შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღლა მთაში, ანგელოზი დავინახე!(12)


1-06-2015, 19:09
ავტორი Tay194
ნანახია 3 980

მაშინვე მოათავსა ულამაზესი თაიგული განკუთვნილ ადგილას,თვითონ კი ისევ თავის ფუმფულა საწოლზე მოკალათდა და ძილი განაგრძო.ნუ ეს რა ძილი იყო, ერთ საათში ისევ უნივერსიტეტში მიდიოდა,მაგრამ ეს ერთი საათიც მნიშვნელოვანი იყო ახლა მისთვის.თვალები დახუჭა და მაშინვე მომღიმარი გუგა წარმოიდგინა,თითქოს მისი სურნელიც იგრძნო .წამით ეგონა, რომ მასთან იყო,ეგონა რომ გულში იკრავდა და ეხვეოდა ,მაგრამ როცა თვალები გაახილა ისევ მწარე რეალობას დაუბრუნდა და ამ მწარე რეალობას გამოყოლებული ცრემლი უცებ მოიშორა სახიდან.მალევე წამოდგა,სარკეში შეათვალიერა თავისი ფიგურა და უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.არა აშკარად მოიმატა წონაში,ლოყებიც გაეზარდა და მისი მუცელიც არ გამოიყურება კარგად.ნეტა რისი ბრალია?რა სჭირს ამ გოგოს?მას რომ კითხოთ ყველაფერი ეკას გემრიელი ფუნთუშების ბრალია,რადგან ელენას დღე ამ ფუნთუშებით იწყება და მთავრდება.ამ ბოლო დროს თავს კარგად ვერ გრძნობს და ამასაც ამ ფუნთუშებს აბრალებს.ალბათ აწყინა ამდენმა შოკოლადმა და მაგის ბრალია.გარდეროვიდან მოკლე სარაფანი გადმოიღო და ქვემოთ ჩავიდა
_მოდი შვილო ვისაუზმოთ.მაშინვე შეეგება ეკა და ელენა გაწყობილ სუფრასთან მიიყვანა.არა როგორ შეაყვარა ამ ქალმა თავი,თითქოს დედამისიც კი შეცვალა.ისეთი მზრუნველი და კეთილია ელენასადმი,რომ ძნელია არ შეგიყვარდეს
_როგორ ხარ აბა მოყევი?თბილად გაუღიმა მის წინ მჯდომმა ნოდარმა და ეკას გამომცხვარი ფუნთუშა გემრიელად ჩაკბიჩა
_კარგად ვარ,უბრალოდ გუგა რომ არ არის აქ...
_არაუშავს შვილო გუგა მალე ჩამოვა,ასეთია მაგისი საქმე და რას ვიზამთ!თვალი ჩუკრა ნოდარმა ახლა უფრო თამამდ მყოფ ელენას და თბილად გაურიმა
_უნივერსიტეტში რა ხდება?ცხელი ჩაი მოსვა გივიმ და ელენას ფუნთუშებზე ანიშნა,გადაიღე გემრიელიაო.ოჰ ამას რომ არ ეთქვა თვითონ არ იცის რომ გემრიელია?მაგრამ დღეს საშინლად არ მოეწონა თავისი ფიგურა.არა ვაზვიადებ,უბრალოდ ეს ელენას არ მოეწონა თავისი სხეული,მაგრამ მე თუ მკითხავთ შესანიშნავად გამოიყურება
_ყველაფერი კარგადაა.გაეცინა ელენას და მაშინვე მასთან მყოფ ეკას დახედა,რომელიც ზემოდან დასცქეროდა მის სახეს
_გადაიღე შვილო,რაც ჩამოხვედი მხოლოდ ლაპარაკობ,შენ ამათ რომ უყურო შიმშილით მოგკლავენ!ეკამ მაშინვე გადაუღო შოკოლადის ფუნთუშა და ელენას თვალები დაუბრიალა,ბოლომდე შეჭამეო.საშინლად აღიქვა ის შოკოლადის ფუნთუშა რომლის გარეშეც ელენას დილა არ იწყებოდა.ახლა რატომღაც ცუდად გამოიყურება,მისი სუნი კი საშინელებაა,ვერ შეჭამს,ალბათ ეკამ გამოაცხო ცუდად ან არ შია.უხალისოდ ჩაარჭო ჩანგალი და როგორც კი პირისკენ წაიღო ჩანგალზე შემოსკუპული ფუნთუშის ნაჭერი,მაშინვე უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა და მსხვერპლი უკან დააბრუნა
_შვილო არ მოგეწონა ჩემი ფუნთუშა?ეკამ საწყლად გახედა ელენას და ინტერესით მიაჩერდა
_არა რას ამბობთ,ისეთი გემრიელია, უბრალოდ არ მშია.მორიდებით გადახედა ეკას და პატარა ბავშვივით გაეკრიჭა
_ცოტა მაინც გეჭამა შვილო,იცოდე შენ თუ გუგას გამო ნერვიულობ და არ ჭამ ,ამას გუგას ვეტყვი და მერე ნახე!საჩვენებელი ხელი გამაფრთხილებლად დაუქნია ნოდარმა,ფეხზე წამოდგა ,შუბლზე აკოცა ელენას და დაიბარა,ბევრი საქმე მაქვს და დღეს გვიან დავბრუნდებიო.ელენაც მალე წამოდგა,უნივერსიტეტში მიდიოდა,ყველას დაემშვიდობა და სახლი დატოვა.უყვარს უნივერსიტეტი,უხარია რომ სწავლობს,ძალიან უხარია.ყოველდღე უფრო მეტს იგებს და ეს ახარებს.ბერვი მეგობარიც გაიჩინა ამიტომ თავს მარტოდ არ გრძნობს.რაც მთავარია ნატაც ყავს,თავისი ქმრის მდივანი,რომელიც ძალიან უყვარს და შეიძლება ითქვას იმ ანას ადგილიც დაიკავა,რომელიც ადრე ძალიან უყვარდა და საუკეთესო მეგობრად აღიქვამდა.ხო აი მე იმ ანაზე ვამბობ ჯერ კიდევ სანამ გუგას ცოლი გახდებოდა მაშინ, რომ მეგობრობდა და დასავით ყავდა.საინტერესოა რატომ არ ურეკავს,ან საერთოდ აქამდე რატომ არ შეეხმიანა.ბრაზდება ელენა, ძალიან ბრაზდება,მაგრამ არ უნდა ანას მასთან მეგობრობა დააძალოს,მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ ანას აღარ უნდა მასთან მეგობრობა და მორჩა ,დამთავრდა.ყველასთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა,საკუთარი დედაც კი არ ეხმიანება და სხვას რა უნდა მოთხოვოს.მალე გავიდა უნივერსიტეტის დროც და ახლა გუგას დანაბარებიც შეასრულა.კომპანიაშიც შეიარა და ყველაფერს დახედა,ნუ ნატა იქ იყო ამიტომ მალევე წამოვიდა და ისევ შინ მივიდა.ვერ იტანს ამ უფროსობას და რა ქნას,არც უნდა თავისი ქმრის ადგილი დაიკავოს.ისე ეს, რომ გუგამ გაუგოს ძალიან გაუბრაზდება, მაგრამ რა ქნას ასეთია,ის რაც მისი საქმე არ არის არ ერევა.მერე საშნლად აღიზიანებს ათასი თვალი,რომ უყურებს და ათვალიერებს,აფერისტობასაც ვერ იტანს, ამიტომ მალევე სცილდება არასასიამოვნო გარემოს,დატოვა იქ ნატა საიმედო ადამიანი და იმიტომ წამოვიდა ასე დამშვიდებული.მთელი ღამე იმეცადინა,გაუკვირდა გუგამ, რომ არ დაურეკა,თვითონაც სცადა დარეკვა, მაგრამ გათიშული ქონდა,იფიქრა ალბათ არ სცალია საქმეები აქვს და შემდეგ დამირეკავსო.გარდეროვიდან გუგას ორი ზომით დიდი მაიკა გადმოიღო და თავისი პიჟამოების მაგივრად ის ჩიცვა.კარგად მოკალათდა საწოლზე ,ხელები მოხვია თავის სხეულს თითქოს გუგას სხეულს ეხვეოდა და ასე ჩაეძინა.დილით უსიამოვნო შეგრძნებებმა გააღვიძეს.ასე არასდროს არ სჭირდა და საერთოდ იქნებ მოიფიქროს და ექიმს მიმართოს.მალევე ჭყიტა თვალები და საწოლიდან დენდარტყმული წამოდგა.ექმითან მიდის, ხომ ასე არავის არაფერი არ უთხრა და საერთოდ ისიც არავინ იცის, რომ 1 კვირის წინ იყო ექიმთან მისული,რადგან ეს სიმპტომები ქონდა იღონდ მცირე დოზით.ასეთი ფეთელაა,ყველაფერზე ისტერიკებს აწყობს, ამიტომ ურჩევნია ყოველთვის მშვიდად იყოს თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.გუგას არაფერი უთხრა არ უნდოდა ენერვიულა,ამიტომ მის გარეშე მოაგვარებს ყველაფერს,ან იქნებ თუ რამე არ სჭირს კარგი ,სანამ გუგა ჩამოვა მანამდე იმკურნალოს?კი კი ასე გააკეთებს.მალევე შეაღო ექიმის კაბინეტის კარი
_გამარჯობა ბატონო გიორგი შეიძლება?ნერვიუად მიადო თავი კარს და მამაკაცს ინტერესით შეხედა
_მობრძანდით ქალბატონო ელენა!მალევე წამოდგა ფეხზე გიორგი და ელენა მის წინს სავარძელში დასვა
_ალბათ პასუხებზე მოხვედით?კმაყოფილმა გახედა წინ მჯდომ გოგოს,რომელიც ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში
_დიახ,რამე სერიოზულია?
_უჰ თან როგორი სერიოზული!დაემოწმა ექიმი
_ვერ გავიგე?ნერვიულობით ის ვარდისფერი ტუჩები სულ შემოეჭამა ამ გოგოს და კი ვერ ხვდება რომ გაჩერდეს
_თქვენი ნერვიულობა არ შეიძლება ამიტომ გეტყვით, რომ მალე პატარა ბიჭი ან გოგო გეყოლებათ!გაბრწინებული თვალები შემოანათა გაოცებულ ელენას და თბილად გაუღიმა
_ვაიმე,მე....ვერ აბამდა სიტყვებს თავს,ვერაფერს ამბობდა,თითქოს რაღაცამ უცებ დაარტყა და ერთ ადგილზე გააშეშა.დუმდა, ხმას ვერ იღებდა,სამაგიეროდ მისი გახშირებული გულის ცემა კარგად იმოდა მთელს ოთახში
_დიახ ორსულად ხართ ელენა,გილოცავთ!დაბნეულმა დატოვა ექიმის ოთახი.ვერ გაიზრა ვერაფერი, ნუთუ ბოლომდე ევერ დაივიწყა ის საშინელი დღე ,რომელიც თითქოს წარსულს ჩავარდა.არა არა, მაინც წამოეწია ის საშინელი წარსული რის გამოც გუგა შეიძულა ,მარგამ ახლა,ახლა როცა იცის, რომ მას შვილს აჩუქებს? ახლა როცა მასში ახალი არსება იზრდება რა უფლება აქვს ის დღე უარყოს ,ან ინანოს ის რაც მოხვდა.ის ხომ დედა გახდება,გუგა კი მამა.რას გრძნობს ახლა?სიხარულს,სიყვარულს,ბედნიერებას და ყველაფერს ერთად.უხარია ,საშინლად უხარია.დადის კი რა დაფრინავს,თითქოს ახალი მიზანი გაუჩნდა ,თითქოს რაღაც ახალი სასწაული მოხვდა მის ცხოვრებაში.დაურეკოს გუგას და უთხრას?არა ჯერ ოჯახის წევრებს გააგებინოს ასე აჯობებს .მთელი ოჯახში, რომ გამოაცხადა ეს ახალი ამბავი ეკა სიხარულისგან დაფნივადა,ახალი ოჯახის წევრი გვეყოლებაო.ნოდარი ხომ საერთოდ, მაშინვე მოაწყო ოთახი პატარა შვილიშვილისთვის..ერთ დღეში ყველაფერი მზად ქონდათ შვილიშვილისთვის,არადა ის კი არ ახსოვთ რომ ელენა ჯერ მხოლოდ ერთი თვის ორსულია?!არც სქესი იციან და არაფერი.მეორე დღეს ეკამ ძალით წაიყვანა სქესი გავიგოთო და გოგო აღმოჩნდა.მოისმინა მისი პატარას გულის ცემა და მაშინვე მოადგა მის თვალებს ცრემლები.ნაზი ,თლილი თითები ფრთხილად გადაისვა მუცელზე და უცებ გუგა გაახსენდა.ორი დღეა რაც წავიდა და ერთხელაც არ დაურეკავს, ეს ნორმალური საქციელია?!არა არ არის! მაგრამ ელენა ყველაფერს რატომღაც გუგას საქმეებს აბრალებს,ან არ უნდა რეალობას თვალი გაუსწოროს,იმ რეალობას რასაც რაღაც ცუდის მოხდენა ქვია.


ეს არის რაც დავწერე..ჰმ მოკლედ არვიცი ვერ ვახერხებ მალე დადებას და ვერც ვდებ

ნუ მიწყენთ

მადლობა ვინც კითხულობთ



№1  offline წევრი ♥girl♥

ძალიან კარგია გააგრძელე, წარმატებები

 


№2  offline წევრი ხატული♥

ვაი რა კარგი თავი იყო მაგრამ არ მეყოო მალე დადე რაა ♥♥♥

 


№3  offline წევრი ტასიკო

რმე ცუდი არ მოახდინო ისედაც აგვიანებ დაწერას

 


№4  offline წევრი La-na019

უმაგრესია მაგრად მომწონს სულ ვკიტხულობ აუ მალე დადე რაა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent