული... წყალი დავადგი ასადუღებლად,სანამ ხაჭაპურს და ღვეზელს ტაფაზე დავდებდი გასაცხელებდად გამახსენდა,რომ ბორასთვის დილად არ მიჭმევია. გავედი ეზოში,ჭიქით ამოვიღე ბორას საჭმელი და უკანა ეზოში გავედი,რომ დამეყარა ჯამში. როგორც ყოველთვის საოცრად შეხვდა,ამომახტა და სახეზეც კი ამლოკა... ვგიჟდები ბორა ისე მიყვარს,უკვე 10 წლისაა ჩემი ბებრი... არ მიჩხუბია და არც შენიშვნა მიმიცია როგორ უკბინე სანდროს-მეთქი... მოვეფერე მეც და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი... წყალი უკვე ადუღებული დამხვდა,გაზი ავანთე,ტაფაზე კარაქი დავდე და დავდგი გაზზე,შემდეგ უკვე გავაცხელე ხაჭაპური და ღვეძელი...
სანდრო რომ არ გამეწვალებინა კიბეებზე სიარულით გადავწყვიტე ზემოთ ამეტანა საუზმე... ძლივს ვიპოვე პოდნოსი,დავალეგე ზედ ყველაფერი და ავუყევი კიდეებს...
სანდროს უკვე ეღვიძა,მაგრამ ჯერ არ ამდგარიყო...

- დილა მშვიდობისა - გავუცინე
- დილა მშვიდობისა,მაგრამ აქ რა მინდა?
- არ გახსოვს?
- მახსოვს,რომ მე და ალეკომ დავლიეთ,მერე შენთან მოვედი და შენმა ძაღლმა დამგლიჯა,მაგრამ აქ რატო მეძინა?
- გაითიშე და იმიტო - გავიცინე
- შენ გამხადე?
- არა,ბორამ
- ეს რა არი?
- საუზმე
- მისმინე,მაპატიე რაც გუშინ გითხარი... გავბრაზი და მართალიც ვიყავი,მაგრამ რაც გითხარი არ უნდა მეთქვა,ხომ იცი რომ არ ვფიქრობ იმას რაც გითხარი არა?
- მიდი ჭამე
- მიპასუხე
- ხო ვიცი,მაგრამ ძალიან მაწყენინე
- ვიცი და თავს ბოლო დონის ნაძირლად ვგრძნობ,ვერასოდეს ვაპატიებ ჩემ თავს რეებიც გუშინ გითხარი
- კაი არაუშავს,ჭამე მიდი

სანდრომ ჭამა რომ დაამთავრა,ჩაიცვა ძლივს-ძლიობით და კიბეებისკენ წავიდა

- მიდიხარ უკვე?
- ხო არ მინდა შენებმა მნახონ აქ
- არ არიან სახლში
- ვიყო ანუ?
- თუ გინდა იყავი
- აა,ეხლა თუ მინდა?!
- ანუ,თუ გინდოდა დარჩენა და იმიტომ მიდიოდი,რომ კობას და ნანას არ დაენახე,მაშინ შეგიძლია დარჩე,რადგან აქ არ არიან და თუ იმიტომ მიდიოდი,რომ არ გინდა აქ მაშინ წადი
- კაი დავრჩები მაშინ
- კაი
- სად არიან?
- ბაბუაჩემის ძმასთან
- ეხლა გიორგისთან ერთად ხარ?
- არა სანდრო
- აბა?
- არავისთან ერთად არ ვარ,შეგიძლია მშვიდად იყო
- მაპატიე ხო?
- კი - ეხლა უკვე გულწრფელად გავუცინე და მემგონი მართლა ვაპატიე
- ეს შენ გადამიხვიე?
- კი - გამეცინა - იმედია ინფექცია არ შეგეჭრება
- არა,ვიცი კარგად მომხედავდი
- არ იმსახურებდი,მაგრამ...
- ხო მითხარი გაპატიეო და მაშინ ნუღა მახსენებ
- ხო,კაი...
- ჩემი ცოლი რომ გახდები,მერე მე მოგიტან ყოველდილით საუზმეს ლოგინში,დაიმახოვრე
- რა იდიოტი ხარ
- მართლა
- ხო აბა რაა - ნერვიულად გამეცინა

მე და სანდრო ჩემ ლოგინზე ვიწექით გვერდიგვერდ,სანდრო მოიწია ჩემსკენ,ხელი თავის ქვეშ მომხვია და თავისკენ მიმიზიდა... მისი ხელის შეხებისას გული ისევ ისე ამიჩქარდა,ისევ მეგონა ამომივარდებოდა,ისე მიძგერდა... თავი სანდროს მკერდზე დავდე და ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი მშვიდად,დაცულად,ყველა და ყველაფერი ფეხებზე მეკიდა,მეგონა რომ დედამიწაზე სხვა არავინ არ არსებობდა,ჩემთვის იმ მომენტში დრო გაჩერდა,მხოლოდ სანდროს გულის ძგერა მესმოდა,მასაც აჩქარებული ჰქონდა... არ ვიცი რა მემართება ამ ბიჭზე,მაგრამ მისი ერთი თითის შეხებაზეც კი გონებას ვკარგად და სხვა პარალელურ სამყაროში გადავდივარ,სადაც მარტო მე და სანდრო ვარსებობთ... არ ვიცი როდის გამიჩნდა მის მიმართ ეს უჩვეულო გრძნობა,რომელსაც სახელი არ აქვს... ბავშვობაში,როცა 5 წლის ვიყავი თუ შარშან ზაფხულში,მაგრამ ხანდახან მგონია,რომ ყველაზე დიდი გრძნობაა ეს,რაც კი გამაჩნია... ვიცი,სხვისი თვალით შეიძლება მე და სანდროს არც არაფერი გვქონია და არც ეხლა გვაქვს,მაგრამ ვგრძნობ რომ ყოველთვის იყო ჩვენს შორის რაღაც,უხილავი... ყველა გრძნობაზე დიდი და უსასრულო,მერე რა თუ შეყვარებულების სტატუსი არასოდეს გვქონია ან მსგავსი რამ...

- მიყვარხარ - გავიგე სანდროს ხმა და ეხლა გულის ცემას ვეღარ ვგრძნობდი,ამ წუთას გული საერთოდ გამიჩერდა
თავი 6

ანისთან მივდივარ,რომ მოვუყვე ბოლო დღის ამბები... აუ როგორ მინდა მარიამს დაველაპარაკო და მოვუყვე ყველაფერი,მაგრამ რაც ვიზავ გერმანიაში ვერ ვრეკავ,ნომერიც კი არ ვიცი... თვითონ ვერ მიკავშრიდება ალბათ,თორე აქამდე დიდი ხნის წინ დამირეკავდა,როგორ მენატრება ჩემი შტერი გოგო...

- რას აკეთებ?
- აი ამით უნდა ვცემო ის ყ..ისშვილი - გიორგის ხელში ცომის გასაპრტყელებელი ეჭირა
- ხო კარგად ხარ?
- მე კი
- გიორგი ძალიან გთხოვ სისულელებს მოეშვი,შენ არ გეხება ეგ ამბავი?
- აბა ვის ეხება?
- მე და სანდროს,თან უკვე მოვაგვარეთ ყველაფერი
- მე ჩემსას გავუიასნებ
- გიორგი გაჩერდი ძალიან გთხოვ
- წავედი მე გნახავ მერე

გიორგი თავის ცომის გასაპრტყელებენთან ერთად წავიდა,მე კიდე ანისთან შევედი და მოვიუყევი ყველაფერი

- მოდი ალეკოს ვუთხრათ
- რა?
- რაც გიორგიმ გითხრა
- იქნებ იმიტომ მითხრა რომ ჩემ თვალში მაგარი ბიჭი გამოჩენილიყო
- ეგრე გგონია?
- არ ვიცი,მაგრამ ალეკოს რომ ვუთხრათ,მერე უკვე ესენი ეჩხუბებიან და არა გიორგი
- კაი,მაშინ თვაშიც ქვა უხლიათ
- რავიცი

გიორგი სად წავიდა და რას აპირებდა სინამდვილეში ნადვილად არ ვიცოდი,მაგრამ ეგ მისი გასარჩევი და მოსაგვარებელი ნამდვილად არ იყო... კიდევ მეშინოდა იმის რომ სანდროს ფეხი სტკიოდა,ჩემი ბორას გამო და შეიძლება სათანადოდ ვერ დაეცვა თავი,ერთადერთი მიზეზი ეგ იყო რის გამოც შეიძლებოდა მე ალეკოსთვის მომეყოლა,რაც გიორგიმ მითხრა... არ ვიცი,ვფიქრობ რომ არ უნდა ვუთხრა და ალბათ არც ვეტყვი...

- როგორ ხარ?
- კარგად,ფეხი ისე ძალიან აღარ მტკივა,დავდივარ ჩვეულებრივად
- მიხარია
- სად ხარ?
- ანისგან გამოვედი ეხლა
- სად მიდიხარ?
- სახლში
- ჩამოვიდნენ?
- კი ცოტა ხნის წინ და მაგიტომ მივდივარ
- კაი,რომ მოიცლი დამირეკე გავისეირნოთ

კობა უკვე ეზოში იყო გასული და ბალახს თიბავდა,ნანა კიდე რა თქმა უნდა სამზარეულოში იყო და სადილს ამზადებდა...

- რას აკეთებ?
- სალათას და კექს გამოვაცხობ კიდე დესერტად
- მაგარიაა,მშია უკვე
- მალე იქნება,დაგიძახებ
- სანდროს რო ვუთხრა?
- კი,როგორ არა... ისე ბავშობის შემდეგ ჩვენთან აღარ უსადილია
- აბაა
- გახსოვს უშენოდ არ ჭამდა ხოლმე და ამიტომ ხან შენ ჭამდი სანდროსთან და ხან ის ჩვენთან
- ხო მახსოვს - სასიამოვნოდ გამეცინა
- დაპატიჟე აუცილებლად,ძველი დრო გავიხსენოთ
- კი კი

ჩემს ოთხაში ავედი,გამოვიცვალე... მინდოდა ლამაზად დავხვედროდი,ცოტა მაკიაჟიც კი გავიკეთე,ისე შეუმჩნეველი რომ ყოფილიყო... იმ შუადღის შემდეგ აღარ გვილაპარაკია,მეც არ მიპასუხია იმაზე... უბრალოდ რომ მითხრა გავმუნჟდი,ხმა ვერ ამოვიღე,სანდროსაც არ მოუთხოვია მიპასუხე შენ რას გრძნობ ჩემ მიმართო,უბრალოდ წელზე შემომხვია ხელი და თვალები დახუჭა...

- რას აკეთებ?
- მოიცალე უკვე?
- მოდი ჩვენთან ისადილე
- დარწმუნებული ხარ? ხო იცი მერე შენს გარეშე ვეღარ შევჭამ
- როგორც ბავშვობაში
- როგორც ადრე
- მოხვალ?
- იასნად ტო
- კაი გელოდებით

ფეხზე ჩავიცვი და ეზოში ჩავედი,რომ ბორა დამება აღარ მინდოდა ისევ ეკბინა ან რამე... გაკვირვებული სახით მიყურებდა ბორა,ბოლოს როდის დავაბით აღარც კი მახსოვს...
- ბორა,ეს იმიტომ რომ ცუდად მოიცექი მაშინ,მაპატიე ჩემო პატარა
უკვე წინა ეზოში გამოვდიოდი,რომ ჭიდან წყალი ამეღო,რომ სანდროც დავინახე... უცებ ამოვიღე წყალი და ამასობაში სანდროც მოუახლოვდა ჭიშკარს...


- სად არი ის კაციჭამია?
- დაბმულია,შეგიძლია შემოხვიდე?
- მეზიზღება
- კაი რაა,ხო იცი როგორ მიყვარს,თავი დაანებე
- კაი შენ გამო აღარ ვაგინებ მაშინ - გაიცინა სანდრომ

მე და სანდრო სასადილო ოთახში რომ შევედით კობა უკვე სუფრასთან იჯდა,ნანა ჯერ კიდევ სამზარეულოში იყო

- ოხ ვის გავახსენდით... რამდენი ხანია აღარ მოსულხარ
- რავიცი კობა ბიძია,ვერ მოვახერხე
- გადაეჩვიე ალბათ ლიკასთან ერთად ჭამას და მაგის ბრალი იქნება
- კი,ეხლა ისევ შევეჩვევი ალბათ - გამომხედა მე და თვალი ჩამიკრა
- ძალიან კარგი,დაჟექი... ერთ ჭიქა ღვინოს ხომ დალევ ჩემთან ერთად?
- ბაბუუუ,შენთვის არ შეიძლება გახსოვს ? - ჩავეკვეხე მე
- ერთი ჭიქა არ მომკლავს ბაბუკა,ნუ ნერვიულობ
- მაშინ მეც დავლევ
- შვილიშვილი კი მყავს მაგარი,ღვინოზე გიჟდება,კი ბაბუკა შენც აბა
- სანდრო,შვილო როგორ ხარ ? - შემოვიდა ოთახში ნანა
- კარგად თქვენ,ძალიან კარგად გამოიყურებით
- ოხ გაჩერდი კაცო ერთი - შეიფერა ნანამ
- რა გვაქ?
- სალათა,ბაჟე და დესერტად კექცი ცივ ყავასთან ერთად,რომლის ექსპერტიც ლიკუნაა
- ხოო? - გამომხედა სანდრომ
- ხო,სასმელებში მაგარი ვარ,განსაკუთრებით ყავაში
- რატო არ იქნები ბაბუკა,მაგის მეტს არაფერს სვამ და... - გაეცინა კობას
- კარგით, ჭამეთ ეხლა აი თონის პურიც - მიგვანიშნა პურზე ნანამ


- ალოო - ავიღე ტელეფონი
- ვაიმეეე,ჩემ ქუჩაზე თივას გაუჩნდა ცეცხლი და იწვის ყველაფერი
- ჰაა?? სად??
- აი აგურებიან სახლთან,აუუ ლიკუნაა მოდიი,დედაჩემი თბილისშია წასული
- კაი მოვალ დაიცადე,აქრობს ვინმე?
- როგორ გგონია? თავისით ჩაქვრებაო
- რო გადავიდეს სხვა რაღაცეებზეც?
- კითხე ამათ რავიცი,მოდიიი
- ხო აი გამოვდივარ უკვე
დავკიდე ტელეფონი და გიჟივით წამოვხტი მაგიდიდან,უცებ გადავიკიდე ჩანთა,ტელეფონი ავიღე და კარებისკენ წავედი,სანდრო სულ დამავიწყდა... ანის ხმამ ძალიან შემაშინა,ეტყობოდა რომ საშინლად შეშინებული იყო...

- რო მოხდა სად მიდიხარ? - მკითხა კობამ
- ანიმ დამირეკა ჩემ ქუჩაზე თივას ცეცხლი გაუჩნდა და მეშინია მოდიო
- შენ რითი უშველი ბაბუ?
- გვერძე ყოფნით
- მოიცა წამოვალ მეც - მითხრა სანდრომ და ადგა მაგიდიდან
- კაი წამო
- დიდი მადლობა,ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი - მიმართა სანდრომ ჩემებს
- მოდი კიდევ აუცილებლად,აღარ დაიკარგო - უთხრა ნანამ
- აუცილებლად მოვალ კიდევ - გაუღიმა სანდრომ
- მიხედე ერთი არ გადაიბუგონ - გაეცინა კობას
- ბაბუ საერთოდ გკიდივარ?
- რეებს იძახი აბა დაფირდი ! - არ ესიამოვნა კობას
- აბა რავიცი ღადაობ და
- ხო იცი რანაირიც არი ლიკუნა,ეს ყველაფერს იუმორით უყურებს,ფრთხილად იყავით
- კაი,გკოცნით - კარებიდან ვუთხარი მათ და გავედი ეზოში
- სწრაფად წამოდი
- კაი ხო მოვდივარ
- უიი შენ ხო ფეხი გტკივა,დამავიწყდა
- არა,ეგრეც არ მტკივა,რომ სწრაფად ვერ ვიარო...
- კაი მაშინ წამოდი

მართლაც ორი დიდი გროვა თივა იწვოდა ანისგან 3 სახლის დაშორებით...

- რა ხდება აბა?
- რავიცი ჯანდაბა მაგათ,როგორ კიდიათ არ იცი - გაბრაზებულმა თქვა ანიმ
- ჩავაქროთ მერე ჩვენ - გვითხრა სანდრომ
- აუუ მე მეშინიაა - შემეშნდა მე
- მეც მაგრა - დამეთანხმა ანი

- ბიჭო სად ხარ ?- დაურეკა სანდრომ ალეკოს
- მარკეტში ლუდს ვყიდულობ,დალევ?
- მოიცა ჯერ,ბიჭო ანის სახლთან თივა იწვის და მოდი რა
- სიგარეტი ჩააგდე?
- აუ ტო,რა სიგარეტი ჩავაგდე,მოდი დროზე
- ხო კაი მოვდივარ
ალეკო მალე მოვიდა და ბიჭებმა ცეცხლის ჩაქრობა დაიწყეს,ისეთი კვამლი იყო ვერაფერს ვერ ვხედავდით მე და ანი,თვალებიც გვექვოდა და ყელით უკვე...

- წამო სახლში - მითხრა ანიმ
- ამათ აქ რო არ მივაგდებთ?
- რითი შველი რო?
- ნუ რავიცი რამე რო იყოს
- კაი მე შევედი,ძალიან ცუდად ვარ
- კაი მიდი
- მოდი მალე...

ანი წავიდა,დავრჩი იქვე მოშორებით მარტო,ვუყურებდი როგორ აქრობდნენ ბიჭები ცეცხლს და მეცინებოდა მათზე... ალეკო შტერივით დარბოდა აქეთ იქით,ეშინოდა თვითონაც არ დამწვარიყო,შემდეგ აზრი გამოთქვა მოდი დავაფსათ ამ თივას და წავიდეთ ამის დედაცო... სანდროს გაეცინა ამაზე და ყურადღება აღარ მიაქცია... ბოლოს უკვე სრული სერიოზულობით მიუდგნენ ცეცხლის ჩაქრობას,მეზობელი კაცებიც დაეხმარნენ,მაგრამ ეგ უკვე ბოლოს... არ მეგონა თივაზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ამდენი ხანი თუ დაჭირდებოდა... უცებ დავინახე სანდრო ჩემსკენ მოდიოდა,ისე შემეშნდა არ იცით,მეგონა რაღაც დაეწვა ან რავიცი კიდე რა აღარ...

- აუ მაიკა დამიჭირე რა და ტელეფონიც
- კაი მომე - ვუთხარი მე

პირველად ამდენი წლის განმავლობაში სანდროს ტელეფონი მეჭირა ხელში,რამდენჯერ მინატრია ერთი თვალით მაინც დამენახა ვის რას წერდა... ხო ვიცი,რომ სხვის ტელეფონში ძრომიალი არ შეიძლება,უძრდებობაა და ა.შ, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და შევედი მესიჯებში,ვიფიქრე უცებ გადავავლებ თვალს და ვსო-მეთქი...

- ბიჭო,არ დაგავიწყდეს რაც გითხარი ის ჩამოიტანე მანდედან
- რუხოს ნომერი მომწერე
რა სისულელეებია,რა არი - გავიფიქრე
- მეც მენატრები ძალიან - ნომერი არ აქვს ჩაწერილი,მიწერილია გუშინწინ ღამეს
- ჩამოვალ,სად წავალ აბა - კიდე იგივე ნომერთად აქვს მიწერილი
- მიყვარხარ მეც,ძილინებისა თაკ - აჰააა,აი ვისი ნომერია თურმე
უცებ ინბოქსში გადავინაცვლე
- აქ უშენოდ უაზრობაა
- მენატრები მაგრა ჩემო ცხოვრება
- ჩამოდი რა მალეე,რას აკეთებ მანდ
- მიყვარხარ ძალიან გელოდები იცოდე თუ არადა მე ჩამოვალ
ოხ,ჩამოთრევას აპირებს თურმე ...
უცებ ისე ამომასხა,რომ კინაღამ მივუვარდი იმდენ ხალხში და ბოლო სიტყვებით გამოვლანძღე... ხო ვიცი,რომ შეიძლება პროსტა წერს არ მიყვარხარ,მენატრები ბლაა...ბლაა...ბლააა,მაგრამ ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის ამის წაკითხვა... ერთ 15 წუთში დავმშვიდდი და გადავწყვიტე არაფერი არ მეთქვა,უბრალოდ არაფერი აღარ მოხდებოდა ჩვენს შორის,ისევ ყავს ის ისტერიჩკა და ყავდეს მაშინ სამუდამოდ...!!

- ვსო ჩავაქრეთ - მითხრა სანდრომ
- ვხედავ - ვუპასუხე უხეშად
- მოხდა რამე?
- არა დავიღალე პროსტა,რადგან მორჩით წავალ სახლში
- კაი,გაგაცილებ
- არა რათ მინდა აქვე ვარ
- რატო,გაგაცილებ
- არ მინდა
- კაი,ხო როგორც გინდა - გაკვირვებულმა მითხრა სანდრომ

ავდექი და სახლისკენ წავედი,თან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე... ღრმა ნაფასი დავრტყი და ცრემლებიც თავისით წამომივიდა... არ მინდოდა ამ უაზრობის გამო მეტირა,უბრალოდ გამახსენდა გუშნდელი დღე,როგორ ვიწექით ჩახუტებულები,თავს სხვა სამყაროში ვგრძნობდი,მაგრამ რად გინდა ეს ბიჭი ვერა და ვერ შორდება ამ გოგოს,რა ხდება ესეთი ვერ გავიგე... ხო იძახის როცა მეტყვი მაშინ დავშორდებიო და ჩემ უთქმელად რომ დაშორდეს არა?! ან საერთოდ რა საჭიროა ჩემი თქმა ვერ გავივე... უკვე 1 წელია ვჯახირობთ რაღაცას და მაინც არაფერი არ გამოგვდის,ალბათ არ ვართ ერთმანეთის ბედი და რას ვიზავთ...

მტკივა ეს მესიჯები და სანდროს ურთიერთობა ამ გოგოსთან ძალიან მტკივა!!....




***
ღამე რა თქმა უნდა სანდროსგან მესიჯი მომივიდა - გძინავს?
არ ვიცი რა დამემართა,მაგრამ ვუპასუხე - არა

- რატო წახვედი დღეს?
- დავიღალე
- ხო უნდა გაგვესეირნა?
- არაუშავს
- რანაირად მწერ? მოხდა რამე და არ ვიცი?
- არა,არაფერი
- გამოხვალ?
- ვერა სანდრო გვიანაა
- მერე რა,გამოდი რა
- ვერა
- მომენატრე გამოდი გთხოვ
- ვიძინებ სანდრო

ტელეფონი გამოვრთე და იქვე ლოგინზე მივაგდე,ღამე დაახლოებით 5 საათი იყო რომ გამეღვიძა... ავდექი წყლის დასალევად,მაგრამ მივხვდი რომ ქვემოთ ვერ ჩავიდოდი,მეძარებოდა ძალიან... დავწექი უკან,მაგრამ ვეღარ დავიძინე,რა მეკეთებინა ჩავრთე ტელეფონი და 3 სანდროს მესიჯი მომივიდა ძველი გამოგზავნილი...

- ჩემი გული ხარ შენ
- ლიკუნააა
- დაგეძინა? ტკბილი ძილი პრინცესა

გულში სითბო ჩამეღვარა ამ მესიჯების წაკითხვის შემდეგ,მაგრამ პასუხი არ გამიცია... იმედია Delivery Report-ი არ გააღვიძებდა...

ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა სანროს ტვინში და გულში... კაი,დავუშვათ მე ვუყვარვარ და ის კიდია,მაგრამ მაშინ დაშორდებოდა ამდენი ხანი და მერე ესე კი არ დავჯიუტდებოდი!!!!
უტვინო და ულოგიკო ადამიანი რომ იქნები ესე დაგემართება რა,იყოს ეხლა უჩემოდ... ვსო,სანამ თავისით არ დაშორდება იმ გოგოს,არ მოვა და არ მეტყვის,რომ დაშორდა ჩემ გამო,მანამდე ვიქნებით ესე...

სანდროზე ფიქრში და ოცნებაში ჩამძინებია,11 საათი იყო რომ გამეღვიძა... მარჯვნივ გადავტრიალდი,რომ ტელეფონი ამეღო და თვალები რომ გავახილე იქვე საწოლზე დადებული გვირილები დავინახე,ქვემოთ კი ბარათი იყო:

„ გახსოვს ბავშვობაში,რომ წაგიყვანე მინდორში გვირილები დავკრიბოთ-მეთქი და ბალახებში დამალული 2 თმის სამაგრი,რომ გაპოვნინე? გვირილის ფორმის... მაშინ ძალიან გამიბრაზდი,რატომ მომატყუე რომ ნამდვილი გვირილები არ არიო... ვიცი გული დაგწყდა,შენ ნამდვილი გინდოდა,მე კიდე თმის სამაგრი გაჩუქე... ამის მიუხედავად,მაინც სულ გეკეთა ორივე... ხოდა ეხლა ნამდვილ გვირილებს გჩუქნი... მინდა იცოდე,რომ სულ ჩემს გულში ხარ... არასოდეს არ მშორდები,სულ შენზე მეფიქრება და ჩვენი ისტორიის ყველა პატარა დეტალი მახსოვს...
შენ ხარ ჩემი სუნთვა...მიყვარხარ ჩემო პრინცესა“

ამ წერილმა ტვინი გადამიტრიალა,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა... ვიცი,ჩემ თავს შევპირდი,რომ სანამ არ დაშორდებოდა იქამდე პროსტა მე არაფერს არ მოვიმქმედებდი... ავიღე პატარა ღეროიანი გვირილა,თმაში გავიკეთე და სააბაზანოში შევედი.... ხელ-პირი დავინაბე და ქვემოთ ჩავედი... ნანას გამომცხვარი კექსით და ყავით ვისაუზე და გარეთ გავედი... ანის სახლისკენ გავუყევი გზას,თან სიმღერებს ვუსმენდი... ადრე კი იყო,მაგრამ იმედი მქონდა რომ ანის ეღვიძებოდა,თან სანდროს წერილიც წავიღე,რომ ანისთვის წამეკითხებინა...
ანის სახლთან ბევრი ხალხი იყო მოგროვებული,მამამისსაც კი მოვკარი თვალი და ძალიან შემეშინდა... ავუჩქარე ნაბიჭს და შევვარდი ეზოში... თვალებით ვეძებდი ანის და ბოლოს ეზოში ერთი ხის ქვეშ დავინახე და მისკენ გავიქეცი...
- ანი რა ხდება? ხო მშვიდობაა? კარგად ხარ?
- მე კიი,მაგრამ სახლი გაგვიტეხეს
- რანაირააად? ხო კარგად ხართ?
- ჩვენ კი,ალბათ გაიგეს მარტოები რომ ვიყავით და თითქმის ყველაფერი წაიღეს პირველი სართულიდან... კიდევ კაი ჩემ დებილ დას მანსარდის კარები ჩაუკეტია შიგნიდან და ალბათ მაგიტო არ შემოვიდნენ,არ ვიცი... მაგრა გადავრჩით ლიკუ
- ვაიმეე,რა საშინელებაააა... პროსტა რააა!!!! ალბათ იქით სოფლიდან იყვნენ
- ხო ყველა ეგრე ფიქრობს,ჩემი მეზობელი როა ინა,იმან თქვა დავინახე 3 ბიჭი დაბოდიალობდა საღამოს ამ ადგილებშიო,ხოდა ალბათ დაინახეს რომ მარტოები ვიყავით დაა...
- კოშმარი !!!
- კიდევ კაი ზემოთ ვეღარ შემოვიდნენ ლიკ თორე რა დამემართებოდა არ ვიცი
- უნდა დარჩენილიყავით რა ჩემთან
- ხო,დებილები ვართ,მაგრამ რას ვიზავ ეხლა
- რას აპირებთ?
- მამაჩემი თბილისში მიგვათრევსამოვალ სექტემბერშიო და მიხედავს მერე...
- აუუუუ
- ხო,არც მე არ მინდა წასვლა,მაგრამ მაგ კაცს რა გადააფიქრებინებს რამეს თუ დაიჩემა
- კაი არაუშავს,აბა მართლა გატეხილ და დალეწილ სახლში ხომ არ იქნებით
- რა უნდა ვაკეთო ლიკუნა ცარიელ და ცხელ თბილისში მარტომ?
- რამეს მოიფიქრებ,არ მოიწყენ ხო იცი - გავუღიმე
- რავი
- თამუნა ხო იქაა და გაერთობით რამით
- ეჰ
- ჩემო გოგო ნუ ნერვიულობ ეხლა მაგაზე
- შენ რას შვები?
- რავი არაფერს
- ეს რა გაქ თმაში?
- აუ,სანდრომ დამიდო დღეს საწოლზე,გვირილების თაიგული და წერილი
- კაიიიი?! რანაირად? ბორა?
- არ ვიცი მართლა
- წამაკითხებ?
- მაგისთვის მოვიტანე
- პროსტა ბიჭი შოკშია ისე უყვარხარ
- რავი
- რა რავი ლიკუნა,არ ეტყობა?
- არ შორდება იმას ცოცხალი თავით და...
- მოიცა რა,ზუსტად ვიცი რომ მაგრად კიდია,დამიჯერე
- აუუ,მინდა რომ ეგრე მეგონოს მეც
- ხოდა გეგონოს,იმიტომ რომ მართლა ეგრეა შტერო შენ
- რა ვქნა?
- მიდი ეხლა და დაელაპარაკე,უთხარი რაც გინდა და ბოლოს და ბოლოს დაგადგეთ იქნებ საშველი
- მე ვერ მივალ ეხლა ეგრე
- მიხვალ,ვიცი რომ გიყვარს,ეგ ბავშვობაშიც გემჩნეოდათ...
- რეებს იგონებ ეხლა
- რა რეებს ვიგონებ,ეგრე იყო და...
- მე არ მახსოვს
- კაი გამოიდებილე ეხლა თავი მაშინ და იყავი...
- მართლა ვუთხრა ყველაფერი? რო არ დაშორდეს იმას?
- დაშორდება აი 100%-ით ვიცი
- ორმაგი თამაში რომ დაიწყოს?
- კაი რაა,სანდროა ბოლოს და ბოლოს ვაკო კი არა
- ნუ მახსენებ მაგას!! ვსო,შევცვალოთ თემა... რომელზე მიდიხარ?
- ალბათ ერთ ნახევარ საათში
- აუუუ
- ხოო,არადა ჯერ მთელი ზაფხული რო წინაა მაგაზე ვგიჟდები
- იქნებ ადრე ამოვიდეს,მიხედოს აქაურობას და ამოგიყვანოთ ისევ
- იქნებ მართლა დავამუშაო მაგაზე,იმედია ზღვაზე არ გაგვაქანებს,ხო იცი არ მიყვარს ზღვა
- აი ერთადერთი ადამიანი ხარ მემგონი ვისაც ზღვა არ უყვარს
- მოიძებნება კიდე ვინმე,იმედია ბიჭი...
- სულელო - ჩავეხუტე ანის
- ანიიიიი - გავიგეთ ანის დედის ხმა
- აუუ,მემგონი მივდივართ... ხოოო დეეეეე
- მივდივართ მოდიიი
- მოვდივაარ... - დაუძახა დედამისს - ვსო,ესეც ესე წავეთრიე
- დამირეკე იცოდე ყოველდღე საათში ერთხელ
- ხო აბა,ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები იცოდე
- აბა რააა
- დღესვე დაელაპარაკე,ჩაფიქრებული მაქ იცოდე
- კაი,შენთვის და შენი სურვილებისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ
- მიყვარხარ ჩემო გოგო
- მეც ძალიან,მომენატრები
- მეც მაგრაა,მალე ჩამოდიიი - გამიცინა ანიმ და ჩამუხუტა

თვალცრემლიანმა გავაცინე ანი,ვერ ვიტან დამშვიდობებას,მერე რა რომ რამდენიმე კვირაში მაინც ვნახავ,არ შემიძლია და ვსო... ანის წასვლის შემდეგ ისეთი შეგრძნება დამეუფლა,რომ ყველაფერი შეიცვალა,მზეც კი სხვანაირად ანათებდა და ჩიტებიც სხვანაირად ჭიკჭკებდნენ... აქ ანის გარეშე სულ სხვა არის... მაგრამ ნუ რას ვიზამდი,მართლა ეგრე იყო საჭირო... მოწყენილი სახით წავედი სახლისკენ,ეხლა უკვე არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა,ვიფიქრე ალეკოსთან წასვლა,მაგრამ მერე გადავიფიქრე...
ეზოში შევედი თუ არა მაშინვე მეორე სართულზე ავედი და ჩემს ოთახში შევედი,ჩემს გვირილებს შევხედე,რომლებიც ულაპაზეს ვაზაში ჩავაწყვე დილით და ისევ ისეთი ლამაზები იყვნენ,როგორიც დავტოვე... ჯიბიდან სანდროს წერილი ამოვიღე და მემგონი 5-ჯერ მაინც გადავიკითე... დავწექი ლოგინზე,ჩავრთე მუსიკები და სანამ ნანა საჭმელად დამიძახებდა,იქამდე ვფიქრობდი გადამეგდა ის ნაბიჯი თუ არა...
- რა მოხდა ბაბუ ანისთან?
- გაძარცვეს სახლი
- რანაირად,ესე დღისით მზისით, თან სახლში თუ იყვნენ
- მარტო ანი და ანის და იყვნენ თან გამთენიისას მოხდა
- უტიფრები - ჩაერთო ნანა
- ერთ ქალს დაუნახია საღამოს ვიღაც 3 ბიჭი დაბოდიალობდა იქვეო და ალბათ მიხვდნენ რომ მარტოები იყვნენ და...
- ნაძირლები,გაგიჟდები რეები ხდება ამ ქვეყანაში
- აქ ესეთი ხშირია ქურდობები?
- არა ბაბუ შენ ნუ გეშინია - გამიცინა კობამ
- კარგით,მოვრჩეთ ცუდ თემებზე ლაპარაკს და აი მიირთვით სადილი
- რა გვაქვს ?- დამაინტერესა მე
- სუპი,შემწვარი ქათამი და მერე დესერტი
- დესერტი რა ? -ჩავეკითხე
- ჩინური ტორტი
- აუუ რა მაგარიააა
- მერე ყავასთან ერთად შევჭამოთ მე და შენ,ბაბუაშენს არ უყვარს
- პირში გემო თუ გაქ კობა ? - გამეცინა
- აბა ეხლაა!! - ვითომ გაბრაზდა

ვისადილეთ,შემდეგ მე და ნანამ დესერტიც მივაყოლეთ,თან ბევრი ვილაპრაკეთ,მეზობლები გავჭორეთ და შემდეგ მე ისევ ჩემ ოთახში ავედი,გამოვიცვალე და გავედი გარეთ... უკვე გადაწყვეტილი მქონდა რასაც ვიზამდი,ამიტომ სპეციალურად მთელი დღე ვარიდებდი თავს სანდროს... უკვე შებინდებული იყო სანდროს სახლთან რომ მივედი...

- გამოხვალ? - დავურეკე სანდროს
- სად ხარ?
- შენ სახლთან
- კი,დამელოდე 2 წუთი
სანდრო მალე გამოვიდა,დიდხანს ლოდინი არ მომიწია... სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი ყველაფერზე კარგად დავფიქრდი,ისიც კი გავიაზრე თბილისში რა მოხდებოდა მერე,როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ამის შემდეგ იქ... ზაფხულში და განსაკუთრებით აქ ყველაფერი ყოველთვის ძალიან მარტივია,ამიტომ თბილისში არ ვიცოდი როგორ იქნებოდა... ამის მიუხედავად მაინც ის გადაწყვეტილება მივიღე,რასაც გული მთელი ამ ხნის განმავლობაში მოელოდა,ხოლო ტვინი ბლოკავდა ამ აზრს... ამიტომ დღეს გულს დავუჯერე და მტკიცედ დავდექი ჩემ აზრზე... არ ვიცი რა უნდა მომხდარიყო,რომ აზრი შემცვლოდა... სანდროს დამშვიდებული ველოდები,უკვე გააზრებული მქონდა ყველა შესაძლო სიტუაცია,რაც კი შეიძლებოდა ამ საღამოს მომხდარიყო და მზად ვიყავი...

- გალოდინე?
- არა
- აბა რა ვქნათ?
- წამო ანის სახლში
- არ წასულან?
- კი,უბრალოდ გასაღები დამიტოვა და ავიდეთ პროსტა
- არ ტეხავს?
- არა - გამეცინა მე - ტყუილად ხო არ დამიტოვა
- ნუ კაი
სანდრო დავითანხმე და ანის სახლისკენ წავედით... ჭიშკარი გავაღე და ეზოში შევედით,შემდეგ კიბეზე ავედით და ანის კარებსაც მივუახლოვდით

- მოდი არ გვინდა შიგნით შესვლა და აქ დავსხდეთ
- კაი როგორც გინდა - დავეთანხმე მე

ანის ვერანდაზე ტახტი ედგა და სანდროც იქ დაჯდა,მეც გვერძე მივუჯექი,მან ფეხებზე თავი დამადო და დაწვა

- რისი თქმა გინდოდა?
- ....
- არ მეუბნები?
- კაი,გეტყვი პირდაპირ - დიდი პაუხის შემდეგ დავიწყე - მაგრამ გთხოვ არ გამაწყვეტონო
- კაი - ცოტა გაკვირვებული თვალებით ამომხედა მან
- ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი... კაი,მისმინე... მთელი 1 წელი გელოდებოდი,სანამ შენ დებილ ტვინამდე დავიდოდა ის,რომ დაშორებოდი იმ გოგოს,მაგრამ შენ არ ვიცი რატო არ იქცეოდი ეგრე და მხოლოდ იმას ამბობდი,მაგრამ ო... ზუსტად ამის გამო იყოს ის,რაც ამ 1 წლის განმავლობაში მოხდა... - ისევ პაუზა გავაკეთე,სანამ მნიშვნელოვანს ვეტყოდი - იმ გვირილებმა და წერილმა გადამაწყვეტინა ამ ყველაფრის თქმა... - ისევ პაუზა - კაი,ძალიან მოკლედ გეტყვი.......,მინდა რომ იმ გოგოს დაშორდე...
სანდრო წამოჯდა,გაკვირვებული და ძალიან ღრმა თვალებით შემომხედა,დამადნო კინაღამ,მიყურებდა დიდი ხანი ესე ჩუმად და სიყვარულით სავსე თვალებით,სახეზე ღიმილი დაჰკროდა... მე ამ სიჩუმემ ძალიან დამაბნია,ამანერვიულა და შემამცივნა...
- რა სულელი მყავხარ,რომ იცოდე
- ....
- დღესვე,ამწამსვე დავშორდები ლიკუნა,ამ დღეს ველოდები მთელი ჩემი ცხოვრებაა,ამ წამისთვის ჩამოვედი შარშან და ამ მომენტისთვის ვითმინე და ვიშალე ნერვები მთელი ერთი წელი.. ჩემო პრინცესა,შენ ხარ ჩემი სუნთქვა,იმის არსებოდა/არ არსებობა კიდე მაგრად ...

ჩემს ცხოვრებაში ოფიციალურად ყველაზე ბედნიერი დღე გათენებულა და არ ვიცოდი... იმ აზრმა,რომ ჩემი 1 წლის ტანჯვა-წამება დღეს დამთავრდა,უდიდესი ლოდი და დარდი მომაშორა გულიდან... დღეს პირველად ვიგრძენი რა არის სიყვარული,რა არის იმ ადამიანის ჩახუტება,რომელიც გიყვარს... იმ ადამიანის კოცნა,რომელიც გიყვარს,აი ეს ყოფილა ის პირველი კოცნა,რომანებში რომ არის აღწერილი,სიმღერებში ზუსტად ამ კოცნაზე მღერიან... ეს ყოფილა ის გრძნობა ცის ზემოთ,რომ აჰყავხარ და გავიწყებს ყველაფერს,დედამიწის ზურგზე... ეს არის წამი,რომელსაც შეუძლია ადამიანს გული გაუჩეროს,ტვინი გადაუკეტოს,ფიქრი შეაწყვეტინოს,თავი დააკარგვინოს და რეალობას მოწყვიტოს... სანდროს სიახლოვე ყოფილა ნარკოტიკი,ჩემი ნარკოტიკი...


თავი 7

მე და სანდროთი,ჩვენით ძალიან ბედნიერი ვარ... მემგონი ცხოვრებაში პირველად არაფერი არ მაწუხებს,არ ვწუწუნებ ყველაფერზე,სულ მინდა მხიარულ სიმღერებს ვუსმინო,რაც ძალიან იშვიათობა იყო ადრე... ეხლა მივხვდი რა არის სიყვარული,2 წუთი ვერ ვძლებ მის გარეშე,სხვანაირად მიცებს გული,მთელი სამყარო სხვანაირია... თითქმის 24/7 სულ გვერდით მყავს,მაგრამ მაინც სულ სულ სულ მენატრება,არ მყოფნის და მაბედნიერებს ყოველ წამს...

ყოველ დილით გაბადრული სახით ვიღვიძებ და არაფერი აღარ მეზარება დედამიწის ზურგზე,მგონია რომ ამ სიყვარულის საშუალებით მთებს გადავდგამ,რაღაცნაირი სუპერ ძალაა ჩემთვის,აი როგორც ფილმებში და სერიალებში რომ ჯადოქრები არიან და თავისი ძალებით ყველაფრის გაკეთე,რომ შეუძლიათ ისე ვგრძნობ თავს...

დღეს ძალიან ცუდად ვიყავი,არ ვიცი გავცივდი თუ რა მჭირდა,უბრალოდ ძვლებში მტეხდა და არ შემეძლო საწოლიდან ადგომა,როგორც არ უნდა მეცადა და რა სიძლიერითაც არ უნდა მდომოდა სანდროსთან ერთად მთელი დღის გატარება... ამიტომ დავნებდი ჩემს სხეულს,გადავტრიალდი და ისევ დავიძინე...
საღამო იყო უკვე რომ გამეღვიძა,ძალით გავახილე თვალები,შემდეგ
გადავტრიალდი მინდოდა მენახა თუ რომელი საათი იყო...გადავტრიალდი თუ არა,იქვე მაგიდაზე დადებულმა თეთრმა ფურცელმა მიიქცია ყურადღება,სულ დამავიყდა საათისთვის შეხედვა,მაშინვე წამოვხტი... არ ვიცი როგორ მოვახერხე,არადა 2 წუთის წინ ვკვდებოდი ისე ვიყავი... მივვარდი და გავგლიჯე კონვერტი.

„ჩემი პრინცესა,ნანამ მითხრა ცუდად არისო... ზემოთ აღარ ამომიშვა და ამიტომ ეს წერილი გადავეცი... ჩემო პატარა,იმედია საღამომდე კარგად გახდები...
გთხოვ მალე გაიღვიძე გამოჯანმრთელებულმა... ვეღარ ვითმენ უკვე,ძალიან გრძელი დღე გამოვიდა უშენოდ... მე გელოდები ანის მანსარდაზე,ძალიან გთხოვ თუ კარგად იქნები მალე მოდი,მეტი აღარ მალოდინო,თუ კიდევ ცუდად ხარ დამირეკე,შენი ხმა მაინც გავიგო... გკოცნი ცხვირზე ჩემო პატარა,მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად...“

გული სითბოთი და სიყვარულით ამევსო... გავიცინე,ავხტი და გავიქეცი სააბაზანოსკენ... 15 წუთში მზად ვიყავი,არც მიჭამია ისე გავვარდი გარეთ... უკვე მართლა უკედ ვიყავი,არ ვიცი ამ წერილის გამო თუ იმიტომ რომ კარგად გამოვიძინე...

გაბადრული სახით მივდიოდი ანის სახლისკენ და არ მჯეროდა ასეთი ბედნიერების ღირსი თუ ვიყავი...

ჭიშკარი რატომღაც ჩაკეტილი იყო,ალბათ არ გააღო სანდრომ ,რომ ვინმე არ მიმხვდარიყო აქ რომ ვიყავით,ამიტომ გადაძრომა მომიწია ჭიშკარზე...უცებ ავირბინე კიდეები,გავაღე პირველი სართულის კარები და ეხლა უკვე ნელა ავიარე მანსარდაში ასასვლელი ხის დაყუდებული კიდეები... გული გაგიჟებით მიცემდა...

გავაღე მანსარდის კარები და იქვე მჯდომი სანდრო დავინახე,შევედი ოთახში,მარჯვნივ გავიხედე და პატარა მრგვალი მაგიდა იდგა,ზედ 3 სანთელი იდო,ღვინო,ორი ბოკალი და კიდევ ცოტა საცმუცნავები... მაგიდას რომ თვალი გადავავლე სანდროს გავედე,გავუცინე და ჩავეხუტე...

- ეს ჩემთვის გააკეთე?
- არა,იზასთვის - გაეცინა სანდროს
- სულელო,ძალიან მაგარია დიდი მადლობა
- საჩუქარი მაქვს შენთვის
- აუუ რააა - აციმციმებული თვალებით დავიყვირე
- ჩუუუ ლიკუნა
- მაპატიე
სანრომ რაღაც პატარა ყუთი აიღო სკამიდან და მომაწოდა,ზედ წითელი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული... ფრთხილად მოვხსენი ეს ნაჭერი და თვალები გამიდიდდა,ვეღარ მოვზომე ისე ხმამაღლა დავიყვირე და პატარა კნუტი ამოვიყვანე ყუთიდან,ისე პატარა იყო ხელის გულზე მეტეოდა,მიკნაოდა და თან მლოკავდა... გულზე მივიხუტე და თან სანდროს მაგრად ვაკოცე...

- იცოდი?
- ვინ არ იცის,რომ ლიკუნა კატებზე აფანატებს?
- აუუუ,აი შენ ხარ ყველაზე კარგი სანრო, ნომერ 1... უღრმესი მადლობა,მიყვარს უკვე მთელი გულით
- რას დაარქმევ? ბიჭია
- ლუის,მეფე ლუი... ძალიან საყვარელია,ჩემი ფუშფუშა ბიჭუნა
- სპარსული ჯიშია
- ვიცი,სანდრო ვცნობ ჯიშებს,აუ აი ზუსტად იცი ყველაფერი ჩემზე,ჩემო ცხოვრება.. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
- უი,ხო და აი კიდევ მისი საჭმელი - მომაწოდა პარკში ჩაყრილი საჭმელი,კიდევ ჟელეები კატის და კატის რძე
- ჩემი მზრუნველი ბიჭი - ვაკოცე სანდროს

ცოტა ხანი მთლიანად ჩემს ლუიზე გადავერთვე,დავალევინე რძე,ვეთამაშე,მოვეფერე... ბევრი ამლოკა და მიკრუტუნა,ბოლოს კი ისევ თავის ყუთში ჩაეძინა.. სანდრო გაღიმებული მიყურებდა და ეტყობოდა ბედნიერი იყო ამ სანახაობით...
- დაეძინა - მივედი სანდროსთან და კალთაში ჩავუჯექი...
- პატარაა და იმიტომ,მოდი ცოტა დავლიოთ და ვჭამოთ

2-2 ჭიქა ღვინო დავლიეთ,ცოტაც ვჭამეთ და ბეევრი ვიპარაკეთ ლუიზე... ლოგინზე გადავჯექით და იქ გავაგრძელეთ ღვინის წრუპვა... მალე ისევ შეერთდნენ ჩვენი ბაგეები და თანდათან უფრო ვნებიანად ვკოცნიდით ერთმანეთს,სანდრომ ლოგინზე დამაწვინა ნელა და სახეზე მეფერებოდა თითებით... მე ნელ-ნელა მის თმაში ვაცურებდი თითებს... მისი სიახლოვე და თბილი სხეული სასიამოვნოდ და უცნაურად მსიამოვნებდა... მის მკლავებში ვიყავი მოქცეული და არც ეგ მყოფნიდა,კიდევ უფრო ახლოს მინდოდა რომ მყოლოდა...

- დარწმუნებული ხარ?
- კი - დაბალი,ნახი ხმით ვუთხარი მე

ისე ნაზად მექცეოდა,როგორც ფაიფურის თოჯინას... მთლიანად მივენდე მას და სიამოვნებისგან სხვა გალაკტიკაში გადავედი... მის მკლავებში თავს ყველაზე დაცუდად ვგრძნობდი,არ მინდოდა ეს სიახლოვე დასრულებულიყო...

სანდრო იმ საღამოს ძალიან თბილი,ნაზი და მოსიყვარულე იყო...მართლა არ ვიცი ვინ უნდა ყოფილიყო პირველი,თუ არა სანდრო...

- გპირდები,ამ საღამოს არასოდეს ინანებ
- მჯერა - ვუთხარი მე და მკერდზე თავი დავადე,მინდოდა ეს წამები საუკუნე გაგრძელებულიყო...



№1  offline წევრი Only DrEAmer

ძალიან მაგარია ^^ მაგრამ ეს გოგო ხო 15 წლისაა და ასე მალე სექსი ? რავი აბა ^^ ისე კარგად წერ და ველოდები გაგრძელებას love

 


№2  offline წევრი Serena.Si

Only DrEAmer
ძალიან მაგარია ^^ მაგრამ ეს გოგო ხო 15 წლისაა და ასე მალე სექსი ? რავი აბა ^^ ისე კარგად წერ და ველოდები გაგრძელებას love


ძალიან დიდი მადლობა,რომ კითხულობ love
კი,15 წლისაა...ნამდვილად ადრე 15 წლის გოგოსთვის ასეთი ნაბიჭს გადადგმა,გეთანხმები...
მაგრამ ლიკუნასთვის ძალიან ბევრს ნიშნავს სანდრო,დარწმუნებულია "მათში" და მაგიტომაც გადადგა ეს ნაბიჭი...

ვეცდები მალე დავდო... ვაპირებ მესამე ნაწილი მთლიანად დავდო და ამიტომ შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს,რადგან ბოლომდე არ მაქვს დაწერილი...

დიდი მადლობა კომენტარისთვის... love
--------------------
SeReNa.Si

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent