შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (9)


3-06-2015, 22:25
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 682

უკვე ერთი კვირა იყო რაც სანდროსთან ვცხოვრობდი, ვიყავი უზომოდ ბედნიერი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ სახლში დავბრუნებულიყავი, რადგან ვიცოდი რომ დედაჩემი ძალიან ნერვიულობდა და შეიძლება რამე მოსვლოდა. ერთ საღამოსაც სანდრომ მიმიყვანა სახლთან. ცოტა ხანი მანქანაში ვიჯექით გაუნძრევლად და უხმოდ, შემდეგ კი მან დაარღვია სიჩუმე:
- ძალიან მინდოდა ჩემთან რომ დარჩენილიყავი, მაგრამ შენიც მესმის, რომ დედაშენზე ზრუნავ.
- მადლობ რომ გესმის ჩემი... მიყვარხარ - და მოვეხვიე.
- ჩემი ცხოვრება ხარ და იცოდე რაც არ უნდა მოხდეს სულ შენთან ვიქნები. - მანაც ძლიერად მიმიკრა გულზე და შუბლზე მაკოცა.
- კარგი წავედი, როგორც ვიცი დღეს არ მუშაობს და სახლში უნდა იყოს თუ არა და გასაღები მაქვს.
- კარგი, თუ რამე დამირეკე, მიდი და მიყვარხარ. - კიდევ მაკოცა შუბლზე და მანქანიდან გადმოვედი. სადარბაზოს კიბეები მალევე ავირბინე და კარებთან მივედი. შევყოყმანდი ზარის დარეკვაზე, მაგრამ ბოლოს მაინც გავბედე და დავრეკე. სახლში აღმოჩნდა დედა, კარები რომ გააღო და დამინახა ყველაფერი სახეზე ისე კარგად აღებეჭდა, ვიცოდი რომ რაღაცეების ლაპარაკი უნდა დაეწყო, ამიტომ არაფრის თქმა არ დავაცადე, მაშინვე ჩემს ოთახშ შევვარდი და ჩავიკეტე. იმედი მქონდა მიხვდებოდა რომ მასთან ლაპარაკი არ მინდოდა და არ შემაწუხებდა.
როგორც გამოჩნდა გამიმართლა და არც ერთხელ არ დაუკაკუნებია კარზე. მთელი საღამო ოთახში გამოკეტილმა ფიქრებში და სანდროსთან მესიჯობაში გავატარე. ბოლოს კი ტკბილად და მშვიდად მიმეძინა ლოგინზე. კიდევ კარგი მეორე დღეს შაბათი იყო თორემ კიდევ მომიწევდა სკოლის გაცდენა, რადგან ისეთ გადართული ვიყავი სრულიად სხვა სამყაროსკენ რომ არ შემეძლო მასწავლებლების ლექციების მოსმენა. დილით სანდროს ზარმა გამომაღვიძა:
- ჩემი გოგო როგორ ხარ? რას შვები?
- სანდროოო რა იყო ამ დილაადრიან რამ გაგაგიჟა?
- შენმა სიყვარულმა ჩემო სიცოცხლევ.(იცინოდა) ისე უკვე ორი საათია, მძინარე მზეთუნახავო, მომენატრე სიგიჟემდე. დღეს სად წავიდეთ?
- აუ მეძინებაა.. ცოტა ხანი კიდე დავიძნებ და მერე სადაც გინდა იქ წავიდეთ, ოღონდ ერთი-ორი საათი დავიძინებ რაა.
- ე კარგი რა აგერ ბიჭი რამდენი ხანია გელოდები როდის გაიღვიძებ და ერთი სული მაქ როდის გნახავ და შენ კიდე იძნეებ? - ამაზე სიცილი ამიტყდა და მომილბასავით გული.
- კარგი კარგი ჩემი ცხოვრება მხოლოდ შენი გულისთვის დავარღვევ ჩემს განრიგს, სად წავიდეთ?
- მმმმმაკდონალდსში დაა მერე მთაწმინდაზე, როგორც მაშინ, პირველად, მაინც ტკბილი მოგონებები კარგია.
- კარგი. მეც შემიყვარდა ის ადგილი.
- ხოოდა 15 წუთში შენს სადარბაზოსთან ვარ და ჩამოდი.
- ე კარგი რა 15 წუთში ადგომასაც ვერ მოვასწრეეებ.
- მალე თუ იზავ მოასწრებ ყველაფერს მშვენივრად.
- ჰო კარგი კარგი.
- მიდი მალე.
- კაი. - გავთიშე თუ არა მაშივე წამოვფრინდი და აბაზანაში შევვარდი მოვწერიგდი და სასტუმრო ოთახში გავედი. საუბედუროთ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ დედა სახლში დამხვდა, ისევ გაკვირვებულმა შემომხედა, თვალებით მეკითხებოდა სად მიდიხარო, სანდროსთან ერთად მაგდონალდში მივდივართქო ვუთხარი, კარები გამოვიხურე და სწრაფად ჩავირბინე კიბეები. სანდროს მანქანა ზუსტად სადარბაზოს კარებთან ყავდა გაჩერებული. ჩავჯექი და გეზი ავიღეთ მაკდონალდსისკენ. რაღაცეები იყიდა და შემდეგ მთაწმინდაზეც ავედით. ვერც წარმოიდგენთ როგორ შემიყვარდა აქურობა რაც სანდრო გავიცანი მას შემდეგ. ისევ მანქანაში ვიჯექით და ისე ვჭამდით, მე რომ მოვრჩი ჭამას მანქანიდან გადავედი და თბილისის ხედით ვტკბებოდი. სანდროც გადმოვიდა და უკნიდან ჩამეხუტა. მრცხვენოდა და თან მეცინებოდა ისეთი დაბალი ვიყავი მასთან შედარებით. ლოყაზე და კისერშ მკოცნიდა და თან ყურში ერთმანეთს ვჩურჩულებდით:
- მიყვარხარ
- მე უფრო
- არა მე უფრო
- მე მაინც მიყვარხარ
- ჩემი გოგო ხარ
- შენ ჩემი ბიჭი
- ჩემთან ერთად გაიმეორე კარგი?
- კარგი.
- ცხოვრების
- ცხოვრების
- ბოლომდე
- ბოლომდე
- მეყვარები
- ა ეგ ვიცი - და ბოლო ხმაზე სიცილი დავიწყე. რა თქმა უნდა მას არ წყენია და ისიც ამყვა სიცილში.
- კარგი რააა... ეხლა შენ მითხარი.
- სიცოცხლის ბოლომდე მეყვარებიი.
- ჩემი პატარა ჭკვიანი გოგო, აი იცი როგორ მიყვარხაარ, ვგიჟდები შენზე. აუ კარგი იდეა მომივიდა. - და შუბლზე მაკოცა.
- რა? და შუბლზე რომ დებილებს კოცნიან?
- ვიცი - და სიცილი აუტყდა ამაზე გავბრაზდი მაგრამ მაინც მეცინებოდა.
- ეეე დამპალო კარგი რაა - პატარა ბავშვივით ბუზღუნი დავუწყე.
- მთავარია მიყვარხარ - და მაგრად ძალიან მაგრად ჩამეხუტა. - რა გადავწყვიტე დაა ცოლად მოგიყვან. - ო მაი გოდ, ეტა ჩო ზა ხრენა? გავგიჟდი ისე მაგრად გამიხარდა უკვე დარწმუნებული ვიყავი მის სიყვარულშ მაგრამ რა ცოლობა რის ცოლობა, ბავშვობა მინდა ჯეერ.
- ჰააა?
- ხო რა იყო ცოლად მოგიყვან.
- მართლა მეუბნები თუ ღადაობ?
- საღადაო თემაა ეეს? მართლა, ხომ გამომყვები?
- ნუ თუ მართლა მაშინ კი, ოღოოონ ჯერ არა.
- ეე აბა როდიიიის?
- მმმ სამ წელიწადში, 18ის რომ გავხდები, ბარემ სრულწლოვანი ვიქნები და ოქროს დაბადების დღის მერე, ზაფხულში - სიცილი ამიტყდა, ძააან ოცნებებში წავედი.
- კარგი.
- რა კარგი.
- რა კარგი და ესეიგი გპირდები, რომ ზუსტად სამი წლის შემდეგ, ოღონდ ზუსტან ანუ დღეს ხომაა 18 მარტი, ხოდა სამი წლის შემდეგ ზუსტად 18 მარტს გთხოვ ხელს, ზუსტად ამ ადგილას, პასუხი ვიცი რომ დადებითი იქნება, მაგრამ მაინც ეხლა ტრადიციულად იყოს. დაიმახსოვრე ეს დღე და იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს, შენ ჩემი ცოლი გახდები, ზუსტად სამ წელიწადში, გპირდები, გპირედები რომ ცოლად მოგიყვან და ერთად ძალიან ძალიან ბედნიერები ვიქნებიტ. -ეს სიტყვები, როგორ მინდოდა ყოველთვის ეს სიტყვები ვინმეს ჩემთვის ეთქვა, როგორ ვოცნებობდი და აი ოცნებაც ამიხდა. თვალზე ცრემლი მომადგა, მაგრამ შევაკავე.
- კარგი, მჯერა და შენს პირობას დავიმახსოვრებ, იცოდე ისიც მახსოვს რომ პირობას ყოველთვის ასრულებ. მიყვარხარ.
- ჩემი პატარა. კარგია თუ გახსოვს, გახსოვდეს და არ დაგავიწყდეს. - ისევ შუბლზე მაკოცა და გულში მაგრად, ძალიან მაგრად ჩამიკრა, თქითქოს ჩემს ჩაგდებას ცდილობდა თავის გულში.
- წამო მანქანაში რაა შემცივდაა.
- კარგი წამო. - მანქანაში რომ ჩავჯექით მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე, რომ უკანა სკამებზე გიტარა იდო. ვგიჟდებოდი გიტარაზე, თან ბიჭი რომ უკრავს ამაზე ხომ საერთოდ მეკეტება.
- ეეე ეს გიტარა ვისიაა? შენ უკრავ? აუ დაუკარი რამე რაა? მიმღერე რააა? - ვეხვეწებოდი.
- ჰოჰო კარგი დამშვიდდი ვუკრავ, მაგრამ ეხლა არ გიმღერებ.
- აუუუ აბა როდიიის? აუ გთხოოვ რაა.
- დრო მოიტანს, შენ ხომ ეგრე მითხარი რომ გკითხე როდის მოვისმენ შენს ნამღერსთქო?
- ეეე კარგი რაა..
- მხოლოდ როცა შენ მიმღერებ იმის შემდეგ.
- ცუდო. - გავებუტე პატარა ბავშვივით.
- კარგი რაა, ხომ გითხარი როცა შენ მიმღერებ მარტო მაგის შემდეგ. ეხლა მოდი ჩემთან.
- აქ ვარ.
- არა ჩემთან მოდი.
- რა შენთან მოვიდე?
- კალთაშიი.
- ვერა ხარ შენ კარგად, წავიდეთ სახლში დედაჩემი მომკლავს.
- რა წავიდეთ მოდი რაა, ჩაგეხუტო მინდაა.
- არა.
- მოდი თორე ვკვდები, შემი ჩახუტება მაკლია. - რაღაც იდიოტობები დაიწყო და ამაზე საშინლად მეცინებოდა მაგრამ მაინც ვჯიუტობდი.
- არაააა
- რა არა გოგო, მოდი აქ - ხელი დამავლო და წამში მის კალთაში აღმოვჩნდი. სიცილი აგვიტყდა, დებილებივით სიყვარულისგან დამწყვრები ვიკრიჭებოდით. ჩავეხუტე და მხარზე თავი ჩამოვადე. მთელი სულით და გულით გულში მიკრავდა, ვაიმე არ ვიცი ამდენი სითბო და დადებითი ემოცია ერთი ადამიანისგან როგორ მოდიოდა, მაგიჟებდა. ასე ჩუმად ვისხედით სანამ თვითონ არ დაარღვია ეს საშინელი სიჩუმე.
- მარიიი
- ჰა?
- ბიჭისთვის გიკოცნია? - ყველაზე უხერხული კითხვა. მართალია შეყვარებული მყოლია, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ რა კოცნა რის კოცნა ჩახუტებითაც მხოლოდ ორჯერ ჩავეხუტეთ ერთმანეთს.
- არა.
- მართლა?
- ხო რა იყო დაუჯერებელი რა ნახე ამაში?
- არა უბრალოდ დღესდღეისობით შენხელები და უფრო პატარებიც კიიი....
- ვიციი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე მათ კატეგორიაში გავდივარ.
- ანუ პირველი ვიქნები?
- ეგ რა იყო ეხლა?
- რაა? კარგი რა ვიცი როგორ გინდა რომ გაკოცო.
- ჩახუტება მირჩევნია ბევრად - და ისევ მივეკარი.
- კარგი რაა ერთხელ მაკოცნინეე.
- არა.
- მაკოცნინე გოგო.
- კარგი რა სანდროო.
- რა იყოოო? ამაში ცუდს რას ხედავ?
- არ ვარ ჯერ ეგერთი მზად და მემგონი უნდა მიმხვდარიყავი რომ თუ ბიჭისთვის ნაკოცნი არ მაქ ესეიგი არც კოცნა მეცოდინება. - ამაზე გაეცინა.
- ჩემამდე შეყვარებული გყოლია?
- კი.
- და არ უკოცნია?
- არა. აუცილებელი იყო?
- რავიცი მიკვირს ბიჭებისგან. ჩემნაირად გიყვარდაა?
- არ მიყვარდა საერთოდ.
- აბა?
- არა თავიდან მეგონა რომ მიყვარდა და ბოლოს რომ დავშორდი მარტო მაშინ მივხვდი რომ უბრალოდ გატაცება იყო.
- და გყვარებია?
- კი. - დადუმდა. შევატყე რომ ეწყინასავით.
- ვინ იყო?
- ჩემი ძმის ძმაკაცი.
- ერთად იყავით?
- არა, მას არ მოვწონდი.
- ძალიან გიყვარდა?
- ჰმმმ, სანდრო არ ვიცი ზუსტად მის მიმართ რა ვგრძნობდი, რადგან მის გვერდით არასოდეს არ ვყოფილვარ, უბრალოდ რაღაც დიდს რომ ვგრძნობდი. მხოლოდ ერთი ვიცი რომ ის ახლა სულ არ მაინტერესებს და მე შენ მიყვარხარ, აქ უბრალოდ ეს თემა და ის ადამიანი ზედმეტია.
- მიყვარხარ.
- უზომოდ...... შენ? შენ გყვარებია?
- კი.
- ვინ?
- ერთი ძალიან ლამაზი გოგოა, უჭკვიანესი, უსაყვარლესი, რომელიც ეხლა კალთაში მიზის და ეჭვის თვალებით მიყურებს. - სიცილი დაიწყო, მე კიდე გამეღიმა, ვგიჟდებოდი ისე მკლავდა ეჭვიანობა.
- მართლა ჩემამდე არ გყვარებია?
- მათთან გართობა კი. ერთი გოგო იყო რომელიც მართლა სერიოზულად მომწონდა, მაგრამ ისიც ისეთივე ბოზანდარა აღმოჩნდა როგორებთანაც ვერთობოდი.
- ეგრე რატომ ამბობ?
- ძმაკაცთან გამოვიჭირე.
- უუუუჰ, რთული და მტკივნეული შემთხვევაა.
- კიი, მაგრამ ეხლა ყველა და ყველაფერი შენს გარდა. და მაკოცნინე რააა - ისევ ხვეწნა დამიწყო.
- დრო მოიტანს - გავაჩუმე და შუბლზე ვაკოცე. - ეხლა წავედით.
- შური იძიე ხო? (გაეცინა)
- რაღაც ეგეთი.
სახლში რომ მივედი დედაჩემი ისევ სასტუმრო ოთახში დამხვდა. შევედი, რომ დავინახე ჩემი ოთახისკენ გავემართე მაგრამ კითხვის დასმა მაინც მოასწრო:
- სანდრო ვინაა? - გამოვბრუნდი, რატომ უნდა დამემალა, მე ხომ ის მიყვარდა და არ მაინტერესებდა მას ეს მოეწონებოდა თუ არა, მაინც ვერ ამიკრძალავდა მასთან ურთიერთობას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent