შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო სიყვარულს ვერ დაამარცხებს!(სრულად)


4-06-2015, 15:10
ავტორი likuna12345
ნანახია 4 355

–გილოცავ, საქართველოში დაბრუნებას სარა!
–გმადლობ
–უკვე მეგონა ვეღარადროს გიხილავდი აქ!
ღიმილიანი სახით ვაკვირდეები საყვარელ ადამიანებს და გული სითოთი მევსება, მაგრამ შინაგანად გრძნობათა დაპირისპირებას ვგრძნობ ისე მტკივა ყველაფერი,მოგონებები ბედნიერების უფლებას არ მაძლევს. თითეული მოგონება გულში ისარივით მესობა. შეხება ვიგრძენი, სწრაფად მოვეგე გონს და მომღიმარ დედას გავხედე. ყელში გაჩხერილი ბურთი საუბრის უფლებას არ მაძლევს მხოლოდ ვიღიმი მეტი ამ წამს არაფერი შემეძლია.
მალევე დავტოვეთ აეროპორტი, გარეთ გამოსულს სწრაფად ამიფრიალა ქარმა გრძელი შავი თმები,რამდნემე წამს გავჩერდი ღრმად ჩავისუნთქე და ხალხის ბრბოს გავყვევი. 40წუთიანი მგაზვრობის შემდეგ მონატრებული სახლის წინ ვდგავარ ისევ მოგონებები.....
გვერდითა სადარბაზოდან სიცილისა და მუსიკების ხმა გამოდის, სწრაფად გადამირბინა ბავშვოის წლებმა და სახლში ავედი. როგორ მომნატრებია ყველაფერი.
ჩემი ოთახი, ნივთები 5წელი გავიდა ღმერთო! უკვე 23 წლის ვარდა ჯერაც ვერ შევძელირაღაცეების დავიწყება. ალბათ, დროის საკითხია მაგრამ როდემდე? კიდევ რამდენი დრო მჭირდება? ტყუილია, ხო დრო ვერაფერს კურნავს უბრალოდ გარკვეული დროით გიყუჩებს ტკივილს. ფანჯარას მივუახლოვდი თავი მივადე მინას და თვალები დავხუჭე.
–არ ელოდო, რომ უკეთესად გახდები. არ გახდები, სირთულეები ყოველთვის იქნება. ისწავლე იყო ბედნიერი ამ წამს. სხვაგვარად ვერ მოასწრებ სარა. არ დანედე,არასდროს არ დანებდე სანამ ბრძოლა არ დასრულებულა. ხანდახან ისე ძალიან მომინდება ხოლმე დროის უკან დარუნება, ისე მტკივა ხოლმე, ისე მიპყრობს სინდისის გრძნობა სიკვდილი მინდება. მაგრამ სიკვდილითაც ვერ გამოვასწორებ იმას, რომ ბედნიერება წაგართვით მე და მამაშენმა.მაგრამ გეფიცები იმ წუთას ყველაზე სწორი ეს მეგონა, შენს დაცვას ვცდილობდით ერთადერთი შვილი ხარ ჩვენთვის და ყველაფერი შენთვის გვინდა. გვეგონა სარა ეს კარგი იყო შენი გრძნობები ბავშვური გატაცება გვეგონა მაგრამ დროთა განმავლობაში როცა შენს თვალებში დაგროვილ სევდასა და ტკივილის უკან დამალულ სიყვარულს ვხედავდი, დღეში ათასჯერ, ათიათასჯერ მომკვდარვარ. არჩევნის წინაშე დაგაყენეთ არ დამავიწყდება შენი ბოლო მზერა მისდამი. გეფიცები შვილო რომ იცოდე როგორ ვნანობ. როგორ მცხვენია თქვენი.
ვეღარ შეკავებული ცრემლები წამომივიდა, ისე ამტკივდა შიგნით ყველაფერი ვერც კი ავღწერ. ნელა მივუახლოვდი დედას და მაგრად მოვხვიე ხელები.
მათზე არასდროს გავბრაზებულვარ, ერთადერთი თუ ვინმე იყო დამნაშავე ეს მევარ რადგანაც საკუთარი სიყვარული ბოლომდე არა საერთოდ არ დავიცავი. ერთადერთი დამნაშავე მევარ. სხეულზე ვიგრძენი დედის ცრემლები და კიდევ უფრო მაგრად მოვეხვიე.
–რამდენჯერმე ვცადე კახისთან მისვლა,მაგრამ ვერ გავბედე თვალებში ვერ შევხედავდი ძალიან მრცხვენია და მტკივა საკუთარ შვილს ბედნიერება წავართვი.
–ჩუ ჩუ ნუ ტირი! შენ არ ხარ დამნაშავე!
არ ვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ დილით ჩემს ლოგინში ვიწექი, თავისტკივილმა შემაწუხა აუჩქარელად წამოვდექი. სააბაზანოში შევედი 1საათიანი ნებივრობის შენდეგ ოთახში დავბრუნდი, მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი დედასთან.
–ჩვენს მზეთუნახავს გაუღვიძია ნელიკო
–მოდი დედიკო დაჯექი ჭამე
–არ მშიადე. გარეთ გავდივარ ცოტას გავისეირნებ მერე ბავშვებს ავუვლი
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნიეს, მხოლოდ გავუღიმე და სახლი დავტოვე. რამდენიმე ხანი მეზოლებთან საუბარში გავიყვანე, შემდეგ კი სეირნობა გავაგრძელე. ვიცი, რომ მასთანაც მიაღწევს ჩემი ჩამოსვლის ამბავი, ვიცი რომ სადღაც აუცილებლად შევხდები და როდესმე მაინც მომიწევს მასთან შეხვედრა. დიდხანს ვსეირნობდი საღამო იყო ნიკოს, რომ ავაკითხე სახლში. არ დამავიწყდება მისი სახე ჩემს დანახვაზე, მერე მაგრად მომხვია ხელები და დიდი ხანი აღარ მიშვებდა.
მალევე გაივსო სახლი ბავშვობის მეგობრებით, ვიცი ყველა ნაწყენი იყო ჩემზე რადგანაც ამ დროის განმავლობაში არცერთ მათგანთან მქონია კონტაქტი უბრალოდ ასე უფრო მიადვილდებოდა მათგარეშე ყოფნა. ყველა ნაწყენი მიმზერდა ხმას არცერთი იღებდა ბოლოს სიჩუმის განდევნა ისევ ჩემს დავდე ავიღე
–არ ვიცი საიდან ან როგორ დავიწყო უბრალოდ....
–5წლის განმავლოაში 1ზარი ან შეტყობინებაც კი არ მოგვსვლია შენგან სარა
–მე უბრალოდ....
–ისე წახვედი არც კი გვითხარი რამე მასზე ხომ საუბარი
–გთხოვ!
–ამის დედაც რაც არ უნდა იყოს მაგრად მოგვენატრე მაგრამ იცოდე მაგრად გაგვიტეხავ თუ ისევ...
–გპირდებით
–აბა არ დავლიოთ?
–ისა კოკრიტო
–ბიჭო რამდენჯერ გითხარი მასე ნუმეძახითქო
– რაიყო გეფერები
–ეე ახლა ატრაკებ
–აბა რას შვრები ხვალე ხო იხდი დაბი დუბის კოკრიტო?
–გაგიგენებ ძმობას ვფიცავარ
–ანუ იხდი
მთელი ღამე ერთად გავატერეთ, ვინ ვისზე იწვა და ვისზე ეძინა ვერ გაიგებდით. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, თითქმის ყველას ეღვიძა კოკასა და ლანას გარდა. ბავშვები გაცხარებით რაღაცაზე საუბრობენ მეც მათკენ წავედი.
–რახდება?
–კოკრიტოსთვის სიურპრიზისმოწყობას ვაპირებთ
თითქმის მთელი 1საათი ამაზე ვბჭოდით ბოლოს როგორციქნა საერთო დასკვნამდე მივედით და გაიღვიძა კიდეც კოკამ. ღიმილით წავედი მისკენ და ლოყაზე ვაკოცე
–გილოცავ ბებერო
–აზრზე ხართ? 28 წლის გახდა კოკრიტო
–შენი....
სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გუგასკენ ცოტახანს კიდევ გავჩერდი და წამოვედი საღამოსთვის უნდა მომზადებულიყავი. რატომღაც არ ვღელავდი ვიცოდი, რომ აქ არ იქნეოდა 1თვით გერმანიაში იყო და ვერ ვნახავდი. ამისთვის ჯერ და ალბათ არც არასროდ ვიქნები მზად. ქოთქოთით შემეგაბა ნელიკო,მამა სახლში არ დამხვდა ცოტა დავისვენე და სააბაზანოში შევედი.
–დღეს კოკას დაბადებიდ დღეზე მივდივარ დე
–წადი შვილო
5ხდებოდა მზადება რომ დავიწყე ტანზე ლურჯი გვერძე ჩახსნილი კაბა მოვირგე, ტალღოვანი თმა გვერძე გადმოვიწიე მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე და მზად ვიყავი. გუგას ზარმაც არ დააყოვნა დედას ვაკოცე და სირბილით ჩავიარე კიეები გუგამ როგორც ყოველთვის ახლაც მშვენივრად გამოიყურებოდა. რატომღაც გული რაღაცას მიგრძნოდა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.
–ულამაზესო ქალათონო მხოლოდ თქვენც შემდეგ
–რა ცანცარა ხარ
–მეც ძალიან მიყვარხარ
–სად მივდივართ?
–მცხეტაში
–აქვე ახლოს ვერაფერი ნახა?
სიცილით ვუთხარი მანაც მხოლოდ მხრები აიჩეჩა და სიგარეტს მოუკიდა. მეტი არც არაფერი მითქვია რომ ჩავედით თითქმის ყველა იქ იყო მზერა მომღიმარი კოკასკენ გამექცა, რომელსაც გვერდს საოცარად ლამაზი გოგო უმშვენებდა. გაკვირვებულმა შევხედე გუგას მან კი მხოლდო გამიცინა და მათკენ წამიყვანა
–გაიცანი ს ეს ჩვენი სარძლოა კოკიტოს მომავალი მეუღლე ნინა ეს კიდე ჩვენი ყველაზე საზიზღარი მეგობარი სარა
–სასიამოვნოა სარა
–ჩემთვისაც ნინა. ბედნიერებას გისურვებთ
აღარაფერი უთქვია მხოლოდ გამიღიმა. ამინდი სსრწფადა შეიცვალა წვიმა დაიწყო არადა რომ გამოვედით მზე ანათებდა. უამრავ ადამიანს მოეყარა თავი ზოგი ნაცნობი, ზოგიც კი უცნობი. შეგრძნელბა კიდევ და კიდევ უფრო მძაფრდებოდა ვერ ვხდეოდი რა ხდეოდა პირველად ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. 2საათი იყო გასული ჩემ ყურთასმენას ნაცნობი, მონატრებული ხმა რომ მისწვდა.
და ვიგრძენი! სხეული საშინლად ამიკანკალდა, ყველა ემოცია ერთიანად მომაწვა, ძალა გამომეცალა და თვალთახედვის არე დამინელდა. ყოველთვის მეცინებოდა როცა წიგნებში ან ფილმებში მსგავს ემოციებს ვხვდებოდი მაგრამ როცა ახლა თვითონ განვიცდი აღარ მეჩვენება სასაცილოდ.
ალბად გამიმართლა ფეხზე რომ არ ვდგავარ, თორემ დიდი ხნის წინ დავკარგავდი გონებას. სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის. ზღვასავით ბობოქარია, მაგრამ მაინც ზღვის ნაირი. მე თვითომ მიკვირს როგორ მივუსვი თავი აქამდე! ღამით, როცა ყველას ძინავს ფიქრების კორიანტელი მაწვება, ყველას ჯანდაბაში ვუშვებ და ვიწყებ ფიქრს წარსულზე. იმდენად საშინლად შემომიტევს ხოლმე მონატრების ელფერი, იმდენად გაუსაძლისი ხდება უმისობა..... და განა სიყვარული ღმერთია განა? ღმერთია! ღმერთი!
რამდენჯერ დამიხატია წარმოსახვითში ჩვენი შეხვედრის მომენტი, მაგრამ როცა ის დრო დგება იბნები, სრულიად გამოუცდელი და უსუსრი ხდები. აღარაფერი გახსოვს, საურის და ყველაფრის უნარი გეზღუდება. და ახლა ამდენი წლის შემდეგ ზურგს უკან ნაცნობ სურნელს ვგრძნობ.
–გამარჯობა სარა
–გამარჯობა
სხვა არაფერი უთქვია ან რა უნდა ეთქვა? განა ვიყავი სხვა რამის მსგავსი მთელი დროის განმავლობაში არცერთხელ მომიშორებია მზერა და გულს მტეკნდა ის რომ არცერთხელ შემოუხედავს ჩემთვის. წასვლას ვაპირებდით თენდებოდა უკვე მომსახურე პერსონაჟმა რომ შეგვაჩერა
–უკაცრავად მაგრამ აქ დარჩენა მოგიწევთ დღეს წვიმის გამო გზები გაფუჭებულია. აქვე ახლოს სასტუმროა შეგიძლიათ იქ დაიცადოთ
–გმადლობთ
ისევ გუგას მანქანაში ჩავჯექი საუბარი წამოვიწყე
–აქ არ უნდა ყოფილიყო
–არაფერი ვიცოდით ჩვენც
–ვინმე ყავს?
არაფერი უთქვია გზას გახედა მწარედ სიმწრით გამეღიმა. სასტუმროში გავცერდით მხოლდო 5 ნომერი იყო ბედი არ გინდა მე და კახის ერთ ოთახსი მოგვიწია ყოფნა.
–მე გუგასთან ერთად მინდა
–მაპატიე საყვარელო მაგრამ ლანამ დაგასწრო
–მაგრამ....
ამას მერჩივნა მთელი დღე წვიმაში ყოფნა ან რამე სხმა მაგრამ მასთან ერთად მარტო დარჩენა თანაც ამდნეი ხნით ჯოჯოხეთი იყო. ძლივს შევედი ოთახში დივანზე იჯდა ტანს ზევით შიშველი იყო, ერთიანად დამაჟრჟოლა მის დანახვაზე. კარების ხმაზე სწრაფად მოეგო გონს
ხმას არცერთი ვიღებდით. თვალები ქონდა დახუჭული მაგრამ ზუსტად ვიცოდი ახლა ვერც ის დაიძინებდა.
–წარმატებული ექიმიხარ
–ჰო
არც კი შემოუხედავს ისე მითხრა, საშინლად მეტკინა შიგნით რაღაც იმის შეგრძნებისას ჩემს დანახვაზე ისეთივე რეაქცია აღარ ქონდა, არც ის ნაპერწკალი ჩანდა მის თვალებში.
–მაპატიე
–არაფერი გაქვს საპატიებელი შენ შენი არჩევანი გააკეთე, ისინი შენი მშობლები არიან და რათქმა უნდა ჩემზე წინ დააყენე. არაფერში გადანაშაულებ სარა შეიძლება გიყვარდი,მაგრამ არა ისე რომ რაღაც დაგეთმო ჩემს მაგივრად. მინდოდა ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო.
–შენ გგონია ჩემთვის ადვილი იყო? გგონია ყველაფერი ასე მარტივად დავივიწყე? ასე გგონია? ვერასდროს გაიგებ რას ვგრძნობდი და ვგრძნობ ახლა. მართალია არასწორედ მოვიქეცი მაგრამ სხვა გზა არ მქონდა კახი, სხვანაირად არ შემეძლო. სენ ვერც კი წარმოიდგენ რა რთული იყო ყოველივე ეს. ყოველ ღამე გესმის ყოველ დღე ამაზე ფიქრი არ მასვენედა, მოგონებეი ბედნიერების უფლეას არ მაძლევს .
ისიც მეყოფა ყოველ დილით თვალედასიეული, რომ ვიღვიძებ ამას ემატეა ისიც რომ შენზე ფიქრები მკლავენ, ყოველ ღამე ვკვდები და დილას ისევ ვცოცხლდები. უბრალოდ სხვანაირად არ შემეძლო გემის? უბრალოდ გთხოვ მასე ნუ მიყურებ, შენც იცი რომ ყველაზე სწორი გამოსავალი ეს იყო უბრალოდ შეცდომა იქ დავუშვი არაფერი რომ არ გავაკეთე. ერთადერთი რასაც ვინატრედი არის ის რომ ისევ ისე მიყურებდე. შემომხედო ისევ იმ თვალებით , რომელიც ასე ციმციმებდა ჩემს დანახვაზე... და ჩამეხუტო ისე რომ შევიგრძნო შენი გულისცემა ჩემი შეხებისას. მაგრამ ნუ იფიქრებ შენ ამაზე წარსულს გავვუძელი და ამასაც გავუძლებ ძლიერი ვარ! დრო ვერაფერს ვერ დამაკლებს!
ვთქვი და გარეთ გამოვედი კიდევ კარგი გუგას მანქანის გასაღები მე მქონდა, მოსაცმელი მოვიცვი და გარეთ გავედი არ გამომკიდებია არც ველოდი რამეს. დილით ხმაურმა გამომაღვიძა გონს რომ მოვედი შევამჩნიე რომ უკვე გზაში ვიყავი, უკან ლანა და სანდრო ისხდნენ.
–რატომ არ გამაღვიძეთ?
–ისე საყვარლად გეძინა ვეღარ გაგაღვიძეთ
თავი ფანჯარას მივადე და მუსიკის მოსმენა დავიწყე მალევე სახლში ვიყავი. ვგრძნობ, რომ თითქოს რაღაც მომეშვა და ეს მახარებს ვუთხარი ის რაც ამდენი ხანია გულით დამაქვს და მიმძიმებს კიდევ უფრო მდგომარეობას. არაფერს ველი საერთოდ არაფერს. მაგრამ გულის სიღრმეში იმედის პატარა ნაპერწკალი მაინც შემომრჩა. მთელი 1კვირა სახლიდან არ გავსულვარ ნელიკოს ვეხმარებოდი სახლის სახმეეში მასთან დროის გატარებას ვცდილობდი ან უბრალოდ მისგან გაქცევას ან უბრალოდ მეშინია არ ვიცი......
დროა სამსახურის შოვნაზე ვიფიქრო მომეზრდა ასე უსაქმურად ყოფნა. გვიანი იყო დედაჩემის ყვირილმა რომ გამაღვიძა გიჟივით შევარდი მის ოთახში მამა ცუდად გამხდარა. გუგა ჩვენს მეზობლად ცხოვროდა საავადმყოფოში მისი მანქანით წავედით. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. აღარ შემიძლია ამდენს ვეღარ გავუძლებ ამდენად ‘ძლიერიც აღარ ვარ. ძალიან დავსუსტდი !
–დიმა იაკობაშვილის ნათესავები ბრძანდებით?
–დიახ მისი შვილივარ
–მამათქვენის ოპერაცია წარმატებით მიმდინარეოს მასზე საუკეთესო ექიმი ზრუნავს
თქვა და სწრაფად მომშორდა არ ვიცი რამდენი ხანი ველოდებოდით ოპერაციის დასრულებას. დროის შეგრძნება დავკარგე ჩამძინებია გონს დედაჩემის განწირულმა ყვირილმა მომიყვანა და მეც იქვე ჩავიკეცე.
–მასთან მინდა ღმერთო
მთელი ხმით ტიროდა დედაჩემი მეტს ვეღარ გავუძლებ. ვგღძნობ ვკარგავ გონებას თვალეი, რომ გავახილე თეთრ ოთახში ვიყავი ნაცნობი სურნელი ტრიალდებდა. წამოდგომა ვცადე მაგრამ ისევ თავბრუ დამეხვა.
–არ ადგე
–მამაჩემის ნახვა მინდა
–მაპატიე, ყველაფერი გავაკეთე მაგრამ....
–შენ შენ უნდა გადაგერჩინა კახი ჩემთვის უნდა გაგეკეთეინა ეს
–მოდი ჩემთან
არც კი დავფიქრებულვარ ისე შემოვხვიე ხელები კისერზე.
–შენთან ყოველთვის თავს დაცულად ვგრზნობ და თავი სახლში მგონია
–მამაშენმა ეს წერილი დაგიტოვა ნახე!
ხელისკანკალით გამოვართვი კონვერტი დაკიტხვა დავიწყე
–რადგან ამას კითხულობ ესეიგი შენს გვერდით აღარ ვარ! მაპატიე! საუკეთესო შვილი ხარ ისეთი შვილიხარ, როგორზეც ვოცნებობდი! არ ვიცი როგორი მამა ვიყავი მაგრამ ვცილობდი გეფიცები ძალიან ვცდილობდი რომ საუკეთესო ვყოფილიყავი, მაგრამ გადავაჭარბე ზედმეტი მომივიდა. დამაბრმავა მამობრივმა სიყვარულმა და შვილს ბედნიერება მოვუსპე. არჩევნის წინაშე დაგაყენეთ მედა დედაშენმა, შენკი ჩვენ აგვირჩიე მიუხედავად იმისა, რომ იცოდი რა გელოდა წინ. მართალია ბავშვებს უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლიათ ვიდრე ზრდასრულებს. მეც და დედაშენსაც ძალიან გვრცხვენია ჩვენი საქციელის, კახი შენი შესაფერისი არ გვეგონა მისთვის არ გვემეტებოდი მაგრამ შვილო ჩემო სარავ! ის ისაა! ის შენი მეორე ნახევარია! იბრძოლე მისთის, სიყვარულისთვის და მომავლისთვის იბრძოლე, ბედნიერებისთვის და ჩვეთვის ჩემი და ჩემი ნელიკოსთვის იბრძოლე. ბოდიში მოუხადე კიდევ ერთხელ კახის ჩემგან, დროის უკან დარუნება რომ შემეძლოს ყველაფერს გამოვასწორებდი მაგრამ შეუძლეელია. არ დაგავიწყდეს „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“.
ახლაღა ვიგრძენი რომ ცრემლები მისველედა მთელ სახეს, კახის შევხედე არ მიყურებდა ერთ წერტილს მიჩერებოდა. ღრმად ჩაისუნთქა და საუარი დაიწყო
–თუ დღეს რამე მაქვს და ვინმე ვარ შენი დამსახურებაა.ყველაფერი რაც გავაკეთე, ვაკეთებ და გავაკეთებ შენ გეკუთვნის. შენთვის არასდროს ამიხსნია სიყვარული, არასდროს მითქვია ბანალური ფრაზები, არასდროს მოვქცეულვართ ჩარჩოში. პირველივე დანახვისთანავე ვიგრძენი რაღაც განსხვავებული შენს მიმართ. არ ჰგავდი სხვებს ,ბავშვური და სხვანაირი იყავი თავიდანვე. შენი მესმის! არგამტყუვნებ ბევრჯერ ჩამოვსულვარ ამერიკაში შენს გამო, კარებთან მოვსულვარ მმაგრამ ვერ შევძელი დაკაკუნება. მერე უბრალოდ შევეშვი არასდროს შემპარვია ეჭვი შენში. ვიცოდი რომ აუცილებლად დაბრუნდებოდი. დრო ორივეს გვჭირდებოდა არ ვიცი რა იქნება ახლა ვერაფერს დაგპირდები მაგრამ ვიცი რომ გულს აღარადროს აღარ გატკენ. იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე წარმომედგინა, მაგრამ თან ისეთი სუსტი!
არაფერი მითქვია უხმოდ დავტოვე ოთახი დედას მივუახლოვდი მაგრად მოვეხვიე. ჩუმად მეჩურჩულებოდა მთელი თვე ოთახში იყო და მის ნივთებს ეფერებოდა. გვერიდან არ ვცილდებოდი ამ დროის განმავლოაში ვგრძნობდი კახის სიახლოვეს ყოველთვის სადღაც ახლოს იყო.
და თურამე მჭირდეოდა მაშინვე ჩემს გვერდით ჩნდებოდა.
ნახევარი წელი გავიდა ყველაფერი თითქოს ყველაფერს ვეგუები სამსახური დავიწყე ფსიქოლოგი ვარ. არ ვიქე თავს მაგრამ ჩემი საქმე კარგად გამომდის,რაც ძალიან მახარებს ბოლო პერიოდში საერთოდ ვეღარ ვხედავდი კახის და ცოტა არ იყოს ვღელავდი.
გვიანი იყო სამსახურიდან ვბრუნდეოდი ვიღაც რომ გადამეღობა წინ გაბრაზეულმა ავიხედე ზევით წინ მომღიმარი კახი რობაქიძე მედგა. გაოცებბულმა შევხედე მან კი მის მკლავებში მომიქცია. მთვრალია. გამეცინა არ შევწინააღმდეგებივარ თავი მის გულზე დავდე და ვიგრძენი როგორ აჩქარდა გამეღიმა. ძალიან აცივდა და მხოლოდ მაშინ მოვშორდი
–გვიანია უნდა წავიდე კახი
–ჩემთან ავიდეთრა სარა
–კახი
–მასე ნუმიბრიალებ თვალებს უბრალოდ ავიდეთ
–სახლში უნდა წავიდე ნელიკო მარტოა
–გთხოვ ძალიან ცუდად ვარ მოვლა მესაჭირეოა სახლში კიარავინ არის
–გთხოვ
–კარგი კარგი მხოლოდ მიგიყვან და წავალ მაშინ
–ვნახოთ
–რამითხარი?
–არაფერი წავიდეთ
მმის მანქანით წავედით მთელი დროის მანძილზე თვალს არ მაშორებდა ბოლოს რომ ვეღარ გავუძელი მის მზერას ვკითხე
–ასე რატომ მიყურებ?
–შენი სილამაზით ვტკები
–მთვრალიხარ
–და მერე არ იცი მთვრალი ადამიანი ყოველთვის სიმართლეს რომ ამბობს?
–ბევრი დალიე აშკარად
–მომენატრე
და მაინც ერთი სიტყვა რამდენ რამეს ცვლის ღიმილით გადავხედე მაგრამ არაფერი მითქვია. თუმად ჩაეღიმა მასაც რამდენჯერმე გავაპარე მისკენ მზერა ეძინებოდა მაგრამ ჯიუტად არ ხუჭავდა თვალებს.
ძლივს ავიყვანე მესამე სართულამდე კარებიი თვიტონ გააღო ძლივს–ძლიობით სიცილისგან თავს ძლივს ვიკავედი. ერთი ისეთი გამომხედა გავჩუმდი ხელით მისკენ მიმანიშნა მეც დასჯილი ბავშვივით შევასრულე დავალება.
–დარჩი რა!
–არ შემიძლია
–გთხოვ სარა დარჩი და გიმღერებ
სიცილით მითხრა უარის ნიშნად თავი გავაქნიე გარაზდა იქით გაიხედა ჩუმად ჩავიცინე გაკვირვებულმა შემოხმედა
–წადი
–რა?
–წადი
–არადა დარჩენას ვაპირებდი
–მართლა?
–ჰო
ვთქვი მოსაცმელი იქვე მივაგდე და მისგვერდით მოვთავსდი. ზურგი ვაქციე სწრაფად მოიწია ჩემსკენ მის მკლავებსი მომიქცია. ისე უცებ გამაბრუა მისმა გონზეც კი ვერ მოვედი. დილით დამწვრის სუნმა გამაღვიძა დაფეთებული გავვვარდი სამზარეულოში. სიცილი ამიტყდა კახიმ კი ნაწყენმა შემოხმედა
–მინდოდა შენთვის რაღაც მომზადებინა შენ კი დამცინი
–არ დაგცინი
–დამცინი
–არ დაგცინი
–დამცინი
–არ დაგცინი
–როგორ არა სარა
სწრაფად გავიქეცი ოთახში მაგრამ გვიანი იყო ჩემს ზემოდან მოეექცა კახი და მიღუტუნებდა სიცილისგან უკვე ცრემლეი მომდიოდა
–გეყოფა გთხოვ
–უნდა დაისაჯო
–მეყო გაჩერდი
რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ სწრაფად დამეწაფა ბაგეეზე ვერც კი გავიაზრე ისე შემოხვიე ხელები და მეც ავყევი. სწფად დამწვინა ლოგინზე და გახდა დამიწყო ვცდილოდი ჩემი გამოუცდელობა არ მეგრძნოინა წამით გაჩერდა.
–თუ...
–გააგრძელე
მეტი აღარაფერი უთქვია რომ გავიღვიძე ტკივილი ვიგრძენი მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით რასაც ბედნიერება ერქვა. მისი შეხება ვიგრძენი ნელა გადავბრუნდი მისკენ, თმეზე მეთამაშებოდა.
–ნანობ?
–მეტყობა რომ ვნანობ?
–რატომ არასდროს მეუბნები რომ გიყვარვარ?
–დედამიწა ამბობს რომ მე ვბრუნავ–ო?
არ მიპასუხია თვალები დავხუჭე და თავი მკერდზე დავადე. ბოლო კვირა ძალიან უცნაურად იქცეოდა კახიც და ბავშვებიც დედაჩემიც კი ვერაფერს ვხდებოდი. მცხეთაში წავედით ბავსშვები კოცონის გარშემო ვისხედით ყველა რიგ–რიგობით კითხულოდა ლექს. ჩემი ჯერიც მოვიდა კახის შევხედე და კითხვა დავიწყე
–თანახმა ხარ მოიყვანო ცოლად?
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა მისთვის გაყო ორად,
ჭირშიც, ლხინშიც იყო მისი ქმარი?
რომ გიყვარდეს ქუჩა, სადაც დადის,
უკოცნიდე თვალებს, ცრემლით ნაბანს,
პატიობდე რასაც გულით სჩადის,
ყოველ ღამით უსწორებდე საბანს?
თანახმა ხარ უერთგულო სხვასთან?
იყო მამა ყველა მისი შვილის,
ყოველ ღამე იძინებდე მასთან,
თუარადა გეშინოდეს ძილის?
ჯოჯოხეთის რომ აღმოჩნდეთ ცეცხლში,
თანახმა ხარ მას დაუთმო წყარო?
სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლში
ვერ გაიგოს შენგან ”მიყვარხარო” ?
თანახმა ხარ აპატიო წყენა?
რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი…
რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა…
რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი?
ხელით მანიშნა რომ გავჩერებულიყავი მეც მის ნეას დავყავი
–თანახმა ვარ!
თანახმა ვარ!
თანახმა ვარ მოგიყვანო ცოლად,
სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი ,
ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად,
ჭირშიც, ლხინშიც ვიყო შენი ქმარი !
–უჰ არ გვაწყენდა მართლა ახლა ერთი კარგი ქორწილი კოკრიტო საყვარელო შენი ჯერია
–მომაშორეთ ეს ვინმემ ხალხი არ ხართ?
–აბა ჰე დროზე ცუნცულ
–სიყვარულს სიტყვები არ ყოფნის,
მას მოქმედება სჭირდება,
უსიყვარულოდ სუყველას,
ძალიან გაგვიჭირდება.
თუ გული გიგრძნობს უთხარი
ჩვენ ამისთვის ვარ შობილნი,
რა ადვილია რომ ვიყოთ,
უბრალოდ კეთილშობილნი.
ეს გრძნობაც ცოცხლობს გაცემით,
თვით ღმერთი გვითითებს ამაზე,
უსიყვარულოდ თურმე მზე
არ სუფევს ცის კამარაზე
სიყვარულს სიტყვები არ ყოფნის
მას მოქმედება სჭირდება
უსიყვარულოდ ცხოვრება,
ნეტავ ვის რაში სჭირდება...
ისევ იმ სასტუმროში დავბინავდით წყვილებიც იგივე დარჩა, ამჯერად ისე აღარ მეშინოდა მასთან ერთად მარტო დარჩენის. ღიმილით შევედი ოთახში და ლოგინზე ჩამოვჯექი, ნელა გამოემართა ჩემსკენ და ჩაიმუხლა
–გამომყვები ცოლად?
–თანახმა ვარ, ვიყო შენი ცოლი
სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი
და მაინც სიყვარულმა მაგრად გამიჩალიჩა. როდის დამადო დაღი, როდის დასახლდა ჩემში ვერ გეტყვით უბრალოდ ვიცი რომ სიყავრულმა მისი სახელით მაგრად გამიჩალიჩა!!!



№1  offline წევრი Indigo

მადლობა რომ ასეთი მაგარი მოთხრობა დაწერე!!!! უმაგრესი ხარ!!!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№2  offline წევრი Anka.11

Dzaalian kargi aris

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent