შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ხარ პატარა ჩემი (ნაწილი 4)


4-06-2015, 09:21
ავტორი gvanca18
ნანახია 3 765

დილით ადრე ავდექი და მზადებას შევუდექი.მუხლამდე,ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი და ძირს ჩავედი,სადაც ალექსანდრე მელოდა.მანქანაზე იყო მიყრდნობილი და შორიდან მიღიმოდა.მივუახლოვდი თუ არა თბილად ჩამეხუტა და მანქანის კარი გამიღო.
-დღეს უნის მერე რას აკეთებ პატარა? (ალექსანდრე)
-არ ვიცი.(მე)
-კარგი მაშინ არაფერი არ დაგეგმო მე გამოგივლი. (ალექსანდრე)
-და სად წავიდეთ? (მე)
-მაგას მოგვიანებით გაიგებ...და ხო ძალიან ლამაზად გამოიყურები პატარა და მეშინია არ შემომეჭამო. (მითხრა და გამიღიმა)
-ალექსანდრეეე. (მე)
-მიყვარს ეგრე რომ იბნევი პატარა. (ალექსანდრე)
პირველმა დღემ უნივერსიტეტში საკმაოდ კარგად ჩაიარა.უნიდან რომ გამოვედი ალექსანდრეს დავურეკე,რადგან იქ არ დამხვდა.
-სად ხარ ალექსანდრე? (მე)
-ოფისიდან გამოსვლა დამაგვიანდა.ზუსტად 5 წუთში მანდ ვარ პატარა. (ალექსანდრე)
ალექსანდრეს მოსვლამდე ლუკა მოვიდა.
-ნინი შეიძლება გელაპარაკო? (ლუკა)
-გისმენ ლუკა. (მე)
-წამო რა სადმე ჩაოვჯდეთ. (ლუკა)
-ჯობს აქ ვისაუბროთ (მე)
-კარგი (ლუკა)
-რა გინდოდა? (მე)
-აუ „კაროჩე“ ძაან ვნერვიულობ. (ლუკა)
-ოო ნუ იცი ხოლმე ეგრე,მითხარი რა ხდება. (მე)
-კარგი არ გამაჩერო.მოკლედ ერთი გოგო,აი სულ პატარა რომ იყო და ატირებულმა რომ შემოაღო კლასის კარი,რადგან არ უნდოდა დედასთან დაშორება აი იმ დღიდანვე გულში ჩამივარდა.მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ეს გრძნობა უფრო და უფრო ძლიერდებოდა.გვერდიდან თითქმის არასოდეს ვშორდებოდი,შორიდან მაინც ვადევნებდი თვალყურს.ის ახლა ნამდვილი ქალია,სრულყოფილების განსახიერება და არ ვიცი როგორ ვუთხრა ჩემი გრძნობების შესახებ...(ლუკა)
-რას ამბობ ლუკა,მიდი მასთან და ის რაც მე მითხარი მას გაუმეორე. (მე)
-ხო...კარგი მაშინ გავიმეორებ ხელახლა და მომისმინე. (ლუკა)
-რა??? (მე)
-შენ მიყვარხარ ნინი. (ლუკა)
-მაპატიე ლუკა მაგრამ მე...მე....მე არ მინდა გული გატკინო მაგრამ...მე სხვა მიყვარს.
-ნინი ძალიან გთხოვ უბრალოდ შანსი მომეცი (ლუკა)
-ვერ გაიგე რა გითხრა?! (ალექსანდრე)
-შენ აქ რა გინდა!(ლუკა)
-ჩემს შეყვარებულს მოვაკითხე.(ალექსანრდე)
-ხოდა გაიარე და შენს შეყვარებულს მიხედე. (ლუკა)
-გზას შენ მიღობავ. (ალექსანდრე.)
-ხოდა გვერდი ამიარე(ლუკა)
-ლუკა..........ნინის ახლოს არ გაეკარო!!!თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! (ალექსანდრე)
შემდეგ ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ წავედით.მანქანაში ხმა არ ამომოღია რადგან ძალიან მრცხვენოდა.თანაც ალექსანდრე ისე იყო გაცოფებული...მანქანა ისე შემოატრიანა გზაზე 360 გრადუსით რომ შიშისგან თვალები გამიფართოვდა.შემდეგ უცებ დაამუხრუჭა და მანქანიდან გადავიდა.გაუბედავად გადავედი მეც,ვუყურებდი სიბრაზისგან როგორ კრავდა მუჭებს.
-ალექსანდრე...(ხმა არ გამცა.)
-ალექსანდრეეე
რადგანაც ხმა ისევ არ გამცა მივუახლოვნი და უკნიდან მოვეხვია,რამაც ნამდვილად გაჭრა და გულში ჩამიკრა.
-მეშინია პატარა შენი დაკარგვის (ალექსანდრე)
-სსს...შენ მე არასეოდეს დამკარგავ. (მე)
-ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა. (ალექსანდრე)
-მეც მიყვარხარ სიხარულო (მე)
დიდხანს ვიდექით ასე ჩახუტებულები,შემდეგ მანქანაში ჩავჯექით და წავედით.
-ალექსანდრე სად წავიდეთ?(მე)
-შენთან. (მითხრა და გამიღიმა)
-ჩემთან რატო?რა ხდება? (მე)
-ცოტაც მოითმინე. (მითხრა და ისევ გამიღიმა)
სახლში მისულებს სტუმრები დაგვხვდა.ჩემი და ალექსანდრეს მეგობრები,ვიღაც ორი უფროსი ჩემს მშობლებთან საუბრობდა,შემდეგ ალექსანდრეს დაც დავინახე.ალექსანდრემ დაბნეულობა შემატყო და ხელი მაგრად ჩამჭიდა და შუბლზე მაკოცა,შემდეგ ჩემი მშობლებისკენ წავიდა,რომლებიც ვიღაც უცნობებს ესაუბრებოდნენ,მე ანასთან და თამოსთან მივედი.
-გოგოებო თქვენ მაინც მითხარით რა ხდება? (მე)
-არა იყოს მალე ისედაც გაიგებ. (მითხრეს და გულიანად გაიცინეს)
ბოლოს აღმოჩნდა რომ ალექსანდრე ჩემს მშობლებთან ისაუბრა და რამოდენიმე კვირით იტალიაში მივდიოდით.თვალებ გაფართოებული ვუყურებდი მომღიმარ ალექსანდრეს და შემდეგ ჩემს მშობლებს,რომლებიც ასე უპრობლემოდ დათანხმდნენ ალექსანდრეს ამ წინადადებაზე.
-მოიცა შენ რა ჯადოქარი ხარ?როგორ დაითანხმე ისინი? (მე)
-რას ამბობ ნინი.მე ხომ ძალიან მომხიბვლელი სასიძო ვარ. (ალექსანდრე)
-სულ როგორ უნდა მაიმუნობდე (მე)
-ნუ ბუზღუნებ და წამოდი ბარგის ჩალაგებაში დაგეხმარები. (ალექსანდრე)
ყველა ჩემს ტანსაცმელს გულმოდგინედ ათვალიერებდა და ისეთ კომენტარებს აკეთებდა რომ შეუძლებელი იყო არ გავწითლებულიყავი,ის კი ამაზე გულიანად იცინოდა.მეორე საღამოს უკვე ყველანი აეროპორტში ვიყავით.ყველას დავემშვიდობეთ და წავედით.
-მიხარია რომ შენს სურვილს ჩემთან ერთან აიხდენ (ალექსანდრე)
-რას გულისხმობ? (მე)
-შენ ხომ იტალია ძალიან გიყვარს (ალექსანდრე)
-მოიცა დარწმუნებული ვარ ამ ერთ კვირაში რაც უკვე უფიციალურად ვარ შენი შეყვარებული ეგ არ მიხსენებია.საიდან გაიგე ალექსანდე. (მე)
-მე შენ ძალიან ძალიან ძალიან კარგად გიცნობ პატარა (მითხრა და ჩამეხუტა)
ეს ისეთი რომანტიული იყო.ალექსანდრე უბრალოდ ჩემთვის საოცნებო მამაკაცი იყო.ყველანაირად სრულყოფილი.ყოველი დღე ბედნიერი გვქონდა.
-პატარა,მოდი დღეს სახლში დავრჩეთ,შენი საყვარელი საჭმელები მოვიმარაგე და სახლში ვისადილოდ. (ალექსანდრე)
-ჰმმმ.გინდა რომ სამზარეულოში გამომხადო არა (ვუთხარი და გავიცინე)
-დიახაც,ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ვიცოდე სახლში დაბრუნებულს როგორი სამწლი დამხვდებ სახლში. (მითხრა და მომეხვია)
-კარგი მაშინ რამეს მოვამზადებ (მე)
-მეც დაგეხმარები. (ალექსანდრე)
-რა? (მე)
-ხო რა იყო,ჩემს პატარას ძალიან ხომ არ გადავღლი (ალექსანდრე)
ბევრი ვიმხიარულეთ.შემდეგ კი როგორც ჩანს ჩამეძინა,როცა გავიღვიძე ალექსანდრეს ისე ძლიერ ვყავდი ჩახუტებული გულში რომ შეუძლებელი იყო თავის განთავისუფლება.თუმცა მაინც ვცადე,მანაც არ დააყოვნა და მაშინვე დაჭყიტა თვალები.
-სად მიიპარები პატარა.(ალექსანდრე)
-არსად უბრალოდ ადგომა მინდოდა (მე)
-შემომხედე (ალექსანდრე)
-რატომ??? (მე)
-შენ ლოყები აწითლებული გაქვს არა (მითხრა და გულიანად გაიცინა.) ღმერთო შენ მართლა პატარა ხარ.ჩემი პატარა.
-ალექსანდრე
-კარგი რა,ცხოვრებაში ყველაფერი ოდესმე პირველად ხდება და ყველაფერზე ეგრე უნდა გამიწითლდე?არა ძალიან საყვარელი და მიმზიდველი კი ხარ მაგ დროს მაგრამ ვერ ვხვდები რა იყო გასაწითლებელი იმაში რომ ჩემს მკლავებში ტკბილად გეძინა. (მითხრა და უკნიდან მომეხვია)
-ღმერთო ჩემო ალექსანდრე,აბა კარგად დამაკვირდი,გაწითლებული არ ვარ (ვუთხარი და დავეჭყანე)
საღამოს ალექსანდრეს მეგობრებთან ვაპირებდით წასვლას,ისინი იტალიაში ცხოვრობდნენ და როცა გაიგეს რომ აქ ვიყავით წვეულებაზე მიგვიწვიეს,ვემზადებოდე,ალექსანდრე კი ოთახში მიცდიდი.საღამოსთვის გრძელი წითელი კაბა შევარჩია,ბოლობდე ჩახსნილი,ღია ზურგი და ამოღებული გული კი უფრო მიმზიდველს ხდიდა.ოთახიდან გამოსულმა შევამჩნიე თვალებ გაფართოებულმა ალექსანდრემ როგორ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
-პატარა... (ალექსანდრე)
-ხო სიხარულო (მე)
-შენ ძალიან ლამაზად გამოიყურები,როგორც ყოველთვის (მომიახლოვდა და მაკოცა,მგრძნობდი როგორ მძიმედ სუნთქავდა,შემდაგ ხელი მომიჭირა და თვალებში ჩამხედა)
-მზად ხარ?წავიდეთ? (ალექსანდრე)
-რა თქმა უნდა
ნაზად მომხვია წელზე ხელი და წავედით.მთელი საღამო თვალს არ მაცილებდა.რასაც ქვია თვალებით მჭამდა.შემდეგ ვიცეკვეთ რამაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
-ღმერთო ჩემო თქვენ ძალიან ლამაზი წყვილი ხართ (ალექსანდრეს მეგობარი)
-მადლობა (ალექსანდრე)
სახლში გვიან დავბრუნდით,გამოსაცვლელად ვაპირებდი ოთახში შესვლას როცა ალექსანდრე აესვეტა ოთახის კარებზე.წელზე ხელი შემიცურა და სხეულზე მიმიკრა.დიდხანს მიყურებდა თვალებში,შემდეგ ოდნავ დაიხარა და ჩემს ტუჩებს დაწვდა.ერთიანად გადავარდი ვნების მორევში.ვერც კი გავიაზრე ისე შემომეცალა კაბა და მის მკლავებში აღმოვჩნდი საწოლში.ფრთილად და ნაზად მეალერსებოდა,თითქოს ეშინოდა რამე არ დაეშავებინა ჩემთვის...დილით როცა გავიღვიძე მის სხეულზე ვიყავი მიკრული.ალექსანდრეს უკვე ეღვიძა და თმებზე მეთამაშებოა.მაშინვე იგრძნო რომ გავიღვიზე ხელები უფრო მაგრად მომიჭირა სხეულზე.
-ნინი...
-ალექსანდრე არ არის საჭირო.
თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა შემდეგ კი ისევ ვნებიანად მაკოცა.
-ნინი არ მინდა რომ ინანო (ალექსანდრე)
-ალექსანდრე არ ვნანობ. (ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე)
-მიყვარხარ ჩემო პატარა (ალექსანდრე)
-მეც მიყვარხარ ალექსანდრე. (მე)
-იცი არაფერი არ არის იმაზე სასიამოვნო,როცა იაზრებ რომ შენი საყვარელი ქალი მთლიანად შენია. (მითხრა და შუბლზე მაკოცა)
-ჩემი მესაკუთრე ხარ (მე)
-ხომ გაგაფრთხილე თავიდანვე,ვერ დამაბრალებ იმას რომ არ მითქვამს მესაკუთრე რომ ვარ. ჩემი ხარ პატარა ჩემი. (მითხრა და ისევ ვნებიანად მაკოცა)

---შეფასება თქვენზეა :* ---



№1  offline წევრი კუსა ♥

მომეწონა ! <3 მაგრამ პატარა-ს ხშირად იძახის ალექსანდრე რაც მოსაბეზრებელია

 


№2  offline წევრი gvanca18

მადლობთ გავითვალისწინებ აუცილებლად :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent