შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღლა მთაში, ანგელოზი დავინახე!(დასასრული)


3-06-2015, 01:38
ავტორი Tay194
ნანახია 5 411

საინტერესოა რამდენად შეუძლია ადამიანის საკუთარი ბედის შექმნა ან შეცვლა!ხშირად გამიგია ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ ქმნიანო, მაგრამ რატომღაც არ ვეთანხმები.აი იქ მაღლა რაც არის გადაწყვეტილი არამგონია ის ჩვენ შევცვალოთ.მაგალითად ავიღოთ ელენა,სულაც არ უნდოდა გოგოს ის საშინელი დღე ოდესმე გადაეტანა,სულაც არ უნდოდა გუგას ცოლი გამხდარიყო,მაგრამ მოხდა.მოხდა ის რამაც სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება.ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს,მაგრამ ვერც თავისი ბედი გადაწყვიტა თვითონ და ვერც შეცვალა ის.ახლა, რომ კითხოთ ნანობს თუ არა იმ ღამეს ალბათ გეტყვით, რომ არ ნანობს, რადგან მას ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი უბოძა ბუნებამ იმ საშინელი დღის სანაცვლოდ.დიახ ის ფეხმძიმედაა,ეყოლება შვილი, პატარა გოგო, ის გოგო გუგას რომ უნდოდა ასე ძალიან.უცებ წარმოიდგინა გუგას სახე როცა შვილის შესახებ გაიგებდა და თვალები სიხარულისგან უცებ მაგრად დახუჭა.თითქოს გუგასთან იყო,მას ეხვეოდა და მის სურნელსაც გრძნობდა.საყვარელი მამაკაცის მაისურში გახვეული ყველაზე კომფორტულად გრძნობდა თავს.საწოლის შუა ნაწილზე კომფორტულად იყო წამოწოლილი და თავისი სუსტი ხელები მუცელზე შემოეწყო.ნელა,ფრთხილად ეხებოდა მუცელს და თითქოს თავისი პაწაწინას ყოველ სუნთქვას მთელი არსებით შეიგრძნობდა.უკვე წარმოედგინა როგორ გაატარებდნენ დღეებს ის მისი პატარა და გუგა.სასაცილოა არა? გუგას, რომ მამიკოს დაუძახებს და ელენას დედას.ზუსტად იცის, რომ თავის გოგოს ყველაზე მოსიყვარულე დედა ეყოლება და ყველაზე მზრუნველი მამიკო, რომელიც გაგიჟდება ისე შეუყვარდება თავისი პატარა.კმაყოფილს ბედნიერი ღიმილი მოეფინა სახეზე,გვერდი იცვალა და ოთახში შემოსულ მზის სხივებს გახარებული შეხვდა.თითქოს ბუნებაც გრძნობდა ელენას სიხარულს, რომელიც უსაზღვრო იყო.უცებ ადგა, მაისურო გადაიძრო და ახლა სარკეში დაუწყო საკუთარ თავს თვალიერება.დიდისამბით აკვირდებოდა მუცელს, რომელსაც ჯერ სულაც არ ეტყობოდა ორსულობა.უკმაყოფილოდ დამანჭა სახე, უნდოდა მალე გაზრდოდა მუცელი,რომ უფრო კარგად შეეგრძნო პატარას არსებობა.ნუ მართალია სხეულის დანარჩენი ფორმები ზედმეტად პუტკუნა და მოსუქებული ეჩვენა,მაგრამ არაუშავს,ახლა ყველაზე მთავარი თავისი პატარას ჯანმრთელობა იყო.ვარდისფერი, თხელი სარაფანი გადმოიღო გარდეროვიდან და ტანზე მოირგო.მაინც კმაყოფილმა აათვალიერა საკუთარი სილუეტი და გაბრწყინებული თვალებით ჩავიდა ქვემოთ, სადაც ყველა უცინოდა და ისე ექცეოდა თითქოს ორსულად კი არა ავად იყო და უვლიდნენ.ეკამ თავი გაიგიჟა,შვილო უნივერსიტეტში არ იარო არ გინდაო,მაგრამ ბოლოს როგორც იქნა გივის,ზურას და ელენას ერთიანი ძალებით გადაწყვიტეს, რომ ცოტახანს კიდევ ევლო და შემდეგ ცოტახნით შეეწყვიტა სწავლა.იქვე დივანზე იყო მოკალათებული და გემრიელ შოკოლადებს შეექცეოდა,როცა მოულოდნელად მივიდა გივი ელენასთან, ხელები მოხვია და ყელში ხმაურიანად აკოცა

_რძალო,გუგას უკვე უთხარი?თბილად გაუღიმა მომღიმარ ელენას და ინტერესიანი თვალები მიაპყრო
_არა ჯერ არ მითქვამს.პატარა ბავშვივით გაეკრიჭა და შოკოლადი გემრიელად ჩაკბიჩა.არა ამან ასე თუ გააგრძელა ალბათ ძალინ მოიმატებს წონაში
_ვაა საინტერესოა მობილურით, რომ ელაპარაკები როგორ იკავებ თავს რომ არ უთხრა!მტკიცედ თქვა გივიმ და ელენას ხელებაწეულმა გახედა
_გივი იცი რაც გუგა წავიდა მხოლოდ ერთხელ ვისაუბრეთ და არვიცი..
_კაი რას ამბობ!გაუკვირდა გივის ძალიან გაუკვირდა, მაგრამ ელენასთან არ შეიმჩნია და ვითომარაფერის სიფათი აიკრა
_ჰო ასეა.უცებ მოიწყინა გუგას ხსენებაზე და თავი გივის დაადო მხარზე.ამ ბოლო დროს,რომ ძალიან მგრძნობიარე გახდა და ყველა სიტყვა მძიმედ ხვდება გულზე,ეგ უკვე გითხარით მაგრამ მაინც
_ალბათ ბევრი საქმე აქვს!ალბათ კი არა შენცხომ ხვდები, რომ ბევრი საქმე რომ არ ქონდეს მობილურზე იქნებოდა ჩამოკიდებული?!შეეცადა სიტუაციის განეიტრალებას რატი, მაგრამ არ გამოუვიდა
_კი,მაგრამ რატი ეს არ ამართლებს მის საქციელს.გაბუსხული უფრო აეკრო გივის და ხელები მოხვია
_ელენა ხო იცი დასავით მყავხარ გუგა კი ჩემი ძმაა ამიტომ ნამდვილად არ მოგატყუებ და გეტყვი რომ გუგას ძალიან უყვარხარ და სხვა ქალის პონტი ყველავარიანტში გამორიცხე!მთელი სერიოზულობით გახედა მასზე მიშტერებულ გოგოს და მის ზღვისფერ თვალებს ინტერესით დააკვირდა
_იცი დღეს საღამოს დავურეკავ და ყველაფერს ვეტყვი!დამოწმებით თქვა და თვალიდან ობოლი ცრემლი მოიშორა,გივის გადაეხვია და უცებ დაფეთებულმაა გახედა მათ შორის მდგარ პატარა გოგოს, რომელიც გაკვირვებული, თვალებგაფართოვებული აკვირდებოდა გივის და ელენას
_მამიკო ეს გოგო ვინ არის?უცებ დაქაჩა მამამისის საროჩკას და თვალები დაუბრიალა.გივი საკუთარი შვილის დანახვისას უცებ წამოხტა და პატარა ხელში აიტაცა.მთელი დაბრაწული ლოყები სულ დაუკოცნა და ყელში ხმაურიანად აკოცა.მიხვდა ელენა, რომ ეს გივის პატარა შვილი იყო. ალბათ დედამისმა მოიყვანა და ახლა აქ იქნება.ძალიან გაუხარდა პატარა ბავშვის ყოფნა სახლში.საშინლად ესიამოვნა გივის სითბო ამ პატარისადმი და წამიერად გუგა წარმოიდგინა ახლა მის ადგილზე.უცებ გაიფანტა სასიამოვნო ფიქრები და მასზე მიშტერებულ ორ სახეს თვალი გაუსწორა
_ელენა ეს ჩემი პრინცესაა მარიამი.მარიამ ეს ელენაა გუგა ბიძიას ცოლი,რომელიც მალე კიდევ ერთ პატარას გავჩუქებს!ჯერ ელენას შეხედა გახარებულმა,შემდეგ კი მარიამს,რომელიც ელენასთან მივიდა და ჩაეხუტა.ელენამაც მოხვია პატარას ხელები და მთელი ლოყები დაუკოცნა
_მარიამ შოკოლადებზე რას იტყვი?თბილად გაუღიმა მასზე აკრულ მარიამს,რომელსაც უკვე გამოეტენა პირი და გამწარებული ჭამდა შოკოლადებს
_ვჭამ..
_არა მე იმ განსაკუთრებულ შოკოლადებზე ვამბობ ჩვენს სახლთან ახლოს,რომ იყიდება
_მაგარიაა ვიყიდოთ რა?უცებ შემოკრა ტაში და ფეხზე წამოხტა
_კი ოღონდ უნდა დამპირდე, რომ ერთად გავისეირნებთ და სუფთა ჰაერსაც ჩავყლაპავთ შოკოლადებთან ერთად.აბა რას იტყვი?ამის თქმა იყო და მალევე გავარდა გოგონა გარეთ, გივი და ელენაც უკან გაყვნენ და მარიამთან ერთად დაიწყეს სეირნობა.

***************
ისევ თავის კომპანიაში იყო როცა გახარებული რატი შემოვარდა ოთახში და რაღაც ფურცლები ცხვირწინ აუფრიალა
_რა იყო რა ძალიან გახარებული ხარ?!გაკვირვებულმა გახედა თვალებგაბრწყინებულ ძმაკაცს და ინტერესით მიაჩერდა
_ყველაფერი მოვაგვარე!კმაყოფილმა მტკიცედ გამოაცხადა და სავრძელში მოკალათებულმა მაგიდაზე შემოაწყო ფეხები
_რა მოაგვარე?!თან უხაროდა რატის გახარებული სახე,თან ვერ გაიგო რა უხარიდა და ინტერესით კვდებოდა
_ბიჭო რადა რისთვისაც მთელი ერთი თვე უნდა ვყოფილიყავით აქ,ის საქმე მოვაგვარე!გაიცინა და ძმაკაცს მხარზე დაარტყა ხელი
_ღადაობ!მტკიცედ წარმოთქვა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა
_არ ვღადაობ ბიჯო!უპრობლემოდ მოაწერა ხელი ერეკლემ საბუთებს!
_აქ სიკვდილით მემუქრებოდა და მოიცა ასე მარტივად რატომ დათმო ეს კომპანია?! შეეძლო წილი მაინც მოეთხოვა აქციების 20% ის მფლობელი იყო!გაკვირვებულმა გახედა რატის და უსიამოვნო გრძნობამ დაიმორჩილა, უცებ გუგას ვერ გაეგო ერეკლეს ასეთი საქციელი
_ბიჯო თვითონ მოვიდა და რავი მოაწერა ხელი!ახლაღა გაიკვირვა რატიმ ერეკლეს უცნაური საქციელი
_სხვა არაფერი გითხრა?!
_არა უი ხო ის თქვა, მე ჩემსას მაინც შევასრულებო!
_არ მომწონს მისი საქციელი!ნერვიულად გადაისვა გუგამ თავზე ხელი და რატის გახედა
_მოიცა რა დაიკიდე ეგ ბიჭო ავადმყოფია მაგარი!ალბათ მიხვდა, რომ ტყუოდა და ეგაა რა!რისი თავი აქვს რო?!გაიცინა რატიმ და ხელი ჩაიქნია
_ხო ალბათ!მაინც არ სჯეროდა ერეკლეს ასეთი გულუბრყვილობის,მაგრამ სხვა აზრი რომ არ მოსდიოდა თავში დაიჯერა
_ბიჭო დღესვე წავალთ საქართველოში!კმაყოფილმა ტაში შემოკრა რატიმ და უცებ წამოხტა
_ხო მაგარია!არ მიუწევს გული თითქოს აქ რაღაც რჩება, რაღაც არ აძლევს დანებების და წასვლის უფლებას,მაგრამ რა ვერ ხვდება.წამით გაუხარდა კიდეც ელენას ნახვა და მასთან ყოფნა, მაგრამ მისდაგასაკვირად რაღაც არასასიამოვნო გრძნობა დაეუფლა და სახე უშნოდ დამანჭა.ჯერ წამოსვლა არ უნდოდა ახლა კი ასე უბრალოდ წასვლა არ სურს!იქნებ ჯერ ერეკლეს მიუჩინოს ხალხი?არა არა ალბათ გუგა აზვიადებს ყველაფერს, რომ გაუგოს ეს კიდევ უფრო დიდ უკმაყოფილობას გამოიწვევს, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად უნდა
_რა იყო ბიჯო არ გიხარია?!გაოცებულმა გახედა მეგობარს და ეჭვისთვალით აათვალიერა
_მიხარია მიხარია!ძალით გაეკრიჭა რატის და უცებ წამოდგა
_წავიდეთ!რატის საბუთები გამოართვა, მაგიდაზე დააწყო და თანამშრომლების გამომშვიდობენის შემდეგ დატოვა კომპანია.გადაწყვიტა თბილისიდან ემართა ეს კომპანია და არავისთვის აღარ ჩაებარებინა!ათაში ერთხელ ჩამოვიდოდა და დახედავდა, შემდეგ ისევ წავიდოდა და ასე.სასტუმროში მოსამსახურე პერსონასაც გამოემშვიდობნენ, სასტუმროს უფროს მადლობა გადაუხადეს და მანქანაში ჩაჯდნენ.
საათს,რომ დახედა უკვე 7 ხდებოდა.რამდენიმე საათში ჩავიდოდა ელენასთან და მაგრად მოხვევდა ხელებს. ეტყოდა, რომ უყვარდა და ძალიან სჭირდებოდა.მალევე შეიგრძნობდა საყვარელი ქალის სურნელს და სულ დაუკოცნიდა მთელს სახეს.მის ვარდისფერ ტუჩებს კიდევ გაუსინჯავდა გემოს და მთელი არსებით მოეფერებოდა მას.როგორ მოენატრა ამ სამ დღეში ეს პატარა გოგო?ისე მოენატრა ლამის ხმამაღლა იღრიალოს პატარა ბავშვივით და დაიყვიროს, რომ ახლა მასთან უნდა, რომ მოენატრა მისი ზღვისფერი თვალები და არაჩვეულებრივი ღიმილი, რომელიც საშინლად სიამოვნებს მამაკაცს და თავს აკარგვინებს!აწკრიალებული მობილურის ხმამ გამოაფხიზლა გუგა და როცა ელენას ნომერი დაინახა გულის ცემა სასტიკად აუჩქარდა.უცებ იფიქრა რამე ხომ არ დაემართაო და დაფეთებული დასწვდა ტელეფონს
_ელენა პატარავ კარგად ხარ?!მკაცრი ხმით კითხა გოგოს და მისი პასუხის მოლოდინში უცებ დადუმდა
_კი კარგად ვარ!რატომ არ მირეკავდი?!გაისმა ელენას ნაწყენი ხმა
_პატარავ მიყვარხარ ასე აღარ შემაშინო!
_გუგა დაგირეკე და რა არის აქ საშიში?კარგად ისმენდა ელენას სიცილნარევ ხმას და სხეულში დიდი სითბო ეღვრებოდა მამაკაცს
_არ გაბრაზდე პატარავ!ბევრი საქმე მქონდა, მაგრამ მე შენ ისეთ სურპრიზს გიმზადებ....უნდოდა დაემთავრებინა, მაგრამ მის გვერდით საჭესთან მჯდომმა რატიმ ჩუმად უთხრა, რომ მანქანის წინა ფანჯარაში გაეხედა.გუგამაც ისე,რომ მობილური არ გათიშა, გაიხედა და ისევ შემოყო თავი
_რა გინდა რატი?!უკმაყოფილოდ გახედა რატის
_უკან ორო შავი ბემვე მოგვყვება რამდენიხანია!ჩუმად უთხრა რატიმ
_კარგი რა გელანდება რაღაცეები!დამაცადე ელენას ველაპარაკები!დაუღრინა ძმაკაცს და ისევ მობილურს მიუბრუნდა
_გუგა მისმენ?მობილურიდან გამწარებული ყვიროდა ელენა
_კი გისმენ პატარავ!
_აბა რა ვთქვი?
_ხო კარგი რატის ველაპარაკებოდი!უცებ იმართლა თავი და დაბღვერილ რატის გაეკრიჭა
_დამაცადოს რატიმ სულ მაგასთან არ ხარ?
_ვაიმე გაჩერდი თუ არ გინდა გადმოვხტე ახლა აქედან და ეგ გამობურცული ტუჩები შეგიჭამო!იცინოდა გუგა
_აუ მიდი გადმოხტი რა
_მოიცა მოიცა ჯერ მითხარი რას მელაპარაკებოდი!
_რა და მოლედ ვეღარ ვითმენ უნდა გითხრა!მამა გახდები!გოგო გვეყოლება!უცებ მიაყარა ელენამ და რამდენიმე წუთი გუგას უყვიროდა ცოცხალი ხარო?
_ვაიმე მამა გავხდები რატი მამა გავხდები!პატარა გოგოს გამიჩენს ჩემი ანგელოზი!ელის დავარქმებ ბიჯო ელის დავარქმევ!მაშინვე მივარდა რატის და გახარებულმა გულში ჩაიკრა ძმაკაცი.შემდეგ ელენას მიუბრუნდა
_ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხართ შენც და ჩვენი პატარაც!ახლა ორი ანგელოზი მყავს პატარავ,ორი ანგელოზი!გახარებული ყვიროდა თითქოს ელენა ყრუ იყო და არ ესმოდა გუგასი
_პატარავ ელი...

_რა თქვი?!

_ელ.....უცებ გაჩერდა ყველაფერი, უცებ ჩაწყნარდა, მხოლოდ ფერადი შუქები იყო ჩაბნელევულ გზაზე და ხალხი, რომელიც დაჭეჭყილ მანქანას საცოდავად უყურებდა.რატი იჯდა მიწაზე და სისხლში ამოვლებული ძმაკაცი ხელში ეჭირა.ძლიერად მოეხვია ხელები დაა ხმამაღლა ღრიალებდა!კარგავდა, კარგავდა ძმაკაცს და არა მარტო ძმაკაცს, არამედ საკუთარ ძმას.საშინლად სტკიოდა სხეულის ის ნაწილი სადაც გუგას სისცლის წვეთები ედებოდა!საშინლად უნდოდა ახლა გუგას ხმის მოსმენა ისე უნდოდა როგორც ადასდროს!წამით მოსილიყო გონზე, რომ რატის ისევ დაენახა და ეთქვა თუ როგორ ძლიერ უყვარდა ის, მაგრამ თვითონაც ხვდებოდა,რომ ეს საშინელი ოცნება იყო .ოცნება,რომელიც რატის და არამარტო რატის, არამედ ყველა გუგას ახლობელს მთელი ცხოვრების აუხდენელ ოცნებად ექცეოდათ!

*****************

დაუნდობელია ეს ცხოვრება, სასტიკი და დაუნდობელი!ერთი შეხედვით სიცოცხლით არის სავსე,მაგრამ საკმარისია თავი ნამდვილად, სულიერ,ცოცხალ არსებად შეიგრძნო,მაშინვე კარგავ ყველაფერს და ისევ უსულო საგნად იქცევი.ხშირად გვიკითხავს თუ რატომ მიყავს ღმერთს თავისთან საუკეთესოები?ეს იმიტომ,რომ ისინი იმდენად კარგები არიან, იმდენად დიდი დოზით აქვთ სიყვარული გამჯდარი, რომ უფალს ენანება ამ ცხოვრებისთვის და იქ თავისთან მიყავს.როგორი იყო გუგა ერთ დროს?!იყო თუ არა მასში სიყვარულის მცირე ნაპეწკალიც კი?!არა არ ყოფილა. ის იყო უაზრო სულის, უაზრო ცხოვრების მატარებელი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა ამ გრძნობის შესახებ.ახლა, ახლა როგორი იყო ის?!სრულიად შეცვლილი პიროვნება, რომელშიც იმდენად დიდი დოზით იყო სიყვარული გამჯდარი,იმდენად წმინდა და სუფთა იყო ეს გრძნობა, უფალმა საუკეთესოს ტიტული მიანიჭა მას და თავისთან წაიყვანა.ესეც ერთგვარი სასწაულია,რომელიც უცებ ისე ხდება არც კი ვაქცევთ ყურადღებას.სასწაულია როცა ასეთი გარდასახვა ხდება ადამიანში და ასე უცბათ ღებულობს საუკეთესოს ტიტულს!საკითხავი ისაა თუ რა უნდა ქნას ელენამ?!ახლა რა გააკეთოს, როცა ორი თვის ფეხმძიმე ქალი საშინლად გლოვობს საყვარელ ადამიანს?!ნუთუ შესაძლებელია ასეთი საშინელი იყოს ეს ცხოვრება და საუკეთესოების წასვლით უბედურებას ედებოდეს საფუძველი.ახლაც მის საფლავთან დგას და გამობურცულ მუცელზე ნაზად ისვამს თითებს.თავისთვის ლაპარაკობს რაღაცას და თვალებიდან ცრემლებს ხელით იშორებს!არ უნდა გუგას ცრემლები დაანახოს,არ უნდა რადგან იცის,რომ მიუხედავად საყვარელი მამაკაცი დაკარგვისა არ აქვს ტირილის უფლება.ახალ არსებას ელოდება და ამიტომ იშორებს ცრემლებს!მოდით მომავლისკენ წავიდეთ და 5 წლის შემდგომ მომხდარ ამბებსაც დავხედოთ

ამაყად მიაბიჯებს ლამაზი ქალი და სტუმრებს უღიმის.5 წელი გავიდა,ზუსტად ხუთი წელი, მაგრამ არც უგვრძვნია,რომ გუაგა მის გვერდით არ იყო!ახლაც გრძნობს მის სურნელს,რომელიც ცხვირში სასიამოვნოდ უღიტინებს და სახეზე ღიმილს გვრის.ბედნიერი სახით უყურებს სახლში შეკრებილ ნათესავებს, ნაცნობებს და ელის,პატარა გოგოს,რომელიც თავის დაბადებისდღეს აღნიშნავს

_დედიკო ტორტი დავჭრათ რა.უცებ მივიდა ქერა, კულულა თმიანი გოგო და ელენას ცისფერი თვალები შემოანათა

_კი დავჭრათ, ოღონდ ჯერ სურვილი უნდა ჩაიფიქრო საყვარელო.შუბლზე აკოცა თავის პრინცესას და ხელით სახეზე ჩამოგორებული თმა გადაუწია
_რაც მინდოდა უკვე მიყიდა გივი ბიძიამ!გაბუსხულმა გამოწია წინ ტუჩები და ხელები გადაჯვარედინა
_მაინც უნდა მოიფიქრო!ხელი გამაფრთხილებლად დაუქნია და ლოყაზე უჩმიტა
_ჩავიფიქრე!უცებ შეუბერა სანთლებს და ტაში შემოკრა
_დედი,მამიკო ხომ გვიყურებს?უცებ ჩაწყდა გულში რაღაც,უცებ წარმოიდგინა გუგას მომღიმარი სახე,მაგრამ არ მისცა ცრემლებს მისი განადგურების უფლება.მალევე მოიშორა და თბილად გაუღიმა შვილს
_კი, აი ზემოდან გვიყურებს და სულ გვხედავს! შენ,რომ ჩუმად ჭამ ბევრ შოკოლადს,მაგასაც ხედავს და მეც მეუბნება!
_მართლა ხედავს?უცებ გაოცებისგან დააღო პირი და დედამის ყელში თავი ჩარგო, აწითლებული ლოყები,რომ დაემალა


დ ა ს ა ს რ უ ლ ი




პირველ რიგში მინდა ყველას ვინც კითხულობდით ჩემს მოთხრობს უღრმესი მდლობა გითხრათ.ასევე ურრმესი მადობ თითოეული ტკბილი კომენტრისთვის დაწერილისთვის

იცით ეს მოთხრობა, რომ დავიწყე უკვე გდაწყვეტილი მქონდა მისი დასასრული როგორი იქნებოდა.ამიტომ ვერ შეცვალე და დავწერე ის რაც მინდოდა დამეწერა.არ მინდა ჩემი ყველა მოთხრობა ჰეფიენდით მთავრდებოდეს და ამით ძალიან არარეალურ სამყროს ემსგავსებოდეს, არმედ მინდა ახლო იყოს რეალურ ცხოვრებასთან, იქ სადაც ყველაფერი ისე არხდება როგორც ჩვენ გვსურს!

იმედია არ მიწყენთ ამ დასასრულის გამო

არვიცი კიდე თუ დავწერ მოთხრობას, მაგრამ არ მინდა რომ დაგვიწყდეთ.ალბათ იმიტომ რომ ძალიან შემიყვარდით

გემშვიდობებით ამ მოთხრობით და ბედნიერ არდადეგბებს და გიჟურ დასვენებას გისურვებთ


მიყვარხათ მე თქვენ!



№1  offline წევრი პილმაუ

აუ კარგი რაა... ცხოვრება არ კმარა სასტიკი?! ისტორიებში მაინც შექმენით ბედნიერი დასასრული. რეალობაში თუ ყველაფერი ღმერთის ნებაა, აქ ხომ სადავეები თქვენს ხელთაა.. რა მოხდება, კარგად რომ დასრულდეს კარგად დაწერილი ეს ნოველები?! გთხოვ ამის შემდეგ აღარ მოკლა არავინ და ბედნიერი დასასრული გააკეთე.<3

 


№2  offline წევრი nanako123

Sashinlad damwyviteee guli )))))

 


№3  offline წევრი Ta Ta ))

me momewona rac ar unda iyos Seni istoria da Seni gadawyvetilebaa request miyvarxar da veli axal istorias
<3 <3 <3

 


№4  offline წევრი nestanuka13

დასასრული აღარც წავიკითხე რადგან ბოლო თავში კომენტარშივე ეტყობოდა რომ ტრაგიკული იქნებოდა გასაგებია ცხოვრებაში უარესებიც ხდება მაგრამ რატომ გიყვართ ეს ტრაგიკული დასასრულები ვერ ვხვდები დამიჯერეთ არაფრის მომცემია ეს აქ

 


№5  offline წევრი ხატული♥

მესმის რომ ყველა ისრტრია ჰეფი ენდით არ მთავრდება მაგრამ რაღა ეს ისტორია??? არა მე ესე არ მინდოდა გული გამიტყდა არ მინდოდა გუგას სიკვდილი არააა ეს ხომ საშინელებაა ნუთუ არ გვეყოფა ნამდვილ ცხოვრებაში ამდენ უბედურება რომ ეხლა ამ შენს საყვარელ ისტორიებშიც რაღაც ისეთი რა მოხდეს რაც გულს ძალიან დაგწყვეტს და ძლიერ გატკენს sad ავტობუსში ვიჯექი და ტელეფონში ვკითხულობდი დასასრულს და ძლივს შევიკავე ცრემლები რომ ყველას წინაშე არ ავტირებულიყავი sad ერთი თხოვნა მაქვს ვიცი ეს ორიგინალი დასასრულია მაგრამ მაინც იქნებ კიდევ დაწერო მეორენაირი დასასრული გთხოოვ თუ არ შეწუხდები ან დროს გამონახავ feel

 


№6  offline წევრი mbella

ჩემი აზრით ეს დასასრული უფრო არარეალურია, ვიდრე ჰეფი ენდით იქნებოდა.
ამ ისტორიით ვერ მივხვდი რა გვასწავლე?? ცხოვრებაში რომ კარგი დასასრულები არ არსებობს?? მაგას ისედაც ვხედავთ, ისტორიებში წაკითხვა მე პირადად ნამდვილად არ მჭირდება.
შენი საქმის შენ იცი, როგორც გინდოდა ისე დაასრულე, მე კი დავასრულე და გაგეცლები სულ :)) წარმატებები ;)

 


№7  offline წევრი ფსიქო.13

სიმართლე გითხრა,ისტორია არც წამიკითხავს,მხოლოდ ბოლო თავის კომენტარებს გადავავლე თვალი ღირს თუ არა კითხვა დავიწყო მეთქი...
და ნერვები მომეშალა.
შენზე არა,ზოგადად მკითხველებზე :)
რატომ ხართ უკმაყოფილონი,თვენ როგორც გინდათ,ყველაფერი ყოველთვის ისე ვერ იქნება,სიკვდილის ძია სულ მზადაა...
მე მომწონს,რადგან ჰეფიენდები საშინლად არ მიყვარს,მიუხედავად იმისა
რომ ვიცი წინა თავები ბანალური იქნება
მაინც ვიწყებ კითხვას,ესეთი დასასრულის გამო,ვერ ვიტან უაზრო ჰეფიენდებს,კიდევ ერთხელ ვიტყვი.
და ვისაც არ უნდა რეალობას თვალი გაუსწოროს,იდი კამნე. (ბოდიში)
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№8  offline წევრი li-si

საშინელი დასასრული, რამ წამაკითხა საერთოდ ეს ისტორია no belay

 


№9  offline წევრი La-na019

Auu ratom daasrule ase cudad arada dzalian kargi da tbili iyo kai raa

 


№10  offline წევრი ტასიკო

ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხრაკავ,უბრალოდ ელოდნენ რომ კარგად დასრულდებოდა ,მეც მინდოდა კარგად დასრულებულიყო 13 თავის ბოლოს მინაწერი რომ ვნახე ვიცოდი იმის მერე ,რომ ცუდად დაასრულებდი,საერთოდ ისტორიას რომ ვკითხულობ თითოეული პერსონაჟის სიხარული მიხარია და ტკივილი მტკივა,ვიცი რომ გული გატკინა კონენტარებმა,მაგრამ იმის თქმა რომ ამ საიტზე ისტორიის დადება არ ღირს ცოტა ზედმეტია.ზოგს მოეწონება ზოგს არა ყველა ასე თუ ისე თავის აზრს აფიქსირებს ,ნუ გეწყინება ჩემო კარგო ხან ასე იქნება ხან ისე ,წერა არ შეწყვიტო გელიდებით ახალი ისტორიით.

 


№11  offline წევრი mbella

Immortal beauty
კომენტარები წავიკითხე და ვნანობ ეს ისტორია, რომ დავწერე. საერთოდ ვნანობ აქ რომ ისტორია დავდე.მაგარი ხალხი ხართ ძალიან
აი საღოლ ყველას.დასასრულით კი არ უნდა შეაფასოთ მოთხრობა, არამედ იმით თუ რამდენად კარგად არის ის დაწერილი.იმას კი არ ვამბობ, რომ ეს მოთხრობა შესანიშნავი იყო, ისევ თქვენს სიტყვებს ვამბობ და გეტყვით, რომ კარგად მახსოვს ისევ თქვენი კომენტარები და დღევანდელი თქვენი სიტყვებით საბოლოოდ მივხვდი, რომ აქ მოთხრობის დაწერას აზრი არ აქვს.ალბათ იმიტომ, რომ ყველა სადღაც დაფრინავთ და არ შეგიძლიათ რეალობას თვალი გაუსწოროთ!სამწუხაროა უბრალოდ, რომ მოთხრობას მხოლოდ ჰეფიენდის გამო კითხულობთ და იმაზე არ ფიქრობთ რისი თქმა სურს ამით ავტორს.თქვენთვის მთავარია ბოლოს ყველა ტკბილად და თბილად იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან უაზროა უბრალოდ.ელემენტარული პატვისცემა ყველას გმართებთ გამოუცდელი მწერლისთვოს, რომლის მოთხრობას ხშირად დაუყენებიხართ კარგ ხასიათზე და ხშირად გაგიღიმიათ მაშინ როცა მისი მოთხრობა წაგიკითხავთ!არ ვიცი,მაგრამ ჩემს თვალში ძალიან დაეცით და ვნანობ ყოველ აქ დაწეილ თავს სასტიკად. ახლა მივხვდი რომ შენს აზრს აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყველას ისე უნდა იყოს როგორც თვითონ უნდათ.სამწუხაროა,მაგრამ მე იმას ვწერ რაც მე მსურს და თქვენ არავის გაძალებთ წაკითხვას.

მკითხველებს მხოლოდ მწერლის მოვალეობები ნუ გახსენდებათ ისიც უნდა გაიხსენოთ, რომ როცა მოთხრობის კითხვას იწყებთ გარანტირებული არ გაქვთ, რომ ეს მოთხრობა მაინცდამაინც კარგად უნდა დამთავრდეს! თქვენ კითხულობთ ავტორი კი თვითონ ასრულებს მას!მაშინ თქვენ დაწერეთ თქვენთვის სასურველი მოთხრობა და წაიკითხეთ!


მაპატიეთ თუ ზედმეტი მომივიდა მაგრამ არც თქვენ დაგიკლიათ!გულიც მეტკინა მაგრამ უფრო გავოცდი თქვენი კომენტარების წაკითხვისას

ბრავო შენს პატივისცემას მკითხველისადმი :)))
უკაცრავად და ამ საიტზე ხალხი გასართობად შემოდის და რა არის იმაში გასაკვირი რომ ცუდი დასასრულები არ მოგვწონს, არც ვარდისფერი სათვალით ვიყურებით და არც ღრუბლებში დავფრინავთ, რეალობასაც კარგად ვხედავთ და სულაც არ მჭირდება გასართობად წაკითხული ისტორიიდან მივიღო "ცხოვრების გაკვეთილები". ისტორიას რომ გამოაქვეყნებ მზად უნდა იყო იმისთვის რომ შეიძლება არ მოეწონოთ, ამ შემთხვევაში პირიქით გვაყენებ შეურაცხყოფას, "ჩემს თვალში დაეცით" არ უნდა უთხრა შენს მკითხველს, როგორებიც არ უნდა იყვნენ ;)

 


№12  offline წევრი rozali

racarunda cudad dasrulda mainc magari mwerali xxar da velodebi uketesebs aucilebeli ariko happyendi esec kargi iko . ese gaagrdzele <3 dzaan kargi gogo xar

 


№13  offline წევრი niniko123

yvela tavi exa wavikitxe...daqalma mirchia rom wamekitxa "kargi istoriaao"...simartle gitxra ar velodi eset dasasruls...amtavis kitxva rom daviwye mivxvdi ukve rom cudad dasrildeboda....."mbella" martalia aq xalxi imitom shemodis rom am istoriebidan siamovnebas igeben da ar gvchirdeba "cxovre is gakvetilebi"....dzalian damwyvite guli 1 imistvis rom istoeia ase daasrule da 2 imistvis rom eseti sityvebi tqvi....namdvilad ar movelodi

 


№14  offline წევრი Eko Ekunebi

უფფ როგორ დამწყდა გული მაგრამ მაინც ძალინ მონეწონააა ))) მალადეც :*

 


№15  offline წევრი Tamuna♥

exla wavikitxe es motxroba. aii dasasrulze agar vambob arafers ro ambob realuri cxovreba rogoticaa ise davwereo ase araa chemo kargo ase ubralod aravin iviwyebs gugas im sashinel saqciels elenam ro uceb daiviwya da sheuyvarda ra gauketa aseti ro sheayvara taviii araferrii... an kide gugastvis mxolod is ambavi ro man ar icoda gatxovebis ambavi es gaxda siyvarulis mizezi mxolod?? ararsebobs raa mashin ufro meti adgili unda dagetmo mati shemdgomi urtiertobis asagwerad.. es araa realurii.. dasawyisi uketesii iyo ufro. mapatie es ro davwere ubralod chemi azri gamovtqvi

exla wavikitxe es motxroba. aii dasasrulze agar vambob arafers ro ambob realuri cxovreba rogoricaa ise davwereo ase araa chemo kargo ase ubralod aravin iviwyebs gugas im sashinel saqciels elenam ro uceb daiviwya da sheuyvarda ra gauketa aseti ro sheayvara taviii araferrii... an kide gugastvis mxolod is ambavi ro man ar icoda gatxovebis ambavi es gaxda siyvarulis mizezi mxolod?? ararsebobs raa mashin ufro meti adgili unda dagetmo mati shemdgomi urtiertobis asagwerad.. es araa realurii.. dasawyisi uketesii iyo ufro. mapatie es ro davwere ubralod chemi azri gamovtqvi

 


№16 სტუმარი nina

ძალიან მომეწონა მიუხედავად იმისა,რომ თითქმის მთელი ღამე ვტიროდი. ძალიან... ძალიან... ძალიან კარგია...
პ.ს ამ საიტზე ტრაგიკული დასასრულით არც პირველი ისტორიაა და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელი. გული არ გაიტეხო კარგი გოგო ხარ. ემოციებით აღსავსე იყო ჩემთვის,ვგრძნობდი მათ გრძნობებს,ძალიან კარგია,ძალიან მომეწონაა love

 


№17  offline წევრი Eka_EkaterinE♥

ახლა წავიკითე ეს ისტორია ჩემი მეგობრის რჩევით. დასაწყისი კარგი იყო ნამდვილად, მაგრამ შემდგომ მოვლენებზე იგივეს ვერ ვიტყვი. როცა რეალობაზე საუბრობ რეალურადაც უნდა აღწერო ყველაფერი. ამ შემთხვევაში შენ უფრო იყურები ვარდისფერი სათვალეებიდან და ღრუბლებშიც შენ უფრო მეტად დაფრინავ "ვიდრე" ჩვენ, მკითხველები. მე ჯერ არ მინახავს გუგას მსგავსი არაკაცური საქციელის შემდეგ ასე უბრალოდ დაემსახურებინოს ადამიანს პატიება და ასე უბრალდო შეყვარებოდეს ვინმე.(ან უბრალოდ მე არ მჯერა "ერთი ნახვით შეყვარების") რაც შეეხება შენს კომენტარს ეს უბრალოდ მკითხველის შეურაცხყოფაა! თუ შენ არ გაქვს იმის ნებისყოფა რომ საიტზე შენი ნაშორომის გამოქვეყნების შემდეგ მკითხველეის შეფასება მოისმინო მაშინ არც უნდა გამოაქვეყნო, არავინ გეხვეწება შენ აქ რამის გამოქვეყნებას ისევე როგორც ჩვენ კითხვას. ყველას ვერ მოეწონება შენი ნაწერი. და თუ იმის პრეტენზია გაქვს რომ ყველას მოაწონო, შესაბამისადაც უნდა წერდე! (რაც ამ ეტაპზე ნამდვილად არ გამოგდის). და ბოლოს შენს სიტყვებს მოვიშველიებ ყოველივე იმის შემდეგ რაც დაწერე "ჩემს თვალში ძალიან დაეცი"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent